შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც არ უნდა მოხდეს 2 თავი


23-04-2017, 23:09
ავტორი Nicaa
ნანახია 1 431

ვახშმამდე 3 საათამდე დრო კიდევ იყო დარჩენილი. ნომერში უსაქმოდ ჯდომას კი ტერასაზე გასვლა ვამჯობინე, გემრიელად მოვკალათდი და მიმტანს ჭიქა ყავა მოვატანინე. ფიქრებიდან სმს-ის ხმამ გამომიყვანა, რათქმაუნდა გიგა იყო -„მოუთმენლად ველოდები საღამოს“. საღამოს ხსენებაზე მთელ სხეულში სასიამოვნო ტალღამ დამიარა თუმცა ღიმილი სახეზე შემეყინა როცა ბართან გიგას მოვკარი თვალი ვიღაც გრძელფეხება ქერა გოგოსთვის წელზე მოეხვია ხელი და შიგადაშიგ შიშველ მხარზეც კოცნიდა. გაოგნებულმა სმს რამდენჯერმე გადავიკითხე თუმცა შეცდომა გამორიცხული იყო რა აღარ წარმოვიდგინე იქ მისვლა ჩხუბი, კივილი, ისტერიკის მოწყობა თუმცა ეს ყველაფერი სისულელე იყო, ვგრძნობდი როგორ მეკვროდა სუნთქვა, გული მეკუმშებოდა მის დანახვაზე, თვალები ცრემლებით ამევსო და უკანმოუხედავად იქიდან გამოვიქეცი. ახლა კი ვიწექი საწოლზე და ვერაფერზე ვფიქრობდი ათასი კითხვა მოდიოდა თავში და ქრებოდა პასუხგაუცემლად, გარდა ერთისა როგორ უნდა დასჯილიყო გიგა ისე რომ ყველაფერი მწარედ ენანა. თანდათან ვაცნობიერებდი რომ მის თვალში ერთი სუსტი უნებისყოფო და მასზე უგონოდ შეყვარებული გოგო ვიყავი, რომელსაც როგორც უნდოდა ისე გამოიყენებდა. მაგრამ მე მია გეგეშიძე ამას არ დავუშვებდი.
მართალია ცოტას დავიგვიანებდი მაგრამ ვახშამზე მისვლა მაინც გადავწყვიტე, ახალი კაბა ცოტა შელახული ეგდო იატაკზე ამიტომ ნაგავში ჩავტენე და შავი მოკლე კაბა გადავიცვი თმებიც ცოტა ჩამოვისწორე და ისე გადავიწიე უკან. მკვეთრი მაკიაჟი გავიკეთე ტირილისგან დასიებული თვალები რომ დამემალა და კმაყოფილი ღიმილით მაგრამ ბრაზით და შურისძიების გრძნობით სავსე გავემართე რესტორნისკენ.
ღია ცისფერ პერანგში გამოწყობილი გიგას დანახვაზე გულში რაღაც ვიგრძენი მაგრამ თითქოს ყველანაირი გრძნობა დავბლოკე და დავაიგნორე შეძლებისდაგვარად ბედნიერი ღიმილი ავიკარი სახეზე.
- როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ! -ყურში ჩამჩურჩულა და ჩემს პირდაპირ მოთავსდა.
- მადლობა ! - ჩავიბურტყუნესავით და ისევ ბედნიერი მზერა შევანათე.
ვიღაცას შეიძლებოდა გავეკიცხე მისი ესეთი საქციელის შემდეგ როგორ შემეძლო კვლავ მასთან ერთად ჯდომა, ვახშმობა და მხიარულებაც კი. მაგრამ ეს ჩემი ნიღაბი იყო წამდაუწუმ თვალწინ მედგა ის ბედნიერი წუთები რაც ერთად გაგვიტარებია პირველი კოცნა, წყნეთში მეგობრებთან ერთად გაპარვა, რალიზე მონაწილეობა და ათასი სხვა მოგონება რომელსაც დაუსრულებლად ვიხსენებდი ყოველღამ ძილის წინ. ტკბილ მოგონებებს თანდათან ცვლიდა სხვადასხვა მომენტები აი ისეთი, იმ წუთას ყურადღება რომ არ მიგიქცევიათ და მერე დაფიქრებულხართ რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ზოგს შეიძლება იდიოტი ვგონებოდი რომ მჯეროდა მისი დაგვიანებების, შეშლილი მესიჯების, დაკარგვების და ასე შემდეგ, მაგრამ მე მჯეროდა მისი, იმ სიყვარულის მჯეროდა რასაც მეგონა ერთმანეთის მიმართ ვგრძნობდით.
ამბობენ ადამიანი 3 ეტაპს გადის ცხოვრებაში განსაცდელის შეხვედრისას: პირველადი რეაქცია, შეგუება, გამოსავლის პოვნა. ამჟამად მე მესამე ეტაპს გავდიოდი და ესე უნდა გამეგრძელებინა სანამ მოვიფიქრებდი როგორ მოვქცეულიყავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent