შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილი გრძნობებით ( თავი 1)


20-04-2017, 07:54
ავტორი loveblee
ნანახია 1 716

თებერვალი, 2009 წელი.

ვიკა ელვის სისწრაფით მირბოდა სკოლისკენ. ჩანთას მხარზე იკიდებდა მაგრამ ისევ უვარდებოდა. თმები სიბილში აწეწოდა მაგრამ ამას არ დარდობდა ოღონდ მალე მისულიყო სკოლაში რომ კიდევ არ მოესმინა თავისი ბებრუხანა მასწავლებლის წიკვინი. ვიკა არც თუ ისე შორს ცხოვრობდა სკოლიდან, ხუთი წუთის სავალი იყო მისი სახლიდან, ყოველთვის გვიან ეღვიძებოდა და ცდილობდა მალე მისულიყო სკოლაში. ვიკა ზუსტად მაშინ შედიოდა სკოლის შენობაში როცა ზარი ირეკებოდა და კისრის მტვრევით არბოდა მეოთხე სართულზე. ხშირად ფიქრობდა ნეტავ კიდევ დაბალ კლასში ვიყო რომ კიბეებზე აბობღება არ დამჭირდესო მაგრამ რომ მოიაზრებდა რომ კიდევ თავიდან მოუწევდა ამ ჯოჯოხეთის გავლა, იტოდა ცოტახანსაც გავიჭირვებო. კიბეზე არბენისას იმით იმსვიდებდა თავს რომ იცოდა მისი კუნკულა მასწავლებელი ნელი ნაბიჯებით მოდიოდა სამასწავლებლოდან და ვიკა მანამდე კლასში შესვლას ასწრებდა. ამ დღეს როგორც ჩანს ძალიან დაგვიანებოდა ვიკას სკოლაში. გიჟივით შევარდა ვიკა სკოლაში, კიბეებზე აირბინა და კლასში შევიდა.
-გედეშური!-გაიგონა მასწავლებლის წიკვინი და ადგილზე გაშეშდა. ოდნავ აწია თავი მაღლა და თვალები გადაატრიალა რომ მასწავლებელს არ დაენახა, შემდეკ კი მას შეხედა.-სად დაბოდიალობ გედეშური ჰა!? თხუთმეტი წუთით დააგვიანე! გაკვეთილის ახსნაში ხელი შემიშალე! ბავშვებს გონება გაუფანტე!
-რაღაც არამგონია მე გამეფანტოს ამათთვის გონება.-ჩაიჩურჩულა ვიკამ.
-ნუ ტლიკინებ გედეშური! დაჯექი და ხმა არ ამოიღო!
ვიკა თავისი მერხისკენ გაემართა. როგორც ჩანს მისი მეგობარი თიკა არ იყო დღეს სკოლაში და მარტო მოუწევდა ჯდომა. გოგონა უხასიეთოდ დაჯდა სკამზე და დაფას მიაჩერდა. მასწავლებელს არ უსმენდა, თავის ფიქრებში იყო გართული როცა მასწავლებლის წიოკი კიდევ მოესმა და ნერვებ მოშლილმა თავი ხელებში ჩაირგო.
-ვაჟბატონო დამენია! რამდენი ხანი უნდა ვუსმინო შენს ლაქლაქს გამაგებინე ჰა!? აეთრიე დროსე და ამ ქალბატონს მიუჯექი გვერდზე!
ვიკამ უეცრად აწია თავი და თვალები ჭყიტა. ვიკამ და ალეკომ ერთმანეთს ერთდროულად შეხედეს. ესღა მაკლდაო, გაიფიქრა ვიკამ მაგრამ ალეკოს იგივე ფიქრები არამგონია აწუხებდნენ მისი გამომეტყველებით თუ ვიმსჟელებდით. ბიჭი დინჯად გაემართა ვიკასკენ და გვერდით მიუჯდა.
-დღეიდან შენი ადგილი ეგ იქნება დამენია!
ვიკამ ამ სიტყვების გაგონებაზე სახე საწყლად დაჭანა და თავი ისევ ხელებში ჩარგო. ალეკომ ორი წამის შემდეგ ფანქრის კაკუნი დაიწყო მერხზე. ცოტახანს ითმენდა ვიკა შემდეგ კი მრისხანე გამომეტყველებით შეხედა ბიჭს.
-შეგიძლია გააჩერო ეგ ფანქარი?
-არა!-მოკლედ უპასუხა ალეკომ და ოდნავმა ღიმილმა გადაურბინა ბიჭს სახეზე. ვიკა მისმა ასეთმა პასუხმა და საქციელმა გააღიზიანა, ალეკოს ფანქარი გაცეცხლებულმა გამოართვა და ნაგვის ურნას დაუმიზნა რომელიც მის და საბედნიეროდ შიგნით ჩავარდა.
ალეკო მეთერთმეტე კლასში გამოვიდა ვიკას სკოლაში. ვიკას ყველასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა გარდა ამ ბიჭისა. რატომღაც ვერ ამჩნევდა ალეკოს და არც ალეკო იჩენდა დიდად თავს. მას ჰყავდა ორი ახლო მეგობარი ამ კლასში, დიტო გიორგაძე და სანდრო მაისურაძე. სანდრო ვიკას და თიკას აზლო მეგობარიც იყო. როცა დრო ჰქონდა სანდროს სულ დადიოდა გოგოებთან ერთად. არც დიტოსთან ჰქონდა ვიკას ცუდი ურთიერთობა მაგრამ სანდრო, თიკა და ვიკა ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ და შედარებით ახლოს იყო ამ ორთან ვიდრე სხვა დანარჩენებთან. დიტო კი მოგვიანებით მეშვიდე კლასში გადმოვიდა. სანდრო და დიტო ძალიან დაახლოვდნენ და ამიტომ ისე ხშირად ვეღარ იყო გოგოებთან.
გაკვეთილები რომ დამთავრდა, ვიკამ ჩანთა მხარზე მოიკიდა და კარისკენ გაემართა როცა სანდროს ხმა მოესმა.
-ვიკა. მოიცადე.-ვიკა შემობრუნდა და მის წინ ალეკო, სანდრო და დიტო დადგნენ.-სად გარბიხარ? რა გჭირს დღეს?
-თავი მტკივა ცოტა.-ვიკამ თავზე ხელი მიიდო.
-თიკა სად არის?-ჰკითხა სანდრომ.-რამე ხომ არ სჭირს?
-არაფერი. მომწერა რომ დედამისი და მამამისი ჩამოვიდნენ ღამით გერმანიიდან და აეროპორტში დახვდა.
-კარგი. კაი მაშინ გკოცნი და შეგეხმიანები მერე.-სანდრომ ვიკა გადაკოცნა და კარიდან გავიდა, შემდეგ დიტო გაყვა ბოლოს კი ალეკო.
ვიკამ თავისი გასაშლელი მობილური ამოიღო და თიკას მიწერა რომ ცოტახნით ავიდოდა მასთან. თიკამაც დიდი სიხარულით მიწერა რომ ელოდებოდა.
თიკასთან რომ ავიდა, მეგობრის მშობლები მოიკითხა. ვიკას ძალიან უყვარდა თიკას დედა და მამა. შემდეგ გოგონას ოთახში შევიდნენ. ვიკა მოწყვეტით დაეცა თიკას ლოგინზე და ჭერს დაუწყო ყურება.
-საშინელი დღე იყო.-ამოიფრუტუნა ვიკამ.
-რატომ?-ჰკითხა თიკამ და ლოგინის კუთხეზე ჩამოჯდა.
-ალეკო მომისვა იმ ბებრუხანამ გვერდზე დღეს და დღეიდან შენი ადგილი ეს იქნებაო ასე უთხრა.
-აუ არ არსებობს!-წუწუნი დაიწყო თიკამ.- ანუ მე დიტოს გვერდით მომიწევს ჯდომა?
-ეგრე გამოდის.-თქვა ვიკამ და ლოგინზე წამოჯდა.
საღამოს რვა საათამდე დარჩა ვიკა მეგოართან. ცოტა ილაპარაკეს, ტელევიზორს უყურეს შემდეგ ვიკა სახლში წავიდა. ბინიდან რომ გამოვიდა ზამთრის სუსხი მთელ სხეულზე მოედო, იმის და მიუხედავად რომ თბილი კურთკა, ქუდი და კაშნე ჰქონდა შემოხვეული. სწრაფად მიდიოდა სახლისკენ და ერთი სული ჰქონდა როდის შევიდოდა თავის ბინაში მაგრამ ვინ მისცა ამის ბედნიერება.
-ოღონდ ეს არა.-ჩაიჩურჩულა ვიკამ და ადგილზე გაშეშდა.

----
გამარჯობათ <3 ძალიან მომინდა რაიმე ისტორიის დაწერა. დარწმუნებული ვარ რომ მექნება შეცდომები. დიდი ხანია არ ვცხოვრობ საქართველოში, ზაფხულობით კი ჩამოვდივარ მაგრამ ეს არ მეხმარება რომ ისტორიები ქართულად კარგად დავწერო. თუ შეცდომას ნახავთ დააკომენტარეთ და შევეცდები გამოვასწორო. იმედია მოგეწონებათ და დაგაინტერესდებათ <3 X.O



№1 სტუმარი Guest Drama queen

Sainteresoa gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent