შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონსტრი (თავი 4-5-6)


23-04-2017, 20:37
ავტორი Cruella-De-Vill
ნანახია 1 666

თავი 4
კარებთან 15 წუთის განმავლობაში იდგა და ვერ დაგაეწყვიტა,შესულიყო თუ არა. ბოლოს ამოიოხრა და კარები შეაღო,მისაღებში შესვლისთანავე პაპკა იქვე მიაგდო და დაიყვირა.
-ჰარი!-სასტუმრო ოთახიდან ხმაური მოესმა და სწრაფად შევიდა ,მალევე ჰარის სილუეტი დაინახა რომელსაც ხელში ბიტა ეჭირა და უბღვერდა.
-თვალზე რა გჭირს?-დაბნეულმა ჰკითხა ნაილმა და ჰარის ჩალურჯებულ თვალზე ანიშნა-პანდას გავხარ!-გახუმრება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა.ჰარი უფრო დაიძაბა და ბიტა ხელში გამაფრთხილებლად დაატრიალა.
-ვითომ არ იცი რატომ მაქვს ჩალურჯებული!-შეუღრინა ჰარიმ.
-არ ვიცი!-ამოიხრა,არ ახსოვდა როდის დაატყა . ნაილი ჰარისკენ წაიწია ,მაგრამ ჰარიმ სწრაფად დაიხია უკან.
-არც გაბედო ჩემთან მოახლოება!-დაიყვირა და ბიტა ჰაერში მოიქნია,ნაილმა კი უკან დაიხია.მის თვალებში ტკივილი გამოისახა.ჰარის კიდევ ერთხელ შეხედა.
-ჯობდა არ მოვსულიყავი!-ამოიჩურჩულა ნაღვლიანად და შემოტრიალდა,გული სტკიოდა რადგან ბავშვობის მეგობარი დაკარგა...
სახლიდან უკამოუხედავად გამივდა,არც პაპკა გახსენებია და არც კარის მოხურვა,ცრემლებმა ლოყები დაუნამეს,მერე რა რომ ბიჭი იყო,მას სტკიოდა,სტკიოდა გული და არ არინტერესებდა სხვა არაფერი!
***
ღამე არ ეძინა,თვალების დახუჭვისთანავე საზარელ "რაღაცეებს" ხედავდა,გველები,სისხლი,მიტოვებული სახლი,გატეხილი სარკე...
ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა,შუქი ანთებული იყო მაგრამ გულში სიცარიელე და შიში კვლავ ბუდობდა.
"მე ისევ აქ ვარ!"
კვლავ დამცინაცი ხმა გაისმა გონებაში,ნაილმა კვლავ ზლიერად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს.რას განიცდიდა? მხოლოდ სიკვდილი უნდოდა.
"ხომ არ დაგავიწყდი?"
-წადი შენი!-ჩაიბურტყუნა ნაილმა და წამოდგა,ოთახში პაპკას დაუწყო ძებნა მაგრამ ამაოდ,ვერ იპოვა.ხმა კი განუწყვეტლივ ისმოდა. ბოლოს გაახსენდა რომ პაპკა ჰარის სახლში დარჩა და ძარღვებში სისხლი გაეყინა.
არ სურდა ჰარის სცოდნოდა ყველაფერი,მაგრამ შუაღამისას მის სახლს ვერ მიადგებოდა!
ამოიოხრა და სააბაზანოში შევიდა,ონკანი მოუშვა და წყალი სახეზე შეისხა,ონკანის დაკეტვისთანავე კი სარკეს მიაშტერდა.
"ჰეი,მე არ დაგავიწყდე! იცი რას ვიზამ? ხვალ შენს სხეულს კვლავაც მე დავისაკუთებ და შენს ცხოვრებას ავურევ!"
ხელები დამუშტა და დაჟინებით მიაშტერდა მის სახეს სარკეში,ჭკუიდან შეშლამდე ცოტა აკლდა.უცებ ლუსი გაახსენდა და უაზროდ გაეღიმა, "იმუმალმა ხმამაც" ცოტახანი მოკეტა,სააბაზანოდან სწარად გამოვიდა და დედის ოთახში ფეხაკრეფით შეიპარა,მაურას მშვიდად ეძინა,ნაილის შესვლა არც კი გაუგია.
დედის ოთახიდან ბლოკნოტი გამოიტანა ,რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლის მისამართი და ნომერი ეწერა,სწრაფად დაუწყო ძებნა მისთვის სასურველს.
*ლუსი სტოუნი*
სწრაფად ამოიკითხა,მის ოთახში შევიდა და მობილური აიღო.
"ჰაჰ,ვიღაცას რომეოს ბედის გაზიარება სურს"(საუბარია შექსპირის რომეოსა და ჯულიეტაზე)
ალტერ ეგოს ხმა დამცინავად გაისმა ნაილის გონებაში,ნაილმა წაუყრუა და ლუსის ნომერი აკრიფა.
-ალო... ვინ ხართ? ...იცით რომელი საათია?-ლუსის გაბრაზებული მაგრამ წკრიალა ხმა მობილურიდან გაისმა,ნაილმა პირი გააღო რომ რაღაც ეთქვა მაგრამ ვერაფერი თქვა და გოგონას მობილური გაუთიშა.ბლოკნოტი კედელს მიახეთქა,საწოლთან ჩაიკეცა.მუხლები მკერდთან მიიტანა და თავი ხელებში ჩარგო.
ხმა კი კვლავაც განაგრძობდა ჩურჩულს,იცოდა ვინც დაეხმარებოდა მაგრამ დარეკვას ვერ ბედავდა. ბოლოს ბლოკნოტი ისევ აიღო და მალევე იპოვა მისი ნობერი.
*ზეინ მალიკი*
სწრაფად ამოკითხა და ახლა მობილურზე მისი ნომერი აკრიფა.
-გისმენთ!-ბოხი ხმა გაისმა.
-ამ..ზეინი მინდოდა!
-მე ვარ,რომელი ხარ?-სწრაფად იკითხა და სანამ ნაილი რამის თქმას მოასწრებდა,ზეინმა გაბრაზებით წამოყვირა.
-მისმინეთ! გასაგებია რომ იშვიათია გაორება,მაგრამ მე ვაკონტროლებ ჩემს თავს და არ მჭირდება თქვენი დახმარება,ჯანდაბაში წასულხართ თქვენც და თქვენი ფსიქიატრიული კლინიკაც!
-ჰეი,ნაილი ვარ!-ამოიხრა როცა ზეინმა სათქმელი დასრულა.
-უი!-დაბნეული ხმა გაისმა-რამე გინდა ,ნაილ? სამწუხაროდ არ შემიძლია რომ დაგეხმარო,ჩემი მობილური ისმინება.ხვალ ვილაპარაკოთ!-სათქმელი ერთმანეთს მიაყარა და მობილური სასწრაფოდ გათიშა.
თვალეგაფართოებულმა დახედა ტელეფონს,მერე კი გამოუყენებელი ნივთი კედელს მიაფშვნა,საწოლში ჩაწვა...
* აუხსნელი ფობიები.
*მეხსიერებიდან მოვლენების ამოვარდნა, ამნეზია
* თვითმკვლელობაზე ხშირი ფიქრი ან მცდელობები
*პანიკის შეტევები.
* ხასიათის ცვლილება
*ხშირი თავის ტკივილები
*უძილობა, კოშმარები
უმარვლეოსბა ნისნების სწორედ ამ წუთას გამოუვლინდა,თვალები დახუჭა და დაღლილობამ თავისი ქნა.სიზმრების სქელ ბურუსში გახვია და სიზმარი განეორდა.
სისხლი,მიტოვებული სახლი,სასაფლაო,ღამე და ყველაზე მთვარი,მისი მეორე ,ბნელი მხარე....
***
სკოლაში ნელი ნაბიჯებით,თავჩახრილი შევიდა,მხოლოდ 2 საათი ეძინა და საშინლად გამოფიტული იყო,არც არაფერი უჭამია... ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა,წაქცეულიყო.ზარის დარეკვისთანავე კლასში შევიდა თუ არა კლასს თვალი მოავლო,გაახსენდა რომ სულ ჰარის გვერდით იჯდა.
-შეიძლება სხვაგან დავჯდე და არა ჰარისთან?-ჰკითხა მასწავლებელმა რაზეც მასწავლებელი გაოცდა და კლას თვალი მოავლო,ჰარის თავი ჰქონდა ჩახრილი და რაღაცას გამწარებული კითხულობდა.
-ვინმე დაუთმობს ნაილს ადგილს?-იკითხა მასწვლებელმა,მაგრამ ხმა არავის ამოუღია.
-ბოდიში ნაილ ,მაგრამ ისევ ჰარისთან მოგიწევს დაჯდომა!-გაუღიმა მასწავლებელმა,ჰარიმ ნაილს გახედა,ნაილი კი სწრაფად შემოტრიალდა და კარები გამოაღო.
-მისტერ,ჰორან! საით?
-არ ვაპირებ ჰარის გვერდით დაჯდომას!-მკაცრად წარმოსთქვა.
-მაგრამ....
-თავს შეუძლოდ ვგრძნობ!-ჩაიბურტყუნა და ისე სწრაფად დატოვა კაბინეტი რომ ვერავინ ვერაფრის თქმა ვერ მოსწრო.
არც დანარჩენ ორ გაკვეთილზე არ შესულა,სკოლის ეზოში იჯდა და წიგნი ეჭირა ხელში,თუმცა არც კითხულობდა.მის ფიქრებში იყო გართული.ზარის ხმამ გამორაკვია,მეოთხე გაკვეთილი იყო დაწყეებული,წიგნი ჩანთაში ჩაჩურთლა და სკოლაში შეაბიჯა.მალევე ლუსი დაინახა რომელის,ბილოგიის კაბინეტის წინ იატაკზე იჯდა. მალევე მის წინ გაჩნდა,როგორც კი ლუსიმ დაინახა ვინ იყო სწრაფად წამოხტა.
-ნაილ?-დაბნეულმა ამოიჩურჩულა.
-ოჰო,ჩემი სახელი გასოვს!-გაეცინა ნაილს-გაკვეთილზე რატომ არ ხარ?
-მე...მე დავაგვიანე და მასწავლებელმა აღარ შემიშვა.-ლუსი აკანკალდა და ჩანთა ხელიდან გაუვარდა.
-როდის მერე გახსოვს ჩემი სახელი?-ჩაეღიმა და ლუსის ჩანთას დახედა.
-მას მერე რაც გუშინ მაკოცე!-აკანკალებული ხმით წარმოსთქვა ლუსიმ,ნაილს თვალები გაუფართოვდა...
-რა გავაკეთე?-გაოცებულმა წამოიძახა როცა ლუსი დაიხარა და იატაკიდან მისი ჩანთა აიღო.
-ნუ მეთამაშები!-შეუბღვირა ლუსიმ.უცებ ნაილს მშვენიერი იდეა მოაფიქრდა,იქნებ რადგან მისი მეორე მხარემ შეძლო ლუსის სხვაგვარდა მოქცეოდა,ისიც შეძლებდა.
-შენ კი ხმას ნუ უწევ!-ჩაისისინა ნაილმა და დაინახა როგორ გაუკრთა ლუსის თვალებში შიში.
-თმა რატომ შეიღებე?-ჰკითხა უეცრად,თითქოს ახლა დააკვირდა რომ ლუსის თმა ქერა აღარ იყო.
-შენ თქვიი რომ ქერა თმა სულელად მაჩენდა!-ამოილუღლუღა ლუსიმ და თავი ჩაქინდრა,უცებ ნაილი დაფიქრდა ...რა გააკეთა გუშინ თუ ლუსი ასე იქცევა.
-შავი თმები კი ზედმტად მოსალოდნელია!-ჩაიცინა- და თან არც გიხდება!
გაუღიმა და სწრაფად მოშორდა,შემდეგ კი ქიმიის კაბინეტი შეაღო.
***

-შეიძლება სხვაგან დავჯდე და არა ჰარისთან?-იგივე კითხვა გაიმეორა,მაგრამ მასწავლებელმა თვალები გადატრიალა და ანიშნა რომ ჰარის გვერდით დამჯდარიყო.
-გაკვეთილს არ დავესწრები!-სწარაფად წარმოსთქვა და კაბინეტიდან ისე გამოვიდა მასავლებლისთვის ყურადღება არ მიუქცევია,მალე კი კარი ისევ გაიღო და ჰარი გამოვიდა.
ნაილმა თვალები გადაატრიალა და გასასვლელისკენ წავიდა.
-ჰეი!-დაიყვირა ჰარიმ და წინ გადაუდგა.
-ჩემი აღარ გეშინია?-უხეშად ჰკითხა ნაილმა და გავლა სცადა.
-ეს სიმართლეა?-თითქმის ჩურჩულით წარმოსთქვა ჰარიმ და პაპკა ნაილს დაანახა,რომელზეც დიდი ასოებით ეწერა ნაილის "განაჩენი"
"გაორება"
ნაილმა ამოიოხხრა და პაპკა ხელიდან გამოგლიჯა,შემდეგ კი ჩანთაში ჩაჩურთა.
ჰარი კი პასუხს ელოდა მისი მეგობრისგან...ან იქნებ ყოფილი მეგობრისგან.
თავი 5
-ჰეი!-დაიყვირა ჰარიმ და წინ გადაუდგა.
-ჩემი აღარ გეშინია?-უხეშად ჰკითხა ნაილმა და გავლა სცადა.
-ეს სიმართლეა?-თითქმის ჩურჩულით წარმოსთქვა ჰარიმ და პაპკა ნაილს დაანახა,რომელზეც დიდი ასოებით ეწერა ნაილის "განაჩენი"
"გაორება"
ნაილმა ამოიოხხრა და პაპკა ხელიდან გამოგლიჯა,შემდეგ კი ჩანთაში ჩაჩურთა.
ჰარი კი პასუხს ელოდა მისი მეგობრისგან...ან იქნებ ყოფილი მეგობრისგან.
-და რატომ იფიქრე რომ გაორება მჭირს?-ამოიჩურჩულა უეცრად ნაილმა.
-არ ვფიქრობ არამედ ვიცი!-ამოიხრა ჰარიმ- შენ რომ სრულ ჭკუაზე ყოფილიყავი, პანდასავით არ ვიქნებოდი!
ნაილს სულელივით გაეღიმა.
-ანუ მართალია?-ურწმუნოდ ჰკითხა,ნაილმა უსიტყვოდ დაუქნია თავი.თითქოს შერცხვა რომ აქამდე სიმართლე არ უთხრა.
-ანუ შენც ზეინივით დაგემართა!-ამოიხრა ჰარიმ და ნაილმა დაბნეულმა გახედა. ჰარი კი მიხვდა რომ ზედმეტი წამოსცდა და განზე გაიხედა. ნაილს კი უსიამოვნო მოგონებებზე გააჟრჟოლა.ჰარი ყოველთვის არ ყოფილა მისი მეგობარი,ნაილი არავისთან მეგობრობდა და ყოველთვის შურდა "ოთხეულის მეგობრობის" რომელშიც ჰარი,ზეინი,ლიამი და ლუისი იყვნენ.
მათი სამეგობრო მაშინ დაიშალა როცა ლუი ქალაქიდან წავიდა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად,ზეინი რომ სრულ ჭკუაზე ვერ იყო მთელმა სკოლამ გაიგო რადგან ჰარის ლაკროსის მთავარ მოთამაშესთან ჩხუბის დროს წამოსცდა...
შემდეგ კი ზეინმა და ლიამმა ჰარი გარიყა,ისე როგორც ნაილი იყო გარიყული მთელი სკოლისგან.
მათი მეგობრობა წიგნის თხოვებით დაიწყო,აღმოჩნდა რომ ერრთი და იგივე ინტერესები ჰქონდათ,შემდეგ ჰარის დედა სკოლის ექიმი და ფსიქოლოგი გახდა...
და შემდეგ ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა,სულ ერთად იყვნენ და როგორც ნაილი იტყოდა გოგოებსაც ერთად "კერავდნენ".
საუკეთესო მეგობრები იყვნენ,ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ... წარსულის გარდა რომელიც მალევე გაუმჟღავნეს ერთმანეთს.
მათ ჰქონდათ პრივილეგიები,ნაილს სკოლა ეკუთვნოდა ,ჰარი კი მისი მეგობარი იყო მაგრამ პრივილეგიებს არცერთი არ იყენებდნენ,რამდენჯერაც ზეინს ან ლიამს დაინახავდნენ თავს არიდებნენ,ზეინმა რამდენჯერმე მოუხადა ბოდიში ჰარის,ჰარიმაც აპატია მაგრამ მეგობრობა აღარ გაუგრძელებიათ.
-მე დაგეხმარები!-ნაილს ფიქრები ჰარის ხმამ გაუფანტა- ჩვენ "გაორებას დავძლევთ,ერთად!-მხარზე მეგობრულად დაარტყა მუშტი,რაზეც ნაილს ღიმილი უფრო გაუფართოვდა.
-მაგრამ გაორებისგან განკურნება თითქმის შეუზლებელია!
-ჩემთვის თითქმის არ არსებბს!-გაუღიმა ჰარიმ-ვიცი მხოლოდ ერტი რამ ,ზეინს ამის კონტროლი ლიამის საშუალებით შეუზლია,შენ კი მე გყავარ! ჩვენ შევძლებთ ეს ვაკონროლოთ!
***
ჰარი და ნაილი გვერდიგვერდ იჯდნენ და იცინოდნენ,მასწავლებელმა რამდენჯერმე მისცა შენიშვნა,გაცუმდებობნენ მერე ერთმანეთს რამეს გადაულაპარაკებდენ და ისევ სიცილს დაიწყებდნენ,უცებ ნაილმა სიცილი შეწყვიტა და ტკივილიგან სახე დაემანჭა.
-რა ხდება , კარგად ხარ?- ჰარიმ ნაილის სახის ცვლილება სწრაფად შეამჩნია.
-იწყება!-ამოიჩურჩულა როგორც კი მწველმა ტკივილმა მთელი სხეული მოიცვა.
-ჰარი დამპირდი რომ როცა "ის" დაიკავებს ჩემს ადგილს ,არ მომეკარები და თავს საფრთხეში არ ჩიგდებ!-ამოილუღლუღა ნაილმა,ტკივილისგან თვალები დახუჭა რომელიც მთელს სხეულს უღღრნიდა.
-მაგრამ...
-დამპირდი! გთხოვ!-ამოიჩურჩულა და როდესაც აჰრიმ დაპირებაზე ტანხმობა განაცხადა,ნაილის ტკივილი გაყუჩდა და მან კვალავ გაახილა,ცივი თვალები რომლებშიც სიბნელე იდგა....
***
ლუსი გაკვეთილზე ,მისი დაქალის მონიკას გვერდით იჯდა,ბოლო მერხი აარჩიეს რომ ელაპარაკათ,მათემატიკას სრულებით არ უსმენდნენ და ნაილზე ჭორაობნნენ. ლუსიმ დაქალს რათქმაუნდა ყველაფერი მოუყვა.
-და შენ რომელი მოგწონს?-წარბების თამაშით იკითხა მონიკამ- ძველი თბილი ნაილი თუ ახალი,უხეში?
-ძველი!-თითქოს დანანებით ამოილუღლუღა-იცი ერთხელ რომ ჩამხუტა რა თბილი იყო? მომენატრა!
-მოიცა რა უხეში უფრო სექრუალურია!-თვალი ჩაუკრა მონიკამ,ლუსიმ გაოცებით გახედა დაქალს მერე კი შეუბღვირა.
-კარგი ხო!-ხელები ასწია დანებების ნიშნად მონიკამ-დამავიწყდა რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ასე ისაუბრო ნაილზე!
ბოლო სიტყვებზე ორივეს გაეღიმათ მაგრამ მალევე ღიმილი სახეზე შეახმათ რადგან კლასის კარები კი არ შემიაღეს არამედ შემოგლიჯეს.
რათქამუნდა ნაილი იყო.
-ლუსი სტოუნი გაკვეთილიდან გამყავს!-უხეშად მიმართა მასწავლებელს.
-მაგრამ ... დირექტორი ეძახის?-მასწვლებელმა დაბნეულმა გახედა ნაილს.
-თქვენ ხომ არ დაგავიწყდათ რომ ამ სკოლის მესაკუთრე ვარ!-შეუბღვირა მასწავლებელს და სანამ ლუსი წამოდგომას მოასწრებდა,ნაილმა წამებში გადაკვეთა კლასი,ლუსის ხელი მაჯაში ჩაავლო და წამოაყენა,ლუსიმ იგრზნო როგორ აუჩქარდა გული და მონიკას გახედა რომელიც ეშმაკური სახით შეჰყურებდა როგორ გაიყვანა ნაილმა ლუსი კლასიდან.
-რა გინდა?-ამოიჩურჩულა როდესაც კლასიდან გამოვიდნენ,გრძნობდა რომ ძალა გამოსცლოდა და მხოლოდ ნაილის ხელი იჭერდა რომ იატაკს არ დასკდომოდა.
-მე ბევრი რამ მსურს ,მათ შორის შენი გემოს გაგება!-აოიჩურცულა ნაილმა როცა ლუსი კედელთან მიიმწყვდია და წამებში მის ტუჩებს დააცხრა,გოგონამ იგრძნო როგორ შეიჭრა მის პირში ნაილის თბილი ენა,სცადა მოეშორებინა,მკერდზე ხელები მიადო და სცადა უკან დაწევა ეიძულებინა,მაგრამ ნაილმა მისი ორივე ხელი მის ერთ ხელში მოიქცია და კიდელს უფრო ააკრო,მეორე კი კეფაზე მოჰკიდა და მისი სახე უფრო ახლოს მისწია,ბოლოს ლუსიმაც შეწყვიტა გაძალიანება და კოცნაში აჰყვა,ნაილმა კი ხელები გაუშვა ,წელზე შეუცურა და მის მკერდს ააკრო რაზეც ლუსიმ მის პირში ამოიკვნესა.
-შავი თმა უფრო სექსუალურს და ქალურს გხდის!-ლუსის ყურთან ამოიჩურჩულა და ყურის ბიბილოზე აკოცა,გოგონას სიამოვნებისგან თვალები მიეჩუჭა და ამოიხრა.
-მაგრამ საშინლად არ მომწონს შავი თმა უფრო მეტიც ვერ ვიტან! რატომ შეიღებე თმა?-ამოიჩურჩულა მის ყურთან ახლოს.
-შენ თქვი რომ ქერა თმა სულელად მაჩენდა!-თითქოს წყენით ამოთქვა .
-ჩემს გამო?-ნაილის სახეზე კმაყოფილება გამოისახა და უკან დაიხი,ლუსიმ კი აღმოაჩინა რომ არ სურდა ნაილის სხეულს მოშორებოდა და ინსტიქტიურად თვალები გაახილა,შემდეგ კი ნაილის სახეზე დამცინავმა და კმაყოფილმა ღიმილმა მიახვედრა რომ ზედმეტი წამოსცდა.
-შენს გამო!-თავი ჩახარა ლუსიმ,დამალვას და უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა.
-აღიარე რომ მოგწონვარ!-ჩაიღიმა ნაილმა და ლუსის დამცინავად გახედა,ლუსი კი თავჩახრილი იდგა.ბოლოს ამოიხრა და ნაილს თვალეებს მზერა გაუსწორა.
-არ მომწონხარ!-მტკიცედ წარმოსთქვა,ნაილი კვლავაც იღიმოდა,მშვენივრად იცოდა რომ ლუსის უყვარდა.
-დარწმუნებული ხარ?-ჩაიღიმა და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა,ლუსიმ კი ინსტიქტიურად უკან დაიხია.
-არ მომწონხარ!-კვლავაც მტკიცედ წარმოსთქვა-მიყვარხარ!-აღიარა და თითქოს გულიდან ტვირთი მოეხსნა,თითქოს სუნთქვა გაუადვილდა,ეს უკვე არარ იყო საიდუმლო რომელსაც 2 წელი ატარებდა.
-სამწუხაროდ ეგ ჩემი პრობლემა არ არის!-თვალი ჩაუკრა ნაილმა და ღიმილით მიტრიალდა,მალევე სკოლიდან გავიდა,ლუსიმ კი იგრძნო ოგორ ისლებოდა მისი გული ათას ნაწილად,მას ნაილი უყვარდა! უყვარდა და ამას ვერფაერი ვერ შეცვლიდა... აღიარა და აი რა მიიღო,უარყოფა!
თავი ჩახარა,კედელს მიეყუდა და ჩაცურდა,იატაკზე იჯდა და ცრემლები ღვარღვარით მოსდიოდა,ერთადერთი რაც თავში უტრიალებდა ,ის იყო რომ ნაილი უყვარდა!
თავი 6
თვალები გაახილა და რათქმუანდა არაფერი არ ახსოვდა,ჰარის სახლში იყო და ჰარის საწოლზე იწვა,ჰარი კი დაბნეული და შეშინებული ზევიდან დაჰყურებდა,თან ხელში დანა ეჭირა.
-დანა რა ჯანბადაბ გინდა?-გაოცებულმა იკითხა ნაილმა და საწოლზე წამოჯდა.
-მეგონა ისევ თავს დამესხმებოდი!-თვალები გადაატრიალა ჰარიმ და დანა მის ზურგს უკან დამალა.
-ისევ?-ცალი წარბი აუწია.
-აბა პანდასავით თვალს მეთვითონ ვერ დავილურჯებდი!-წყენით უპასუხა ჰარიმ მაგრამ მაინც გაეღიმა და ლოყებზე ფოსოები გამოუჩნდა.
-თავი მტკივა!-ამოიხრა-რომელი საათია?
-უფრო ნაკლები დაგელია და არ გეტკინებოდა!-შეუბღვირა ჰარიმ
-რა? არ დამილევია!-დაბნულმა წამოიყვირა.
-ნუ შენ კი არა შენმა მეორე მხარებ დალია!-ამოიხრა ჰარიმ-მგონი,12 საათია რაც ნორმალური ნაილი არ მინახია!
-რამდენი?-თვალები გაუფართოვდა ნაილს-ანუ 12 საათის განმავლობაში ჩამანაცვლა?-ჰარიმ ცალი წარბი ასწია და თავი დაუქნია.
-ჯანდაბა! წინაზე მხოლოდ ექვსი საათი არ ვიყავი საღ გონებაზე! რა გავაკეთე?-საწოლიდან წამოდგა და ჰარის დაბნეულმა შეხედა.
-თუ არ ჩავთვლით იმას რომ ბენს ფერარი დაუმტვრიე,მისი შეყვარებული მენდი გაჟიმე ,მე კინაღამ მცემე და საშინლად გამოთვერი,კლუბში ცხუბი მოაწვე და პოლიციის საკნიდან ძლივს დაგიხსენი,არც არაფერი!-გაუღიმა ჰარიმ ,მაგრამ როგორც კი ნაილმა მისი სიტყვები მოისმინა თვალები გაუფართოვდა.
-მეტი არაფერი ხომ?-ძალით იკიხა,იმედოვნებდა რომ მხოლოდ ეს გააკეთა მაგრამ....
-ლუსიმ გითხრა რომ უყვარდი და შენ კი უთხარი ეგ ჩემი პრობლემა არ არისო და მტირალი დატოვე სკოლაში,ზლივს დავამშვიდე!
-რა თქვი?-სიხარულის ნაპერწკალი გაუკრთა.-მას ..მე ვუყვარვარ?-ხმა აუკანკალდა,ჰარიმ კი მობეზრებით დაუქნია თავი.
-მას მე ვუყვარვარ!-გახარებულმა დაიყვირა და ჰაერში შეხტა.
-ვიმეორებ შენ კი უთხარი რომ ეს შენი პრობლემა არ იყო და ატირებული დატოვე!-გაუმეორა ნაილს იგივე,ნაილი კედელს მიაშტერდა.
-ჯანდაბა!
-მე კი ძლივს დავამშვიდე!-ამოიხრა ჰარიმ-და იმედია არ მომკლავ იმის შემდეგ რასაც ბოლოს გეტყვი!-ჰარიმ უკან დაიხცია,ნაილმა კი გაოცებით შეხედა.
-ვუთხარი რომ გაორება გჭირდა და რომ შენთან მიმართებაში დამხმარებოდა!-ამოიჩურჩულა ჰარიმ და შეშინებულმა თვალები დახუჭა.
-რა ჯანდაბა გააკეთე?-დაიღრიალა ნაილმა-ნორმალური ხარ?
-კი,შენგან განსხვავებით!-ამოილუღლუღა და დანა ისე დაიჭირა რომ ნაილს მისი დანახვა შესძლებოდა.
-იდიოტი ხარ,სთაილს!-შეუღრინა მაგრამ მალევე გაეცინა,ჰარი კი მალევე მიხვდა რომ ნაილი გაბარზებული არ იყო.
-არ მომიახლოვდე თორე ამ დანას მუცელში გაგიყრი!-სიცილით წარმოსთქვა ჰარიმ,ნაილი კი სიცილით მიახლოვდა.
-მიდი! გელი!-თვალი ჩაუკრა,მაგრამ უეცრად ჰარიმ დანა დააგდო და მეგობარს ჩაეხუტა,ნაილმაც გაოცებულმა მოხვია ხელები.
-მენატრებოდი!-ჩურჩულით წარმოსთქვა ჰარიმ-არ მინდა რომ გაორება გჭირდეს,შენ უკონტროლებელი და ცუდი ხდები როცა "ის" განაცვლებს!
-ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა! არც მე მინდა!-უპასუხა ნაილმა და თავი ჩახარა.
-ვაიმე გვაგვიანდება!-წამოიყვირა უეცრად ჰარიმ,ნაილს მოშორდა და და კიბეები ჩაირბინა.
-სად გვვაგვიანდება?-ნაილიც სირბილით მიჰყვა უკან.
-სკოლაში!ავტობუსმა გაგვასწრო!-ამოიხრა ჰარიმ როცა ორივე ეზოში აღმოჩნდნენ.
-ისევ ისე?-წარბების თამაშით იკითხა ნაილმა.ჰარიმ თავი დაუქნია,სამამდე დაითვალეს და ორივე ადგილს მოსწყდა,გიჟივით გაქცნენ სკოლისკენ.
***
-დავიღალე!-სკოლის კარებს მიეყრდნო ნაილი.
-მეც!-ამოიოხრა ჰარიმ -ამჯერად მე მოვიგე!-კმაყოფლმა გადახედა ნაილს.
-მითხარი რა ჯანდაბა გინდა!ერთი სურვილი გაქ!- გაეცინა ნაილს.
-მინდა რომ "იმ რაღაცის" გაკონტროლება ისწავლო რომელიც ხშირად იკავებს შენს სხეულს!-ნაღვილანად გადახედა ჰარიმ,ნაილმა კი თავი ჩაქინდრა .
-ჰეი.ლუსი!-წამოიყვირა ჰარიმ და ლუსის ხელი დაუქნია,ნაილმა თვალები ჭყიტა დამეგობარს მუჯლუგუნი გაჰკრა.
-აუჩ,მეტკინა!-შეუღრინა ჰარიმ ნაილს როცა ლუსი მათკენ გამოემართა.
-მიგახჩობ!-შეუბღვირა ნაილმა რასაც ჰარის სიცილი მოჰყვა.
-ჰეი,ჰარი!-გაუღიმა ჰარის და ნაილს თვალი აარიდა.
-გამარჯობა,პრინცესა!-თვალი ჩაუკრა ჰარიმ .
-ჰარი!-ლუსიმ და ნაილმა ერთდროულად დაუყვირეს,ნაილმა გაბრაზებით ხოლო ლუსიმ სიცილით.
-უჰ!-უხერხულად გადახედა ნაილს-დამავიწყდა რომ ლუსი მხოლოდ შენი პრინცესაა!-სანამ რომელიმე რამის თქმას მოასწრებდა-ორივეს ხელი მოჰკიდა და ერთმანეთს "მიაჯახა"
-არ დაგავიწყდეთ რომ ერთმანეთი გიყვართ!-წამოიძახა და გიჟივით გაიქცა კაფეტერიისკენ.ხოლო ლუსიმ და ნაილმა ერთმანეთს დაბნეულმა გადახედეს,ლუსი მიტიალდა რომ წასულიყო,მაგრამ უეცრად ნაილმა მას მხარში ხელი ჩავლო და მისკენ მიატრიალა,ლუსიმ კი დაბნეულმა შეხედა მაგრამ სანამ რამის თქმას მოასწრებდა,ნაილმა ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიადო რომ გაეჩუმებინა.
-მიყვარხარ!-ამოილუღლუღა ნაილმა და შოკირებულ ლუსის აკოცა,მაგრამ ეს არ ყოფილა უხეში კოცნა,ეს იყო თბილი და სიყვარულით სავსე კოცნა მაგრამ ჯერ არ იცოდნენ რამდენი რამის გადატანა მოუწევდა მათ სიყვარულს რადგან მათ მთელს მსოფლიოსთან მოუწევდათ ბრძოლა რომ მათი სიყვარული გაგრზელებულიყო.

***
ის იდგა ფანჯარასთან და შეჰყურებდა როგორ ჩადიოდა მზე,ამოიხრა.მოენატრა მისი ძველი ცხოვრება და მისი მეგობრები.მისი შექმნილი ოთხეული...
-ლუის ჩვენ ცოტა ხნით სახლიდან გავდივართ!-მიმართა დედამ და გაუღიმა,ლუისმა თავი უინტერესოდ დაუქნია,არ აინტერესებდა არაფერი,მხოლოდ ძველი მეგობრები ენატრებოდა.
-ლონდონში მინდა დაბრუნება!-დედას გადახედა,დედას კი ღიმილიანი სახე შეეცვალა.
-ხომ იცი რომ იქ უსაფრთხოდ ვერ იქნები?-სწრაფად ჰკითხა დედამ.
-ვიცი მაგრამ აქ გამოკეტვით რას მივიღებ?-შეუბღვირა დედას-რაც ლონდონიდან წავოვედით ჩემი ოთახიდან გასვლის უფლებაც არ მაქვს! ყველაფერი მამას ბრალია!
-მამაშენს ნურაფერში დაადანაშაულებ! მან იცის რა არის შენთვის კარგი!-წამოიყვირა დედამ.
-მართლა?-დედისკენ დამცინავად მიტრიალდა-არ შეესყიდა ფსიქიატრიული კლინიკა,არ დაეწყო "გაორების" შესწავლა.არ დაეწყო ჩემი მეგობრების დევნა და არ ეყოლებოდა ამდენი მტერი!-დაიყვირა-ვერ ვიტან მას! ხალხს ტყუილ იმედს აძლევს,თუ მის კვლევაში არ იღებენ მონაწილეობას მათ იტაცებს! ასე არ უნდა მომხვდარიყო!
-ლუის!-გაბრაზებულმა შეხედა დედამ.
-მისმინე დედა! გითხარით რომ აღარ დაგიჯერებდით და ისე ვიცხოვრებდი როგორც მსურდა თუ ჩემს მეგობრებს რამეს დაუშავებდით! ამიტომაც გამომკეტეთ აქ მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწევთ,ზეინმა ყველაფერი იცის!
-ჩვენ ზეინი აღარ გჭირდება!-ღია კარებში ლუისის მამაც გამოჩნდა-ახლა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რომელიც თავს ვერ აკონტროლებს!
-და რას აპირებ?-ახლა მამას მიუტრიალდა ლუისი-მასაც იმ 50 ადამიანივით მოიტაცებ რომლებიც კლინიკაში გყავს გამოკეტილი და მათზე ცდებს ჩაატარებ?-დაიყვირა-ვიმეორებ თქვენთვისვე აჯობებს ჩემს მეგობრებს არაფერი დაუშავოთ!
-ის შენი მეგობარი არ არის ლუის! ნაილ ჰორანს მგონი არც კი იცნობ!
-ნაილს?-დაბნეულმა ჰკითხა და თვალწინ ქერა ბიჭი წარმოუდგა,როგორ არა იცნობს! ის და მისი სამეგობრო ხომ სულ ამცირებდა მაგრამ დამცირება სხვაა და ცდების ჩატარება კი სხვა!
-მასაც გაორება დაემართა?-დაბნეულმა იკითხა და თვალები დაებინდა როდესაც მამამ თავი დაუქნია.
-არც მიეკაროთ!-უეცრად ბრაზმა მოიცვა ,ხელები დამუშტა და მამამის დაეტაკა,საყელოში ხელი ჩაავლო და კედელს მიანარცხა,რასაც დედის წამოკივლება მოჰყვა.
-ექთანი!-დაიკივლა ქალმა და დერეფანში გავარდა.
-გეფიცები რომელიმე ჩემს ნაცნობს რამეს დაუშავებ და არ გაცოცხლებ!-დაიყვირა მაგარმ იგრძნო როგორ შეიყვანეს მის სხეულში ნემსის საშუალებით დამამშვიდებელი,მამას ხელები შეუშვა და უკან დაიხია.ვერ იტანდა როდესაც დამამშვიდებელს ან დამაძინებელს როდესაც უკეთებდნენ,წაბარბაცდა და პირად ექთანს გახედა.თვალთახედვა ნელ-ნელა ებინდებოდა,დედამ ხელი ჩაავლო და საწოლზე დააწვინა.
-ვერ გიტანთ ვერცერთს იმის გამო რასაც მე და სხვა ხალხს გვიკეთებთ!-ამოიჩურჩულა და საბოლოოდ დაკარგა გონება.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

უხ მაგარი იყო .
მაინტერესებს რა მოხდება ძაან.
ველი შემდეგს!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

უფრო და უფრო საინტერესო ხდება ეს ისტორია.მაგარია ძაან
--------------------
ლანა

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ძალიან მაგარია ველოდები ახალ თავებს
--------------------
M.D

 


№4 სტუმარი Guest მარი

უმაგრესი იყოოო ძალიან საინტერესოა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent