შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ( თავი 5 )


19-04-2017, 00:50
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 556

ლიზა შორიდან უყურებდა, მათ ჩხუბს ბოლოს მივიდა. ტაქს ხელი დაუქნია, ანაბელი შიგ ჩასვა, მეგობარს დაემშვიდობა და გვერდით მიუჯდა. მალე მივიდნენ საცხოვრებელში. ოთახში შეიყვანა, შემთვრალი ანაბელი და დააწვინა. თვითონ კი დრო იხელთა, ლოგინზე მოკალათდა და დღიური გადაშალა.

*******
21.03.1997
გამარჯობა ჩემო მეგობარო, ისევ შენ მოგაკითხე. ვიცი რომ მიიღებ დაკარგულ მეგობარს.
აღარ მოგაბეზებ თავს, სასწავლებელით. არაფერი ხდება მნიშვნელოვანი. ყოველი დღე მისით იწყება და ბიბლიოთეკით მთავრდება, თათიასთან ერთად.
ბიბლიოლეთიკიდან გამოსვლისას გადავწყვიტეთ , ჩვენს საყვარელ კაფეში გაგვევლო. ავტობუსში ავედით, სასურველ ადგილას მალე მივედით, ფული გადავიხადეთ და კაფისკენ გავწიეთ. გარედან კაფე არც ისე კარგი შესახედაობის არის, მაგრამ შიგნით მყუდრო გარემოა. ჩვენი საყვარელი ნამცხვარი და ჩაი შევუკვეთეთ და მაგისთან ადგილი დავიკავეთ.
ვსაუბრობდით მომავალის გეგმებზე. სიყვარულის თემას, რომ შევეხე ლოყები აუწითლდა ჩემს გოგოს. მოდი ცოტას ამათზეც მოგიყვები.
იმ დღის შემდეგ , რაც ნიკოლა და თათია პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. თურმე მეორე დღიდან მის კორპუსთან იდგა თითქმის ყოველ დღე. შეხვედრაზე დათანხმებას სთხოვდა, მაგრამ ჩემი ,, წყნარი’’ გოგო გაჯიუტდა. უარით ისტუმრებდა. ბოლოს თავის მომხიბლელობამ გასჭრა და დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია. მის ხსენებაზე ყოველთვის თვალები უბრწყინავს ხოლმე. მე კიდე ვტკბები მათი ყურებით.
- ანნ, რაღაც უნდა გთხოვო და უარი არ მითხრა კარგი? - საყვარელი, კნუტის თვალებით შემომხედა.
- გააჩნია რას მთხოვ..
- ნიკოლოზის დაბადებისდღეა დღეს, ორივე დაგვპატიჟა. გთხოოვ წამოდი რა, მარტო ვერ წავალ - თვალების ფახუნით მიყურებდა. თხელი ვარდისფერი ტუჩები კი საყვარლად დაპრუწა.
- აუ, გამოდის იმ ვირის მსგავსის დაბადებისდღეც არის. მთელი საღამო ვერ ავიტან! - გულის სიღრმეში გამიხარდა კიდეც, ვნახავდი. იმ ინციდენტის შემდეგ არ მინახია.
- გთხოვ რა- ცრემლები გადმოყარა. იცის ამ გოგომ, როგორ შეიძლება დამიყოლიოს. ნუ ისედაც დავსთანხმდებოდი, მის გამო...
-კარგი ხო! მაგრამ ის ჩემგან საჩუქარს ვერ ეღირსება. სად იხდის ან რომელ საათზე?
- რესტორანში, რვა საათზე. ჩემებს მან სთხოვა და დასთანხმდნენ. დედაშენს მე ვეტყვი, თუ გინდა.
- არა, მე თვითონ! წამოდი საჩუქარი ვუყიდოთ, რომ არ ვიცი რა მოსოწონს.
- საათები უყვარს, კოლექცია აქვს.
ბევრი მაღაზია არც იყო. ერთერთში შევედით და ვერცხლისფერ საათზე შევარჩიეთ არჩევანი. უკვე ექვსი საათი იყო, ამიტომ სახლებში წავედით. მალე მივედი, დეიდა მისაღებში დამხვდა. დაველაპარაკე, ავუხსენი ყველაფერი და ისიც დამთანხმდა.
აბაზანაში შევედი, პროცედურები ჩავიტარე. დიდი ხანი არ დავყავი შიგნით, დრო ბევრი არ მქონდა, თორე მიყვარს დიდხანს ნებივრობა. კარადიდან გრძელი, ვარდისფერი, ყვავილებით მორთული კაბა შეფარჩიე, ფეხზე ბალეტკები მოვირგე. სადა მაკიაჯი გავიკეთე. ხელჩანთა ავიღე და მისაღებში გავედი. თათია მოსული დამხვდა. ძალიან ლამაზი იყო, ბიჭს კვლავ მოაჯადოვებდა. საბამ, მანქანით წაგვიყვანა და დაგვტოვა. რესტორნის შესასვლელთან ნიკოლოზი შეგვეგება. ერთმანეთის დანახვისას, თვალებიდან ბრჭყვიალა ვარსკვლავები სცვიოდათ. როგორც ყოველთვის სიმპატიური იყო, გოგონას წამიერი გაშტერებაც გამოიწვია. დაბადებისდღე მივულოცე და გადავკოცნე სიძე. რაც გავიგე, რომ ერთად იყვნენ, ასე მივმართავ. რესტორანი დახურული ჰქონდათ. შიგნით კარგი გარემო იყო, მუსიკას დაბალ ხმაზე ამღერებდნენ. შიგნით შესვლის თანავე მას ვეძებდი, მაგრამ ვერსად შევნიშნე. იუბილარი თავის მეგობრებს გვაცნობდა. კაი მოსაუბრეები იყვნენ. ყველა მანდილოსანის მზერა, შემოსასვლელისკენ იყო მიმართული, მეც მათ მზერას გავყევი და ირონიის მეფე დამხვდა, გოგოსთან ერთად ხელკავ გაყრილი მოდიოდა.
გული ამიჩქარდა. ყელში ბურთი გამეჩხურა, რომელიც ძლივს გადავაგორე. ხასიათი გამიფუჭდა, მინდოდა მისვლა ის გოგო, რომ მიმეხჩო და ისიც ზედ მიმეყოლებინა. ეჭვიანობამ მოიცვა ,ჩემი ტვინი და მეტასტაზებივით გავრცელდა ყველგან. რა უფლებით ვეჭვიანობდი, არ ვიცოდი. გაქცევა მინდოდა იქიდან სადმე შორს.
ირაკლიმ ჩვესკენ იხმო წყვილი. გოგონა მასთან მივიდა და გადაკოცნა, თბილად გაუღიმა და მიულოცა. არადა რას ვერჩი, რა ლამაზი გოგოა. შავი ფერის თმები, კულულებად ეყარა ზურგზე. ღიმილის დროს კი, შავი თვალები უბრწყინავდა.
- გოგოებო გაიცანით, ეს ჩვენი დეიდაშვილია სესილი. ესენი კი ჩემი შეყვარებულია თათია და მისი მეგობარი ანასტასია. - სიხარულისგან მეცხრე ცას ვესტუმრე. ბედნიერებისგან გაბერილმა, გავუღიმე და მის გამოწვდილ ხელს, ჩემი შევაგებე.
-სასიამოვნოა - სამივემ ერთად ვთქვით და ყველას გაგვეცინა. მისტერ ირონიის გარდა.
სუფრას მივუსხედით, რომელსაც წითელი, თეთრი ყვავილებთ გადასაფარებელი ამშვენებდა. სკამები კი, თეთრი ფერით იყო გაფორმებული. როგორც ყველა ქართულ სუფრაზე, წავიდა მამაპაპური სადღეგრძელოები. ცოტახანში კი დარბაზში გაისმა No Doubt – Don’t speak ის წყნარი მუსიკა.
ბიჭები დგებოდნენ, გოგოებს სთხოვდნენ მათთან ერთად ცეკვას. ისინიც უარს არ ეუბნებოდნენ. მათ ყურებაში გართულს ვერ გავიგე, როოგორ მოვიდა ჩემთან ირაკლი.
- იცეკვებთ ჩემთან ერთად ქალბატონო ანასტასია? - მომნუსხველად მიღიმის და ვითიშები. ისეთი უნაკლო სახე აქვს, ლამაზი ვარდისფერი ტუჩები. ჩახველების ხმას, გამოვყავარ ფიქრებიდან.
- ვიცი, რომ სიმპატიური ვარ და ჩემი ყურება გსიამოვნებს. მაგრამ სჯობს ვიცეკვოთ - ხელი ჩამკიდა და საცეკვაო მოედნისკენ წამიყვანა. სხეულზე ამიკრა, მუსიკას ტანი ააყოლა. მეც მაიძულა მის ნებას დავყოლოდი. მისგან ცეცხლი მოდიოდა, რომელიც მწვავდა და ფერფლად მაქცევდა. მისი სუნთქვა ყელზე მელამუნებოდა. ხელები წელზე მარწუხებივით ჰქონდა შემოხვეული.
- ხომ კარგად ხარ? - ტუჩის კუთხე, შეუმჩნევლად ჩატეხა.
- კი, კარგად ვარ. ცუდათ რატომ უნდა ვიყო?!
- შენს ხმას და გულის ცემას, თუ დავუჯერებთ. გაგიჟებს ჩემი სიახლოვე - ყურთან ახლოს მიჩურჩულა. ამ ჟრუანტელს, ვერაფერს ვუხერხებდი.
- რაა?! როგორ ბედავ იდიოტო?! ოცნებას მოეშვი, ღრუბლებში არ აიჭრა თორე, მიწაზე დანარცხება, მტკივნეული იქნება. - თვალი ჩავუკარი და მზერა გავუსწორე.
- ჩშ, ნუ ღელავ პატარა - მოულოდნელად ხელზე გადამიწვინა. იმდენად ახლოს მოვიდა სახესთან, სუნთქვა შემეკრა. თვალი ჩამიკრა და ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. უკვე ვერ ვუძებდი მის სიახლოვეს, საბედნიეროდ მუსიკა მალე დამთავრდა.
მაგიდათან დავბრუნდი. რაღაც თემას განიხილავდნენ, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. ფიქრებში ისევ მასთან ვიყავი. მწველი მზერა ვიგრძენი, თავი ავსწიე და მის თვალებს წავაწყდი. იქ გაჩერება აღარ მსურდა, გავაფრთხილე თათია, მე წავალთქო. ნიკამ თავი გაიგიჟა, მარტო არსად გაგიშვებ ირაკლი გაგიყვანსო. უარი ვუთხარი, მაგრამ მაინც დამიყოლიეს. მე, წინ მივდიოდი ის კიდე უკან მომყვებოდა. მანქანის კარი გამიღო, მთლად გაუთლელი ხეპრე არ ყოფილა. თვითონ მოურა და მძღოლის ადგილი დაიკავა. ღვედი შევიკარი, ამის ტარების ამბავი, რომ ვიცოდი. გზაში ხმას არცერთი არ ვიღებდით.
მანქანას შემოაუარა, კარები გამოხსნა და გადმოსვლაში მომეხმარა. მოულოდნელად დახურულ კარებზე ამაკრა.
- ანასტასია - დაბნეული და გაკვირვებული ვუყურებდი
- ეხლა ერთი რაღაცის სურვილი მაქვს, რომ არ ავისრულო სულს განვუტევებ. თან შენგან საჩუქარი არ მიმიღია.
- კი მაგრამ.. - სიტყვის თქმა არ მაცადა. წამებში შეერწყა, მისი ბაგეები ჩემსას. ველურად ლაშქრავდა და იმდენად მომთხოვნი იყო ჩავიფერფლე. სხეული ამითრთოლდა, გულმა ორმაგად დაიწყო ძგერა. ფეხებში სისუსტეს ვგრძნობდი. მისი ძლიერი ხეელები, რომარ მიჭერდნენ წავიქცეოდი. ჩემში ვნებიანმა ქალმა გაიღვიძა, თმაში ხლები შევუცურე და ჩემსკენ მოვქაჩე. ამჯერად მე წავეტანე მის ტუჩებს. ბოლოს ჟანგბადის უკმარისობის გამო, მოვწყდით ეთმანეთს. მანქანას მომაცილა, მე ისევ გაშტერებული და გაოცებული ვიდექი. თვალები, რომ დავახამხამე მანქანის კვალიც არ ჩანდა. სახლამდე, როგორღაც ავაღწიე. დეიდას, გავძახე მოვედითქო და ჩემს ოთახში შევედი. გამოსაფხიზებლად შხაპი მივიღე, მაგრამ არც ამან მიშველა. ერიხ მარია რემარკის ,, მშვენიერი ქალი’’ , ავიღე გულს გადავაყოლებთქო. მაგრამ თავში მაინც არაფერი შედიოდა, სულ პირველი და საოცარი კოცნა მედგა თვალწინ, გახსენებისას ისევ ჟრუანტელი მივლიდა. ბოლოს დავწექი, ლოგინში სიარულის შემდეგ ძლივს ჩამეძინა.

10.04.1997
იმის მერე არ გამოჩენილა. ნერვები მეშლებოდა, მისი ხმაც კი, რომ მენატრებოდა. ირონიული ღიმილის დროსაც ჩასაყლაპი იყო. სიზმარში ყოველ დღე მსტუმრობდა. ახლოს მისვლა ჩახუტებაას, რომ ვცდილობ მაგ დროს მეღვიძება ხოლმე. ამაშიც არ მიმართლებს.
ყოლევ დღეს თათიასთან და ნიკასთან ერთად ვატარებდი, უნივერსიტეტის შემდეგ უმეტეს დროს. ამ ჯერად მარტო ჩვენ ვიყავი, მას საქმეები ჰქონდა და ვერ მოგვაკითხა.
- გოგო, ირაკლი წასული ყოფილა, მამამისის გამო საზღვარგარეთ მივლინებაში. თურმე რაღაც საქმეებს აგვარებდა და დღეს ჩამოსულა. - ისე მითხრა არც შემოუხედავს.
-არ მაინტერესებს! იდიოტი, ხეპრე, ხისთავიანი.. - გამუტულმა ამოვიბურტყუნე.
- ოჰ, გაბუტული ხარ გეტყობა. მოგენატრე ხო ?! –
- სულაც არა , რაა! - ცხვირი ავიბზუე და მოპირდაპირე მხარეს გავიხედე. როგორ შევძლებდი მის მოტყუებას, როცა საკუთარ თავსაც ვერ ვატყუებდი. მისი მონატრება, თითოეულ უჯრედში მქონდა გამჯდარი.
- ვაიმე, ირაკლის აქ რა უნდა?!
- ჰაა? აბა სად არის, ვერ ვხედავ - ბედნიერი სახით დავიწყე ძებნა, გული ამიჩქარდა.
- აკი არ მენატრებაო ქალბატონი - სიცილი დაიწყო.
-იდიოტო!
- აღიარე მიდი,, გისმენ!
- არაფერსაც არ ვაღიარებ, უბრალოდ მისი დანახვა არ მინდოდა და იმიტომ მქონდა მასეთი რეაქცია. დიდი სიამოვნებით წავამტვრევდი კეხიან ცხვირს
- სულაც არ აქვს კეხიანი ცხვირი, ჩემი ნიკოლოზისნაირი ცხვირი აქვს ზუსტად.
- კაი, აღარ მინდა მასზე საუბარი! - ამით დავასრულებინე. დავიშალეთ. სახლში მალე მივედი, პირდაპირ ჩემს ოთახში შევიკეტე. სწავლას გულს ვერ ვუდებდი, სულ მასთან ვიყავი ფიქრებით. გულიც საშინლად მტკიონა, დამშვიდობებაც, რომ არ იკადრა.

15.04.1997
წარმოგიდგენია მეგობარო, ეხლა ირაკლისთან ერთად ვარ სამოთხეში. გიკვირს?! მეც გამიკვირდბოდა, ჩემთვის, რომ ეთქვათ, მასთად ერთად იქნები, ასეთ გასაოცარ ადგილასო. ყველაფერს თავიდან მოგიყვები. საბედნიეროდ, დილით თან წაგიყოლე სასწავლებელში, თორე ამ ბედნიერებას ხომ ვერ გაგიზიარებდი.
მარტო მომიწია უნივერსიტეტში წასვლა, თათია ავად იყო. მალე დამიმთავრდა ლექციები. ჩემმა კურსელმა დათომ, გასეირნება მთხოვა მასთან ერთად. მეც უარი არ ვუთხარი. მთაწმინდაზე გადავწყვიტეთ ფეხით ასვლა. მოეულოდნელად ჩემს ფეხებთან მისი მანქანა გაჩერდა, კარები გახსნა და გადმოვიდა. ისეთი გაბრაზებული უყურებდა დათოს, მეგონა იქვე მოკლავდა და მეც ზედ მიმაყოლებდა. ,, ლომის სახე ჰქონდა, რომელსაც ნადავლს წაართმევენ’’. ხელები მომუშტული, კისრის ძარღვები კი დასკდომაზე ჰქონდა. თვალების ირისები სულ ჩასწითლებოდა.
ისე სწრაფად გაჩნდა ჩემთან, ხელი ჩამავლო და მანქანაში ჩამტენა რასაც ჰქვია. მერე მას მიუტრიალდა და მუშტი მთელი ძალით მოუქნია. წონასწორობა ვერ შეიკავა და მუხლებზე დაეცა.
- მე, შენ გაგაფრთხილე! ვინც არ მიჯერებს, ასე ემართება! - გადმოსვლას ვაპირებდი,მაგრამ ადგილზე დამაბრუნა და ღვედი გადამიჭირა. სრაფად შემოუარა და საჭესთან მოთავსდა.
- იდიოტო, ველურო , ტყიდან გამოქცეულო მაუგლო! რატომ დაარტყი, რა დაგიშავა?! - მთელი ხმით ვუყვიროდი. მას კი წარბიც არ უტოკდებოდა.
- პასუხი გამეცი, ხომ არ დაყრუვდი?!
- იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო! არ ვაპირებ ახსნა განმარტება ჩაგაბარო! - გავჩუმდი არაფერი აღარ მითქვამს, სანამ არ შევამჩნიე თბილისიდან, რომ გავედით.
- სად მივდივართ? აქეთ რა გვინდა?
- რომ გეკითხები, პასუხი გამეცი!
- გიტაცებ! დღეიდან მხოლოდ მე მეკუთვნი დანელიებოს ქალიშვილო - ღიმილით გადმომხედა და თვალი ჩამიკრა.
- შენ.. შენ.. თავი, რამეს ხომ არ მიარტყი?! მოაბრუნე მანქანა და წამიყვანე ეხლავე სახლში!
- სჯობს დაიძინო, დიდი გზა გვაქვს გასავლელი
მივხვდი, რომ მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. ამიტომ დავიძინე. თვალები, რომ გავახილე უკვე ბარისახოში ვიყავით. მანქანა დიდი სახლის ეზოში დააყენა. გადავედი და გარემოს თვალი მოვავლე. გაოცებული ვუყურებდი მთებს, მეგონა ხელს გავიწვდიდი და შევეხებოდი. ის კი ჩემს ზურგს უკან იდგა.
- შეგიძლია წახვიდე და აქ დამტოვო. დიდი სიამოვნებით დავრჩები მარტო.
- ოოჰ, მოინდომა გოგომ მარტო განმარტოება. ჩემთან ერთად დარჩები და გაერთობი კიდეც, დარწმუნებული იყავი არ ინანებ.
- ღრუბლებიდან, რომ გადაწყვეტ ჩამოფრინდე. გამაფრთხილე, შემოგარტყა და გონს მოგიყვანო.
- იქ ერთად ვიფრენთ, ჩემო შავ თვალება. - ვირივით გაკრეჭილი მიყურებს.
- ერთი იდეა მომივიდა, თუ გინდა ნამდვილი ფრენის სიამოვნება გამოსცადო. ხელს გკრავ და დამერწმუნე, ლამაზად დანარცხების შემდეგ შენი სული სულ ზევით იფარფატებს.
- დარწმუნებული ხარ?! გამიმეტებ? - მაჯაში ხელი ჩამკიდა და თავისკენ მიმიზიდა. -თვალებში შემომხედე და ისე გაიმეორე.
- დიდი სიამოვნებით, გავაკეთებდი! ნერვებს ვეღარ მომიშლიდი წინა საუკუნის გადმონაშთო!
- რომ ჯუჯღუნებ, ჭკუინდან გადაგყავარ. მინდა ჩაგგკოცნო.
- რა გინდა ჩემგან ადამიანო?!
- რა მინდა?! შენს გარდა არავინ და არაფერი, მხოლოდ შენ მინდიხარ! უკვე მე მეკუთვნი, პატარა ქალბატონო! ჩემგან თავს ვერასდროს დაიხსნი და დარწმუნებული ვარ არც მოგინდება - თვალს მიკრავს და ცხვირს ლოყაზე მიხახუნებს.
- აქ გამომკეტავ? - დავაიგნორე ის შეგრძნება, რაც მის შეხებისას ვიგრძენი.
- კი და მე გველეშაპის სახით დაგიჯდები კარებთან, რომ ვერც ერთმა სულიერმა, ვერ შეძლოს შემოღწევა!
- წამიყვანე სახლში! ამ უაზრო ლაპარაკის მოსმენა აღარ მსურს! ისე ნუ იქცევი, თითქოს ჩემზე ,, ყურებამდე შეყვარბული იყო’’.
- ხომ იცი, რომ ჩემს გარეშე ცხოვრება, არც შენ შეგიძლია?! ვიცი, რომ გენატრებოდი, ამდენი ხანი, რომ არ მოგაკითხე. ჰო, კაი, მეც სიგიჟემდე მენატრებოდი. - ჩემი სახე ხელებში მოიქცია, შემდეგ თითები თმაში შემიცურა, ცერა თითს კანზე დაატარებდა, ჩემი ჟრუანტელიც არ აგვიანდბდა. - თან ნუ გეშნია, შენმა დეიდაშვილმა იცის, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ.
- გინდა, რომ გამაბრუო და დაგიჯერო ხომ?!
- მინდა ბევრი გაკოცო და ჩაგეხუტო! ჩემს მკლავებში მოგიქციო და მთელი მსოფლიოსგან დაგიცვა! - ჩემი ხელი გულთან მიიტანა - ამას მოუსმინე არ მოგატყუებს! ხედავ, როგორ ძლიერ მიძგერს გული? შენი სიყვარულით ვიწვი. მინდა ვიცოდე, რომ შენც ასე ძალიან გიყვარვარ! მზად ხარ, ჩემთან ერთად გაატარო მთელი ცხოვრება. დამერწმუნე მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ.
- მგონია, რომ ხელს მთხოვ..
- არ გგონია, ასეა!
- მიყვარხააააააააარ, ირაკლი სამხარაძეეეე! მთელი არსებით მინდა გულიც და ყველა შენი უჯრედი, მე მეკუთვნოდეს! - ფეხის წვერებზე ავიწიე და მის უკვე დალაშქრულ ბაგეებს წავეტანე. ხელები მძლავრად შემომხვია და კოცნაში თვითონაც ამყვა.
სახლის კარი გააღო, შიგნით შემსვა და კარებზე ამაკრა. ხელები ჩემს ირგვლივ დააწყო. თვალებში მიყურებდა, თითქოს თანხმობის ამოკითხვას ცდილობდა. მერე კი ჩემს ტუჩებს წაეტანა. არ ვიცი, რა დამემართა,თითქოს გავითიშე. მეც ავყევი კოცნაში, ხან ზედა ტუჩს მიკოცნიდა ხან ქვედას. მუცელზე შემომსვა და საძინებელში გადავინაცვლეთ.
- ჩემი გიჟი.. გასაგიჟებელი ქალი ხარ
- მგონი გავაფრინე.. - საწყლად ამოვიკრუსუნე. თითები მაისურში შევუცურე და გავანთავისუფლე. ტუჩები ყელზე მივაწეპე. ლოგინზე დამაწვინა , შარვალი ერთი ხელის მოსმით გამაძრო. თითები ათრთოლებულ სხეულზე აასრიალა, - ირაკლი - ამოვიკრუსუნე მისი სახელი. სიამოვნებისგან ზეწარს ჩავებღაუჭე. მისი თითოეული შეხებისას სულს განვუტევებდი. სიამოვნების ზენიტში ვიყავი. ყველა ზღვარს გავცდით და ჰარეში ავიჭერით, ერთი მთლიანობად, რომ ვიქეცით. ისეთი ბედნიერი ვიყავი, შემეძლო ღრუბლებში მეფარფატა. საოცარი თავისუფლების გრძნონა მქონდა, მე ხომ ვიცოდი ყველა წესი და ჩარჩო გავარღვიე. ვიცოდი, რომ ბევრი პრობლემა იქნებოდა ტალახიან გზაზე.
ერთი კვირა გავიდა, რაც ამ საოცარ ადგილას ვიმყოფებით.
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს, გვერდი ვიცვალე. მან კოცნა არ დააყოვნა, ჟრუანტელმა თმების ძირებიდან ტერფემბამდე დამიარა.
- ჩემო ალქაჯო, არ აპირებ გაღვიძებას?
- დილამშიდობისაა - გავუღიმე და ბაგეებს შევეხე - ხელიდან დავუსხლტი - მე მშია, საუზმეს მოვამზადებ- მისი პერანგი მოვიცვი და გარეთ გავვარდი. სამზარეულოში ვტრიალებდი და რამდენიმე კერძის მზადება დავიწყე. არ ვიცოდი რა უყვარდა. იქ, რომ ავსულიყავი აღარ გამომიშვებდა. ამიტომ, რაც მე მიყვარდა ის მოვამზადე. მოულოდნელად, ზურგიდან ამეკრა. სახე ყელში ჩარგო და სველი კოცნის კვალიც დამიტოვა.
- კაი რა, გეყოს მაცადე.
- მინდა სულ გკოცნიდე და გეხუტებოდე, არ მყოფნი.
- მე კიდე მშია!
- რამდენს ჭამ გოგო, გასუქდები -სიცილით მითხრა
- რა იყო, მერე აღარ მოგეწონები? - გაბუსხულმა გავხედე
- მოდი აქ, რას ხვანცალებ. ას კილოანიც მომეწონები და მეყვარები. - ცხვირზე მიკბინა და მერეკ კოცნით ჩაანაცვლა.
- ველურო! მეტკინა.
მაგიდა გავაწყვე, გამზადებული კერძებიც დავაწყვე და შევუდექით საუზმეს. მაგიდის ქვეშ ხელებს დაატარებდა და არ მაცდიდა. რამდენჯერმე წყალიც გადამცდა.
უკან დაბრუნება არ მინდოდა, გული ცუდს მიგრძნობდა . მაგრამ მოგვიწია მე სასწავლებლის გამო, მას კიდე პრაქტიკების გამო. ისე სწრაფად ატარებდა მაქანას მალე თბილიში ვიყავით. კორპუსთან დამტოვა, მაკოცა და წავიდა.
*****
ძალიან ეძინებოდა, ვეღარ კითხულობდა. დღიური გვერდზე გადადო, ბალიშს ჩაეხუტა და დაიძნა.

იმედია მოგეწონებათ და ბევრი შეცდომები არ გამეპარა. ბოდიში დაგვიანებისთვის, მიყვარხართ.



№1  offline წევრი Chasing liberty

ჩემო ნიჭიერო და ჭკვიანო

ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მომწონს

ხოდა კკდევ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი ლიც-ლიც

დიდი ხანია ამ საიტზე ვკითხულობ, მაგრამ სულ რამოდენიმე ავტორს და იმ რამოდენიმეში უკვე შენც შედიხარ!!!

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

ჩემი ირაკლი ❤ ნუ რა გავაკეთო? მე ირაკლი მიყვარს და არამგონია ლიზას ბიჭი უფრო მეტადეს❤ შენ კიდე მაგარი გოგო ხარ ❤

 


№4  offline წევრი მეამბოხე ^^

ლიც-ლიც
დიდი ხანია ამ საიტზე ვკითხულობ, მაგრამ სულ რამოდენიმე ავტორს და იმ რამოდენიმეში უკვე შენც შედიხარ!!!

აიი,შენ არ იცი შენმა კომენტარმა,როგორ გამახარაა heart_eyes kissing_heart

Maiaabuladze
ჩემი ირაკლი ❤ ნუ რა გავაკეთო? მე ირაკლი მიყვარს და არამგონია ლიზას ბიჭი უფრო მეტადეს❤ შენ კიდე მაგარი გოგო ხარ ❤

მიხარიხარ heart_eyes დამერწმუნე ის უფრო შეგიყვარდება;დ

 


№5  offline წევრი მეამბოხე ^^

Margaritha Loki
მამიქოოოოო :დდ ვამბობ რა ცელქია ეს მამიქო თქო :დდ მალე ქენი შემდეგიც ჩემო გოგო ❤❤

smile smile kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent