შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (მეათე თავი)


14-03-2017, 20:03
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 362

მანქანა გზატკეცილზე მიქროდა.. ოდნავ ჩაწეული ფანჯრიდან შემოსული, გრილი სიო ნაზად ეფერებოდა ნიდას სახეზე. ნიკოლოზი გოგონას უყურებდა და ყურადღებას არ აქცევდა ლუკას, რომელიც ლიკას ნერვებზე თამაშობდა.. მოწყენილობა შეატყო დვალმა, მის გვერდით მჯდომს.
-ნიდა, ხო კარგად ხარ? ჩუმად კითხა დასევდიანებულს
-კი . გაბრაზებულმა მიუგდო
-არა, არ ხარ.. რა გჭირს? შეწუხებულმა აათვალიერა, ხელებ გადაჯვარედინებული, გაბუტული ნიდა.
-კახეთში შევალთ მალე და აქედან ვერაფერს ვხედავ .. არა და პირველად ვარ აქ.. რო გითხარი მანდ დავჯდებითქო არ დამსვი.. გაბრაზებულმა შეხედა სახე გაბწყინებულს, რომელიც სიცილის შეკავებას ცდილობდა.
-გეგა გააჩერე რა მანქანა . გადახედა საჭესთან მჯდომს.
-რა იყო ? ცუდად ხარ ? ანერვულებულმა სარკიდან შეხედა ძმაკაცს და მანქანა გზიდან გადააყენა. ნიკას პასუხი არ გაუცია, მანქანიდან გადავიდა და გახარებულ ნიდას ხელით ანიშნა გადმოდიო.. ლუკას ჩაეცინა .. გეგაც ჩასწვდა სიტუაციის არსს და მათ შემხედვარე გაეღიმა .
- კმაყოფილი ხარ ? ლიკასა და ნიდას შორის მჯდომმა დვალმა, კითხა ფანჯრის ჩაწევით გართულ გოგონას ..
-ძალიან.. გაუცინა დვალს
-ეხლა შეგვიძლია წასვლა ? საჭესთან მჯდომმა იკითხა.
-შგიძლი გააქროლო ეს რაში .. გამხიარულებულმა ნიდამ სიცილით ჩაუკრა თვალი, სარკეში გაღიმებულ დადეშქელიანს . ნიკა ბედნიერებისგან ბრწყინავდა.
-ნიდა გაცივდები მასე, შემოყავი თავი. თბილი ტონით მიმართა ნიკოლოზმა, ფანჯარაში გადაყუდებულ გოგოს..
-არ გავცივდები, მაცადე.. დაუბღვირა ბიჭს..
ნიდა მთელი გზა წუწუნებდა პირველად ვარ აქ და რამე მაინც მანახეთ ნორმალურადო, მის ჯუჯღუნზე ნიკას ეცინებოდა, ლუკა და გეგა კი უკვე მეათასედ უმეორებდნენ იქიდან, რომ წამოვათ მერე დაათვალიერეო.
-აუ ნახეთ რა ლამაზია .. გრემის დანახვისას გამოხატული ემოციების შეკავება ვერ შეძლო ნიდამ და განათებული თვალები მიაპყრო, კახეთის ღირსშესანიშნაობას. ავტომობილი გრემს გასცდა.. ნიდამაც უკმაყოფილოდ შემოყო თავი მანქანაში და ფანჯარა შუბლ შეკრილმა აწია..
-რომ გამოვივლით მერე ნახავ. გაუღიმა ნიკამ
-აღარ მინდა.. საერთოდ რას წამოგყევით რა..
ნიკა გეგასკენ გადაიწია , ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.. დადეშქელიანმა ჩაიცინა და სარკიდან გადახედა გაბუტულს.. რამდენიმე წუთში მანქანა გაჩერდა ..გაკვირვებულმა ნიდამ, დვალს შეხედა ..
-რატო გავჩერდით ?
-გადადი.. ყურადღება არ მიუქცევია ნიდას კითხვისთვის. დაბნეული გადავიდა .. იკას მანქანაც მიუახლოვდათ .
-რატო გაჩერდით ტო? იკამ გადმოყო თავი ფანჯრიდან
-მე და ნიდა ილიას ტბაზე ვიქნებით, თქვენ წადით და ჩვენც მოვალთ რა .. აქვეა გეგას სახლი და არ გაგვიჭირდება.. თვალი ჩაუკრა მომცინარმა ბიჭებს და გაოგნებულ გოგოს, წელზე ხელი მოხვია.. ნიკამ იოს სახეს, რომ შეხედა დამატა
-არ იღელვო თმის ღერიც არ ჩამოუარდება.. იოს გაეცინა , თავი დაუქნია და დუტის კურტკა გაიხადა..
- ნიდა აჰა ეს მოიცვი, ცივა.. ფანჯრიდან მიაწოდა, დას თავისი კურტკა..
-ფრთხილად იყავით, თუ რამე დარეკეთ და მოგაკითხავთ . დაამატა ბოლოს იომ
-გავიგეთ.. შეუბღვირა მობეზრებულმა ნიკამ .. გოგონას ხელი მაჯაზე მოკიდა და ტბისკენ წაიყვანა .
- არა რა, ბიჭი ჯობია .. ნიკაზე თვალ გაშტერებულმა იკამ, თავის დაქნევით თქვა. იოანემ თავში წამუარტყა.. ირაკლის გულიანად გაეცინა, ძმაკაცის გაბრაზებულ გამომეტყველებაზე..
-ანი მიდი რა იმათთან გადადი, უხერხულია ლიკასთან .. მარტო ხო არ იქნება იმ ორ დებილთან .. იოანემ გადახედა ანის.. გოგონამ თავი დაუქნია და სწრაფად გადაჯდა გეგას მანქანაში..
-ვა რძალო .. რაიყო გამოგაგდეს იმათმა?.. გამხიარულებულმა გეგამ შეხედა ანის . გოგონამ უბრალოდ გაუცინა და ლიკასთან გააბა ბაასი.. დადეშქელიანმა მანქანა დაძრა და გაზს მიაწვა.. რამდენიმე წუთში ესემესი მიუვიდა იკასგან „ ნელა ატარე თორე ჩაგცხრილავო“. ბიჭს გაეღიმა და სიჩქარეს უკლო..
-ზაფხული მაინც იყოს .. დანანებით თქვა ნიდამ და ტბას გახედა.
-ზაფხულშიც წამოვიდეთ .. თვალი მაცდურად ჩაუკრა, ბუნების თვალიერებით გართულს .
ნიკა იქვე მდგომ მოხუც კაცთან მივიდა, ფული გაუწოდა და ორი ველოსიპედი იქირავა..
-ხო ნამდვილად იცი ტარება? ეჭვისთვალით გადახედა მომღიმარ გოგონას..
-უკვე მერამდენედ მეკითხები მაგას? დაღლილმა კითხა დვალს
-მეშინია ტო, რამე არ მოგივიდეს . ანერვიულებულმა შეხედა ნიდას.. -მოდი დაჯექი.. ნელა და ფრთხილად იარე .. უბრძანა ველოსიპედზე მჯდომს, რომელიც კისკისით დაეშვა აღმართზე..
-ფრთხილადთქო.. დაუყვირა დვალმა და ველოსიპედს მოახტა..
-ნიდა.. ნუ ატარებ ეგრე სწრაფად.. უსაყვედურა ნიკამ
-აუ რა მოხუცი ქალივით ხარ რა. ნიდა ესე ქენი.. ნიდა ისე ქენი.. მაცადე რა ..
-კი ბატონო.. გაბრაზებულმა გადახედა გოგონას
-ნიკა შეხედე.. წინა ბორბალი ასწია და უკანა ბორბლით დაიწყო ტარება.. ნიკამ რამის გააფრინა
-ნიდა ნუ მაგიჟებ.. წესიერად ატარე.. ნიდათქო..
- ეხლა ნახე რა ვქნა ..
-არაფერი არ ქნა . დააყენე ეგ დედაფეთქებული ველოსიპედი ნორმალურად და ისე ატარე .. გაღიზიანებულმა დაიღრიალა.. ნიდამ ველოსიპედი ჩვეულ მდგომარეობაში დააბრუნა, თვითონ სკამიდან წამოდგა და ისე მართავდა.. გოგონას საქციელით გაგჟებული ნიკა კი ცოფებს ყრიდა..
-ნიკაააა
-ჰო
-შემომხედე
დვალმა ნიდას გახედა, მაგრამ ნეტა არ გაეხედა.. ველოსიპედზე „მდგომი“ წინ დადებულ ლოდზე გადახტომას აპირებდა..
-არ გაბე... სიტყვა დამთავრებული არ ქონდა ნიდას, რომ მოკრა თვალი, რომელიც აი ბილივ აი ქენ ფლაის ღიღინით გადაახტა ლოდს. გაფითრებულმა ნიკამ ველოსიპედი გააჩერა და ასფალტზე გაწვა.. ნიდა დვალთან მივიდა და ზევიდან დააცქერდა, გაბრწყინებული სახით ..
-დაინახე?
-ნეტა არ დამენახა .. ამოიხრიალა ნიკამ და თავზე ხელი გადაისვა
-ნახე რა ჩავატარე.. გაიცინა ნიდამ
-შენ ის იკითხე მე რა ჩამიტარე.. გაბრაზებული წამოიწია.. ვსო აღარ დაჯდები შენ მაგ ველოსიპედზე . გადმოდი მაქედან..
-არა
-ნუ მიშლი ნერვებს .. გაღიზიანებულმა გამოსცრა კბილებში და ნიდას ველოსიპედს დაეჯაჯგურა..
-მეტს აღარ ვიზამ მეტს .. წაიღიღინა რეზო და ბავშვების სიმღერა .. ნიკას გაეღიმა, გოგონას მიუახლოვდა, მისი სწორი თმა ყურს უკან გადაუწია. მერე იქვე მიგდებული ველოსიპედი წამოაყენა ..
-ჩემ თავს გაფიცებ ნუ დაიხვევ თმებს . აჰყვა დვალიც ნიდას.
-ეე მასე არ არის .
-მასეა.. მასე.. სიცილით თქვა და ველოსიპედი დაძრა - ნელა ატარე, „ტრიუკების“ გარეშე მოაძახა წინ მიმავალმა..
-კაი.
ილიას ტბას ორი წრე დაარტყეს.. შმდეგ კი ველოსიპედები გამქირავებელს ჩააბარეს ..
-მოიღრუბლა, წვიმა დაიწყება ალბათ .. ცაზე მიშტერებულმა ნიკამ თქვა.. -ჯობია წავიდეთ..
-ხო.. დაეთანხმა ნიდაც.. -იოს კურტკაში სასაცილოდ გამოვიყურები ხო?
-მთავარია არ შექცივდეს .. ხელი მოკიდა ნიკამ გოგონას .. დვალი გზისპირას მდგომ ქალთან მივიდა, რომელიც სამაჯურებს, ნაქსოვ ქუდებს და პატარა სუვენირებს ყიდდა.
-აი ეს მომეცით .. ლამაზი ქუდი აიღო დვალმა.
-ეგ რათ გინდა ?
-ცივა და გაცივდები ეგრე თავ შიშველი ..
-მე მყიდულობ? თვალებ გაფართოებულმა შეხედა
-ხო..
-მე არ მინდა
-გინდა
-ამ სამაჯურსაც ავიღებ.. თქვა ნიკამ და ლამაზად დაწნული სამაჯური აიღო.. ნიდას მარჯვენა ხელი დაუჭირა და გაუკეთა..
-გიხდება.. თვალებში ჩახედა დაბნეულს.. ეს ქუდიც დაიფარე.. ქუდი მიაწუდა გოგონას. თანხა გადაუხადა ქალს და გაღიმებული გაუყვა გზას .. ნიდა უკან აედევნა..
-მადლობა.
- რატო არ დაიფარე? ხელში დაკავებული ქუდი გამოართვა, ნიდას წინ დაუდგა და ქუდი თავზე დააფარა. -წავიდეთ ეხლა თორემ წვიმა მოგვისწრებს.. ხელი ჩაკიდა გოგონას..
-ეს იკას მანქანა არ არის? მომავალ მანქანას გახედა ნიდამ.
-ხო ეგაა.. ესენი ხო არ შეგარგებენ რა ცხოვრებას .. ჩაიბურდღუნა თავისთვი
საჭესთან იო იჯდა, გვერდით კი გეგა მოკალათებულიყო.. ავტომობილი შემოაბრუნა და მათ წინ გაჩერდა..
-სად ხართ ამდენი ხანი? გაბრაზებულმა იომ გახედა ნიკას
-რა ამდენი ხანი ? ორი საათიც არ გასულა. შეუღრინა აწ მომავალ ცოლის ძმას.. ნიდა მანქანაში ჩაჯდა, ნიკაც მის გვერდით მოთავსდა..
-რა ქენით? ნახეთ ის მიწა ?
-კი .. ლიკამ თქვა სათბურები უნდა ააშენოთ კიტრის მოსაყვანადო.. ნიადაგიც კარგიაო.. მარა ნახევარი ფართობი ძაან მშრალია და იქით სხვა რამე მოიყვანეთო.. ხარისხიან ჩითილს იყიდით და დათესავთო.. გახარებულმა გეგამ გააცნო სიტუაცია.
-ვა ანუ გამოგვივა რაღაც? ნიკამ გადახედა გეგას
-რაღაც კი არა ..ყველაფერი გამოვა.
-ნიდა თავზე რა გაფარია? იკითხა იომ
-ქუდი..
-მაგას მეც ვხედავ ..
-ნიკამ მიყიდა .. გაღიმებულმა შეხედა ძმას.. დვალმა დამნაშავესავით ჩახარა თავი.
-ოჰ .. უკვე საჩუქრებზე გადავედით .. წარბები აათამაშა გეგამ და საჭესთან მჯდომს ეშმაკურად გადახედა.. მანქანა მწვანე ჭიშკარის წინ გაჩერდა.
- მოვედით ? იკითხა ნიდამ
-კი აი ეს არის ნიდაჩკა ჩემი ბებიის სახლი .. გეგამ ხელი გადახვია გოგონას..
-თქვენ წადით და ჩვენც მოვალთ .. იოანემ გეგას შეხედა..
-სად მიდიხართ? თვალებ დაწვრილებულმა შეხედა ძმას
-არსად .. მალე შემოვალთ შედი შენ .
-წამო ნიდუ, ჩაპა უნდა განახო.
-ვიინ?
-მეზობლის ძაღლი..
-რა ძაღლი ბიჭო ? ეშინია მაგას ძაღლების ..გაღიზიანებულმა ნიკამ გეგას მკვლელი მზერა ესროლა..
-ჰო კაი მაშოინ სახს დავათვალიერებინებ.. ჩაიფრუტუნა გეგამდა ჭიშკარი გააღო. ნიდა შიგნით შეატარა და ბიჭებს მიუბრუნდა
-ეხა ის პონტი არ გაიჩითოს, ორი გადის და ერთი შემოდის რომაა. გაიცინა გეგამ და დაბღვერილ ბიჭებს ეზოში შეასწრო.
მანქანაზე მიყრდნობილმა დვალმა, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და მოწევა დაიწყო.
-იმას უყვარხარ ?
-არა .. არ ევასება „ჩემნაირები“ .. დასევდიანებულმა შეხედა იოს
-შენნაირები?
-თითქოს ძერსკი ტიპები რა ..
-შენ რომელი ძერსკი ხარ ერთი .. გაიცინა იომ .. - რას აპირებ?
-არ ვიცი.. მართლა მიყვარს ტო .. თავიდან, რომ დავინახე უბრალოდ მომეწონა.. თავისი ჩვეულებრივობით .. გაეღიმა ნიკას .. ოქტომბერში ვნახე პირველად, მართლა არ ვიცოდი შენი და, რომ იყო .. ისე ვაფშე არ აქვს მნიშვნელობა, შენი და იქნება თუ არა .. მე მაინც აი ასე მეყვარება.. მინდა იგივეს გძნობდეს.. ხო იცი რამდენს ნიშნავს ჩემთვის პარკური? ნიდამ რომ მითხრას შეეშვიო გეფიცები შევეშვები, აი ამ დედა ნატირებ თამბაქოსაც მოვეშვები .. ოღონდ ერთხელ მაინც დამანახოს, რომ იგივეს გძნობს.. მისი დანახვისას, მგონია რომ ფრთები მაქვს , შემიძლია გიჟივით მთელი დღე ვიღიმოდე. სულელივით ვუყურებდე, ბილწი წარმოდგენების გარეშე.. მინდა ხელი ჩავკიდო და არასოდეს გავუშვა..მე შენ მიყვარხარს თქმა არ მინდა.. მხოლოდ მის თვალებში, გამოჩენილი სიყვარულის ნაპერწკალიც საკმარისი იქნება .. ამ 20წლის მანძილზე შეყვარებულიც არ მყოლია , ნუ რომელ შეყვარებულზეა ლაპარაკი, როცა არც არავინ მყვარებია .. იმ ერთს ვეძებდი და აი ახლა შემიძლი დარწმუნებით გითხრა, რომ ვიპოვე.. ის არის ვინც მჭირდება, ვისთან ერთადაც ვიცოცხლებ, ვიცხოვრებ და გავიხარებ . ხო, ბევრი გოგო ამ დედამიწაზე და ნებისმიერის შეყვარეება შესაძლებელი , მაგრამ ნიდას ის აქვს რაც მე მომწონს, მიყვარს, მხიბლავს. შეიძლება არ არის 180:40ზე თუ როგორცაა მარა მე 165:50ც ძალიან მიყვარს.. ამაზე იოანემ თავი ვერ შეიკავა და გაეცინა..
-მაგარი შეცვლილი ხარ ტო.. ვეღარ გცნობ. რა გაგიკეთა ჩემმა ალქაჯმა დამ ? გადაიხარხარა იოანემ
-გული მომპარა .. ჩაიცინა ნიკამ და ჩამწვარი სიგარეტი გადაგდო.
-მჯერა ნიკა, რომ მართლა გიყვარს.. იომ სერიოზული სახით შეხედა დვალს. ნიდა ჯერ პატარაა, მერე რა რო 19 წლისაა 2 წლის ბავშვივითაა , საქანელის დანახვაზე ხტუნვას, რომ იწყებს.. ნიკას გაეღიმა.. გენდობი და იმედია ამ ნდობას გაამართლებ... იომ ხელი მხარზე დაარტყა დვალს.. ნუ იჩქარებ ჯერ, მის მიყვარხარს ჯობია წლები ელოდო, ვიდრე ერთხელ გითხრას, 2 წელი ერთად იყოთ და მერე გაქრეს შენი ცხოვრებიდან.. მართლა გამიხარდება ნიდას და შენი ურთიერთობა..
-მთელი ცხოვრება დაველოდები.. თავი ჩახარა ნიკამ..
-აუ რა ბმა არის ეს გოგო, ჩემი და მაინც არ იყოს ტო.. ეს ბოთე როგორ სეგიყვარდა.. ქაჯი .. გაიცინა იომ. -კაი ნერვები გინდა ამის ხელში..
-უკვე აღარ მაქვს. გამხიარულებულმა უთხრა იოს და ეზოში შევიდა.



№1  offline წევრი japara

ნუ აგვიან ნუუ!! ძაან კაია და გააგრძელე. ნიკას და ნიდას ურთიერთობა კი მომწონს მარა აჩხუბე ხოლმე ისევ! ნიკამაც წაკბინოს ხოლმე რა

 


№2  offline წევრი tatiachelo

უნის გამო ვერ ვახერხებ ყოველდღე დადებას )) შემდეგ თავში წაკბენები იქნება :D :D

 


№3  offline წევრი Kukrali

ველოდები ველოდებიი :დ მართლა ძაან მომწონს <3

 


№4 სტუმარი Guest მარიამი

აუ ძაან მომეწონა ეს ისტორია და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ძაან კარგად წერ და წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent