უცხო ( თავი 10 )
კაბინეტში ვერ ჩერდებოდა, ანაბელზე ნერვიულობდა. ნინი დაიბარა კაბინეტში. - დღეს ოპერაციების შემდეგ, შენ ჩაიბარებ პაციენტებს. ასე, რომ გეცანი მათ საქმეებს. - კარგით, რამდენი ოპერაცია ჩანიშნული? - ექვსი, რომ შემოხვალ ოპერაციაზე, თითოეული პაციენტის შესახებ მომიყვები ყველაფერს! - ფურცლის უამრავი დასტა მიაწოდა. - ქალბატონი ელიზაბეტ, ავარიაში მოყოლილი, ახალგაზრდა ყმაწვილი შემოიყვანეს.. - მოვდივართ. - ხალათი მოიცვა და კაბინეტი დატოვეს. საოპერაციოში შევიდნენ, თითქოს სამყარო გაქრა, იქ თითქოს, მხოლოდ პაციენტი და თვითონ იმყოფებოდნენ. ნინი, პირველად იღებდა მონაწილეობას. ბევრს არაფერს აკეთებდა, ერთი შეხედვით, მაგრამ რთული იყო, მთლიანად სისხლის გუბეში ტამპონების ჩადება, როცა ხელები და გულ - მკერდი სისხლით გესვრება. აპარატის წრიპინის, გამაყრუებელი ხმა ისმის. ბიჭს, გული უჩერდება და შენ ცდილობ მის გადარჩენას, როცა მომჭერები შენს ხელშია და ოდნავი მოზრაობაც, რომელიმე ორგანოს დაზიანებას გამოიწვევს. ნინი გაოცებული უყურებდა, ლიზას რომელიც თან გულს მასაჟს აკეთებდა, თან კი პაციენტს უყვირობა. - არ გაბედო! გარეთ დედა გელოდება, რომელსაც უყვარხარ და შენი სიკვდილი გაანადგურებს! იცოცხლე მისთვის არ დანებდე! - ისე უნდოდა მას დამსგავსებოდა, მასავით ძლიერი და საქმის პროფესიონალი ყოფილიყო. ოპერაცია, ბოლოს კარგად დასრულდ. პაციენტის მდომარეობა, სტაბილურად მძიმე იყო, მაგრამ საფრთხე არ ემუქრებოდა. - შენ გააცანი მდომარეობა, მე გუშინ შემოყვანილი, დაჭრილი პაციენტი უნდა მოვინახულო. - ისე უცებ დატოვა, აღელვებული ხალხის წინაშე, წამით გაჩუმდა. შემდეგ მოუყვა ვითარების შესახებ. რეამინაციაში შევიდა, გასინჯა პაციენტი. ყველაფერი, ნორმალურად ჰქონდა. შეხორცება კარგად მიდოდა, გართულებები არ მოჰყოლია. - რამე ხომ არ გაწუხებთ? - არა შვილო, უბრალოდ აქ, მარტო ყოფნა მომბეზრდა. - უკვე კარგად ხართ, შესაძლებელია თქვენი პალატაში გადაყვანა. ექთნებს ვსთხოვ და მოგამზადებენ . მე გაგიწევთ კომპანიონობას თუ გნებავთ. - ძალიან ესიამოვნა, მისგან ნათქვამი შვილო, გული გაუთბო. საერთოდ ასე, არ იქცეოდა, თვითონაც არ იცის რატომ შესთავაზა, ასეთი რამ. -გამახარებთ. - გაუღიმა მამაკაცმა. - მნახველი გყავდათ, გამომძიებელი თორნიკე ნაროზაული, ასევე ქალბატონი და ახალგაზრდა გოგონა. - თორნიკეც ჩემი ახლობელია შვილო, ხვალ შევძლებ ხომ მათ ნახვას? - დიახ. კარგით მე დაგტოვებთ, მოგვიანებით შემოგივლით. დერეფანში, მისი ახლობლები შეხვდნენ. მოუყვა პაციენტის მდგომარეობის შესახებ, თან დააყოლა, რომ მის ნახვას ცოტახანში შეძლებდნენ. კაბინეტში დაბრუნდა. - რა ხდება ელიზაბეტ? - მორიდებით იქითხა ნინიმ, კატეგორიულად აუკრძალა ,, ქალბატონის’’ დამატება. - მეშვიდე პალატაში, ჩემი მეგობარია და გამიგე, როგორ არის.. მალე დაბრუნდა უკან. ,, ყველაფერი კარგად არისო, მაგრამ მხედველობასთან დაკავშირებით სიახლე, ჯერჯერობით არაფერი არ არისო’’. საოპერაციოში იყვნენ, რამდენიმე წუთში. ლიზა უყურებდა ნინის და საკუთარ თავს ხედავდა. თავიდანვე, მოსწონდა ეს გოგონა და ამიტომ დაიყენა გვერდში. უნდოდა ყველაფერი, ესწავლებინა და კარგი ქირურგი დაეყენებინა. გამოსდიოდა კიდეც, რასაც ავალებდა ყველაფერს, პირნათლად ასრულებდა. - აბა ვიწყებთ, გინდა დამეხმარო? - დიახ, თუ შეიძლება. მშვიდად დაიწყეს საქმის გაკეთება. რასაც ეუბნებოდა, ყველაფერს შეცდომების გარეშე ართმევდა თავს. გართულების გარეშე ჩაიარა, პირველმა ოპერაციამ. სხვებიც, ასევე კარგად დასრულდა. დერეფანში წავიდა და ირაკლი სამხარაძეს, პალატა იკითხა. არ იცოდა, ასე ძალიან რატომ უნდოდა მასთან საუბარი, თითქოს გული უბიძგებდა მისკენ. ისიც არ ეწინააღმდეგებოდა. დააკუნა და შევიდა. - მეგონა აღარ მოხვიდოდი. - სითბოს ასხივებდნენ, მამაკაცის თვალები. - მე, თქვენ დაგპირდით, ამიტომ პირობას არასდროს ვარღვევ. - თბილად გაუღიმა. სკამთან მივიდა და ჩამოჯდა. - აბა ჭრილობები, ხომ არ გაწუხებთ? - არა, შვილო არ მაწუხებს. - მომიყევი აბა შენს შესახებ, რატომ აირჩიე ასეთი საპასუხისგებლო პოფესია? - სიმართლე გითხრათ მეც არ ვიცი ბოლომდე, თითქოს გულსაც და გონებასაც ეს უნდოდა. ბავშობიდან ვოცნებობდი, ექიმი ვყოფილიყავი და ყველასთვის ფერიას ჯოხით მემკურნალა. თან დედაც ექიმია, ამიტომაც უფრო. - ერთი პროფესია გვაქვს, მეც ექიმი ვარ. - თქვენი შილი არის ის გოგონა? - კი, სალომე ჰქვია, ისიც მომავალი ექიმია, ოღონდ ის, მომავალი გინეკოლოგია. - ძალიან კარგია! - თითქოს ამ პასუხმა, გულში რაღაც ჩასწყვიტა. - დედაშენს, რა ჰქვია? შეიძლება ვიცნობდეთ კიდეც , ერთმანეთს. საქართველო, პატარა ქვეყანაა.. - ანასტასია დანელია . - წამოსცდა და ენაზე იკბინა. დედა, ყოველთვის უკრძალავდა, ამ სახელის ხსენებას. ირაკლის სახეზე, სხვადასხვა ფერმა გადაურბინა. გულზე ხელი მიიდო, ეგონა მოესმა. - რაა.. რაა ჰქვია? - გაუკვირდა, მამაკაცის ასეთი რეაქციის ქონის. - ხომ კარგად ხართ? - შეეშინდა, ისეთი ფერი ედო კაცს სახეზე. - კი ანასტასია ჰქვია. - კი კარგად ვარ, უბრალოდ ჭრილობამ შემაწუხა. - მოიმეზეზა მამაკაცმა. გული მოუკლა გოგონას პასუხმა. ათასი კითხვა ტრიალებდა მის თავში. ერთ-ერთი იყო ,, ნუთუ სხვა შეუყვარდა, ნუთუ სხვას გაჰყვა ცოლად?!’’ - მამაშენიც ექიმია?! - ძარღვები დაეჭიმა, ეჭვიანობამ შეიპყრო. - მამაჩემი?! კი მამაჩემიც ექიმია . - თვალები უბრწყინავდა ლიზას. - მაგრამ სამწუხაროდ, არ ვიცნობ, ბედიის ირონიით დაშორდნენ. მათი სიყვარული, ზღაპარში მოგონილს ჰგავდა. ორი ერთმანეთზე ჯიუტი არსება იყო, მაგრამ მაინც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მესამე პირის, ჩარევით დაშორდნენ. თქვენი მეუღლეც, ალბათ ასე ძალიამ გიყვართ ხო? - არ მყავს მეუღლე, დიდი ხნის წინ დავშორდით. - ეგოისტურად გაუხარდა, ამ პასუხის მოსმენა. - ასე ძალიან, თუ უყვარდათ ერთმანეთი? როგორ დააშორეს? - სისხლი ტვინში აწვებოდა, ახსენდებოდა თითოეული წუთი, ანასტასიას წასვლის შემდეგ. - დედამ დღიური გადმომცა, სადაც ყველაფერი წერია, მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ. - გაეღიმა გახსენებისას. - მესამე პირში, ბებოჩემი იგულისხმება. დედა, დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო, მას კიდევ არ უნდოდა ასეთი რძალი. დააშანტაჟა, დაემუქრა ოჯახით, რომ გაუნადგურებდა. მაშინ პატარა იყო, ასევე სხვა დროც იყო და შეშინდა. მამა, მდიდარი ოჯახის შვილი იყო, ის ქალი კი, შეძლებდა ყველაფერს. არც უნდოდა, დედა-შვილს შორის ჩადგომა და მათი ურთიერთობის დაძაბვა. წასვლამდე გაიგო ორსულობის შესახებ, ძალიან უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვერ გაბედა. მე ვამაყობ დედაჩემით! იმ ქალზე, მაღლა იდგა, ყველაფრით! - გინდა მისი ნახვა? გაიცნობდი? - გული შეეკუმშა ირაკლის, ეშინოდა პასუხის მოსმენის. - კი! რათქმაუნდა, დედას ისე ჰყავს აღწერილი მამაჩემი, ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, მისი გაცნობა და გულში ჩახუტება იქნება. - თვალები ცრემლებით აევსო გოგონას, მაგრამ გადმოსვლა არ დაანება. - ისე ძლიან უყვარდა, რომ მეორედ არ გათხოვდა? - არა, ეხლაც ძალიან უყვარს.. - ირაკლის გული, ბედნიერებისგან სალტოებს აკეთებდა.. უხაროდა ანასტასიასაც, მასავით ძლიერად, რომ უყვარდა. - გძულს ის ქალი, ვინც ისინი დააცილა? - არა, არ მძულს, უფრო მეცოდება.. ასეთ დონეზე, რომ დაეშვა. საკუთარ შვილს, ბედნიერება დააკარგვინა. საკუთარი სიამაყე, შვილზე წინ დააყენნა. დედა, ამას არასდროს გააკეთებდა, ამიტომ მასზე მაღლა საფეხურზე დგას! - სიამაყით წარმოსთქვავდა, თითოეულ სიტყვას. - ბედნიერია მამაშენი,შენნაირი შვილი, რომ ყავს! დედაშენიც, ასეთი, რომ აგღზარდა. - უნდოდა ეთქვა, ,, ჩემი შვილი ხარო’’ და გულში ჩაეკრა, მაგრამ ჯერ ადრე იყო. - მადლობა დიდი! მე დაგტოვებთ, დაისვენეთ, ხვალ აუცილებლად გინახულებთ! - გაუღიმა და დატოვა პალატა. ანაბელის ნახვა გადაწყვიტა, კარზე დააკაკუნა და შევიდა. ქალბატონს არ ეძინა. - რას შვები? როგორ ხარ? - თბილად მოიკითხა. - ტელევიზორს ვუყურებდი, ხორხემ თურმე უყალატა როსარიოს. - უთხა და აკისკისდა, გოგონაც აიყოლია. - იუმორის გრძნობა არ დაგიკარგავს. - ვერ ვხედავ, საბედნიეროდ ლაპარაკი კი შემიძლია. ყელზე არაფერი მეკეთა, როგორია? - თვითონ ნახავ, შენი ლამაზი თვალებიდან, რომ გამოიხედავ. - ალბათ იმ გოძილამ გამიკეთა. - კარი გაიღო და დამიანე შემოვიდა. მაშინვე იგრძნო მისი სურნელი. - ლიზა აქ ვინ არის? - არავინ, ექთანი შემოვიდა და გავიდა. - ამ, ინდივიდს უთხარი, აორთქლდეს აქედან სანამ ბოთლი არ გავუქანე. - ვინ ინდივიდს გოგო, აქ არავინ არის, ჩემს გარდა. - ხო მართლაც არავინაა, უბრალოდ მექალთანე და ქალების მუსუსია, საკუთარ თავზე შეყვარებული გოძილაც, კაკლის საბერტყი ჯოხიც. - უცბად მიაყარა ის სიტყვები, რაც დამიანემ უთხრა. ის კიდე, თვალებ გაფართოვებული, უყურებდა და ვერ იჯერებდა. - ანაბელ, გეყოს რა გჭირს?! - ხო კაი ვჩერდები. - ბოთლი, აიღო ხელში და მოულოდნელად გაუქანა, ზუსტად იცოდა სადაც იდგა, გრძნობდა. ამიტომ, მუცელში მოარტყა. ბიჭმაც წამოძახილი ვერ შეიკავა და მოიკეცა. - უხ , ბავშობიდან კაი, მიზანი მაქვს. - ლიზამ, თვალით ანიშნა დამიანეს, გასულიყო და ისიც გავიდა. - რატო იქცევი ასე?! - იმიტომ, რომ შენთან მარტო დარჩენა მინდოდა. რაღაც უნდა გითხრა , ვიცი ,რომ გამიგებ. ცოტახანი შორს მინდა წასვლა, სადაც მარტო ვიქნები. ამას იმიტომ გეუბნები, მჯერა შენი. ეს, ჩვენს შორის დარჩება. - კარგი. - არ უნდოდა, მისგან შორს გაშვება, მაგრამ იცოდა, რომ სჭირდებოდა. გაუჭირდებოდა დამიანეს მოტყუება, მაგრამ სხვა გზა, არ ჰქონდა. პალატიდან გულ დამძიმებული გამოვიდა. ************** ანდრიამ, საღამოთი მიაკითხა. ლიზა , მოეხმარა ჩაცმაში და გააცილა კიდეც. დამშვიდობებისას, ძლიერ ჩაეხუტნენ ერთმანეთს. ორივე ტიროდა, გული ეწურებოდათ. ერთმანეთისგან შორს, არსდროს ყოფილან, სულ ერთად იყვნენ. მანქანაში, ჩაჯდნენ და გეზი მიკარგული სოფლისკენ აიღეს. გულცივია?! - არა არ არის, უჭირდა ასე წასვლა, მაგრამ ძალიან სჭირდებოდა, აქ სული ეხუთებოდა. არ უკითხავს, სად მიჰყავდა, მთავარი იყო, ყველასგან შორს იქნებოდა. ერთ-ერთ სოფელში გადაუხვიეს. მეჩხრად, მაგრამ მაინც იყო დასახლებული მოსახლეობა. ქუჩაში ბავშვები, ხმაურობდნენ და დარბოდნენ. მალე მივიდნენ სახლთან. ანდრია მოეხმარა გადმოსვლაში, სახლში კი დამხმარე გოგოს მეშვეობით შევიდა. ბიჭს კი ბარგი მოჰქონდა. - დღეს აქ, დავრჩები. ხვალ კი წავალ, უკვე საღამოა. - ნუ მიხსნი! როგორც გინდა!- გულს უკლავდა, ასეთი სიცივე დისგან, მაგრამ ესმოდა მისი. - თუ შეიძლებდა, ჩემს ოთახში ამიყვანეთ და ვახშამი იქ ამომიტანეთ. ანაბელი გათენდაა... კიდევ, ერთი დღე დაიწყო, მე ისევ სიბნელეში ვარ. მხოლოდ ხმაური მაუწყებს დილის დადგომას. ჩიტების ჭიკჭიკი, ბავშვების ჟრიამული, შორიდან, რომ ისმის. მგონი ადრე, ასე მკაფიოდ არ აღვიქვამდი ხმებს, სურნელს, შეხებას. ახლა კი, ყველა დეტალს ვარჩევ და ვგრძნობ. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ღმერთმა ასე ყოფნა მარგუნა. ალბათ, ოცდაოთხწლიანი ბედნიერების შემდეგ ცხოვრება, რომ მესწავლა ეს უნდა მომხდარიყო. მწამს, ეს ჯოჯოხეთი მალე დამთავრდება, არ მინდა იმედი გამიქრეს, რასაც ვებღაუჭები. როგორ მენატრებიან ჩემი მეგობრები. სულ დამიანეს, ნათქვამი სიტყვები ჩამესმის ყურში. მიყვარხარ..მიყვარხარ.. მიყვარხარ.. ყველაფერს, ისე ძლიერ აღვიქვამ, რასაც ადრე ვერც კი ვამჩნევდი. ახლა ვხდები, თურმე რამდენ რამეს ვტოვებდი. ჩემი მოვლელი, კარგი გოგონა აღმოჩნდა. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ანდრიაც ხშირად მაკითხავს. მართალია ავუკრძალე, მაგრამ არ მისმენს. რამდენიმე დღეა, კადრებად ვხედავ წარსულს. არ მინდა დამიანეს, ვხედავდე, მაგრამ ყველაზე ხშირად, ის მესიზმრება. თვალებს ვახელ, მაგრამ კვლავ სიბნელეა, ისევ და ისევ. გული, მწყდება, რომ ვერ მიპოვა, ან იქნებ არც მოვუძებნივარ?! არ ვიცი, ამას ალბათ ვერც გავიგებ. დერეფანში ნაბიჯების ხმა ისმის, ყურადღებას არ ვაქცევ თაკო, მეგონია. კარებთან წყდება, ოთახში ვიღაც შემოდის და ყველაფერი იცვლება. ოთახში გამეფებულ სურნელს, ნაცნობი არომატი ერევა, მხოლოდ მას, რომ აქვს და არცერთ სუნამოს, არ ახასიათებს. წამებში მივლის ჟრუანტელი, ისევ იცვლება ჩემი არსებობა. ვფორიაქდები, გულის ცემა საგრძნობლად ჩქარდება, თითქოს ჯებირების გადმონგრევა სწადია. ტუჩები მიშრება და მთელ სხეულზე ტაო მაყრის. სარწეველა სკამს უახლოვდება, ხომ შეიძლება რამე თქვას?! იცის, რომ მისი ხმა საშინლად მენატრება, ამიტომ დემონი ხმას არ იღებს. მერე რა, რომ მძინარე ვგონივარ. სუნთქვა მაინც დაარეგურილოს, მისი ხმამაღალი სუნთქვა მთელს ოთახში ვრცელდება. გულის ბაგაბუგი მესმეს, დაწყნარდეს, გულის ინფაქტი არ მიიღოს. სკამს ჩემს წინ დგამს და ჯდება. მიახლოდება, მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვევა. მაწამებს, ვეღარ ვუძლებ და თვალებს ვახელ, იმ იმედით, რომ დავინახავ მის ზღვისფერ თვალებს, კვლავ სიბნელე. - გაგაღვიძე მაპატიე. - მისი ხმაც კი ჟრუანტელს მგვრის. თურმე, უფრო ძლიერ მომნატრებია. მის ხმაში, დიდ ტკივილს ვგრძნობ. - აქ რა გინდა?! - ცივად ვეკითხები, მისი ნახვისგან მონიჭებულ სიხარულს ვაიგნორებ. ფეხებს გაყინულ იატაკზე ვალაგებ, ჟრუანტელი მივლის. - აქ, რა მინდაააააა გოგოოო?! ამის დშ, შენ რატომ წამოხვედი უთქმელად?! როდიდან იქცევი ასე?! იმის ღირსიც არ ვიყავი, რომ გეთქვა?! - ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა. - არ არის, შენი საქმე! ასე მინდოდა და წამოვედი! ეხლა აბაზანაში შევალ, რომ გამოვალ აქ, აღარ დამხვდები! დივანთან მივედი, ვიცოდი თაკო, სადაც აწყობდა ყოველთვის ტანსაცმელს. ვიღებ და შიგნით შევდივარ, კარებს ვკეტავ. ყველაფრისგან ვთავისუფლდები და დუშის ქვეშ ვდგები, ხელით ონაკანს ვეძებ და ცხელი წყლის, ნაკადიც ეშვება. რამდენიმე წუთი ვრჩები, თავს ვიწესრიგებ, თან გულის სიღრმეში ვნატრულობ წასული არ დამხვდეს. გარეთ გამოვდივარ, სველი ფეხები იატაკზე მისრიალდება. თავს ვერ ვიკავებ, რაღაცას ძლიერ ვარტყავ თავს, ტკივილისგან ვითიშები. შეშინებული ხმა ჩამესმის, რომელიც გამოფხიზლებას მთხოვს, მაგრამ გონს ვერ მოვდივარ. რაღაც არასასიამოვნო სუნი, მიღიტინებს ცხვირში, სახეს ვმანჭავ და გვერდით ვწევ. ბუნბულივით მიტაცებს ხელში და მკლავებში მაქცევს. ჟრუანტელი მივლის, სასიამოვნო გრძნობა მეუფლება. მისი სურნელით ვივსებ, ყველა ორგანოს. სახეზე მეფერება და ათრთოლებულ ხელებს უმისამართოდ დაატარებს, თან რაღაცას ბუტბუტებს, სიტყვებს ვერ ვარჩევ. იმედია მოგეწონებათ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.