შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ჰაკერი (6თავი)


18-04-2017, 02:33
ავტორი Chasing liberty
ნანახია 3 589

_მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, ანდა რა დამაძინებდა როცა ჩემი ბიჭი ჩემს გვერდით არ იყო, სიცხიანივით ვბორგავდი საწოლში, რამდენჯერაც ჩამთვლიმა იმდენჯერ დამის ტირილი ჩამესმა და გიჟივით წამოვხტი… _გამთენიამდე ასე დავიტანჯე, სინათლე როგორც კი შემოვიდა ოთახში ცოტა დავმშვიდდი და დაახლოებით სამი საათი ჩამეძინა, თუმცა კარებზე ზარის ხმა გაისმა თუ არა კი არ ვადექი წამოვფრინდი და გასაღებად გავვარდი,. _დილა მშვიდობისა,. _მომესალმა დუდუ და ბავშვი გამომიწოდა,. _პასუხიც არ დამიბრუნებია ისე ჩავეხუტე პატარას და კოცნა დავუწყე, _ჩემო ანგელოზი, ჩემო სუნთქვავ, როგორ მოენატრე დედიკოს, ჩემო ცხოვრებავ, ხომ არაფერი გატკინა ამ ველურმა დეეე,. _სხვათაშორის გადასარევად მოვუარეთ მე და ალექსმა, პამპერსებიც კი გამოვუცვალეთ და მერე რიგრიგობით ვაძინებდით,. _ჰმ, წარმომიდგენიხართ, -მართლა გამეცინა იმის წარმოდგენაზე როგორ გამოუცვლიდა ორი ახმახი დამიანეს ან როგორ დააძინებდნენ.. _ჩაალაგე? მკითხა და ეგრევე სახლში შემოაბოტა. _კიი მაგრამ არ მესმის რა აზრი აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება, იდიოტო. ჩავიბურდღუნე და ჩემოდნები გამოვაგორე ითახიდან,. _ესენი გაიტანე, მე დამის ეტლს წამოვიღებ,. _არ არის საჭირო, გუშინ ყველაფეეი ვაყიდინე ალექსს, ეტლიც, საწოლიც და სხვა რამეებიც, გამოდი დროზე,. _მიპასუხა და მანქანისკენ დაიძრა, სახლამდე ხმა არ ამოგვიღია არცერთს,.. _მოვედით, მითხრა და მანქანა დიდ სამ სართულიან სახლთან გააჩერა, _ეს შენი სახლია? გამიკვირდა როცა თეთრ სასახლეს შევხედე, -თუმცა არ მიკვირს, იმდენი ფული მოიპარე რომ,. _გაჩუმდი და გადმოდი დროზე, _დამიღრინა და დიდი ჭიშკარის კარები შეაღო,. _ღმერთო რა სილამაზეააა, აღმომხდა გაოცებულს გარემო რომ მოვათვალიერე, ეზო ისე იყო ამწვანებული თავი სამოთხეში მეგონა. _უამრავი ბუჩქი და ხეები, ყვავილები, შადრევანი და უზარმაზარი ხეივანი რომელიც დახუნძლული იყო ჯერ კიდევ მწვანე ყურძნით, ულამაზესი თეთრი ქვაფენილი რომელიც ჭიშკრიდან სახლამდე მთელ სიგრძეზე იყო ჩაყოლებული და ფანჩატური სადაც დაწნული ბამბუკის სკამები და მაგიდა იდგა,... ჰმ, დემონის პირადი სამოთხე, ჩავილაპარაკე და თვალების ცეცება განვაგრძე, _მესმი სხვათაშორის, ისევ ჩვეული ტონით დამიღრინა და გვერდით ამომიდგა,. _რაიყო არ ხარ დემონი თუ? გავიკვირვე _ანგელოზი შენც მეყოფი, ფრთები არ აგიშრიალდეს. გასუქებულხარ ისე, საჯდომი და მკერდი კარგად გაქვს დამრგვალებული.. _წამკბინა და უზარმაზარი ჩემოდნები სახლში შეათრია. _მოიცა რაო? გასუქდიო? ეს რა მაკადრა, ქალმა მშობიარობის მერე ისე სწრაფად აღვიდგინე ფორმები და წონა არც კი მეგონა, დაჟე ახლა იმაზე ნაკლები ვარ რაც იყავი, ამან კიდევ გასუქდიო, უტაქტო ვირი, მეწყინა და თან ჩემს საჯდომს სასაცილოდ დავაკვკრდი მართლა ხომ არ დამიმრგვალდა მეთქი, _სახლი იმაზე ლამაზი და კომფორტული აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა. ნათელ ფერებში გადაწყვეტილი დიდი დარბაზივით მისაღები, შუაში უზარმაზარი მარმარილოს კიბეები წითელი ხალიჩით და უზარმაზარი ჭაღი ჭერზე რომელიც ისე ბრწყინავდა როგორც საახალწლო ნაძვისხე, სასტუმრო ოთახში კრემისფერი დიდი დივანი თავისი სავარძლებით უზარმაზარი ბუხარის წინ. უშველებელი მაგიდა თავისი სკამებით სასადილო ოთახში და კიდევ უამრავი უძვირფასესი ნივთი, ნახატები კედლებზე და თავი მუზეუმში წარმივიდგინე, მოკლედ პირღია დამტოვა ამ სახლმა თავისი ეზოთი და ინტერიერით იმის მიუხედავად რომ ურიგო სახლი არც ჩემია,. _მომიყვანე ბავშვი დავაწვენ, ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა,. _არა იყოს მეყოლება, მომენატრა, მიხედე შენ შენს საქმე, არ მოცდე. _კარგი მაშინ სამზარეულოში ვიქნები, რომ დააძინებ შემოდი საქმე მაქვს.... _ბავშვი იქვე დივანზე მივაწვინე რადგან ჩემს ბოდიალში უკვე ჩასძინებოდა და ცოტა აფორიაქებული შევედი სამზარეულოში, მანერვიულებდა მასთან ლაპარაკი. _დაჯექი ჭამე, _მითხრა შესვლისთანავე,. _არ მშია, ყავას დავლევ და შენ რაზე გინდოდა ლაპარაკი, იმაზე როგორ დამცინე, იმაზე როგორ გამომიყენე თუ იმაზე რომ ყველაზე დიდი დამნაშავე ხარ ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ?.. _ყველაფერ მაგაზე რაც ჩამოთვალე,. _ოხ მართლა? აბა გისმენ, როდის დამიჭერენ შენი სისულელის გულისთვის, ისაც საკვირველია აეროპორტშივე რომ არ დამაპატიმრეს ან ივანეს ხალხმა არ დამხვრიტა,. _აუუუუ ანაბელ რამდენ სისულელეს ლაპარაკობ ტოო, გაჩუმდი და მომისმინე. _იმხელა დაიღრიალა ყავა კინაღამ ზედ გადავიახი.. _რას მიყვირი ვერ გავიგე, მე შენ იმაზე მშვიდად გელაპარაკები ვიდრე ამ ერთი წლის მანძილზე წარმოვიდგენდი ან ვგეგმავდი, მილიარდჯერ მაქვს წამოდგენილი შენი მოკვლის სცენა შენ კიდევ აქეთ დამყვირი, პატარა ბავშვი ვარ? _ისეთმა აღშფოთებულმა მივახალე თვლები შუბლზე აუვიდა მერე კი მთელ ხმაზე გადაიხარხარა,. _შენი მოკლული ჩიტიც ვერ წამომიდგენია მითუმეტეს ადამიანი,. _ძალიან ცდები, საკმაოდ კარგი მასწავლებელი მყავდა შენი სახით რომ შენნაირი ცივსისხლიანი გავმხდარიყავი, მემგონი დაგავიწყდა როგორ მაწამებდი, ისე მართლა მაინტერესებს რა საჭირო იყო? _საჭირო იყო, ხოდა რაც შეეხება იმ ფულის ამბებს, ჩემი სამსახურის შესახებ ასე თუ ისე იცი. _ბატალიონში სადაც მე ვიყავი განსაკუთრებულ დავალებებზე ვიგზავნებოდით მხოლოდ. მე, ალექსა და ბექა ავღანეთის მისიის შემდეგ აგვარჩიეს, ამ რაზმში არამარტო ჩვენ, სხვადასხვა ქვეყნის წამომადგენლები იყვნენ და “NATO”_ს საკუთრებას წარმოადგენდა, ჩვენ ყველას გვაქვს იურიდიული განათლება ეს ერთ ერთი პირობა იყო, რომელიც გვიადვილებდა ბრძოლას დამნაშავეების წინააღმდეგ. ჩვენვე ვგეგმავდით ოპერაციებს, ვახორციელებდით თვალთვალს, მოსმენებს და ერთის სიტყვით ყველაფერს, მიუხედავად იმისა რომ სახიფათო საქმიანობას ვეწეოდით და ჩვენი სიცოცხლე მუდმივად საფრთხეშინიყო მანამდე არ გვიფიქრია წამოსვლა სანამ ერთერთ დავალებაზე ბექა არ დაიღუპა მაგრამ ახლა ამაზე არ გვინდა. როდესაც დემეტრე დამიკავშირდა და შენი ამბავი მითხრა უკვე ვიცოდით ივანეს გეგმების შესახებ, მე არ მევალებოდა მასზე მუშაობა მითუმეტეს ბატალიონს ამიტომ გადავწყვიტე ცალკე მემოქმედა, მე მასთან ცალკე ანგარიშები მქონდა. პირველად შეხება მაშინ მქონდა შენთან როცა კინაღამ მანქანით დაგარტყი, უკვე ივანეს ნდობით აღჭურვილი პირი ვიყავი ერთი შეხედვით რათქმაუნდა, მერე შენ დაგიკავშირდა, მეც ეგ მინდოდა, მასზე შურისძიების გეგმა თავადვე ჩამიგდო ხელში როცა შენზე ინფორმაციის შეგროვება მე დამევალა. როდესაც აგიხსნა რა უნდა გექნა ზუსტად ვიცოდი რომ ამ ამბების მერე მოგკლავდა, რათქმაუნდა მე ამას არ დავუშვებდი ამიტომ გეგმა დავსახე რომლითაც ორ კურდღელს მოვკლავდი. სამაგიეროს გადავუხდიდი ივანეს და შენ დაგიცავდი, საჭირო იყო ნებისმიერ სიტუაციას გამკლავებოდი თუ რამე გართულდებოდა და შენი ვარჯიშიც ამიტომ იყო საჭირო, ისიც ვიცოდი რომ თავს არ დაგანებებდა ამიტომ ფული ჩემს ანგარიშზე გადავრიცხე და ვუთხარი რომ გამოგიყენე, რათქმაუნდა გამოძიებასთან ვთანამშრომლობდი და ყველა გეგმა მათთან იყო შეთანხმებული, ფულიც მალევე დავაბრუნე თუმცა ეს ივანემ არ იცოდა, მერე ძველი და ახალი ცოდვები ყველაფერი გამოუქექეს და დიდი ხნით ჩააყუდეს, შენთვის ვაპირებდი ყველაფრის თქმას მაგრამ ისე გაიქეცი არც მომისმინე, ანაბელ ეს ჩემი სამსახური იყო და სხვანაირას ვერ მოვიქცეოდი.. _მოსმენილისგან გაოგნებულმა ჯერ ხმა ვერ ამოვიღე, მერე ისე დამიარა სიბრაზემ ყავის ჭიქა ეგრევე თავში გავუქანე,. _ესეიგი შენთვის მხოლოდ საქმე ვიყავი არა? თანაც გგონია ამ ზღაპარს დაგიჯერებ რომ ყველაფეეი ჩემს გადასარჩენად გააკეთე? თანაც...ღმერთო ჩემო, როგორ შეგეძლო, როგორ შეგეძლო ჩემთან დაწოლა ისე რომ,,, ისე რომ… _ვეღარ დავასრულე ნათქვამი, ჩემმა ყვირილმა დამი გააღვიძა და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი სამზარეულოდან, ბავშვს ხელი დავტაცე და გაბრაზებულმა ეზოს მივაშურე… _ველური, ვირი, პირუტყვი, ესეიგი საქმე ვიყავი, მე კიდევ დებილივით ნერწყვებს ვყლაპავდი მისი დანახვისას და დებილი გოგოსავით ყურებამდე შემიყვარდა, სიმპათიური ვირი ეს,. _ვბობოქობდი და დამის გამწარებული დავარბენინებდი ეზოში ეტლით, _როგორ მეზიზღები, ცხოველო, ერთხელაც რომ მოგკლავ ხომ ნახავ, საძაგელი. _დიდხანს უნდა იყვირო? ნუ ანჯღრევ ბავშვს, მოდი მამას ბარტყო,. _მოგვიახლოვდა და ისე დამცინავად მითხრა კინაღამ ბოლი ამივიდა, ის კი დემეს დაწვდა და მიიხუტა, _დედაშენი აფრენს ცოტა, არაუშავრს მამა, ვასწავლით ზრდილობას,. _აუ საქმე ნახე რა ბიჭი და ზრდილობა თავად ისწავლე, რომელ ოთახში ვიძინებთ მე და ბავშვი, უნდა ვაბანაო და დავაძინო, დავუღრინე და დოინჯ შემორტყმული წინ დავუდექი,. _მეორე სართულზე დერეფნის ბოლოს კარია ადვილად მიაგნებ, მანდაა ჩვენი ოთახი,. _მადლობა, წავედით… ისა.. რაა? მოიცა “ჩვენი” რას ქვია?, _რას ქვია და ერთ საძენებელში ვიძინებთ დღეიდან, ბავშვის საწოლიც იქ დგას რაიყო რა გაიკვირვე, ნუ გეშინია არ მოგახტები, გამრთობები მყავს, შენნაირი მსუქნები არ მომწონს,. _ისეთი ირონიით მითხრა კინაღამ ამეტირა მაგრამ თავი შევიკავე,. _რათქმაუნდა სექსი რომ გვქონდა სხვა მეჩურჩულებოდა ვგიჟდები შენ სხეულზეო, მაშინ გამოუცდელი ვიყავი მაგრამ ახლა სულ სხვანაირ კაცებს ვანიჭებ უპირატესობას, შენ მათთან ახლოსაც ვერ მიხვალ, მათ კი აგიჟებს ჩემი სხეული, რას ვიზამთ შენ გემოვნება დაგიქვეითდა, მე დამეხვეწა, -არც მე ჩამოვრჩი ირონიაში და სახლისკენ დავიძარი ბავშვთან ერთად, ხო კიდევ, სხვა საძინებლის მოძებნა მოგიწევს, ვერ ვიტან სხვასთან ერთად ძილს, გავუცინე და კურტუმის ქნევით შევცუხცუხდი სახლში, თან გული მისკდებოდა თმით არ დამითრიოსთქო ისეთი გამწარებული სახე ქონდა… _ოთახში ავედი, დამი ვაბანავე, ვაჭამე და დავაწვინე, მერე ჩემი ტანსაცმელი ამოვალაგე და გარდერობში დავაბინავე, დუდუს ტანსაცმელები კი მოვხვეტე და დერეფანში დიდ გროვად დავახვავე, ჰმ, აი ასე მოგიხდება უტაქტო ვირო, “მსუქნები არ მომწონს” მივბაძე მის ინტონაციას და სასაცილოდ გავაჯავრე, ჩემი თავით კმაყოფილი წავედი აბაზანაში წყალი გადავივლე და ლოგინზე წამოვწექი, ვერაფერს იტყვი, მშვენიერი ოთახია, საწოლიც გადასარევი. _დაახლოებით ათ წუთში კიბეზე ნაბიჯების ხმა გაისმა და დაძაბული გავიყუსე საწოლში, კიდევ კარგი კარები ჩაკეტილია თორემ გადამიშვებს ფანჯრიდან ტანსაცმელს რომ ნახავს, -საბან წაფარებული დაველოდე დუდუს რეაქციას რომელმაც არ დააყოვნა და ისეთი ღრიალი გაისმა დერეფანში დამიანემაც შიშით ჭყიტა თვალები,. _ანაბეეეეელ!!!! რა ჯანდაბაა ეს გაგიჟდი? გამიღე კარი, გამიღე თორე შემოვამტვრევ ეს კი ნაკლებად მინდა, სწრაფად გააღე. _ნუ ღრაიალებ რაა ბავშვს გული გაუსკდა, გავძახე და ატირებული პატარა გულზე მივიხუტე, მართლა ცხოველი ხარ მძინარე ბავშვი შეაშინა როგორ ტირის გესმის? მოშორდი მანდედან ახლავე. ზუსტად ორ წუთში ტკაცანის ხმა გაისმა და კარი გაიღო, აჰამ, რათქმაუნდა ეს როგორ ვერ ვიფიქრე რომ კარების გაღება თავისუფლად შეუძლია. _არ მომიახლოვდე თორე ვიყვირებ, საწოლში ჩავაბრუნე ძლივს დაწყნარებული დამი და წინ გავეჭიმე კაი დმარტყმელი კაცივით. _წადი აკრიფე ჩემი ტანსაცმელი და დააბრუნე კარადაში დროზე,. _ისეთი ტონით თქვა ტანში გამცრა. _დუდუ მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, არვიცი რატომ აიტეხე ჩვენი აქ ყოფნა მაგრამ მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მე და შენ დამის გარდა არაფერი გვაკავშირებს შესაბამისად აზრსაც ვერ ვხვდები ჩემი აქ ყოფნის, ბავშვის ნახვას ჩემს სახლშიც შეძლებდი, აი ძაან არ გებანალურება ეს სახლში ერთი ღამის პარტნიორის მოყვანა რომელმაც ბავშვი გააჩინა და ამბები? რაღაცნაირად სასაცილო ჩანს ხოდა მე კიდევ სულ არ მინდა სასაცილო ვიყო, არვიცი რას ცდილობ, ახლაც მაოცებს შენი ორსახოვნება, ვერცერთხელ ვერ ჩავწვდი რას ფიქრობ რეალურად და რისი გაკეთება გინდა, რადგან დაიჟინე ჩემი აქ ყოფნა მოდი კეთილი მეზობლებივით ვიცხოვროთ, ჩათვალე რომ კორპუსში ვცხოვრობთ, კი გავს სახლი საერთო საცხოვრებელს ხოდა შემოვიფარგლოთ მისალმებით, შენი ბავშვთან კონტაქტით და დანარჩენ შემთხვევაში ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ამ ეტაპზე რადგან საჭიროდ არ ვთვლი სისულელეები ვაკეთო და რადგან ვიცი ბავშვთან ყოფნა გინდა არაფერს მოვიმოქმედებ და დავრჩები, სხვა შემთხვევაში ავიბარგებოდი და სიტყვის უთქმელად დავბრუნდებოდი ლონდონში, კარგად იცი რომ ბავშვი ჩემს გვარზეა, ჯერ არანაირი იურიდიული უფლება მასზე არ გაქვს ამიტომ შენ ვერ შემაკავებდი, მე ამას დამის გამო ვაკეთებ, სხვა ჩემს ადგილას არაადეკვატურად მოიქცეოდა რასაც ნამდვილად იმსახურებ მაგრამ მე ასე არ ვიქცევი, გაბრაზების უფლება მაქვს ხოდა ვარ გაბრაზებული, კიდევ გიმეორებ მე და შენ არაფერი ვართ ერთმანეთის, რატომ უნდა მეძინოს შენთან ერთად არ მესმის და არც მინდა მესმოდეს, რაღაც გრძნობა რაც მქონდა წარსულს ჩაბარდა,(არა ვის ვატყუებ) როგორც შენ მითხარი შენი “საქმე” ვიყავი ხოდა ეს საქმე დამთავრდა, ასევე ჩემნაირი მსუქნები არ მოგწონს რადგან უკეთესი გამრთობები გყავს ხოდა მოდი იმ გამრთობებთან ნუ გაირთულებ საქმეს ჩემს გვერძე წოლით, მეც ჩემ პირადა მივხედავ, მერე კი როცა ბავშვთან ყოფნას მოისურვილებ და მეც ნორმალურ სამსახურს ვიშოვი და ავეწყობი გადავალ, ახლა ნება იბოძე და გაბრძანდი, დასვენება მინდა… _ერთი ამოსუნთქვით მივაყარე რაცამდენი ხანი გულში მქონდა, პლიუს ამას ტყუილ მართალი და კარისკენ ვუბიძგე,. _ვეღარ გცნობ ანაბელ, ძალიან ფიცხი გამხდარხარ,. _მემგონი დამცინის ეს კრეტინი. _ცხვარი ცხვარიაო ხომ გაგიგია ჩემო კარგო, ხოდა ახლა გადი, ვუბიძგე კარისკენ და ისიც ხმაამოუღებლად გავიდა,... _აი ასე, იდიოტი, აბა რა გონია საწოლში ჩავუხტები თუ კისერზე ჩამოვეკიდბი, ვანახებ როგორ უნდა ვამწარება, გამრთობები არსად დაკარგო, ამ ბუზღუნ ბუზღუნში ტელეფონმაც დარეკა და სიხარულისგან შევყვირე,. _ხოო ანნ, როგორ ხარ რას შვებით, კარგია რომში? ჩავძახე გახარებულმა _აუ ბეეელ ძაან მაგარია, უბედნიერესი ვარ, იმაზე მაგარი გრძნობა არაფერია როცა საყვარელი კაცის გვერდით იღვიძებ… _ჰმ, წარმომოდგენია, ჩავილაპარაკე ჩუმად,. _მიხარია ძალიან ბედნიერი რომ ხარ, _შენ როგორ ხარ ბელ, მაგ ველურმა ხომ არ გაგაბრაზა? _უფ, ნუ იტყვი, ვჭამთ ერთმანეთს მაგრამ არაუშავრს, გაივლის, უბრლოდ ცხოვრება რომანს არ გავს სადაც ყველაფერი ჩხუბი მერე კარგი სექსით მთავრდება, ყოველ შემთხვევაში ჩემს ცხოვრებაში, რავიცი მივყვები დინებას, სამსახურს ვნახავ და იქნება რამე,. _ბელ არ ინერვიულო საყვარელო, ყველაფერი მოგვარდება, აი დემეს უნდა რაღაცის თქმა და მოდი დაელაპარაკე,. _დემუსიიი, აბა როგორ ხარ შე კუ, ხომ არ მიბრაზებ დაქალს, -ჩავძახე დემეს. _კუს მიგცემ შენ შე ბუ, როგორ ხარ ქალო, ნუ მომიკლავ ძმაკაცს თუ ჩემი დაია ხარ, ცოცხალი დამახვედრე, _ახარხარდა ტელეფონში. _ხო აბა, როდის იყო ველურებზე რამე მოქმედებდა, ვამპირია ჩვეულებრივი, ხოდა შენ რა საქმე გქონდა? _რა საქმე და ჩემთან მიდი სამინისტროში, იუსტიციაში რაა, ხოდა ჩემს მოადგილეს გაგჩითავ, უკვე მოგვარებულია და შენი მისვლაა საჭირო, თანამდებობა ქალი იქნები ორშაბათიდან, (ხოო თქმა დამავიწყდა, დემე იუსტიციის მინისტრის მოადგილეა). _ეეეე რა ჯიგარი ხარ, მაგარია ძაან, მაგრამ ეს ნეპოტიზმი დაღუპავს ჩვენს ქვეყანას დემუსი,. _კაი გაჩე ახლა, სანდო ხალხი გვჭირდება ჩვენ მანდ, მართალია შენ სხვა პროფესია აირჩიე მაგრამ ჩვენს მთავრობაში ხომ სულ ნარჩევი სპეციალისტები გვყავს ხოდა შენც ერთ ერთი იქნები,:) ბოდიში მთლად ეკონომიკაში ვერ გაგჩითავ ან პარლამენტში მაგრამ ამასაც არაუშავრს,..:) (იღადავა ბიჭმა) მოკლედ ხვალ მიხვალ, ეტყვი რომ ჩემი სახელით ხარ მისული, ჩემ მდივანს შეხვდები და ბრძანებაზე ხელის მოწერით დაადასტურებ თანხმობას, გამაგებინე რა იზამ, ახლა წავალ შენს დაქალს მივხედავ თორე გული უწუხს უჩემოდ,. _კაი დემე გკოცნით და მიყვარხართ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის,. _დემეს ისეთი ბედნიერი დავემშვიდობე აღარც დუდუ გამხსენებია და აღარც მისი ჯუჯღუნი, მთელი დღე ვიგორავე სადამდეც დამიანემ მომცა საშუალება, მერე საბას გავაკითხე ოთახში რომელიც ჩემს მოპირდაპირედ დააბინავა ველურმა და ცოტა ვამეცადინე, _ისე მოსაღამოვდა ვერც კი შევამჩნიე და კუჭმაც გინება რომ დამიწყო მომშიებია თურმეს ძახილით წავედი სამზარეულოში თან კალათით დამი წავიყვანე და მაგიდაზე დავასკუპე,. _აბა ჩემო პრონცო რა ჭამოს დედიკომ, თან ბავშვის გართობა დავიწყე თან მაცივარში ქექვა, საბოლოოდ ლორი შევიწვი ყველთნ ერთად ზედ ბევრი მაიონეზი მოვასხი და ის იყო ბედნიერს უნდა წამეღო პირისკენ რომ შემობრძანდა და ჩამაშხამა ყველაფერი,. _აი მაგეებს რომ ჭამ იმიტომაა მაგხელა უკანალი რომ დაიდე, _ისა და შენ ჩემს უკანალზე რატომ დარდობ ასე ძალიან? როგორ ატყობ მაინტერესებს შენი აზრი? ვისაც საჭიროა ჩემი უკანალიც მოწონს, მკერდიც და სხვა ადგილებიც, აი შენ რა მოგწონს მაგრად არ მაინტერესებ ხოდა ახლა მშვიდად ჭამის საშუალება მომეცი და მოაშორე შენი სიფათი აქედან, ხო კიდევ მაინც გეტყვი ცნობისთვის რადგან ასე განიცდი ჩემს გასუქებას, ორმოცდაცამეტი კილო ვარ, ჩემს სიმაღლესაც თუ გავითვალისწინებთ იმაზე გამხდარი ვარ რაც უნდა ვიყო (174სმ ვარ სიმაღლეში) ხოდა იმედია აწი მშვიდად დაგეძინება, მივაძახე და ჩემი ვახშამი გემრიელად გადავუძახე პირში, ის კი იდგა და გაკრეჭილი ყავისთვის წყალს იდუღებდა, _ჭამას მოვრჩი, თეფში გავრეცხე და ჩაის ფინჯანი გამოვიღე მაგრამ ვინ დამაცადე, უკნიდან ამეკრა და ხელები მუცელზე შემომხვია,. ავიშალე, დავიშალე, ისე დავიბენი ხმაც ვერ ამოვიღე,. ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა,. _რა გემრიელი სუნი გაქ აღარც მახსოვდა, _აჩურჩულდა და ყურს უკან მაკოცა, მერე ნელ ნელა დაბლა ჩამოუყვა და მხრამდე ჩამოვიდა, კინაღამ დავდნი, ისე ამეწვა ნაკოცნი ადგილები თითქოს მდუღარე დამასხეს, იმდენას მსიამოვნებდა მისი შეხება ვერც კი მოვიფიქეე გაწევა,. მთელ სხეულში ჟრუანტელმა, ბჟუალმა და ტრუალმა დამიარა, ჯანდაბა ჩემს თავს, დამადებილა ამ კაცის ტუჩებმა. ვაიჰჰ, ისე გემრიელად დააცოცებს თავის ტუჩემს ჩემს კისერში ცოტაც და სამზარეულოს იატაკს დავასკდები თავით,. _რა გემრიელი ხარ ბელ, ყველაზე გემრიელი, ისევ აგრძელებს ჩურჩულს და ჩემს შოკში ჩაგდებას… _მაგრამ ზედმეტად მსუქანი ხარ საიმსოდ რომ გავაგრძელო, _მეუბნება ირონიულად და მშორდება.. _კრეტინო, ვუღრიალე და ისეთი მოვდე ყბაში სამზარეულოს კარადას დაეჯახა. _ყოჩაღ მე. მარგად ამითვისებია მისი გაკვეთილები… -სუფთა უტაქტო ვირი ხარ, გაუთლელი სვანი, ხისთავიანი, აღარ მომეკარო, რას მელაქუცები, ქალი თუ გინდა ნაშებმა გაგართონ, აღარ შემეხო გაიგე? ფუჰ. გული მერევა შენს შეხებაზე(არა ვის ვატყუებ) დავუღრიალე და დამის კალათს ხელი დავავლე, თან ისე სწრაფად გავიქეცი კინაღამ კიბეზე ავყირავდი, _კურდღელო, მიდი მიდი გაიქეცი, წავედი მე გასართობად, _მომაყოლა უკნიდან და გასასვლელისკენ დაიძრა,. _ჯანდაბაშიც წასულხარ, მივაძახე მეც და გაბუსული ავედი საძინებელში,. _გაანჩხლებული შევვარდი ოთახში და საწოლზე დავეხეთქე, სალანძღავი სიტყვებიც კი აღარ მიჭაჭანებდა თავში, მაგრამ რაც არუნდაიყოს საშინლად მესიამოვნა მისი შეხება, მაგიჟებს ეს კაცი და რა ვქნა, იდიოტი, მაინც ვერ მოვითმინე და მივალანძღე. ნეტა სად ჯაბდაბაში წავიდა, დავიჯერო მართლა ვინმესთან? თუმცა არცაა გასაკვრირი აბა განდეგილივით ხომ არ იქნებოდა, ალბათ ახლა ვინმე მაგარ ნაშასთან ერთობა მე კი აქ უპატრონოდ მიმაგდო, ამის გაფიქრება და ცრემლების გადმოყრა ერთი იყო,,, კარგა ხანს ვისრუტუნე, მერე დამიანეს ვაჭამე, დავაძინე, რაცია ჩავურთე და ეზოში ჩავედი. არა მაინც რა მაბრაზებს, არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა ჩვენს შორის, არც არაფერს დამპირებია, ეს მე ვაგებდი კოშკებს, მერე ეს კოშკები თავზე ჩამომექცა, მერე დამი გაჩნდა და ახლა მის სახლში ვცხოვრობ სტუმარივით,,,, ფიქრებში გართულს ჰამაკში მეძინება… _გაურკვეველი ხმაური მაღვიძებს და ჯერ ვერ ვხვდები რა მოხდა, დაფეთებული ვჯდები და ბრახ, შუბლით ვასკდები მიწას, ჯანდაბა, ჯანდაბა აქ რამ დამაძინა, რაციას ყურს ვადებ და დამის მშვიდი სუნთქვა მესმის აბა რა ხმა იყო, სმენას ვძაბავ და აშკარად ქალის ხმაა, ვინ ჯანდაბაა ამ შუაღამეს, ავდექი, ეზოს წინიდან მოვუარე და ჰოი საოცრებავ, დუდუ გატრეტილი მთვრალი მიყუდებულია მასზე უარესად გატრეტილ ალექსზე და ამ ორ გატრეტილ არსებას მოათრევს სახლისკენ წითურ თმიანი გოგო რომელიც ისე გაცხარებული ეჩხუბება ორივეს მემგონი დაავიწყდა შუა ღამე რომ არის, ხალხს რომ ძინავს და ამ ორ მთვრალ ვირს მაინც ვერაფერს შეასმენს ისეთ დღეში არიან. _აბა აქ რა ხდება? დოინჯი შემოვირტყი და წარბი ავწიე,. _სალამი რძალოოო, რავახარ ტოო, _როხროხებს ალექსანდრე და მთელი ძალით მეკონწიალება კისერზე, _რა ჩაცეცხლეთ ამისთანა ალექსანდრე? რძალო არა ტორმუზიანი ბაყაყი(ეს საიდან მოვიტანე) რას გავხართ არ გრცხვენიათ? დავმოძღვრე თითქოს გაიგებდა,. _აუ ბელ, რას ჯუჯღუნებ, ძლივს მეღირსა შენი ნახვა, მიხარია აქ რომ გხედავ,. , _მეც მიხარია მაგრამ ახლა რომ შეხვიდე და დაწვე არაა? _ან შენ რას გავხარ დუდუ, გამრთობებთან რომ წახვედი სახლში არ შეგიშვეს? _ეჭვიანობ ბრატყო? _აკანტურებს თავს და სიცილით იჭაჭება,. _აბა როგორ არა, მოვკვდი ეჭვიანობით, დებილო, _ანაბელ ბავშვი გააღვიძე რაა გთხოვ... _არ მითხრა პიანინოზე დაუკრასო არ გადამრიო, გადავიხარხარე და ორივეს სახლისკენ ვუბიძგე, წამოდით დაგაძინოთ, ფუ არ გრცხვენიათ ამხელა კაცებს, რა არასერიოზული თინეიჯერებივით იქცევით,. _ისა... მე წავალ კარგით? ბატონო დუდუ, ბატონო ალექსანდრე ხვალამდე, ამბობს გოგონა და ჭიშკარს უკან უჩინარდება, _აბა აბა დროზე ოთახებში, და საერთოდაც აქ რა გამოსაფხიზლებელია? რას გავხართ, ამ მდგომარეობაში უნდ ამოხვიდეთ ბავშვთან? დუდუ მემგონი გავიწყდება რომ აქ ბავშვიც ცხოვრობს უკვე, _აუ ბელ, გააღვიძე რა ჩემი ნათლული გთხოოვ, _ისე მეღრიჯება ალექსი ლამისაა გამეცინოს, რათქმაუნდა ამათ როხროხში მართლა ეღვიძება ბავშვს და მეც სხვა რა გზა მაქვს ორ მთვრალ იდიოტს შორის ვაწვენ რომლებიც სულ ძალით გავრეკე ზემოთ და მთელი ნერგია დამეხარჯა მათ საწოლში დასაწვენად,, _რას გავხარ ტოოო, სუფთა დუდა ხარ შე მამამიფსმულო, ჩაგყლაპავ შე წერტილო, ვახ ჩემი, დუდა ამაზე მაგარი რაღარც არ გაგიკეთებია შენ ძმობას ვფიცავარ, მაგარი კაცია, _ძლივს იბრუნებს ენას პირში ალექსანდრე,. _მამას ბარტყია ეს, ჩემი სიამაყე, ნახე რა კაცური გამოხედვა აქვს, ნაღდი სვანია, ჩემი ბიჭი, ბელ ყველაზე მაგარი ხარ ასეთი საჩუქარი რომ მაჩუქე, _ისე საყვარლად მეუბნება ცოტაც და ტირილს დავიწყებ, დამი კი ხან ერთს მისჩერებია გაკვირვებული ხან მეორეს და ვერ გაუგია რა უნდათ მისგან ამ ორ მაიმუნს რომლებიც გონზე არ არიან რას ბოდავენ,. _ბიჭებო ახლა დროა დაიძინოთ, პატარასაც დავაწვენ, გვიანია უკვე, აბა თქვენ იცით ერთმანეთს ბევრი არაფერი აკადროთ, ხალხი ვართ აქ და გვეძინება, დავცინი და ოთახიდან გამოვდივარ,. _უფ, ეს რა იყო, პირველად ვნახე ასე აცანცარებული დუდუ, სად გაქრა ის მრისხანე და შუბლშეკრული ცხოველი მე რომ ვიცნობდი, არა რაა, სასმელი სულ ატუტუცებს ხალხს, ძლივს შევაბრუნებინე ძილი დამიანეს, დავაწვინე და საბანში შევძვერი, ჩაძინებამდე ფიქრები ჩემი ველურის კოცნისკენ გამექცა და ხელი მის ნაკოცნ ადგილებზე გადავიტარე, ჰმ, ათასჯერაც რომ უარვყო მაინც საოცარი კოცნა იცის ამ კაცმა და მოკალით თუ გინდა, თანაც ისეთი გემრიელი ტუჩები აქვს, ოხ, რეებზე მეფიქრება, დებილი ვარ, -ბურანში წასულს უცნაური გრძნობა მაფხიზლებს, აშკარად ვიღაც ჩამეხუტა,
_არ გამაგდო რა ბარტყო, დავიძინებ ასე,.
_ენაარეულმა ჩამჩურჩულა დუდუმ და ჩემს თმაში ჩრგა თავი,. _რა გემრიელი სუნი გაქვს ბელ, _შეისუნთქა თმის სურნელი და პატარა ბავშვივით გაყუჩდა ჩემზე მოკრული,. _ჯერ დავაპირე მისი გადაგდება მაგრამ თან ისე მესიამოვნა ცხელი სხეულის შეხება და სუნთქვა კისერში რომ გავინაბე და მეც მასთან ერთად გადავეშვი ძილში



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.რატომ დაგვეკარგე.ბოლო მომეწონა.მალე შეარიგე რა ესენი და ალექს ის წითური მოუხდებოდა smile
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Chasing liberty

La-Na
კარგი იყო.რატომ დაგვეკარგე.ბოლო მომეწონა.მალე შეარიგე რა ესენი და ალექს ის წითური მოუხდებოდა smile

ვერ მოვიცალე, თან მუზა არ მოდიოდა, სულ ძალით დავწერე

ნინი პირველი
La-Na
კარგი იყო.რატომ დაგვეკარგე.ბოლო მომეწონა.მალე შეარიგე რა ესენი და ალექს ის წითური მოუხდებოდა smile

ვერ მოვიცალე, თან მუზა არ მოდიოდა, სულ ძალით დავწერე

შევარიგებ თუ არ გამაბრაზეს

 


№3  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან მაგარი იყო... აუ აღარ დაიკარგო ასე რაა მალე დადე გთხოვ ❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე რა საყვარლები არიანე ესენი არ კარგავენ მოკლედ ჩვეულ ეშხს ...უუ ის რიჟა ლამაზმანი ვინ იყო? ჩვენ ალექსიკოს ჰყავს ვინმე? (კაი ხო გავალ მე თორე ორ საპირისპირო სქესს რო ვხედავ სულ მინდა ერთა დიყვნენ რა გავაკეთო "ავად ვარ ბევრწყვილომანია მაქ":დ:დ:დ იმედია მალე დადებ

 


№5  offline წევრი Chasing liberty

Mari-Mariami.16
ძალიან მაგარი იყო... აუ აღარ დაიკარგო ასე რაა მალე დადე გთხოვ ❤

ჩემი მუზა უგზო უკვლოდ იკარგება ხოლმე და მეც მიწევს დავპაუზდე

sameone crazy girl
ვაიმეე რა საყვარლები არიანე ესენი არ კარგავენ მოკლედ ჩვეულ ეშხს ...უუ ის რიჟა ლამაზმანი ვინ იყო? ჩვენ ალექსიკოს ჰყავს ვინმე? (კაი ხო გავალ მე თორე ორ საპირისპირო სქესს რო ვხედავ სულ მინდა ერთა დიყვნენ რა გავაკეთო "ავად ვარ ბევრწყვილომანია მაქ":დ:დ:დ იმედია მალე დადებ

მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა, ეს რიჟა სპეციალურად გამოჩნდა ალექსისთვის

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

ასე აბურდული იყო იტორია და მაინც ასე გემრიელად იკითხებოდეს, დიდი იშვიათობა და ფუფუნებაა უკვე საიტზე. ე.ი. არ დავიღლები მადლობის გადახდით შენთვის ამ სასიამოვნო ისტორიისთვის.

 


№7  offline წევრი Chasing liberty

grafo
ასე აბურდული იყო იტორია და მაინც ასე გემრიელად იკითხებოდეს, დიდი იშვიათობა და ფუფუნებაა უკვე საიტზე. ე.ი. არ დავიღლები მადლობის გადახდით შენთვის ამ სასიამოვნო ისტორიისთვის.

ყველა ისტორია აბსურდულია თუ ჩაუღრმავდები

მიხარია თუ მოგეწონა, მადლობა შეფასებისთვის

მაბედნიერებს ყოველი კომანტარის წაკითხვა. მადლობა

 


№8 სტუმარი Guest Grafo

ნინი პირველი
grafo
ასე აბურდული იყო იტორია და მაინც ასე გემრიელად იკითხებოდეს, დიდი იშვიათობა და ფუფუნებაა უკვე საიტზე. ე.ი. არ დავიღლები მადლობის გადახდით შენთვის ამ სასიამოვნო ისტორიისთვის.

ყველა ისტორია აბსურდულია თუ ჩაუღრმავდები

მიხარია თუ მოგეწონა, მადლობა შეფასებისთვის

მაბედნიერებს ყოველი კომანტარის წაკითხვა. მადლობა


Afsurduliametqi arsad mitqvams da ragaceebs nu mabraleb qalbatono.
Aburdulshic mxolod is vigulisxme, rom dialogebi, abzaci da a.sh gamoyofili ar aris. Torem, istoria da misi shinaarsi rom dzalian momwons agvnishne ukve.

 


№9  offline წევრი Chasing liberty

Guest Grafo
ნინი პირველი
grafo
ასე აბურდული იყო იტორია და მაინც ასე გემრიელად იკითხებოდეს, დიდი იშვიათობა და ფუფუნებაა უკვე საიტზე. ე.ი. არ დავიღლები მადლობის გადახდით შენთვის ამ სასიამოვნო ისტორიისთვის.

ყველა ისტორია აბსურდულია თუ ჩაუღრმავდები

მიხარია თუ მოგეწონა, მადლობა შეფასებისთვის

მაბედნიერებს ყოველი კომანტარის წაკითხვა. მადლობა


Afsurduliametqi arsad mitqvams da ragaceebs nu mabraleb qalbatono.
Aburdulshic mxolod is vigulisxme, rom dialogebi, abzaci da a.sh gamoyofili ar aris. Torem, istoria da misi shinaarsi rom dzalian momwons agvnishne ukve.

ბოდიში გვიან ვნახე რაც ეწერა მაგრამ გადაკეთებას აზრი არ ქონდა



მადლობა დიდი, მართლა შეცდომით წავიკითხე

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

მაინც რეგვენი კაცია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent