შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (22 თავი)


21-04-2017, 16:41
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 234

ნიკოლოზი დაბნეული დაჰყურებდა ატირებულ გოგოს, რომელიც კისერზე ჩამოკიდებოდა და ხელის გაშვებას არ აპირებდა. ყოყმანის შემდეგ მოჰხვია ხელები წელზე და ნაცნობი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა. უცნაური გძნობა ჰქონდა, თითქოს უცხო და თითქოს ნაცნობი სიტუაცია მეორდებოდა მის გონებაში. ხელები უკანკალებდა, გული გამალებით უცემდა, თავბრუს ახვევდა ნიდას სითბო, სიყვარული, ემოციები, მაქსიმეს კისკისი, გამეფებული სიმშვიდე და უსაზღვრო ბედნიერება, რომელიც ამ ჩახუტებით იყო გამოწვეული.
-ჩემი ნიკა მინდა. ჩუმად იმეორებდა ამ ფრაზას და ნიკოლოზს ხელებს მაგრად ხვევდა. -მეზიზღება ეს კოშმარი.. მძულს ეს დღეები .. ვერ ავიტან უშენობას ნიკა. ბიჭს მოსცილდა და ჩაწითლებული თვალები გაუსწორა.
-იმაზე მეტად მყვარებიხარ ვიდრე მე მეგონა.. ნაღვლიანად ამოთქვა, მაქსიმეს ხელი მოკიდა და ოთახში შევიდა, შვილთან ერთად.
ნიკა დივანზე ჩამოჯდა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო.. ჩაფიქრებული იმეორებდა ნიდას ნათქვამს "იმაზე მეტად მყვარებიხარ ვიდრე მე მეგონა". რატომღაც ამ სიტყვებმა მისი გული გაახარა, უცნაური გძნობა დაეუფლა, გაურკვევლობამ მოიცვა და დააფიქრა.
რამდენიმე საათი ასე ჩუმად იჯდა და ტელევიზორთან მდგარ მის და ნიდას სურათს უყურებდა. მერე ფეხზე წამოდგა და ოთახში შეიხედა. კარებს მიყრდნობილი აკვირდებოდა მძინარე ნიდას, თითქოს პირველად ხედავდა.
ცდილობდა გაეხსენებინა მეუღლე, შვილი, მეგობრები და ის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც სურათებში იყო ასახული. მაქსიმეს გახედა, რომელსაც გაღვიძებოდა და მამამისს უცინოდა.
-მოდი ჩემთან. ჩუმად თქვა და ფრთხილად ამოიყვანა საწოლიდან.
მისაღებში გაიყვანა და დივანზე თავის გვერდით დააწვინა. ნაპირზე თვითონ დაწვა პაწუკა, რომ არ ჩავარდნილიყო ძირს. ბავშვს პლედი დააფარა და თვითონაც გადაიფარა.
-დავიძინოთ ეხა ხო? შვილს დააცქერდა. მაქსიმე ისევ კისკისებდა, თან ხელებს იქნევდა ჰაერში.
-ვატყობ შენ ხელში დაძინება არ მიწერია. თავი გააქნია უკმაყოფილოდ. მოკისკისე ხელში აიყვანა და მისი დაძინება სცადა. იავნანიდან დაწყებული ზღაპრებით დამთავრებული ყველაფერი მოუყვა და უმღერა , მაგრამ ბავშვის დაძინება ვერ მოახერხა. დაღლილი ჩამოჯდა მაქსიმესთან ერთად დივანზე.
-ისე რა ცქნაფა ხარ და რამხელა თავის ტკივილი.. წარბებ შეკრულმა შეხედა მთქნარებით დაკავებულს.
სადღაც ღამის 4 საათი იყო, როცა მაქსიმეს ჩაეძინა . ნიკოლოზი აღარც ინძრეოდა ბავშვი, რომ არ გაეღვიძებინა. ფანჯრიდან გამოჩენილ მთვარეს აკვირდებიდა და ყველაფრის გახსენებას ცდილობდა.
დილით გაღვიძებულ ნიდას თვალზე ცრემლი მოადგა, როცა საწოლის მეორე მხარე ცარიელი დაინახა.
დაღვრემილი წამოდგა ფეხზე.
მაქსიმეს, რო ვერ მოკრა თვალი, თავის საწოლში, ანერვიულებული გავარდა მისაღებში. სადაც მშვიდათ ეძინათ მამა-შვილს.
ოთახში შებრუნდა გახარებული. მოწესრიგდა, ოთახიც მიალაგა და სამზარეულოში გავიდა, მაქსიმესთვის საჭმელი რომ მოემზადებინა. წყალს ადუღებდა ყავისთვის, როცა ნიკოლოზი პატარა კაცუნასთან ერთად შევიდა .
-დილამშვიდობისა. დაბოხებული ხმით თქვა და მაქსიმე ცალი ხელით დაიკავა .
-დილამშვიდობის. გაუღიმა გოგომ. -ცოტახანი გყავდეს და მერე გამოგართმევ. ნიკამ უხმოდ დაუქნია თავი მეუღლეს.
სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ. ნიკოლოზი ნიდას მომზადებულ კატლეტს მიირთმევდა.. მაქსიმეს კი დედიკო აჭმევდა ფაფას. ნიკა უცნაურად აკვირდებოდა მის წინ გადაშლილ სურათს, ბედნიერებას რომ იწვევდა მის სხეულში.
-ნიდა მე და შენ სად გავიცანით ერთმანეთი? სიჩუმე ნიკოლოზმა დაარღვია.
-ინსტიტუტში. მე პირველ კურსზე ვიყავი, შენ მესამეზე. თვალებში შეხედა დვალს. მერე აღმოჩნდა, რომ ჩემი ძმის ძმაკაცი ყოფილხარ სწორედ მაქედან დაიწყო, ნუ დაწყებასაც ვერ დავარქმევთ ყველაფერი სწრაფად მოხდა.
-შენი ძმა ის მაღალი ცისფერთვალება რომაა? იკითხა ინტერესით.
-კი. თავი დაუქნია გოგომ. დვალი ფეხზე წამოდგა და სკამი გაასწორა.
-მაღაზიაში ჩავდივარ. შენ რამე ხომ არ გინდა?
-არა არაფერი. რა უნდა იყიდო?
-სიგარეტი.
-მე ამოგიტან.
- არაა საჭირო მე ჩავალ, არ დავიკარგები როგორღაც მოვაგნებ აქაურობას. ნაწყენმა შეხედა ცოლს
-ნიკა შენი საფულე ჩვენი ოთახის უჯრაში დევს. თითქმის სამზარეულოდან გასულს დააწია სიტყვა.
ჩვენი ოთახის გაგონებაზე ნიკამ ნიდას გახედა. რაღაც არ ესიამოვნა. ოთახიდან საფულე აიღო და კიბეებზე დაეშვა.
სადარბაზოდან გასულმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. თვალებით მარკეტის ძებნა დაიწყო. ახლო მახლო , თვალი ვერაფერს მოკრა ამიტომ ქუჩას დაუყვა. თან ნიდაზე და მაქსიმეზე ფიქრობდა.. ვერ ეგუებოდა ქმრის სტატუსს, ოჯახის ყოლას, მამის ამპულას. გონების აღდგენა სურდა. ქუჩის ბოლოს დაინახა მაღაზია და იქ შევიდა. სიგარეტი იყიდა.. მაღაზიიდან გამოდიოდა ვიღაცას, რომ შეეჯახა.
-ვა ნიკუშ? გაიოცა ბიჭმა და ნიკას გადაეხვია. რავახარ ტო?
-არამიშავს ვეკო.. შენ?
-ვარ რა . სკოლის მერე არც მინახიხარ . იკა ვნახე რამდენიმე თვის წინ მითხრა ცოლი მოიყვანაო.. გილიცავ .
-ხო მოვიყვანე. ჩაფიქრებულმა თქვა და სიგარეტის ერთი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან.
-აქეთ გადმოხვედი საცხოვრებლად?
-ხო იმ კორპუსში ვცხოვრობ.. თითი გაიშვირა ნიკამ თავისი ბინის მიმართულებით.
-გამიხარდა შენი ნახვა. ისე ნიკუშ ხვალ კლასელები ვიკრიბებით, ვინც თბილისში ვართ ეხლა, თეკო ჩამოვიდა ლონდონიდან გუშინ და ... გირეკავდი ტო მარა, როგორც ჩანს მობილურის ნომერი შეგიცვლია. თეკოს ხსენებაზე ნიკოლოზმა უსიამოვნოდ დამანჭა სახე.
-შენი ნომერი მითხარი და მე დაგირეკავ. ვეკომ ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოიღო და გაუწოდა. სად იკრიბებით? სავიზიტო ბარათის თვალიერებით დაკავებულმა ისე კითხა წინ მდგომისტვის არც შეუხედავს..
-ჯერ არ ვიცით სადმე რესტორანს ავარჩევთ რა.. დამირეკე საღამოს და ზუსტ მისამართს გეტყვი.
-კაი მაშინ. ხვალ გნახავ. თვალი ჩაუკრა დვალმა ბიჭს და გასცილდა.
სიგარეტს ეწეოდა და ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას. თავს საშინლად გძნობდა. უცნობი სიტუაცია ნაცნობად ეჩვენებიდა. მისი გონება დანაწილებული იყო. ომიკოს, ნიდას და ბიჭების მონაყოლებით ცდილობდა, იმ გამოტოვებული წლის გახსენებას, რომელიც ამ წამს ტანჯავდა.
სადარბაზოში შესულს უკნიდან ვიღაცის ხმა მოესმა.
-ნიკუშ. უკან შებრუნებულს იმ სასტავის ერთ ერთი ბიჭი შერჩა ხელში, რომელსაც ვერ იხსენებდა.. თვალები დააწვრილა და ქერათმიან, გაკრეჭილ ბიჭს შეხედა.
-ლუკიტო ვარ, ანუ ის რა რო არ გახსოვაფ. მოიღუშა ლუკა.
-ჰო.
-რა ჰო გახსოვარ? თვალები გაუბწყინდა ბიჭს..
-არა. ლუკას სახე დაუნაღვლიანდა. წარბებშეკრულმა შეხედა ნიკას და ლიფტის ღილაკს ხელი მიარტყა..
-შენ ნიდას მეგობარი ხარ ხო?
-შენიც ვიყავი. ლიფტში შევიდა გაღიზიანებული. ნიკოლოზმა ტუჩები დაბრიცა და უკან მიჰყვა. უხმოდ ავიდნენ მეხუთე სართულზე. ლუკამ კარებზე დააკაკუნა.
-ნიდაჩკა .. გაუცინა გოგოს და ლოყაზე აკოცა.
-აბა ნაყინს მოგიტანო? თავი გვერდით გადააგდო და ბიჭს შეხედა.
-გეგა და დაჩი ამოვლენ და ამოიტანენ. თვალი ჩაუკრა ნათლულს. ნიკამ ლუკა გვერდით გაწია ხელით და სახლში შევიდა..
-გაძლება მოგცეს ღმერთმა. ჩუმად გადაუჩურჩულა ნიდას..
მისაღებში შესულ ნიკოლოზს ომიკო და იო დახვდნენ..
-გამარჯობა. თავი დაუკრა მისალმების ნიშნად იოს და ომოს უცნაურად შეხედა.
-სადაა ილო იკა და სასტავის სხვა წევრები? იომ ლუკას კითხა
-ილიკომ განოს მოკიდა ხელი და წავიდნენ ბათუმში. იკა და ანიც წაბძანდნენ გაიანესთან ერთად.. ლიკაც წავიდა თავის დაქალუჩკებთან წყნეთში და ვარ ასე მარტოსული. ისე ტო ჩვენც წავიდეთ რა სადმე. აი მაგალიტად ისევ თურქეთში.. იფ რა ნაშები იყო ალანიაში.. ტუჩებზე ენა გდაისვა. ნიდამ თავში წამოარტყა ბიწს ხელი და დაბღვერილმა სეხედა..
-ლიკას ვეტყვი.
-უთხარი. იქნებ მერე მაინც დაფიქრდეს და გამომყვეს ცოლად.
-ისე ეგ კაი იდეაა.. დაეთანხმა იო ლუკიტოს.. -მომიყვანე რა.. დას შეხედა და ბავშვისკენ გაიშვირა ხელები.
-ბიძიას კაცუნა ხარ.. ლოყაზე აკოცა პატარას.
-თუ ბავშვის ჩაპროშვნა გინდათ გაიპარსეთ წვერი.. უწითლდება მერე და უღიზიანდება კანი.
-ნუ ბურდღუნებ რა..ხელი აიქნია ლუკამ და მაქსიმე იოს ხელებიდან ააცალა.
-კიჭები ამოგდის ტოოო? შეეკითხა ბავშვს ლუკა.
-ხო ამოსდის და მაგიტომაც იდებს ყველაფერს პირში..
-აი უკვე ორი კიჭი აქვს. ლუკამ იოს დაანახა . იომაც გაიცინა და ბავშვის თვალიერება დაიწყო. რა მალე იზდება ე.
-აბა სუ პატარა ხო არ დარჩება. გაუცინა ომომ ბავშვს და ლოყაზე უჩქმიტა.
-ნიკას ასლია ტო. ლუკამ ნიკოლოზს შეხედა, რომელიც ჩუმად იჯდა.
-არა ნიდას გავს. შეეწინააღმდეგა იო.
-აი რანაირად გავს ? იკითხა ლუკამ
-ნიდას თვალები აქვს.. ნიშნისმოგებით გადახედა იომ
-სამაგიეროდ ნიკას თმები აქვს, ხუჭუჭა.
-ნიდას ყურები.
-ნიკას ტუჩები.
-ნიდას ცხვირი.
-ნიკას ასლია.. გაჯიუტდა ლუკა.
ნიკოლოზს მათ ბავშვურ კამათზე გაეღიმა. გულში სითბო ჩაუდგა და გული დაწყდა, ამ ადამიანებს, რომ ვერ იხსენებდა. სევდიანად გახედა მომცინარ ცოლს.
-ორივეს გავს . სიტუაცია განმუხტა ომიკომ და ბავშვი ნიდას გადააწოდა.
-დღეს ნათიასთან ავიდეთ თორემ თვითონ გამოვა.. ისე მორალურად და ფიზიკურადაც, მოემზადე მაგის ქოთქოთისთვის.. ომომ ძმას გახედა. ეხლა კი წამოდი ექიმთან ხარ დაბარებული 2 საათზე, ნაკერები გაქვს მოსახსნელი. წამლებიც უნდა ვიყიდოთ თან. ისე შენ გითხრეს ერთი კვირა უნდა იწვეო. მონოლოგი ჩაამთავრა ომიკომ.
-და წოლა რას შეცვლის? მეხსიერება აღმიდგება? ფეხზე წამოდგა დვალი..
-მეც წამოვალ. ნიდამ ნიკას შეხედა..
-იყავი ნიდ თან მაქსიმეს ამათ ხელში ხო არ დატოვებ.. სიტყვა სიტყვით გეტყვი რასაც იტყვის ექიმი.
-კაი.. ფრთხილად იარე რა ომო. ბიჭმა თავი დაუქნია და ძმასთან ერთად გავიდა სახლიდან.
კორპუსიდან გასულები სადარბაზოსთან მდგარ მანქანაში ჩასხდნენ.
-ნიკა ჯერ ბანკში გავიდეთ შენ კარტაზე კოდი, რომ გავიგოთ და მერე ტელეფონიც ვიყიდოთ რა ბარემ.
-ხო მეც ეგ უნდა მეთქვა.. ფანჯარაში გაიხედა ნიკამ და ხალხის თვალიერება დაიწყო. ომომ თავი გააქნია და საჭეს ხელები მაგრად მოუჭირა.
-დღეს ვეკო ვნახე.
-ვინ ვეკო?
-ჩემი კლასელი ვეკო ვაჩნაძე..
-ვა მერე.?
-ხვალ იკრიბებიან კლასელები, თეკო ჩამოსულა ლონდონიდან. წარბი აწია ზევით ნიკამ და ომოს გახედა.
-თეკო ?
-ხო. ან ვაფშედა როდის წავიდა ლონდონში?
-სკოლის დამთავრებისთანავე წაბძანდა.
-საშინლად ვგრძნობ თავს.. ასე მგონია უფუნქციო ვარ, მხოლოდ ქვასავით ვაგდივარ ამ დედამიწაზე. მინდა, რომ გავიხსენო ეს წლები. ჩუმად თქვა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო..
ბანკში საქმეების მოგვარების შემდეგ ექიმთან წავიდნენ.
-ბატონო გოგა შეიძლება? ოთახში შეიხედა ომომ
-მობძანდით. თავი დაუქნია ჭაღარათმიანმა კაცმა. როგორ ხართ ? თავის ტკივილი ხომ არ გაქვთ?
-არა.
-კარგია. ეხლა ნაკერებს მოგხსნით და მერე ტომოგრაფია გადაიღეთ, მეორე სართულზეა.
ნიკამ თავი დააუქნია, თანხმობის ნიშნად.
საავადმყოფო ნიკოლოზის ჯუჯღუნით დატოვეს..
-არა ისე მაგარი ფრაზა აქვთ ამ ექიმებს რა. "თქვენზეა დამოკიდებული" ჩემზე, რომ იყოს დამოკიდებული კი გავიხსენებდი ყველაფერს, ამასთან კი არ მოვიდოდი.
-ნუ წაიღე რა ტვინი. მომეცი ეგ დანიშნულება რაც მოგცა.
ნიკამ უკმაყოფილოდ გაუწოდა ფურცელი ძმას.
-წამო ეხა ეს წამლები ვიყიდოთ და მობილურზეც გავიაროთ. მერე ნათიასთანაც ავიდეთ თორემ საღამოს დაგადგება სახლში და მოხსნის ტვინს . იმასაც დაგავიწყებს რაც ეხა იცი.. თვალები გადაატრიალა და ავტომობილის კარები გააღო.
ტელეფონიც იყიდეს და წამლებიც. კარტაც აიღეს და მობილურიც ჩართეს, მერე მაღაზიებიც დაიარეს და ნათიასაც აუარეს სახლში.. ომიკომ ძლივს დაარწმუნა ქალი, რომ არაფერი უჭირდა ნიკოლოზს.
ღამის 10 საათი იყო სახლში, რომ დაბრუნდა ნიკა.
ნიდამ გაუღო კარი და ხელში დაჭერილი პარკები გამოართვა.
-ეს რა არის?
-მაქსიმეს ვუყიდე ჩასაცმელი და სათამაშოებია -აქ ჩემი წამლები დევს და აი ეს შენთვისაა.. გაუღიმა გოგოს. ომიკომ ამარჩევინა.
-ჩემთვის? გაოცებულმა წარბები ზევით აზიდა.
-ხო.. ჩემი კლასელი შემხვდა დღეს.. ხვალ ვიკრიბებით კლასელებიო, მაგიტომ კაბა გიყიდე ხვალისთვის, რომ ჩაიცვა.
ნიდა გაქვავებული იდგა შესასვლელში. არ იცოდა რა გაეკეთებინა.. თითქოს არაფერი შეცვლილა.. ყველაფერი კოშმარი იყო და დასრულდა, მაგრამ ნიკა მანც არ იყო ისეთი როგორიც ადრე და სწორედ ეს წყვეტდა გულს ნიდას.
-გშია?
-არა ნათიასთან ვიყავი ასული და იქ ვჭამე.. მაქსიმეს ძინავს?
-კი ეხლახანს დაიძინა..
-ის ვარდისფერი ოთახი ვისია? ინტერესით იკითხა ნიკამ..
-ორსულად, რომ ვიყავი მაშინ შეღებე ვარდუსფრად.. გაეღიმა გოგოს . პატარა პრინცესა იქნებაო მარა ..
-გასაგებია.
ნიდა ტელევიზორს მიუახლოვდა და დისკი ჩართო. აი ის დისკი ნიკოლოზმა დაბადების დღეზე რო აჩუქა.
ნიკოლოზი უყურებდა ტელევიზორში გამოსახულ კადრებს. ნიდას ცრემლები მოსდიოდა იმ ბედნიერი წამების გახსენებისას. უყურებდნენ მათ ჯვრისწერის, ქორწილის, დაბადების დღეების, ორსულობის და სხვადასხვა დროს გადაღებულ ვიდეოების კოლაჟს.
ბოლოს ნიკოლოზი გამოვიდა, რომელიც ნიდას სიყვარულს უხსნიდა.
ნიკა თავის თავს უყურებდა , იმ ბიჭს, რომელიც ერთ გოგოზე იყო შეყვარებული და იმით არსებობდა.. იმ ბედნიერ ბიჭს, რომელიც გულიანად იცინოდა. ბიჭს რომლის თვალებშიც სხივი იყო, სახელად ნიდა.
უცნაურად აკვირდებოდა იმ მომენტებს, როცა ნიდას ეხუტებოდა. თვალი გვერდით მჯდომისკენ გააპარა ცრემლებს, რომ იწმენდდა მალულად.
ნიდა ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა. ნიკამ ტელევიზორი გატისა და დივანზე გაწვა. ორივეს ტკიოდა, ორივე განიცდიდა, ორივე ღელავდა, ორივე ფიქრობდა..
ნიდას ნიკოლოზისგან შორს ყოფნა ამწარებდა..
ნიკას კი ის უცნაური გძნობა კლავდა, რომელსაც გაუხსენებლობა ერქვა..
ნიკოლოზს გამთენიისას ჩაეძინა. ნიდამ კი მთელი ღამე ტირილში გაატარა.
მეორე დღეს არაფერი შეცვლილა. ერთმანეთისთვის ხმაც არ გაუციათ..
ნიკა დილით ომიკოსთან გავიდა მცხეთაში.
ნიდა დედამისთან წავიდ მაქსიმე, რომ დაეტოვებინა.. თვითონ კი გამზადება დაიწყო.. ნიკოლოზი საღამოს დაბრუნდა სახლში..
ოთახიდან გამოსული ნიდა, რომ დაინახა გაშრა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ჩაახველა, როცა ამოღებულ დეკოლტეს მოჰკრა თვალი.
ნიკოლოზს ჯინსის მუქი ლურჯი შარვალი, ცისფერი სარუჭკა და კეტები ეცვა. ნიდას შინდისფერი ტანზე გამოყვანილი კაბა.
-წავედით? გაღიმებულმა შეხედა მეუღლეს.
-კი წავიდეთ ტაქსი გველოდება.. საფულე და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო დვალმა და ნიდას გახედა.
რესტორნში ისე შევიდნენ თითქოს ნაჩხუბარი მეგობრები ყოფილიყვნენ.
ნიდა დანაღვლიანებული, ნიკა კი გახარებული იყო..
ვეკო დვალის დანახვისას ფეხზე წამოდგა. კლასელებიც წამოიშალნენ სუფრიდან.. ყველა ეხვეოდა მონატრებულ ნიკოლოზს. ნიდა განზე იდგა, ალბათ ვეკოს, რომ არ შეემჩნია უხერხულად მდგომი გოგო ნიკას არც გაახსენდებოდა..
-ეს ულამაზესი გოგო შენი ცოლია? გაიოცა ვეკომ და ნიდას გაუღიმა. ამ სიტყვების გაგონებისას ნიკა უკან შებრუნდა და მეუღლის გვერდით დადგა.
-კი ეს ნიდაა ჩემი ცოლი.. ამაყად თქვა და თეკოს შეხედა, რომელსაც ღიმილი ბოროტულად დასთამაშებდა სახეზე.
-სასიმოვნოა შენი გაცნობა. გულწრფელად გაუღიმა ვეკომ გოგოს. ნიდამ უბრალოდ თავი დაუკრა მისალმებისთვის და თვალი მოავლო ახალგაზრდებს. თეკოს გამოხედვა არ მოეწონა.
სუფრაზე ადგილები უკვე დაკავებული იყო, ნიკოლოზსაც არ მოუკლია თავი მეუღლის გვერდით დამსვითო, ამიტომ ნიდას ვეკოს გვერდით მოუწია დაჯდომა, ნიკას კი თეკოს გვერდით. ცოლ-ქმარი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.
ნიდას ვეკო ართობდა.
ნიკას კი თეკო.
სკოლის პერიოდს იხსენებდნენ და კარგადაც ხალისობდნენ.
დვალი ყურადღებასაც არ აქცევდა წინ მჯდომს.. ზედაც არ უყურებდა მეუღლეს, თეკოსთან ლაპარაკით იყო გართული..
ვეკო უცნაურად უყურებდა ნიკას. ვერ გაეგო რა ხდებოდა ცოლ-ქმარს შორის, მაგრამ კაი რომ არაფერი ხდებოდა მაგაში დარწმუნებული იყო.
-გინდა ვიცეკოთ? ვეკომ ღიმილით შეხედა მოწყენილ გოგოს.
-არა არ მინდა. გაუღიმა ბიჭს და მომცინარ მეუღლეს შეხედა, რომელმაც თეკო საცეკვაოდ დაპატიჟა.
უყურებდა თავის ნიკოლოზს, იმ ნიკოლოზს, რომელიც მთელი არსებით უყვარდა და სტკიოდა.. იმდენად სტკიოდა, რომ თავის შეკავება ვერ შეძლო და ატირდა. ფეხზე წამოდგა და რესტორნის აივანზე გავიდა.. მოაჯირს დაეყრდნო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ეზიზღებოდა ეს დაწყევლილი ცხოვრება, დამცინავი ბედი და ის სიყვარულიც, რომელიც ასე აწამებდა.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმეე მაგარი იყო ძალიან ყოჩაღ შენ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2 სტუმარი Guest მარიამი

ძალიან ძალიან მაგარი ხარ შენ და ეს ისტორიაც უმაგრესია მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ♥ ეცადე დიდხანს არ გვალოდინო ♥♥

 


№3  offline წევრი anuki15

Rodemde unda gvtanjo?! Gaaxsene yvelaferi male raa :/ es tekoc nervebs shlis :(((

 


№4  offline წევრი tatiachelo

anuki15
Rodemde unda gvtanjo?! Gaaxsene yvelaferi male raa :/ es tekoc nervebs shlis :(((


სამწუხაროდ ნიკოლოზს ცხოვრების ბოლომდე არაფერი არ გაახსენდება ნუ ასე იქნება, მაგრამ .... :/
რაც შეეცება თეკოს ეგ მეც ნერვებს მიშლის

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი ისტორიაა და სულ ახალი თავის მოლოდინში ვარ, მაგრამ გთხოვ სარუჭკა აღარ გამოიყენო, ასეთი შეცდომები ცუდად ხვდება თვალს

 


№6  offline წევრი tatiachelo

Chikochiko
კარგი ისტორიაა და სულ ახალი თავის მოლოდინში ვარ, მაგრამ გთხოვ სარუჭკა აღარ გამოიყენო, ასეთი შეცდომები ცუდად ხვდება თვალს

მადლობა შესწორებისთვის.. გავითვალისწინებ მომავალში და კიდევ შემდეგ თავებშიც თუ შემისწორებ შეცდომენს და ამ "უხეშ" სიტყვებს კარგი იქნება ჩემთვი ))) :-)
ძაან მიხარია, რომ მოგწონთ ეს ისტორია..

 


№7  offline წევრი anuki15

tatiachelo
anuki15
Rodemde unda gvtanjo?! Gaaxsene yvelaferi male raa :/ es tekoc nervebs shlis :(((


სამწუხაროდ ნიკოლოზს ცხოვრების ბოლომდე არაფერი არ გაახსენდება ნუ ასე იქნება, მაგრამ .... :/
რაც შეეცება თეკოს ეგ მეც ნერვებს მიშლის

რაა? კაი რაა უსამართლობაა sob

 


№8  offline წევრი tatiachelo

anuki15
tatiachelo
anuki15
Rodemde unda gvtanjo?! Gaaxsene yvelaferi male raa :/ es tekoc nervebs shlis :(((


სამწუხაროდ ნიკოლოზს ცხოვრების ბოლომდე არაფერი არ გაახსენდება ნუ ასე იქნება, მაგრამ .... :/
რაც შეეცება თეკოს ეგ მეც ნერვებს მიშლის

რაა? კაი რაა უსამართლობაა sob

ცხოვრებაა თვითონ უსამართლო მარა ბედნიერი დასასრული, რომ ექნება ამ ისტორიას მაგით განუგეშებ )))))) :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent