შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (23 თავი)


23-04-2017, 12:22
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 424

აივანზე მყოფი, უსასრულობას გაჰყურებდა და იმ ბედნიერ თვეებს იხსენებდა, რომელიც ნიკოლოზთან ერთად გაატარა. ცდილობდა თავი ხელში აეყვანა და ემოციები გაეკონტროლებინა.
ცრემლები მოიწმინდა და თავაწეული შევიდა შიგნით. მუსიკის ხმა უსიამოვნოდ მოხვდა მის ყურთასმენას.
თვალით მეუღლის ძებნა დაიწყო.
-ვეკო, ნიკა ხომ არ იცი სად არის? უხერხულად კითხა ბიჭს.
-თეკოსთან ერთად იყო. თვალები რამდენიმეჯერ სწრაფად დახუჭა და გაახილა ვეკომ, მხედველობის გასაუმჯობესებლად.
ნიდამ სიმწრით გაიღიმა და შემოსასვლელისკენ გაიხედა.
-ნიკას და შენ .... ანუ .... შენ და ნიკას, პრობლემები გაქვთ? კითხა ვეკომ თვალცრემლიანს და მზერა აარიდა..
-არა.. სწრაფად უარყო ნიდამ.. უბრალოდ მე და ნიკა. მოღალატე ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან, რამაც ააღელვა და სიტყვის გაგძელებაც ვერ შეძლო..
-კაი არაუშავს, ვის არ ქონია პრობლემა ოჯახში .. თვალი ჩაუკრა ვეკომ.. -ნი მოდი.. ხელით ანიშნა შავგვრემან გოგონას მასთან, რომ მისულიყო.
-ნი ეს არის ნიკა დვალის ცოლი.. ღიმილით გახედა მასთან ახლოს მისულს და ხელი წელზე მოხვია.. -ეს კი ჩემი მეუღლეა ნინი ამაშუკელი, თავის სამსახურის გამო ეხლა შემოგვიერთდა..
-სასიამოვნოა..ორივემ ერთდროულად თქვა..
ვეკოს ბიჭებმა "უხმეს", ამიტომ გოგოები მარტო დატოვა.
-რას საქმიანობ ნიდა? გაუღიმა ნინიმ წინ მდგომს და ლაპარაკი წამოიწყო..
-ჯერ ვსწავლობ, მეორე კურსზე ვარ.. ეს სიტყვები ისე თქვა გოგოსთვის არც შეუხედავს.. აქეთ იქით აცეცებდა თვალებს და ნიკას გამოჩენას ლამობდა.
ნინი თითქოს მიხვდა ნიდას საქციელის მიზეზს და მის ფიქრებს პასუხი გასცა..
-ნიკას თუ ეძებ, თეკოსთან ერთად გავიდა რესტორნიდან.
ნინის მადლიერი თვალებით გადახედა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ. კიბები ფრთხილად ჩაიარა და რესტორნის ეზოში გავიდა.
თეკომ რესტორნიდან გამოსული გოგო შენიშნა და ნიკოლოზს მიუახლოვდა..
ნიდა, ნიკას დანახვისას მისკენ წავიდა, მაგრამ თეკოს მოქმედებამ ადგილზე გაყინა.
გოგო ნიკას ჩამოეკიდა კისერზე და ბაგეებზე აკოცა.. რამდენიმე წამი ნიკოლოზი უმოქმედოდ იდგა, შემდგომ რაც ხდებოდა გაიაზრა და გოგოს კოცნაში აჰყვა.
ნიდა ადგილზე შებარბაცდა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და უხმოდ გასცილდა "წყვილს".
ტირილით მიუყვებოდა გზას, რომელსაც ლამპიონები ანათებდნენ და სულ არ ადარდებდა ხალხი, სიმარტოვე და სიბნელე. ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და იქვე "ბარდიურზე" ჩამოჯდა. ხმამაღლა ღრიალებდა და გულს იოხებდა ამით.
-ღმერთო რატომ? განა რა დაგიშავე ასეთი? რატომ მტკენ? რატომ მართმევ მას? .. ცაში გამოჩენილ ვარსკვლავებს უყურებდა და ხმამაღლა ყვიროდა, თითქოს ვინმე ამ კითხვებზე პასუხს გასცემდა.. -ის ავარია, რომ არა ახლა ჩემი ნიკა მეყოლებოდა... ჩემი ნიკოლოზი .. ჩემი. სლუკუნით თქვა და თავი ხელებში ჩარგო. ჩანთაში მოზუზუნე ტელეფონი, რომ არა ასე იქნებოდა დითხანს...
-გისმენთ.. ისე უპასუხა მობილურს, რომ ეკრანისთვის არ შეუხედავს..
-ნიდა კარგად ხარ? შეშინებული ლუკას ხმა მოესმა ყურმილს იქით.
-არ ვარ კარგად . ლუკა ცუდად ვარ .. ძალინ ცუდად ვარ. ატირდა ისევ და ხმა ჩაეხლიჩა..
-სად ხარ? ჩაყვირა მობილურში ანერვიულებულმა.
-აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე ვარ.. იოს არ უთხრა რა გთხოვ. ლუკას არც გაუგია ბოლო სიტყვები, ტელეფონი გათიშა და გაგიჟებული გავარდა სახლიდან. მანქანას არანორმალური სისწრაფით ატარებდა და შუქნიშანსაც არ აქცევდა ყურადღებას. ბელიაშვილის ქუჩას, რომ მიაღწია სიჩქარეს უკლო და თვალების ცეცება დაიწყო. მალევე დაინახა "ბარდიურზე" მჯდომი გოგო. ავტომობილი გააჩერა და გადახტა.. ლამის გადაირია ნიდას სახეს, რომ შეხედა.
-ნიდა .. მიუახლოვდა ატირებულს და გაყინული ხელში აიყვანა.. მანქანაში ჩასვა.. მისი ნივთები უკან შეყარა და საჭესთან ადგილი დაიკავა..
-ნიდა გამაგებინე რა ხდება? ხმის ტონს აუწია ლუკამ და ნათლულს შეშლილივით მიაშტერდა..
-ლუკა მტკივა.. ძლივს ამოიხრიალა და ბიჭს ხელი ძლიერად ჩაჭიდა მკლავში..
-ნიდა რამე გჭირს? დაბნეულმა აათვალიერა . გოგომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა..
ლუკამ მანქანა დაძრა . ბიჭი ნერვიულობით კვდებოდა, მაგრამ არც თვითონ ცდილობდა ლაპარაკის წამოწყებას. ჯერ ნიდას ტირილს უსმენდა და გული სტკიოდა ასეთ ნიდას, რომ ხედავდა..
-გუშინ ნიკას თავისი კლასელი შეხვდა.. დაიწყო გოგომ მოყოლა. თურმე მაგათი კლასელი, ვიღაც თეკო ჩამოსულა საიდანღაც, მაგიტომ კლასელები იკრიბებოდნენ რესტორანში დღეს.. სლუკუნით თქვა და ფანჯარაში გაიხედა.
-მერე? ინტერესით გადახედა გოგოს..
-სახლში, რომ მოვიდა მაშინ მითხრა. აი ეს კაბაც მიყიდა. ხელით დაანახა თავისი კაბა. იცი როგორ გამიხარდა? მეგონა ისევ ძველი ნიკოლოზი დაბრუნდათქო, მაგრამ შევცდი.. ლუკა ძველებურად უკვე აღარაფერი აღარ იქნება.
-მერე იყავით რესტორანში? ავტომობილი თავის კორპუსთან გააჩერა და ნიდასკენ მიბრუნდა.
-ხო წავედით. ისე შევედით რესტორანში თითქოს ერთმანეთს არც ვიცნობდით. სევდიანად გახედა ლუკას. ეგ კიდევ არაფერი. ის თეკო გვერდიდან არ სცილდებოდა.. მე ვიღას ვახსოვდი.. იმ თეკოსთან ერთად ერთობოდა, სვავდა და ცეკვავდა.. ლუკამ მუჭი შეკრა და კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა.-ბოლო მომენტი კი ნამდვილად გამაოგნებელი იყო. ჩემი ნიკა .. ჩემი ნიკოლოზი იმ გოგოს კოცნიდა. ლუკა ნიდასკენ გადაიწია და მოეხვია.
-გაუძელი ნიდ. ეხლა არ იცის რას აკეთებს.. არეულია მისი გონება.. მასაც გაუგე რა. გოგონას დამშვიდება სცადა.
-ნიკას მე აღარ ვჭირდები.
-ჭირდები. ნიდა ეხლა უფრო მეტად ჭირდები.. თავზე აკოცა და თბილად გაუღიმა.
-დღეს ჩემთან დარჩი კაი? ნიდამ თავი დაუქნია და მაგრად მოეხვია ლუკას.
ნიკოლოზს ვერ გაერკვია რა ხდებოდა მის თავს. გაურკვევლობა ტანჯავდა. გონება არეოდა.
კლასელების გარემოცვა ახარებდა, რადგან ისინი მის გონებაში არსებობდნენ, ნიდასგან განსხვავებით. თეკოსთან თავს უფრო კარგად გრძნობდა, რადგან თეკო მის გონებაში იყო.
გოგოს ტუჩებს მოსწყდა და დაბნეულმა შეხედა. თეკო გამხიარულებული შეჰყურებდა ბიჭს. ეზოში სკამზე ჩამოსხდნენ და ლაპარაკი უაზროდ დაიწყეს.
შიგნით შესულს გაახსენდა თავისი ცოლი..
გულმა ფეთქვა დაიწყო.
სისხლმა ვენებში სწრაფი მოძრაობა.
სხეულმა კანკალი.
-ვეკო, ნიდა ხომ არ დაგინახავს?
-ნახევარი საათი იქნება რაც რესტორნიდან გავიდა. უცნაურად შეხედა დვალს.
ნიკა აღელდა. ხელი სახეზე მოისვა და თეკოს გახედა, რომელსაც გამარჯვებულის ღიმილი ქონდა აკრული.
-რამე მოხდა? ჩუმად იკითხა ვეკომ
-არა არაფერი.. მე უნდა წავიდე.. ფეხზე წამოდგა დვალი..
-კი მაგრამ რატომ ? თეკოს წრიპინა ხმა გაისმა.
-ასეა საჭირო.. მშვიდად თქვა ნიკამ.. ყველას სათითაოდ დაემშვიდობა და რესტორანი დატოვა.
ტაქსი კორპუსის წინ გააჩერა. მეხუთე სართულზე აიხედა და ჩაბნელებულ ფანჯარას შეხედა. სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა. ასე იდგა და სადარბაზოში შესვლას ვერ ბედავდა.
ჩამწვარი სიგარრტი იქვე მდგარ ნაგვის ყუთში ჩააგდო. გზას დაუყვა და გეზი ომიკოსკენ აიღი.
ნამძინარებმა ომომ გაუღო კარი დვალს.
-რა გინდა ბიჭო ამ დროს აქ? დაბოხებული ხმით კითხა ძმას.
-შენს სანახავად მოვედი. უემოციოდ უთხრა და იქვე მდგომ დივანზე ჩაესვენა..
-ნიკა რამე მოხდა ? ეჭვისთვალით შეხედა ბიჭს..
-დღეს არა რა.. ხვალ მოგიყვები ყველაფერს.
-ნიკა მესმის, რომ არ გახსოვს ეს ბოლო წლები, მარა გთხოვ აი თუ პატივს ოდნავ მაინც მცემ, ნიდას ნუ ატკენ. ნამდვილად არ იმსახურებს შენგან გულის ტკენას . მხარზე ხელი დაარტყა რამოდენიმეჯერ და თავის ოთახში შევიდა.
დილით გაღვიძებულ ომიკოს ნიკოლოზი სახლიდან წასული დახვდა..
ნიდა კი ლუკამ წაიყვანა მაქსიმეს წამოსაყვანად..
-მოხვედი დედა? კარი ქალბატონმა დალიმ გააღო.
-დე სადაა მაქსიმე? მონატრებული შვილი იკითხა..
-შენი ძმის ოთახშია, იოანემ დააძინა გუშინ თავისთან. -ლუკა როგორ ხარ ? ქალბატონმა დალიმ გაღიმებულ ბიჭს შეხედა.
-ვარ რა.. მხრები აიჩეჩა და ნიდას უკან მიჰყვა.
ოთახის კარი შეაღო და შიგნით შევიდა. იოს და მაქსიმეს ტკბილად ეძინათ. ნიდას გაეღიმა. პატარას გაღვიძება არ უნდოდა, მაგრამ იმდენად უნდოდა ჩაეხუტებინა, რომ შვილთან მივიდა და ხელში აიყვანა.
-იო. ხელით შეარხია მძინარე ბიჭი ლუკამ.
-ჰმმმმ..
-ნუ ზმუი ძროხასავით.. გამოფხიზლდი ეხლა ჰა. მუშტი ჩაარტყა მხარში. იო გინებით წამოვარდა ფეხზე და ლუკას გაეკიდა..
-ბიჭო რა ხარივით დამსდევ წითელი ნაჭერი კი არ ვარ ტო? დაქანცული მიეყრდნო კედელს და სუნთქვის დარეგულირება სცადა.
-წითელი ნაჭერი კი არა წითელი კოჭი ხარ.. არა მკითხე.. შეუღრინა იომ ლუკიტოს და დივანზე მიგდებული პატარა ბალიში გაუქანა.
მაგიდის ირგვლივ სირბილს კაიხანი ვერ მორჩებოდნენ ქალბატონ დალის, რომ არ გაეჩერებინა.
-იოანე დაანებე ლუკას თავი და ჩაიცვი რამე, რა ტიტველი დადიხარ ამხელა ბიჭი. უსაყვედურა შვილს..
ლუკამ იოს ენა გამოუყო და კმაყოფილმა გახედა დაბღვერილს.
-ორი წლის ბავშვის ტვინი გაქვს რა.. ხელი ჩაიქნია იომ და დაღლილი ჩამოჯდა დივანზე.
-მიდი ჩაიცვი და ომოსთან გავიდეთ. დასერიოზულდა ლუკა.
იო რაღაცის კითხვას აპირებდა, მაგრამ ნიდას დანახვისას გაჩუმდა.
-ისე რა კაი ვინმეა ეს ციცქნა.. გაიანე ჩემთან სუ არ მოდის ჩხავის ბოლო ხმაზე, ეს კიდე ბიძამისთანაც რჩება და უცხოსთანაც მიდის. გაიკვირვა ლუკამ მომცინარ მაქსიმეს, რო შეხედა.
-ბიძიას კაცია ეს და მაგიტომაც რჩება ჩემთან. გაიღიმა იომ და მაქსიმე დას გამოართვა.. -შენ რა გჭირს? მოწყენილ დას შეხედა.
-არაფერი.
იოანემ ლუკას გახედა და ჩუმად უთხრა ნიკას გამოა ასეო. იო ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა მოსაწესრიგებლად.
-ნიდ შენ ეხლა წამოხვალ თუ იქნები საღამომდე? კითხა ოთახიდან გამოსულმა იომ.
-ეხლა წამოვალ.
ავტომობილში სრული სიჩუმე იყო. ლუკა ნიდას გახედავდა ხოლმე, რომელიც უემოციოდ გაჰყურებდა ფანჯარაში გამოჩენილ სივრცეს. იო აღელვებული მართავდა საჭეს.
ნიდა სახლში მიიყვანეს, თვითონ კი მცხეთისკენ გაემართნენ.
სახლში ასულს იმედი ქონდა, რომ ნიკა იქ იქნებოდა, მაგრამ შეცდა. სრული სიცარიელე სუფევდა. მაქსიმე "ჭოჭიალაში" ჩასვა და სამზარეულოში გავიდა. ჭიქა წყლით გაავსო და ბოლომდე დალია. ცრემლები ახჩობდა, მაგრამ ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა და არ ეტირა.
ომიკოსთან იყვნენ ასულები გიკო, გურო, ლუკა, იო, დაჩი და გეგა. ლუკიტომ გუშინდელი ნიდას მონაყოლი უამბო.
-ვინაა ის თეკო? ფეხზე წამოდგა იო და მაგიდაზე დაგდებულ სიგარეტს დასწვდა..
-მაგის კლასელი. აგდებულად თქვა ომიკომ. -ამ თეკოს უყვარდა ადრე... ნიკას როგორც კლასელი ისე რა. მერე ისე მოაწყო ამან რო ბანკეტის დღეს ერთად იყვნენ. ნიკამ მითხრა არაფერი არ მომხდარა ან რისი რა თავი მქონდა გათიშული მთვრალი ვიყავიო, მაგრამ ამან ისე გააკეთა ვითომ რაღაც მოხდა. ნიკას რო ცოლად მოეყვანა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და მაგიტომ წავიდა მერე უცხოეთში.. გაექცა თბილისის ჭორებს , მაგაზე რომ დადიოდა. ეს პერიოდი ნიკას როგორც ჩანს არ ახსოვს, თორემ მაგასთან საქმეს არ დაიჭერდა. მონოლოგი დაასრულა ომომ და იოს გახედა.
-რა ვქანათ ეხა? გოგოს დაუპადიეზდოთ? იუმორი შემოიტანა ამ დაძაბულ მომენტში გიკომ.
-დაეგდე და გაჩუმდი.. უბძანა გურომ.
-დღეს უნდა დავლაპარაკებოდი ნიკას, მაგრამ ისე წავიდა არაფერი არ უთქვამს.
-ჩვენ ვერაფერს ვიზამთ ყველაფერი ნიკაზეა დამოკიდებული. თქვა იომ და გეგას გვერდით ჩამოჯდა.
ნიკა მთვრალი შუაღამეს მივიდა სახლში. ნიდას მოლოდინისგან ჩასძინებოდა დივანზე. დვალი კედელს მიეყრდნო და მეუღლეს შეხედა. ადგილზე შებარბაცდა და იქვე მდგომ პატარა მაგიდას დაეჯახა. ამ ხმაურზე ნიდას გაეღვიძა.
-ნიკა მოხვედი? ფეხზე წამოდგა და აათვალიერა. -სად იყავი?
-ნაშებში. ტუჩის კუთხე ჩატეხა დვალმა და დივანზე ჩამოჯდა.
-რატომ იქცევი ნიკა ასე? ნუ თუ ასე ძაან მოგწონს ჩემი ტანჯვა?
-არაფერი არ მომწონს. საერთოდ არაფერი. ვერ გამოგია რა უნდა გავაკეთო... ყველა სათითაოდ მიმითითებს, როგორ უნდა მოვიქცე. ჩემთვის შენ მონაყოლი ხარ გესმის? ჩემ გონებაში არ ხარ.. ვერ ვეგუები ამ სიტუაციას.
ნიდამ სევდიანად გაიღიმა. ნიკოლოზს შეხედა და ცრემლი მოიწმინდა.
- ნიკა, იყოს ისე როგორც შენ გინდა. მე მანც ამოშლილი ვარ შენი ცხოვრებიდან, უბრალოდ ის მანც დაიმახსოვრე, რომ მაქსიმე შენი შვილია და ჭირდები. მე კი როგორღაც გავძლებ.
ამ დღის მერე ყველაფერი შეიცვალა.
ნიკა ყოველ ღამე მთვრალი მიდიოდა სახლში. ფხიზელს იშვიათად ნახავდით. თუ ფხიზელი იყო მაშინ მაქსიმესთან ერთად ატარებდა დროს. წამლების მიღებაზეც უარი თქვა და ექიმთან მისვლაზეც. ბიჭები ცდილობდნენ მისი მდგომარეობიდან გამოყვანას მარა უშედეგოდ.
-ნიდუ გილოცავ დაბი დუბს. გამხიარულებული შევიდა ლუკა სახში და ტორტი, რომელიც ხელში ეჭირა მაგიდაზე დადო. -ბიჭებიც ამოვლენ კარი არ ჩაკეტო. -ნიკა სადაა? თვალი მოავლო სახლს.
-ეგ ღამე მოვა. უკვე შეეჩვეული იყო მეუღლის ცხოვრებას, ამიტომ რიაქციაც არ ქონდა მის მოქმედებებზე.
-ნიდაჩკა გილოცავ ტო, სუ ბედნიერი იყავი. სახში შესული ომიკო რძალს გადაეხვია.
-მადლომა ომო. გაუღიმა ბიჭს.
ნიდას დაბ დღე აღნიშნეს ბიჭებმა. ღამამდე მასთან იყვნენ მერე დაიშალნენ და წავიდნენ სახლებში. ნიდას ბედნიერებაც გაქრა. სუფრას ალაგებდა ნიკოლოზმა, რომ შემოაღო კარი. ტორტის დანახვისას მიხვდა რაც ხდებოდა და ნიდას შეხედა.
-რამდენი წლის გახდი?
-21 . ისე უთხრა ნიკასთვის არც შეუხედავს.
-გილოცავ. სევდიანად გახედა ცოლს.
ნიდას ხმაც არ გაუცია.
ნიკოლოზი მაქსიმესთან ერთად თამაშობდა, როცა ბავშვმა მა-მა თქვა.
-რა თქვი? გაოცდა ნიკა .
-მა-მა. იმეორებდა პატარა.
-ნიდა მამა თქვა. მამა დამიძახა.. ყვიროდა დვალი და სამზარეულოში გასულ მეუღლეს ეძახდა. ნიდა სწრაფად შევიდა ოთახში.
-მაქსიმე თქვი მამა. უბძანა ნიკამ შვილს.
-მა მა
-ნახე ? ამბობს.. მამას ამბობს. თვალზე ცრემლი მოადგა დვალს. მაქსიმე ხელში აიყვანა და ჩაიხუტა. ნიდას ცრემლები გადმოსცვივდა და ის სიტყვა გაახსენდა ნიკამ, რომ უთხრა "პირველი მინდა, რომ მამა თქვაასო".
-პატარა კაცი.. მამას კაცი. ღიმილით უყურებდა მომცინარს და ლოყაზე კოცნიდა.
თითქოს რაღაც შეიცვალა მაგრამ არა. ნიკა მეორე დღეს ისევ მთვრალი მივიდა სახლში. ნიდას ყელში ქონდა ამოსული ნიკოლოზის სიმთვრალეც და მის პერანგზე აღმოჩენილი ტუჩსაცხიც.
აგვისტოს შუა რიცხვებში მაქსიმესა და ლიკასთან ერთად წავიდა სვანეთში, გეგას სახლში. ორი კვირა გაატარა იქ. სიმშვიდესა და სიწყნარეში.
ნიკას მაქსიმე ენატრებოდა.. ნიდას დანაკლისსაც გძნობდა.. სახლში აღარც მიდიოდა, ერთდღიან გასართობებთან რჩებოდა. თეკოსთანაც ადიოდა ხოლმე. ვეკომ თეკოს აუკძალა ნიკასთან მიახლოვება, ნიკას კი სასმელთან, ამის გამო შეკამათება მოუვიდათ მას და ვეკოს. ყველაფერი თავზე ენგრეოდა ნიკოლოზს და არაფრის გამოსწორებას არ ცდილობდა. ომიკო ცალკე უჭამდა ტვინს, იო და ლუკა ცალკე.
სექტემბრის დასაწყისში ჩამოვიდა ნიდა. იმ დღეს ნიკოლოზი სახლში არ მისულა, ამიტომ ცოლ-შვილი ვერ ნახა.
მეორე დღეს ნიკა დაღვრემილი შევიდა სახლში.. არ ეგონა ნიდა თუ ჩამოსული დახვდებოდა. თვალები გაუბწყინდა მაქსიმეს დანახვისას.
-მა მა .. გაუცინა ჭოჭიალაში მჯდომმა .
-მოდი მა ჩემთან. ხელში აიყვანა ბავშვი და მონატრებული ჩაიხუტა. ნიდას გახედა, რომელიც ზედ არ უყურებდა დვალს.
-დღეს ჩამოხვედით? ლაპარაკის წამოწყება სცადა.
-გუშინ..მოუჭრა მოკლედ.
-როგორ დაისვენეთ?
-მშვენივრად.
-ნუ მენაგლები. გამაფრთხილებლად უთხრა ცოლს. -რომ გეუბნები წესიერად მიპასუხე.
-და არაწესიერად რას გპასუხობ?
-აი ამ ტონით, რომ მელაპარაკები ეგ შლის ნერვებს.
-და შენ ნიკა?
-რა მე ? ბავშვი ჭოჭიალაში ჩასვა და ცოლს შეხედა.
-შენ მცეემ პატივს? შენ ტონზე მიგიდგა საქმე, მე კი ჩემს ღირსებაზე. კაი მესმის,რომ არ გახსოვარ, მარა ასეთ მოქცევას არ ვიმსახურებ.
-და რას ითხოვ? დავჯდე და ვიცადო სანამ არ გამახსენდება რამე?
-ნამდვილად ეგ ჯობია იმას რასაც შენ აკეთებ.
-შემეშვი. იყვირა დვალმა.
-უკვე შეგეშვი ნიკა, რაც გინდა ის ქენი. თხელი ჟაკეტი მოიცვა და კარებისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?
-ნაშებში. იღრიალა ნიდამ.. ნიკა ნერვებზე აიშალა.. ცოლისკენ წავიდა და ხელი მკლავში ჩაავლო.
-შემომაკვდები. ცალი წარბი ზევით აწია და გოგო ძალით შეათრია მისაღებში. -ვერსად ვერ წახვალ აი მაგ ტონისა და ნაგლობის გამო.
-მეხსიარებასთან ერთად შესლილხარ კიდეც. იღრიალა ნიდამ და აწითლებულ მკლავზე ხელი მოიკიდა..
-გაჩუმდი და მიხედე ბავშვსვს ტირის. გასცა ბრძანება.
ნიდამ ბავშვი ხელში აიყვანა, ოთახში გავიდა და პატრა თავის საწოლში ჩააწვინა. რამდენიმე წუთში მაქსიმემ ჩაიძინა. ნიდაც ფრთხილად გამოვიდა ოთახოდან.
ნიკა აივანზე იყო გასული და სიგარეტს ეწეოდა.
-მუშაობას ვიწყებ. განუცხადა ქმარს შესავლის გარეშე.
-სად? ცოლისკენ შებრუნდა და აივნის მოაჯირს უკნიდან მიეყრდნო.
-ვატოსთან მაღაზიაში. ვატო სახელი არ ესიამოვნა ნიკოლოზს და სახე დამანჭა.
-ვინაა ვატო?
-მაღაზიის მფლობელია, ადრეც მაგასთან ვმუშაობდი.. მაქსიმეზე, რომ ვიყავი ორსულად დავანებე თავი სამსახურს.
ნიკამ ჩამწვარი სიგარეტი აივნიდან მოისროლა.
-და მაქსიმეს ვინ მიხედავს? გამოჩხრიკა პრობლემა დვალმა.
-დედაჩემს დავუტოვებ ხოლმე.
-არა .
-რა არა?
-არ იმუშავებ.
-შენ დაგეკითხები. სწერვულად გაიღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა. ნიკაც უკან გაყვა.
-სწორედაც, რომ მე დამეკითხები. ფული თუ გინდა მე მოგცემ.
-ნიკა მე ფული კი არა ამ ჩაკეტილი სივციდან გასვლა მინდა .
-ხო და წამოდი გავისეირნოთ.
-შენ გაკლია. ხვალ გავდივარ სამსახურში.
-კაი მაქსიმეს პრობლემას ჭრი და უნივერსიტეყს რას უპირებ ?
-საღამოს ვივლი უნიში და დილას ვიმუშავებ. დღე დედაჩემთან ან ნათიასთან იქნება ბავშვი, საღამოს კი კეთილს ინებებ და მიხედავ.
-ჯიუტი ხარ. გაეცინა დვალს - ეტყობა მაგიტომ შემიყვარდი. თვალი ჩაუკრა მომღიმარ ცოლს.
-შესაძლოა. ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიდამ და სამზარეულოდან გავიდა.
-ვნახოთ ვინ უფრო ჯიუტია. თავისთვის თქვა დვალმა და მიმავალს თვალი გააყოლა.



№1 აქტიური მკითხველი nawkas12345

ვნახოთ რა მოხდება საინტერესოდ დამინტრიგე საყვარელო!!!! ასე მგონია 5 ან 6 წლისწინანდელ ნიკას ვხედავ!!! თითქოს ისევ ტინეიჯერია:დდდ ველი შემდეგს!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ეჰ როგორც ჩანს ნიკას ხელმეორედ უნდა შეუყვარდეს ნიდა. მეხსიერება ალბათ აღარ დაუბრუნდება. ამ სიუჟეტზე ფილმი მაქვს ნანახი, რომელიც რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გოგოა მეხსიერება დაკარგული. ფილმი მომეწონა

 


№3 სტუმარი Guest Keta

Dzalian kargia ❤️ Dges dadeb shemdegs?

 


№4  offline წევრი salome1234

მალე დადე რა შემდეგი,ძალიან მაგარია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent