შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი არჩევანი(ნაწილი15)


9-04-2017, 19:44
ავტორი Salome5
ნანახია 3 698

დემეტრეზე რომ გაიგებს? ბავშვი რომ წამართვას, მერე რა მეშველება? არა, ვერ წამართმევს. არ გავატან. მთელი ძალით ჩავეხუტე შვილს და ცრემლები გადმომცვივდა. მთელი ძალით ვეკვროდი, არვიცი როდის ჩამეძინა.
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, გვერდი მობეზრებულმა ვიცვალე. ბოლოს ვინებე თავის წამოწევა და საათს გავხედე.
-ჯანდაბა,,წამოვიყვირე ხმამაღლა და წამოვდექი. როგორ შეიძლება ადამიანი ყველგან აგვიანებდეს? ჯერ სკოლაში ვაგვიანებდი, მერე უნივერსიტეტში დღემდე ასე ვარ. გვიან ვიღვიძებ მერე კი გადარეულივით დავრბივარ ოთახიდან ოთახში და რაღაცას ვეძებ. როგორციქნა გავემზადეთ და ჩანთებით ხელში გაჭირვებით გავედი გარეთ.
-ტასია, დაგეხმარო?,,ღიმილით შემხვდა გიგა.
-გიგა, ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია შენი დანახვა,,ვუთხარი სიცილით და ჩანთები შევაჩეჩე.
-ესენი ჩაიტანე, კარებს დავკეტავ და ჩამოვალთ.,,უკანასკნელად მოვავლე თვალი ბინას. რამდენი კარგი მოგონება დამიგროვდა ამ სამი წლის განმავლობაში. კარები გამოვკეტე და დემეტრე ხელში ავიტატე.
-ტასო, აეროპორტში მე წაგიყვანთ,,,თავი დავუქნიე და მის გვერდით მოვკალათდი.
-რამეზე ნერვიულობ? ჩაფიქრებული ჩანხარ,,,გამომცდელად გამომხედა მეგობარმა.
-ლევანზე ვნერვიულობ, არვიცი რა რეაქცია ექნება დემეტრეზე რომ გაიგებს.
-ალბათ გაბრაზდება და მართალიც იქნება. ცუდად არ გაიგო შვილი არ უნდა დაგემალა მისთვის,,,მითხრა წყრომით. გულზე მომხვდა მისი სიტყვები.
-ვიცი, მაგრამ მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი ლევანზე..
-ეგ არ გამართლებს, დაუფიქრებლად მოიქეცი, ტასო.
-ახლა არ გვინდა მაგაზე, გთხოვ,,,თავი ავარიდე საუბარს.
-როგორც გინდა.,,,საჭეს მიუბრუნდა. წასვლისწინ დავემშვიდობე და წამოვედით. თბილისში ჩასვლისთანავე სალონში წავედი და მაკიაჟი გავიკეთე. კაბაზე ადრევე შევუთანხმდი ძველ მეგობარს. კაბა გავისინჯე და სარკეში ჩავიხედე. შავი სადა კაბაა ლამაზი დეკოლტით და მოხსნილი ზურგით.
-ტასო, ძალიან გიხდება,,,აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
-მადლობა, ქეთუს, გემოვნება აშკარად არ გღალატობს.,,გავუღიმე კმაყოფილმა და კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს ანარეკლს.,,ახლა მეჩქარება, მოგვიანებით შემოგივლი და გავსწორდეთ კარგი?,,ხელიდან დემე წავგლიჯე და გარეთ გამოვედი. ტაქსი გავაჩერე და რესტორნის მისამართი ვუკარნახე. პულსი ამიჩქარდა, საშინლად ვნერვიულობდი, ტაქსი გავაჩერე და გადმოვედი. შვილს ხელი ჩავკიდე და პატარძლისკენ წავედი. სალომ დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა კივილით.
-იცოდე ვერ გადამირჩები, არ გაპატიებ..,,კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ჩემს ფეხთან ატუზულმა არსებამ შეაჩერა.
-მოიცა, შენ რა გათხოვდი?,,მკითხა გაკვირვებულმა.
-როგორც ჩანს დროს არ კარგავს,,გავიგონე ლევანის ხმა და ჟრუანტელმა დამიარა. -ალბათ აქ არუნდა მოვსულიყავი,,ვთქვი და გავტრიალდი, რომ ხელი ჩამავლო და გარეთ რასაც ქვია გამათრია.
-გამიშვი, ველურო, მეტკინა,,დავიჩივლე და გადვება ვცადე, მაგრამ უფრო მომიჭირა.
-გტკივა არა?,,ირონიულად შემომხედა და მანქანას მიმაკრა,,დამიჯერე ჩემზე მეტად არა. მეც მტკიოდა შენ, რომ წახვედი. სად იყავი ეს სამი წელი? ჰა? მითხარი,,დამიყვირა ხმამაღლა. შევხტი და დემე უფრო ძლიერად მივიკარი გულზე.
-დედიკოს ნუ უკვირი,,გავიგონე მისი ტიტინი და ლევანმაც მასზე გადაიტანა მზერა.
-დედიკო, ვინ ალი ეს კაჩი?,,ახლა მე მომიბრუნდა და გაბუსხულმა გახედა მამამისს.
-შენი მამიკოა დე,,ვუთხარი ხმის კანკალით. ინტერესით შეათვალიერა.
-სენც სვანი ქალ? ლო ვაბლაზებ დედა მეუბნება სვანი ქალო,,ამაზე ლევანსაც გაეღიმა და აზრზე მოვიდა. ხელიდან გამომგლიჯა და ჩაიხუტა. დიდხანს ეფერებოდა ბავშვს.
-დედიკო, შია,,ხელი მუცელზე მიიდო და საყვარლად გამომხედა.
-წამო მამი მე გაჭმევ,,თბილად უთხრა და გატრიალდა.
-ჩვენ მერე ვილაპარაკებთ,,,უხეშად მითხრა და გამცილდა. მთელი საღამო ერთად გაატარა მამაშვილმა. არც ერთი მაქცევდა ყურადღებას და არც მეორე. თურმე რა ცოტა რამეა საჭირო შვილის გადაბირებისთვის, წარმოგიდგენიათ? ცხრა თვე მუცლით ვატარე, სამი საათი ვიმშობიარე, გავზარდე და თურმე მამას გავს! თანაც სულ რაღაც ერთ დღეში მამამისის მხარეს გადავიდა და მე სულ დამივიწყა. დაბოღმილმა გავხედე მხიარულად მოცინარ მამა-შვილს და ნერვები მომეშალა. თავი ჩავღუნე, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
-დე, ტილი?,,პატარა თბილი ხელის შეხებამ გამომაფხიზლა.
-არა, დე, მოდი ჩემთან,,კალთაში ჩავისვი,, მამიკო სად წავიდა?
-ალვიცი, მითქლა დედათან მიდიო.,,დაამთქნარა და მომეხუტა.
-გეძინენა?,,თავი დამიქნია.
-წამოდი, ბიძიას დავემშვიდობოთ და წავიდეთ სახლში.,,ხელში ავიყვანე და ბექასკენ წავედით, ხელი სალოსთვის მოეხვია და იღიმოდა.
-იცოდე დღეს გადამირჩი, მაგრამ ხვალ აუცილებლად მომიყვები,,, ,,თავაზიანი'' ღიმილით მითხრა სალომ.
-დაგირეკავ,,სიცილით ვუთხარი, ბექას ვაკოცე და გარეთ გამოვედი.
-ისევ იპარები?,,წინ ლევანი გადამიდგა.
-დემეტრე დაიღალა, წავიყვან.,,ჩემს ხელებში მძინარე ბავშვი გამომართვა და მანქანაში დააწვინა.
-დღეს ჩემთან დარჩებით ორივე, ხვალ კი ყველაფერს გავარკვევთ.,,არც შემოუხედავს ისე მიუჯდა საჭეს, მის გვერდით დავჯექი. მანქანა მის სახლთან გააჩერა, გადავიდა და უკანმოუხედავად წავიდა წინ ბავშვით ხელში. უკან ავედევნე, ,,იდიოტი, გავიფიქრე ჩემთვის,,ერთიც არ მიუხედავად ჩემთვის'' ნაცნობ სახლში შესვლამ მოგონებები გამიღვიძა. რამდენი ბედნიერი დღე და ვნებიანი ღამე გვაქვს გატარებული ამ სახლში. თვალები ცრემლებით გამევსო, არმინდოდა ლევანს შეემჩნია და საძინებელში გავედი.
-როგორც ვხედავ, არდაგვიწყებია ჩვენი ოთახი სადაც არის,,კარებთან მიმაყინა მისმა სიტყვებმა. კარები მივხურე და საწოლზე პირქვე დავემხე. მთელი ღამე ტირილში გავათენე. ვტიროდი დაკარგულ სიყვარულს, ჩემი სისულელის გამო. დაუფიქრებლად მოვიქეცი, ახლა კი გული საშინლად მტკივა. გამთენიისას ჩამეძინა.
დილით ხმაურმა გამაღვიძა. თავი საშინლად მტკიოდა, კაბა გავისწორე და საპირფარეშოში შევედი.
-ვაიმე,,წამოვიკივლე ჩემი თავის დანახვაზე. თმები გაწეწილი, თვალები შესიებული და მაკიაჟიც მომთხუპნოდა.,,,ასეთ მდგომარეობაში ლევანს რომ ვენახე საბოლოოდ გადამიყვარებდა,,,ვთქვი ჩემთვის და თავის მოწესრიგებას შევუდექი. შხაპი მივიღე და პირსახოცშემოხვეული გამოვედი ოთახში.
-ანასტასია, მალე გამოდი. ბავშვს მოშივდა.,,,ოთახში ლევანი შემოვიდა. მსუბუქად წამოვიკივლე და პირსახოცი ავიფარე.
-არ შეგიძლია ოთახში შესვლამდე ერთხელ მაინც დააკაკუნო?,,ვუთხარი წყრომით.
-თითქოს შიშველი ნანახი არ მყავდე,,ირონიულად მიყურებდა და მათვალიერებდა.
-გადი და მეც მალე გამოვალ,,ოთახიდან გავიდა და მეც ამოვისუნთქე, რომ ისევ შემოვიდა.
-ხო და კიდევ, ჯობს რამე ჩაიცვი ეგრე ნუ გამოხვალ მაინც ბავშვია იქ,,თვალი ჩამიკრა და შტვენით გავიდა. ერთი შევუკურთხე და კარები ჩავკეტე. კარადა გამოვაღე, კიდევ კარგი ნივთები აქაც მქონდა დატოვებული. გამოვიცვალე, მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და მისაღებში გავედი.
-დედიკოო,,ჩემსკენ გამოიქცა დემეტრე. ხელში ავიტაცე და გემრიელად დავუკოცნე ლოყები.
-მოგშივდა, ჩემო პატარა?,,გავუცინე შვილს. სამზარეულოში გავედი საუზმის მოსამზადებლად.



№1  offline წევრი მარიამი”

Agar agrdzeleb tu ra gchirs?

 


№2  offline წევრი Salome5

მარიამი”
Agar agrdzeleb tu ra gchirs?

მაპატიეთ, ცუდად ვიყავი. ახლაც სიცხე მაქვს მაგრამ ვეცდები დავამთავრი დღეს.

 


№3 სტუმარი მარიეტა.

გამოჯამრთელებას გისურვებ.იმედია მალე კარგად იქნები და ახალ თავს დადებ.ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდება.

 


№4  offline წევრი Salome5

მარიეტა.
გამოჯამრთელებას გისურვებ.იმედია მალე კარგად იქნები და ახალ თავს დადებ.ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდება.

წერის პროცესში ვარ, ვცდილობ დიდი და კარგად დაწერილი თავი გამოვიდეს. იმედია ღირდა დაგვიანებად. და კიდევ მადლობა თქვენ კომენტარებისთვის დიდი სტიმულია ჩემთვის kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent