შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი წვიმა (მეხუთე თავი)


21-04-2017, 15:08
ავტორი fireending
ნანახია 2 054

სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოსთან გაჩერდა.ალექსი სასწრაფოდ შეიყვანეს შიგნით.სისხლდენა იმატებდა,ანა ექიმებს უკან მისდევდა ,მაგრამ საოპერაციო განყოფილებასთან შეაჩერეს, სასოწარკვეთილებისგან მუხლები მოეკვეთა,იატაკზე დაჯდა და სახეზე ხელები აიფარა,ხელები,რომლებიც მისი საყვარელი ადამიანის სისხლოთ იყო დასვრილი.აქამდე თითქოს მექანიკურად მოქმედებდა.არ ახსოვს როგორ აიღო ტელეფონი ხელში და სასწრაფო დახმარება გამოიძახა,მაგრამ ახლა ამხელა საავადმყოფოში,იდგა სრულიად მარტო,ახლა იგრძნო თუ რა ელოდა.დახურეს თუ არა საოპერაციოს კარება მისი თავშეკავებაც სადღაც გაუჩონარდა,ერთ წამში და ახლა ნათლად გრძნობდა,რომ მისი ცხოვრებაც მთავრდებოდა.შიშით თავის აწევასაც ვერ ბედავდა,ეშინოდა ქირურგის დანახვის,ეშინოდა,რადგან იმედი აღარ ქონდა.
-ანა. გამოაფხიზლა მამაკაცის ხმამ.
ანამ ნელა აწია თავი.
-მამა.
მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა მან.ლევანი გვერდით მოუჯდა და შვილი გულში ჩაიკრა.
-კი მაგრამ,ეს როგორ მოხდა.
-იმ დამპალმა ესროლა,საბამ ესროლა მამა.ჩემი ბრალია,მე მოვკალი ალექსი.ხმა და ხელები უკანკალებდა ანას.
-ანა,ანა...დაწყნარდი შვილო.აი ნახავ,ალექსი კარგად იქნება.თავს ნუ იდანაშაულებ.იმ ნაგავი კი ამჯერად ციხეს ვეღარ დააღწევს თავს, პირადად ვიზრუნებ ამაზე. კბილი კბი-ს მაგრად დააჭირა ლევანმა და შვილს ხელი მაგრად მოხვია.
ანამ მამას მხარზე თავი დაადო და თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.ეზიზღებოდა საავადმყოფოს სუნი,მხოლოდ და მხოლოდ დარდს უმატებდა.
დერეფანში კატო გამოჩნდა,აღელვებული პირდაპირ ანასკენ წავიდა და მოეხვია.
-კი მაგრამ,ეს როგორ მოხდა? ვინ ჩაიდინა
ლევანი თქმას აპირებდა,მაგრამ მათკენ მომავალი ექიმი დაინახეს.ანა შიშით უყურებდა ქირურგს,რომელსაც თვალები დაეხარა და სათქმელისთვის თავი ვერ მოეყარა.მამაკაცმა თავი აწია და მძიმედ ჩაისუნთქა.ეს ავისმომასწავებელი მოქმედება ანას ისედაც აჩქარებულ გულისცემას კიდევ უფრო უმატებდა ტემპს . შიშით სავსე თვალებით შესცქეროდა მას. კატომაც ახედა ექიმს და თვალებს ვერ უჯერებდა,ისევ ის ნაცნობი მწვანე თვალები.ნოე,ეს ხომ ნოე იყო.ნოემაც შეხედა კატოს და მიიხედავად იმ მძიმე სათქმელისა ოდნავ,ტიჩის კუთხეში ჩაეღიმა,წამით.შემდეგ მზერა ისევ ანაზე გადაიტანა.
-ექიმო,გთხოვთ მითხარით.როგორაა? აკანკალებული ხმით ჰკითხა ანამ.
-ყველაფერი გავაკეთეთ,რაც შეგვეძლო... მაგრამ მდგომარეობა მძიმე,ახლა მხოლოდ ლოდინი დაგვრჩა,ეს ღამე უნდა გადაიტანოს
-არა... გთხოვთ გადაარჩინეთ გთხოვთ.არ შეიძლება მოკვდეს.აცრემლებული ანა ნოეს ხალათზე ექაჩებოდა.
-გთხოვთ დამშვიდდით,ყველაფერს ვიღონებთ.დაბალი ხმით ჩაილაპარაკა და უკან გაბრუნდა.
ანა აღელვებისგან ბოლთას სცემდა,კატომ და ლევანმა ძლივს მოახერხეს,რომ სკამზე დაესვათ.წყალი მიტანეს და ცოტა დამშვიდდა.
-ნუ გეშინია,ანა იმედი არ უნდა დავლარგოთ.აუცილებლად გამოვა მდგომარეობიდან.თმაზე მოეფერა დას.
-მოვკლავ. საბას მოვკლავ. სიმწრისგან მუშტებშეკრულმა დაოძახა ცივი ხმით.
-დაიჭერენ შვილო და სინათლეს ვეღარ იხილავს,გპირდები,ოღონდ შენ დამშვიდდი
-საბა? ეს საბამ ჩაიდინა? კატო გაოცებული იყურებოდა
-კი,იმ არაკაცმა ესროლა.თქვა ანამ.
კატოსთვის მეხის გავარდნასავით გაისმა ეს სიტყვები.იქვე ჩამოჯდა და კედელს მიაჩერდა.
მალევე წამოდგა.
-მამა,ორი წუთით გავალ.მალე მოვალ.
-კარგი შვილო მიდი.
. . .
კატო საავადმყოფოს შესასვლელში ,კიბეზე იყო ჩამომჯდარი,თავი მუხლებზე ედო და მიწას ჩასჩერებოდა.რაღაც მძიმე ლოდივით აწვა გულზე თითქოს და ამოსინთქვის საშუალებას არ აძლევდა.თავში მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა.ალექსს საბამ ესროლა.არ უნდოდა ამის დაჯერება.
-კატო.წამოდი შიგნით შევიდეთ აქ გაცივდები. ნაცნობმა ხმამ გამოაფხიზლა ფიქრებიდან.
-არ მეგონა თუ აქ შეგხვდებოდი.თავაუწევლად უპასუხა კატომ.
-ვწუხვარ ამ ვითარებაში რომ მოგვიწია შეხვედრა,მაგრამ შენი ნახვა მაინც სასიამოვნოა.
კატომ ოდნავ აწია თავი და კაცს გაუღიმა.
-ვერ წარმოვიდგენდი თუ შენ ექიმი იყავი,თანაც ქირურგი.
-მართლა? ნეტავ რატომ? ოდნავ ჩაეღიმა მამაკაცს და ინტერესით დაელოდა პასუხს.
-შენ ისეთი თბილი ხარ.მე კიდევ ბავშვობიდან მეშინია ექიმების,მეგონა მონსტრები იყვნენ.
-აჰ,მგონი არც ისეთი მონსტრი ვარ არა?ხმით ჩაეცინა ნოეს.
-ჰოო,მაგრამ ექიმების მაინც მეშინია.
-მე მოგიხსნი მაგ შიშს.ხელზე ხელი დაადო ნოემ.
კატოს ამ შეხებაზე ჟრუანტელმა დაუარა. ისეთი თბილი და ნაზი თითები ჰქონდა. ხელი ხელზე მოუჭირა და ცოტა ხანს ასე ისხდნენ ჩუმად.
-მომენატრე.სიჩუმე დაარღვია ნოემ.
-ნოე...
-მე სულ შენზე ვფიქრობ და იმ კოცნაზე.
-უნდა დაივიწყო.
-არ შემიძლია.
-სხვა გზა არაა.ისეთი ხმით წარმოთქვა ეს სიტყვები,რომ თითქოს საკუთარი თავის არ სჯეროდა.
-ნუ მთხოვ მაგას,ვიცი შენთვისაც რაღაცას ნიშნავდა ის კოცნა.
-ნოე.მე არ ვიმსახურებ შენნაირ კარგ ადამიანს.თვალები აარიდა ნოეს თვალებს.
-ნუ ამბობ ამას.
-შენ არ იცი.არ იცი რა გავაკეთე.ღრმად ამოიოხრა კატომ და თავი ისევ მუხლებზე დადო.
ნოესაც აღარაფერი უთქვამს ცოტა ხანს,მის გვერდით იჯდა და კატოს ხელი ეჭირა.
კატომ თავი აწია და მამაკაცს შეხედა.ცოტა ხანს დუმდა,შემდეგ კი სიჩუმე დაარღვია.
-ნოე, მოკვდება არა? ...შიშნარევი თვალებით გახედა ,თითქოს პასუხის ეშინოდა.
-ძლიერი სხეული აქვს,აუცილებლად გადაიტანს.მხარზე ხელი დაადო გოგონას.
-არ მინდოდა ეს მომხდარიყო,გეფიცები არ მინდოდა.თმაშიბხელი ნერვიილად შეიცურა კატომ და თვალებზე ცრემლები წასკდა.ნოემ ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა.
-ნუ ტირი კატო,გთხოვ,შენ რა შუაში ხარ.ცრემლებს წმენდდა ნოე გოგონას.
-ჩემი ბრალია,ჩემი,რომ ახლა ალექსი კვდება და ჩემს დას ყველაფერი თავზე ენგრევა.მე გავაგებიმე საბას მათი შერიგების ამბავი.ვიცოდი ,რომ ციხიდან ახალი გამოსული იყო.
-კატო.კი მაგრა, ეს რატომ გააკეთე.
-სიბრაზემ დამაბრმავა.თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და აი ხომ ხედავ ჩემს გამო კაცი კვდება.გესმის? მკვლელი ვარ...არ მინდოდა,გეფიცები არ მინდოდა.ვერც ვიფიქრებდი,რომ ეს მოხდებოდა.ხმამაღლა ტიროდა კატო.
-კარგი კატო, დაწყნარდი.შენ არ ხარ მკვლელი.ვერ გაგამართლებ ,მაგრამ მაინც მესმის შენი
-ამას რომ გაიგებენ ყველას შევძილდები,ყველას დავკარგავ და ღირსიც ვიქნები.
-ახლა აღელვებული ხარ.წამოდი,კაფეში დავჯდეთ და ცოტა დაწყნარდი კარგი?
. . .
-თავს როგორ გრძნობ? ცოტა დამშვიდდი?ჰკითხა ნოემ კატოს და ხელი ხელზე დაადო.
საოცარი სითბო ჩაეღვარა გულში.ცრემლით დასველებული სახე ხელსახოცით შეიმშრალა და ყავა მოსვა.
-დანაშაულის გრძნობა მჭამს.ვერ ვუძლებ.ვხვდები რა საშინელებ ჩავიდინე,ჩემი დის სასოწარკვეთილი თვალები ახლაც თვალწინ მიდგას.
-შენ ხომ არავის სიკვდილი გდომებია?
-ჰო,მაგრამ ასე გამოვიდა.
-კატო,ანას ყველაფერი უმდა აუხსნა,ჩემი აზრით.როცა ყველაფერი დალაგდება,ალექსი გამოჯანმრთელდება.დარწმუნებული ვარ გაგიგებს შენი და.რა თქმა უნდა მტკივნეული იქნება ორივესთვის,მაგრამ ჯობია შენგან გაიგოს სიმართლე.შენ არავის მოკვლანგინდოდა,შენც მსხვერპლი ხარ გარემოების,სიბრაზემ დაგაბრმავა,მაგრამ შენი გული სუფთაა,მე ამას ვგრძნობ.
ნოეს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ არ დასცალდა,სასწრაფოდ პაციენტთან გამოიძახეს და წასვლა მოუწია.კატო ცოტა ხანს მაგიდასთან იჯდა. ახლა უფრო მეტად იყო დამშვიდებული,არ უნდოდა საკუთარ თავთან გამოტყდომა,მაგრამ თითქოს ნპე მასზე ჯადოსნურად მოქმედებდა. საკმარისი იყო ისევ ჩაეხედა მის მწვანე თვალებში,რომლებიც ირგვლივ მხოლოდ სითბოს აფრქვევდნენ ,რომ თავი კარგად ეგრძნო.ახლა ერთმა გრძნობამ შეიპყრო მისი სული და სხეული,გრძნობამ,რომლისთვისაც ჯერ კიდევ ვერ მოეფიქრებინა სახელი,გრძნობა,რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა მისი ცხოვრების ურთულეს მომენტში და ბნელ დღეებს არ მისცა საშუალება ბინა დაედოთ მის გულში.ისევ გაჰყურებდა იმ კარს საოდანაც ნოე გავიდა ,გონებაში ისევ მისი სიტყვები უტრიალებდა,მიუხედავად იმ საქციელოსა,ის მაიმც კატოს დამშვიდებას ცდილობდა.ისევ ჩაესმოდა მისი თბილი ხმა,რომელიც მის გულში იმედის ჩანერგვას ცდილობდა.
ლევანი ალექსის პალატაში,მისი საწოლის გვერდით იჯდა და წიგნს კითხულობდა.მოულოდნელად რაღაც შეხება იგრძნო მკლავზე,ალექსს დახედა და სახეზე გაოცებანარევი სიხარული გამოეხატა
-ალექს,გღვიძავს.ამის თქმაღა მოახერხა გახარებულმა.
ალექსს ხმის ამოღება უჭირდა,გაბრუებული უმწეოდ აცეცებდა თვალებს ირგვლივ და გამოფხიზლებას ცდილობდა,ეს მხოლოდ ცოტა ხანს გაგრძელდა.
-რა მოხდა, სად ვარ ? ძალა მოიკრიბა და ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა.
-დაგჭრეს,არაფერი გახსოვს?
ალექსმა თვალები ჭერს მიაპყრო, ოდნავ მოჭუტა და თავზე ხელი მიიდო. თავი ტკიოდა ,მაგრამ ძალა დაატანა,ბოლოს მომხდარი მოვლენები კადრებად წარმოუდგა თვალწინ.
-ანაა,ანა სად არის ? ხომ კარგადაა? ფეხზე წამოდგომას ცდილობდა ალექსი.
ლევანმა გააჩერა და წამოდგომის საშუალება არ მისცა.
-მთელი ორი დღე და ღამეა არ მოგშორებია,ცოტა ხნით სახლში გავუშვი,რომ მოწესრიგდეს.
-მადლობა ღმერთს.მეგონა იმ ნაგავმა ანასაც რამე დაუშავა. ამოისუნთქა და ბალიშს მიეყრდნო.
-შვილო,გავალ და ექიმს შემოვიყვან.
-ერთი წუთით მოიცადე ლევან.
-გისმენ.
-მადლობა
-რისთვის?
-რომ ისევ მიმიღე.კატოს ამბის შემდეგ,იქნებ მართლა ვიმსახურებდი სიკვდილს.
ლევანმა თავი გააქნია და ალექსს მიუახლოვდა
-გეყოფა სისულელეები.შეცდომებს ყველა ვუშვებთ,მაგრამ პატიება შეიძლება.ჩემთვის ისიც საკმარისია თუ ანა შენთან ბედნიერი იქნება. ჩათვალე რომ შენთვის მამა ვარ.
ერთმანეთს ხელი მჭიდროდ ჩამოართვეს.ლევანი კარისკენ წავიდა.
-ექიმს დავუძახებ,თქვა მან და პალატიდან გავიდა.

...
კატომ საათს დახედა , საწოლიდან წამოდგა და ფანჯარა შეაღო, სუფთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და სიმწვანის ცქერით ტკბებოდა.მისი ოთახი სახლის წინა მხარეს იყო,ამიტო, ჭიშკარს პირდაპირ ხედავდა.მისი ყურადღება დეიდამისმა მიიპყრო. ლელა ჭიშკართან იდგა და ხელებს ნერვიულად იმტვრევდა ,თან გზას გაჰყურებდა,თითქოს ვიღაცას ელოდა. მალე მანქანა გამოჩნდა,რომელიც გზის მოპირდაპირე მხარეს გაჩერდა.ქალმა ჭიშკარი გააღო და სააწრაფოდ მანქანისკენ წავიდა. კატო აივანზე გავიდა,რომ უფრო კარგად დაენახა ვინ იყო. ფანჯრიდან ვიღაც კაცმა გამოჰყო თავი და ლელას რაღაცას ეუბნებოდა,შემდეგ ქალმა კონვერტით რაღაც გაუწოდა და უკან გამობრუნდა. კატო სასწრაფოდ შებრუნდა სახლში.
-რა ჯანდაბა იყო ეს? თავისთვის ჩაიბუტბუტა და თმაში ხელი შეიცურა.
თუმცა ამ საკითხზე ფიქრი აღარ დასცალდა,რადგან ტელეფონის ზარმა ფიქრი შეაწყვეტინა.ანთებულ ეკრანს დახედა და ნახა რომ მამამისი ირეკავდა.იცოდა რომ ლევანი საავადმყოფოში იყო.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და აკანკალებული ხელი სენსორს გადაუსვა.
-გისმენ მამა.
-კატო,კარგი ამბავი მაქვს.ალექსი გონს მოვიდა და ახლა კარგად გრძნობს თავს,ანას ვურეკავდი ,მაგრამ არ მიპასუხა ,ალბათ ძინავს.
კატომ შვებით ამოისუნთქა.
-მართლა ? რა კარგია, ჰო,ჰო ძინავს და გავაღვიძებ. სიხარულისგან სათქმელს ძლივს უყრიდა თავს კატო.
ტელეფონი გათიშა და ანას ოთახში გახარებული შეიჭრა.
-ანა,ანა გამოფხიზლდი.
-კატოო.შენ ხარ? ჯერ კიდევ ჩახლეჩილი და მძინარე ხმით უპასუხა ანამ.
-ალექსი
-რა? შეშინებულმა კითხა ანამ.
-არა,არა ნუ გეშინია.ის გონს მოვიდა .მამამ დამირეკა ახლახანს.
-რა? მართალს ამბობ? ამ ხნის მანძილზე პირველად გაიღიმა.
-კი
-ახლავე უნდა წავიდე საავადმყოფოში. გასაღებს ხელი დაავლო ანამ და ფეხსაცმელს იცვამდა.
-მოიცა ანა,აღელვებული ხარ და საჭესთან მე დავჯდები. გასაღები გამოართვა დას.
...
-გილოცავთ,ახლა თამამად შემკძლია ვთქვა,რომ საფრთხემ ჩაიარა და თქვენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.ღიმილით თქვა ნოემ და პალატაში მყოფ ადამიანებს გადახედა.
-მადლობა ღმერთს,ვერ გადავიტანდი შენ რომ ...
-ყველაფერი კარგად იქნება. სიტყვა გააწყვეტინა ალექსმა და ანას ხელი ორივე ხელით დაიჭირა.
-რა თქმა უნდა კარგად იქნება. დაეთანხმა ნოე.
-ექიმო,საავადმყოფოს დატოვებას როდის შევძლებ?
-რამდენიმე დღეში,ჯერ დანამდვილებით ვერ გეტყვით როდის.მდგომარეობას უნდა დავაკვირდეთ. საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადაიტანეთ. ახლა კი უმჯობესია თუ პაციენტს მარტო დატოვებთ და დასვენების საშუალებას მიცემთ.
ალექსთან მხოლოდ ანა დარჩა,ალექსის თხოვნით და ისიც ცოტა ხნით. დანარჩენები კი გარეთ გავიდნენ.ანა საწოლზე მის გვერდით მოკალათდა და თავი მსუბუქად მიადო მკერდზე,ალექსმა გოგონას ხელი მოხვია. სასიამოვნოდ გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ ქარის ხმა და საყვარელი ადამიანის გულის ცემა არღვევდა.გულისცემა,რომელსაც ეგონა ვეღარასდროს მოუსმენდა.ახლა კი მის გვერდით იწვა,თვალებში უყურებდა და ხვდებოდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლის თითოეული წამი.ყოველი წუთით უნდა დატკბე ,თორემ შესაძლოა ყველაფერო მოულოდნელად დამთავრდეს, დამთავრდეს ისე რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო.ვერასდროს მიხვდები რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვოს საფრთხით გამოწვეული სიცარიელე,სანამ ამას არ გამოცდი,მანამდე კი გგონია,რომ ყველაფერი მარადიულია.სინამდვილეში კი უველაფერი იმაზე მალე მთავრდება ,ვიდრე წარმოგვიდგენია.ვაფასებთ სიცოცხლეს მაშინ ,როდესაც მისი დაკარგვის საფრთხე გვიდგას.
...
კატო საავადმყოფოს საპირფარეშოში იყო და ხელებს იბანდა,როდესაც ფანჯროდან დეიდამისს ლელას მოკრა თვალი ,მის წინ ვიღაც იდგა.კატო უკანა გასასვლელით გავოდა,რომ დაენახა ვინ იყო.მის გაკვირვებას კი საზღვარი არ ჰქონდა,როცა იქ საბა დაინახა.იქვე მდგარ ხეს მოეფარა.
-ლელა,თუ თანხას დროზე არ გადამიხდი ლევანი ყველაფერს გაიგებს,გაიგენს მის ცოლს რაც დაემართა.
-ენა ჩაიგდე და ჯობია აქედან წაეთრიო,პოლიცია გეძებს.
-შენთვისვე იქნება ცუდი მე თუ დამიჭერენ.
-კარგი.ცოტა მადროვე და მიიღებ თანხას.ოღონ აქედან უნდა გაქრე.მანამდე კი ის საბუთები და დისკი უნდა მომიტანო იცოდე.
-მალე ვიპოვი.
-ჰოდა როცა იპოვი ფულსაც მაშინ მიიღებ,ახლა კი აქედან დაიკარგე.
საბა წავიდა.კატო ყურებს არ უჯერებდა.მთელი სხეული უკანკალენდა და გულიც გამალებით უცემდა. ლელას დაეწია და მკლავში ხელი ჩაავლო.ქალი შეკრთა.არ ელოდა კატოს აქ დანახვას.
-რას ნიშნავს ეს ყველაფერი? დედაჩემს რა გაუკეთე? საბას რა უნდოდა ? კითხვები მიაყარა და მკლავზე ხელს უფრო და უფრო უჭერდა სიბრაზოსგან.
-შენთვისვე ჯობია დაივიწყო რაც აქ გაიგე.თორემ...
-თორემ რა ? ხმას აიწია კატომ.
-ყველა გაიგებს რომ ალექსი შენს გამო დაჭრა საბამ,გაიგებენ,რომ შენ უთხარი ანას რომ შეურიგდა.ყველა შეგიძულებს.საკუთარი დის გაუბედურება გინდოდა. ახლა კი გზიდან ჩამომეცალე.დაბალი ხმით უთხრა,ირონიულად ახედა და საავადმყოფოში შევიდა.
...
-მამა,შენ,კატოს და დეიდას შეგიძლიათ წახვიდეთ,მე ვიქნები ალექსთან.თქვა ანამ და სკამზე ჩამოჯდა.
-და მარტო და დაგტოვოთ?
-არაუშავს კატო,ყველაფერი რიგზეა. სულ ჩემს გვერდით იყავი,მიუხედავად იმისა რაც ჩვენს შორის მოხდა.
-გთხოვ,ამაზე ლაპარაკი არ გინდა.ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ.
-ყველაფერი კატო? ასეთი მარტივი ნუ გგონია შენი ცოდვების დავიწყება.გაისმა დეიდამისის ცინიკური და ცივი ხმა.ქალი აქამდე ჩუმას იდგა.
-რას გულისხმობ დეიდა? რა ცოდვები? გაულვირდა ანას.
-კატოს კითხე . დამცინავად აუარა გვერდი კატოს და გასასვლელისკენ წავიდა.



№1 სტუმარი Manana

Ratom ar agrzelebt siamovnebit vkitxulobdi

 


№2  offline წევრი fireending

ინტერნეტი არ მაქვს სახლში :'( :( :( და ავტვირთავ როგორც კი დავაყენებ,რამდენიმე დღეში. მადლობა ,რომ კითხულობთ

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ნამდვილი მექსიკური სერიალია:დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent