შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების კვალდაკვალ ნაწილი 3


22-04-2017, 19:16
ავტორი ლილუუ
ნანახია 1 496

ლილუ კდელთა იჯდა ცივ იატაკზე და ცრემლები სდიოდა, ვერ ხვდებოდა სად დაუშვა შეცდომა იოანესთან ურთიერთობაში, მაგრა ერთი იცოდა, მას დახმარება სჭირდებოდა. გეგა მართალი იყო, ამ ბიჭს რაღაც ჭირდა და უნდა გაეგო რა. იოანე ახლა ისევ იმ ბიჭად ქცეულიყო, ბაღში ლილუმ რომ დაიცვა უფროსი ბავშვებისგან და ის ახლაც ასე ითხოვდა დახმარებას, როგორც მაშინ. იოანე მართლაც ძალიან შეცვლილიყო. შეიცვალა მისი ქცევა, დამოკიდებულება მეგობრებისა და ოჯახის წევრების მინართ, შეიცვალა მისი ხასიათი, მისი უძირო ლურჯი თვალებიც შეიცვალა ასე ძლიერ რომ უყვარდა ლილუს პირველივე დანახვისას. მის წინ თითქოს უცნობი ბიჭი იდგა და არა ის იოანე, რომლის ერთი გამოხედვითაც გოგონასთვის ყველაფერი ნათელი იყო. ლილუ იცნოდა მის შინაგან სამყაროს და იცოდა ახლაიქ კარგი არაფერი ხდებოდა. ნელა წამოდგა, აკნკალებული ხელებით აიღო მობილური და ნაცნობ ნომერზე დარეკა, მალევე უპასუხა ბიჭის ბოხმა ბარიტონმა და ლილუმაც ცრემლნარევი ხმით თქვა:
-გეგა, ჩემთან ამოდი, უნდა ვილაპარაკოთ.

იოანე კარგა ხანს დადიოდა უგზო-უკვალოდ ქუჩებში და ნერვიულად ცდილობდა გაბრაზების დამალვას. თავადაც ვერ გაეგო ასეთი როდიდან გახდა. როდიდან იქცევა ასე ახლობლებთან. ლილუ ანგელოზი იყო მის ცხოვრებაში და ახლა ისე გათელა ფეხქვეშ და დაამცირა, წამითაც არ დაფიქრებულა. უკანასკნელი ნაძირალასავით გრძნობდა თავს, მაგრამ ემოციების სწორად გამოხატვა უჭირდა. იმ 6 წლის განმავლობაში თითქოს ემოციებისგან შორს ყოფნა ისწავლა, მისი სული და სხეული განცალკევდა და შიგნით მომხდარი ცვლილება ტვინამდე ძნელად თუ იკვლევდა გზას. ეს ერთგვარად დამცავი ბარიერი იყო, რათა ტკივილისთვის აერიდებინა თავი და მოგონებები დაეხშო. რამდენად გამოსდიოდა ეს სხვა საქმე იო, მაგრამ საქართველოში დაბრუნებული ახლიდან შეეჯახა ყველა გამოწვევას და მისმა სულმაც ახლიდან განიცადა ის ტანჯვა, რასაც ადრე ძლივს გადაურჩა. იცოდა, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. ინგლისში თითქმის უკეთ გრძნობდა თავს, აქ კი ყველაფერი ისევ კაშკაშა და ნათელი ხდებოდა. თავი გააქნია ამაზრზენი მოგონებების გასაფანტავად და მამამისის წინადადება გაახსენდა, კომპანიაში შენთვის ადგილი მაქვსო. ლილუს სახემ კიდევ ერთხელ გაუელვა გონებაში, მაგრამ სწრაფად წავიდა დანიშნლების ადგილისკენ და თავს დაფიქრების საშუალება არ მისცა. მალევე გამოიკვეთა ნაცნობი შენობის სილუეტი და უკითხავად შრეაბიჯა შიგ. არც მოსამსახურე პერსონლის გაოცებული სახეებისთვის მიუქცევია ყურადღება და არც მდივნის ყვირილისთვის მამათქვენი გასულია და კაბინეტში სტუმარი ელოდებაო. პირდაპირ შეაღო კაბინრეტის კარი და შიგნით შევიდსა.
-იოანე?!_ ნაცნობმა ხმამ ადგილზე მიაყინა და კარს მიეყრდნო, რომ არ დაცემულიყო. ნელა მიბრუნდა ხმის მიმართულებით და სცადა შიშს მორეოდა.
-მაშ, დაგვიბრუნდი, იო?_ კვლავ დათაფლული ხმით გააგრძელა კაცმა და მოლოდინით მიაჩერდა. ბიჭი ხმას არ იღებდა. მის გონებაში ერთიანად ამოტივტივდა ყველა მოგონება, ღამღამონით უკითხავად რომ ურღვევდნენ ძილს კოშმარებით. თითქოს ახლიდან განიცადა ყველაფერი.
-გეშინია, იოანე?_ ირონიული გაუხდა ტონი კაცს და დანელიასკენ დაიძრა.
-ახლოს მოსვლა არც გაბედო!_ ზიზღით წამოიყვირა და გველნაკბენივით მოშორდა კაცს, მაგრა მან მისკენ სხვლა განაგრძო და წინ დაუდგა. იოანეს მუხლები ეკვეთებოდა, თავს ვერაფერს უხერხებდა. ამ კაცის წინაშე სრულიად უსუსური, პატარა ბავშვივით შეშინებული იდგა და გაქცევას ნატრობდა, თუმცა მის სახეს ვერ გაექცა და6 წლის მანძილზე სულ თვალწინ ედგა. რამდეჯერ უნატრია უკან დაბრუნება და მისთვის საკადრისი პასუხის გაცემა, მაგრამ ახლა აქ იყო და არაფრის გაკეთება შეეძლო.
-ნუ გეშინია, იო, არ გატკენ,_ გაუღიმა კაცმა და სახეზე ნაზად შეეხო. მისი შეხება და იოანეს გამოფხიზლება ერთი იყო. ხელი აუკრა და უკან დაიწია, თან ზიზღით აღსავსე მზერა მიაპყრო.
-არ გაბედოთ და არმომიახლოვდეთ!
-ჩემი გეშინია? ისევ ის საცოდავი ბავშვი ხარ, კაცურად მოქცევაც არ შეგიძლია, მიდი, მაშინდელივით ატირდი და შემევედრე,_ საშინლად კმაყოფილი და ირონიული გაუხდა კაცს ხმა. ბიჭს თვალებში სისხლი ჩაექცა და აკანკალდა.
-მე შენ გაჩვენებ კაცობას შე მართლა არაკაცო, შე **,_ კბილებში გამოსცრა, საყელოში ეცა და კარზე მიახეთქა. კაცმა მისი მოცილების მიზნით ორივე ხელი მხრებზე დაადო, მკლავზე ჩამოუცურა და უკან უბიძგა. მის შეხებაზე ელვის სისწრაფით გახტა უკან და გაღიზიანებულმა შეხედა მომღიმარს.
-აქ რა ხდება,_ ხმაურზე გაოცებული შემოვიდა უფროსი დანელია
-არაფერი, პარტნიორო, ახლა ვეუბნებოდი იოანეს, რომ მალე დავნათესავდებით, ჩემი ვაჟი და შენი ქალიშვილი არაჩვეულებრივ ოჯახს შექმნიან.
-ო, გივი, რა თქმა უნდა, იოაემჯერ ამის შესაცხებ არ იცოდა, არც ჩვენი პარტნიორობის..._ მეტის მოსმენა და აღქმა ვეღარ შეძლო იოანეს ტვინმა, ერთი შებაებაცდა და გიჟივით გავარდა გარეთ, არც მამის გაოცებული სახისთვის შეუხედავ და არც მის ძახილზე მიუხედავს უკან. ახლა მხოლოდ აქედან შორს ყოფნა უნდოდა. ამ კაცისგან შორს ყოფნა. სული ეხლიჩებოდა, ეგონა საცაა გასკდებოდა და ამ ტკივილის შესაჩერებლად არაფრის გაკეთება შეეძლო. ივე ხეს დაეყრდნო ორივე ხელით და აღებინა. თვალებაცრემლიანებულმა დაიღმუვლა და ბარბაცით გწავიდა გაურკვეველი მიმართულებით.

გეგა დათქმულ დროს მივიდა ლილუსთან და კარზე დააკაკუნა. გოგონამ შიგნიდან გამოსძახა ღიააო და ბიჭიც თამამად შევიდა მისაღებში. ის იყო უნდა მისალმებოდა, რომ ყავას გავაკეთებო აჯახა და სამზარეულოში გაიქცა. გეგას ეუცაურა მისი საქციელი და უკან გაყვა. ერთხანს უყურა როგორ ცდილობდა ლილუ აკნკალებული ხელებით რამის გაკეთებას, მერე კი მკავებში ჩაავლო და სკამზე დასვა. მისი ცივი ხელის მტევნები თავისაში მოაქცია და კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო.
-გეგა, შენ მართალი იყავი, იოანეს ჩვენი დახმარება სჭირდება, _ შესავლის გარეშე გადავიდა საქმეზე.
-ვიცი, მაგრ.... მოიცა, ეს რა არის,_ სახელოს შიგნით დალურჯებას შეფოთებული დააჩერდა
-ეს... არაფერი...
-იოანემ ქნა? რა ეტაკა, ეს როგორ...
-გეგა, დამშვიდდი, არ უნდოდა რამის ტკენა, აქ იყო, თავიდან თბილად მესაუბრა, წასვლის მიზეზზე არაფერი უთქვამს, მაგრამ მერე უცებ გაბრაზდა და ვერ მიხვდა რომ მტკენდა. გეგა, მას რაღაც ჭირს, რაღაც ძალიან ცუდი და უნდა გავიგოთ რა. ასეთი შეშლილი და ტკივილიანი არასოდეს მინახავს.
-ლილუ, დამშვიდდი, აუცილებლად ვიზამთ რამეს.
-რა შეიძლება მომხდარიყო ისეთი, რომ ყველა მიგვატოვა და გაიქცა, ახლა კი ასეთი დაგვიბრუნდა?_ უკვე მერამდენედ დასვა ეს უპასუხო კითხვა სათვალავიც კი აერია.
-წარმოდგენაც არ მაქვს, არაფერს ამბოიბს არავისთან,_ სასოწარკვეთილება იგრძნობოდა გეგას ხმაში. უჭირდა ძმაკაცს რომ ვერაფრით ეხმარებოდა.
-ჩვენ არ ვიცით, მაგრამ აუცილებლად იქნება ვიღაც, ვისაც ეცოდინება.
-მთავარია ეს ვიღაც ვიპოვოთ,-გამამხნევებლად გაუღიმა გეგამ ყიფიანს და მხარზე ხელი დაადო. ლილუმ თავი ვეღარ შეიკავა და ასლუკუნებული ჩაეხუტა. სწორედ გეგა ედგა გვერდით, როდესაც იოანე წავიდა და დარწმუნებულია, მისი იმედი ყოვეკთვის უნდა ჰქონდეს.

ის ღამე იოანემ თეთრად გაათენა. დაძინება ვერაფრით შეძლო. თვალების დახუჭვისთანავე გივის შეება და ხმა ახსენდებოდა და გამძვინვარებულს რამის ყველაფერი დაელეწა გარშემო. მაზოხისტურად იწამებდა თავს და მარტოდ-მარტო ცდილობდა ტკიილთან ბრძოლას. უბრალოდ, არ შეეძლო ვინმესთვის გულის გადაშლა. გაგიჟების ზღვარზე მყოფი ცდილობდა საღი აზრის შენარჩუნებას. მარტოობის ჟამს ხომ ყველაზე რთულია ამის გაკეთება. როდესაც ცხელ გულზე რაღაცას გადაწყვეტ, ძნელია განსაზღვრო მისი რაციონალურობა. იოანე კი ამქვეყნად ყველაზე მარტოსულად გრძნობდა თავს. თითქოს თავსაც უკრძალავდა რამე კარზე ფიქრს. მაგრამ ყველა ადამიანში დევს ბედნიერებისკენ სწრაფვის სურვილი. თუკი იოანე ამას არ აკეთებდა, მისი გული მაინც მიიწევდა კარგისკენ. დანელიამ ვერც გაიაზრა ისე მიადგა ლილუს უნივერსიტეტს. ლილუ იყო მისი ბედნიერება და გულიც მის კვალდაკვალ სიარულს აიძულებდა ბიჭს. უყურებდა და ხედავდა ბედნიერ, მონღიმარ გოგოს, მისთვის ყიფიანი უბრალოდ ლაღი სტუდენტი იყო. ერთ დროს იოანესთვის გადაშლილი წიგნი ახლა უცხო ხილად ქცეულიყო. ვეღარ გრძნობდა, ვეღარ ითვისებდა ლილუს შინაგან სამყაროს და ვერც მის თვალებში კითხულობდა ძველებურად მის აზრებს. ამის გაფიქრებამაც კი გული შეუკუმშა. ბრაზით აენთო თვალები, როდესაც ლილუ მაღალ, შავგრემან სიმპათიურ ბიჭთან ერთად გამოეყო თანაკურსელებს და მანქანაში ჩაუჯდა. გული თავის წინ ბედნიერებას ითხოვდა, მაგრამ იოანემ მას სწრაფად შეაქცია ზურგი და მტკიცე ნაბიჯით გაყვა ქუჩას.

-ამ ბოლო დღეებში რაღაც გჭირს, ისევ შენი იოანე?_ უკვე სახლში შესულები იყვნენ თორნიკემ ლილუს ცნობისმოყვარედ რომ კითხა
-ხო, ბოდიში, მასთან ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე,_ ნაღვლიანად მიუგო
-და იქნებ არცაა საჭირო მასთან გარკვევა?
-მაგით რისი თქმა გინდა?
-შენ ის გიყვარს, გიყვარს ბიჭი, რომელმაც 6 წლის წინ მიგატოვა და ეს არ დაუმსახურებია. მაშინ მხოლოდ 16 ის იყავი, იქნებ ეს არცაა სიყვარული.
- თორნიკე, მორჩი, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
-ლილუ, შენზე ვდარდობ.
-მე კი იოანეზე ვდარდობ და მანამდ ვერ მოვისვენებ სანამ არ გავიგე რა სჭირს.
-ლილუ....
-თოკო, გამიგე, ამის გარეშე ბედნიერი ვერ ვიქნები.
-ჩემი ბედნიერების გზა კი შრენთან მოდის და ამ გზაზე მომავალს იოანე მეღოვება.
-თოკო?_ გაოცებულმა კითხა მეგობარს ლილუმ
-ლილუ, შენ ხარ ჩემი ბედნიერება და მეშინია, მეშინია, რომ ახლა, როცა ის ბიჭი აქაა, მე შენ დაგკარგავ. მიყვარხარ და არ შემიძლია ასეთს რომ გიყურებ,_ ნაღვლიანად მიუგო ბიჭმა და წინ დაუდგა გაოგნებულ ყიფიანს. ნელა შეუცურა ხალი ხელი წელზე და მეორე თმებში, საოცარი სინაზით შეეხო მის ბაგეებს და ამ კოცნაში იმდენი სითბო და სიყვარული ჩააქსოვა ლილუს უნებურად გააჟრჟოლა. ამ მსუბუქ კოცნაში ის იგრძნო, რაც იოანესთან მთელი ღამისგანმავლობაში არ უგრძვნია. თორნიკე პირდაპირ ასხივებდა სითბოს დამაგნიტიცვით იზიდავდა გოგონას. ლილუმ ხელით მსუბუქად უბიძგა უკან და ბოლომდე კოცნის საშუალება არ მისცა. ზტორნიკე ფრთხილად მოშორდა მის სხეულს, მაგრამ ხელები ჩასახუტებლად გაშალა.
-თოკო, ხომ იცი მე...
-ვიცი,_ ღიმილით უპასუხა და გაუღიმა. ლილუს თვალები აუცრენლიანდა და გულზე მიეხუტა ბიჭს. მანაც მკლავები შემოხვია და ნიკაპი თავზე დაადო. ისეთი შეგრძნრება გაუჩნა, თითქოს სახლში იყო, უსაფრთხოდ და არასოდეს არაფერი ცუდი არ მოხდებოდა. ცხოვრებაში პირველად მოუნდა დროის შეჩერება და ცხოვრებაში პირველად გაიფიქრა, ნეტავ იოანეს ნაცვლად თორნიკე მყვარებოდაო. მიუხედავად ამისა ღმერზტის მადლობელი იყო, რომ ეს ბიჭი არსებობდა მის ცხოვრებაში და იმედს უღვივებდა გულში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent