უცხო ( თავი 9 )
კაბინეტში იყო, როდესაც კარზე კაკუნის ხმა გაისმა - მობრძანდით - გასძახა ლიზამ - ქალბატონო ელიზაბეტ, დაჭრილი მამაკაცი შემოიყვანეს, სასწრაფოდ წამოდით. - რეზიდენტმა შეატყობინა. - წამომყევი დროზე, თუ რა თქმა უნდა გსურს შენც დაგასწრო.. - გოგონა, სიხარულისგან გაიბადრა და უკან გაჰყვა. პაციენტი, საოპერაციოში მიჰყავდათ, რამდენიმე შემავალი ჭრილობა ჰქონდა. ანკეტას, ჩახედა და ირაკლი სამხარაძე ამოიკითხა, დიდი ყურადღება არ მიუქცევია. სასწრაფოდ მოემზადა და შიგნით შევიდა. გული, გამალებით უცემდა, თითქოს მის ხელში, მისთვის ძვირფასი ადამიანის, სიცოცხლე იყო. რამდენიმე ქირურგი, მუშაობდა. გულთან ახლოს ჰქონდა, ერთი ჭრილობა. მუცლის ღრუში, არც ერთი ორგანო, არ ჰქონდა დაზიანებული. ტყვია, ამოიღო და ჭრიილობაც თვითონვე გაკერა, თითქოს სხვას ვერ ანდობდა. გულის მდგომარეუბა რთულად იყო, გაუჩერდა, მუხტით აუმუშავეს და ისევ განაგრძეს საქმე. ყველაფერი, რომ დაასრულა, მოსაცმელი და პირდაბადე მოიშორა. დერეფანში გავიდა, იქ პოლიციელები, დაუხვდნენ და ტყვიების გადაცემა სთხოვეს. მანაც ექთანს დაავალა, საქმის შესრულება. შემდეგ, ოჯახის წევრებისკენ გაემართა. აფორიაქებული იყო, თითქოს გული რაღაცას ეჩურჩულებოდა, მაგრამ ვერ უგებდა. ხანში შესული ქალი დახვდა, რომელიც ასაკის მიუხედავად, მაინც კარგად გამოიყურებოდა. ისეთი ცივი და მკაცრი სახე ჰქონდა, ლიზას გააცია. გვერდით კი ახალგაზრდა, გოგონა ედგა, რომელიც მას ძალიან გავდა, გაუკვირდა, მაგრამ მასზე ფიქრს დიდი დრო არ დაუთმო. აცნობა, რომ პაციენტი, სტაბილურ მგომარეობაში იყო და დროებით რეანიმაციაში ეყოლებოდათ. ჩახველების ხმა გაიგონა და მისკენ შეტრიალდა . გაოცებისგან პირი, ოდნავ გააღო. - გამარჯობა, მე გამომძიებელი, თორნიკე ნაროზაული ვარ. როდის შევძლებთ მის ნახვას? - ისეთი უემოციო, სახით უყურებდა გოგონას, თითქოს პირველად ხედავდა. - აქ იდექით, ამიტომ კარგად გაიგებდით, რომ რეანიმაციაში გვყავს პაციენტი და დროებით ვერ მოინახულებთ! - მის პალატასთან, დაცლის ბიჭები იდგებიან. იმედია, პრობლემას არ წარმოადგენს! - ჯიქურად, უყურებდა სახეში და ტუჩის კუთხე, ოდნავ ჩატეხა. - კარგი! ოღონდ ფეხებში არავის გაედებიან! - უთხრა და თავის კაბინეტისკენ გაემართა. შიგნით შესვლისას, დივანზე წამოწვა და ღრმად ამოისუნთქა. ცოტახანი გათიშული იწვა და ჭერს უყურებდა. გულის სიღრმეში ეწყინა კიდეც, რომ დააიგნორა. მან, ხომ სიკვდილისგან იხსნა. კარზე, კაკუნის ხმამ მოიყვანა გონს. - მობრძანდით. - გასძახა და გასწორდა. გაუკვირდა თორნიკე, რომ გამოჩნდა. - ექიმი, რომელიც უკანონოდ აკეთებს ოპერაციებს, დღეს მთავარი ექიმია?! - ირონიულად ჩაიქირქილა. - ჯერეც ერთი! იმ ექიმმა, შენ გადაგარჩინა! შენს გამო თავისი პროფესია, საფრთხეში ჩააგდო! მადლობას, უნდა უხდიდე წესით. - თვალი ჩაუკრა და ირონია არც მან დაიშურა. - მაგას, ნამდვილად ვერ დაგიკარგავ.. - მაჯაში ხელი ჩასჭიდა, თავისკენ მიიზიდა და სხეულზე აიკრა. არაფრის თქმა აცადა, ისე ეძგერა ტუჩებზე. თვალებ დაკვესებული, უყურებდა ლიზა. ჰაერის უქონლობის გამო, მოეშვა ბიჭი. გოგონამ ხელი მოუქნია, მაგრამ ბიჭის სწრაფი რეაგირების გამო, მისი ხელი წელს უკან აღოჩნდა. - ეს იმისთვის, რომ იცელქე. - კვლავ შერწყნენ, მათი ბაგეები. - მმ, ექიმო, გემრილი ტუჩები გქონია.. - შე.. შე.. იდიოტო და ხეპრევ, ამას როგორ ბედავ?! თავი ვინ გგონია?! - რა იყო, შეყვარებული არ გყავს და რა გაბრაზებს. შენი ბაგეები, ხომ პირველად მე მივისაკუთრე. თან მადლობაც გადაგიხადე. - ისეთი, ცინიკური ხმით ესაუბრებოდა. გოგონას სიბრაზისგან, გაწითლდა გაყვითლდა. ცისარტყელას ყველა ფერმა გადაურბინა სახეზე. თორნიკეს კი სიამოვნებდა, მისი მოელვარე, შავი თვალების ყურება. გაოგნებულიდატოვა კაბინეტში გოგონა, და იქიდან აორთქლდა. ხალათი მოიცვა და ოთახი დატოვა. ყველა პაციენტი ინახულა, შეამოწმა ყველაფერი და უკან დაბრუნდა. დღეს მორიგე იყო, ამიტომ დივანზე დაიძინა. დილით ადრე გაეღვიძა. შეატყობინეს ,,თქვენი პაციენტი, ირაკლი სამხარაძე, გონს მოვიდაო’’. ისიც მისკენ გაემართა. - რამე ხომ არ გაწუხებთ? - თავი, მტკივა მხოლოდ, სხვა არაფერი. - ირაკლი გაოგნებული უყურებდა, ისე ჰგავდა, მის ანასტასიას, გულმა ორმაგად დაუწყო ძგერა. - ექთანს ვეტყვი, ტკივილ გამაყუჩებელი გაგიკეთოთ. დღეს პალატაში გადაგიყვანთ, შეძლებთ ახლობლების ნახვას. - კარგი, შვილო. - მისმა ნათქვამმა შვილომ, გოგონაზე იმოქმედა, ააფორიაქა. ექთნებს, მითითებები მისცა და სხვა პაციენტებთან წავიდა. ყველაფერი, რომ მოითავა კაფეტერიაში ჩავიდა, ახლად შესულ ნინოს ხელი დაუქნია. -შენ გაბარებ ჩემს პაციენტს ირაკლი სამხარაძეს, ყველაფერი უნდა ვიცოდე მის შესახებ. - კარგით - თავი, დაუქნია გოგონამ. - თხუთმეტ წუთში, ოპერაცია მაქვს, თუ გინდა დაესწრო გამომყევი. - წამოდგა და ანიშნა გაჰყოლოდა, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. ისე მიაბიჯებდა ვერ იფიქრებდი ქალი , რომ იყო. ცისფერი შარვალი ეცვა, ზემოთ კი ამავე ფერის მაისური. ხალათი, ხომ საერთოდ უფარავდა სხეულს. თმები კი, მუდამ შეკრული ჰქონდა. ისევ საოპრციო, ისევ იგივე სისხლი. ათასი იარაღი, მისი მობილიზებული მზერა, მკაცრი გამომეტყველება და საშინელი დასასრული სადღაც ქრება, სიტუაცია სტაბილურდება. წამში ეცვლება გამომეტყველება, ერთს ამოისუნთქებს კიდეც, თითქოს ზურგიდან ლოდი მოხსნეს. ნელნელა, დედამიწაზე ეშვება და ხვდება რაც გააკეთა. გასვლისას კედელსაც ეყრდნობა, გული გამალებით უცემს. ონკანთან დიდხანს რჩება, უნდა ხელები კარგად დაიბანოს, თითქოს ხელთათმანების შიგნით აღწევდეს სისხლი. მის თვალებს , რომ დააკვირდე ტკივილი იგრძნობა, მოლოდ იქ შეგიძლია ემოციების წაკითხვა, მაგრამ ამას ვერავინ ახერხებს. ყოველთვის ბრუნდებოდა პაცინტთან, იგებდა მის მდგობარეობას. პირველს, მეორე ანაცვლებდა და ასე ხდებოდა მუდამ.. კაბინეტში შევიდა, დივანზე ჩამოჯდა თავი საზურგეს მიაყრდნო და უკან გადახარა. ღრმად სუნთქავდა, გული აუდ-ჩაუდიოდა. გრძელი ყელი, იმდენად მიმზიდველი ჩანდა, ახლად შესულ თორნიკეს, მზერა გაუშეშდა. მატერიით დაფარული, ლამაზი ფორმის მკერდი, მაინც იწონებდა შიგნიდან თავს. თვალები გახილა, რომ ვინმესთვის, დონატების ყიდვა დაევალებინა, მაგრამ მასზე მიშტერებული ნაროზაული შერჩა. ჩაახველა.. - უკაცრავად, რამე გნებავთ? - წარბაწევით ჰკითხა. - პაციენტის, ნახვა მინდა.. - დაბნეულმა ამოილაპარაკა. - ექთანს სთხოვეთ და მიგასწავლით. - იმედია, რომ გახვალთ კარებს მიიხურავთ - ყურთან უჩურჩულა. გამოშტერებულ ბიჭს, გვერდი აუარა. ჩუმად ჩაიცინა კიდეც. ნინის დონატების და ყავის ყიდვა დაავალა და ოთახში დაბრუნდა. ***** ანაბელმა, დედის საყვარელი, წითელი ტიტები იყიდა და სასაფლაოზე წავიდა. მანქანიდან გულ დამძიმებული გადავიდა, ყოველთვის უჭირდა აქ მოსვლა. ფეხები უკანკალებდა, შორიდან უყურებდა. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. მივიდა და სურათთან ჩაიმუხლა, სახეზე მოეფერა და აკოცა. - იცი გელოდები.. გელოდები და მჯერა, რომ მოხვალ.. ვიცი სულელურად ჟღერს, მაგრამ მჯერა.. მინდა, რომ მჯეროდეს.. ეს თვეები, კოშმარულ სიზმარს ვხედავ, რომელშიც ხანდახან ბედნიერი ვარ, მაგრამ აქ , უშენოდ სიცარიელეა. მარტო, არ ვარ, მაგრამ თავს მარტოსულად ვგრძნობ. დღისით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ღამით, მარტო დარჩენილი ჩემს თავსთან, მონატრება მკლავს. არ მინდა დაჯრება, რომ მიწად იქეცი და აქ არის შენი ადგილი. მინდა დილით გაღვიძებისას, შენს და მამიკოს ოთახში შემოვიპარო და შუაში ჩაგიგორდეთ, თქვენ კი ორივემ მომიღუტუნოთ და ჩემი კისკისით სახლი ავიკლო. მერე ანდრია, შემოგვივარდეს და იწუწუნოს, მეც მინდა თქვენთანო. მინდა დაწოლისას შემოხვიდე და მაკოცო, შემდეგ კი ძილინებისა მისურვო. განა ბევრს ვითხოვ ?! გეფიცები დროის უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს , დროის ნახევარს, რომელსაც შენგან შორს ვატარებდი, მხოლოდ შენ დაგითმობდი, გვერდიდან არ მოგცილდებოდი. უშენოდ ცარიელი ვარ, შენი ჩახუტება, დედისეული სურნელი და თბილი ხმა მენატრება. კალთაში, თავის ჩადება და გულის მოოხება მინდა, ძალიან მინდა.. ვერავინ გამიგებს ისე, როგორც შენ. დედიკო, შენ განსაკუთრებული იყავი, არ მახსოვს არც ერთი დაყვირება და ჩხუბი. განა არ ვაშავებდი, პირიქით ძალიან ცელქიც ვიყავი, მაგრამ მათ გარეშე მიხსნიდი ყველაფერს. მენატრები ისე მენატრები, რომ სული მეხუთება, უშენობა მახრჩობს და ნელნელა მგუდავს. იცი ყველაზე ძალიან, რისი მეშინია?! - შენი ხმის ტემბრი, ნაზი მიხვრა-მოხვრა, ნატიფი ნაკვთები, შენი სურნელი, დროთა განმავლობაში არ ამოიშალოს, ჩემი მეხსიერებიდან. დედიკო, გეფიცები ეხლაც ვერ ვიჯერებ, ამ პატარა მიწის ნაკვეთში, რომ ხარ. აი, აქ კი, ლამაზად მოპირკეთებულ ქვაზე, საიდანაც შენი მიცინი და შენი სახელი აწერია, შენ გეკუთვის. მგონია, სადმე დასასვენებლად ხარ წასული და აუცილბლად დაგვიბრუნდები. ვიცი დეე, რომ აუცილებლად მესტუმრები ხოლმე, ფერად და ლამაზ სიზმრებში. ჩამეხუტები და დამელაპარაკები, კვლავ შევისრუტავ შენს სურნელს. ვიცი სიგიჟეა, მაგრამ ვგრძნობ, შენს ჩემს გვერდით ყოფნას. ვიცი დაგპირდი, მაგრამ ცრემლს ვერ ვაკონროლებ დეე, როგორც ,,ზღვას დინებას ვერ შეუცვლი დეე, წვიმას ვერ უბრძანებ, შეწყდიო.. ‘’ ტირილშიც ბევრჯერ დამთენებია, ვერ ვიაზრებ, ისე მისველდება ბალიში. ხომ მაპატიებ დეე?! შენს შარფს ვიკრავ გულში და ისე ვიძინებ. იმ იმედით, რომ მოხვალ და თმებზე მომეფერები, როგორც ბავშობაში. სურათს აკოცა და წამოდგა. მანქანისკენ წალასლასდა. საჭეს მიუჯდა და მოსწყდა იქაურობას. მთელი სიჩქარით მიაქროლებდა ავტომობილს, დიდ ადრენალიმს გრძნობდა. გგონიათ სიკვდილი უნდოდა?! - არა უბრალოდ, ყოველთვის უყვარდა სიჩქარე. უეცრად, ძაღლმა გადაირბინა, საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანას ააცილა და მთელი ძალით ხელს შეასკდა. სიბნელე, კაშკაშა სინათლებ შეცვალა, ვერ ხვდებოდა სად იყო.. სხივს ხედავდა, უნდოდა გამოსახულება გაერჩია, თვალებს ახამხამებდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ძლივს დაინახა, მარიამი. მისი მონატრება, იმაზე დიდი იყო ვიდრე ეგონა. - დეე, ჩემო დედიკო, აქ ხარ?! ჩემთან ხარ?! - მისკენ მიიწევდა, მაგრამ ქალი ხმას არ სცემდა. - არ მელაპარაკები დეე? - თვალებიდან, ცრემლების ნაკადული ცვიოდა, თან ხელს იშვერდა მისკენ. - რას აკეთებ შვილო?! სიკვდილი გინდოდა?! გინდა მამა და ძმა, მარტო დატოვო?! გინდა უარესად გაანადგურო?! - არა, დედიკო, არა, მე .. მე.. უბრალოდ სწრაფად მივდიოდი და საჭე ვეღარ დავიმორჩილე.. - თავს მოუფრთილდი შვილო, იცოდე მე, აქ შენს გამო ვნერვიულობ. მე, მუდამ შენს გვერდით ვარ, ყოველთვის დაგიფარავ. - დეე, დედიკო, შენთან წამოვალ კაი?! შენთან მინდა, ძალიან მენატრები, ვეღარ ვუძლებ. - მისკენ მიიწევდა, მაგრამ მარიამი, უფრო სცილდბოდა. - შენ, კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლო დეე, ძალიან ბედნიერი ქალი უნდა იყო.. - ეს უთხრა და გაქრა. ანაბელს, შეგრძნებები და ტკივილი დაუბრუნდა, თვალებს ვერ ახელდა. გრძნობდა, რაღაც ჰქონდა შემოხვეული. თითქოს სული იყო და ზევიდან აკვირდებოდა ყველაფერს. თეთრ ხალათაიანები, ირეოდნენ პალატაში, ყველა რაღაცას ამოწმებდა და იწერდა. ყველა გავიდა, ოთახში კი, ირაკლი, შემოვიდა. - მაპატიე, ჩემო გოგონავ, მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი. ვერ გაგიწიე შესაბამისი მამობა, დედაშენმა შენი თავი, მე ჩამაბარა. მე, კიდე გვერდში არ დაგიდექი და ყურადღება მოვადუნე. მეგონა, უძლებდი და ერთად კარგად გამოგვდიოდა. რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, ჩემო თვალის სინათლევ. ვერ გადავიტან იცოდე, თუ დამტოვებ. ოღონდ გაიღვიძე და ჩემს სულსაც მოგცემ მამიკო. - ეხუტებოდა თან, ცრემლები უსველებდა ლოყებს. არადა ირაკლი წიკლაური, არავის დაანახებდა ცემლებს, ცოლის დასაფლავებაზეც არ იტირა. მხოლოდ გული უტიროდა. ანაბელს, გული მოუკვდა, მამის ასეთ დანახვაზე. უკვე რამდენიმე საათია, ამ კადრებს უყურებს. ყველა შედიოდა მასთან, მაგრამ დამიანეს ვერ ხედავდა. ,, ნუთუ არ ვაინტერესებ?! ან იქნებ არც გაუგია ჯერ, ის ხომ საქართველოში არ იმყოფებოდა..’’ - ვიცი აქ ხარ და ჩემი გესმის! უბრალოდ ეგოსტი ხარ ბავშობიდან, არ გაინტერესებს, როგორ გვანერვიულებ! ეს, როგორ გააკეთე?! ვიცი, რომ თავს არ იკლავდი, სულ გიყვარდა სწრაფად ტარება! მგონი, შენ თვითონ არ გინდა, დაბრუნდე. არც დედაშენის ღვაწლს აფასებ და არც ჩვენს სიყვარულს! ნუთუ წასვლას აპირებ?! ფეხი უნდა დაკრა და ასე ადვილად დაგვტოვო?! მამაშენი და შენი ძმა არ გეცოდება?! კიდე იმეტებ, ასეთი ტკივილისთვის?! კარგად მიცნობ და იცი, როგორი გაბრაზება შემიძლია. ორი კვირაა, აქ წევხარ გაუნძრევლად. სად არის ჩემი ანაბელი, ვისაც ორი წუთი ვერ ვაჩერებდით?! მხოლოდ დამიანეს შემოსვლისას, გიცემს გაორმაგებულად გული. მე ნაკლებად მიყვარხარ, თუ პირიქით შენთვის არაფერს ვნიშნავ?! - თავიდან ჩხუბი დაიწყო ლიზამ, ხოლო შემდეგ ცრემლები, ვეღარ შეიკავა. იწმენდდა და კვლავ აგრძელებდა. - ვსო აღარ ვაპირებ, შენთან ლაპარაკს. ვიცი, რომ ჩემი თითოეული სიტყვა გაიგე! კარი, გაიღო და დამიანე შემოვიდა. სულ სხვანაირი იყო, ორმეტრიანი კაცი დაპატარავებულა და დასუსტებულა. წვერი მოუშვია, თვალის უპეები ჩაშავებული ჰქონდა. კი არ მოდიოდა , მოლასლასებდა. მისთვის საყვარელ, ვარდისფერ ტუჩებს, ფერი ჰქონდა დაკარგული. მუდამ გასაგიჟებელ მუქ კანს კი, მიტკლის ფერი ედო. ლიზამ მარტო დატოვა. ერთ დროს ლამაზი, თლილი თითები, უფრო თხელი ეჩვენა ანაბელს. ახლოს მივიდა, მის ხელებს შუბლი დაადო. - მჯერა! ამის დ.შ მჯერა , რომ ჩემზე ჯიუტი, თხა ხარ. ვიცი, რომ ისე არ გიყვარვარ, როგორც მე მიყვარხარ. ვერადროს გიყურებდი ისე როგორც დას, უბრალოდ არ შემეძლო.. შეიძლება, ამის გამო არაკაციც კი გეგონო. აი, პირველად ბაღში, რომ დაგინახე, იმ დღიდან მიყვარხარ. ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ამის თქმას ვერ ვბედავდი. მეშინოდა შენი დაკარგვის და გაუცხოების. ახლა კი გეუბნები, როცა გძინავს, ამის თქმას ისე ვერ შევძლებდი, ვერ გადავიტან შენს თვალებში, იმედ გაცრუების დანახვას. თუ არ გამოფხიზლდები, შენთან ერთად მეც მოვკდები. ოღონდ თვალები გაახილე და თუ გინდა, კიდევ დამიძახე: მექალთანე და ქალების მუსუსიც, საკუთარ თავზე შეყვარებული გოძილაც, კაკლის საბერტი ჯოხიც, რაც გინდა. გთხოვ შემიბრალე, ასე ნუ გამწირავ. გახსენი, ლამაზი, ვარდისფერი ტუჩები და როგორც იცი ხოლმე, მომაჯადოვებლად გამიღიმე. - გოგონას გული, გამალებით უცემდა. გულის აპატარმა კი წრიპინი დაიწყო. - ბიჭმა , შუბლზე მიაკრო ტუჩები, მერე კი ანაბელს, პირველი კოცნა მოჰპარა. კვლავ იგრძნო შეხება, მაგრამ ამჯერად ზემოდან აღარ უყურებდა. ყველაფერს აღიქვამდა, მისი სურნელით ფილტვებს ივსებდა. დალაპარაკება უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. მთელი სხეული დაბუჟებული ჰქონდა, თან საშინლად აწუხებდა. რაც კი, ძალა ჰქონდა მოიკრიბა და თითები მოუჭირა ბიჭის თითებს. ბიჭმა სწრაფად ასწია თავი და მის ხელს დააკვირდა. შემდეგ მათი თვალები, ერთმანეთს შეხვდა. დამიანეს გულმა, ბედნიერებსიგან სალტოები გააკეთა. - გაღვიძე?! მართლა გაიღვიძეეეე?! - მისი ხმა, ბედნიერების ნაწილაკებით, იყო გაჟღენთილი. გარეთ გავარდა და ექიმს დაუძახა. უკვე ვეღარ გრძნობდა, მის სიახლოვეს და სუნს. - როგორ გრძნობთ თავს?! მე თქვენი მკურნალი ექიმი ვარ, მერაბი. ორი კვირის წინ ავარიაში მოყევით, კომაზოტურ მდგომარეობში იმყოფებოდით. იმ ინციდენტიდან, თუ გახსოვთ რამე? - ტუჩები წყლით დაუსველეს. - ყველაფერი მტკივა.. კი მახსოვს. - ხმაწართმეულმა ამოილაპარაკა. - თვალები, რატომ მაქვს ახვეული? - თავი, რულს ძლიერად დაარტყით, ამიტომ ჰემატომა განვითარდა. მალე მოგხსნით სახვევებს. ოჯახის წევრები შემოვუშვა? - დიახ, თუ შეიძლება. - ახლავე დავუძახებ ყველას, საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი გყავთ. - თბილად გაუღიმა. მალე ოთახში, სხვადასხვა სურნელი აირია. მათგან დამიანეს, სურნელს გამორჩეულად აღიქვამდა. ხვდებოდა, რომ ტიროდნენ. მალე, სახვევებიც მოხსნეს. წამწამები ფრთხილად დააშორა ერთმანეთს, რამდენჯერმე დაახამხამა, მაგრამ ამაოდ. სიბნელეში იყო, ყველაფერი მოქცეული. - რა ხდებაა?! ვერაფერს ვერ ვხედავ, ექიმო! - ყველანი, გარეთ გადით და მალე ყველაფერს შეგატყობინებთ. - ანაბელი, გაქვავებული იჯდა ეტლში. სადღაც წაიყვანეს, სხვადასხვა აპარატის შეხებას გრძნობდა, პროცედურებს უტარებდნენ. მალე ისევ პალატაში დააბრუნეს. - ბოლოს და ბოლოს, იტყვით რა მჭირს?! - დამშვიდდით, არ ინერვიულოთ, ასეთი ტრამვის შემდეგ იცის, დროებით მხედველობის დაკარგვა. - ნორმალური პასუხი გამეცით, უნდა ვიცოდე, რა მჭირს! ისევ დავინახავ, თუ სამუდამოდ ბრმა ვიქნები?! - თუ შეიძლება, დამშვიდდით, თქვენთვის ნერვიულობა და ტრესი არ შეიძლება. - ნუ, ჩაიხვიეთ. როგორ დავმშვიდდე?! როდესაც სიბნელეში ვარ?! - ისტერიკა დაემართა, ექიმმა დამამაშვიდებელი გაუკეთა, მალე დამშვიდდა და დაეძინა. გამოფხიზლდა, თვალები დაახამხამა იმ იმედით, რომ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო. რომელიც, როდესაც გაიღვიძებდა გაქრებოდა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა. - ვიცი, რომ აქ ხარ, მომიახლოვდი! - მე ვარ შილო - თავზე მოეფერა ირაკლი. ესიამოვნა მამის სითბო, მაგრამ არ შეიმჩნია. - ახლავე ანდრია შემოუშვი, სხვა არავინ! იცოდე ვიგრძნობ! - კარგი, შვილო არ ინერვიულო. - განადგურებული იყო, შვილს ამ მდგომარეობაში, რომ უყურებდა. - მინდა სახლი, მოძებნო. ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ მომაგნებს! ეს მხოლოდ, შენ გეცოდინება, სხვა არავის! - მასე ხომ, ყველას გულს ატკენ?! - გული ეწურებოდა, დის შემყურეს. - ასე მინდა მე, დამეხმარები თუ არა? - კარგი, ჩემს მეგობარს აქვს სახლი, სადაც ვერავინ მოგაგნებს. ვეტყვი დამლაგებელი გაგზავნოს და დაალაგებინოს. კიდევ, ექთანს დავიქირავებ, რომ დაგეხმაროს. - კარგი, როგორც შენ გინდა. დამტოვე და ლიზა შემოუშვი. - ყველაფერი მაინტერესებს , ჩემი მდგომარეობის შესახებ. გთხოვ, არაფერი დამიმალო. - ხეს, რომ შეეჯახე, ღვედი არ გეკეთა, არც ბალიშები გაიხსნა. ამიტომ, თავი ძლიერ დაარტყი საჭეს. სისხლჩაქცევები განვითარდა, ყველაფერს თვალს ვადევნებდი. შეფერხებები არ ყოფილა, ამიტომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ექიმი გეტყოდა, რომ ეს დროებითია. მალე დაგიბრუნდება მხედველობა. - ყველას დაუძახე, თუ შეიძლება. - მიხვდა, რომ ყველა შემოვიდა. - პირველ რიგში, მე ზე არ მიფიქრია. უბრალოდ, დიდი სიჩქარით ვატარებდი მანქანას, ძაღლი გადმომიხტა, მოპირდაპირე მხრიდან კი მანქანა მოდიოდა, ამიტომ ვარჩიე ხეს შევჯახებოდი. ახლა კი, მინდა ყველამ დამტოვოთ, სახლებში წადით და დაისვენეთ. ანდრია, შენ დარჩი. - ყველამ დატოვა პალატა, მიდი მითითებით. - ექიმს დაელაპარაკე და გაწერის დრო, ჰკითხე როდის შევძლებ წასვლას. ოღონდ უთხარი, ლიზას არაფერი უთხრას! ისეთ დროს წავალთ, როცა ლიზა სავადმყოფოში არ იქნება, ამას რა თქმა უნდა, შენ გაარკვევ. ახლა კი შენც წადი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.