ნამდვილი სიყვარული(2 და 3 თავი)
თავი 2 ნიკს დავემშვიდობე და სახლში შევედი, თავიდან ვერ ვიშორებდი მასზე ფიქრებს, დიდი ხანია არც ერთი ბიჭი არ მომიშვია ასე ახლოს, მაგრამ ის განსხვავებულია მას რაღაც ისეთი აქვს რაც სხვა ბიჭებისთვის არ შემიმჩნევია.სახლში შევედი, ჩანთა ოთახში შევიტანე და აივანზე გავედი -რა ხდებოდა უნივერსიტეტში? -ჩრდილიდან ჩემი დეიდაშვილის დიტოს ხმა შემომესმა, დიტო ჩემი მეორე ნახევარია, ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა უსიტყვეოდ გვესმის ერთმანეთსი -დიტო აქ რას აკეთებ? -მეც იგივე შემიძლია გკითხო -აქ ყოფნა მომწონს, აქ თავს მშვიდად ვგრძნობ და თან ფიქრისთვის შესანიშნავი ადგილია -ვინ არის ის? -ვისზე მეკითხები? -ბიჭი რომელმაც კარამდე მოგაცილა -ის მეგობარია, ნიკი ქვია ახალია ჩემს უნივერსიტეტში, მე კი მას ადაპტაციაში ვეხმარები -ადაპტაციაში სახლამდე მოცილებაც შედის?! -შეწყვიტე ეს სასაცილოა, კარგი მე ჩემს ოთახში შევალ -ოთახში შევედი მუსიკა ჩავრთე რათა გონება მომედუნებინა, თუმცა ჩემი გონება არ წყვეტდა მასზე ფიქრს, მის ყოველ სიტყვას, ყოველ გამოხედვას ვაანალიზებდი, ვცდილობდი გამეგო რა აქვს მას ასეთი განსაკუთრებული რომ ჩემში ასეთი ინტერესი გამოიწვია. მოსვენება დავკარგე ოთახში ადგილს ვერ ვპულობდი და მოულოდნელად სურვილი გამიჩნდა დამეხატა, ეს დიდი ხანია აღარ მომხდარა, უკვე რამდენიმე წელია ხატვას თავი დავანებე რადგან სულში სიცარიელე მქონდა, თუმცა ახლა რატომღაც ხატვა მომინდა. სასწრაფოდ სარდაფში ჩავედი ჩემი სახატავი დაფა, ტილოები, ფუნჯები და საღებავები ვიპოვნე და უკან ჩემს ოთახში დავაბრუნე. დიდხანს ვიდექი ტილოსთან და უეცრად ვიგრძენი რომ ჩემი თავის რაღაც ნაწილი დამიბრუნდა, ის ნაწილი რომელიც ტკივილის გამო დავკარგე. ფუნჯი ავიღე და გაუჩერებლად ვხატავდი თითქოს სხვა სამყაროში ვიყავი, უეცარმა ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, სულ საღებავში ვიყავი მოსვრილი, ტელეფონი ვიპოვნე და ვუპასუხე. -ალიოა -როგორ ხარ მარიამ? -ნიკ მოხდა რამე? -არა არაფერი -აბა ასე გვიან რატომ მირეკავ? -მინდოდა მეკითხა ხვალ უნივერსიტეტში წაგიყვანო? -ამის საკითხავად დამირეკე ღამის სამ საათზე ნამდვილი გიჟ ხარ -მაპატიე შენი გაღვიძება არ მინდოდა -არ მეძინა -რამე მოხდა ასე გვიან რატომ არ გძინავს? -ტელეფონით ვერ აგიხსნი მიზეზს, მაგარმ თუ მოხვალ თავად ნახავ -რა თქმა უნდა მოვალ მაგრამ შენი ოჯახის წევრები რას იტყვიან? -ისინი ვერ გაიგებენ, როცა კართან მოხვალ დამირეკე -ცოტა ხნის შემდეგ, ნიკმა დამირეკა და მითხრა რომ კართან იყო, მე ხალათი მოვიცვი კიბეზე ფრთხილად ჩავედი და კარი გავაღე -შემოდი ოღონდ ჩუმად -და ამის შემდეგ მეტყვი რომ გიჟი ვარ?! -ფრთხილად კიბეებია, შემოდი -რის სჩვენებლად მომიყვანე? -იცი ადრე ხაატვა მიყვარდა, ის ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა მერე რაღაც მოხდა რისგამოც ხატვა შევწყვიტე, მაგრამ რაც შენ გაგიცანი ხატვის სურვილი დამიბრუნდა.ეს კი ჩემი ნახატია -ეს მე ვარ? -ჰო ეს შენ ხარ და ნიკ მადლობა რომ ამშუაღამეს აქ მოხვედი -რა პრობლემაა ახლა კი უნდა წავიდე უხერხული იქნება შენი ოჯახის წევრები თუ აქ მნახავენ -კარგი ხვალამდე -ხვალ გამოგივლი -ნიკი კარამდე მივაცილე და შემდეგ დასაძინებლად წავედი. თავი 3 დილის 9 საათზე გიომ დამირეკა, მეგონა ჩემზე ნაწყენი იყო თუმცა შევცდი, მას არ შეუძლია დიდი ხნით ჩემთან გაბუტვა. -დილამშვიდობისა მარ -გიო მოხდა რამე? -არა რა უნდა მომხდარიყო, მომიყევი -ამ დილა ადრიან რა მოგიყვე? -ის რომ გუშინ ახალ ბიჭთან ერთად იყავი -ხომ იცი ეს ოფიციალური დავალება იყო -დავიჯერე როგორ არა -გიო არ მომეშვა მაიძულა ყველაფერი მომეყოლა, მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვიუყევი და ძვლივს მოვიშორე თავიდა. მიდოდა ძილი გამეგრძელებინა, თუმცა არ გამომივიდა. საწოლიდან ავდექი ხალათი ჩავიცვი, ჩემი სახატავი ტილო და საღებავები აივანზე გავიტანე, ხატვა დავიწყე დრო კი ისე გავიდა ვერც კი შევამცნიე. დიტოს ძახილმა გამომაფხიზლა -მარ შენთან არიან -ვინ არის? -შემოდი კიბეზე ადი, ის აივანზეა -დიტო ვინა არის? -მე ვარ, დილა მშვიდობისა -დილა მშვიდობისა ნიკ, მაგრამ აქ რას აკეთებ? -უნივერსიტეტში უნდა წაგიყვანო -ჯანდაბა რომელი საათია? -12, ნუთუ სწავლა დაგავიწყდა?! -სასაცილო არ არის წავალ მოვემზადები -მე აქ დაგელოდები -კარგი მანდ წვენია დოქით შეგიძლია მიირთვა -სად წავიდა? -ემზადება, ჰო მართლა მე ნიკი ვარ -მე კი დიტო მარის დეიდაშვილია -სასიამოვნოა, ძალიან კარგად ხატავს არა?! -ჰო მიხარია რომ ისევ ხატავს -ხატვა რატომ შეწყვიტა? -ეს ჯობია მას კითხო -მე მზად ვარ წავიდეთ, საღამოს განხავ დიტო -ცოტა ხნის შემდეგ -მარიამ ხატვა რატომ შეწყვიტე? -ეს გრძელი ისტორიაა -მე არსად მეჩქარება და თან მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე -ხატვა რამდენიმე წლის წინ შევწყვიტე, რადგან გული გამიტეხეს, რამდენიმე წლის წინ ბიჭი გავიცანი ის ჩემი მუზა იყო, ასევე მეგონა რომ ჩემი მეორე ნახევარიც თუმცა შევცდი, ორი წელი ვიყავით ერთად, ყოველ წამს ერთად ვატარებდით, ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით, მაგარმ ერთ დღეს შეტყობინებით დამშორდა, მომწერა რომ სხვა შეუყვარდა და იმასთან ერთად ქვეყნიდან გაემგზავრა. მოკლედ მე დეპრესია მქონდა ამის შემდეგ გულჩათხრობილი გავხდი. -ნამდვილი იდიოტი იყოფილა რადგან შენ ვერ დაგაფასა -ჰო ნამდვილად იდიოტია, თუმცა რას ვიზამ მე ვცდილობ ცხოვრება გავაგრძელო. -ცოტა ხნანის შემდეგ -დროა ლექციაზე შევიდეთ -კარგი არ ღირს დაგვიანება -გამარჯობა მარ, მოდი აქ დაჯექი -გიომ თავისუფალი ადგილისკენ მიმითითა მის გვერდით -არა იყოს დღეს უკან დავჯდები -მე ჩემი ადგილისკენ წასვლა დავაპირე თუმცა გიომ შემაჩერა -მარ ყველაფერი რიგზეა? მგონი ეს ბიჭი შენზე ცუდ გავლენას ახდენს -ყველაფერი რიგზეა, თავად არ მითხარი სწავლის გარდა სხვა რამეც აკეთეო, ხოდა შენს რჩევას ვითვალისწინებ -ჰო მაგრამ... -მარიამ მოდი აქ დაჯექი - მოულოდნელად ჩემი და გიოს უცნაური საუბარი ელიმ გაგვაწყვეტინა -გამარჯობა ელ როგორ ხარ? -კარგად -მგონი შენზე ცუდ გავლენას ვახდენთ -რას გულისხმობ დევიდ? -იმის თქმა მინდა რომ არა მგონია წარჩინებული სტუდენტის ადგილი უკანა მაგიდასთან იყოს -ადგილს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს -არა იმის ვგულისხმობ რომ შეგიძლია ძველ ადგილს და ძველ მეგობრებს დაუბრუნდე -დევიდ ახლავე შეწყვიტე ეს საუბარი -ნიკი ძალიან გაანაწყენა დევიდის სიტყვებმა -დამშვიდდით ბიჭებო თავად გადავწყვედ სად დავჯდე და რა გავაკეთო -როგორც იტყვით მის -სარკაზმს ვაფასებ დევიდ მაგარმ ის ჩემზე არ მოქმედებს -სალექციო დრო სწრაფად გავიდა, მთელი ლექცია ნიკთან საუბარში გავატარე, რამაც ლექტორი ნამდვილად არ გაახარა -შემდეგ ლექციაზე შევხვდებით ახალგაზრდებო -ნახვამდის სერ -მარიამ შეგიძლია ცოტა დრო დამითმო? -რა თქმა უნდა, მოხდა რამე? -მე შევამჩნიე რომ შენს ცხოვრებაში ცვლილებებია რაც ძალიან კარგია, მაგრამ არ მისცე ცვლილებებს სწავლაზე გავლენის მოხდენის უფლება -დიახ გავითვალისწინებ თქვენს რჩევას -არ დაგავიწყდეს შენ დიდი მომავალი გაქვს, კარგად დაფიქრდი სანამ ყველაფერს ქარს გაატან -აუცილებლად სერ, ნახვამდის -აუდიტორიიდან გამოვედი, ბავშვები ფიეში მელოდებოდნენ -რა უნდოდა? -ისეთი არაფერი ნიკ, აბა ახლა რას ვაპირებთ? -სანამ ნიკი ჩემს შეკითხვას უპასუხებდა მოულოდნელად ჩვენი ჯგუფელი გოგო ნინი გამოჩნდა -გამარჯობა ნიკ არ გინდა უნივერსიტეტი დაგათვალიერებინო? -რატომაც არა სიამოვნებით -ნიკი შეტრიალდა და ნინისთან ერთად წავიდა, მისმა სიტყვებმა გული დამწყვიტა, მან მე უპასუხოდ დამტოვა და სხვა გოგოსთან ერთად წავიდა. მე სასწრაფოდ დავტოვე უნივერსიტეტის შენობა და ეზოში გამოვედი, საკმზე ვიჯექი და ვფიქრობდი ვინ ვარ მე ნიკისთვის, ჩვენ უბრალოდ ნაცნობები ვართ რატომ უნდა გამიწიოს ანგარიში, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მეტკინა გული. ჩაფიქრებულს მოულოდნელად გიოს სიტყვები ჩამესმა -მე დავინახე ეს -რა დაინახე? -შენი მზერა როდესაც ნიკი და ნინი ერთად წავიდნენ -ეს არაფერია, უბრალო მზერა იყო -ჰო როგორ არა, ხომ იცი შეგიძლია ყველაფერზე მესაუბრო -კარგი გამომიჭირე მე არ მომეწონა მათი ერთად წასვლა სულ ეს არის -მისმინე არ ღირს მაგ ბიჭის გამო დადარდიანება, თუ ის ვერ გაფასებს ნამდვილი სულელი ყოფილა -მადლობა გიო შენ მართლაც საუკეთესო მეგობარი ხარ, მაგრამ ახლა უნდა წავიდე მარტო მინდა ყოფნა -კარგი მაგრამ თუ რაიმე დაგჭირდება დამირეკე. -მე ჩემს საყვარელ ადგილას წავედი, პარკში არის ერთი განმარტოებული ადგილი, სადაც ჩემს გარდა არავინ დადის ან უბრაოლ მე არავინ მინახავს იქ. ერთი სიტყვით მყუდრო, კომფორტული და წყნარი ადგილია, ზედ გამოჭრილია განმორტოებისა და ფიქრისთვის. ჩემი წამოსვლიდან ცოტა ხანში ნიკმა გიო მოძებნა და ჩემზე შეკითხვები დაუსვა -ჰეი შენ, გიო არა?! შენ მარიამის მეგობარი ხარ? -კი მისი მეგობარი ვარ, შენ კი ნიკი ხარ არა?! -ხომ არ იცი სად წავიდა მარიამი? -კი მისი ნახვა თუ გინდა ამ მისამართზე წადი -მადლობა ძმაო -იცი ნიკ შენ სრული იდიოტი ხარ -რა? რატომ? -იმიტომ რომ ვერ ამჩნევ თუ როგორ გიყურებს ამ უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტი და ყველაზე ლამაზი გოგო, როგორ შეიძლება მისნაირი გოგო გყავდეს გვერდით და ნინისთან ერთად დასეირნობდე -მე და ის მხოლოდ მეგობრები ვართ არა მგონია მას მეტი უნდოდეს ჩემგან -ჯანდაბა, შენ რა ბრმა ხარ გოგო შენს პორტრეტს ხატავს, შუაღამით სახლში გეპატიჟება, სხვა კიდევ რა უნდა გააკეთოს რომ მინიშნებას მიხვდე. ბევრი ბიჭი მასთან ყოფნისთვის ყველაფერს გაიღებდა მაგრამ მას შენ მოსწონხარ ასე რომ გული არ ატკინო -მადლობა ძმაო სიმართლე რომ მითხარი შენთან სამუდამოდ ვალში ვიქნები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.