მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...19... დასასრული
სადღაც გულის სიღრმეში, მარტო დარჩენილს ალბათ გაგვივლია ფიქრად, რომ დღის ყოველი წუთით თუ წამით უნდა დავტკბარიყავით, რომ არცერთი წუთი არ უნდა დაგვეკარგა უქმად. კედელზე ჩამოკიდებული საათის წიკ-წიკი მუდამ გვამცნობს რეალობას, რეალობას, რომლის ყოველი ისრის დაკვრა, წარსულს ბარდება. ყველას გვინატრია ჩვენი ცხოვრების რაღაც, პატარა მონაკვეთი გამეორებულიყო, ან თუნდაც დრო გაჩერებულიყო. ყველას გვდომებია წამი და წუთი დაგვეჭირა,ხელი ჩაგვეკიდა და არასოდეს გაგვეშვა, ამას მხოლოდ მაშინ ვფიქრობთ, როცა ჩვენ თავთან მარტო ვრჩებით, მაგრამ როგორც კი სარკეში ანარეკლს მოწყდები,წინანდელი ფიქრებიც გავიწყდება,გვავიწყდება სიკვდილიც,რომელიც ყველას კარზე აკაკუნებს,უბრალოდ დროს არჩევს თავისებურად. ვიცით მისი არსებოდა მაგრამ ყოველდღე ისე ვიქცევით, თითქოს ეს ჩვენ არ გვეხებოდეს. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა რომ ვიღაცის სიძულვით ვცხოვრობდეთ, მაგრამ ძალიან ძნელია ტკივილს და წყენას გაუძლო, ადამიანი და ცხოველი ერთმანეთისგან მხოლოდ წარმოსახვის უნარით განსხვავდებიან... და სწორედ ამ უნარის წყალობით ჩვენ, ადამიანები ყველა ველურ ცხოველზე უარესი ცხოველები ვართ. ვტკენთ საკუთარ სულს და ხორცს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მიგვაჩნია სწორად. მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენს ფიქრებს არ იზიარებენ... და მაინც სიკვდილი არ გვართმევს სიყვარულს, პირიქით ის სამუდამოდ ინარჩუნებს მის სახეს ჩვენს გონებაში. სიყვარულს მხოლოდ ცხოვრება ანადგურებს... მწარე და დაუნდობელი ცხოვრება,პატარა თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ღირებული ადამიანებით... თმებ გაშლილი,სახე წაშლილი გოგონა მკრთალად მაგრამ მაინც ხედავდა სულით დაცემული,განადგურებული ბიჭის სახეს... საავადმყოფოს იატაკზე მუხლებდამხობილს. ნათლად ჩაესმოდა ყურებში ექიმის სიტყვები, გულმაც თამაში დაუწყო, ჯერ შეამცირა დარტყმები ხოლო შემდეგ ორმაგად იმძლავრა სისხლის ნაკადმა, ერთიანად გაიბრძოლეს გონებასთან, ერთიანად მოდუნდა. ვერ მიმხვდარიყო რა გაეკეთებინა,ეზარებოდა საკუთარი თავიც და ის წყეული მანქანაც, ნათლად წარმოუდგა თვალწინ მანქანის ძლიერი ხმა,ქეთას კივილთან ირაკლის შემზარავი ღრიალი,შუა გზაზე საყვარელი დაქალის უსულო სხეული, მუხლებში დავლილი უსიამოვნო შეგრძნება, ცხოველს დამგვანებული ირაკლი... საავადმყოფოს შენობა, თითოეული გულში დანთებული პატარა მაგრამ ძლიერი იმედი. ექიმის კაბინეთთან ორდღიანი უშედეგო ლოდინი... რობოტივით სიარული დერეფნიდან დერეფანში,ვერ აზროვნებდა,არც არსებობდა,მხოლოდ იდო... გეგას ხელში მიდიოდა და მოდიოდა. ექიმის მიერ წარმოთქმული "ვწუხვარ".... და მერე ყველაფერთან ერთად სრულიად არაფერი.... გულის და სულის ერთიანი ყვირილი.... ქეთას სიცილის ხმა ყურებთან.... თვალების წვა და მხურვალე ტალღა... გეგას მკერდზე გამეტებული მუშტები... საზარელი ყვირილი... ყოველი დღე ქეთას წარმოსახვასთან სიარული და ჩაუქრობი იმედის ქონა... ნინელის სიმწრით დაკაწრული სახე, ვახტანგის განადგურებული უემოციო გამომეტყველება და ირაკლი? ირაკლი უბრალოდ იყო. ცოცხლად დამარხული,თავის გულს უგზავნიდა გოგონას. გვერდით უდებდა და ცივ მიწაში ატანდა, თავის დიდ ხელებს მის პაწაწინა გაყინულ თითებს მაგრად უჭერდა და თითქოს თვალებით აფრთხილებდა, რომ ახლა მაინც მოევლო ბიჭის გულისთვის. თავის გულსაც ატანდა რადგან ბიჭმა ვერ სეძლო ქეთას გულს გაფრთხილებოდა... თავი დახარა,გოგონას ცივ ტუჩებთან მიიტანა სახე,რომელიც მუდამ თბილი და ფაფუქი იყო,გაციებოდა... გაყინვოდა... ხელით მოეფერა საყვარელ სახეს, გულმა ვეღარ გაუძლო, გულმა რომელიც ყოველ დარტყმაზე მიყვარხარს გაყვიროდა, ნინი გრძნობდა ბიჭის უთქმელ მაგრამ უდიდეს ტკივილს. მხარზე შეეხო ბიჭს,ცრემლები შეამჩნია თვალებში, ვეღარ გაუძლო. საყვარელი ადამინის უსულო სხეულს მაღლიდან დაყურებდა და თავი ეზიზღებოდა,თავად ცოცხალს რომ უწევდა ყოფნა მაგრამ ცოცხლობდა კი? თვალები ძლიერად დახუჭა ნინიმ,აღარ შეეძლო არაფერზე ფიქრი -ჩვენ ერთად ავფრინდებით ცაში-გაიხსენა ბავშვობის ფრაზა,გულმა გამალებით დაუწყო ფეთქვა. ირაკლის შემხედვარე უფრო უკვდებოდა გული... ბიჭს მიწა ხელში ჩაებღუჭა პატარა ხელთან ერთად,ისე უჭერდა თითქოს სიცოცხლეს უგზავნის, უნაწილებსო, საკუთარი თვალებითაც ვეღარ ხედავდა, მაგრამ თავისი სიცოცხლისფერიც აღარ ყავდა, ჩაქრობოდა... ის შეხება ენატრებოდა,პირველად,სულ რომ არ მოელოდა ბიჭი,ის მიყვარხარ ენატრებოდა გოგონა რომ ხშირად ეუბნეოდა მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც განსაკუთრებულად... გულში ჩაიკრა თავის თოჯინა,მთელი სახე დაუკოცნა გაყინულს,საშინლად არ ემეტებოდა შემზარავად ცივი მიწისთვის, მდურარე ცრემლები აპობდნენ თვალის უპეებს, მაგრამ არ ერიდებოდა, თავისი ცრემლების არ ერიდებოდა... ვერ დაიცვა... ვერ მიუსწრო...შეპირდა შენთან მოვალ და არა შენამდეო მაგრამ ვერ შეძლო.... სუსტი აღმოჩნდა... ანდრიას დაგებულ მახეში გაება,ქეთის განწირული ყვირილის,ტირილის მოსმენაზე გული დაუმძიმდა,ვერ იბრძოლა თავის სიყვარულისთვის... ლაჩარი აღმოჩნდა... მანქანაც შორიდან დაინახა,ქეთასკენ მიმავალი დაინახა,რამდენჯერმე ძლიერად დაუძახა,ფეხსაც აუჩქარა რაც ძალა ქონდა მაგრამ მაინც ვერ მიუსწრო... ვერ მოახერხა... თუმცა გოგონამ აპატია,ბიჭის დანახვისთანავე გაუღიმია, ობოლი ცრემლი გადმოვარდნია ნახევრად დახუჭული თვალიდან... "მე მომენატრე" მხოლოდ ამის თქმა მოახერხა... თავზე თითქოს ცა ჩამოექცა ირაკლის,ფერი დაკარგა ყველაფერმა. გაუფერულდა, გაფერმკრთალდა, ვერ გაატანდა... საყვარელ სხეულს ვერ დათმობდა... სიკვდილის უნდობელ ჯალათს ვერ გაატანდა, არ ენდობოდა... მხოლოდ თავად უნდა მოევლო ქეთასვის,მხოლოდ მას... მას ქონდა უფლება გოგონას შეხებოდა... ყველაფერ ამას ნინი გრძნობდა შორიდან,უთქმელად ხვდებოდა. გრძნობდა პანიკა ეწყებოდა. თანდათან იაზრებდა მომხდარს, კადრებად გაეფანტა გონებაში ქეთასთან გავლილი ყოველი წელი, როგორ ეჩხუბებოდა თითოეულ გაწელილ ნათქვამ სიტყვებზე, როგორ არიგებდა "სერიოზული იყავიო", როგორ თხოვა " არ მიმატოვო თუ დაგკარგავ მეც დავიკარგებიო" . ახლა? ახლა რომ მე დავიკარგე შენი დაკარგვით? მწარედ გაიფიქრა გოგონამ,გული ეხლიჩებოდა შიგნიდან... გრძნობდა მაგრამ ვერაფერს აკეთებდა... სიმწრით აჭერდა კბილებს ერთმანეთს. თვალები დაუწითლდა და მთელი ხმით ატირდა... შორიდან ესმოდა საკუთარი სახელი... ქეთა...ირაკლი... გეგა... -ვეღარ უძლებდა,ვერ მშვიდდებოდა... ცივი სითხე იგრძნო უცბად სახეზე, შეკრთა...მაშინვე დაეწმინდა გონება,აქეთ-იქით მიმოიხედა შეშინებულმა -კიდევ კარგი გამოფხიზლდი! გეფიცები კიდევ მასეთი შემთხვევა და ჩემი ხელით შეგათრევ, ფსიქოლოგის კაბინეტიდან ათასჯერ გამოქცეულს და სანამ არ გამოფხიზლდები იქ დაგტოვებ-შეუვალი ჩანდა ბიჭის ტონი -გეგა გეყო. არ იცი რა გამოვიარე-წყენით ჩაილაპარაკა ნინიმ -მარტო შენ გამოიარე? ყველამ ვინერვიულეთ, ყველამ განვიცადეთ, მაგრამ დამთავრდა. ყველაფერს აქვს დასასრული. ორი წელი გავიდა ნინი,ორი წელი!-გაბრაზებას ვეღარ მალავდა გეგა -ხო ვიცი,წლები გავიდა მაგრამ დღეს ზუსტად ის დღეა, რაც ორი წლის წინ. ზუსტად ის დღე -ადექი წავიდეთ. გველოდებიან-აღარ უნდოდა იმ თემაზე საუბარი -მერე დამაცადე? -გოგო ერთი საათია თუთიყუშივით გავიძახი ნინი, ნი ნი, ნ ი ნ ი-თქო და კიდე დაგაცადო? -სულ მასეთი უჟმური როგორ ხარ?-სერიოზულად დაინტერესდა გოგო თუმცა პასუხი ვერ მიიღო. მანქანაში ჩასხდნენ და ნაცნობ გზას დაადგნენ. ხმას არცერთი იღებდა, თუმცა გამოცდილება ისეთი მრავალგზის ქონდათ, გადამოწმებას აღარ ექვემდებარებოდა,ყოველი თითქოს კარგად დაწყებული საუბარი,მუდამ კამათით მთავრდებოდა, მაგრამ უერთმანეთოდ მაინც წარმოუდგენელი იყო. ასე ერთმანეთის "მოფერებაში" მიუახლოვდნენ ბინას,ზარი დარეკეს და ცოტა ხნით დაიცადეს. კარიც მალე გაიღო,ირაკლიმ შეიპატიჟა წყვილი, სიყვარულით გადაეხვია ორივეს -რას შვებით, ისევ რომანტიკოსობთ?- გაცინება ცადა -კი იკა როგორ არა,ეს დაგაცდის რამეს? დღეს ისევ ერთ საათიანი მოგზაურობა ქონდა ტვინში, თავის წარსულის ხეივანში-ამ სიტყვებზე ირაკლიც მოიღუშა,ნინის გახედა,რომელიც საცოდავი მეზობლის ბავშვივით იყო კუთხეში აყუდებული. -დღესაც გიჭირს ხომ?-მზრუნველად კითხა ირაკლიმ და ხელი მოხვია გოგონას -ვერ წარმოიდგენ იკა, შენ არა? არ გახსენდება? -არ მავიწყდება ნინი,მაგას არასოდეს დავივიწყებ. პირველიც იქნება და ბოლოც ჩემი ეგ გრძნობები. მეორედ ცოცხლად აღარ დავიმარხები.-ჩაფიქრებით თქვა და ხელში დაჭერილ ჭიქას ჩააშტერდა -აუ შეიკრიბნენ ესენი რაა. ე ბიჭო დამთავრდათქო ეგ ვაა..... -ვიცით გეგა ვიცით-აცრემლებული თვალებით გახედა ბიჭს. -აბა ჩემო ლამაზებო როგორ ხართ?-ღიმილით გამოვიდა გოგონა ოთახიდან -კარგად რძალო,შენ?-პასუხიც დაუბრუნა გეგამ. -რა გეჩქარებოდა,კიდევ ყოფილიყავი სარკის წინ და რომ წავიდოდნენ მერე გამოსულიყავი,დამშვიდობებოდი-ირონიით აღნიშნა ირაკლიმ. -მოდი სანამ საქმეს შევუდგებით,დავილაპარაკოთ ცოტა რა...-აზრი გამოთქვა გეგეჭკორმა -რა ქენი შენებს ელაპარაკე?-გოგონასკენ მიტრიალდა ნინი და თავისი ცისფერი თვალები ფართოდ მიანათა. გოგონამაც თავი ჩაღუნა და ნათლად წარმოუდგა გონებაში, საავადმყოფოდან გამოსვლისას როგორი თვალებით უყურებდა მშობელი... ადრე ნატკენი გული უკვე ღალატით ტკიოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც შეძლო მისთვის სიტყვების თქმა - კიდევ კარგი ყველა ტკივილი რომ სახეზე არ გვაწერია მამა, გაგვიჭირდებოდა მერე ერთმანეთის ტკივილისთვის თვალის გასწორება... ხო მე, შენი პატარა გოგო, დავრჩი ჩემს ბავშვურ სიჯიუტესთან ერთად,რომელსაც სწორედ ბავშვობიდან,მშვენივრად იცნობ და იცი, რომ სწორედ მაშინ მიყვარს როცა მიშლიან,სწორედ მაშინ მიყვარს როცა მიკრძალავენ... მე მიყვარს და თუ არ შეეგუები ამას,ხელს მაინც ნუღარ შეგვიშლი... -ქეეთ! ესაუბრე შენებს? -დედას ყოველდღე ვურეკავ,მამა კი თავად ვერ მელაპარაკება. საკუთარ თავს ვერ პატიობს. მხოლოდ მაშინ როცა ძალიან ვენატრები-ცრემლები წამოუვიდა გოგონას და მაშინვე იგრძნო გვერდით,საყვარელი სხეული... გაიგონა მთელი გრძნობით,ჩუმად, ყურთან ნათქვამი მიყვარხარ. ცრემლიანი თვალებით გაიღიმა და ძლიერად მიეკრა ქმარს. -მოკლედ.... გვეყო სენტიმენტები-ჩუმად დაიწყო ქეთამ,თან თვალებიც აუციმციმდა-ძალიან მიყვარხართ... ვინაიდან და რადგანაც, დღეს ჩემი მეორედ დაბადების დღეა,ნუ მე ასე ჩავთვალე,მართალია მე უნდა მჩუქნიდეთ საჩუქრებს მაგრამ მინდა დღეს მე გაჩუქოთ,ირაკლი ეს შენ-პატარა ვარდისფერ-ცისფერ ზოლიანი ყუთი გაუწოდა ბიჭს. გაკვირვებით ჩამოართვა საჩუქარი მეუღლეს და მაშინათვე გახსნა -ეს რა არის? -იმედი მაქვს შენ უკეთესი მამა იქნები იკა-წარმოთქვა გოგონამ და გაკვირვებულ ბიჭს მზერა გაუსწორა. ბიჭი დაიბნა,ჯერ საყვარელ ქალს უყურებდა,შემდეგ კი ხელში შერჩენილ პაწაწუნა ფაჩუჩებს,უცბად გადახარშა და მაშინვე ცოლს მივარდა -ქეთ მართლა? შენ... ანუ... ჩემი... ქეთა ჩემო ჯიუტო გოგო... ჩემო სიცოცხლისფერო-ხელსი დაატრიალა საყვარელი სხეული და მთელი სახე დაუკოცნა, მალე შეუერთდნენ ნინი და გეგაც -ბავშვს მე ვნათლავ დაგასწარი-წამოიძახა გეგამ -რაო? გეგონოს გეგეჭკორო!-ისე თქვენ დასასჯელები ხართ ძალიან. . . -წამოფრინდა ნინი და წყვილს წინ დაუდგა-როგორ გაბედეთ, კარგი ამას ტვინი ქონდა შერყეული მაგრამ შენ უჩემოდ როგორ გაბედე და პირდაპირ საავადმყოფოდან როგორ წაიყვანე ქორწინების სახლში? -თვალებგაფართოებული აბაკუნებდა ფეხებს... სამეულმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს,მერე ნინის და შემდეგ სიცილი დაიწყეს -გოგო ეგ ახლა გაგახსენდა?-სულს ძლივს ითქვამდა გეგა -ნინიკო აბა შენი აზრით რაც გადავიტანეთ იმის მერე ქეთას თავისუფლად დავტოვებდი, ჩემს გარეშე თუნდაც 5 წუთი? წამოსულიყავი შენც-გვერდიდან მიიხუტა გოგონა -აბა აქამდე არ მეცალა,სხვა რამით ვიყავი დაკავებული- თვალები ააციმციმა და გეგას გახედა. -მე ნუ მიყურებ,მე არაფერი მითხოვია-ხელები აწია მაღლა ბიჭმა. -აუ ნინ ისე მოგვიყევი როგორ მოხდა ყველაფერი რა-გვერდით დაუჯდა ქეთა და ყელი ლამის გამოიჭრა ისე ეხვეწა -აუ ახლა არ გინდა რა ნინ-წარბები სასაცილოდ შეკრა გეგამ -ახლა არ მინდა ხო? რომ დადიოდი და ბლატაობდი ძმაკაცებში მაშინ კარგი იყო არა?-ლოყები გაუწელა მამაკაცს და გააგრძელა- მოკლედ ჩემო სიხარულებო დავიწყე და მისმინეთ. მოკლედ ერთ დღეს საოცრად კარგი...არა უძალიანმაგრესი იდეა მომივიდა თავში, ხოდა გადავწვყვიტე გამეზიარებინა ჩემი ბუჩქისთვის... -ნინი გეყოფა-ტუჩს ტეხს გეგა -დამაცდი გეგა? აი იკას აინტერესებს. ხო ჩემო მაჩო? დილით ადრე ადგა ნინი და ვერ გადაეწყვიტა რა როგორ გაეკეთებინა. შავი შარვალი ამოიცვა,კედები, ლურჯი ფართო მაიკა და მზადაა... ტელეფონი მოიძია და დარეკა -გე სად ხარ? -სახლში ნინი,დილის 8 საათზე სად ვიქნები? გამაღვიძე! -გაგაღვიძე? უჰ არ გაამისკდა გული -აუ იმენა ნერვებს ანგრევ რა -მერე არ გიხარია? მოკლედ შეგიძლია შემხვდე? გცალია უზარმაცესობავ? -ნინი... რატო უნდა შეგხვდე? -ყოჩაღ ლოგიკური კითხვაა...საქმე მაქვს. -ხო კარგი,რომელზე? -ვაა ეს უკვე პროგრესია გე... არ მკითხავ რა საქმე მაქვს? -აზრი აქვს ნინი? მეძინება მალე თქვი რომელზე -აუ ეგ უჟმური ხასიათი ვერ გამოგისწორე მაგრამ მოგვარებადია. საღამოს 6-ზე. -კარგი 8-ზე დაგელოდები -კარგი ბიჭი ხარ.-გაიღიმა და გარეთ გავარდა. მთელი დღე აქეთ-იქით დარბოდა და აგვარებდა... ფეხბურთის მატჩის ბილეთები ძლივს იყიდა,მერე საყიდლებზე შემოირბინა მაღაზიები და ისევ დაწვდა ტელეფონს -აუ გე ფეხბურთის ბილეთები ვითრიე და ხო წამოხვალ? -მე და შენ? ჩვენ ერთად მივდივართ სადმე? ბოლოს რომ შემხვდი მეჩხუბე და მითხარი ვახტანგისთვის არ უნდა გეყვირა და პირდაპირ არ უნდა გეჯახებინა არაფერიო. უნდა დამევიწყებინა რომ საქმე ჩემს ძმასაც ეხებოდა და ახლა მთხოვ შეგხვდე თან ფეხბურთზე? -გეგა გთხოვ! ვიცი რომ ბავშვობიდან გიყვარს -არა! -აო ხომ ვამბობ უჟმური ხარ მეთქი... -წესიერად! -უჟმური ხარ. კიდევ უტვინო სიმპათიური მაიმუნი ხარ და კიდევ... -კიდევ? -წამოხვალ თუ გინდა რომ უჟმური აღარ გერქვას-ბავშვივით გაბუსხა ტუჩები -კარგი ხო. ცოცხლად შეჭამ კაცს რა -როდის დაგაგემოვნე ერთი გამახსენე.-ტელეფონი გაუთიშა და სახლისკენ წავიდა, საღამოს სპორტულ ფორმაში გამოეწყო და გიგისთან ერთად გაემართა თამაშზე. ადგილებთან ძლივს მიაღწიეს მიჩოჩება ან მიღოღება უფრო ერქვა მაგას. აქეთ-იქით უფრო ბევრჯერ და დიდხანს იყურებდა ნინი ვიდრე წინ. ვერაფერი ვერ გაეგო,აზრადაც არ მოსვლია ის მაინც ეკითხა რომელი გუნდები თამაშობდნენ. გეგასგან განსხვავებით ბავშვობიდან ვერ უგებდა ფეხბურთს. როგორც იქნა პირველი ტაიმიც დამთავრდა და ნინიც ფეხზე ადგა -სად მიდიხარ? -რავი წყალს დავლევ -აქ მაქვს,აიღე -მმმ მაშინ ყავას მოვიტან -ყავაც აქ მაქვს-ეჭვის თვალებით შეხედა გეგამ -უიმე ადამიანო ტვალეტში მინდა,შეიძლება? თუ ისიც აქ გაქვს?- -წადი მერე გიშლი? მალე მოდი არ დამეკარგო -რაო? ჩემნაირი გოგო არსად დაიკარგება-ნისნისმოგებით ჩაულაპარაკა და გაცილდა. ეჭვიც არ მეპარებაო თავი გადააქნია გეგამ მაგრამ ნინის აღარ გაუგონია. ცოტა ხანს დაიცადა,ხან გვერდით მჯდარ ხალხს აკვირდებოდა, ხან ტელეფონს,უკვე ვეღარ ისვენებდა,თვალებით ნინის ძებნა დაიწყო თუმცა ნინის ხმამ უფრო მალე იპოვა გეგა. სტადიონის შუაში იგა და მიკროფონით ეძახდა. ბიჭი ფეხზე ადგა, რა აღარ იფიქრა მაგრამ ვერ მიხვდა რას აკეთებდა გოგონა მიკროფონით ხელში შუაგულ სტადიონზე.-მოკლედ არ ჩამქოლოთ-ღიმილით მიმართა ხალხს ნინიმ -მოკლედ მე ნინი ვარ 20 წლის. არა გატყუებთ 21_ის მოკლედ აზრზე არ ვარ აქ რა ხდება და იმედია არ მიწყენთ. ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ განსაკუთრებით მე მჭირდება ახლა წარმატება და იღბალი. -ნერვიულად ამოისუნთქა და გააგრძელა- მგონი ასე თუ ისე გაგეცანით. თქვენი ყურადრება მივიქციე მაგრამ მე ერთი ადამიანის ყურადრებას ვითხოვ. ..-თვალებგაფართოებული უსმენდა გეგა, უკვე ბრაზდებოდა- რას ხლართავ ნინი,რა ჩაიფიქრე?- ჩუმად ჩაილაპარაკა და ყურადღება ისევ ნინისკენ გადაიტანა. -გეგაააა.. შეგიძლია ერთი წუთით,ინებოთ თქვენო უდიდებულესობავ და ჩამობრძანდეთ?!- კბილებს სიმწრით ერთმანეთს აჭერდა,ჯერ ხალხს გახედა,ყველა მას უყურებდა, სირცხვილიაო გაიფიქრა და მძიმედ გადადგა ნაბიჯები. როგორც იქნა სტადიონზეც აღმოჩნდა. ნინი კი აგრძელებს -გეგა მოკლედ... მე დანაპირებს ვასრულებ გე... ვიცი შეიძლება გოგოსთვის შეუფერებლად ვიქცევი მაგრამ... ოდესმე ადეკვატურად მოვქცეულვარ? ჩვენც ხომ უცნაურები ვართ.. ამიტომ მე მინდა მხოლოდ ერთი,მაგრამ მნიშვნელოვანი სიტყვა გითხრა- გვერდით გადგა და ახლა უკვე გარკვევით დაინახა გეგამ წითელი ბურთებით მოხაზული ასოების მიერ შედგენილი სიტყვა... თვალები გაუფართოვდა, თავზე ნერვიულად გადაისვა თითები,ყველაფერს მოელოდა მაგრამ ამას? არა! თან ვისგან? ნინისგან? არაა! თავი ჩაღუნა,ფართოდ გაეღიმა -დამცინი! -არა! -თქვი! -რა? -გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები ნინიმ -რაც წერია! -ესეც მე გავაკეთო? -მე გთხოვე? შენ დაიწყე და შენ დაამთავრე. ჯერ ბურთებს შეხედა ნინიმ,მერე სტადიონს მოავლო მზერა... ბოლოს გეგას მიანათა თვალები და მიკროფონი კარგად დაიკავა -ყველაზე გიჟურად,ყველაზე არანორმალურად მიყვარხარ -წარბები აწია და ხელები გაშალა -ახლა რომ არ გაკოცო მოვკვდები-ვნებიანი ხმით თქვა, ნინისკენ დაიძრა და თბილ ტუჩებს დაეწაფა... _______________ ჩემო კარგებო,ტკბილებო და თბილებო... უღრმესი მადლობა თქვენ,ვინც თუნდაც ერთი თავი მაინც წაიკითხეთ. ვცდილობდი არ დამეგვიანა და მალე დამედო. მადლობა მათ ვინც პირველივე თავიდან მომყვებოდა და სტიმულს მაძლევდა და ბოლოს ყველაზე დიდი მადლობა თქვენ Anuki96, japara, ninuca, chikochiko, guest მარიამი, nutsa-mariam Darbaidze, mariam dabrundashvili და რაღა თქმა უნდა თქვენ, კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ LSD La-Na, Nona Samxaradze..... იმ თითოეული სიტყვისთვის რომელიც შეფასებისთვის გამოიყენეთ, ისე ძვირფასია თითოეული მათგანი, ყველა თქვენი დაწერილი კომენტარი ჩემ გულშია. კიდევ ვიმეორებ ჩემი პირველი ისტორიაა და იმედი მაქვს დასასრულიც შესაბამისია როგორც თავად ისტორია.(პირველობით გამოწვეული) რაც შეეხება ისტორიას, იდეა მქონდა ჩემი პირადი გამოცდილება (ცხოვრება), ხოლო მოვლენების განვითარება უკვე ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. ამ ისტორიით,რომანით თუ მოთხრობით (რასაც დაარქმევთ) უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე ამა თუ იმ თემაზე. არვიცი მოგეწონებათ თუ არა... ძალიან ძალიან მიხარიხართ და ძალიან ძალიან მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.