დაბრუნება (სრულად)
ფანჯრის რაფაზე ვზივარ და სიგარეტს ვეწევი. ღამის სიჩუმეს საათის წიკ-წიკი და შოპენის ნოკტურნი არღვევს. ლამპიონებით განათებულს ბაღს გადავყურებ და მახსენდება ყველი დღე ერთად გატარებული. მონატრებულს, თვეებით უნახავს ამ ბაღში რამდენჯერ დამლოდებიხარ?! ყინვაში სილურჯემდე მისული თითებით მაგრად როგორ მიკრავდი და ჩემით თბებოდი. ზაფხულის ცხელ დღეებშიც რამდენჯერ გაცდევინებდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გადამეწყვიტა რა ჩამეცვა. გადმოგხედავდი ფანჯრიდან და ვხედავდი შენს მოთბინება ამოწურულ სახეს, ერთი სული რომ გქონდა მოგეკალი ამდენი ლოდინისთვის. ჩემ დანახვაზე კი ისე გიბრწყინდებოდა თვალები ყველაფერი გავიწყდებოდა. სიცხეშიც მაგრად მიკრავდი და ჩემით ივსებოდი, ნათდებოდი... მძულდა ის დღე აეროპორტში შენი გაცილება, რომ მიწევდა. დღემდე მძულს აეროპორტები. შენ თავს მახსენებენ. მოულოდნელი შენი ჩამოსვლები სულ მიხარებდა. დღემდე ველოდები ტელეფონზე ზარს. -ნახევარ საათში შენს სახლთან ვარ. არ მალოდინო! შენთვითონ კარგად იცოდი ნახევარი საათი რომ არ მეყოფოდა და შენც ითბენდი სანამ ჩამოვიდოდი. შენს მონატრებას თვეობით ვაგროვებდი და ერთიანად ვიცლებოდი რამდენიმე დღეში. ეს მუსიკაც შენ თავს მახსენებს. მე შეგაყვარე და იმიტომ. ვიცი ყველაფერი რაც ახლა გიყვარს ჩემგან ისწავლე და მე შეგაყვარე. პირველი ვიყავი და ვიცი ყოველთვის პირველად დავრჩები. შენც... პირველი სიყვარული არასდროს ქრება. ჩვენი კი განსაკუთრებული იყო. ისეთი მოსაყოლად რომ ღირს. სიყვარული მოსაყოლად უნდა ღირდეს, ისე მისი ფასი ნულია! ყველა სიყვარულს თავისი ისტორია აქვს. ზოგს ბედნიერი დასასრულით, ზოგს დაუმთავრებელი დარჩა. ზოგიც მხოლოდ ბედნიერებით იყო სავსე, ზოგიც დიდ უბედურებას ინახავს. ჩვენსაში განშორების მეტი არაფერია. განშორება შეხვედრა ბედნიერი დღეები-ცოტა განშორება-მეტი და შემდეგ საბოლოოო განშორება... გვიანია. სიგარეტი ჩავწვი დასაწოლად მოვემზადე და თვალს ვერ ვხუჭავ. რთულია განშორება. უფრო რთული უსიყვარულოდ ცხოვრებაა. ადამიანს ყოველთვის სჭირდება ვიღაც, ვინც აგრძნობინებს რამხელა სიყვარული შეუძლია სინამდვილეში. *** შუა დღეს მეღვიძება. კვირაა და თავს ამის უფლებას ვაძლევ. სწრაფად ვიწესრიგებ თავს. შავ ზურგ ჩანთას ვიღებ, ტელეფონს და სახლიდან გავდივარ. გარეთ მშვენიერი საგაზაფხულო ამინდია. მეც ფეხით მივუყვები თბილისის ქუჩებს. ბებიასთან მივდივარ. ბებო 73 წლისაა. ქეთო, მისი სახელი მქვია მეც და განსაკუთრებით მიყვარს. ჩემი მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ. რაც სწავლა დავამთავრე მე სამშობლოში დავბრუნდი. აქ კი ერთი მეგობრის და ქეთოს მეტი არავინ მყავს. კვირა დღე მისია. ყოველ კვირას ერთად ვატარებთ. ვერაზე ცხოვრობს ძველ სახლში, კედლებიც კი ისტორიას რომ ყვება, ქეთოს ისტორიას, მისი ბედნიერი თუ უბედური დღეების. ეს სახლიც განსაკუთრებულია და აქ გატარებული წუთებიც. ყოველთვის მაკიაჟით და სამკაულებით გაწყობილია, სახლშიც კი, მოწესრიგებული, ისეთი სულ სტუმრის მისაღებად რომ არის მზად. ახლაც აივანზე დგას და ჩემ გამოჩენას ელოდება. ყვავილებს რწყავს, თან ქუჩას დროდადრო თვალს ადევნებს, იცის მივალ. ჩემ დანახვაზე კი თვალები უბრწყინდება, დიდი ლურჯი თვალები, სიბერემ რომ ვერაფერი დააკლო. მისი ანთებული თვალების დანახვაზე ჩემ სახეს დიდი, ფართო ღიმილი ფარავს და ძველ სადარბაზოში ვუჩინარდები. -გელოდებოდი!-კარში მხვდება, შავი თეთრ ყვავილებიანი კაბა აცვია, მარგალიტის ყელსაბამი ჩვეულად უკეთია და უკან ბრუნდება, მისაღებ ოთახში მიმიძღვება. ამ ოთახს დიდი ფანჯრები აქვს და საკმაოდ ნათელია, ნიავი თეთრ ფარდებს აფრიალებს, გარშემო ყველაგან ანტიკვარული ხის ავეჯია და კედლებზე სხვადასხვა მხატვრის ნახატები თუ ქეთოს ახალგაზრდობის სურათებია. შუაში მრგვალი მაგიდა დგას, ფანჯარასთან, კუთხეში პიანინო. ქეთო პიანისტია, შემდეგ ბავშვებსაც ასწავლიდა მუსიკას. ჩემზეც ბევრი ენერგია დახარჯა საფრანგეთიდან ჩამოსულს დასასვენებლად ზაფხულის არდადეგებზე გულმოდგინედ ცდილობდა დაკვრა ესწავლებინა ჩემთვის. ამით ერთადერთი და მთავარი (მე ასევთვლი) მუსიკა, კლასიკა შემაყვარა. მაგიდას ვუჯდები მეც, რომელზეც ქეთომ მიმითითა, თვითონ კი სამზარეულოში გადის, უკან კი ალუბლის კომპოტით ბრუნდება, თავისთვის კი მწვანე ჩაი მოაქვს. -ვიცი გაზაფხულის დღეებში ცივის დალევა გიყვარს!- მეუბნება და წინ ცივ კომპოტს მიდგამს. -აუ ქეთო შენ რომ არ მყავდე! - ვდგები და მაგრად ვეხუტები. შემდეგ მე ჩემ ადგილს ვუჯდები ის კი გვერდით მიჯდება. -როგორ ხარ მომიყევი. სამსახურში როგორ გაქ საქმე. -რავიცი, ყველაფერი ძველებურად. -თავი ჩავხარე და კომპოტი მოვსვი. -გატყობ რაღაც გაწუხებს. - თვალებში მაკვირდება. ყოველთვის ხდება რაღაც რიგზე რომ არ მაქვს. -არ მინდა რა ქეთო საუბარი. -თავს ვარიდებ მე. -კარგი, როგორც გინდა, მაგრამ ჰომ იცი ლაპრაკი ჯობს გულში დარდის დაგროვებას. -ვიცი, მაგრამ... მირჩევნია ჩუმად ვიყო. -ერთს გეტყვი საყვარელო- თვალებში ჩამხედა მან და მერჯვენა დანაოჭებული ხელი ლოყაზე მომისვა- ცხოვრებამ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც მასწავლა, ბედნიერება თავისით არ მოდის, არც ვინმეს მოაქვს ან რამეს. ეს შენი სულიერი მდგომარეობაა, ამ განცდას შენით ქმნი, შენვე ართმევ საკუთარ თავს. ის, რომ მიგატოვა არ ნიშნავს, რომ აწი უბედური ქალი ხარ... -არ ვთვლი თავს უბედურ ქალად! -მაგრამ ახლა არც ბედნიერი არ ხარ. დღეს რომ ღრუბელია... -არ ნიშნავს რომ ხვალ მზე არ გამოანათებს!-დავასრულე ღიმილით და ცოტა ქეთოს ლაპარაკით მობერებულმა.-მთელი ბავშობა ამ ფრაზას მიმეორებდი. მაგრამ რთულია ქეთო, ძალიან რთული, ესე ადგე და თქვა ბედნიერი ვარო. რითი ვიყო ბედნიერი ? ერთადერთმა ბედნიერებამ, რომ დამტოვა? -რატომ გიჭირს შვილო მაინც ვერ ვიგებ რა! - მობეზრებულად გამიშვა ხელი და ჰაერში აღმართა ორივე- როდის იყო შენთან? გეკითხები ერთი! ქეთევან როდესმე ყველაზე მნიშვნელოვან დღეებში აქ იყო ? შენს გვერდით იდგა? გაწყნარებდა, როცა ტიროდი ? ან შენთან ერთად იცინოდა ბედნიერ დღეებში? ინტერნეტ კავშირი მარტივია კი. -შენ ამბობ რომ რადგან ფიზიკურად ჩემ გვერდით არ იყო არ ვუყვარდი? ან ჩემთან ყოფნა არ უნდოდა? ვინ აკავებდა? -მობეზრდი და მიგატოვა კიდეც არც არავინ რომ არ აკავებდა!-გაწიწმატდა ქეთო, ეს კი ჩემთვის უკვე მეტისმეტი იყო. წამოვდექი, ჩანთა გადავიკიდე და გარეთ გამოვედი, ქეთოს დაძახებული მესმოდა. ჰაერი აღარ მყოფნიდა, გარეთ უნდა გამოვსულიყავი, ვიცოდი აივნიდან მიყურებდა, მაგრამ არ ავიხედე. მისმა სიტყვებმა საშინლად მატკინა გული. ვიცი სწორია. მიტოვებული- ეს სიტყვა მიტრიალებს თავში, საოცარი შეგრძნებაა იმიტომ, რომ აქამდე არსებულ შეგრძნებებს არ ჰგავს. არა, ადამიანებს არ მიუტოვებიხარ, ისინი არიან და სულ იქნებიან შეენს გაშემო, მაგრამ მაინც საოცარი შეგრძნებაა ამდენ ხალხში თავს „მიტოვებულად“გრძნობდე იმ ერთი გამო! ბევრი რაღაც რჩება იმ ერთისგან, ფოტოები, წერილები, საჩუქრები, პატარა ფურცლები და მასზე წარწერილი ათასი სისულელე-ძვირფასი შენთვის! ათვალიერებ, კითხულობ, განიცდი, არა ვერ ახსნი ამ შეგრძნებას, თითქოს ერთი წამით გული წყვეტს ფეთქვას, გიჭირს და გახრჩობს უმისობა... მაგრამ მალევე მთავრდება ეს ტანჯვა და მერე, ისევ თავიდან მეორდება... ბოლოს ხვდები, რომ იტანჯები და რაღაც მთელ სხეულს გიჭამს შიგნიდან. გავა დრო... და ხვდები ესე უბედური ქალი ხდები. ისეთი როგორადაც ახლა ხალხი მხედავს. ვხდები, კარგად ვხდები, რომ ეს მდგომარეობა მეტი აღარ უნდა გაგრძლედეს და რამე შევცვალო. მაგრამ მინდა კი? ეს ჰომ მისი საბოლოოდ გაშვება იქნება ჩემგან ? საბოლოო დავიწყება... * * * ამ ფიქრებში გართული მივადექი სახლის კარს. ჩანთა კართან მივაგდე და მისაღებისკენ გავემართე, ფანჯრები გავაღე. სული მეხუთება უკვე. ჩაიდანი დავადგი და იქვე სამზარეულოში ჩამოვჯექი. ტელეფონმა დარეკა, ლიკაა- ჩემი მეგობარი. -ჰო ლიკუ!-ვეცადე მხიარული ვყოფილიყავი, მაგრამ ის მაინც შემატყობდა. -მისს დეპრესიავ, როგორ ხარ? იყავი ქეთოსთან ? -კიკი ახლა მოვედი და ჩაის ვიკეთებ. არ გამოხვალ? -უჰ შენ სახლთან ვარ ისედაც 5 წუთში, დამელოდე!! ისეთი ამბავი მაქ გადაირევი!!!!!!! -გელოდები! მარწყვის ნამცხვარი ამოაყოლე რა! -უიმე შენ ვერ გაძლო ისე! რამდენიმე წუთში მართლაც ჩემთან გაჩდა ლიკა, მარწყვის სუფლეთი. და ვისხედით აივანზე. -მომიყვები თუ კიდევ დიდხანს გელოდო?!-ბოლოს მომბეზრდა ლოდინი როდის დაიწყებდა ლიკა სათქმელს. სულ ესე იცის, შენ თუ არ ათქმევინე შანსი არაა თქვას. -მოკლედ, იმდღეს გამოვდივარ სამსახურიდან, თან შუაღამე იყო ლამის. არაფრით გამომიშვა ავთომ, რაღაც ანგარიშები მომაჩეჩა და მთელი საღამო ვაკეთებდი. მოკლედ ნუ ქანც გაწყვეტილი ვარ, თვალებიდან ვერ ვიხედები. და როგორც იქნა გამოვედი. მაქანისკენ მივდივარ და ვის ვხედავ ჩემ მანქანაზე ატუზულს? მე თვალები გამიფართოვდა და ლამის ჩაი გადამცდა. -ჰო ჰო არ დაიჯერო!! თემო! სიგარეტს აბოლებდა. დედას ვფიცავარ მეგონა მეჩვენებოდა! -ანუ ჩამოვიდნენ? -დამაცადე! - ხელი ამიქნია მან.- მივედი და ვეცადე რაც შეიძლება მკაცრი ვყოფილიყავი. აქ რა გინდათქო, და მომენატრეო, უჰ აქამდე სად იყავითქო და ამანაც გემრანიაში საქმეებზეო. იცი რა უტიფრად? აი გამოვშტერდი. მოკლედ დამითანხმა და იქვე კაფეში დავსხედით. ჰო და ვიცი თქვენთან ცუდად გამომივიდაო. ვმეგობრობდითო და ესე უსიტყვოდ არ უნდა გამეწყვიტა ყველაფერიო. თუ არ გავარტყავდი გეფიცები არ მეგონა! შენც ჰო იცი მე და თემო ბავშობიდან ერთად მოვდივართ, ესე რომ გაქრა როგორ ვაპატიო?! ჰოდა ათასი სისულელე მითხრა. გერმანიაში ისეთ სიტუაციაში ვიყავი ვერ დაგიკავშირდიო, აფერისტი! თან ვმეგობრობდითო, აი ჩვენი ურთიერთობა მარტო მეგობრობა ყოფილა! -ჩემზე არაფერი გითხრა?! - ძლივსღა აღმოვთქვი. -საერთოდ არ გახსენა! თითქოს არც არსებობდე. და საერთოდ ვერ წარმოიდგენ რა მაკადრა! წამოვდექი და წამოვედი ეგრევე. ისე გავწითლდი და ავხურდი რომ გამოვედი ვგრძნობდი. სარკეში რომ ჩავიხედე შემეშინდა!! - რა გაკადრა ლიკა ნუ დამტანჯე! -ცოლი მომყავს და მეჯვარე მინდა იყოო! წარმოგიდგენია?! მე ლიკა კანდელაკი, ქეთა თავაძის ბავშობის დაქალს ეგ მთხოვა!... მე ყურები დამიგუბდა და უკვე აღარ მესმოდა ლიკა რას ქოთქოთებდა. ერთადერთი სიტყვები მესმოდა, რომ ცოლი მოყავს... * * * საფრანგეთში დავიბადე. მამა და დედა სტრასბურგში მუშაობენ დღესაც. მეც იქ ვცხოვრობდი 24 წელი. საქართველოში თავიდან მშობლებთან ერთად ჩამოვდიოდი ზაფხულობით, რაც წამოვიზარდე ისინი აღარ მომყვებოდნენ და მეც ქეთოსთან მარტო ჩამოვდიოდი. დღეებს ვითვლიდი-თბილიში ჩამოსვლამდე დარჩენილ საათებს. ჩემი ქალაქია თბილისი. ამას თითქოს სულ ვგრძნობდი. ჩემებს არ უყვართ აქაურობა, სულ სამსახურს იმიზეზებენ. მამაჩემის მიკვირს. ნუთუ დედა არ ენატრება?! ადრე ქეთო ჩამოდიოდა ხანდახან. მერე მასაც აღარ შეეძლო, ახლა მხოლოდ ინტერნეტი აკავშირებს დედა-შვილს. ეზოში ყველას ვიცნობდი. ვგიჟდებოდი აქაურ ბავშვებზე! მაინც სხვანაირად ლაღები იყვნენ. მე იმ პერიოდში ჩამოვდიოდი აქ და ვატარებდი ზაფხულს და ზამთარს შუქის მოსვლას, მთელი უბანი რომ ზეიმობდა. გაზის ბალონის დასატენად რიგში რომ ვიდექით, პურის რიგიც მწარე მოგონებაა ბევრი ჩემი თანატოლის. მე კი ბედნიერად მახსენდება. ალბათ 4 თვეს რომ მოიცავდა მაგიტომ. საფრანგეთში მეგობრებს აქაურ ამბებს რომ ვუყვებოდი არ მიჯერებდნენ და დამცინოდნენ! არ ეგონათ ესეთები მართლა თუ ხდებოდა. იქაურ ფუფუნებას- აქაური გაჭირვება მერჩივნა. ეზოში გატარებული დღეები და წრეშიბურთი 24 საათი. ლიკა ქეთოს აივნის წინ ცხოვრობდა. პირველი შეხვედრაც მახსოვს ლიკუსთან. პირველი რომელიც მახსოვს, ისე ღრამა ბავშობიდან ვიცნობთ თურმე ერთმანეთს. თეთრი სარაფანი ეცვა ყვითელი ყვავილებით და საპნის ბუშტებს უშვებდა, კიკინები ეკეთა და ქერა კულულები უბრჭყვინავდა. მას მერე განუყრელები ვართ. მას მერე თბილისიდან წასვლა წამების ტოლფასი იყო ჩემთვის. სტრასბურგშიც ბევრი მეგობარი მყავს, სკოლის, უნივერსიტეტის, მაგრამ ლიკა შეუცვლელია. ლიკასთვისაც მე ასე ვარ. მე და თემო ვიყავით. თემოც მისი ბავშობის მეგობარია. ბებიამისის მეზობლად ცხოვრობდა. როგორ მახსოვს მთელი ბავშობა მესმოდა ლეგენდები თემოზე და საოცრად ვეჭვიანობდი მეგობარზე. სულ მეგონა რომ ჩემზე მეტად შეიძლება ყვარებოდა და ჩემზე მეტი ცოდნოდა ლიკაზე ვიდრე მე. მერე ეს რომ ლიკას გავუმხილე საოცრად დამცინა და მითხრა რომ ორივე მისთვის შეუცვლელები ვართ და განურჩევლები. ცოტა დავწყნარდი მაგრამ თემო მაინც არმომწონდა შორიდან. 13 წლის ვიყავი მაშინ. თბილისში ჩამოვედი. ქეთო მოვისიყვარულე და ბედნიერი გავვარდი ლიკასთან. ლიკა არ დამხვდა. გავიგე დედამისი და მამამისი გაშორებულან და ბებიასთან გადასულან. მახსოვს მთელი საღამო ვეხვეწე ქეთოს ლიკასთან გავეშვი. ძლივს დავითანხმე და 13 წლის ბავშვი რომელიც ნაწილობრივ იცნობდა თბილისის ქუჩებს და თითქმის გაცდენილი არ იყო უბანს მარტო წავედი ლიკასთან საბურთალოზე. მახსოვს როგორ გაუკვირდა ჩემი დანახვა, არ იცოდა ჩასვლას რომ ვაპირებდი. მოკლედ, მაშინ გამაცნო თემო, იმ საღამოს ერთად ვისხედით „ხრუშოვკა“ სამოთახიანის „ლოჯში“ და ატმის კომპოტს ვსვავდით. თემო სხვანაირი ტიპი იყო. 15 წლის იყო მაშინ და იუკადრისა კომპოტის დალევა. ცოტას დაგვცინოდა კიდეც. საშინლად არ მომეწონა. შემდეგ ასე გაგრძელდა ტრადიციულად კატა-თაგვობანას თამაშში ერთმანეთი შეგვიყვარდა. კარგახანი მიყვარდა ისე რომ ლიკასთვისაც არ მითქვამს. თითოეულ მის მონაწერზე პულსი მაქსიმუმს აღწევდა. ის გერმანიაში წავიდა სასწავლებლად. საერთოდ გაწყვიტა თითქმის კონტაკტი ჩემთან. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ შემთხვევით შევხდით ერთმანეთს თბილიში. ლიკა ჯგუფელთან დამხვდა წასული სოფელში დასასვენებლად, რომ ჩამოვედი. 2 კვირა არ იქნებოდა. მახსოვს რამდენი ვეწუწუნე. მაშინ 23ს ვიყავი. მოვიწყინე. ყოვეელდღე ვსეირნობდი და უკვე ესეც მომბეზრდა. რუსთაველზე ვსეირნობდი. უცებ ხელზე ვიღაც შემეხო და მისკენ მიმაბრუნა. წინ კი თემოს ყავისფერი თვალები მიღიმოდნენ. მაშინ ნამდვილად გული წამივიდოდა მის ხმას რომ არგამოვვეფხიზლებინე. იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი. ჩემმა გრძნობებმაც გაიღვიძეს და თემოსაც შევუყვარდი. მაშინ დაიწყო ზღაპრული დღეები ჩემ ცხოვრებაში. თბილისური ზღაპარი. არცერთი მიყვარხარ არ იყო ჩვენ შორის. არცერთი სიტყვიერი. ისე მრავალი, შეხებით გადაცემული გრძნობები, თვალებში ამოკითხული. სიტყვიერი კი არცერთი. 2 თვე და შემდეგ აეროპორტი. ერთი ბერლინში. მეორე სტრასბურგში. შემდეგ მე საბოლოოდ დავბრუნდი. პატარა ბინაც ვიყიდე. თემომ მუშაობა დაიწყო და არ დაბრუნდა. არც ჩემ გამო. შემდეგ იყო ის რაც იყო. უსაშველო განშორება და 2 კვირიანი შეხვედრები თბილისში. ჩემი თბილისური ცხოვრება. აქ აწყობილი კარერა. თემო ბერლინში იხდენდა ოცნებებს. შემდეგ გადაიღალა და საბოლოოდ წავიდა. აღარც ის 2 კვირა იყო და აღარაფერი. ლიკასთანაც კი გაწყვიტა ურთიერთობა. მაშინ მახსოვს ორივე განვიცდიდით. ერთი ბავშობის მეგობარს გლოვობდა მეორე ცხოვრების სიყვარულს. ლიკა თავის სტიქიაში იყო. ნაწყენია თემოზე. მითუმეტეს მის თავხედურ შემოთავაზებაზე. მეც ვერ წარმოვიდგენ ლიკას თემოს მეჯვარედ, სადაც დედოფალი მე არ ვიქნები! მთელი საღამო ვფიქრობ თემოს საცოლეზე. ალბათ გერმანელია. ან ყოველშემთხვევაში გერმანიაში გაიცნო. ალბათ მაღალი და ლამაზია. აუცილებლად ქერა. თემოს არ უყვარს შავგვრემანი გოგოები. მე კი კუპრივით შავი თმა და თვალები მაქვს. ალათ ისიც მასავით ექიმია. ორივე ერთ საქმეს ემსახურებიან. ლიკასგან ვიცოდი თემო მთელი ბავშობა ექიმობაზე ოცნებობდაო და სულ ამბობდა ჩემი ცოლი ექიმი იქნებაო. მე კი არქიტექტორ-დიზაინერი ვარ. სრულიად სხვა სფერო. სხვა ინტერესები გვკონდა მე და მას. არ ვიცი ვეღარ ვაზროვნებ. აღარ მინდა მასზე ფიქრი. სავარძლიდან ვდგები. ფანჯრებს ვხურავ. თხელ მოსაცმელს და მანქანის გასაღებს ვიღებ და ქეთოს სახლისკენ მივდივარ. ის უკვე პერანგში მხვდება, თვალებზე დაკოსებული საკითხავი სათვალით და გაკვირვებული მიყურებს. -ჰომ მშვიდობაა ქეთევან ? -ქეთოო!!!-მხურვალედ ვეკვრი მას და ცრემლები თავისით ეცემა მუხის იატაკს. -შემოდი შემოდი...- ცოტახნის შემდეგ მშორდება და მისაღებში მიმიძღვის, ორვე ტახტზე ვსხდებით, მე კვლავ მას ვეხუტები. -მომიყევი ახლა რა გჭირს! -დაბრუნდა. -მერე? -არაფერი. -საიდან გაიგე? ნახე? -ლიკა ნახა. მეჯვარეობა შესთავაზა. -ჰომ ხედავ?! აი რას გეუბნებოდი სულ. მან დაგივიწყა და ცხოვრებას მიხედა და შენ? ახლა წინ მიზიხარ და ცრემლებად იღვრები, ვის გამო?! -რას მთავაზობ ვერ ვხდები ქეთო.. მიყვარს! როგორ არ გესმის?! -ახალგაზრდა ხარ და არაფერი გესმის. ეს ცხოვრება თვალწინ ისე ჩაგივლის მის სიტკბოს ვერ შეიგრძნობ! მის ხიბლს და მშვენიერებას! თემოზე ფიქრს ისე შეწირავ ყველაფერს. ის კი შექმნის ოჯახს და ბედნიერი იქნება! თვალები გაახილე ქეთევან! ძალიან წარმატებული გოგო ხარ! ლამაზი და ჭკვიანი. დავიჯერო თემოს მეტი არავინაა?! თემოთი არ დაწყებულა ეს ცხოვრება და არც დამთავრდება ქეთა! წინ უნდა წახვიდე! გგონია მე არ მყვარებია?! -ბაბუას და შენი ისტორია არ მომიყვე ახლა რა! -ამოვისლუკუნე მე. -ეჰ ქეთევან შენ ყველაფერი არ იცი! -მომიყევი! -16 წლის ვიყავი, ის 22ს იყო. სოფელში დასასვენებლად რომ ჩავედი მაშინ გავიცანი. მაღალი და ქერა იყო. მწვანე თვალებით, ისეთი გამოხედვა ქონდა ჟრუანტელს მგვრიდა თხემით-ტერფამდე. გარუჯული სახე ქონდა მიწაზე მუშაობისგან. ძალიან ვაჟკაცური იყო და ყველა მას ეპრანებოდა. ისე მოხდა რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა. ეს საუკეთესო წლები იყო ჩემ ცხოვრებაში. მახსოვს როგორ მაკითხავდა თბილიში. როგორ მიწყობდა სურპრიზებს თავისი გამოჩენით. მე როგორ ვიპარებოდი სოფელში მის სანახავად. ჰოჰო წარმოიდგინე იმ წლებში მე ვიპარებოდი მის სანახავად! -მერე ? ცოლად რატომ არ გაყევი?! -მას სხვა შერთეს ცოლად. -ესე მგონაი ჩემ ისტორიას მიყვები!-ჩავიღიმე მე. -ჰო გავს... ცოლი შერთეს. მაშინ მეც შენსავით ცხოვრების დასასრული მეგონა ეს დღე. -მერე?-ვხდებოდი ხედაპირულად მიყვებოდა ყველაფერს, მე კი მეტი მაინტერესებდა. -მერე არაფერი. არაფერს ვიმჩნევდი. ქორწილშიც კი წავედი და ამაყად ვიჯექი, ვხედავდი როგორ აპარებდა ყველა შესაძლებლობაზე მზერას ჩემკენ და გამოლაპარაკებას ცდილობდა, თუმცა მე საშვალება არ მივეცი. მერე დავიწყებას ვცდილობდი და მერე არაფერი ბაბუაშენს გავყევი ცოლად! ახლა ვხდები- ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ქეთა. ამიტომ გეუბნები! ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება საყვარელო. დროა ცხოვრებისგან მინიშნებების მიღება და წაკითხვა ისწავლო მაშინ კი ყველაფერი გამოგივა. -ქეთო, ნახვა მინდა! იცი როგორ მინდა? აი სული მეყინება როომ წარმოვიდგენ სადმე შეიძლება შემხვდეს! - ამაყად გეჭიროს პატარა ქალბატონო თავი. დაიმახსოვრე ვინც შენ ვერ გაფასებს ის არ გიმსახურებს! -დღეს დავრჩები რა შენთან! -ამ დროს არც არავინ გაგიშვებდა მარტო სახლში! ჩამიხუტა, თავი მის კალთაში ჩავრგე, ის გრძელ თმაზე მეფერებოდა და მთელი ღამე ვსაუბრობდით. ტკივილმა და არაკომფორტულობის შეგრძნებამ გამაღვიძა, დივანზე წოლისგან ყველაფერი მტკიოდა. ქეთო უკვე ამდგარიყო და სამზარეულოში ფუსფუსებდა. სახლში ალადების სუნი იდგა. ბავშვობა გამახსენდა. როცა ქეთოსთან ჩამოვდიოდი ყოველდილით მიცხობდა ალადებს და სხვადასხვა მურაბასთან ერთად, ხან კი თაფლით მაჭმევდა. დილით აუცილებლად უნდა დამელია თაფლიანი და ლიმონიანი წყალი. ქეთო ამბობდა თუ ამას დალევ უკვდავი გახდებით თან კი არასდროს დაბერდებიო. მეც ბავშური გულუბრყვილობით მჯეროდა მისი და იმდენად გამიჯდა ეს ჩვევა, რომ დილა ამ სითხის გარეშე აღარ წარმომიდგენია. ქეთო დიდი ლანგრით ხელში შემოვიდა მისაღებში. ლანგარზე დიდი თეფშით ეწყო ალადები, გვერძე კი ნაირნაირი ჩემი საყვარელი მურაბები შემოეწყო. დიდი ჭიქით იყო ჩემი უკვდავების სასმელი და ყავაც. რომ დაინახა უკვე გავიღვიძე ფართოდ გამიღიმა და მაგიდაზე დააწყო საუზმე. -იდეალური საუზმეა! -წამოვდექი და აღფრთოვანებულმა ვუთხარი მას, შემდეგ კი მაგრად ჩავკოცნე მისი დანაოჭებული ლოყები. -მიდი ხელ-პირი დაიბანე და მოდი ვისაუზმოთ ერთად. გგავლასლასდი აბაზანაში. ** ქეთოს სახლი მალევე დავტოვე. სამსახურში დავრეკე და გავაფრთხილე რომ გაციებული ვიყავი და ვერ მივიდოდი. კიდევ კარგი უფროსმა მარტივად დამიჯერა, დიდად გაცდენები არ მახასიათებს, მაგრამ მუშაობის განწყობაზე საერთოდ არ ვარ. სახლში ავირბინე გამოვიცვალე, მოვწესრიგდი და სასეირნოდ გასვლა გადავწყვიტე. ბევრი ვისეირნე, ყველა ჩემ საყვარელ ადგილს დავუარე, მომნატრებია ქალაქში ბოდიალი. მე და თემო ამას ხშირად ვაკეთებდით. ორივეს გვენატრებოდა ქალაქის ძველი ქუჩები ევროპაში გადახვეწილებს და როცა ერთად ჩამოვდიოდით ყოველთვის ვსეირნობდით ბევრს. შემდეგ მის გარეშე აღარ ვსეირნობდი, ველოდებოდი მის ჩამოსვლას და მხოლოდ მაშინ. აქ ერთი ამოჩემებული კაფე გვქონდა სამღებროზე, სულ იქ ვსხდებოდით და ქალაქის ხედს გავყურებდით. ნაყინს ვჭამდით და ის სულ დამცინოდა მოთხვილ პირზე. ყველა მიმტანი გვცნობდა უკვე და ისე გვიღებდნენ როგორც სახლში, ასეთი გარემოცაა, შინაურული. რაც დავშორდით აქ აღარ მოვსულვარ, წელიწადნახევარია ფეხიც არ დამიდგამს ამ ქუჩაზე. ახლა ისევ აქ ვარ. ჩვენს ადგილას დავჯექი და ჩვეულად მწვანე ჩაი შევუკვეთე. მიმტანი შეუცვლიათ. უცნაური შეგრძნება მეუფლება. ქალაქის ხედს გავყურებ და კარისკენ ზურგით ვზივარ. ჩემი შეკვეთა მოაქვს წითურთმიან გოგონას და წინ მიდებს, მეც ღიმილით ვუხდი მადლობას, ის კი სასიამოვნო დღეს მისურვებს. 1 საათი ასე ვზიივარ. ჩაი სულ გამიცივდა, უკვე მესამე ჭიქა. მე ფიქრებში ვარ გართული. ისე ვზივარ თითქოს ვინმეს ველოდები. ალბათ ქვეცნობიერად მართლაც ველოდები. ზურგს უკან ვიღაცას ვგრძნობ... ვიღაცას.... ქარს ნაცნობი სურნელი მოაქვს. ინსტიქტურად მევსება თვალები ცრემლებით და სწრაფად ვიწმენდ. არ მინდა დაინახოს. ველოდები ხმას როდის ამოიღებს. ის კი ჯიუტად არც ადგილს იცვლის, არც ხმას იღებს. მერე მუაჯირს ეყუდება ზურგით, ჩემ უკან და სიგარეტს აბოლებს. მე ჩაი მიმაქვს პირთან და ცივ სითხეს ძლივს ყლაპავ. იქვე დადებულ მარლბოროს ყუთს ვიღებ და მეც ვუკიდებ სიგარეტს. უხმოდ ვეწევით, ერთმანეთს ვერ ვხედავთ. მან სიგარეტი ჩაწვა ჩემ წინ საფერფლეში. მისი ხელი ძალიან ახლოს იყო ჩემ სახესთან და მძაფრად გრძნობდნენ მის სიგარეტნარევ სურნელს ჩემი ყნოსვის რეცეპტორები. ჟრუანტელმა დამიარა, როცა მისი ხმა გავიგე. -როგორ ხარ, ქეთა? -არამიშავს. წინ მიჯდება, ოფიციანტს ეძახის, გოგონაც სწრაფი ნაბიჯებით მოდის ჩვენკენ. ყავას უკვეთავს, ამერიკანოს. -ჩაის აღარ სვამ?-ინსტიკტურად ვკითხე, უფროსწორად გამექცა კითხვა, ტვინის დაუკითხავად. -გადავეჩვიე. -როგორც სხვა რაღაცეებს. -კი -ეს კითხვა არ იყო. -ვიცი. -ისე...-თვალებში ჩავხედე მე, საზურგეს მივეყუდე და ფეხიფეხზე გადავიდე.-გილოცავ! ბედნიერებას გისურვებ!-ვეცადე რაც შეიძლება მხნედ და ნაკლები სარკაზმით მეთქვა, მაგრამ უკანასკნელი მაინც ვერ დავაკელი ჩემს სიტყვებს.-ლიკამ მითხრა შენი ამბავი. -ჰოო... მადლობა! ლიკა იქნება მეჯვარე.-ის წინ წამოიწია, იდაყვებით დაეყრდნო ფეხებს და გრძელი თითები ერთმანეთში გადახლართა. ლურჯი პერანგი ეცვა, საოცრად უხდებოდა, მკლავებზე აკეცილი. ხელზე ჩემი ნაჩუქარი სამაჯური ეკეთა, ეს არ გამომპარვია. ვერცხლის წრე, უსასრულობის სიმბოლო წითელ ძაფზე. -მოხვალ? -სად? -ქორწილში. -ამომხედა მან. -თუ დამპატიჟებ, რატომაც არა! -ჰოდა დაპატიჟებული ხარ! საკუთარი ხელით ვითხრი სამარეს. რატომ დამპატიჟა? თან მის სიტყვებში არანაირი ცინიზმი არ იგრძნობოდა. მე კი მის ქორწილში წავიდოდი. და გავუძლებდი კი ამის ნახვას. ******************** კაფიდან სახლში წავედი. მე და მას არაფერზე გვილაპარაკია მეტზე, ჩუმად ვისხედით და ჩაის ვსვავდით, შემდეგ უსიტყვოდ წამოდგა ის და წავიდა... როგორც ჩვევია... მთელი დღე ვფიქრობდი თემოზე და მის საქციელზე. მას ცოლი მოყავდა, რაც არ უნდა ყოფილიყო ჩვენ შორის ახლა ცოლი ეყოლებოდა და ყველანაირი გრძნობა ფერს კარგავდა. 3 წელი ვიცხოვრეთ მუდმივი განშორების რეჟიმში. ჯერ პრობლემა სხვადასვა მიმართულებები იყო. მერე ვერ დათმობილი კარიერა და მისი გერმანიაში ცხოვრების და სწავლის დიდი სურვილი. მე არ ვეწინააღმდეგებოდი. მესმოდა მისთვის რამხელა მნიშვნელობა ქონდა სწავლას. უბრალოდ მე ვერ გავყვებოდი. აქ ყველაფერი მქონდა, აღარ მინდოდა საყვარელი ქალაქისგან, ხალხისგან შორს ცხოვრება. ეს ქალაქი ყველაფერ იმას მაძლევს, რაც მაბედნიერებს! მერე ყვოველგვარი ჩხუბის და კამათის გარეშე ადგა და გაქრა. თან ნელნელა. მოუცლელობას იმიზეზებდა, ხან 3 დღე არ გამოჩდებოდა, მერე ერთი კვირა, 1 თვე, მერე კი სულ გაქრა. ლიკას დაბადებისდღეს, ახალწელს ულოცავდა. ჩემთან ეგეც არ იყო. ვერ დავივიწყე. ძალიან რთულია ესე უსიტყვოდ მიტოვებულმა შეძლო დავიწყება. წყენა, გაბრაზება გეხმარება, როცა ბევრს ჩხუბობთ და უკვე იღლები სხვა გამოსავალს ვეღარც ხედავ და თავსაც იმართლებ დაშორების შემდეგ. ამ შემთხვევაში კი არაფერი გრჩება საკუთარი თავის გარდა. ეძებ მიზეზს საკუთარ თავში, რა მოხდა ესე უსიტყვოდ რომ წავიდა და დაგტოვა. ამ კითხვას კი პასუხს ვერ უძებნი. ესეც მაზოხიზმია. თავს ვიტანჯავ მასზე ფიქრით, ვისაც უკვე აღარ ვაინტერესებ. დროა მართლა დავუჯერო ბებოს და თვალები გავახილო. ესე სახლში ჯდომით და გამუდმებული ფიქრით არაფერი გამოვა. ამ ფიქრებში ვიყავი ლიკამ რომ დარეკა და ბარში გასვლა შემთავაზა. შესანიშნავი საშვალებაა ამ დგომარეობისგან თავის დაღწევის. კარგი ადგილია, ცოცხალი მუსიკა, სასმელი. ჯერჯერობით მე და ლიკა ვართ. -ცოტახანში ჩემი გოგოებიც მოვლენ!-მეუბნება ლიკა, ჯერ სიწყნარეა, ბენდიც არ უკრავს. -ძალიან კარგი, ვერთობით დღეს ანუ?! -კიკი აუცილებლად! -ლიკა... -ჰო ქეთ. -გამომხედა მან და კოკტეილი მოწრუპა. -თემოს მეჯვარეობაზე რა უთხარი? ლიკა ერთიანად გაწითლდა, ძლივს დადო მაგიდაზე ჭიქა და თვალები დახარა. -გეწყინა ჰო?... -მერე ჩემკენ გადმოჯდა და ხელებზე ხელები დამადო-ჰო იცი ორივე როგორ მიყვარხართ! და შენც იცი თქვენი ამბავი ჩემზე მეტად არავის გაუხარდებოდა! მაგრამ ქეთ... -არ მწყინს ლიკუ! უბრალოდ მეგონა შენც ნაწყენი იყავი... -აუ ვარ კიდეც, უბრალოდ არ შემიძლია, ჰო იცი როგორი ვარ! ვერ ვიდებ წყენას გულში, თორე რა არაკაცულადაც მოიქცა ეგ ვირთხა სუფთა, ჩემზე კარგად ვინ იცის?! -დღეს ვნახე. -ვიცი, მითხრა!-გაკვირვებული თალებით ავხედე მე-ჩემთან მოვიდა მერე... -ქორწილში მეც მოვდივარ! -რა??? კი მითხრა დავპატიჟეო მაგრამ არ მეგონა თუ წამოხვიდოდი! -მოვალ აუცილებლად. გაიცანი საცოლე?-ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა როგორც იქნა ვკითხე. -აუ კი! ქართველი გოგოა რა, აი მე და შენ ჩვეულებრივს რომ ვეძახით ისეთი! არაფრით გამორჩეული. -ექიმია? -გერმანისტი. -აი თემოსგან შორსააა, ძალიან თან, აი თემოს ტალღასთან ახლოსაც არ ჩაუვლია. -ნეტა როგორ უგებენ ერთმანეთს... -აუ რავიცი ქეთ, ეს ისეთია რაც ჩამოვიდა არამგონია ცოლის მოყვანა უხაროდეს. ის გოგო კიდევ კრუხივით დაფოფინებს თავზე, დედაა თუ საცოლე ვერ გაიგებ!-გადაიკისკისა ლიკამ. -ძალიან მაინტერესებს.... ამასობაში გოგოებიც მოვიდნენ და ნადმდვილი გართობაც მაშინ დაიწყო. ლიკას 3 კურსელი გოგო იყო, რომლებსაც მეც კარგად ვიცნობ, თბილიში ვისაც ვიცნობ ყველას ლიკასგან. ბევრი დავლიე, ისე სიცილსაც რომ ვეღარაფერზე ვიკავებდი და ვეღარც კბილს ვერ ვაჭერდი ენას. გოგოებს მოაკითხეს, ზოგს ქმრებმა ზოგს შეყვარებულებმა. ლიკა თემოს ელოდებოდა. მე-ტაქსს. -აი თემოც მოვიდა... -წამოიძახა ლიკამ, რომელსაც თავი ჩემს მხარზე ედო და თვალები ნახევრად დახუჭვოდა. -ოჰ ლიკა როგორ დათვერი!-წამოვიდა თემო ჩვენკენ და ღიმილით ააყენა ლიკა. -წამოდი მანქანასთან მიგიტანო! -ნუ მადცინი თემუკააააა--გაიწელა ლიკა. -ქეთ შენ ვის ელოდები?!-ცელი ხელი ლიკასთვის შემოეხვია და ახლა მე მომიტრიალდა. მთვრალზეც კი ისეთივე რეაგირება ქონდა ჩემ ორგანიზმს მის დაძახებულ ჩემს სახელზე როგორც ყოველთვის. -ტაქსს!-მტკიცედ მოვუჭერი მე. -წამოდი გაგიყვან! -იყოს მოვა აწი! -ქეთა ნუ ჯიუტობ რა! ეხლა ეს ვაჟბატონი ტაქსით გაგიშვებს შენ?? -აჭიკჭიკდა ლიკა.- ან რა თავს იფასებ ვითომ 2 კვირაში ამის ქორწილში არ მიბრძანდებოდე! -კარგი წამოვალ!-ვეცადე რაც შეიძლება მტკიცედ წამოვმდგარიყავი და ალკოჰოლის ზემოქმედება არ შემემჩნია. არც თუ ისე ცუდად გამომივიდა თუმცა მას რას გამოვაპარებდი. მისი ხელი ვიგრძენი ჩემსაზე. ჩემი ტანი მომენტალურად დაიფარა ეკლებით. ჯერ ლიკა მიიყვანა, აიყვანა, დააბინავა და ჩემთან დაბრუნდა. მე წინ გადმომჯდარი დავხდი. -შეგეძლო ჯერ მე დაგეტოვებინე!-თავი მინაზე მქონდა მიყრდნობილი და ლაპარაკს ძლივს ვახერხებდი, იმდენად მეძინებოდა.-ლოგიკურიც იქნებოდა, შენს მეზობლად ცხოვრობს. -ძალიან საყვარელი ხარ მთვრალი!-გადმომხედა მან, ჩაიცინა და მანქანა დაქოქა. -მთვრალი არა ! ნასვამი!!-გამეცინა მეც. -კარგი ნასვამი. -დამეთანხმა ის.-ვითომ ვერ ხვდები შენთან ლაპარაკი, რომ მინდა! -დღეს ამისთვის შესანიშნავი დრო გქონდა! თან ფხიზელ და გაწონასწორებულ ქეთასთან. -ეგეთთან არ მინდოდა! -როგორთან? -მოზომილთან, გრძნობებ შეკავებულთან და გააზრებულად მოლაპარაკესთან! -კარგი გისმენ! -ჩემ საქციელს ვიცი არც ახსნა აქვს და არც გამართლება! ისიც ვიცი ძლივს დალაგებული ყოფა ჩემი გამოჩენით ისევ რომ აგირიე, ისიც ვიცი ჩემმა ამბავმა გული რომ გატკინა და ახლა გგონია, რომ ცოლი მომყავს, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება, მეჯვარეებიც კი, მაგრამ თეთრი კაბა სხვას ეცმევა. ვიცი ფიქრობ, რომ საუკეთესო მეგობარმაც გიღალატა და სხვაში გაგცვალა. ახლა სხვას ედგება მეჯვარედ. ვიცი ახლა ჩემი სტყვები შეიძლება აღარაფერს ნიშნავდეს, ან უარესად გაბრაზებდეს. მაგრამ ქეთა მიყვარხარ! და ამას ვერაფერი და ვერანაირი მანძილი შეცვლის! ეს იყო პირველი მიყვარხარ! მე ცრემლები მომაწვა და ჩამომცვივდა კიდეც. ხმას ვერ ვიღებდი. ბოლოს კი მოვახერხე. -ახლა ამას რატომ მეუბნები? როცა უკვე აზრი აღარ აქვს! -ახლა ზუსტად შესაფერისი დროა! შენ გიყვარვარ? -დამცინი ჰო? -იცი ლიკამ რა მითხრა, როცა ვუთხარი მეჯვარე უნდა იყოთქო? -რა?-აცრემლებული თვალები შევანათე მე. -შენი მეჯვარე მხოლოდ მაშინ ვიქნები თუ პატარძალი ქეთა იქნებაო. სხვანაირად არც იქნებოდა! -გამიჩალიჩეთ?!-შოკირებული ვიყავი, მგონი სასმლისგან ჰალუცინაციები მეწყებოდა. -ნამდვილად! შენ კი გაები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.