შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

sorry,but i love u (თავი 1)


25-04-2017, 23:20
ავტორი judity
ნანახია 1 529

დაახლოებით დილის შვიდის საათი იქნებოდა ბაბის ტელეფონი რეკვით რომ სკდებოდა.გოგობამ თბილი საწოლიდან ხელი გადმოყო და ტელეფონის ეკრანს თითი გადაუსვა,ყურთან მიიტანა და ყურმილის იქით ხმას დაელოდა
-ბაბი გღვიძავს?
გაისმა გიორგის ხმა და ბაბის გაახსენდა რომ უნდა ამდგარიყო.საბანი სწრაფად გადაიძრო და ფეხზე წამოხტა.არ ესიამოვნა შიშველ წვივებზე სიგრილე მაგრამ სხვა გზა არ ქონდა უნდა მომზადებულიყო
-კი... ავდექი და ვემზადები მალე მზად ვიქნები
დაიკნავლა გოგონამ თან კარადიდან ტანსაცმელ ყრიდა
-კაი მიდი გაემზადე და ერთ საათში შენთან ვარ
უთხრა გიორგიმ და ყურმილი დაკიდა.ბაბიმ ტელეფონი ლოგინზე მოისროლა ხოლო თვითონ სააბაზანოში შევიდა.შხაპი სწრაფად მიიღო და ოთახში დაბრუნდა.ტანზე ჩაიცვა და თაროდან ზურჩანთა ჩამოიღო.ჩანთაში საჭირო ნივთბი ჩატენა და ელვაშესაკრავი შეკრა.საწოლი გაასწორა და სარკესთან მივიდა.თამა საშრობით გაიშლო და ჩამოივარცხნა.ტელეფონი და ჩანთა აიღო,ფარდები გადაწია და ოთახიდან გავიდა. მისაღებში გავიდა,ჩანთა დივანზე მიაგდო და სამზარეულოში შევიდა რათა ცხელი ჩაი დაელია.
წყლით სავსე ჩაიდანი გაზზე შედგა და კარადიდან ფინჯანი ჩმოიღო.შაქარი ჩაყარა და ჩაის ფერი ჩააგდო.სკამი გამოასოსიალა და ზედ დაებერტყა.ამ სიცივეში საშინლად ეზარებოდა მგზავრობა და სვანეთში წასვლა მაგრამ ცოტა განტვირთვა არ აწყენდა.მეგობრებმა გადაწყვიტეს ზამთრის არდადეგებზე სვანეთში ასულიყვნენ და ცოტახნით მაინც დაესვენათ.
ბაბიმ თავი მაგიდაზე დადო და თვალები დახუჭა.რამოდენიმე წუთი ასე იყო მერე ჩაი გაახსენდა და ფეხზე ადგა.გაზი გამორთო და წყალი ფინჯანსი ჩაასხა,კოვზით შაქარს მოურია და ჭიქით ხელში მისსაღებში გავიდა.სავარძელში კომფორტულად მოეწყო და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა,სითხე უნდა მოესვა როდესაც კარზე ზარი გაისმა
-ღმერთო არ მაცალოთ ჩის დალევაც
ფეხზე ზანტად წამოდგა და შემოსასვლელში გავიდა.საკეტი გადაწია და კარები ფართოდ გამოაღო.გიორგი და ელენე იყვნენ (მეგობრები)
-შემოდით
თქვა გოგონამ და ოთახში შებრუნდა,მაგიდაზე დადებული ჭიქა აიღო და ისევ სავარძელში ჩაჯდა
-რას შვები თხაჯანა?
კითხა ელენემ და დივანზე მოკალათებულ გიორგის გვერდით მიუსკუპდა
-ბუქნარს
მობეზრებულმა გასცა პასუხი და ცხელი სითხე მოსვა
-გეგმები შეიცვალა
თქვა გიორგიმ და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.ბაბიმ თავი უცებ აწია და წყვილს გახედა
-აღარ მოვდივართ?
თითქმის დაიკივლა მან და სახე დამანჭა
-კი...კი მივდივართ უბრალოდ ლუკა არ მოდის და ლუკას მაგივრად სხვა მოდის....
საუბარი გააგრძელა გიორგიმ
-და ეს სხვა ვინარის?
ინტერესით კითხა გოგონამ.გიორგიომ ელენეს გადახედა და შემდეგ ისევ ბაბის გახედა
-ლიპარტელიანი
ფრთხილად თქვა მან და გოგონას რეაქციას დააკვირდა.ამ გვარის გაგონებაზე ბაბის კანი აეწვა და სისხლმა აასხა.გიორგის გახედა რომელიც მას მიშტერებოდა
-მაშინ მე აღარ მოვდივარ
ზიზღით თქვა გოგონამ და წინ გაიხედა
-კაი რა...წამოო რას დაგიშავებს მის მერე ექვსი წელი გავიდა
წუწუნით უთხრა ელენემ.
ბაბის ისევ ის წლები გაახსენდა როდესაც ლიპარტელიანი პირველად ნახა.სძულდა ის დღე როდესაც მას პირველად შეხვდა.ლუკას დაბადების დღეზე.მაშინ ბაბი 13 წლის იყო,ლიპარტელიანს შემთხვევით წითელი ღვინო გადაასხა იმ მომენტში როდესაც ის გოგოს კერავდა.მან კი გოგონა უბრალოდ აუზში მოისროლა და ყველასთან შეარცხვინა.კაბა მთლიანად სველი ჰქონდა და წყლიდან მანამდე ვერ ამოვიდა სანამ ყველ არ წავიდა.მის მერე ბიჭის გახსენებაზე სისხლი ეყინება და შურისძიება უნდება.უნდოდა მოეკლა და კიდურები სათითაოდ დაეძრო მისთვის.უბრალოდ ეზიზღებოდა ეს ადამიანი.
-ბაბი ხო წამოხვალ?
ჰკითხა გიორგიმ და გოგონას ხელი ხელზე ფრთხილად დაადო
-არა!
მკაცრად თქვა და ბიჭს თვალებში ჩააშტერდა
-მასთნ ერთად არსად არ წამოვალ!ხისთავიანი ვირი!
-ოო კარგი რა წამოდი დაიკიდე ყურადღბა საერთოდ არ მიაქციო
გიორგიმ გოგონას ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ წავიდა
-წავედით მაინც დაგვაგვიანდა
დაამატა მან და კარები აგიხურა.ბაბიმ კბილები ერთანეთს ძლიერად დააჭირა და ხმამაღლა ამოიხვნეშა.ფეხზე წამოდგა და მოსაცმელი მოიცვა.ელენემაც მას მიბაძა და ასე ერთად გავიდნენ სახლიდან.კიბეები ჩაირბინეს და გიორგის მანქანისაკენ წავიდნენ.ელენე წინ დაჯდა.ბაბის უკან დაჯდომა მოუწია იმ ადამიანის გვერდით ვისაც ვერ იტანდა.უხმოდ დაიკავა მისი ადგილი ისე რომ ალექსანდრესთვის არც კი შეუხედავს.გიორგიმ მანქანა დაძრა და გრძელ,დამღლელ გზას დაადგა.გოგონა გრძნობდა მწველ მზერად მარჯვემა მხრიდან.არ უნდოდა ალექსანდრეს ამაზრზენი სახე დაენახა.ფანჯარას თავი მიადო და თვალები დახიჭა.უნდოდა დაეძინა მაგრამ არ გამოსდიოდა რადგან გვერდით ის ადამიანი ეჯდა რომელის სადმე ქუჩაში რო სეხვედროდა აუცილებლად მოკლავდა "დეგენერატი,კამეჩი,ღორი" ლანძღვდა მას გულში და ცდილობდა მისკენ არ გაქცეოდა თალი.არადა მის მეორე მეს საშინლად უნოდა მისი ნახვა,აინტერესებდა როგორი იყო.ალექსანდრე ყრმობაში სასტიკად სიმპატიური იყო.ყველა გოგო მას ეტენებოდა,ბიჭსაც სხვა რა უნდოდა.გოგოები,სასმელი და გართობა.
ბაბის ფიქრეში იყო გართული როდესაც გიორგიმ მანქანა მაღაზიის წინ გააჩერა
-გადავალ რამეს ვიყიდი და მალე მოვალ
თქვა მან და მანქანიდან გადავიდა
-დამელოდე მეც წამოვალ
ელენე მანქანიდან სწრაფად გადახტა.
სანდრომ გოგონას გახედა რომელიც ფანჯარაში რაღაცას მიშტერებოდა.მისკენ გადაიხარა და ტუჩები ყურთან მიუტანა
-მახსოვს...პირველივე დღს დაგასველე
გოგონა შეცბა.სხეულზე ტაომ დააყარა.სასწრაფოდ მისკენ გაატრიალა თავი.სანდრომ ირონიულად ჩაიღიმა და თავისი ადგილი დაიკავა.გოგონას გაუჭირდა გონს მოსვლა მაშინ როდესაც ლიპარტელიანის არაამქვეყნიურად სიმპატიურ სახეს შეეჩეხა
-ვირთხა
დაისისინა მან და ისევ ფანჯარაში გაიხედა.სახეზე სულ ახურებული იყო.უნდოდა ლიპარტელიანი შუაზე გაეგლიჯა და სადმე გადაეგდო.სანდროს ხითხითი ესმოდა და ეს კიდევ უფრო უშლიდა ნერვებს.მკვლელი მზერით გახედა მას და ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა
-ისევ ისეთივე წუნკალი ყოფილხარ
ქირქილით უთხრა ბიჭმა და ბარბარეს თვალებში ჩააშტერდა
-შენ კიდევ ისეთივე ღორი და ნაგავი!
კბილებში გამოსცრა მან.აღარ სურდა ამ იდიოტისთვის კიდევ ესმინა.ჯიბიდან ყურსასმენები ამოიღო და ტელეფონს მოარგო შემდეგ კი მუსიკები ჩართო და შეეცადა ლიპარტელიანისთვის ყურადღება არ მიექცია.
ღრმად ჩაეძინა ისე რომ ვერც გაიგო როგორ დაბრუნდნენ გიორგი და ელენე და როგორ გააგრძელეს გზა.
როდესაც ბაბის გაეღვიძა თავი ვიღაცის მხარზე ედო.ვიღაცის არა ლიპარტელიანის.თავი სწრაფად წამოწია და მანქანას თვალი მოავლო
-რაიყო გოგო კიარ გჭამ
გაკვირვრბულმა უთხრა ალექსანდრემ და ბაბის ალმაცერად გადახედა.გოგონამ არაფერი უპასუხა კამათს თავი აარიდა.ძალიან დარლილი იყო და ამ ვირთან ჩხუბს არ აპირებდა.ჯემპრის მკლავი აწია და საათს დახედა მხოდოდ ოთხის ნახევრი იყო
-მალე მოვალთ?
იკითხა მან და გიორგის სარკეში გახედა
-ცოტაც მოითმინე
გიომაც გასცა პასუხი ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.ბაბიმ თავი უკან გადააგდო და თვალები მინაბა.საშინლად ღლიდა მგზავრობა.ისევ უნდოდა დაეძინა მაგრამ ვეღარ მოახერხა.ლიპარტელიანისკენ გაიხედა და მის სახეს დააკვირდა.სწორი ლამაზი ცხვირი,საშუალო ზომის ტუჩები და ძალიან ლამაზი შავი თვალ-წარბი.დიდხანს აშტერდებოდა ბიჭს სახეზე."სიმპატიურია" აღიარა მან და თავისთვის ჩაიფრუტუნა "მაგრამ მაინც დღნარჩვია" ესეც დაამატა და კიდევ უფრო უკეთ დააკვირდა
-რაიყო მოგეწონე?
ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამოიყვანა.მას არც კი შეუხედავს გოგონასთვის.ბაბიმ თავი სწრაფად გააქნია რომ უაზრო ფიქრები გონებიდან გაეყარა
-რა სისულელეა...არასოდეს მომეწონები!
მტკიცედ განაცხადა გოგონამ და სასწრაფოდ მოარიდა ლიპარტელიანს თვალი.
სანდრომ ჩაიცინა და ისევ გზას გახედა.გოგონაზე ეღიმებოდა და ახსენდებოდა ის დრო როდესაც ბაბი მოკვლით ემუქრებოდა.კარგად ახსოვს გამწარებული ბარბარე როგორი ცუნამიც იყო მაგრამ სანდრო არასდროს არიდებდა თავს პირიქით აქეზებდა და აწვალებდა.ბოლოს ისევ ატირებულს ტოვებდა მას.ისევ გაეღიმა და თავი ოდნავ გადაწია.ცოტახანში კი უკვე თვითონ ფშვინავდა.
როდესაც სვანეთში ავიდნენ თოვდა და საშინელი სიცივე იყო.ბაბი მანქანიდან სწრაფად გადახტა და თავისი ნივთები გადაიტანა.სახლს შეხედა.პატარა,კონფორტული,ხის ერთ სართულიანი სახლი იყო.გოგონა კანკალმა აიტანა და სახლისკენ სწრაფად წავიდა.კარები გიორგიმ გააღო და შიგნით შელაგდნენ.
-მე ბუხარს ავანთებ ელენე შენ ოთახები მოაწესრიგე აი თქვენ კი ცელოფნებიდან პროდუქტი ამოალაგეთ
თქვა გიორგიმ და მოსაცმელი გაიხადა,ბუხართან ჩიმუხლა და ცეცხლის ანთება დაიწყო.ელენე ოთახების გაწყობას შეუდგა.სანდრომ ცელოფნები სამზარეულოში გაიტანა და მაგიდაზე დააწყო.ბაბიც მას მიყვა და პარკებიდან საკვების ამოლაგებას შეუდგა
-დაგეხმარო გინდა?
კითხა სანდრომ ბარბარეს და მაგიდას დაეყრდნო
-არ მჭირდები მე თვითონ ვიზამ
მკვახედ მიუგო ბიჭს ისე რომ მისთვის არც კი შეუხედავს
-როგორც გინდა
ალექსანდრე სამზარეულოდან მხრების ჩეჩვით გავიდა და მის ოთახში შევიდა რომელიც გიორგიმ მიასწავლა.ბაბიმ პროდუქტი რომ დაახარისხა მისაღებში შევიდა საშინლად სციოდა ამიტომ ბუხართან სავარძელში ჩაჯდა.ცოტახანი ასე იჯდა და ცეცხლს მიაშტერდა მერე ძილი მოერია და უაზროდ მთქნარება დაიწყო
-მე სად ვიძინებ?
იკითხა მან და ფეხზე წამოდგა.
-პირდაპირ და მარცხნივ
ოთახი მიუთითა გიორგიმ და ფრთხილად გაუღიმა
-ძილინებისა
თქვა გოგონამ და ჩანთასთან ერთად ოთხში შევიდა.თვალები გაუფართოვდა როდესაც საწოლზე მოკალათებული ლიპარტელიანი დაინახა
-ჩემს ოთხში რას აკეთებ?
ბაბიმ დოინჯი შემოირტყა და კარები ზურგს უკან მოიკეტა
-და ვინ გითხრა რომ შენია?
ირონიით გადახედა სანდრომ და საწოლზე წამოჯდა
-ეს ჩემი ოთახია და გადაშენდი აქედან ახლავე!
თითის აწევით უთხრა გოგონამ მაგრამ სანდრო მუდო სახით უყურებდა მას
-არსად გასვალს არ ვაპირებ!
ლიპარტელიანი ისევ გადაწვა საწოლზე და თვალები დახუჭა.ბაბიმ პირი გააღო რამის სათქმელად მაგრამ ვერაფერი ვერ თქვა,კარები გამოგლიჯა და გიორგის ოთახში შეუარდა
-რატომაა ის ღორი ჩემს ოთახში?
ბურდული თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ცოტაც და ვინმეს მოკლავდა
-მეტი ოთახი არ არის და მაგიტომ!მოგიწევს აიტანო და არაფერს არ დაგიშავებს
გოგონას ყურადღება არ მიაქცია და ელენეს გვერდით მიუწვა რომელისაც მშვიდად ეძინა
-მისაღებში დავიძინებ!
განაცხადა ბაბიმ და შეტრიალდა
-არაფერს დაგიშავებს მეთქი!
მკაცრად გაუმეორა გიორგიმ რომელმაც კომოდზე დადგმული სანათი გამორთო და კონფორტულად მოეწყო საწოლში.
ბაბიმ კაგები გაიჯახუნა და სანდროსთან ოთხში შევიდა
-შენ ძირს წვები არ მაინტერესებს!
როგორც კი ფეხი შედგა ოთახში ბრძანება გასცა მან
-ნუ წიკვუნებ რა
ამოილუღლუღ სანდრომ და ფეხზე წამოდგა.თავისი ჩათდან სპორტული შარვალი და უბრალო ნაცრისფერი მაისური ამოიღო
-ძორს დაწვები მეთქი!
ისევ გაუმეორა გოგონამ მაგრამ სანდროს ყურადღება არ მიუქცევია მისი უაზრო ბრძანებისთვის
-მე საწოლზე ვწვები და არ ვაპირებ ძირს დავიძინო
ალექსანდრე ბარბარეს მიუახლოვდა და სახე მის სახესთან მიიტანა
-თუ არ გინდა ჩემს გვერდით წოლა შენ თვითონ დაწექი ძირს!
მშვიდად მიუგო და სააბაზანოში შევიდა.ბაბი რამოდენიმე წამი გაშტერებული იდგა და მომხდარზე ფიქრობდა.ბოლოს დედამიწაზე დაბრუნდა და ჩანთას გამწარებული ეცა
-დეგენერატი,ხისთვიანი,მათხოვარი,ღორი!
შეამკო ის და ჩანთდან საღამურები და პირსახოცი ამოიღო.საწოლიდან ბალიში და პლედი გამოაცურა ძირს დაყარა და სანდროს გამოსვლას დაელოდა.
ბიჭს დიდხანს არ დაგვიანებია რამოდენიმე წთში უკვე ოთხში იყო სპორტულებსი გამოწყობილი.ბაბი საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა გასვლამდე კი ლიპარტელიანს მხარი გაკრა
-მახინჯი თხა!
ჩუმად მიაძახა სანდრომ და საწოლში შეწვა.ბალიშზე თავი ხეთქა და თალები დახუჭა.
ბაბიმ წყალი გადაივლო და საღამურები ჩიცვა,სველი თმა პირსახოცით შეიკრა და ოთახში თავისი ნივთებით გაფლაშუნდა.საწოლთან მივიდა და ძირს დაწვა.საშინლა სციოდა,პლედი მხრებზე ძლიერად მოიხვია და თალები დახუჭა
-გამორთე სინათლე
უთხრა მან ალექსანდრეს.სანდრომაც ხელი გადაწია და სინათლე გამორთო.ოთახი ჩმობნელდა.ბაბის კი ძალიან შეეშინდა.მხოლოდ მისი კბილების კაწკაწის ხმა ისმოდა.სანდრო წამოიწია და გოგონას ზემოდან დააჩერდა
-თხაო ამოდი საწოლზე დაწექი ვერ ხედავ იყინები
უთხრა მან ბაბის
-შენი თხა ვინა შე კამეჩო
მკვლელი თვალებით ახედა ბურდულმა
-გაიყინები და გაცივდები
-მერე შენ რა გაჯავრებს?წამალი უნდა მიყიდოო?სიცხე უნდა გამიზომო თუ ჩაი უნდა მომიდურო?
უკმეხად უპასუხა ბაბიმ და მეორე მხარეს გადაბრუნდა
-მე შენთვის ვამბობ
მხრები აიჩეჩა მან და საბანი მხრებზე გადაიფარა.ორივენი ძალიან დაღლილები იყვნენ ამიტომ მალევე ჩაეძინათ.მაგრამ სანდრო ხშირად გადახედავდა ძირს მწოლიარე გოგონას გაიფიქრებდა ხო არ გაიყინაო.მძინარეს რომ დაინახავდა წყნარდებოდა და ისევ ძილს მიეცემოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent