შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი არჩევანი(ნაწილი16) დასასრული


21-04-2017, 21:04
ავტორი Salome5
ნანახია 4 497

დემეტრე მაგიდაზე შემოვსვი, ისე გავერთე საქმით ვერ გავიგე როდის შემოვიდა ავალიანი.
-რას აკეთებ პატარა'ვ,, ყურთან მიჩურჩულა. ხელი გადაწია ჭიქის ასაღებად. მის შეხებაზე გამაჟრჟოლა. ჩემს რეაქციაზე გაეცინა და სწრაფად მომშორდა. ,,როგორ მომნატრებია მისი სიცილიც'' გავიფიქრე ჩემდაუნებურად და უცებ ისე მომინდა მის მკლავებში ნებივრობა და მოფერება ლამის გავგიჟდი. თვალი გავაყოლე მიმავალს და ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე. მაგიდა გავშალე და შემოვუსხედით. დემე კალთაში ჩავისვი, მაგრამ არ გამიჩერდა.
-მამიკოთან მიდა მე,,ლევანისკენ გაიწია.
-მოდი, მა,,გაუხარდა ლევანსაც და კალთაში გადაისვა. გაბუტული ბავშვივით შევყურებდი ორივეს. დავფიქრდი, რამდენი ბედნიერი წამი დავაკარგვინე მამა-შვილს და თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
-დემეტრე გაიყვანე. უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ.,,,კატეგორიული ხმით მითხრა, როცა ჭამა დაამთავრეს. დემე დივანზე დავსვი და საყვარელი მულტფილმი ჩავურთე.
-გისმენ,,,ვუთხარი და მის წინ დავჯექი. სიგარეტი აიღო და მოუკიდა.
-არგინდა ამიხსნა სად იყავი მთელი ეს დრო? რამდენი გეძებე მერე კი მაკასგან გავიგე რომ საზღვარგარეთ წახვედი.. ახლა კი უცებ დაბრუნდი და გავიგე რომ შვილიც მყოლია,,,დაძაბული საუბრობდა. ცდილობდა ემოციების გაკონტროლებას რაც ძალიან უჭირდა.
-ბათუმში გადავედი საცხოვრებლად.. უბრალოდ ისე ვიყავი განადგურებული, შენ მომატყუე!
-მოგატყუე?,,ხმას აუწია, ვიღაც ქალის გამო მიმატოვე და წახვედი, ისე რომ არც ამახსნევინე.
-ის ბო*ი ქალი შენგან იყო ფეხმძიმედ.. წამოვიჭერი მეც. ირონიულად გაიცინა.
-ჩემგან? ხომ გითხარი ის არარისთქო ჩემი შვილი ვერ გაიგე? იმდღეს ფული მთხოვა. საყვარელს მიუტოვებია, რომ არდავხმარებოდი ვინიცის რამოუვიდოდა დედა ხარ შენც და წესით უნდა მიხვდე რადღეში იყო. შენკი არაფერი მათქმევინე ისე გამოვარდი და სადღაც გაქრი,,გავშრი. ვერ გავიგე რაუნდა მეთქვა, ასე უმიზეზოდ დავტოვე და შვილი დავუმალე. ალბათ ეს ის მომენტი იყო, ბოდიში მომეხადა და ჩავხუტებოდი და გვეცხოვრა მერე დიდხანს და ბედნიერად. მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა! ქალური თავმოყვარეობა არმაძლევდა ამის საშუალებას, როგორმე ისე უნდა მოვახერხო თვითონ შემირიგოს. რაღაცის თქმას ვაპირებდი, რომ დემეტრეს ტირილის ხმაზე გარეთ გავცვივდით.
-შვილო, რამოხდა?,,ხელში ავიტაცე და ჩავეხუტე.
-ლომ ალ მოხვედით მოვიწკინე,,,საყვარლად აახამხამა სველი წამწამები.
-აღარ იტირო, მა, მოვედით,,გამომართვა და ჰაერში შეათამაშა. დემეტრეს გულიან სიცილზე მეც გამეღიმა.
-ბავშვს ჩააცვი, მინდა ყველას გავაცნო ჩემი ვაჟკაცი.,,ამაყად გამომხედა.
-კიმაგრამ სად მიგყავს?
-ხომ გითხარი უკვე, გავისეირნებთ შენ ჩააცვი.,,ბავშვი მომაჩეჩა. მეც ავიყვანე და მისი ჩანთა გავხსენი, ალბათ სანდროს მოატანინა ჩვენი ტანსაცმელი. ჩემი ბიჭი გამოვპრანჭე და მამამისს მივუყვანე, ლევანმაც ფრთხილად გამომართვა და ლოყები დაუკოცნა.
-ხოდა კიდევ,,მომიტრიალდა გასვლის წინ,,რაც შეეხება მეურვეობას, ამას სასამართლო გადაწყვეტს.,,ცივმა ოფლმა დამასხა.
-რა სასამართლო, გაგიჟდი? ხომ გადავწყვიტეთ უკვე.
-აქ ვერ დარჩებით, ხომ ხვდები არმინდა მეგობარ ქალთან პრობლემები შემექმნას. სასამართლომდე აქ დარჩებით და მერე გადაწყდება ვისთან დარჩება.,,,ამაზე სულ გადავირიე, ასე უცებ ვინ იპოვა? თვალები ამიცრემლდა.
-ვხედავ დრო არ დაგიკარგავს,,ვუთხარი გესლიანად. უცნაურად გამომხედა და ფშტვენა ფშტვენით დაეშვა კიბეებზე. დავრჩი ასე განადგურებული და ვერ მოვიფიქრე რა გამეკეთებინა. იქნებ მატყუებს და უნდა მაეჭვიანოს? ალბათ ასეა. თავის დამშვიდება დავიწყე, მაგრამ მივხვდი ეს სისულელე იყო. როგორ მჭირდება ახლა სალო, ყოველთვის მეხმარება და მამშვიდებს ასეთ სიტუაციებში. რადროს ქორწილი იყო ახლა. მობილური ავიღე და ისევ გიგას დავურეკე.
-ხო, ტას. რაიყო უკვე მოგენატრე?,,,სიცილნარევი ხმით მითხრა.
-მომენატრე და თანაც ძალიან.,,ჩემს ხმაზე შეშინდა და თვითონაც დასერიოზულდა.
-რა მოხდა ტო რა ხმა გაქ?
-ნეტავ აქ იყო რა, ისე მჭირდება ახლა შენნაირი მეგობარი,,თითქმის ამოვიტირე. მერე ყველაფერი მოვუყევი ჩვენს შეხვედრაზეც.
-გინდა ჩამოვიდე და ვცემო? გამეცინა მის ნათქვამზე.
-ჩამოდი,,ვუპასუხე მეც.
-მართლა ჩამოვალ, დიდი ხანია არ ვყოფილვარ თბილისში.
-გამიხარდება, დამირეკე როცა ჩამოხვალ.,,,ვუთხარი და გავუთიშე. სახლი დავალაგე და სადილის კეთება დავიწყე. ლევანს შეაგვიანდა, ცოტაარიყოს ავნერვიულდი ამდენი ხნით შვილის გარეშე არ დავრჩენილვარ.
-დედიკო, მოვედით,,,სირბილით წამოვიდა ჩემსკენ დემეტრე.
-ფრთხილად, დე, არ წაიქცე.
-დე, ნაქე სოკოლადი მიკიდა მამიკომ,,,თვალებგაბრწყინებული შემომეხვია ფეხებზე მეც ხელში ავიყვანე და მთელი დღის მონატრებული ჩავკოცნე.
-მალე ჩემი მშობლებიც ჩამოვლენ, დღეს ველაპარაკე. მამაჩემს უჭირს მგზავრობა ამიტომ ცოტას მოიცდიან.,,არაფერი ვუპასუხე. დემეტრე ოთახში შევიყვანე გამოსაცვლელად.
-სად იყავით შენ და მამიკო?
-ვითამასეთ, მელე ბიძიასთან წავედით და ბევლი სოკოლადი მიკიდა.
-იქ ვინმე ქალი იყო?,,ბავშვის გამოტეხვა ვცადე, მაგრამ ეს ქრთამის გარეშე ალბათ გამიჭირდება. ყველაფერზე დაგთანხმდება ჩემი ბიჭი შოკოლადს თუ უყიდი.
-მამიკოს ლამაზი ცოლი,,წამოიყვირა მხიარულად. ცოტა მაკლდა ტირილი დამეწყო.
-ვინ არის შვილო, მამიკოს ლამაზი ცოლი?
-ძალიან ლამაზია და კეთილი,,უცნაური ეშმაკობით მიყურებდა.
-ჩემზე ლამაზია?
-ალა, დედიკო. სენ კველაზე ლამაზი ქალ,,,თბილად მითხრა და ხელები კისერზე შემომხვია.
-ჩემი საყვარელი ბიჭი, ყველაზე მეტად მიყვარხარ, შვილო,,,უკანასკნელი იმედია ჩემი შვილია, უკვე მის გარდა აღარავინ მყავს. ოთახში ლევანი შემოვიდა, ცრემლები ჩუმად მოვიწმინდე.
-ადვოკატს ველაპარაკე, 2კვირაში სასამართლო გაიმართება,,,ურეაქციოდ შევხვდი.
-როგორც გინდა,,ბავშვს ჩავაცვი და გარეთ გამოვედი ისე რომ არაფერი მითქვამს მისთვის. დემეტრე საქანელაზე დავსვი, მის სიცილზე მეც მეც მეღიმება ისე გულიანად კისკისებს ხოლმე. ნეტავ მეც მისი ასაკის ვიყო, არაფერი ადარდებს თამაშის და შოკოლადის გარდა. თანაც როდესაც პატარა ხარ პრობლემები არგაქვს, მაგრამ რაც უფრო იზრდები პრობლემებიც გიჩნდება. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა.
-ტასო, სად ხართ?
-პარკში გამოვედით, ცოტას სუფთა ჰაერზე გავასეირნებ.
-დამელოდე მეც მაქ მოვალ,,სწრაფად გათიშა. მშვენიერია მას გავექეცი და ისევ ისუნდა ვნახო. თუმცა.. იქნებ უკეთესიცაა, უცებ მაგარი აზრი მომივიდა და ნომერი ავკრიბე.
-გისმენ, ტასო.
-გიგუშ, ჩამოხვედი თბილისში?
-კი, ახლახანს.
-შეგიძლია პარკში მოხვიდე?
-კი, მაგრამ რახდება?,,ავუხსენი. თავიდან გამიბრაზდა ბავშვივით იქცევიო, მაგრამ ბოლოს დამთანხმდა. რაცარუნდა მოხდეს ლევანს დავიბრუნებ და სამი წლის წინ დაშვებულ შეცდომას გამოვასწორებ. არდავუშვებ ჩემი შვილი ვიღაც ქალმა გაზარდოს. ჩემსკენ მომავალი ლევანის დანახვაზე გამეღიმა.
-რატომ გამოიპარეთ?,,გვერდით დამიდგა.
-სასეირნოდ გამოვედით,,მხრები მშვიდად ავიჩეჩე.
-შეგეძლო გეთქვა.,,შემომიბღვირა. დემეტრე მამის დანახვაზე ჩვენსკენ გამოიქცა.
-ფრთხილად, შვილო,,,ხელში აიყვანა,,გინდა ბამბის ნაყინი ვიყიდოთ?
-კიი, მიდა.,,მე იქვე სკამზე ჩამოვჯექი და დაველოდე როდის მოვიდოდნენ.
-ტასო,,უკან მივტრიალდი და გიგა დავინახე.
-გიგა,,სიხარულით წამოვიძახე და მისკენ წავედი. ისე ჩავეხუტე თითქოს დიდი ხანი არ მენახოს.,,რაკარგია, რომ მოხვედი. აი ის არის,,ლევანზე ვანიშნე რომელიც ინტერესით გვაკვირდებოდა და ჩვენსკენ მოდიოდა.
-გიგა ბიძია,,სირბილით გამოიქცა დემე.
-დემეტრე, მოდი ჩემთან,,ხელში აიტაცა და ლოყები დაუკოცნა. ლევანს ხელი ჩამოართვა.
-ლევან, ეს გიგაა, ჩემი მეგობარი.,,გავაცანი ერთმანეთი ღიმილით.
-ტასო, წამოდი სადმე ჩამოვსხდეთ. მომენატრეთ ორივე.,,იქვე კაფეში შევედით. სვანი ჩვენს პირდაპირ იჯდა დაბღვერილი. ხანდახან ჩუმად თვალს გავაპარებდი ხოლმე, ,,ეჭვიანობს'' გავიფიქრე ჩემთვის. მე და ჯაიანი კი ისე ვსაუბრობდით თითქოს ვერცკი ვამჩნევდით. ვიხსენებდით ძველ დროს და გულიანად ვიცინოდით. ვხედავდი როგორ ევსებოდა მოთმინებოს ფიალა ლევანს და კმაყოფილი შევცქეროდი.
-როგორ მომენატრეთ ტო, ბათუმში ვეღარ გავძელი უთქვენოდ,,,მითხრა და ხელი მოშიშვლებულ მკლავზე დამისვა. ეს უკვე ზედმეტი იყო. შეშინებულმა გავხედე ლევანს.
-ანასტასია, მივდივართ,,,ფეხზე წამოიჭრა ლევანი და ხელი უხეშად ჩამავლო. სახე დამემანჭა. გასასვლელისკენ მიმათრევდა.
-მოიცა, სად მიგყავს,,გამოენთო გიგაც და ჩემი ხელი გამოგლიჯა.
-შენ ვინ გეკითხება? ჩემს ცოლს სადაც მინდა იქ წავიყვან შენ ვინ გეკითხება?,,,მოიცა ჩემს ცოლსო ესე თქვა?
-ის შენი ცოლი არ არის ა ვერსად წაიყვან,,გიგას თვალები დავუბრიალე ზედმეტი მოგდის მეთქი. მაგრამ შენც არ მომიკვდე ისე იწევდა ლევანისკენ ალბათ ცოტაც და ერთმანეთს დახოცავენ. არა რა მაინც როგორ უყვართ ამ კაცებს ეს ჩხუბი, თითქოს ამ მომენტს დიდ ხანს ელოდნენ რომ ჩხუბი აეტეხათო. ლევანმა ბავშვი სკამზე დასვა და გიგას სახეში გაარტყა მთელი ძალით.
-ლევან,,,დავიკივლე მთელი ხმით და შევეცადე შემეჩერებინა.,,ლეო, დაანებე გთხოვ წავიდეთ.,,,ერთმანეთს მაინც ვერ მოვაშორე. ატირებული დემეტრე ავიყვანე ხელში და გარეთ გავედი.
-ანასტასია,,ლევანი ამედევნა,,დაჯექით.,,მანქანაში ჩავჯექი მთელი სიჩქარით მიყაავდა. ტუჩიდან კი ოდნავ სისხლი მოსდიოდა. სახლთან დაამუხრუჭა და გადავიდა. ერთი დიდი ქარიშხალი სახლში მელოდება კიდევ ლევანის სახით, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ლევანს ისევ ვუყვარვარ ახლა კი ძალიანაც რომ მოინდომოს ვერ მომიშორებს. სახლში შესულმა დემეტრე დავაძინე. ძალიან იყო დაღლილი და დიდა აღარ გავუწვალებივარ ისე დაიძინა. ოთახიდან გავედი და ლევანის წინ დავდექი დამნაშავესავით.
-ვინ არის ის კაცი?,,შევხტი, ისე მოულოდნელად დამიყვირა.
-ჩემი მეგობარია,,ხმა ამიკანკალდა.
-მეგობარი?,,გაიცინა რაც ნამდვილად ცუდის მომასწავებელია.,,ესეიგი მეგობარი. ჩემსკენ წამოვიდა. მეც კედელს ავეკარი. ორივე ხელი კედელს დაარტყა და მათ შორის მომაქციაა.
-ვინ მიგდია, რომ ჩემს ქალს ასე ეხება ჰა? მითხარი ვინ მისცა ამის უფლება.
-შენს ქალს? მე შენი აღარ ვარ გაიგე? შენ ხომ გყავს შენი, ,,მეგობარი ქალი'' ხოდა იმასთან წადი ვერ ვხვდები რაგინდა ჩემგან.,,,მის სახეს რომ შევხედე ვინანე ასეთი გრძელი ენა რომ მაქვს. ხელი ყელზე მომიჭირა და სახე ახლოს მომიტანა. ცოტაც და დავიხრჩობოდი ალბათ.
-შენ მარტო ჩემი ხარ და იქნები,,მიჩურჩულა და ტუჩებზე დამაცხრა. ვნებიანად მკოცნიდა, ხელი ბარძაყზე აასრიალა და კაბის ქვეშ შემიცურა. ხელში ამიტაცა, ხელები თმებში შევუცურე და ჩემსკენ მოვქაჩე. ოთახში შემიყვანა და საწოლზე დამაწვინა. სიამოვნებისგან გავითიშე და ვერ მივხვდი როდის გაქრა ჩემი სხეულიდან ბოლო ნაჭერიც. დილით ზანტად გავახილე თვალი. გუშინდელის გახსენებაზე გამეღიმა და გვერდი ვიცვალე, მაგრამ ლევანი არდამხვდა ოთახში. ხალათი შემოვიცვი და მისაღებში გავედი.
-დემეტრე, მამიკო სად არის?
-ალვიცი,,მხრები აიჩეჩა და მულტფილმის ყურება განაგრძო. ნერვები მომეშალა მარტო რომ დამტოვა. მთელი კვირა თითქმის საერთოდ არ გამოჩენილა. მარტოს გვტოვებდა მე და დემეტრეს. ჩემთან საუბარს გაურბოდა და თავს მარიდებდა.
-ჩემს ქორწილში უნდა მოხვიდე, ტასო.,,გამომიცხადა ერთ საღამოს სრულიად ჩვეულებრივად თითქოს მისი ძველი მეგობარი ვიყო.გავშეშდი არვიცოდი რა მეპასუხა ასეთ სითავხედეზე.
-შენ სულ გაგიჟდი?,,ნერვებმა მიმტყუნა და მთელი ხმით დავუყვირე.
-არა, უბრალოდ ჩემს ქორწილში დაგპატიჟე. დემეტრე ჩემი შვილის და მინდა მასთან ერთად შენც იყო იქ.
-იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა ამას როგორ მეუბნები?,,ლამის ავღირდი.
-რა ყველაფრის მერე?
-კარგი დაივიწყე. მოვალ.,,,არვიცი რატომ დავთანხმდი, ალბათ მინდოდა ჩემი თვალით მენახა ისე ვერ დავიჯერებდი. იმდღეს გამოვიპპრანჭე. ნამდვილად ძალიან ლამაზად გამოვიყურებოდი. მინდოდა იმ ძროხაზე ლამაზი ვყოფილიყავი.
-გისმენ სანდრო,,სარკეს მოვშორდი და მობილურს ვუპასუხე დიდი ხანი რომ რეკავდა.
-ტასო, ქვემოთ გელოდები მე წაგიყვანთ შენ და დემეტრეს.
-კარგი, მოვდივარ.,,ბავშვი ავიყვანე და ქვემოთ ჩავედი. თითქმის არაფერი გვითქვანს გზაში. ბოლოს ისევ მე დავიწყე ლაპარაკი.
-იცნობ?
-ვის?
-ლევანის ცოლს,,,მის ღიმილზე უფრო გავღიზიანდი. ვერვხვდები რა აცინებს ამ იდიოტს.
-როგორ არა, კარგად ვიცნობ. ძალიან კარგი გოგოა.
-ჩემზე უკეთესი?,,,პატარა ბავშვივიჰ გამომივიდა.
-მივალთ და შენთვითონ გაიგებ,,კითხვას თავი აარიდა. ველოდებოდი რომ იტყოდა, ძალიან უშნო და უხასიათოა ვერცკი შეგედრებაო. მოვეტყუებინე მაინც, ეს კი რეებს ამბობს. მანქანა ეკლესიასთან გაჩერდა და მეც გადავედი. ყველა მე მომაშტერდა. თავი უხერხლად ვიგრძენი. ალბათ უკვირთ აქ რომ ვარ, ჩემი ბრალია არ უნდა მოვსულიყავი აქ. მოვტრიალდი მაგრამ სანდრომ შემაჩერა.
-უნდა შეხვიდე, დემეტრე მე და მაკას გვეყოლება არ ინერვიულო.
-კი მაგრამ..
-გააკეთე გოგო რასაც გეუბნები..ვერ მიხვდი ამდენ ხანს? შენ ხარ პატარძალი.
-ხუმრობის დროა, სანდრო?,,ვთქვი ნაწყენი ხმით.
-არ ვხუმრობ გოგო შედი მალე., ,გაბრუებული შევედი და ლევანს დავუდექი გვერდით. მომღიმარ ლევანს შევუბღვირე. ჯვარი დავიწერეთ და გარეთ გამოვედით.
-კოცნა. კოცნა. კოცნა.,,,ყვიროდა ბექა და ლევანმაც არ დააყოვნა. მანქანაში ჩავსხედით და გამოვეპარეთ სტუმრებს.
-სად მივდივართ ლევან?
-დასვენება დავიმსახურეთ, ტასო. რომ მივალთ ნახავ.
-რა საჭირო იყო ეს სპექტაკლი? ძალიან დამტანჯე.
-უარესის ღირსი ხარ, ბურდული. კიდევ კარგად გადამირჩი. თავიდანვე დავგეგმე ყველაფერი როგორცკი ჩამოხვედი. მინდოდა ჭკუა მესწავლებინა შენთვის რომ მეორედ გაპარვაზე აღარ გეფიქრა.
-რა საზიზღარი ხარ...მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ ავალიანო.,,,ხელით სახეზე მივეფერე, ხელი დამიჭირა და მაკოცა.
-მეც ძალიან მიყვარხარ.
პ.ს ვიცი ძალიან დავაგვიანე და გავწელე, მაგრამ ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდებაო და იმედია კარგი იყო ესეც:დ მუზა მომივიდა და თუ მოინდომეთ ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით. ველოდები კომენტარებს, თქვენი სალი



№1 სტუმარი მარიეტა

საინტერესო იყო მაგრამ თუარ გეწყინება ვიტყვი რომ ცოტა მეტი დრო რომ დასჭირვებოდათ შერიგებაზე უფრო კარგი იქნებოდა ჩემი აზრით,ეს ჭკუის სწავლება ძალიან მომეწონა,ვხვდებოდი რომ ლევანი მაიმუნობდა.ძალიან საინტერესო იყო.იმედია მართლაც მალე დაგვიბრუნდები ახალი და ასეთივე საინტერესო ისტორიით.

 


№2  offline წევრი Salome5

მარიეტა
საინტერესო იყო მაგრამ თუარ გეწყინება ვიტყვი რომ ცოტა მეტი დრო რომ დასჭირვებოდათ შერიგებაზე უფრო კარგი იქნებოდა ჩემი აზრით,ეს ჭკუის სწავლება ძალიან მომეწონა,ვხვდებოდი რომ ლევანი მაიმუნობდა.ძალიან საინტერესო იყო.იმედია მართლაც მალე დაგვიბრუნდები ახალი და ასეთივე საინტერესო ისტორიით.

მეც ეგრე ვფიქრობდი, რომ უფრო დიდხანს უნდა მეწვალებინა მაგრამ ვეღარ მოვახერხე ჯერ კიდევ არვარ კარგად და იმედია ძალიან არ დაეტყო ჩემი ცუდად ყოფნა:დ მალე დავბრუნდები რეალური ისტორიით თანაც:) მადლობა შენ kissing_heart

 


№3 სტუმარი Guest keta

ძალიან კარგი იყო heart_eyes იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიიით <3

 


№4  offline წევრი Salome5

მადლობა Guest Keta kissing_heart ჯერ არვიცი როდის დავწერ, მაგრამ პერსონაჟები მყავს უკვე grinning

 


№5 სტუმარი Guest Lia

Zalian momewona.axal istorias rodis dadeb.sauketeso xar.

 


№6  offline წევრი Salome5

Guest Lia
Zalian momewona.axal istorias rodis dadeb.sauketeso xar.

astonished ახალი ისტორია მიდევს უკვე..და მადლობა heart_eyes

 


№7 სტუმარი Guest Lia

Zalian sakvareli istoriaa
Cxovrebiseuli
Kidev dawere aseti gemrieli wasakitxi
Arahveulebrivi xar.

 


№8  offline წევრი Salome5

Guest Lia
Zalian sakvareli istoriaa
Cxovrebiseuli
Kidev dawere aseti gemrieli wasakitxi
Arahveulebrivi xar.

მადლობა kissing_heart

 


№9 სტუმარი Guest ჯიჯი

ისტორიებს რომ იპარავ კაი პონტია?
სახელებს ცვლი მარტო ? :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent