უცხო ( თავი 6)
ძალიან ეძინებოდა, ვეღარ კითხულობდა. დღიური გვერდზე გადადო, ბალიშს ჩაეხუტა და დაიძინა. დილით ადრე გამოეღვიძა, კომპიუტერთან მივიდა და დედას დაურეკა სკაიპში. - ლიზა, როგორ ხარ ? -კარგად დეე, შენ როგორ ხარ ? - მეც კარგად შვილო. მეც ვაპირებდი დარეკვას, რაღაც უნდა გითხრა. არ მოგეწონება, მაგრამ ასე არის საჭირო ორივესთვის. - სევდისფერი, ღიმილით გაუღიმა ანასტასიამ. - რა მოხდა დე, ხომ მშიდობაა? - ხმა აუკანკალდა გოგოს. - კიი, უბრალოდ თბილისის სავადმყოფოდან მივიღე შემოთავაზება და მინდა დავსთანხმდე. მარიამმა და ელენემაც, იქით გადაწყვიტეს შვილების გამო გადასვლა. შენთვისაც ასე სჯობს დეე, იქ აიწყობ კარიერას. - ეს კარგია, მაგრამ პრობლემა რა არის? -თელავის სახლის გაყიდვაა საჭირო, რომ იქ ვიყიდოთ სახლი. ვიცი, რომ ბევრი მოგონება გვაკავშრებს, მაგრამ სხვა გზა არ არის.. - არ ინერვიულო, როგორც შენ გადაწყვეტ ისე გააკეთე. - გული სტკიოდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა. მთელი ცხოვრება იქ გაატარა, მაგრამ იცოდა დედა უმიზეზოდ, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. - კაი გკოცნი, ღამის სმენა ვარ და მივდივარ კლინიკაში. ძალიან მიყვარხარ და გთხოვ არ ინერვიულო. - მეც გკოცნი, დროებით. ანაბელი სანამ გაღვიძებას იკადრებდა, ეს კი შუადღემდე არ მოხდებოდა. გადაწყვიტა დღიურის დარჩენილი რამდენიმე ფურცელიც წაეკითხა. ***** ადამიანი ისეა მოწყობილი, როცა ბედნიერია, იმაზე არ ფიქრობს, რომ ერთ დღესაც დაკარგავს. როცა ყველაფერი დაგეგმილი აქვს, ვერ წარმოუდგენია გეგმების შეცვლა. არადა ყველაფერი შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს. **** 16.04.1997 მაღვიძარამ ზუსტ დროზე დარეკა, მეც შეჩვეულმა არ გამიჭირდა ადგომა. პირდაპირ სააბაზანოში შევედი, თავი მოვიწესრიგე და ოთახში დავბრუნდი. გავემზადე და მისაღებში გავედი. ყავა მოვამზადე ჩემთვის და დეიდასთვის, ტკბილეულთან ერთად მაგიდაზე დავაწყვე. კითხვებით არ შევუწუხებივარ, როგორც გავიგე ყველაფერი შეუთანხმებია მათთვის ირაკლის. მეგონა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დააბიჯებდა დედამიწაზე , მაგრამ ყველაფერს აქვს მტკივნეული დასასრული. ან შეიძლება მე აღმოვჩნდი, ზედმეტად სუსტი და ვერ შევძელი დაცვა. სასწავლებლიდან მე და თათია, ერთად გამოვედით. ფეხით მივსეირნობდით, როდესაც ჩემს ფეხებთან ვერცხლისფერი, მერსედესი გაჩერდა. მძღოლი გადმოვიდა და პატრონს კარები გაუღო. მაქანიდან ასე ორმოც წლამდე ქალი გადმოვიდა. - წამომყევით, ჩვენ სასაუბრო გვაქვს - მკაცრი გამომეტყველებით მითხრა. - კარგით - თათიას დავემშვიდობე და მის გვერდით დავიკავე ადგილი. მაშინვე მივხვდი ირაკლის დედა, რომ იყო. ძალიან გავდა გარეგნობით მას. გული ცუდს მიგრძნობდა, თითქოს დღეს, ეს ქალბატონი წყვეტდა ჩემს ბედს. მანქანა კაფესთან გააჩერებინა, მანიშნა გადავსულიყავი. კაფეში შევედით და ფანჯრის მხარეს, მაგიდასთან ადგილი დავიკავეთ. - ალბათ მიხვდი, მე ირაკლის დედა ვარ! - ცინიკურად ათვალიერების, შემდეგ გააგრძელა - როგორც გავიგე, გინდა ცოლად გაჰყვე ხო?! - დიახ, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს ! - ოჰ, თურმე უყვარს! - არაამქვეყნიური სიცილით გაიცინა, თითქოს ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი, შავი ანგელოზი იყოს - თუ მისი ქონებას დაადგი თვალი! - ირონიულად ჩაიქირქილა. - არა! რასამბობთ?! - გავოცდი, როგორ შეიძლება, ჩემი სიყვარულის დედა ასეთი ცინიკოსი იყოს. - კარგად ვცნობ, შენნაირ გომბიო ხალხს! ჩამოეთრევით სოფლებიდან და გსურთ მდიდარი კაცები გამოიჭიროთ! - იმხელა ზიზღი და სიძულვილი იკითხებოდა, მის თვალებში, გამაცია. - რატომ მაყენებთ შეურაწყობას?! თქვენ მე არ მიცნობთ! - არც ვარ დაინტერესებული შენით! არ დავუშებ, შენისთანა სოფლელი, შემოვიდეს ჩემს ოჯახში! თუ არ გაქრები ჩემი შვილისგან შორს, შენს ოჯახს გავანადგურებ, მიწასთან გავასწორებ! -ისეთი ამაზრზენი სახით მიყურებდა, შემეშინდა მისი. გული შემეკუმშა იმის წარმოდგენისას, ირაკლის ვეღარ ვნახავდი, მომიწევდა მისგან შორს წასვლა.. - კი მაგრამ.. - არანაირი მაგრამ! ერთ კვირას გაძლევ, რომ სამუდამოდ გაქრე! თუ ჩემს შვილს მიუტან ამბავს, ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებას! - დაამთავრა, წელში გასწორებული, ამაყი ნაბიჯებით დატოვა კაფე. გათიშული ვიჯექი, ერთ წერტილს მიშტერებული. შემეშინდა, რა შეუშლიდა ხელს, რომ სიტყვა არ შეესრულებინა?! არჩევანის გაკეთება მიწევდა, სიყვარულს და ოჯახს შორის. ნეტავ მეგობარო, ჩემს ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი?! გათიშული გამოვედი გარეთ, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი ნათქვამს. დავეხეტებოდი ქუჩებში და ვფიქრობდი. თათიას ვერაფერს ვეტყოდი, დაქალს ორ ცეცლს შუა ვერ დავაყენებდი. ბოლოს გადავწყვიტე, წავსულიყავი შორს, სადაც ვერავინ მომაგნებდა. მეგობარო გგონია ლაჩარივით გავბირვარ?! არა არ არის ასე, განა ჩემთვის ადვილია, მისგან შორს წასვლა. არ მინდა ჩემს გამო, დედასთან პრობლემები შეექმნას და არჩევნის წინაშე დადგეს. ეს გადაწყვეტილება ნაფლეთებად ნაქცევ გულს მიკლავდა, მაგრამ ამ მომენტში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. სახლში მისვლის შემდეგ საბას ოთახში შევედი. პროკურორი იყო და ვიცოდი დამეხმარებოდა, ზედმეტი კითხვების გარეშე. - საბ გცალია? - მორიდებით ვიკითხე - კი მცალია - ლოგინზე ხელი დაარტყა, მანიშნა გვერდით მივჯდომოდი. - იცი შენი დახმარება მჭირდება. ახალი პასპორტის გაკეთება მინდა, სხვა სახელით და გვარით - თვალებში ვერ ვუყურებდი. - როდისთვის? - ხელი გადამხვია და მიმიხუტა. - რაც შეიძლება მალე, უნდა წავიდე აქედან შორს. - კაი, ორ დღეში იქნება. სწავლას რას უშები? - იქ გადავიტან საბუთებს - კაი, როგორც შენ გინდა! - გასასვლელთან ვიყავი, რომ დამაწია. - ხომ იცი, რომ შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს ყველაფერში?! - მხოლოდ თავი დავუქნიე და ჩემს ოთახში შევიკეტე. თავბრუსხვევა ვიგრძენი და თვალებში დამიბნელდა . ლოგინამდე ძლივს მივედი და წამოვწექი. აქამდე შეკავებულმა ცრემლებმა იფეთქეს. ვტიროდი ირაკლის გამო. უთქმელად, რომ ვტოვებდი. მშობლების გამო და საკუთარი თავიც გამოვიტირე. მე და ცრემლები ,, დავმეგობრდით’’. მუდამ ჩემს გვერდით იყო და არ მტოვებდა. თათია მოვიდა ჩემთან, ასეთ მდგომარეობაში, რომ დაინახა ტირილი დაიწყო. მეკითხებოდა რა მჭირდა, მე კიდევ ვდუმდი. ***** ცხოვრება, მართლაც მოულოდნელობებითაა სავსე. არასდროს იცი, რა მოხდება. შესაძლოა საშინლად დაწყებულმა დილამ, მთელი დღე ჩაგაშხამოს ან პირიქით იმხელა ნაბიჯი გადაგადგმევინოს ცხოვრებაში, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგეს. როდესაც ამბობენ, ყველაფერს ცუდს კარგი აუცილებლად სდევს თან და უბედურების შემდეგ ბედნიერება, მოვა შენთანო მართალია. რადგან არავინ იცის ღმერთი, რას გვიმზადებს. ამიტომ არასდროს უნდა დანებდე და ბოლომდე იბრძოლო. ხანდახან სჯობს დინებას მიჰყვე, ვიდრე მის საპირისპიროდ იცურო. შესაძლოა სწორედ ასე მოხვდე, იმ წერტილამდე, რომელთან შეხებაზეც ვერც კი იოცნებებდი. ***** 24.04.1997 გიორგი, ჩემს ოთახში შემოვიდა და საბუთები შემომიტანა. მომავალში ,, თამარ გაჩეჩილაძე’’ ვიქნებოდი. სრულიად სხვა პიროვნება. ნეტავ შეიძლებოდეს გარდასახვა. მთლიანად ყველა ცუდი მომენტი გაქრეს მეხსიერებიდან. კარგის არ მსურს დავიწყება, რაღაც დროის განმავლობაში ხომ მაინც ვიყავი ბედნიერი. არც ერთ დღეს არ ვნანობ, ირაკლის გვერდით გატარებულს. ბილეთი ოცდახუთი აპრილისთვის იყო დაჯავშნილი. არ მინდოდა ისე წავსულიყავი თათია, რომ არ მენახა. წერილი დავუწერე, ყველაფერი ავუხსენი და ვსთხოვე არავისთვის ეთქვა. მოვემზადე და მასთან წავედი. მთელი ძალით ჩავიკარი გულში, ცრემლები ვერ შევიკავე. დაბნეული მიყურებდა, რას იფიქრებდა ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა თუ იყო. კონვერტი გადავეცი, ხვალ საღამომდე არ გახსნათქო და წამოვედი. გზად უნივერსიტეტში გავიარე, ყველაფერი მოვაგვარე და საბუთები წამოვიღე, რაც უკრაინაში სწავლის გასაგრძელებლად დამჭირდებოდა. ძალიან რთულია, დატოვო ყველა ახლობელი, ვინც გაბადია და წახვიდე შორს. პარკში გადავწყვიტე გასეირნება. უეცრად თავბრუ დამეხვა, თვალებში დამიბნელდა და გონება დავკარგე. თვალები, რომ გავახილე, ცისფრად შეღებილ ოთახში ვიყავი. შუაში მხოლოდ ერთი საწოლი იდგა, ოთახი წამლების სუნით იყო გაჟღენთილი. კარები გაიღო და სანდომიანი, ჭაღარა თმიანი ექიმი შემოვიდა. - როგორ გრძნობს თავს, ჩემი ლამაზი პაციენტი ? - ცისფერი თვალები შემომანათა და თბილად გამიღიმა. - გმადლობ კარგად, რა დამემართა? - თავბრუსხვევა ერთერთი სიპტომია, ორსულობის. აქამდეც შეგემთხვათ ასეთი რამ? - მეე.. მეე.. ორსულად ვარ ?! - გაოცებულმა შევხედე. მხოლოდ თავი დავუქნიე, პასუხის ნიშნად - ციკლი გადაგიცდათ? - კი - ლოყები ამიწითლდა. - გილოცავთ გენაცვალე, ორსულად ხართ. ბედნიერი დედა გამყოფოთ ღმერთმა - თბილად გამიღიმა და პალატა დატოვა. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი ექიმის ნათქვამს, თავი სიზმარში მეგონა. გული ბედნიერებისგან სალტოებს აკეთებდა, მაგრამ თან სევდა მიპყრობდა. ირაკლი, ხომ ვერასდროს გაიგებდა შვილი, რომ გვეყოლებოდა. მუცელზე ხელი დავიდე და ჯერ კიდევ პატარა არსებასთან საუბარი დავიწყე. მაპატიე შვილო, უმამობისთვის, რომ გწირავ. იმედია დიდი, რომ გაიზრდები გამიგებ. უკვე ძალიან მიყვარხარ. ჩემო მეგობარო, სადაც მივდივარ შენ ვერ წაგიყოლებ, მაპატიე კარგი?! ალბათ მიზეზი გაინტერესებს. არ მინდა ამ გარემოსთან რამე მაკავშირებდეს. სანდო ხელში გტოვებ. ვიცი, რომ გესმის ჩემი! **** რას განიცდიდა დღიურის დასრულებისას ელიზაბეტი?! - დიდ სიყვარულს მამის მიმართ. გული სტკიოდა მათ გამო. სტკიოდა მამის ტკივილი. - სძულდა ბებო?! -არა პირიქით სიბრალულს განიცდიდა მის მიმართ, ასეთი რომ იყო. თავისი თავმოყვარეობის გამო, შვილი გაუსაძლისი ტკივილისთვის გაიმეტა. მისი საამაყო დედა, კი მასზე მაღლა იდგა, დედაშვილს შორს არ მოისურვა ჩადგომა. - ამტყუნებდა დედას თუ არა?! - არა, რა თქმა უნდა, იმ სიტუაციაში ალბათ იმავეს გააკეთებდა. ლიზა, ყოველთვის ეუბნებოდა, არასდროს არ განსაჯო ადამიანი თავისი ქცევების გამო, შენ არ იცი მის ადგილას რას გააკეთებდი. როგორ მოუნდა ახლა მასთან ჩახუტება. უნდოდა ეთქვა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქალია და ამაყობს მისით. მამასთან წავიდა ფიქრებით. აინტერსებდა ყავდა თუ არა ანასტასიას შემდეგ ვინმე.. მოიყვანა ცოლი თუ არა.. კიდეც უამრავი კითხვა აწუხებდა, მაგრამ პასუხი არც ერთზე ჰქონდა. - აუუ, თავი მისკდება ლიზააა - გაიღვიძა მზეთუნახავმა. - კიდევ ბევრი დაგელია და აღარ გეტკინებოდა - ოო, ნუ ხარ გველი რააა - კიდევ ბევრი იკამათეს. ოთხმა წელმა მალე განვლო. გადაწყვიტეს სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. დამიანე, მამამისის კომპანიას ჩაუდგებოდა სათავეში. ელიზაბეტი, კი კლინიკაში დაიწყებდა მუშაობას, თან სწავლას გააგრძელებდა, მედიცინის ტიტულის მისაღებად. ანაბელი, კი დედის ბავშვთა კლინიკას ჩაუდგებოდა სათავეში, თან ლიზასავით სწავლას გააგრძელებდა. ბედნიერები იყვნენ, რადგან კომპიუტერის მონიტორის ნაცვლად, ნახავდნენ საყვარელ ადამიანებს და გულში ჩაიკრავდნენ. ილუმინატორში იყურება და გრძნობს, პულსაციის აჩქარებას. სულ რამდენიმე წუთი და მშობლიურ მიწაზე ისევ დაადგამს ფეხს. ამდენი წლის შემდეგ პირვლად.. ამდენი ხნის შემდეგ ისევ.. მისთვის ხუთი წელი, საუკუნეს წამოადგენდა. ბარგს იღებენ და ხალხის ნაკადს უერთდებიან. წამებს ითვლის, რა ქნას?! - ვეღარ ითმენს. ბოლოს დედა, ხუთი წლის წინ ნახა, როცა ამავე შენობიდან აცილებდა. ესკალატორიდან ჩამოდიან, თვალებს აქეთ-იქით აცეცებენ. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ლიზამ და წააწყდა დედის, სიხარულით გაბრწყინებულ თვალებს. - დედააააააა - ყვირის და ხელებ გაშლილი, პატარა ბავშვივით გარბის და ეხუტება. ისინიც მას ბაძავენ . მთელ შენობაში,მათი გამაყრუებელი, ჟრიამული ისმის. - როგორ მოგვენატრეთ ბავშვებოოო.. - ყველა ერთხმად იძახის. ვინ ვის ეხუტება ვერ გაიგებ. დიდი დახვედრის შემდეგ, მგონი ერთი კვირა დასჭირდათ მოსანახულებლად და გერემოსთან კვლავ შესაგუებლად. არ ვიცი რამდენად მოვახერხე ემოციების გადმოტანა, იმედია მოგეწონებათ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.