ცხოვრება გრძელდება_10_
- დიახ სრულიად. არ ვიცი რას ვგრძნობდი ამ მომენტში სიხარულს, სითბოს, გაოცებას თუ უბრალოდ სილამაზეს ვხედავდი. მთელი ნიუიორკი ჩემს წინ გაიშალა, თითქოს არც არაფერი ვიცოდი და არც არაფერს მოველოდი ამ წამს, უბრალოდ ვუყურრებდი ჩემს წინ გაშეშებულ ბრწყინვალე ქალაქს და ჩემში უაზრო სიცარიელის შეგრძნება ისადგურებდა, როგორც წესი ადამიანები პირიქით არიან, როცა ისინი ყურადღების ცენტრში ექცევიან თითქოს მათ ცხოვრებას აზრი ეძლევა, ჩემს შემთხვევაში კი ეს სულ სხვანაირადაა, სულ სხვა გრძნობები მაქვს და ხშირად საერთოდ შეუსაბამოც კი მოცემულ სიტუაციებთან, თუმცა რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ ნათლად გამოვხატავ, ამ შემთხვევაშიც მივუბრუნდი ჯეისს და ცარიელი სახით შევხედე. - ჯეის, ხედავ ამ უზარმაზარ ქალაქს რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო? მასთან შედარებით რა ოატარა არსებები ვართ, არადა ის სწორედ ჩვენი დამსახურებითაა ასეთი დიდი, ასეთი ლამაზი, ასეთი პოპულარული, თუმცა ჩვენ ახლა ვუყურებთ ქალაქს რომელშიც ვცხოვრობთ და არაფერი გვეცნობა, ყველა ადამიანი ასეთია და ასე საშინელ რეალობაში ცხოვრობს. ჯეისი ირონიულად იღიმება, თავს დაბლა ხრის აქნევს და მერე ისევ ჩემზე გადმოაქვს მზერა, - ეს შენი სივრცეა, აქ სეგიძლია იყო ამ ქალაქის დედოფალი, აქ შეგიძლია იყო ჩემი, აქ შეგიძლია იყო სევდიანი და ნაზი და არა ის ვინც ქალაქში ხარ. მართალი ხარ, ჩვენ შეიძლება პატარები ვართ ამ ქალაქთან შედარებით მაგრამ გააჩნია შენ როგორ მიგაჩნია ეს, ანუ როგორ ფიქრობ, შეგიძლია იყო ამ ქალაქზე უფრო დიდი თუ უბრალოდ ამ ქალაქის ერთ-ერთი მაცხოვრებელი რომელიც ერთ-ერთ კარაოკე ბარში იკლავს თავის ამბიციებს, არა იმას არ ვამბობ რომ შენ ხარ ის უბრალო მაცხოვრებელი, უბრალოდ ზოგადად ვამბობ. - ეს კოშკი ჩემი არაა, ეს ოშკი შენიცაა და გეფიცები სწორედ ასეთი მიყვარხარ. უფს წამომცდა, შევხტი და თითები სახეზე ავიფარე. - რაო? რაოოოოო? რაოო??? გაკვირვებული უმისამართოდ აცეცებს თვალებს და სასაცილოდიმანჭება. - არაფერი, დაბლიდან ამოდის ხმები. თითებს ნელ-ნელა ვიშორებ სახიდან და ღიმილით ვუყურებ ჯეისს რომელიც ახლა უკვე ხელებგაშლილი კოშკის სლიპინა ზედაპირზე დგას და დაბლა იხედება. - აქედან? - ჯეის, გაგიჟდი? ახლავე გამოდი მაგედან. - არა - რატომ? - კიდევ მინდა გავიგო რას ეუბნება გოგო რომელიც დაბლა ცხოვრობს ბიჭს. კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, სადაცაა ზღურბლს მიაღწევს და მერე... ამ მერეზე ფიქრის გამბედაობაც არ მაქვს. - ჯეის გადმოეთრიე მაქედან. ვუკივივარ და ვცდილობ ახლოს მივიდე, ხელი მოვკიდო და გადმოვათრიო. - რაო? მგონი არ ისმის. - გოგოს უყვარს ბიჭი. ბოლო ხმაზე ვყვირი და ჯეისს შეშინებული მივშტერებივარ. - მოიცადე ერთი წუთით, აი ბიჭიც ლაპარაკობს, მისი საუბარი კი კარგად მესმის, ის ამბობს რომ მანამ სანამ ამ გოგოს პირველად ნახავდა, მის ცხოვრებაში არ იყო ის რაც შეიძლებოდა ნამდვილ გრძნობად ჩაეთვალა, სიმაეთლე რომ თქვას, ეს გოგოს დანახვაზეც არ უგრძვნია, მხოლოდ მაშინ როდესაც მას თმა გადაუწია სახიდან, იმ მომენტიდან უვლის ტანში ჟრუანტელი, იმ მომენტის შემდეგ უტრიალებს იმ გოგოს თმის სურნელი, იმ გოგოს თვალის ფერი, ცხოვრებაზე მეტად უყვარს იმ მომენტიდან როცა პირველად დაება ბიჭთან საუბრის დროს ენა და როგორც ჩვევია ისევ თავიდან დაიწყო იმის ახსნა რაც ბიჭს საერთოდ არ აინტერეებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დიდი ყურადღებით უსმენდა, უნდოდა გოგოს ხმა მოესმინა, თუმდაც ეს ყოფილიყო იმ ამიბის მონათხრბი თუ როგორ მოეშალა ქართულის გაკვეთილზე ნერვები ან კიდევ როგორ უყვარს ვაშლის საღეჭი რეზინი. გაუნძრევლად იდგა ჯეისი და ქარი თმას უწეწავდა, აი მე კი არ ვიცი მაგ მომენტში რას ვაკეთებდი, იმის მაგივვრად როომ მივსულიყავი მასთან და იქიდან გადმომეთრია ვუსმენდი და თვალწინ მიდგებოდა ჩვენი წარსული, რომელიც მე უკვე დამვიწყებოდა, ხოლო მას ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვდა. როგორც იქნა მოვიფიქრე და ალექსის გვერდით მეც ხელებგაშლილი დავდექი. - გოგო კი მუდამ არეული დადიოდა, არ იცოდა ვინ იყო, იცოდა მხოლოდ ერთი, რომ ჰყავდა ადამიანი ვინც ისეთს იცნობდა როგორიც იყო და არა ისეთს როგორიც ჩანდა, ადამიანი რომელთანაც შეეძლო ებლუყუნა, ადამიანი რომლის სითბოც არასდროს მობეზრდებოდა, ადამიანი რომელთან ერთადაც შეეძლო ექვსი გაკვეთილიდან მხოლოდ სამს დასწრებოდა, შემდეგ კი ეთქვა ( დაიკიდე წამო ვიკატოდ) და უკან მოუხედავად დაეტოვებინა სკოლა. - სწორედ ასეთი უყვარდა ამ დებილ ბიჭს ეს არეული თავქარიანი გოგო. - სწორედ ასეთი უყვარდა ამ არეულ თავქარიან გოგოს ეს დებილი ბიჭი. სიმაღლის საშინლად მეშინოდა ხოლმე, მაგრამ ახლა საერთოდ არ მანაღვლებს, არც სიმაღლე, არც კანკალი და არც შიში. ჯეისი ხტება, თანაც ისე რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებ, ვხედავ როგორ მიფრინავს ჰაერში და ეშვება დაბლა, რა ვქნა? შეშინებული თვალებაცრემლებული და აკანკალებული ვდგავარ ზღურბლზე, დაუფიქრებლად მეც იმავეს ვაკეთებ, ვგრძნობ ქარი და ჰაერი როგორ ამსუბუქებს ჩემს სხეულს, თითქოს არც ფეხები მაქვს და არც ხელები, გული კი ამოვარდნაზეა. უეცრად რბილ ზედაპირზე ვეშვები, ჯეისი დგას და სიცილით იკეცება, ვდგები ბატუტიდან სწრაფად მივდივარ გაბრაზებულ-გცეცხლებული ჯეითან და სახეში სილას ვურტყამ. მერე კი მთელი ძალით ვეწაფები მის ტუჩებს. - სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ჩუმად მეუბნება ყურში და ბატუტზე მაგდებს, ორივე გაწოლილი ვართ რბილ ბალიშივით ბატუტზე და ზეცას შევცქერით, ასე გრძელდება რამოდენიმე საათი, მერე ძაან დაღამდა და აცივდა, ამიტომ ჯეისმა ჩაძინებული ისევ მანქანაში ჩამსვა და დილით ჩემს კომფორტულ საწოლში გამეღვიძა. უცნაურია, ჯეისი აქ არ იყო, ეს ნამდვილად საეჭვო ფაქტია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.