შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაფიის ბოსი! თავი 8 (1D Fanfic) +18


22-04-2017, 02:56
ავტორი Katherine Linton
ნანახია 2 638

-ზეინი სანამ არ ამიხსნის რა ხდება არ გამოგყვებით
-ქალბატონო ეს სასწრაფოა. საქმე თქვენს და ბავშვის სიცოცხლეს ეხება
-ამიხსნით რა ხდება
ზეინი შემოვიდა ოთახში სწრაფი ნაბიჯით
-ჯესიკა სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან მანქანაში აგიხსნი ყველაფერს.
ზეინმა ლილი და მე მანქანასთან ჩაგვიყვანა და ლილი რომ ჩასვა მომიბრუნდა.
-ახლა ძალიან ყურადღებით მომისმინე ჯესიკა. პატარ-პატარა მაფიის ოჯახები გაერთიანდნენ ჩემს წინააღმდეგ და მალე ომი დაიწყება. შენ და ლილი სამალავში უნდა იყოთ სანამ ყველაფერი არ დასრულდება.
-და შენ?
-მე უნდა ვიზრუნო რომ ჩემს ოჯახს არაფერი მოუვიდეს და ადგილზე მოვსვა ზოგიერთი გამო*ლევებული როჟა.
-ბუნკერში ლილი როგორ იცხოვრებს ზეინ?!
-უბრალოდ დამიჯერე. შენთან ერთად იცხოვრებს როგორღაც.
-მე ამას არ დავთანხმებულვარ. მთელი ცხოვრება ბუნკერებში უნდა მაცხოვრო ეს ომი თუ არ დასრულდა?
-შენი თანხმობა არც მჭირდება
შევატყვე რომ ბრაზდებოდა, მაგრამ არ ვაპირებდი სადღაც მიწისქვეშეთში ცხოვრებას.
-ვიცი მაგრამ ძალით ვერ წამიყვან
-ცდები ჯესიკა, ძალიან ცდები. იცოდე ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ნუ მაიძულებ ძალა ვიხმარო შენზე, ძალიან არ მინდა ამის გაკეთება.
-მართლა? და მე რა მინდა ეგ არ გაინტერესებს?
-ჯანდაბა! უბრალოდ ჩაჯექი მანქანაში
დამიღრიალა გაცეცხლებულმა და მანქანას ხელი დაარტყა ძლიერად.
მანქანის კარი გამოაღო და მომაშტერდა
ადგილიდან არ დავძრულვარ.
სახე ისევ დაუმშვიდდა.
-უბრალოდ ერთხელ დამიჯერე და გააკეთე რასაც გეუბნები. ეს ჩვენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი.
-საქმეც მაგაშია. შენს გარშემო ყოველთვის ეს სიტუაცია იქნება და შენ გინდა რომ ჩვეულებრივი ოჯახობანა ვითამაშოთ ვითომ არაფერი ხდება?! ჯანდაბას მე არჩევანი არ მაქვს, მაგრამ ლილი ამას არ იმსახურებს
-და რას მირჩევ გავაშვილო? კიდევ ერთხელ ოჯახის დაკარგვას არ ვაპირებ.
მისმა სიტყვებმა დამაფიქრა. კიდევ ერთხელ? ანუ მას ოჯახი დაუხოცეს? იქნებ მართლაც დროებითია ეს ყველაფერი? იქნებ ეს აურზაური და ჩხუბი არ ღირს. ზეინს ვერ შევცვლი და ვერც ლილის ჩამოვაშორებ ამ მაფიოზურ გარჩევებს, იმიტომ რომ ის მისი შვილია და ამ ოჯახის ნაწილია. მეტიც ძალიანაც რომ მოვინდომო ახლა სხვა გზა არ მაქვს, ზეინს უნდა დავუჯერო.
მანქანაში ჩავჯექი და ზეინიც გაემართა თავისი მანქანისკენ.
ეს ომი ცუდ დროს დაემთხვა. ზუსტად მაშინ როცა გამომძიებელი ჩაერთო საქმეში. იქნებ ესეც ჩემების პროვოცირებულია? არა ამას ვერ მოიფიქრებდნენ. ზეინი უნდა გავაფრთხილო.
მანქანიდან გადმოვედი და მისკენ გავიქეცი რომ მიმესწრო სანამ ჩაჯდებოდა. ლილიც გამომყვა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ზეინმა რომ დამინახა გაბრაზდა.
-ამის დედაც! ჯესიკა უკვე წასული უნდა იყოთ.
-ზეინ ერთი გამომძიებელი დაადგა შენს კვალს. ახალი რომელიც ახლახანს ჩამოვიდა.
-საიდან იცი? მიპასუხე!
პასუხი ვერ გავეცი.
-ყველაფერი გასაგებია.
-ჩაილაპარაკა და მანქანაში ჩაჯდა.
-ზეინ ეგ იქამდე იყო სანამ ლოს ანჯელესში ჩამოვიდოდი და სანამ ლილიზე გავიგებდი
-უბრალოდ დაბრუნდით იმ დედა მოტ*ნულ მანქანაში და წადით. მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.
ის მანქანა რომელშიც მე და ლილი ვიჯექით ცოტა მოშორებით იდგა. ზეინმა ხელით ანიშნა მძღოლს რომ ახლოს მოსულიყო. მანქანის დაქოქვა და დამაყრუებელი აფეთქების ხმა ერთად გაისმა. ერთი რაც მოვიფიქრე ლილის გადავეხვიე. ორივე დავეცით ინერციით.
ცოტა ხანი ყურებში აუტანელი წუილი მესმოდა, მერე ლილის ტირილი მომესმა.
-კარგად ხარ საყვარელო?
ძალიან შეშინებული იყო. მაგრად ჩამეხუტა.
-ჩშშშ! ნუ ტირი, ხომ არაფერი დაგიშავდა?
-არა
ძლივს წარმოთქვა ზლუქუნით
ზეინი მოვარდა ჩვენთან და მუხლებზე დაეშვა
-კარგად ხართ?
ლილი ახლა მას მოეხვია. მე ჯერ კიდევ შოკში ვიყავი.
ხომ შეიძლებოდა მე და ლილი ავფეთქებულიყავით.
უბრალოდ ვიჯექი ცივ ასფალტზე და ცეცხლწაკიდებულ მანქანას მივშტერებოდი.
-ჯესიკა! ჯესიკა შემომხედე
თავი მისკენ მივატრიალე მაგრამ თვალწინ ისევ ის გამოსახულება მედგა.
-კარგად ხარ?
-არა! არ ვარ კარგად! რომ არ გადმოვსულიყავით... ღმერთო ზეინ წარმოგიდგენია რა მოხდებოდა? ან ლილი რომ არ გამომყოლოდა უკან?
თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. ესეც შოკის ბრალი იყო. სულ ვკანკალებდი.
მან მიმიხუტა ვითომ დასამშვიდებლად. ახლა უბრალოდ ძალა არ მქონდა რომ ის მომეშორებინა.
-ხომ ხედავ ჯესიკა არსად არ ხარ უსაფრთხოდ ამიტომ რაც მალე დაიმალებით მით უკეთესია.
-არსად არ წავალ!
-გთხოვ თავიდან არ დაიწყო
-ყველა მანქანას შეამოწმებ რომელშიც ჩვენ ოდესმე ჩავჯდებით? მიპასუხე
-ჯესიკა...
-რა გარანტია გაქვს რომ ბუნკერში უკვე არ შეაღწიეს და ისიც არ დანაღმეს?!
-იქ შეღწევა ეგეთი ადვილი არაა. მხოლოდ ჩემ ხალხს აქვს ყველა კარის პაროლი.
-შენს ბანდაში გამყიდველი რომ იყოს?
-მე მჯერა მათი. უბრალო ბანდა არაა ჯესიკა, ეს ოჯახია.
-ნუ ცდილობ დამაჯერო რომ ეგეთი კეთილი და გულუბრყვილო ხარ. ჩემი თვალით დავინახე ადამიანი ცოცხლად რომ დამარხე.
-იმიტომ რომ საჭირო იყო!
-რა იყო საჭირო? რა დაგიშავა ნინამ?
-ნინას მამამ ჩემი მშობლები მოკლა. ჩვენს სახლს ცეცხლი წაუკიდა. თვითონ ნინა კიდევ მისი კლანის ჯაშუში იყო. გერმანიიდან აქაური მაფიის ხელში ჩასაგდებად ჩამოვიდა მათი ოჯახი და ნინაც კარგად გაწვრთნილი ვირთხა იყო. ახლა ვინ არის გულუბრყვილო?
მთელი ამ დიალოგის განმავლობაში ორივე ვყვიროდით და ლილი სულ დაგვავიწყდა.
-ნუ ჩხუბობთ!
თქვა მან ტირილით.
-ჯესიკა ამჯერად მე თვითონ მიგიყვანთ ორივეს და სანამ არ დავრწმუნდები რომ დაცულად ხართ არ დაგტოვებთ.
ზეინის მონათხრობმა კიდევ დამიმატა შოკი. ნინა აგენტი? ლუიც მისი გეგმის ნაწილი იყო? მაგრამ მათ ხომ შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი. ახლა ალბათ თავი გამისკდება ამდენი ინფორმაციით და ფიქრით. ზეინმა მანქანაში ჩაგვსვა. საწყალი ლილი ჩემს ხელზე ჩაბღაუჭებული შეშინებული იყურებოდა. მუცელში ტკივილი ვიგრძენი. თავიდან თავი შევიკავე მაგრამ შემდეგ გაუსაძლისმა ტკივილმა მაიძულა და ორივე ხელი მუცელზე წავივლე.
-ჯეს რა გჭირს? შეშინებულმა ლილიმ მკითხა.
-ცუდად ხარ?
ტკივილისგან პასუხსაც ვერ ვცემდი.
ზეინმა სარკიდან გამოიხედა, რომ დამინახა უეცრად მანქანა მოაბრუნა
-ცოტა მოითმინე ჯესიკა.
ჩემი გეგმა ამ ბავშვის იარაღად გამოყენება იყო ზეინის მიმართ და მის მიმართ გრძნობა თავიდან არ მქონდა, მოშორებაც კი მინდოდა. ახლა კი ძალიან არ მინდა ბავშვი დავკარგო. პატარა ადამიანი რომელიც ჩემს სხეულში იზრდება. ამ წამებში ყველაზე მეტად გავიაზრე თუ რა გრძნობაა დედობა.
მანქანა გაჩერდა. ზეინმა ხელში ამიყვანა და შენობაში შემიყვანა. მიმღებში ექთანმა ზეინი რომ დაინახა ეგრევე ექიმს დაურეკა და ძალიან მალე აღმოვჩნდი პალატაში. რაღაც წამლები დამალევინეს და დამეძინა.
უცნაური სიზმარი ვნახე. ყველა ის ადამიანი ვინც მე ამ შურისძიებაში ჩავრთე იდგა და ზეინს იარაღს უმიზნებდა. ის ის იყო უნდა ესროლათ რომ ზეინს გადავეფარე. რამდენიმე ტყვია მუცელში მომხვდა და მიწაზე დავეცი.
ყვირილით გამომეღვიძა. ექიმი იჯდა ჩემს საწოლთან და რაღაცას იწერდა ბლოკნოტში.
-კარგად ხართ? მკითხა როდესაც შეშინებული დამინახა
-არ ვიცი. მე უნდა გკითხოთ კარგად ვარ თუ არა.
-თქვენ კი...
-ბავშვი?
-თქვენი პატარაც კარგადაა. თქვენი მეორე ბავშვი კი სამწუხაროდ არა
-ლილი? რა სჭირს?
-შინაგანი სისხლდენა. ახლა საოპერაციოშია
-რა? ექიმო ხომ კარგად იქნება?
-ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ. ბავშვისთვის საკმაოდ მძიმე ტრამვები აქვს. ხომ ვერ მეტყვით საიდან შეეძლო მიეღო?
-ჩვენ მანქანა აგვიფეთქეს და ახლოს ვიდექით. ინერციით ძირს დავეცით ორივე.
-გასაგებია.
-ექიმო ყველაფერი იღონეთ და ლილი გადაარჩინეთ.
-სწორედ იგივე მოვისმინეთ თქვენი მეუღლისგან, მაგრამ მოგეხსენებათ თავს ზემოთ ძალა არ არის. ჩვენ ყველაფერს ვიზავთ რომ გოგონა გადავარჩინოთ და დანარჩენი ჩვენზე აღარაა დამოკიდებული.
ექიმი ოთახიდან გავიდა. ვერ მოვითმინე ასე ტყუილად წოლა და წამოვდექი. ლილის პალატა უნდა მეპოვნა. პალატიდან გამოვედი და იქვე ზეინი დავინახე, თავჩახრილი იჯდა სკამზე. წამიერად მომეჩვენა რომ ტიროდა. მან გამომხედა და წამოხტა სკამიდან.
არაადამიანურად სევდიანი სახე ქონდა.
-ჯესიკა რას აკეთებ? რატომ ადექი?
-ლილი უნდა ვნახო
ცრემლები ვერ შევიკავე. ის მომეხვია
-ჩვენი გოგო კარგად იქნება. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, მაგრამ შენც პირობა მომეცი რომ ასე აღარ შემაშინებ. ჯესიკა დიდი ხანია, იმაზე მეტად აღგიქვავდი ვიდრე ამას გაგრძნობინებდი. შენ სხვა ჩემი მსახურების დონეზე ჩემთვის არასდროს ყოფილხარ, თუმცა თავს ასე გაგრძნობინებდი, იმიტომ რომ მეშინოდა. მეშინოდა არ შემყვარებოდი და მერე არ დამეკარგე. მაინც შემიყვარდი და შენს დაკარგვას ვერ გადავიტან.
ახლახანს ზეინმა სიყვარული ამიხსნა. ერთდროულად უამრავმა გრძნობამ მომიარა. გამახსენდა მასთან გატარებული კარგი მომენტები, მის ოთახში, შხაპის ქვეშ. ძალიან მინდოდა იმის დაჯერება რომ მას ვუყვარდი და ამიტომ დავიჯერე კიდეც.
მან პალატაში შემიყვანა და დაწოლაში დამეხმარა.
-ზეინ აქ დარჩი
ვთხოვე მას და ისიც უსიტყვოდ დაჯდა საწოლის კიდეზე.
ექიმი შემოვიდა ოთახში და ზეინი გარეთ გაიყვანა. მეც მინდოდა გამეგო მაგრამ რატომღაც არ თქვა ჩემთან. ზეინი დიდი ხანი არ გამოჩნდა ამის მერე. მივხვდი რაღაც ცუდად იყო, მაგრამ დაჯერება არ მინდოდა.
ექთანი შემოვიდა ჩემს შესამოწმებლად.
-უკაცრავად ლილი მალიკი როგორაა?
-ვერ გეტყვით
-რატომ? მე მისი დედა ვარ
-არ მაქვს უფლება
-უბრალოდ მითხარით ის... ბურთი გამეჩხირა ყელში.
ცემი პატარა ლილი.
ექთანმა სევდიანად შემომხედა.
კანკალმა ამიტანა და ავქვითინდი.



ძალიან დაგვიანებული თავი.



№1  offline წევრი triniti

Ar myofnis es tavebiagram ras vizav male dade ra da lilic ar momikla raaa.

 


№2  offline წევრი Katherine Linton

triniti
Ar myofnis es tavebiagram ras vizav male dade ra da lilic ar momikla raaa.


ვიცი ეს ძალიან პატარა გამოვიდა, მაგრამ მეტს ვერ ვახერხებ. შევეცდები იმედი არ გაგიცრუოთ

 


№3 სტუმარი Guest ლამაზთვალება

ძალიან კარგი თავი იყო.. შეიძლება ითქვას რომ გასაოცარი.. )) მომწონს ეს ისტორია.. მაგიჟებს.. ლილი ძალიან მომწონს არაფერი დამართო თორე მე მოგკლავ იცოდე ავტორო :D.. ამმმ.. და ხო თუ შეძლებ ხვალ დადებ მომდევნო თავს? დღეს დაწერე და ხვალ დადე გთხოვ რა.. ვიცი შეიძლება დაკავებული ხარ მაგრამ ძააან ძააან ძაან ძაააააან გთხოვ ხვალ დადე რა ❤❤

 


№4  offline წევრი Katherine Linton

Guest ლამაზთვალება
ძალიან კარგი თავი იყო.. შეიძლება ითქვას რომ გასაოცარი.. )) მომწონს ეს ისტორია.. მაგიჟებს.. ლილი ძალიან მომწონს არაფერი დამართო თორე მე მოგკლავ იცოდე ავტორო :D.. ამმმ.. და ხო თუ შეძლებ ხვალ დადებ მომდევნო თავს? დღეს დაწერე და ხვალ დადე გთხოვ რა.. ვიცი შეიძლება დაკავებული ხარ მაგრამ ძააან ძააან ძაან ძაააააან გთხოვ ხვალ დადე რა ❤❤


მიხარია რომ ასე მოგეწონა <3 შევეცდები ყველანაირად დღეს დავწერო.

 


№5  offline წევრი anano-nia

rodis dadeb momdevnotavs❤️

 


№6  offline წევრი Katherine Linton

[right][/right]
anano-nia
rodis dadeb momdevnotavs❤️


შევეცდები დღეს ღამით დავდო <3

 


№7  offline წევრი anano-nia

dagelodebi ardavidzineb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent