შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილები სიბნელეში(დასასრული)


21-04-2017, 23:09
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 797

თავი 13

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ამელიასთან დავმარცხდი, ჩემმა ოჯახმა იმედი დაკარგა იმის რომ ოდესმე დავუბრუნდებოდი. მეც არ ვაპირებდი უკან დაბრუნებას, რატომ? გამუდმებით ეს კითხვა მიტრიალებდა თავში, მე დაობლება , მაგიის არსებობა და ჩემი შეშლილი ოჯახის ტრაგედია გადავიტანე. თუმცა არ ვიცი რატომ მაშინებდა ასე სიბნელესთან ბრძოლა, და ერთხელაც ჩემს გამოგონილ სამყაროში მოულოდნელად ხმა გავიგონე, ხმა ზუსტად იმავე კითხვას სვამდა რასაც მე, რატომ? არ ვიცოდი საიდან მოდიოდა ხმა, გარშემო ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო თუმცა არ ვიცი ეს ხმა საიდან მოდიოდა. გარშემო მიმოვიხედე იქ არავინ იყო და მოულოდნელად სარკეს მივუახლოვდი იქედან გოგო მიყურებდა რომელიც ჩემსავით გამოიყურებოდა თუმცა მის თვალებში შიშს ვერ ვხედავდი, სწორედ სარკეში დანახული გოგონა მისვადმა შეკითხვას, ეს ჩემს თავთან დიალოგს გავდა
-რატომ იმალებ აქ მხდალივით? -მკითხა გოგონამ სარკიდან
-მე დავმარცხდი, სხვა გზა აღარ დამრჩა ახლა სირცხვილი და გაქცევა ერთადერთი გამოსავალია
-სასაცილოა, ნეტავ თუ გესმის რას ამბობ შენ ბრძოლა წააგე ომი კი ჯერ წინა -გაბრაზებით მომმართა გოგონამ
-ჩემთვის ომიც წაგებულია
-მაგარია შენ ნამდვილი სირცხვილი ხარ, ერთი კვირის წინ შენ თავი გასწირე შენი ოჯახისა და მეგობრებისთვის, როგორ გგონია როცა ამელია გაიგებს რომ დანებდი ისევ არ მოაკითხავს შენს საყვარელ ხალხს, ცდები ის შენს ოჯახს კი არა მთელი სალემის მაგიურ სამყაროს მოაკითხავს და მასზე გაბატონდება
-მე ყველაფერი გავაკეთე, როგორც ჩანს მე არ ვარ ის ვისზეც იმედები უნდა დაამყაროს სალემმა -მწუხარებით წარმოვთქვი ეს სიტყვები
-აი ახლა ნამდვილად ამაოა შენი ოჯახის მსხვერპლი, ამაოა შენი წინაპრების მიერ შენთვის მონიჭებული ძალა
-მე დავმარცხდი ეს დასასრულია, რას ითხოვ ჩემგან ?
-მე არაფერს არ ვითხოვ, მე შენი გონების ის ნაწილი ვარ რომელმაც სიმართლე იცის
-რომელი სიმართლე?
-შენ ალექსანდრა ქეროლაინ სმიტ გამარჯვება შეგიძლია, სწორედ ამიტომ მოვიდა პირველად ამელია შეთან, მან იმიტომ არ მოგკლა რომ ეს არ შეეძლო მან სიბნელე შემოიტანა შენს გულში თუმცა ის ჯერაც ვერ დაგეპატრონა, ახლა როცა შენ იმალები რეალურ სამყაროში ხალხი შენს გამო იტანჯება, სწორედ ამ წამს როცა საკუთარ თავს ეკამათები ამელია სალემის სამეფო ტახტს იმზადებს და ცუდი დღე დაადგება ყველა ჯადოქარს რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს
-შენი აზრით სიბნელის დამარცხებას შევძლებ? -გაოცებულმა შევეკითხე სარკეში მდგომს
-და ვინ თქვა რომ სიბნელის დამარცხება გჭირდება
-რას გულისხმობ? -მე გამაოცა ჩემს წინ მდგომის პასუხმა
-თუ გინდა მეგელი დაამარცხო მგელი უნდა გახდე, გინდა ამელიას სიბნელე დაამარცხო ჰოდა შენც ბნელი უნდა გახდე
-კი მაგრამ არ მინდა მას დავემსგავსო
-არ დაემსგავსები -ღიმილით მითხრა გოგონამ
-ეგ როგორ?
-როდესაც ბაბუა პიტერის დატოვებული შელოცვა გამოიყენე შენ უდიდესი ცოდნა მიიღე,იმ წიგნებდან რომლის ცოდნაც შენშია, ერთ-ერთში ეწერა ძველი ჯადოქრის ისტორია, შენი წინაპარაი ქეროლაინი ერთადერთი ნათელი ჯადოქარი იყო რომელმაც სიბნელის დამორჩილება შეძლო, მან მოახერხა რომ მის გულში სინათლეს და სიბნელეს თანაბარი ადგილი ჰქონოდა
-როგორც ინი და იანი
-სწორია, როგორც ინი და იანი
-ახლა გასაგებია რას გულისხმობდა პიტერი როცა მითხრა რომ ჩემი მეორე სახელი უბრალოდ არ დაურქმევია -ამ საუბრისას გოგონა სარკეში გაფერმკრთალდა, მე ნანახმა გამოცა -რა ხდება რატომ ქრები?
-იმიტომ ალექს რომ ჩემი მოვალეობა შევასრულე, საკუთარი თვის რწმენა დაგიბრუნე, ახლა კი წადი და ომი მოიგე, დრო მოვიდა -გოგონო სარკეში გაქრა ახლა იქ მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავდი, ჩემს თვალებს ძველებური ბრძოლის ჟინი დაუბრუნდა, თუმცა მაშინ როდესაც მე საკუთარ თავს ვეკამათებოდი ამელია საკუთარი კორონაციის მოწყობით იყო დაკავებულია. ჩემი დაბრუნების დრო მოვიდა, დრო მოვიდა სიმართლეს ჩავხედო თვალებში, მე ან გავიმარჯვებ სიბნელეზე ან დავმარცხდები თუმცა ის მაინც მეცოდინება რომ მხდალივით არ დავნებდი, ჩემს ოთახში ყველა რაღაც იმედის მომცემს ელოდებოდა ყველა ჩემს უგონოდ მყოფ სხეულს მისჩერებოდა იმ იმედით რომ რაღაც მაინც მოხდებდა და მოხდა კიდეც, მე დავანგრიე ჩემი გონებით შექმნილი განზომილება, ამ დროს ჩემი სხეული საწოლს მოშორდა ჰაერში ავფარფატდი როგორც ბუმბული, გარშემო ყველა გაოცებული მისჩერებოდა მომხდარს, მოულოდნელად ჩემი გულიდან სინათლისა და სიბნელის ნაკადი გამოიჭრა, ეს ნაკადი ჩემს სხეულს სპირალივით შემოეხვია და რამდენიმე წამის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა. ვერავინ მიხვდა რა მოხდა მან სანამ თვალები არ გავახილე, თუ აქამდე ჩემი თვალები ნათელი მაგიის გამო ლურჯი ხდებოდა, ისე თითქოს იქ ოკიანე იყო ახლა ყველაფერი შეიცვალა, ჩემს ერთ თვალში ცეცხლი გიზგიზებდა ხოლო მეორეში ოკენაე მოჩანდა. სწორედ ამ დროს მიხვდა ები რაც მოხდა, მაშინ გაუნათდა მას გონება, თუმცა დანარჩენები დაბნეულები მომჩერებოდნენ
-ები რა მოხდა ეს რა იყო? -ჯეიკობი გაოგნებული მივადა ების
-ეს სასწაული იყო
-რას გულისხმობ ები? - კაილას პასუხის მოლოდინში თვალები გაუფართოვდა
-მასში თანაბრად არის ნათელი და ბნელი მაგია, მან შეძლო და სიბნელე დაიმორჩილა
-ეს შეუძლებელია ისტორიაში ეს სულ ერთხელ მოხდა -ვიქტორია გაოცებას ვერ მალავდა
-ჰო ვიქტორია ეს ერთხელ მოხდა და ჯადოქარი რომელმაც სიბნელეზე გაიმარჯვა ქეროლაინ სმიტი იყო -ულიამმა ღიმილით მოხვია მეუღლებს მხარზე ხელი, ამ დროს კი მე როგორც იქნა დავბრუნდი, სანამ გარშემომყოფები მომხდარს განიხილავდნენ მე საწოლიდან წამოვდექი, მხოლოდ ჩემი ფეხის ხმამ მიიქცია მათი ყურადღება, როდესაც ჯეიკობმა ფეხზე მდგომი დამინახა მაშინვე მომვარდა
-ალექს შენ კარგად ხარ?
-არა კარგად არ ვარ
-რა? რა გჭირს? -კაილა შეშინებული მისვამდა შეკითხვას
-კარგად მაშინ ვიქნები როდესაც ამელიას თავის ადგილს მივუჩენ
-ჰო მაგრამ ალექს შენ უკვე დამარცხდი
-მადლობა კაილა რომ ჩემი ასე გწამს, მე ბრძოლა წავაგე ომი კი ჯერ წინ არის. ები სად არის ამელია?
-შვილო ის მაგიის შეერთების წყაროსთან არსებულ სასახლეშია
-სად არის ეგ სასახლე?
-მთებში
-ძალიან კარგი, ახლა უნდა მოვემზადო გთხოვთ მარტო დამტოვეთ
-რისთვის უნდა მოემზადო? -ყველამ ერთხმად მკითხა
-ომის მოსაგებად, ამელიას კორონაცია უნდა ჩავშალო, სალემის ჯადოქრები ჩემი ხალხია არ მივცემ მათზე ბატონობის უფლებას
-ალექსანდრა დარწმუნებული ხარ? -შიშნარევი ხმით შემეკითხა ები
-კი დარწმუნებული ვარ
-კარგი მე მანქანას მოვამზადებ -ჯეიკობმა ეს სიტყვები თქვა და კარისკენ გაემართა
-არა ჯეიკ ეს ჩემი ბრძოლაა და მარტო წავალ, ერთხელ უკვე დავმარცხდი იმიტომ რომ მან თქვენ გამოგიყენათ ჩემ წინააღმდეგ ახლა იგივეს არ დავუშვებ -ჩემი გადაწყვეტილება არავის მოეწონა
-ვერ დავუშვებ რომ ისევ დაგკარგო
-ხალხნო მოდი ახალგაზრდები მარტო დავტოვოთ -ვიქტორიამ დანარჩენების კარისკენ მიუთითა
-არ დამკარგავ ჯეიკ, ამას არ დავუშვებ
-ხომ იცი რომ სიცოცხლეზე მეტად ... -წინადადება არ დავამთავრებინე
-ეს სიტყვები მაშინ მითხარი როცა ამ კარში გამაეჯვებული შემოვალ, ახლა კი უნდა მოვემზადო -მე ტანსაცმელი ჩავიცვი და კიბეზე დავეშვი მთელი ოჯახი მისაღებში მელოდებოდა, მე მთლიანად შავებში ვიყავი გამოწყობილი, ოჯახის წევრებმა მამის ნაჩუქარ მანქანამდე მიმაცილეს. მე მანქანაში ჩავჯექი და ჩემს სიკვდილთან შესახვედრად გავემართე, მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი რა მოხდებოდა რომ ვერ გამემარჯვა, თუმცა ამაზე ფიქრი ვერ მეხმარებოდა და აი მივუახლოვდი მაგიის
ერთ-ერთ უძლიერეს ადგილს, სასახლეს სადაც მაგიის ბევრი წყარო იყრის თავს, მანქანა გავაჩერე და გადმოსვლა დავაპირე თუმცა შემდეგ გამახსენდა რომ ჯეიკობისთვის ყველაფერი არ მითქვამს, ტელეფინი ავიღე და დავურეკე თუმცა ავტომოპასუხე ჩაირთო, მე შეიძლება მეტი შანსი აღარ მომცემოდა ამიტომ შეტყობინების დატოვება გადავწყვიტე
-ჯეიკ ვიცი საუკეთესო გზა არ არის შეტყობინების დატოვება თუმცა ახლა სწორედ ამ წამს მე საკუთარ სიკვდილთნ შესახვედრად მივდივარ, მე მზად ვარ მოვკვდე და ამელიაც თან გავიყოლო, მზად ვარ სიცოცხლე დავთმო შენი და ჩემი ძვირფასი ადამიანების ბედნიერებისათვის, თუმცა მინდა იცოდე რომ მიყვარხარ, როდესაც ბებიამ სალემში ჩამომიყვანა და ჩემი სახლი მაჩვენა იმ წამსვე უკან მედისონში მომინდა გაქცევა თუმცა შემდეგ შენ გამოხვედი სახლიდა მომაჯადოებელი ღიმილით და მაშინვე დამავიწყდა რომ წასვა მსურდა იმ წამს ყველაფერი დამავიწყდა. მე და შენ ჯეიკ ყველაზე უცნაური ურთიერთობა გვაქს რაც კი არსებულა, გამუდმებით ვჩხუბობთ ერთმანეთისგან გავრბივართ, არ ვიცი საერთოდ რა ურთიერთობა შეიძლება ვუწოდოთ ამას თუმცა მინდა ერთი რამ იცოდე მიუხედავად იმისა რომ სალემში ჩამოსვლამ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და უბედურებად გადააქცია მაინც არ ვნანობ რომ აქ გადმოვედი ამ გადაწყვეტილებამ შენამდე მომიყვანა. -შეტყობინება გავაგზავნე ტელეფონი მანქანაში დავტოვე და თავაწეული სასახლისკენ გავემართე, სანამ მე ჩემი დაუძინებელი მტრისკენ მივემართებოდი ჯეიკობმა შეტყობინება მოისმინა და ჭკუიდან შეიშალა, მისი ღრიალი მთელს სახლს ესმოდა
-ჯეიკობ ძმაო რა მოხდა? -განცვიფრებული შეჰყურებდა ჯოზეფი ძმას
-ის არ დაბრუნდება
-ვინ არ დაბრუნდება რას ბოდავ
-ალექსანდრა ის თავის გაწირვას აპირებს ჩვენთვის და სალემისთვის
-ეს საიდან მოიტანე? - ჯოზეფი განერვიულდა
-ამ წამს მისი შეტყობინება მოვისმინე, მე ის დავკარგე ისე დავკარგე რომ წესიერად ვერც კი ვუთხარი ჩემთვის რამდენად ძვირფასია
-დამშვიდდი ჯეიკ ის ძლიერია და გამარჯვებას შეძლებს
-და ასე რომ არ მოხდეს? -ჯეიკობი ადგილს ვერ პოულობდა
-ის გაიმარჯვებს გჯეროდეს მისი და დანარჩენებს არაფერი უთხრა ახლა მათ იედის გადაწურვა არ სჭირდება
-თუ ის არ დაბრუნდება მაშინ რომელ იმედზეა საუბარი, ვერ ვიცოცხლებ სამყაროში სადაც ის არ არსებობს -ჯეიკობს ცრემლი მოერია, სიბრაზისგან მაგიდაზე მდგომი ლარნაკები დალეწა, ის იტანჯებოდა ისევე როგორც მე არ მინდოდა ისე სიკვდილი რომ მისთვის თავალებში არ ჩამეხედა თუმცა ახლა ამაზე საუბარი გვიანი იყო, მე კიბეები ავიარე და უზარმაზარი კარის წინ შევჩერდი, კარი ღია დარბაზიში შედიოდა, დარბაზი ჯადოქრებით იყო სავსე, დარბაზის ბოლოს სამეფო ტახტზე ჩემი ძვირფასი დედიკო იჯდა და თავს იწონებდა, ის სიტყვით მიმართავდ იქ მყოფთ, ამ დროს ერთ-ერთმა ჯადოქარმა კართან მდგომი დამინახა და სხვებისთვის გადალაპარაკება დაიწყო ერთ წამში მთელი დარბაზი ახმაურდა, მე კარის ზღურბლს გადავაბიჯე და ამელიასკენ გავემართე, არ ვიცოდი ეს როგორ დასრულდებოდა თუმცა იქ მყოფთა თვალებში დანახულმა სიხარულმა სტიმული მომცა, ამელია გაშეშდა როცა მის წინ მიმავალი დამინახა
-გამარჯობა დედიკო ნაადრევად ხომ არ ზეიმობ გამარჯვებას?
-მე დაგამრცხე განებივრებულო ბავშო, ახლა ეს ტახტი და სალემი ჩემი
-ჯერ ყველაფერი წინა -ამ სიტყვების წარმოთქმისას მე ამელია ტახდიდან ძირს დავანარცხე - ეს ტახტი და ასევე სალემიც ჩემია ძვირფასო დედა
-თუ ერთხელ ვერ დამამარცხე რატომ გგონია რომ ახლა შეძლებ?!
-იმიტომ დედა რომ მაშინ სიბნელეს სათანადოდ ვერ ვაფასებდი, მეგონა ძალა მხოლოდ ნათელ მაგიაში იყო
-მაშ ახლა რა შეიცვალა?
-ის შეიცვალა ძვირფასო დედა რომ ახლა შენი წყალობით ჩემში თანაბარი რაოდენობის სიბნელე და სინათლეა, შენგან განსხვავებით ამელია მე სიბნელე დავიმორჩილე, ჩემზე ვერავინ იბატონებს
-ეს შეუძლებელია
-ეს შესაძლებელია -ამ სიტყვების წარმოთქმისას ამელიას სახეზე მოულოდნელმა შიშმა გაიელვა, თუმცა ეს მცირე ხანს გაგრძელდა, ამის შემდეგ მე და ამელია სამკვდრო სასიცოხლო ბრძოლაში ჩავებით, გარშემო ნამდვილი ქარიშხალი დავატრიალეთ, ყველაფერი ინგრეოდა ჩვენი ძალები ბობოქრობდა, მაგიის გაძლიერებას ხელი შეუწყო იმ ადგილმა სადაც სასახლე იყო აშენებული, დანებებას არც ერთი ჩვენგანი არ აპირებდა და გამარჯვებაც ჯერ შორს იყო, ჩვენ ორივე ვიბრძოდით და არავინ იცოდა ეს როგორ დასრულდებოდა, ჩვენს გარშემო ნამდვილი ცეცხლის წვიმა მოდიოდა, ამელია ძლიერი იყო იმაზე ძლიერი ვიდრე ოდესმე, თუმცა შემდეგ მომაგონდა საკუთარ თავთან გამართული დიალოგი, გამახსენდა როგორ მითხრა გოგონამ სარკიდან „შენი წინაპარაი ქეროლაინი ერთადერთი ნათელი ჯადოქარი იყო რომელმაც სიბნელის დამორჩილება შეძლო, მან მოახერხა რომ მის გულში სინათლეს და სიბნელეს თანაბარი ადგილი ჰქონოდა“ მაშინ მივხვდი რასაც გულისხმობდა, ისტორიაში ჩემამდე მხოლოდ ერთმა ჯადოქარმა დაიმორჩილა სიბნელე, ამ ფიქრებში გართული ამელიამ კედელს ისეთი ძალით მიმანარცხა რომ გარშემომყოფებს არ ეგონათ თუ ფეხზე წამოდგომას შევძლებდი, თუმცა მე არ დავნებდი ფეხზე წამოვდექი ამელია, კედელს მივანარცხე და კედელზე არსებული მცოცავი ბალახებით ხელფეხი შევუკარი
-გგონია ეს დასასრულია ბავშვო? -გაცეცხლებულმა დამიყვირა ამელიამ
-კი დედა ეს დასასრულია -მე ხელი მკერდში შევიყავი, ეს იმდენად მტკივნეული იყო რომ თავი ვერ შევიკავე და დავიყვირე
-რას აკეთებ საცოდავო -ქედმარლურად მომმართა მან
-ეს შენი დასასრულია, გამარჯვებისკენ გზა თავად მიჩვენე, მე საკუთარი მკერდიდან სინათლის ნაწილი ამოვიღე, როდესაც ის ჩემი ხელის გულზე დაინახა ამელიამ გააცნობიერა რასაც ვაპირებდი, სწორედ მაშინ დავინახე მის სახეზე ნამდვილი შიში. მე ამელიას მკერდში სინათლე მოვათავსე და ხელფეხი გავუთავისუფლე, ის მიწაზე დაეცა და ტკივილისგან მოიკრუნჩხა, მასში არსებულმა სიბნელემ და სინათლემ ერთმანეთის განადგურება დაიწყო, დავინახე როგორ ტოვებდა მის თვალებს სიცოცხლე, მასში პირველად ამდენი ხნის შენდეგ დედა დავინახე და არა მონსტრიმ მივუახლოვდი ხელი მაგრად მოვკიდე თვალებში ჩავხედე, იქ სიძულვილი აღარ იყო
-ჩემო გოგონა შენ გაიმარჯვე
-მაპატიე დედა ნეტავ სხვა გზა ყოფილიყო
-არა პატარავ შენ მე გამათვისუფლე, მაპატიე ყველა ტკივილი რომელიც მოგაყენე, მაპატი რომ შენს დედობას მაგია ვარჩიე, მაპატიე რომ ის ადამიანი ვერ გავხდი რომელიც გჭირდებოდა
-ყველაფერი დამთავრდა მე გაპატიე, ყველა დანაშაული რაც კი ჩაიდინე მიპატიებია
-მადლობა ჩემო გოგონა, მინდა იცოდე რომ ამაყი ვკვდები, ვამაყობ შენით რადგან შენ შეძელი და სიბნელეზე გაიმარჯვე. ბედნიერი იყავი შვილო, ყველაფერი მიიღე ამ ცხოვრებიდან რაც გეკუთვნის, მშვიდობით ალექსანდრა -ეს დედაჩემის უკანასკნელი სიტყვები იყო, ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მისი თვალები სამუდამოდ დატოვა სიცოცხლემ ვიდექი მის გაციებულ სხეულთან და ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ სახლში ის ხალხი მელოდება რომლსაც ვუყვარვარ, სანამ მე დედას დავტიროდი ზურგიდან გოგონა მომიახლოვდა, მხარზე ნაზად შემეხო და მითხრა
-ვწუხვარ შენი დანაკარგის გამო ჩემო ქალბატონო, აჯობებს სახლში წახვიდეთ და ოჯახი გაახაროთ მე კი ვიზრუნებ რომ დედათქვენის სხეული დასაკრძალად მოამზადონ - მე გოგონას მივუბრუნდი ის ანა იყო, გოგო რომელმაც ჩემს ოჯახს იმედი მისცა, მისთვის არაფერი მითქვამს სწრაფად წამოვდექი კიბეები ჩავირბინე და მანქანით სახლისკენ გავემართე. ერთ საათში უკვე საკუთარ მამულში მივაბიჯებდი, ჩემი მანქანა ქვაფენილთან გავაჩერე, მანქანის ხმაზე სახლში მყოფები გარეთ გამოცვივდნენ, მანქანიდან გადმოვედი მთლიანად სისხლში მოსვრილი და ბარბაცით გადავდგი ოჯახის წევრებისაკენ რამდენიმე ნაბიჯი, ამ დროს ჯეიკობი მომიახლოვდა თვალებში შემომხედა
-ჯეიკ ის აღარ არის, მე დედა დავკარგე, ამჯერად სამუდამოდ დავკარგე, ის მე მოვკალი -ეს ვთქვი და ატირებულს მუხლი მომეკვეთე, იქვე ქვაფენილზე დავეცემოდი რომ არა ჯეიკობი მან სახლში შემიყვანა, კაილა შხაპის მიღებაში დამეხმარა, მინდოდა საკუთარი დედის სისხლი სწრაფად ჩამომებანა ხელებიდან. ერთი საათი გაუნძრევლად ვიდექი ჩემის საძინებელში სარკის წინ, მეშინოდა რომ სარკეში ცივსისხლიან მკვლელს დავინახავდი, ოჯახის წევრები მისაღებში მელოდებოდნენ, ვერავინ ბედავდა ჩემთან მოახლოებას, მე დიდხანს ვფიქრობდი რა უნდა მექნა საბოლოოდ სამგლოვიარო ტანსაცმელი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი, კიბეებზე ები შემომხვდა
-შვილო სადმე მიდიხარ?
-კი ბებია დედაჩემის დაკრძალვაზე
-გინდა გამოგყვე?
-ვიცი რომ ამელიამ ყველას ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციათ თუმცა ამის მიუხედავად ის დედაცემი იყო, ის იმსახურებს ნორმალურ დაკრძალვას, მე თვენ ვერაფერს გთხოვთ მაგრამ მე უნდა წავიდე
-ჩვენც წამოვალთ, ასეთ დროს მარტო არ დაგტოვებთ -ღიმილით მითხრა კაილამ, ყველანი გაემზადნენ, ანამ დაპირებული სიტყვა შესარულა და დედაჩემის გავმი საგვარეულო სასაფლაოზე გადმოასვენა, როდესაც სასაფლაოზე მივედით იქ უამრავი ჯადოქარი დაგხვდა, ისინი ყველანი ჩემს მხარდასაჭერად მოვიდნენ, ბებიამ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა და მზის ჩასვლამდე ამელაის სხეული მიწას მივაბარეთ. სული საშინლად დამძიმებული მქონდა ამიტომ სახლში დაბრუნებას ფეხით გავლა ვარჩიე ჯეიკობმა მარტო არ გამიშვა და უკან გამომყვა
-თავს როგორ გრძნობ ალექს? -ფრთხილად მკითხა მან
-როგორ უნდა ვიყო რაც ამ ქალაქში გადმოვედი მას შემდეგ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, დღეს მეორედ დავკარგე დედა, რომელსაც ჩემი მოკვლა უნდოდა
-თუ აქ თავს ასე ცუდად გრძნობ აჯობებს წახვიდე -წყენით მითხრა ჯეიკობმა
-ჰო ჯეიკ ამ ქალაქმა ბევრი უბედურება მომიტანა, თუმცა პირველად ჩემს სიცოცხლეში მხოლოდ აქ ვიგრძენი თავი სახლში, ამ ქალაქმა ყველა სიცარიელე შემივსო რომელსაც განვიცდიდი, ამ ქალაქში ოჯახი შევიძინე და რაც მთავარია აქ შენ შეგხვდი
-ჰო ამ ქალაქმა ჩვენ ერთმანეთი გვაპოვნინა, რაც აქ ჩამოხვედი კინაღამ სამჯერ დაგკარგე და სამივეჯერ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ შენთვის ჩემი გრძნობების შესახებ თქმა ვერ შევძელი. ალექს მე შენ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, მე შენ ჰაერივით მჭირდები, როდესაც შენი შეტყობინება მოვისმინე კინარამ ჭკუიდან შევიშალე, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, შენს დაკარგვაზე ფიქრიც კი მაგიჟებდა
-საკმარისია ამდენი საუბარი -ჯეიკობს მივუახლოვდი კისერზე ხელები შემოვხვიე და ერთმანეთს ვაკოცეთ.
სალემში შურისსაძიებლად ჩამოვედი თუმცა ამ ქალაქმა შურისძიებაზე მეტი მომცა, შევიძინე ოჯახი, ხალხი რომელიც მუდამ ჩემს წინამძღოლობას ელის, ხალხი რომელსაც ვუყვარვარ და პატივს მცემს, ვიპოვნე ცხოვრების სიყვარული. სალემმა შეავსო ჩემი ყველა სიცარიელე, მე ამ ქალაქმა სახლი მომცა, ადგილი სადაც ყოველთვის იქნება ჩემი ადგილი, სალემმა ჩემს ყველა ძვირფას ადამიანს შეუვსი სიცარიელე, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა აქ ნამდვილი სიყვარული იპოვნა, ები კი მე ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს, მას სახლში დაბრუნებამ ბედნიერება მოჰგვარა. როდესაც პირველად დავდგი სალემის მიწაზე ფეხი მეგონა რომ აქდან გაქცევა მომინდებოდა თუმცა შევცდი, დიდი ხნის ძიების შემდეგ მე სახლი ვიპვნე რომელსაც არასდროს დავტოვებ, ქალაქი რომელიც ადრე ჩემთვის მხოლოდ ჰელოუინის სამშობლო იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მე დავიკავე ჩემი კუთვნილი ადგილი ჯადოქრებს შორის, ბედნიერი ვარ ჩემს ოჯახთან და შეყვარებულთან ერთად, როგორც იქნა ყველაფერი მაქვს რაზეც კი მიოცნებია. იმის მიუხედავად რომ სალემში გამუდმებით მოსჩანს ჩრდილები სიბნელეში ბედნიერების პოვნაც შესაძლებელია.



დასასრული



№1 სტუმარი Guest tekla

შენ არ იცი რა მაგარი იყო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent