შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (21 თავი)


17-04-2017, 18:54
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 073

აი ასეც ხდება ხოლმე.. როცა ადამიანებს გვგონია, რომ ჩვენი იდილია დითხანს გაგძელდება, სწორედ მაშინ ანგრევს ცხოვრება ბედნიერებას, სადაც ტკივილი ჩნდება და ის სიმშვიდე ქრება, რომელიც თურმე სამარადისო არ ყოფილა..
-იო რა მოხდა ? იყვირა გეგამ და მობილური ხელიდან გამოგლიჯა, გაგიჟებულ ბიჭს..
ყვირილის ხმები ისევ არ გაჩერებულა, ამას თან ახლდა მანქანების სიგნალიც . გეგა მთელი ხმით ყვიროდა ნიკოლოზის სახელს.. ეტყობა ვიღაცამ შეამჩნია გზაზე დაგდებული მობილური და გეგას ღრიალს უპასუხა. საავადმყოფოს მისამართი უკარნახა უცნიბმა ქალმა, სადაც ნიკოლოზი უნდა გადაეყვანათ. გაფითრებულმა იომ ბიჭებს გადახედა.. ლუკა, დაჩი და ილო ხმას ვერ იღებდნენ. გეგამ მანქანა დაქოქა და ადგილს მოს
წყდა. საავადმყოფოს წინ გააჩერეს ავტომობილი და შენობაში შეცვივდნენ. შესასვლელში მდგარ ექთანს მივარდა გეგა .
-ეხლახანს შემოიყვანეს აქ ახალგაზრდა ბიჭი, მანქანა დაეჯახა . ხომ ვერ მეტყვით რომელ პალატაშია?
-საოპერაციოში შეიყვანეს..
-რომელ სართულზეა? აღელვებულმა ლუკამ იკითხა
-მესამე..
კიბეებით სწრაფად ავიდნენ და მეორე სართულის დერეფანში დადგნენ , რადგან დაცვამ მესამე სართულზე ასვლის უფლება არ მისცა. იოანე მთელ ხმაზე ყვიროდა. ლუკა გაშეშებული იდგა.. ილოს და დაჩის ცრემლები მოსდიოდათ..
-იო ტელეფონი გირეკავს.. გეგამ ხელით ანიშნა ჯიბეში მოზუზუნე ტელეფონზე.. ბიჭმა სწრაფად ამოაძვრინა მობილური და ეკრანს დააშტერდა..
-ნიდაა. აღელვებულმა თქვა და ხმის დასაბრუნებლად რამოდენიმეჯერ ჩაახველა. სანამ იოანე აზრზე მოვიდოდა და პასუხს გასცემდა, მანამდე ტელეფონიც გაითიშა.
-რა უნდა ვქნათ? დაჩი ფეხზე წამოდგა და იოს წინ აესვეტა..
-თქვენ აქ იყავით.. მე ნიდასთან წავალ.. თუ დაგირეკათ არ უპასუხოთ, მე მივალ და მე ვეტყვი.. ნაწყვეტ ნაწყვეტ ამბობდა სიტყვებს იოანე და ანერვიულებული სახეზე ისვამდა ხელს..-ილო შენ ომოს დაურეკე და უთხარი . გეგა თუ რამეს გაიგებთ დამირეკეთ.. ბიჭებმა თავი დაუქნიეს თანხმობის ნიშნად.
იომ გეგას მანქანის გასაღები გამოართვა და აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა დერეფნიდან..
ილია ფეხზე წამოდგა და საავადმყოფოს ეზოსი მდგარ ხის სკამზე ჩამოჯდა. სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.. ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა, ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი ნაგვის ყუთში ჩააგდო და აკანკალებული ხელით აკრიფა მობილურზე ომიკოს ნომერი..
-ილიკო შე ძველის ძველო რავახარ ტო? გიკოს ხმა მოესმა ტელეფონში..
-გიკო ომოს დაუძახე .. მკაცრად თქვა ილომ
-შხაპს იღებს.. რა იყო ბიჭო? რამე მოხდა? დასერიოზულდა გიკოც..
-ნიკა.. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თავი ჩაღუნა..
-რა ჭირს ? რა მოუვიდა ნიკას? იყვირა გიკომ.
-მანქანა დაეჯახა..
-ეხლა როგორაა? ხო კარგადაა? ილო თქვი როგორა? ხმა აუკანკალდა ბიჭს.
-საოპერაცუოშია..
-მისამართი მომწერე სადაც ხართ ეხლავე წამოვალთ..
ომიკომ ნიდას კორპუსის წინ გააჩერა ავტომობილი.. ნელი ნაბიჯით წავიდა სადარბაზოსკენ. კიბეები აირბინა და კარებთან გაჩერდა . ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და დააკაკუნა.
-ნიკა ღიაა კარები .. მოესმა დის მხიარული ხმა.. იოს გული გაუჩერდა, ფეხი ვეღარ გადადგა და კედელს მიეყრდნო. სანამ გონს მოვიდოდა ნიდამ გააღო კარი .. იოს დანახვისას თვალებში გამოსახული ბჭყვიალა სხივი გაუქრა..
-შენ ხარ? მე ნიკა მეგონა . შემოდი ბიჭო რას დამდგარხარ კარებში. გაღიმებულმა შეხედა ძმას..
-მაქსიმე სადაა? იკითხა მისაღებში შესულმა
-ძინავს.
-ნიდა რაღაც უნდა გითხა. ჩასისხლიანებული თვალები დის თვალებს გაუსწორა
-რამე მოხდა? ფერი გადაუვიდა სახეზე გოგოს. იო დასთან მივიდა და ჩაეხუტა.. ხელს თმებზე უსვავდა და შიგადაშიგ თავზე კოცნიდა.
-ნიკა ? ძლივს ამოთქვა და ცრემლები წამოუვიდა..ხელი გულზე მიიდო და ძმას საწყალი თვალებით შეხედა.. - იოანე თქვი, რომ ნიკას არაფერი ჭირს . ერთადერთ მანუგეშებელ სიტყვას ელოდა ბიჭისგან..მაგრამ იო ვერ ახერხებდა ვერაფრის თქმას.. -ნუ მაწამებ იო თქვი. მკლავში მოკიდა ხელი ბიჭს..- გეხვეწები იო.. გთხოვ, გემუდარები მითხარი.. იო მითხარი, რომ ჩემი ნიკა კარგადაა ... მითხარი იო.. გთხოვ მითხარი . ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით ეხვეწებოდა ძმას..
-ნიკას მანქანა დაეჯახა.. ძლივს ამოთქვა ეს სიტყვები და დას მზერა აარიდა..
-მატყუებ. გაიცინა ნიდამ და სამზარეულოში გავიდა..-ნიკამ გითხრა ხო ასე უთხარიო?. უბრალოდ აინტერესებს რა რიაქცია მექნება... იოანეს თვალებში ცრემლები ჩაუდგა. როგორ უნდოდა მართლა ეთქვა, რომ ეს ყოველივე ტყუილი იყო. რას არ იზამდა მართლაც ტყუილი რო ყოფილიყო.. ოღონდ ნიდა ასეთი არ დაენახა. გოგო გაშეშდა როცა ძმის თვალებს წააწყდა.
-სიმართლეა? იკითხა სახე წაშლილმა.. ფეხები მოეკვეთა და ძირს მუხლებზე დაეცა.. სიმართლეა . სიმართლეა.. სიმართლეა.. ჩუმად თავისთვის იმეორებდა და თვალიდან წამოსულ ცრემლებს იწმენდდა..
-ნიდ, ყველაფერი კარგად იქნება. ძირს დაიხარა იო და დას მოეხვია.. -ნიკა არ მიგატოვებთ, მხოლოდ შენი და მაქსიმეს გამო გაუძლებს ყველაფერს. აი ნახე ყველაფერი კარგად იქნება.
-მასთან მინდა.. ამოიტირა ნიდამ.. ნიკასთან მინდა..
-მაქსიმე გაამზადე და წავიდეთ..
ავტომობილში იჯდა, შვილი გულთან მიეხუტებინა და თავზე კოცნიდა..
-მამიკო კარგად იქნება დე. ჩურჩულით ამბობდა ნიდა და ბავშვს ეფერებოდა.. არ მიგვატოვებს .. სულ ჩვენთან იქნება . შენი მამიკო კარგად იქნება. ისევ მოვა და ისევ გაკოცებს მძინარეს, დილით გაგაღვიძებს ხოლმე როგორც ყოველთვის.. გაეღიმა ნიდას .. სათამაშოებს მოგიტანს და ბევრს გეთამაშება.
საავადმყოფოს ეზოში გააჩერა იომ ავტომობილი და ნიდას კარი გაუღო..
-ნიდ ყოველთვისა გახსოვდეს, რომ მაქსიმეს ჭირდები.
-ნიკაც ჭირდება..
-ყველაფერი კარგად იქნება .. თავის დაქნევით თქვა იომ და მაქსიმე ხელიდან გამოართვა..
მეორე სართულზე ასულებს გახარებული ლუკა შეეგებათ.
-საოპერაციოდან გამოიყვანეს. 303 პალატაშია, მაგრამ ჯერ შესვლა არ შეიძლება.. ნიდას ბოლო სიტყვები არც გაუგია მაშინვე პალატებზე დაკიდებულ რიცხვებს დაუწყო თვალიერება.. დერეფანს გაუყვა და 303 პალატის წინ გაჩერდა. კარის შეღებას აპირებდა ექიმმა, რომ შეაჩერა.
-ჯერ ძინავს, ამიტომ აზრი არ აქვს მასთან შესვლას თან დასვენება ჭირდება.. თქვენ პაციენტის ვინ ბძანდებით? კაცმა გოგონაა აათვალიერა..
-ჩემი ქმარია. ამაყად თქვა დაჭაღარა თმიან ექიმს შეხედა.. - როგორ არის?
-სხეულზე დაზიანებები აქვს.. ეს არც არის გასაკვირი, ასეთი შეჯახების დროს უარესებიც ხდება.. მთავარი თავია, რომელიც დაცემისას დაარტყა. სწორედ ეს მაშინებს, რადგან საფეთქლის არე მთლიანად დაზიანებული აქვს.
-რას გულისხმობთ?
-ჯერჯერობით ზუსტად ვერაფერს გეტყვით, უნდა დაველოდოთ პაციენტის გონზე მოსვლას. რაც მთავარია მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება .. გაუღიმა კაცმა ნიდას..
ბიჭები მაქსიმეს ართობდნენ. ომიკო მშობლებს ურეკავდა რათა ნიკოლოზის ამბავი შეეტყობინებინა.
-ვეღარ ვძლებ უნდა შევიდე. აქეთ იქით მოსიარულე ნიდა, პალატის კარისკენ დაიძრა. ფრთხილად შევიდა ოთახში და თვალცრემლიანი ჩამოჯდა მძინარე ნიკოლოზის გვერდით.
ბიჭს თავი ბინტით ქონდა შეხვეული, წარბთან რამდენიმე ნაკერი ედო , ტუჩები გალურჯებოდა და დასიებოდა.
ნიდა ნაზად ეფერებოდა სახეზე საყვარელ მამაკაცს და თან ლოყაზე ჩამოვარდნილ ცრემლსებს იშორებდა..
-ნიკა მიყვარხარ. უსაზღვროდ მიყვარხარ. გახსოვს, რომ მითხარი მე შენი მინუსი ვაარო? ეგ სიტყვები არასოდეს დამავიწყდება.. ჩვენ მართლაც მინუსი და პლიუსი ვართ, რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს ამ ქვეყნად და სამუდამოდ.. გეამის ნიკა? სამუდამოდ ერთად ვიქნებით.. ხელზე აკოცა ნიკოლოზს და თავი საწოლზე ჩამოდო... -ვერ გავძლებ უშენოდ. მაქსიმეს გამო თუ ვიარსებებ როგორც სხეული. თვალები ბიჭის დახუჭუკ თვალებს მიანათა.. ნიკა ჩემი სული და გული შენ გეკუთვნის.. ვერ წარმოვიდგენდი ასე ვინმე თუ დამისაკუთრებდა, შევიყვარებდი და შევეჩვეოდი, მაგრამ შენ ისე უეცრად შემოხვედი ჩემში, რომ შეწინააღმდეგებაც ვერ მოვასწარი. მონოლოგის დასრულება იოანემ არ აცადა..
-ნიდა მაქსიმე ტირის და გამო რა ცოტახანს. გოგონამ თავი დაუქნია.. მეუღლეს სევდიანმა შეხედა და პალატიდან გავიდა.
-მოდი დე ჩემთან ..ილიას ატირებული შვილი გამოართვა..
-მაქსიმე ცოდოა აქ. ჩვენ წავიყვანთ ნიდ.. ანიმ ნიდას შეხედა.
-მასე ჯობს.. დაეთანხმა იო.
დერეფანში იყვნენ და ნიკას გონზე მოსვლას ელოდნენ.. ქალბატონი ნათია გაგიჟებული შემოვარდა . ომიკომ ძლივს დააწყნარა დედამისი. ის წუთები საუკუნედ ეჩვენებოდა ნიდას. ექთანი შევიდა პალატაში, რომელიც გაღიმებული გამოვიდა ოთახიდან და ყველას ახარა პაციენტი გონს მოვიდაო.. გახარებული ნიდა სწრაფად შევიდა მეუღლესთან..
-ნიკა. ბიჭს მიუახლოვდა და შეძლებისდაგვარად მოეხვია.. ნიკოლოზმა წარბები შეკრა, უცნაურად შეხედა გოგონას და თავი გაინთავისუფლა, მისი მკლავებისგან. ნიდამ გაოგნებულმა შეხედა ქმარს..
-ვინ ხარ? იკითხა დვალმა და წინ მდგომი აათვალიერა.. ბიჭები გაშეშდნენ. იომ ომოს გახედა.. ნათიამ ლოყაზე მიირტყა ხელი და უარესად აქვითინდა.. ქალბატონი დალის წნევა აეწია და პალატიდან ბატონმა ზაზამ გაიყვანა..
ნიდას კი ჯერაც ნიკას დასმული კითხვა უმეორდებოდა გონებაში ..
-რას ქვია ვინაა ბიჭო? რას მაიმუნობ ? ისედაც არ გეყო რაც გვანერვიულე? ლაპარაკში ჩაერთო ლუკა..
-საიდან მიცნობ ? გაკვირვებულმა ნიკამ თვალები ლუკიტოს გაუშტერა.
-რა ჭირს ტო? ამოიხრიალა გიკომ..
-ვა გიკო.. წამოიყვირა დვალმა..
-ეეე შენ რა პონტში ახსოვხარ და მე არა ? იწყინა ლუკამ..
-მე დაუვიწყარი ვარ. თვალი ჩაუკრა გიკომ გაბრაზებულს.. ნიდა ნიკას გვერდით ჩამოჯდა..
-ნიკა კარგად ხარ? ჩუმად შეეკითხა ქმარს..
ბიჭმა ეჭვისთვალით აათვალიერა გოგონა.
-როგორ არის პაციენტი? სიტუაცია ექიმის ხმამ განმუხტა.თუ მაგას განმუხტვა ერქვა საერთოდ.
-ჩვენ არ ვახსოვართ.. წამოიყვირა ლუკამ
-აქედან ვის იცნობთ? შეეკითხა ექიმი ნიკოლოზს და პალატაში მყოფებს თვალი მოავლო..
-ესენი ჩემი მშიბლები არიან.. ესენი კი ჩემი ძმის კლასელები გურო და გიკო არიან.. დანარჩენს არ ვიცნობ.. ცალი წარბი აწია ნიკამ და ჩაფიქრდა.
-თუ შეილება პალატა დატოვეთ, პაციენტი უნდა გავსინჯო..
ოთახიდან ყველა გამოვიდა და დერეფანში მდგომ სკამებზე ჩამოსხდნენ.. ყველა აღელვებული და დაბნეული იყო.. ამას ნამდვილად არ ელოდნენ.. განსაკუთრებით ნიდა, რომელიც ამ კოშმარს ვერასოდეს წარმოიდგენდა..
ნიდა დერეფანში იჯდა გაქვავებული. ფიქრის თავიც არ ქონდა, სხეული ისე დასუსტებოდა ფეხზე, რომ ამდგარიყო ნამდვილად დაეცემოდა. იოანე დასთან მივიდა და გვერდით დაუჯდა. გოგონამ თავი მხარზე ჩამოადო და თვალები დახუჭა..
-ნიდ აჰა დალიე. ლუკამ წყლის ჭიქა მიაწოდა და გაღიმებულმა ლოყაზე ხელი ჩამოუსვა. -არ იღელვო ნიდუ ყველაფერი მაგრად იქნება.. თვალი ჩაუკრა სევდიანს.. იომ თავი გააქნია უიმედოთ..
-ნიდ ანიმ მაქსიმეს საწოვარა ვერ ვნახე ჩანთაშიო და სახლის გასაღები მომე და მე გავუტან.. იკამ გადასცა მეუღლის ნათქვამი..
-იკა შესასვლელთან, რომ თაროა იქ დევს მეორე უჯრაშია და სამზარეულოში არის მაგისი საჭმელი გამზადებული და ისიც წაუღე გთხოვ.. ხმა ჩამწყდარმა უთხრა და გასაღები გაუწოდა..
-რათ მინდა გოგო თხოვნა.. არ ინერვიულო ჩვენთან იქნება დღეს მაქსიმე, შენ კიდე მიხედე შენ ქმარს. მივუტან და მოვბრუნდები ისევ.. თავზე აკოცა ნიდას და სწრაფად წავიდა გასასვლელისკენ..
ექიმის გამოსვლა და ყველას ერთად შეჯგუფება ერთი იყო.
-რა ჭირს ჩემს შვილს? ნათია მივარდა კაცს ..
-ამნეზია აქვს. ბოლო წლებში მომხდარი მოვლენები არ ახსოვს..
-და როდის გაახსენდება? იკითხა გურომ
-მასე ვერ გეტყვით. შეიძლება სამ, ოთხ ან ხუთ თვეში, შესაძლებელია რამდენიმე წელშიც ან...
-ან არასდროს. ექიმის მონოლოგი ნიდამ დაასრულა.. კაცმა სევდიანად გახედა სკამზე მჯდომ გოგოს, რომელიც ფეხზე წამოდგა და პალატაში ბარბაცით შევიდა. ბიჭებიც უკან მიყვნენ..
-ნიკოლოზ. ცრემლები წამოუვიდა ქმრის დანახვისას. დვალმა წარბები შეკრა და გაკვირვებულმა ახედა უცნობს.
-ნუ თუ ასე ხდება? იკითხა გამწარებულმა ნიდამ.. როგორ შეიძლება ცოლი არ გახსოვდეს? გაოგნებული შლიდა ხელებს . - ნიკა მაქსიმე? კაი ჯანდაბას მე თუ არა მაქსიმე ხო უნდა გახსოვდეს? ტირილით ძლივს ამბობდა სიტყვებს .. -ნიკოლოზ ასე არ შეილება .. ამ სიყვარულს ვერ წაშლიდი .. ასე უეცრად ვერ ამომშლიდი შენი ცხოვრებიდან. თვალებში დაუბნელდა და ამდენი ნერვიულობით გული წაუვიდა.. იომ სწრაფად მიაშველა ხელი დას და დაცემს გადაარჩინა.. ლუკა ოთახიდან გავარდა და ექთანს დაუძახა.. გვერდით პალატაში დააწვინეს გულწასული ნიდა. იოანე გაოგნებული იყო, არა ნაკლებ დღეში იყვნენ ბიჭები.. ვერავინ ვერ იღებდა ხმას, დამამშვიდებელ ერთ სიტყვასაც ვერ ამბობდნენ. ილია თავჩაღუნული იჯდა სკამზე. ომიკო გიკოს გვერდით იდგა დერეფანში და ნიდას პალატას მიშტერებოდა.. გურო აქეთ იქით დადიოდა.. ლუკიტო უკვე ვინ იცის მერამდენე ჭიქა წყალს სვავდა. ლიკაც მივიდა საავადმყოფოში ატირებული. სასტავს გადახედა და ლუკას გვერდით ჩამოჯდა. გაფითრებულ ბიჭს მოეხვია..
-ყველაფერი კარგად იქნება.. ამოისლუკუნა გოგომ.. ლუკამ მაგრად მოხვია ხელი იმ წამს დამამშვიდებელ არსებას და მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა..
-იქნება. ღიმილით დაეთანხმა ლუკა.
ნიდა, რომ გონზე მოვიდა ბიჭებიც შელაგდნენ..
-ნიდ შენ თავს ვფიცავარ გავიგდებ იმას წიხლ ქვეშ და ყველაფერს გავახსენებ.. ანუგეშასავით ომიკომ.
-ვერასოდეს, რომ ვერ გამიხსენოს? შიშნარევი ხმით იკითხა და აკანკალებული ხელები სახეზე მიიდო..
-შანსი არაა ტო.. გიკომ თავი გააქნია.. როგორ ვერ გაგიხსენებს.. მაქსიმეს რო დაინახავს ყველაფერი გაახსენდება, თან ჩვენც დავეხმარებით წარსულის გახსენებაში და ყველაფერიც გახსენდება..
-ოჰ შენ რა გენარვლება შენ ახსოვხარ.. ამოიღრინა ლუკამ
-ისე ცინიკური არ არის ეს ცხოვრება? ბიჭს ცოლ-შვილი დაავიწყდა და ეს ჩლუნგი ახსოვს. გურომ თავში ხელი წამოარტყა გიკოს.
-მეტკინა ტო. ამოიკნავლა გიკომ
-არაა ეხლა უაზრობების დრო.. მკაცრად თქვა იომ..
ომო ნიკასთან გავიდა.
-ნათი დაგვტოვე რა ორი წუთი... დედამისს შეხედა ომომ..
-ის გოგო ვინაა? ნიკამ თავით ანიშნა გვერდით პალატაზე..
-შენი ცოლი. ნიკოლოზმა სიცილი დაიწყო.
-ბიჭო შენ თავი სადმე ხო არ მიარტყი? რა ცოლი ტო?
-ეტყობა ვისაცააქვს მირტყმული.. თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა სიბრაზე, რომ მოეთოკა.
-მართლა ჩემი ცოლია? დაბნეულმა კითხა ძმას..
-კი.. ნიდა მართლა შენი ცოლია.. ერთი წლის წინ მოიყვანე ცოლად. ნიკა გაიხსენე რა ყველაფერი. შენი შვილის გამო მაინც .. დასევდიანებულმა გახედა დვალს..
-ვაააა შვილიც მომისწრია. ტუჩები გადმოაბრუნა და თავი დააქნია.. კიდე ?
-ეხლა გაგიგდებ წიხლ ქვეშ. გაბრაზებული წამოხტა ფეხზე. მერჩივნა მე დაგვიწყებოდი და არა ნიდა.. ფუ ამის.. ხელი კედელს მიარტყა ომიკომ.. ამ დროს გიკომ შეაღო კარები.
-ჰა გაიხსენეა რამე?
-ჩემი ფეხები.. ამოიღრინა ომომ..
-არ მახსოვს ის გოგო, არც ჩემი ქორწილი მახსოვს და არც ბავშვი, როგორც შენ ამბობ.. მხრები აიჩეჩა ჩაფიქრებულმა ნიკამ..
-დავიღუპეთ. საწოლთან მდგარ სკამში ჩაესვენა გიკო..
ერთ კვირაში გამოწერეს ნიკოლოზი საავადმყოფოდან.. არაფერი არ შეცვლილა.. მხოლოდ 18 წლის განვლილი წლები ახსოვდა, სადაც მშობლები, კლასელები და ნათესავები იყვნენ.. 18 წლის შემდგომ შეძენილი სასტავი და ცოლი კი მის გონებაში აღარ არსებობდა. ნიდა აღელვებული სახლში ელოდა მეუღლის მისვლას და სადღაც გულის სიღრმეში დარწმუნებული იყო , რომ ნიკოლოზი გაიხსენებდა..
-ეს ვისი სახლია? იკითხა მანქანიდან გადმოსულმა ნიკამ და კორპუსს ახედა..
-შენი. გაღიზიანებულმა ომიკომ აგდებულად მიმართა..
-კი მარა აქ როდის გადმოვედით? გაკვირვებული ათვალიერებდა გარემოს.
-შენ გადმოხვედი შენ. იღრიალა ომომ..
-რა გაღრიალებს ბიჭო აუხსები წესივრად.. გიკო ამოუდგა ნიკას გვერდში.-კაროჩე შენ და ნიდა, რომ დაქორწინდით, ბატონმა ზაზამ, ნიდას მამამ და თენგო ძიამ გიყიდათ ეს სახლი თქვენ.. სიტუაციაში გაარკვია დვალი ჭორიკანა გიკომ.
-ომო ჩვენ წავალთ, ჯობია ნიდა და ნიკა მარტოები იყვნენ. მანქანიდან გადმოსულმა იომ ომიკოს შეხედა..
-ჩევნც წამოვალთ, ოღონდ ჯერ ავიყვან ამ დებილს სახლში. ამოიღრინა ომომ. იომ თავი დაუქნია და ნიკას გახედა..
სადარბაზოში შევიდნენ და ფეხით აუყვნენ კიბეებს....
კარები თვალებ ჩაწითლებულმა ნიდამ გააღო . ნიკოლოზის დანახვისას სევდიანად გაიღიმა.
-ნიდ ჩვენ წავალთ თუ რამე დაგჭირდება დარეკე.. ომიკომ გაუღიმა ძმის ცოლს . ნიკას კი ხელით უბიძგა სახლში, რომ შესულიყო..
გოგონამ აკანკალებული ხელით მიხურა კარები და ბინის შესწავლით დაკავებულ მეუღლეს შეხედა.. სურვილი კლავდა, რომ საყვარელ მამაკაცს მოხვეოდა, მასთან მისულიყო და მონატრებული სურნელი ღრმად ჩაესუნთქა.
-ანუ ჩემი ცოლი ხარ? მისაღებში შესულმა ნიკამ ნიდას მიმართა..
-კი. გოგონას ცრემლი ჩამოუგორდა თვალებიდან. მაქსიმეს ტირილის ხმა მისწვდა მათ ყურთასმენას. ნიკოლოზმა თავი სწრაფად მიაბრუნა ოთახისკენ.. ნელი ნაბიჯით წავიდა და ფრთხილად შეაღო კარები. ბავშვის დანახვისას თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. მტირალ პატარას მიუახლოვდა და ხელში აიყვანა.. მაქსიმემ ტირილი შეწყვიტა.. ნიდა გაღიმებული აკვირდებოდა სიტუაციას.
-რა ქვია? თავით ბავშვზე ანიშნა დვალმა.
-მაქსიმე. შვილთან მივიდა და თმები გვერდით გადაუწია.. პატარამ ხელები გაშალა და დედას გაუცინა..
-შენთან უნდა. ნიკოლოზმა ნიდას შეხედა.
-შია. ხელიდან გამოართვა ბავშვი დვალს. -დედას ცხობრება. დაბურთულ ლოყაზე აკოცა კაცუნას.
ნიკას გაეღიმა. ხელი ლოყაზე მოისვა და მზერა სამზარეულოში გასულ ნიდასა და პატარას გააყოლა.
მაქსიმეს აჭამა, მისაღებში გაიყვანა და ძირს დადებულ ხალიჩაზე დასვა, სადაც სათამაშოები ეყარა.. ნიდამ ტელევიზორზე მიშტერებულ ბიჭს შეხედა. პატრა კაცუნა მამასთან მიხოხდა..
-დადადა.. თავის ენაზე ბურდღუნებდა რაღაცას და ნიკას ფეხზე ექაჩებოდა. ნიკოლოზმა გაიცინა და პაწუკა ხელში აიტაცა.
-რა მოუსვენარი ხარ. გაუცინა შვილს.
ნიდა ოთახში შევიდა და ხმამაღლა ატირდა.. იცოდა , რომ ძველებურად არაფერი იქნებოდა. იომ ტელეფონზე დაურეკა დას.
-ნიდ როგორ ხარ? თბილად კითხა
-როგორ ვიქნები? ჩახლეჩილი ხმით დაუბრუნა კითხვა.
-ნიდა მაბრაზებ. ხმა გაუმკაცრდა იოს.. ყველაზე საშინელიც შეიძლებოდა მომხდარიყო.. ღმერთს მადლობა, რომ გადარჩა.. მთავარია, რომ გვერდით გყავს.
-არ მყავს იო. ეს არ არის ჩემი ნიკა. ამოიტირა გოგომ.
-კაი დაწყნარდი. დრო გავა და გაახსენდები . აი ნახე, ყველაფერი კარგად დასრულდება.. ანუგეშა და.
-იმედია .. საწყლად ამოთქვა და მობილური გათიშა. ტირილის გაგონებისას მისაღებსი გავიდა.
-მგონი რაღაც უნდა. ბიჭმა მტირალ მაქსიმეს დახედა, რომელიც ხელით რაღაცას ანიშნებდა..
-შენი ყელსაბამი უნდა. ნიდამ თითით მიანიშნა ყელისკენ. ნიკოლოზმა დაბნეულმა მოიხსნა ყელსაბამი და მასზე დაწერილ წარწერას დააკვირდა "სამუდამოდ ნიდასი".. თავი სწრაფად აწია და გოგონას თვალებს გაუსწორა მზერა.
-დაბადების დღეზე გაჩუქე. გაიღიმა ნიდამ. მეც მაქვს მასეთი.. ყელზე დაკიდებული ყელსაბამი აჩვენა.. პირველად შენ მაჩუქე..
-არ მახსოვს.. თვალები დააწვრილა ნიკამ. -არც შენ მახსოვხარ, არც ეს პატარა. -თავი უარყოფის ნისნად გააქნია.. არ ვიცი საერთოდ აქ რას ვაკეთებ, უცხო გარემოში. გაურკვევლობაში ვარ. ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიხსენებ.
ნიდას ცრემლები გადმოსცვივდა..ხმამაღლა ატირდა, ნიკასთან მივიდა და მაგრად მოეხვია.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Vaimeeeee
Sacodavebiiiii...

 


№2 სტუმარი salo

ძალიან კარგი ისტორიაა და ძალიან მომწონს....ჯერ არ დაამთავრო რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent