როგორც დაიწყო ისე დასრულდა (7თავი)
დათომ ნინი პატარა ლამაზ ოთახში შეიყვანა. ნინი გაოცებული დარჩა ასეთი სილამაზით მაგრამ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, რის თქმა სურდა დათოს. ამ ფიქრებში გართულმა წელზე შეხება იგრძნო, დათო თავისკენ იზიდავდა. ნინის მისი მკლავებიდან თავის დაღწევა სურდა, მაგრამ დათო საშუალებას არ აძლევდა. როცა მიხვდა რომ ნინი ანერვიულდ ყურში ჩასჩურჩულა: -ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ უბრალოდ მინდა გითხრა რომ ძალიან მიყვარხარ. ისე როგორც არავინ, მინდა რომ ჩემი იყო სამუდამოდ. არვიცი ესე როგორ შემაყვარე თავი, მაგრამ მინდა რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და მე გპირდები, რომ არასოდეს მიგატოვებ არასოდეს გიღალატებ. სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები. მოატრიალა და ლოყაზე აკოცა. -კი მაგრამ დათო ესე მალე როგორ? შენ ჯერ სულ რაღაც 2თვეა მიცნობ და ესე მალე როგორ შეძელი ჩემი შეყვარება? ღმერთო ჩემო. -მართალია 2თვეა გიცნობ, მაგრამ ყოველდღე გეხმიანები, გესაუბრები გხედავ და შემიყვარდი.შენ ისეთი ლამაზი ხარ შეუძლებელია ვინმეს არ მოეწონო. ლამაზი ღიმილი, მხიარული, ყავისფერი თვალები და შესანიშნავი აღნაგობა, კიდევ ბევრი რამ რისი ჩამოთვლაც შეუძლებელია, იმიტომ რომ შენ უნაკლო ხარ. -გმადლობ დათო ამ კომპლიმენტებისთვის და ყველაფრისთვის, მართლაც კარგი იყიო, მაგრამ მე არ ვიცი ვგრძნობ თუ არა რაიმეს შენს მიმართ. -კარგი რა ნინი. ეხლა არ მითხრა მახინჯი ხარ, არ შეგიყვარებ, თავი დამანებეო და ეგეთი რაღაცეები რა. გთხოვვვ. -არა ჩემო სულელო ბიჭო. მაგას როგორ გეტყვი? შენ ისეთი ლამაზი და საყვარელი ხარ მაგის გაფიქრებაც კი არ შემიძლია. გეხუმრე. იცი? მეც მიყვარხარ დათო. მეც შემაყვარე თავი ამ ხნის განმავლობაში. -რაა? რა თქვი? მომესმა თუ მართლა თქვი მიყვარხარო? მგონი სიცხემ ამიწია და ბოდვა დამაწყებინა, თუ რა ხდება? -არავითარი სიცხე არ გაქვს და არც ბოდავ ყველაფერი სწორად გიაგე. მე გითხარი მიყვარხართქო და ამ სიტყვებს ყოველთვის გაგიმეორებ, რადგან უშენოდ ყოფნა არ შემიძლია. მიყვარხარ დათო. გესმის? -კი მაგრამ ნინი? 5 წუთის წინ მითხარი არ ვიცი თუ ვგრძნობ რამეს შენს მიმართო და ეხლა? ღმერთო ჩემო გადამრევენ ეს ქალები. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს 5წუთის წინრა მითხარი? მთავარია ეხლა ვიცი რომ გიყვარვარ. მეტი არაფერი მინდა. -მთავარია ეხლა ვიცი რომ გიყვარვარ 5წუთის წინ რა მითხარი არ აქვს მნიშვნელობაო თუ რა უთხარი? შენ მაგას გვიმალავდი ბიჭო? მე გამომიღე გული რატო არ მითხარი ქეთი თუ გიყვარდაო და თურმე შენც გყვარებია ნინი. ღმერთო ჩემო ყველა როგორ გააფერისტდით ააა? -კარგი რა ლაშა რას დამცინი? გეყოს. არ გითხარი იმიტომ რომ, რავიცი მე რატო არ გითხარი. არ მინდოდა რაღაც და არ გითხარი. მთავარია ეხლა ხო იცი. ხომ გაგიგონია სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო? -სჯობს გვიან ვიდრე არასდროს მოგცემ მე შენ ვაჟბატონო, უყურე ამას რა დღეშია. კარგი მაგაზე მერე ვილაპარაკებთ, მაგრამ ეხლა გილოცავთ ძმაო. -მადლობა ლაშა. ეხლა ისეთ მაგარ ხასიათზე ვარ ნუ რავი. მგონი ცასაც კი შევძრავ. არ ვიცოდი ეგრე თუ მოხდებოდა. -მეც გილოცავთ პატარა აფერისტებო. რატომ დაგვიმალეთ ააა? უყურე ამათ. -რაღა დაგიმალეთ ქეთი აა? ჩვენც ეხლა გმოვუტყდით ერთმანეთს დათქვენც 2 წამში გაიგეთ და ეგაა დამალვა? -კარგი რა იყო გეხუმრე გოგო. მართლა რა გჭირთ ხალხნო ა? -არაფერი ქეთი მეც გეხუმრე. გოგონებო და ბიჭებო მგონი უკვე გვიანია და სჯობს სახლში წავიდეთ, თორე უკვე ფეხზე მეძინება. -უი 12 საათი დაწყებულა. მართლა წვიდეთ თორე გზაში დაგვეძინება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.