უცხო (თავი 7 )
ქალბატონ ელიზაბეტს, რომ ჰკითხო ყველაზე მეტად რა მოგენატრაო, იმ წამსვე გიპასუხებთ ,,ძილი’’. უყვარს, მაგრამ ვინ აძლევს ამის საშუალებას. მთავარი მაღვიძარა კვირის დღეებში, ყოველთვის დედა ჰყავდა. ხოლო შაბათ-კვირას კი თავზე დახტომით და ბალიშების დაშენით, ხან მარტო ანაბელი, ხან კი დამიანეც აღვიძებდნენ. აი, ისიც გამოჩნდა. ,, მძინარე მზეთუნახავის’’ კარი შეაღო და დაიწყო ხანგრძლივი გაღვიძების ცერემონია. - გაიღვიძეეეეეეე.. რაც ჩამოვედით სულ გძინავს გოგო. - თავზე ყვავის ბახალასავით დასჩხაოდა, ვინ თუ არა ანაბელი. - აუ, ანაბელ მადროვე რაა, ძალიან მეძინებააა.. - მაისურის და ტრუსის ამარა იწვა, ბალიშში ჩაერგო თავი. გრძელი თმები კი ბალიშზე იყო გადაფენილი და სახესაც უფარავდა. - ცივი წყალი მოდისო, გზაში არისოო.. ვის უნდა ბანაობა ვისოო ?! - სიმღერით მიუყვებოდა დამიანე, მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებს. მალე გაიაზრა, რასაც ამბობდა მისი გიჟი მეგობარი და დაფეთებული წამოხტა. თმა გაჩეჩილი ჰქონდა, ალიწეწიას მიამსგავსებდით. - დილამშვიდობისა, ყვავის შთამომავლებო. - დაეჭყანათ და არეულ თმებზე ხელი გადაისვა. - ორი საათია, აქამდე ძილი ვის გაუგია. - კაი, რა გოგო. გუშინ გვიან დავიძინე, წიგნის კითხვას შევყევი. - წვეულებას ვაწყობ და რვა საათზე ჩემთან იქნებით. იმედია შარვლით და კედებით არ გამოცხადდებით. - ვაა, რა კარგი იდეა მომაწოდე. ისედაც არ მიყვარს კაბები. - სიცილით უთხრა და კარებში მდგომ ბიჭს თვალი ჩაუკრა. - ისე, ნამდვილად კარგი აზრია, მეც მასე წამოვალ. - მანაც მხარი აუბა. ანაბელის გაოცებულ და დაკვესებულ თვალებზე, სიცილს ძლივს იკავებდნენ. - კარგი, დაწყნარდი ვხუმრობთ. - სანამ ერთ ამბავს ატეხდა, გააჩუმეს. ოთახიდან გავიდნენ, კიბეები ჩაირბინეს და სამზარეულოს მიაშურეს. სადაც ტასო ფუსფუსებდა. მივიდა და ჩაეხუტა. - დილამშვიდობისა დედიკო. - ჩემს პრინცესას გაუღვიძია, თუ გააღვიძეს?! - სიცილით მიმართა შვილს. - უფრო მეორე , ამათი ხასიათი მოგეხსენება. მაგიდა გაუწყო ბავშვებს და ისადილეს. - რა ქენი სივი გააგზავნე? - ვაიჰ, ანაბელ კარგია, რომ გამახსენე. სულ გადამავიწყდა,რომ მეთქვა თქვენთვის. კი გავაგზავნე და დამირეკეს კიდეც. ორშაბათს ანუ ხვალ დამიბარეს გასაუბრებაზე. - გილოცავ, ჩემო გოგო და წარმატებები. - გვერდით მჯდომმა დამიანემ, მიიხუტა და ლოყები ჩუკოცნა. ანაბელმა, აიტეხა წავიდეთ საყიდლებზე კაბები ვიყიდოთ საღამოსთვისო. ვინ გაუწევდა მას წინააღმდეგობას. ყავა დალიეს და გავარდნენ მაღაზიებში. როგორც ყოველთვის ლიზა წუწუნებდა, ის კიდე დაათრევდა ერთი სექციიდან მეორეში. როგორმე აერჩიათ ორივესთვის სასურველი კაბა, უფრო გიჟის მოსაწონი. გასახდელიდან გამოსულმა ვერ შეამჩნია გოგონა - აქეთ ვაარ.. - მისი ხმა გაიგონა და სწრაფად შეტრიალდა და რაღაც ძლიერს შეასკდა. ბიჭის სწრაფი რეაქცია, რომ არა გაიშოტებოდა იატაკზე. კნუტივით წამოიკნავლა და როცა მიხვდა გადარჩა დაცემას, თან ვიღაცის სხეულზე ტყიპასავით იყო აკრული ამოისუნთქა. ცხვირში სასიამოვნო სურნელი უღიტინებდა. მზერა გაუსწორა, მის ჭაობისფრად მნათობ სფეროებს, იმდენად ამოუცნობი და ბევრის მთქმელი იყო მისი მზერა, დაიბნა და მოსცილდა. - მაპატიეთ, ვერ შეგამჩნიეთ - ეცნობოდა, თან ძალიან, მაგრამ ვერ ხვდებოდა საიდან. - არაუშავს - ბიჭს უჭირდა რამის თქმა. სახეზე ეწერა, რომ სურდა იქიდან გაქრობა. მიზეზს კი ვერ ხვდებოდა. - ხომ კარგად ხართ? - დიახ, გმადლობთ - ორაზროვნად გაუღიმა და იქაურობას გაეცალა. მწველ მზერას გრძნობდა, მაგრამ საითაც იხედებოდა ვერავის ამჩნევდა. კაბა მალე შეარჩიეს, ფეხსაცმელიც და შესაფერისი სამკაულებიც იყიდეს. კაფეში გაიარეს, ნამცხვარი და ყავა მიირთვეს და დაღლილები, სახლებში დაბრუნდნენ. სახლში მისულს დედას დაუბარა, ცოტახანი დავიძინებ და შვიდ საათზე გამაღვიძეო. თავის ოთახში შეიკეტა, ჯაკუზი აავსო და შიგ ჩაწვა. თვალებ მინაბულს, სასიამოვნო სურნელი უღიტინებდა ცხვირში. როცა მორჩა თმები გაიმშრალა. საყვარელი ყვავილის, იასამნის სურნელოვანი ლოსიონი წაისვა და საწოლში შეწვა. ძილიდან დედის ხმამ გამოიყვანა, დრო არის ადგომისო. საწოლიდან წამოიზლაზნა, ესიკვდილებოდა წასვლა. არ უყვარდა წვეულებები და ბევრი ხალხი. რომელთაც სულ არ აინტერესებდათ, შენი წარმატება. ისინი მხოლოდ, დაინტერესებულნი არიან, ვის უფრო მაგარი წვეულება ექნება. კარადასთან მივიდა, ნაყიდი ისამნისფერი კაბა გამოიღო და ჩაიცვა. ტანზე ჰქონდა გამოყვანილი, მის უნაკლო სხეულის ნაწილებს კარგად გამოჰკვეთდა. ფეხზე შავი მაღლები მოირგო, თმები გაიშალა. მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთა, სუნამო მიიპკურა და მზად იყო. მთლიანობაში ფერიას გავდა. ტაქსი გამოიძახა და მისაღებში გავიდა. ლოდინი არ დასჭირვებია, მანქანამ მალე მოაკითხა და სასურველ ადგილას მიიყვანა. წიკლაურების კერძო სახლი, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს იწონებდა. ძალიან ლამაზი ეზო ჰქონდა, სხვადასხვა ყვავილით იყო სავსე. უამრავი იასამნის ხე იყო დარგული, რომელიც უკვე ყვაოდა და საოცარი სურნელი ირეოდა ჰაერში. ელიზაბეტმა, ფილტვები საყვარელი სურნელით აივსო და ზარი დარეკა. - გეღირსა მოსვლა! - შეეგება ანაბელი. - აქეთ წამოდი - პირველი სართულისკენ მიუთითა - კეთილი იყოს, ჩემი ფეხი. - პირველად იყო მასთან ახალ სახლში, რაც ჩამოვიდნენ. მათი ნაცნობების წრიდან, ყველა იყო დაპატიჟებული. ყველა კითხულობდა, ულოცავდნენ სწავლის დამთავრებას და წარმატებას უსურვებდნენ მომავალში. - რას დალევ ? - მასთან დამიანე, მივიდა და გადაკოცნა. - ხილის კოქტეილს, უალკოჰოლოდ. დათრობა არ მაწყობს, ხვალ ადრე უნდა ავდგე. -კარგი, როგორც გინდა. - ბარმენს შეკვეთა მისცა და მიუტანა. მალე გამოიძახა ტაქსი. ოპერატორმა, რომ შეატყობინა მოსვლის შესახებ, ჩუმად გაიპარა სახლიდან და შიგნით ჩაჯდა. მძღოლს მოშორებით გააჩერებინა, თანხა გადაუხადა და გადმოვიდა. ფეხით მიუყვებოდა სოლოლაკის ქუჩას. ივლისის თბილი ამინდები იყო, სასიამოვნოდ უბერავდა სიო და თმებს უწეწავდა. მალე მივიდა სახლში, დედას ძილი ნებისა უსურვა და ოთახში შეიკეტა. წყალი გადაივლო და დაიძინა. შვიდ საათზე, გააღვიძა ბუძილნიკმა. ადგა და სააბაზანოში შევიდა მოწესრიგდა, ისევ ხალათი მოიცვა და საძინებელში დაბრუნდა . პირველი დღე ჰქონდა სამსახურში, ამიტომ შესაფერისად გამოეწყო . ღმერთო როგორ სძულდა კაბები, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. შავი მუხლამდე კაბა, თეთრი პერანგი , შავი მაღლები ჩაიცვა. თმა შეიკრა „ცხენის კუდივით“ . გრძელი, სწორი შავი თმა წელამდე სწვდებოდა მაინც . ოთახიდან გავიდა კიბეები ჩაირბინა და სამზარეულოს მიაშურა, სადაც მისი საყვარელი დედიკო ეგულებოდა. - დე , დილამშვიდობისა. - მოეხვია და აკოცა - როგორ ხარ ქალბატონო? გამოეთხოვე დღეიდან ძილს? - სიცილით უთხრა ქალიშვილს და გულზე მიიხუტა. - სხვა რა გზაა, შენ არ მიდიხარ სამსახურში? - კი ათზე მივდივარ, მაგრამ მალე წავალ და მე მიგიყვან სამსახურამდე. - როგორ მიყვარხარ, ამ სიცხეში სამარშუტო ტაქსში ასვლა საშინელებაა. - დაიჭყანა გახსენებისას. - ყავა დალიე და წავიდეთ. - წინ დაუდგა ფინჯანი. მანაც მალე მოათავა. ზევით აირბინა ჩანთა აიღო. სარკის წინ დატრიალდა, რამე ცუდათ ხომ არ ჰქონდა. და ქვემოთ დაბრუნდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე, ამღერდა მისი ტელეფონი. ორივე მეგობარი, ერთად ურეკავდა. - დილამშვიდობისა, ჩემო დილის ,,მერცხლებო’’. - სიცილით უპასუხა. - ვაა, რა კარგ ხასიათზე არის ჩემი გოგო. მეთქი გავამხნებთქო და სულ არ გჭირდება. - თბილად უთხრა დამიანემ. - წარმატებები დააო, თუ ვინმე გაგაბრაზებს მითხარი. ტორნადო დაატყდებათ თავს. - კისკისით უთხრა ანაბელმა. - თქვენ, რომ არ მყავდეთ. მიყვარხართ და გკოცნით - დაემშვიდობათ და გაუთიშა ტელეფონი. - ღმერთი შენთან დეე. - ტასომ აკოცა და გაუღიმა. - მადლობა, მიყვარხარ. კლინიკის დერეფანში, მაღალი, შავგვრემანი, სწორი გრძელი თმით გოგონა გამოჩნდა. ამაყად მოაბიჯებდა. ყველა მას უცქერდა, თვალს ვერავინ წყვეტდა. ყველას აინტერესებდა ვინ იყო. მიმღებში მჯდობ გოგონას, უფროსის კაბინეტის ადგილმდებარეობა ჰკითხა. მანაც მიუთითა, თავი დაუქნია მადლობის ნიშნად და კაბინეტისკენ აიღო გეზი. დირექტორის კაბინეტში შევიდა. ჯერ მას გაესაუბრა საჭირო საბუთებს ხელი მოაწერა. თეთრი ხალათი, მოიცვა და საქმეს შეუდგა. თავდაპირველად კოლეგები გაიცნო, როგორც სჩვევია არავის მიმართ გამოუჩენია, ზედმეტი ყურადღება. არ გეგონოთ ვინმეს ზემოდან უყურებდა. არა, უბრალოდ ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდა, ყოველთვის ყველას მიმართ . აქაც, ასე მოხდა. პირველივე დღეს ყველას გარკვეულწილად დაუახლოვდა და კმაყოფილი შეუდგა საქმეს. მორიგე არ იყო, ამიტომ მალე დატოვა შენობა . ტაქსი გააჩერა მისამართი უკარნახა. მხოლოდ მაშინ იგრძნო დაღლა , მაგრამ კმაყოფილი იყო იმით, რომ საყვარელ საქმეს აკეთებდა . სახლში შევიდა, საძინებელში ავიდა აბაზანა მიიღო, რამდენიმე საათი ნებივრობდა. წყლის წვეთებმა, მაგიური ძალა გამოავლინეს და დაღლილობა მოუხსნეს. ენერგიით დახუნძლული, გამოვიდა სააბაზანოდან. ხალათით წამოგორდა საწოლზე, დრო ჰქონდა გამოიძინებდა. შემდეგ კი მოემზადებოდა წასასვლელად. ბავშვებმა აიტეხეს, გინდა თუ არა, ჩვენ სამმა უნდა ავღნიშნოთ, შენი სამუშაოს დაწყებაო. მასაც სურდა, მათთან ერთად ყოფნა და უარი არ უთქვამს. მალე გაეღვიძა, მართალი აღმოჩნდა კლუბში წაიყვანეს . თავიაანთ საყვარელ ადგილას, სადაც ისე გრძნობდნენ თავს როგორც საკუთარ სახლში. შესაბამისად ისიც შეეჩვია ამ გარემოს მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარს მსგავსი გართობა. დიდი ხანი არ გაჩერებულან, ლიზას თხოვნით მალე წამოვიდნენ. სამივე მასთან დარჩნენ, ერთ საწოლში მოთავსდნენ. ისეთი მთვრალები იყვნენ, ტანსაცმელი არც გაუხდიათ. დილით ანასტასიამ, გააღვიძა სამივე. ძლივს წამოდგა ფეხზე, თვალებ დახუჭული მოემზადა. თავი მარტო ლიზას სტკიოდა და წუწუნებდა. სამზარეულოში ჩავიდნენ, ყავა მოიმზადეს. -როგორ დგებით მეორე დღეს. ოცდაოთხი წლის ვარ და ამდენი არ დამილვია აქამდე, თქვენ კიდევ სულ ამდენს სვამთ. ვკვდები.. - მაგიდაზე ედო თავი ისე უყურებდა ბავშვებს. -სუსტი ხარ გენაცვალე შენ, არადა რო კითხო, ყველაფერში მაგარი გოგოა. -მომაშორეთ ეს არსება მეძინება. - დამიანეზე მიანიშნა ხელით - წამოხტით ეხლა და წავედით მაგვიანდება სამსახურში. - ხელი მოხვია გოგოებს, ფეხზე წამოაგდო. საჯდომზე მოსცხოთ სიცილით ხელი და კარისკენ გააგდო ორივე. სამსახურში მისულს, სულ დაავიწყდა დაღლა და უძილობა, ისე ჩაერთო საქმეში და დარბოდა ერთი პალატიდან მეორეში . შესვენებაზე მოიკრიბა ძალები და ისევ განაგრძო კლინიკის მფლობელთან მიდიოდა, უნდა შეუთანხმდეს ოპერაციაზე და ისაუბროს პაციენტის მდგომარეობაზე. როდესაც მხარი გაჰკრა ვიღაცას. - უკაცრავად.. - მხოლოდ ამით შემოიფარგლა. ცხვირში ნაცნობმა სურნელმა მიუღიტინა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. პაციენტის მდგომარეობა, საკმაოდ რთულად იყო და ამაზე იყო გადართული. კარზე აკაკუნებს და მალევე შედის - გამარჯობა, ბატონო გურამ... - გაგიმარჯოს ელიზაბეტ, შემოდი დაჯექი, რამ შეგაწუხა? - ბატონო გურამ, პაციენტზე მინდა დაგელაპარაკოთ. რომლის მდგომარეობაც რთულადაა. ყველაფერი მზადაა ოპერაციისთვის და შეგიძლიათ მოემზადოთ. - დღეს ჩემი თანაშემწე იქნები, შენც მოემზადე. - კარგით.. მაშინ დაგტოვებთ და მივხედავ საქმეს. - სწრაფად წამოდგა და დატოვა კაბინეტი. ბოლოჯერ ითათბირეს, სხვა ექიმებთან. რომლებიც ამ ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას, ოპერაციაზე პირველად არ შედის, მაგრამ მაინც ღელავს. რამდენიმე საათიანი, დამღლელი ოპერაციის შემდეგ, როცა ყველაფერი კარგად დასრულდა, ჭრილობა გასაკერად მას დაუტოვა გურამმა და საოპერაციოდან გამოვიდა. მალე დაასრულა გაკერვა, პირბადე და მოსაცმელი მოიშორა და გარეთ გამოვიდა. ცოტახანი დაისვენა, განიმუხტა და სახლში წავიდა. მისულს დედა სახლში დახვდა. - ჩემი პრინცესა მოვიდა, როგორ ჩაიარა დღემ? - ძალიან მაგარი იყო არ მეგონა ასეთი კმაყოფილი თუ ვიქნებოდი , ბევრი პაციენტი ჰყავდა გურამს. ოპერაციაზეც დამასწრო, რთულად იყო საქმე, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პირველი არ იყო, ჩემთვის და ძალიან არ მინერვიულია. - როგორ შეიძლება. მთელი დღე ავადმყოფ ხალხთან ერთად ყოფნამ , კმაყოფილება მოგანიჭოს. მე პირველად ცუდათ გავხდი, ცუდათ მყოფი ადამიანი, რომ დავინახე. ძნელად შევეგუე. -დე არ გშია? -კი დედუცი. - კარზე ზარის ხმა გასიმა. კარის გასაღებად წავიდა, გაკრეჭილი დამიანე და ანაბელი დახვდა. - მოგენატრეთ ხოო?! - სიცილით უთხრა გოგომ. - თან , როგორ ! - მანაც გაუღიმა. - ჩემი სიხარულები. - ორივეს ხელი მოხვია ბიჭმა და სამზარეულოში შეუძღვა. ოთხივემ ერთად ივახშმეს. შემდეგ ლიზა ოთახში ავიდა, შხაპი მიიღო და უკან დაბრუნდა. ფილმი ჩართეს, პოპკორნი მოიმარაგეს და ყურებას შეუდგნენ. - არ წავიდეთ დასასვენებლად სადმე? - იკითხა ანაბელმა. - კარგი იდეეაა, ცოტახანი დავისვენებთ. - მოუწონა იდეა დამიანემ. - მე ვერ წამოვალ, თქვენ თუ გინდათ წადით. - რატოო? - მოიწყინა გოგონამ. - იმიტომ , რომ სექტემბრიდან უნივერსიტეტის გამო, ისედაც მხოლოდ სამი დღე შევძლებ სავადმყოფოში ყოფნას. მინდა კარგად შევეჩვიო და ალღო ავუღო იქამდე. - კაიიი, რა მთელი ცხოვრება, იქ უნდა გაატაროო.. - დამიანე, შენ მაინც, ხომ გესმის ჩემი?! - მესმის, ჩვენ წავიდეთ და შევაშუროთ სურათებით. - სიცილით უთხრა ბიჭმა. ივლისმა მსგავსი გრაფიკით განვლო , წავიდნენ დასასვენებლად ბავშვები. სხვა ქვეყანაში გზავნიდნენ ტასოს, სემინარებზე, ამიტომ მხოლოდ ლიზას უწევდა სახლში დარჩენა. დედა თავიდან უარზე იყო წასვლაზე, მაგრამ მაინც გაუშვა მივხედავ თავს როგორმე ნუ ღელავო. პირველად დააგვიანა სამსახურში რადგან დედა არ ჰყავდა, რომ გაეღვიძებინა. შემდეგ ნელნელა კალაპოტში ჩადგა. საუზმობასაც ასწრებდა და ისე მიდიოდა. ყავას სვავდა, დამიანემ, რომ დაურეკა. - გისმენ დამი -დილამშვიდობის ლიზიკუნა, რას აკეთებ? - ყავას ვსვავ, თქვენ? - რავიცი სისხლს მიშრობს, ეს გიჟის განსახიერება. - მინდა თქვენთან. - მოწყენილმა ამოილაპარაკა - ჩვენც ძალიან მოგვენატრე, კუსკუს. - კაი, გკოცნით, გავიქეცი სამსახურში. ტაქსი გაოიძახა. დაელოდა ,რომ მოვიდა გარეთ გავიდა. ჩაჯდა მისამართი უკარნახა და კარგად მოთავსდა. ეზოში მყოფ რეზიდენტებს მიესალმა და უკანალის რხევით შიგნით შევიდა. მას გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი ამოუდგა. -როგორ ხარ?- მშვიდად, ურეაქციოდ მიდიოდა ბიჭის თანხლებით. წამლების სუნით გაჟღენთილ დერეფანში. -კარგად ლევან, შენ? -კარგად გმადლობ. ხვალ შენც მორიგე ხარ ხო? -კი ერთად გვიწევს მორიგეობა. - მოკლე პასუხებს აძლევდა. -მთელი ზაფხული იმუშავებ? -ხო.. -არ დაიღლები? - რამე გინდა ?! - აშკარად სიუხეშე, გამოავლინა და ბიჭს თვალებში ჩააშტერდა. -არაფერი, უბრალოდ მეგობრობა მინდა. - არ დაიბნა ბიჭი და გაიკრიჭა. - მაპატიე, ცუდად გამომივიდა. -არაფერია, პასუხი ? - კაი, რა პრობლემაა. - გაუღიმა ბიჭს და კაბინეტში შევიდა. ლევანის, ხასიათი საკმაოდ კარგად შეისწავლა და იცოდა როგორი ტიპიც იყო. თავიდანვე ძალიან ლაღად იქცეოდა ყველასთან , ახლაც ასეთია მუდამ პოზიტიური, უკომპლექსო და თავისუფალი. არ გავს სხვა ბიჭებს, სულელური ჩვევები და შეხედულებები, რომ აქვთ. ამიტომ, უარი არ უთხრა მეგობრობაზე. პაციენტების მიღება დაიწყო, საკმაოდ დატვირთული და მძიმე დღე იყო. შესვენებაზე კაფეტერიაში ჩავიდა. კარტოფილი ფრი, ნატურალური წვენი აიღო და მაგიდასთან დაჯდა. მალე ლევანიც შევიდა, ყავა აიღო და გვერდით მიუჯდა. ცოტახანი ისაუბრეს. ლიზას, სავადმყოფოში ყოფნის საათები ამოიწურა და სახლში წაკუსკუსდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.