შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-გამარჯობა, ცოლად გამომყვები? ( დასასრული )


22-04-2017, 11:25
ნანახია 3 526

ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა უმიზეზოდ სევდიანდება ადამიანი და იღლება ყველაფრით,ყველაზე ცუდი შეგრძნებაა,თითქოს არავინ გინდა საერთოდ, შენი თავიც კი, უბრალოდ გინდა საკუთარი თავიდან გახვიდე იხეტიალო და ისევ მოხვიდე,ისეთი შეგრძნებაც შეიძლება გქონდეს რომ სულ მარტო ხარ, რომ ირგვლივ ყველაფერი სიყალბეა,არაფერი გაინტერესებს და უბრალოდ სიმშვიდე და სიჩუმე გინდა. ეს ის შემთხვევაა როცა გგონია,რომ ყველაფერი მოგბეზრდა და არ აღიარებ ამას საკუთარ თავთან,უბრალოდ ზიხარ და ელოდები იმას, რომ ეს ყველაფერი თავისით გადაგივლის...
ახლა ვთვლი, რომ ჩემ ცხოვრებაში ეს ყველაფერი დასრულდა. მიუხედავად ბევრი ავდრიანი დღეებისა მაინც გამოიდარა !
ცხოვრებამ ბევრი რამე მასწავლა ცუდიც და კარგიც. ისიც მასწავლა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც გვინდა. მხოლოდ ათასში ერთს უღიმის ბედი, მაგრამ მან არ იცის არაფრის ფასი, არ იცის რას ნიშნავს, როცა ყველაფერს აკეთებ მიზნის მისაღწევად და მიზანს აღწევ. არ იცის რა გემო აქვს გამარჯვებას, ეს იმიტომ, რომ მას არ სჭირდება ბრზოლა. ადრე მშურდა ასეთი ადამიანების, რადგან მათ ყველაფერი ჰქონდათ რაც უნდოდათ. ახლა ვხვდები, რომ ამაში კარგი არაფერია. ასეთ ადამიანებს ცხოვრების მიზანი არ გააჩნიათ!
ჩემი მიზანი ბედნიერება იყო და ამ მიზანს ნიკასთან ერთად მივაღწიეთ.
ჩვენ გვაბედნიერებს ერთმანეთი, გვაბედნიერებს ჩვენი პატარა ბინა, გვაბედნიერებენ ჩვენი მეგობრები. ჩვენ ბედნიერები ვართ ყოველგვარი სასახლეებისა და დრაკულების გარეშე.
მე მაბედნიერებს პატარა ბეჭედი თითზე, რომელსაც როცა არ უნდა დავხედო მეღიმება. მაბედნიერრებს ნიკასთან ერთად ყოფნა. უზომოდ ბედნიერი ვარ ! სხვანაირა ვერც იქნება, როცა გვერდით ნიკა მყავს.
იმ აზრს უკვე შევეგუეთ, რომ ჩვენი შვილი ვერასდროს გვეყოლება.
მტკივნეულია ამის გაგება და გააზრება, მაგრამ ალბათ ასეა საჭირო. რახან ასე მოხდა ანუ ასე უნდა ყოფილიყო.

***
ისეთი ამინდი იყო ამ დღეს, რომ შეეფერებოდა. მზიანი და ნათელი.
პატარა სახლის დიდ ეზოში ვიდექი ნიკასთან ერთად და სახლის კარს ვუყურებდი. ნიკამ შემომხედა, მაკოცა და სახლში შევედით.
ისეთი ჟრიამული იყო ყველა ერთად თამაშობდა.
პატარა გოგონა, რომელიც საოცრად ლამაზი იყო მარტო იჯდა და თოჯინას ესაუბრებოდა.
ისე საყვარლად უხსნიდა რაღაცას, რომ გამეღიმა.
ტალღოვანი ქერა თმა მხრებამდე სწვდებოდა, სულ თეთრი იყო და პატარა, გალეული. ზღვისფერი თვალები ისეთი წყლიანი ჰქონდა, მეგონა სადაცაა იტირებდა.
ანგელოზი იყო ნამდვილი. ის იყო მესამე ბედნიერება ჩვენთვის. გოგონა, რომელიც გვეყვარებოდა ისე როგორც საკუთარი შვილი.
ბედნიერი ვიყავი მისი დანახვით.
ჩვენ ვიყავით ბედნიერები ერთად.
დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისეა როგორც უნდა ყოფილიყო !


მთლად ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მინდოდა, მაგრამ არაუშავს.. იმედია კოგეწონებათ. მადლობა, რომ კითხულობდით.



№1  offline წევრი Gimilis gogo

ეხლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა მართლა ძალიან მაგარი იყოო, რეალობას ჰგავს.. ბოლო მომენტზე გული დამწყდა როცა დაწერე რომ საკუთარი შვილი არ ჰყავდათ მაგრქმ რაც იყო კაი იყოო

 


Gimilis gogo
ეხლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა მართლა ძალიან მაგარი იყოო, რეალობას ჰგავს.. ბოლო მომენტზე გული დამწყდა როცა დაწერე რომ საკუთარი შვილი არ ჰყავდათ მაგრქმ რაც იყო კაი იყოო

დიდი მადლობა ❤❤

 


№3 სტუმარი Mariami

11tavi agar aqvs?

 


Mariami
11tavi agar aqvs?

ეს არის 11 თავი ანუ დასასრული :დ <3

 


№5 სტუმარი ani

ეხა წავიკითხე ყველა თავი და რაგაც ეს ბოლო უაზროდ გააგრზელე....მინდოდა კარგი გამოსულიყო მაგრამ რასვიზამტ ყველაფერს ტვინი უნდა იქნებ სცადო და გააგრზელო??? <3 ზაან გაგვახარებ ყველასს kissing_heart kissing_heart წარმატებებიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent