შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილიდან სიყვარულამდე


26-04-2017, 17:07
ავტორი ეველინი
ნანახია 1 390

სიკვდილიდან სიყვარულამდე

ეველინმარშალი:
სულ რაღაც ხუთი წუთი და ჩემი ცხოვრება მორჩება...
გადავხტები ამ წყეული ხიდიდან.
საერთოდ თვითმკვლელობას, გამოსავლად არ თვლიან, მაგრამ თუ არავინ გყავს, არაფერში გიმართლებს და პრობლემებს ვერ უმკლავდები სხვა რაგზაა?
აი ვბედავ და ვხტები... მაგრამ ვიღაცის ხმა მაჩერებს:
-თავს რატომ იკლავ?_სიმშვიდით მიმზერდა უცნობი.
-არარის შენი საქმე და მომშორდი_ვუთხარი გაბრაზებულმა. საერთოდ აქ რასაკეთებს.
-სისულელეა_თქვა და სიგარეტს მოუკიდა.
-თავი დამანებე და წადი ხომ ხედავ არ მცალია?
-არ გცალია?_გაეცინა ჩემს უაზრო სიტყვებზე
-რა გინდა?
-არ გადახტები.
-გადავხტები!
-მართლა რომ ხტებოდე აქამდე ასე არ იდგებოდი.
გადახტომა დავაპირე...
-უაზრო ადამიანი ხარ_მითხრა ირონიულად
-უკაცრავად?
-ხო უაზრო ხარ. უბრალოდ მიპასუხე თავს რატომ იკლავ?
-მე... არვიცი... მ
-აი, არიცი ანუ უაზროდ იქცევი
-და შენ რა გაწუხებს? ჩემი ცხოვრებაა და მე თვითონ გადავწყვეტ რას ვიზავ და საერთოდაც, არმიცნობ!
-ეგ მართალია, მაგრამ უაზრო ხალხს ვერ ვიტან გირჩევ ჩამოხვიდე აქედან.
-ჩემს დამცირებას არ შეწყვეტ?
-არ გამცირებ სიმართლეს გეუბნები.
უკვე ძალიან ვბრაზდები...
-არ შეგიძლია უბრალოდ თავი დამანებო? თუ ყველა უცნობს ელაპარაკები.
ცოტახანი არაფერი მიპასუხა როდესაც გავხედე ფოტო გადამიღო
-ჰეი... რასაკეთებ?
-გადახტომის მომენტსაც გადავიღებ_თქვა და გაიცინა
-გიჟი ხარ?
-კი.
-ახლა გასაგებია.
უცებ დავფიქრდი, იქნებ არღირს?
-ხომ ხედავ შენც ფიქრობ რომ არგინდა.
-შე.. შენ რაიცი?
-სახეზე გეტყობა_გაეცინა_ აბა აზრებს კი არ ვკითხულობ.
-კარგი. ახლა წადი გთხოვ.
-ჩამოსვლას აპირებ?
-თავს არ დამანებებ?
-ჩამოდი და სადმე დაგპატიჟებ_თქვა და ფართოდ გაიკრიჭა
-სერიოზულად მეკითხები? გგონია, რომ წამოვალ?_ვუთხარი ირონიულად
-თავს ნუ მოიკლავ სანამ დროა უნდა გაერთო._მემგონი მართალია, მაგრამ...
-კარგი._უბრალოდ არ მჯეროდა რომ დავთანხმდი. 'რას ვაკეთებ'_გავიფიქრე მაგრამ რა?
-რაგ გქვია?
-ეველინი
-მე დენიელი
-საით?
-ერთი კარგი ადგილი ვიცი და იქ.
-არ მჯერა რომ ეხლა შენ მოგყვები ეს სრული სისულელეა.
-სანამ ცოცხალიხარ ყველაფერი უნდა გააკეთო ,ცხოვრება ხან მოკლეა და შენ წეღან ისედაც ხანმოკლე ცხოვრების დასრულებას აპირებდი, და კიდევ მე ვარ გიჟი?
-რას აკეთებ ცხოვრებაში?_დამაინტერესა
-ვერთობი სანამ შემიძლია
-სანამ შეგიძლია?
-ხომ
-ანუ ასე, ყველა უცნობს ელაპარაკები?
-ყველა არ იკლავს თავს მიტოვებულ ხიდზე სადაც მე გავივლი ხოლმე რავიცი.
-ჰაჰ, ეგეც მართალია.
კაფეში რომ შევედით ყველამ გაბრაზებულებმა შემოგვხედეს
-ამ ხალხს რა ჭირთ?_ვკითხე დენიელს
-ვერ მიტანენ_გაეცინა მას
-რაა? რატომ?
-წამოდი დავსხდეთ და გეტყვი
-აბა გისმენ_ვკითხე როცა დავსხედით
-მოკლედ, აქ ყველას ამერიკა უყვარს მე კიდე ისეთ სიმღერებს ვმღერი რომლებიც ამერიკას დასცინის ხოდა ვერ მიტანენ რამოდენიმეჯერ მომხვდა კიდეც_ისევ სიცილს აგრძელებდა
-და აქ რაღატო მოდიხარ?
-მომწონს ნერვები რო ეშლებათ_ისევ სიცილი.
-მართლა გიჟიხააარ
-გინდა ვიმღეო?
-არა.. დენიელ არრ..._აზრი არ ჰქონდა ადგა და სიმღერა დაიწყო
-გაჩერდიი
-ბიჭო შენ ჭკუა მაინც ვერ ისწავლეე? თუ სიკვდილი გინდა_უცებ ორი კუნთიანი ტიპი წამოდგა
-ოოო ახლა კი უნდა გავიქცეთ_მითხრა და მთელი სისწრაფით გამაქანა.
მივრბოდით და ბოლოხმაზე ვიცინოდით.
-მოდი ვიმღეროთ_შემომთავაზა როცა სულს ვითქვამდი
-არა ვერ ვმღერი
-იმღერებ!რავიმღეროთ?
-რავიცი "old yellow bricks" გინდა?_პირველი ეს გამახსენდა
-რათქმაუნდა
სანაპიროს მივუყვებოდით და მთელ ხმაზე ვმღეროდით არ ვიცი ვინარის ეს ბიჭი მაგრამ ის ვიცი, რომ ცოტახნით მაინც დამავიწყა ყველაფერი.
-უნდა წავიდე_ვუთხარი ცოტა ხანში
-რატომ?
-არვიცი გვიანია.
-გაგაცილებ.
-არმინდა ჩემით წავალ.
-უაზრო არ ყოფილხარ_გამიღიმა და წავიდა...
-მეც წამოვედი...
* * *
დილით ჩემი მეზობლის კივილმა გამაღვიძა.
-ოღონდ ეს არა_ვთქვი და ბალიში თავზე დავიფარე, მაგრამ ხმა შიგნით მაინც ახწევდა.
ერთხელაც მოვკლავ ამ ქალს მაინც და მაინც დილის ექვს საათზე უნდება "სიმღერა"
უეცრად გუშინდელი ბიჭი გამახსენდა და გამეღიმა.
'ნეტა ვინ იყო ის გიჟი?' _გავიფიქრე
მაგრამ ტელეფონის ზარმა ფიქრებს მომწყვიტა. დედაჩემი რეკავდა:
-ხო ამანდა_ვუთხარი აგრესიულად
-აბა ჩემთვის რაგაქვს?_გაიჟღერა დამცინავმა ხმამ
-რამდენჯერ უნდა გითხრა ფული არმაქვს! მითუმეტეს შენთვის_გამოვცარი კბილებში.
-ნუ მაიძულებ სახლში დაგადგე!
-რაც გინდა ის ქენი! და საერთოდაც შენს ქმარს რატომ არ სთხოვ?
-ნიკს არაქვს!
-რათქმაუნდა. ნიკს არაქვს. ან საერთოდ რას გეკითხები? მაგას ფული როგორ ექნება_მამინაცვლის გახსენებაზე ზიზღი მომეძალა.
-ამადა თავი დამანებე_ვუთხარი და გავთიშე.
საათს შევხედე შვიდი იყო.
სამსახური რვაზე მეწყება დრო მაქვს
ავდექი, მოვწესრიგდი, ცოტა მივალაგე და სახლიდან გამოვედი.
ჩემს ძველ "BMW"-ში ჩავჯექი და სამსახურისკენ დავიძარი.
"pizza area"-ში ვმუშაობ მიმტანად.
როგორც კი შენობაში შევედი ლუსი მომვარდა
-მალე ეევ დიდი ჯგუფები არიან_მეუბნევოდა და თან უნიფორმას მაცმევდა_მალე მალე
და შიგნით შემაგდო
რესტორანი მართლაც სავსე იყო შეკვეთები ავიღე და მზარეულს მივაწოდე
შემდეგ ისევ შიგნით დავბრუნდი როცა რესტორნის კარი გაიღო და...
'ეს ხომ დენიელია?'
წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა.
რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა
-აქ რასაკეთებ?
-პიცა უნდა მეჭამა_გაიცინა_რა დამთხვევაა არა?
-ჰოომ_გამეცინა მეც
-აქ მუშაობ?
-როგორც ხედავ. რას ინებებ?
უცებ სუნთქვა შემეკრა 'აბები' გავიფიქრე მაგრამ გვიანი იყო.
თვალი რომ გავახილე საავადმყოფოში ვიყავი წამოდგომა ვცადე მაგრამ ვიღაცამ დამიჭირა
დენიელი იყო...
-რატომ არ წახვედი?
-არ მინდოდა მარტო ყოფილიყავი შეენი ოჯახ.. მოკლედ, ვერ დაგტოვე_მითხრა თანაგრძნობით.
-ნუ გეცოდები გასაგებია? ამას ვერ ვიტან ყველაზე მეტად, ამას ნუ აკეთებ!_თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.
-ეველინ დაწყნარდი შეცოდება არაფერ შუაშია. უბრალოდ არ მინდოდა მარტო დამეტოვე
და ექიმმა მითხრა რომაბებს სვამ და...
-დამავიწყდა დალევა.
-გასაგებია. და...
-არც ნარკოტიკს ვიღებ_ვუთხარი გაღიზიანებულმა.
-სახლამდე მიგიყვან_შემომთავაზა მან.
-არმინდა.
-ეველინ. სუსტად ხარ_მითხრა უკმაყოფილოდ
ავდექი და საწოლს ისევ დავეყრდენი. როგორც ჩანს მართალია.
-კარგი.
მანქანაში რომ ჩავსხედით ღვედს ვერ ვიკრავდი, დენიელი დამეხმარა მის ხელზე ნემსის კვალი დავინახე:
-ხელზე რა დაგემართა?
-მე... ის.._დაიბნა და არაფერი მიპასუხა
-კარგი. ეს ჩემი საქმე არაა.
მის მანქანაში სიგარეტისა და სუნამოს სურნელი იყო.
სახლში რომ მიმიყვანა შევიპატიჟე.
-კარგი სახლია_მითხრა ღიმილით
-მამამ დამიტოვა_გამეღიმა მის გახსენებაზე.
სახლი მყუდროა ცოტა ძველიც მაგრამ ლამაზი
-დენიელ. შენზე რამე მომიყევი.
-მმმ... მშობლები მოგზაურობენ არც ახლა არიან აქ. მე ცალკე ვცხოვრობ დაან ძმა არმყავს სხვა რა გაინტერესებს?_მითხრა ღიმილით
-რას საქმიანობ?
-ჩემი ბიზნესი მაქვს მოტოციკლების მანქანების და ა.შ
-კარგი. ყავა გინდა?
-რავიცი კი
ყავა, რომ დავლიეთ მკითხა:
-ხვალ კლუბში წამოხვალ?
-იმედია იქ მაინც არ გერჩის არავინ
-ჯერ-ჯერობით არა_გაიცინა და წამოდგა-კარგი ახლა უნდა წავიდე
-კარამდე მივაცილე ,მანქანაში რომ ჯდებოდა თვალი ჩამიკრა და გაქროლდა მეკი სახლში შევედი.
უცებ სარკეში ჩავიხედე თმა ძალიან არეული მქონდა ადრე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი მაგრამ რატომღაც მინდა კარგად გამოვიყურებოდე.
ახლო მეგობრები არ მყავს ამიტომაც ლუსის დავურეკე
-ალო_გაიჟღერმა ბოხმა ხმამ ეს ლუსი არარის აშკარად მისი შეყვარებული ჯეიკია.
-ლუსის სთხოვეთ
-სიყვარულოოოო ტელეფონთან_დაიძახა
-აალოო_გაისმა ლუსის მხიარული ხმა
-ლუსი ეველინი ვარ. სავაჭრო ცენტრში ვაპირებ წასვლას და გცალია?
-კი კი რათქმაუნდა_მივხვდი რომ გაეცინა. სულ უნდოდა ჩემთან მეგობრობა მაგრამ ჩემი უხასიათობის გამო ვერ მიახლოვდებოდა.
-კარგი ოთხზე გამოგივლი.
-ძალიან კარგი გელოდებიი_მითხრა და გათიშა
ოთხს თხუთმეტი ეკლდა უკვე ლუსის სახლთან ვარ. კარს აღებს, ჯეიკს კოცნის და სახლიდან გამოდის. რა საყვარლები არიან ერთად.
-ჰეეი_კარი გააღო და მანქანაში "ჩახტა"
-მადლობ, რომ წამოხვედი.
-რის მადლობა_მითხრა სიცილით და მხარი გამკრა
ლუსის ჩემგან განსხვავებული სტილი აქვს სულ კაბები და ქუსლიანები აცვია
მეე? მე კი უფრო თავისუფალი სტილი მიყვარს ხან სპორტული, ხან კი დახეული შარვლები მაიცვია.
-პირველ რიგში შენს სტილს მივხედოთ_მითხრა და გაიცინა
-ჩემს სტილს რასჭირს?
-ზედმეტად თავისუფალია. არადა მშვენიერი ტანი გაქვს უნდა გამოაჩინო.
-ოოოჰ ლუსიი.
გზაში დენიელზე მოვუყევი. სხვა დროს ალბათ არაფერს ვეტყოდი მაგრამ მინდოდა ვინმესთვის მეთქვა. რათქმაუნდა ჩემი სუიციდის მცდელობა გამოვტოვე რადგან უამრავ კითვას გამოიწვევდა.
-საინტერესო ტიპი ჩანს, ანუ ხვალ კლუბში მიდიხართ. ჰმმ... ბევრი სამუშაო გვაქვს.
-როგორც შენ იტყვი_გამეცინა
აი მივედით...
ლუსი აქეთ-იქით დამარბენინებს სულს ძლივს ვითქვამ.
ძალიან ბევრი რა მოვიზომე.
რადგანაც კაბის ჩაცმა არ მინდოდა არჩევანი კლასიკურ შავ შარვალზე შევაჩერეთ ასევე შავი ტყავის ქურთუკზე და შავ ბათინკებზე ლუსიმ კაბაზე ვერ დამიყოლია
-აუუ ეველიინ რაარის ეს? სულ შავებში ხარ. მართალია კარგი სტილი გაქვს , მაგრამ პაემანზე მიდიხაარ პაემანზეეე_მითხრა უკმაყოფილოდ
-პაემანი არარის უბრალოდ კლუბში მივდივართ
-კარგი რაა_გაეცინა
სახლისკენ წავედით. გზაში ლუსის ჯეიკი ელაპარაკებოდა ტელეფონით კიდევ ავღვნიშნავ, რომ ძაალიან საყვარლები არიან.
სახლში მივედი და საწოლზე დავეგდე.უცებ ჯიბეზე ვიბრაცია ვიგრძენი
სმს-ი მომივიდა გავხსენი
'ევ როგორხარ?' დენიელისგან იყო არადა მისი ნომერი არ მქონდა ალბათ თვითონ ჩაწერა.
'რავიცი კარგად შენ?'_არ დავაყოვნე და მივწერე
'ხვალინდელ საღამოს ველოდები'
'რომელ საათზე მივდივართ?'
'რვისთვის გამოგივლი'
'კარგი, კარგად '
'კარგად ლამაზო'
სიცხე მატულობს.... მას რომ ვწერდი თითქოს ამ სამყაროს არ ვეკუთვნოდი გული აჩქარებით მიცემს აი ისე როგორც ადრენალინის დროს. ამ ბიჭზე ასე არუნდა ვფიქრობდე. ახლახანს გავიცანი.
გარეთ ვიყურები,წვიმას აპირებს. ვგრძნობ,რომ აშკარად მალე გაწვიმდება. კბილს კბილზე მაცემინებს. თითის წვერები გათეთრებული, თითქმის ლურჯი მაქვს.
ამ ფიქრებში ჩამეძინა...
ვიღვიძებ და მასზე ვფიქრობ, თავში მხოლოდ მასზე ფიქრი მიტრიალებს.
უცნაური შეგრძნება მეუფლება.
საათს დავხედე ჯერ მხოლოდ დილის ექვსი საათია.
არვიცი დენიელზე ასე რატომ ვფიქრობ თითქოს ჩემს გულში შემოახწია და გარეთ გასვლა აღარ უნდა.
გამახსენდა ჩვენი პირველი შეხვედრა რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო ყველაფერი სასაცილოდ მეჩვენება.
მე თავს ვიკლავდი მან გადამარჩინა თანაც ორჯერ
ნუ... თუ რესტორანში მომხდარიც ითვლება.
ჩემს ფიქრებზე ისევ მეცინება. და ადგომას ვცდილობ რაღაც მაკავებს. გვერდით დადებულ აბებს გადავწვდი და ორიცალი გადავყლაპე. ასე უკეთესია .
საწოლიდან წამოვდექი, მესმის როგორ მოგრიხინებს ნაგვის მანქანა ქუჩაზედა როგორ მსუბუქად აკაკუნებს წვიმა ფანჯრებს.
უცებ დამაცემინა, ფარდები ნახევრად ღიაა, გუშინ ფანჯრის დახურვაც დამვიწყებია
მაცივართან მივდივარ, ქილა ჯინ-ტონიკს ვიღებ და ვწრუპავ. ამდროს სმს-ი მოდის
'დილამშვიდობისა ევ'
აუტანელი სიცხეა, თანდათან მატულობს ბინის ფანჯარა ღიაა, გარეთ წვიმს მაგრამ მე მცხელა. ყელი მეწვის ბოლოს ხელის კანკალით ვწერ
'დილამშვიდობისა დენ'
საათს ვუყურებ ვხვდები, რომ თუ არ ვიჩქარე სამსახურში დამაგვიანდება.
სასწრაფოდ გავემზადე და წავედი.
ლუსი სულ დღევანდელ საღამოზე მელაპარაკებოდა რაუნდა ვთქვა,როგორ უნდა მოვიქცე და ა.შ
-საერთოდ არუნდა მეთქვა შენთვის რაა_ვუთხარი მობეზრებულმა.
-რას ამბობ_გაიკვირვა_კიდევ კარგი მითხარი დაგარიგებ როგორ მოიქცე_გაიცინა.
-ლაპარაკის დროა?_შემოგვიღრინა "მზარეულმა ხავიმ"(ასე ვეძახით)
ჩვენც მყისვე საქმეს შევუდექით.
ხუთი საათისთვის გავეთავისუფლე და სახლში წავედი..
ცხელი შხაპი მივიღე და მომზადებას შევუდექი...
რვის ნახევარზე დენიელი ჩემს სახლთან იყო.
ალბათ ვერც დავინახავდი ფანჯრიდან რომ არ გამეხედა, მანქანაში იჯდა არც გადმოდიოდა,არც მირეკავდა და მანქანაც მოშორებით დაეყენებინა.
რაღაც მოძრაობებს ვხედავდი მაგრამ ვერ ვარჩევდი, დამაინტერესა რა ხდებოდა.
გარეთ გავედი და მის მანქანას მივუახლოვდი ვერ დამინახა იქამდე სანამ მინაზე არ მივუკაკუნე. შეშფოთდა,რაღაც დაუვარდა. შემდეგ მინა ჩამოწია
-რა მალე მოხვედი_მითხრა დაბნეულმა.
-ხოომ ფანჯრიდან დაგინახე. რამე პრობლემაა?
-არაა. არანაირი. წავიდეთ?
-ჩანთას ავიღებ.
ჩანთა ავიღე და დავბრუნდი. მაქანაში, რომ ჩავჯექი დენიელს მივაშტერდი.
ის ისეთი სიმატიურია...ყურადღება ვერაფერზე გადავიტანე.
ფეხები ამიკანკალდა, როცა უცებ გამჭოლი მზერით შემომხედა, ძალიან ემოციური ვხდები მის გვერდით. ადრენალინი მომეძალა როცა ხელი ჩემი სახისკენ წამოიღო, გულისცემაც ვერა და ვერ შენდელდა.
-რა ლამაზიხარ_მითხრა და ნიკაპი მაღლა ამაწევინა.
არაფერი ვუპასუხე, უფროსწორად ვერ. მისი შეხების შემდეგ ხმა ვერ ამოვიღე.
ვცდილობ ნელა ვისუნთქო,თვალები ქვევით, ფეხებისკენ მაქვს დახრილი, უბრალოდ ვცდილობ გავაცნობიერო რას ვგრძნობ:სიხარულს,დაბნეულობას,შეიძლება შიშსაც მაგრამ მე ეს მომწონს რაღაც კარგია.
-ისეთი ლამაზიხარ არმინდა ჩემს გარდა ვინმე შეგეხოს_აგრძელებდა დამაჯერებელი ტონით ჩემს დაბნევას.
-დენიელ იცი.._ვუთხარი როცა ახლოს მოიწევდა
-ჯერ ადრეა ვიცი_დაასრულა ჩემი წინადადება და მანქანა დაქოქა.
* * *
უკვე რამდენიმე საათია გავიღვიძე, მაგრამ ჯერ კიდევ ვცახცახებ, ფეხები მიკანკალებს. გუშინდელი საღამოდან არაფერი მახსოვს გარდა იმისა, რომ ბევრი დავლიეთ.
დენიელი ჩემს გვერდით გათიშული წევს, მაგრამ მე ეს სულაც არმომწონს.
ვერ ვინძრევი. უცებ ის ჩემსკენ გადმობრუნდა და თვალები ნელა გაახილა.
-დილამშვიდობისა_მითხრა ბოხი,უდარდელი ხმით.
-დ..დენიელ_ხმა ამიკანკალდა.
-რამოხდა?_ჩემი ხმის გაგონებაზე საწოლზე წამოჯდა
-რამე მოხდა?_ვკითხე დაბნეულმა
-რას გულისხმობ?_გაიცინა
-ანუ გუშინ... რამე მოხდა_უფრო დავიბენი.
-რათქმაუნდა არა სულელო_გაიცინა_ შენი თანხობის გარეშე არაფერს ვიზავდი.
მომეშვა..
-აქ როგორ მოვხვდით? ან სად ვართ?_მიმოვიხედე გარშემო
-თუ არ ვცდები ჩემი სახლია_დაამთქნარა და გაიცინა
-უნდა წავიდე_ვუთხარი და ავდექი
-ცოტახნით დარჩი-მითხრა ღიმილით
-არა. უნდა წავიდე ვმუშაობ
-უკვე შუადღის ოთხი საათია_საათს დახედა და გაიცინა
-ღმერთო ჩემო. სამუშაო დღე გავაცდინე_დავღონდი და სწრაფად ტელეფონი მოვძებნე
-ასე რატომ ნერვიულობ?
-ეს სამსახური ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და არმაქვს იმის ფუფუნება, რომ როცა მომინდება არ მივიდე_ვთქვი გაღიზიანებულმა
-ევ დამშვიდდი_მითხრა წყნარად_საერთოდაც წამოდი მაგ სამსახურიდან გამოგიძებნი რამეს
-შენთვის ადვილია დენიელ. ასეთ სახლში ცხოვრობ_მიმოვიხედე_არმინდა ვინმეზე ვიყო დამოკიდებული.
-არავიზე იქნები დამოკიდებული!_მითხრა ბრაზ ნარევი ხმით.
-არა, არმინდა
-რატომ არ მაცდი, რომ შენზე ვიზრუნო?_მითხრა გაბრაზებულმა
-რატომ უნდა იზრუნო ჩემზე? ვინ ხარ ჩემთვის?
-მართალია, არავინ_თქვა წყნარი ხმით
მაგრამ შემდეგ დავფიქრდი. რამდენი რამე გააკეთა ჩემთვის მე კი ასე ველაპარაკები.
-კარგი დენიელ. ბოდიში. მაგრამ ახლა უნდა წავიდე_ვუთხარი და წამოვედი.
სახლში შევედი, საწოლზე დავწექი და ჩამეძინა...
კარზე კაკუნის ხმამ გამომაღვიძა..
ძალიან გამიკვირდა როცა კარს იქით ჩემი უფროსი დავინახე.
-გამარჯობა ეველინ_მითხრა ღიმილით
-გამარჯობა ბატონო ჯონ_ამ კაცს ვერ ვიტან. რაღაცნაირია, აიიი... როგორ ვთქვა, ამაზრზენი.
-არ შემიპატიჟებ?საქმე მაქვს.
-მობრძანდით. საქმე თუ დღევანდელ გაცდენას ეხება, ბოდიშით აღარ განმეორდება.
-ძალიან კარგი
-ყავას ინებებთ?
-კარგი იქნებოდა_მიპასუხა ისევ ღიმილით.
სამზარეულოში გავედი ყავის გასაკეთებლად, როცა უკნიდან მოახლოვება ვიგრძენი.
უკან მივიხედე, ჯონი ჩემთან ძალიან ახლოს იდგა.
-რამე გინდათ?-ვუთხარი და ვეცადე გავწეულიყავი
-კი,თანაც დიდიხანია და ახლა შანსი მაქვს_მითხრა და კედელს ამაკრა
შემდეგ ჩემს ტანსაცმელს დაეჭიდა.
პანიკაში ჩავვარდი.. ყველანაირად ვცდილობდი მომეშორებინა,ბოლოხმაზე ვუკიოდი მომშორდი მეთქი. გვერდით ბოთლი იდგა უცებ ავიღე და თავში ჩავარტყი . ვგრძნობდი, რომ მისი სხეული მომშორდა, იატაკზე ჩაიკეცა და დაბლა დავარდა.
მეკი გაუნძრევლად ვიდექი და დამსხვრეული ბოთლის ნაწილი ხელში მეჭირა. ცრემლები მდიოდა. ტელეფონი ხელის კანკალით ავიღე და უნებურად დენიელს დავურეკე პირველი ის გამახსენდა;
-ხო ეველინ.
-დ..დენიელ
-ეველინ რაგჭირს?
-გთხოვ.. მ.. მოდი მე.._ხმა ძალიან მიკანკალებდა
-სად ხარ სახლში?
-კი
-კარგი. მოვდივარ მალე მოვალ_მითხრა და გათიშა.
ასე გაშტერებული ვიდექი,თან მეშინოდა არ გამოფხიზლებულიყო. გარედან ხმა მომესმა დენიელი მეძახდა.
-მე... აქ ვარ_ვეცადე დამეყვირა მაგრამ ხმადაბლა გამომივიდა. როგორც ჩანს გაიგო რადგან აქეთ წამოვიდა.
სამზარეულოში, რომ შემოიხედა მაშინვე ჩემთან მოვარდა.
-აქ... რა მოხდა?-იკითხა დაბნეულმა
-მას... უნდოდა ჩემთვის_სიტყვებს ვერ ვაბამდი ერთმანეთს ისევ ცრემლები წამსკდა
-!_დაიყვირა და ჯონის მივარდა რომელიც ნელ-ნელა ფხიზლდებოდა
მთელი ძალიტ ურტყამდა. უცებ სისუსტე ვიგრძენი და ყველაფერი ბნელმა მოიცვა.
...
თვალები,რომ გავახილე საავადმყოფოში ვიყავი. მყისვე მომხდარი გამახსენდა და შეშინებულმა აქეთ-იქეთ დავიწყე ყურება გვერდზე დენიელი დავინახე ჩემი ხელი ეჭირა და ჩასძინებოდა.
-დენიელ...
-ეველინ გაიღვიძე?_მაშინვე თვალები გაახილა
-აქედან როდის წავალ?
-პოლიციელებმა უნდა დაგკითხონ შემდეგ იმ ნაძირალას დაიჭერენ და წავალთ.
-კარგი.
ოფიცრებთან საუბარს, რომ მოვრჩით მედა დენიელი მანქანაში ჩავსხედით.
-საით?-მითხრა სანამ დაქოქავდა.
-მარტო ვერ დავრჩები_ვუთხარი გაუაზრებლად
-ჩემთან წამოხვალ
-ეს არ მიგულისხმია. მე, ლუსის დავურეკავ
-ეველინ არ გეკითხები, გეუბნები. არ მაინტერესებს ეს გინდა თუ -არა
-მე..
-ახლა შენთან გავივლით და შენს ნივთებს ავიღებთ_თქვა და მანქანა დაქოქა.
ნივთები ავიღე და მასთან წავედით. ბევრჯერ ვცადე შეკამათება მაგრამ სიტყვის თქმას არ მაცდიდა ბოლოს დავნებდი.
აი სახლთანაც მივედით ძალიან დიდია, აქ დაკარგვაც კი შესაძლებელია პირველად არ ვარ მაგრამ მაშინ არ დამითვალიერებია.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება_მითხრა ღიმილით
-კარგი სახლია _ვუთხარი და შიგნით შევედი
-შენს ოთახს გაჩვენებ_მითხრა და ზემოთა სართულისკენ გამიძღვა
ძალიან ლამაზი ოთახია...
-ძალიან დიდი მადლობა დენი. არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო, იმდენჯერ დამეხმარე
-მადლობა საჭირო არაა-მითხრა და გასვლა დააპირა
-ძილინებისა დენიელ
-ძილინებისა ეველინ
სიგიჟედ მეჩვენება, მე ხომ ახლახანს გავიცანი და ახლა მის სახლში უნდა დავიძინო? არვიცი რატომ, მაგრამ ეს მომწონს კიდეც. ამ ფიქრებში გართულს მიმეძინა...
შუა ღამისას გამომეღვიძა, ძალიან შემეშინდა ისევ ის კადრები დამიდგა თვალწინ, ცრემლები წამსკდა და უნებურად წამოვიკივლე. ოთახში დენიელი შემოვარდა
-ეველინ რამოხდა? რაგჭირს?
-მე... მეშინია-ამოვილუღლუღე
-დამშვიდდი პატარავ_მითხრა და გულში ჩამიკრა. მის სურნელში გაბრუებულს ჩამეძინა...
* * *
დილით კარგ ხასიათზე მყოფს გამეღვიძა. საერთოდ აღარ ვფიქრობდი მომხდარზე.
მაგრამ ვიგრძენი რომ რაღაც მამძიმებდა. თვალები, რომ გავახილე დენიელი დავინახე წელს ზევით შიშველი ჩემს გვერდით იწვა და ხელი ჰქონდა ჩემზე მოხვეული, აშკარად ეს ხელი მამძიმებს.
რა საყვარელია როცა სძინავს, თითქოს პატარა გავშვია, ტუჩები წინ აქვს გამოწეული და მშვიდად სუნთქავს.
უცებ თვალები გაახილა მეც ზუსტად თვალებში ვუყუებდი.
-როგორ გეძინა?_მკითხა მძინარე ტკბილი ხმით
-არაჩვეულებრივად_წამომცდა და კინაღამ თავში ხელი შემოვირტყი
მას ჩემს პირდაპირობაზე გაეცინა,შუბლზე მაკოცა და მკითხა:
-რას შეჭამ?
-რასაც შენ
-ჰმმ.. კარგი.
დაბლა ჩავედით ის.. ისევ წელს ზემოთ შიშველი დადიოდა. მისი სხეულის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი
-რა ვჭამოთ?_მკითხა
-ბატიბუტი_ვუთხარი დაუფიქრებლად და მისი კუნთებისთვის თვალი არ მომიშორებია
დენიელმა სიცილი დაიწყო
-კარგი წავალ ჩავიცვამ_მითხრა და კიბეზე აირბინა
ცოტახანში დაბლა უკვე მაისურით დაბრუნდა
სანამ ჩამოვიდოდა საუზმის მზადება დავიწყე
-მმმ.... რას ამზადებ?_მითხრა და ინგრედიენტების "ამოჭმა" დაიწო
-დენიელ გადი ვეღარ მოვამზადებ_ხელში დავარტყი და გავაგდე
-კარგი ხოო... ოღონდ მალე თორე შენ შეგჭამ იცოდე
თხუთმეტ წუთში საუზმე მზად იყო
-სამსახურში ვეღარ წავალ_ვთქვი მოწყენილმა
-ჩემი შემოთავაზება ძალაშია_მითხრა სიცილით
-დღეს გავივლი და თუ ვერაფერს ვნახავ მომიწევს დაგთანხმდე
-ეველინ მარშალ, ყველაზე ჯიუტი ადამიანი ხარ_მითხრა მობეზრებულად
-არც შენ ხარ ნაკლები
-კარგი ახლა მოემზადე და წავიდეთ მეც საქმეები მაქვს_მითხრა პირ გამოტენილმა
მოვემზადე და დაბლა ჩავედი დენიელი უკვე იქ იყო. თეთრი ვიწრო მაისური ეცვა ასევე შავი შარვალი და შავი კეპი ჰქონდა თავზე მორგებული.
მოკლედ,სიმპატიურად გამოიყურებოდა
ტელეფონში იყურებოდა და რაღაცას წერდა ხმა, რომ გაიგო ამოიხედა, კეპის ჩრდილშიც კარგად ჩანდა მისი ეფექტური თვალები. ასეთი ფერი არსად არ მქონდა ნანახი თითქოს მწვანე, ან ცისფერი გარშემო მოყვითალო რაღაც საოცრება იყო.
-წავიდეთ?_მკითხა ღიმილით
-წავიდეთ
-"ვილი"-ს უბანში ჩამოვალ და რამეს ვნახავ_ვუთხარი გზაში
-ეველინ, სადაც გინდა იქ მიგიყვან
-არ მინდა შენ შენი საქმეები გაქვს
ბევრი კამათის შემდეგ "ვილი"-ს უბანში ვდგავარ და ტანსაცმლის მაღაზიისკენ მივემართები.
სადაც წესით ადგილი უნდა ჰქონდეთ
მაგრამ დამასწრეს...
ბევრი ასეთი მცდელობის შემდეგ დავნებდი და დენიელს დავთანხმდი.
-დაუჯერებელია_მითხრა სიცილით როცა ვუთხარი_ადგილი უკვე შეგირჩიე ჩემი მდივანი იქნები ოფისში_გაიღიმა
-კარგი. დენიელ იციი... სახლში დაბრუნებას ვაპირებ
-რატომ? აქ არ მოგწონს?
-კი, მაგრამ ჩემს გამო ისედაც ძალიან წუხდები. არ ხარ ვალდებული ჩემზე იზრუნო
-ნუ სულელობ_მითხრა გაბრაზებულმა
-მე მაინც წავალ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის
-ვახშამზე მაინც დარჩი
-კარგი.
ვახშმის დროს სამუშაო საათები შევათანხმეთ ხვალიდან ვიწყებდი.
დენიელმა სახლამდე მიმიყვანა. სახლში რომ შევედი ამდენიხნის გათიშული ტელეფონი მაშინ ჩავრთე, ლუსის სამოცდა რვა გამოტოვებული ზარი იყო კინაღამ ტელეფონი ჩამივარდა რომ ვნახე. მაშინვე გადავურეკე
-ეველინ. როგორც იქნა. როგორ ვინერვიულე, როგორ ხარ?
-კარგად ლუსი
-სად იყავი შენს სახლში ვიყავი და არ დამხვდი
-დენიელთან
-ოუუუუ როგორი იყო?_იცინოდა
-რანაირი კითხვებია?_გამეცინა მასზე
-ახლავე შენთან მოვდივააარ
-ლუს..._მაგრამ გათიშა
ათ წუთში კარზე ზარი იყო, ლუსი მოვიდა.
-მოყოლა დაიწყეე_მითხრა და სახლში "შემოიჭრა"
სხვა გზა არც მქონია ყველაფერი მოვუყევი.
-აი ეს მესმის_მითხრა თვალებ გაფართოებულმა_რამაგარია.
-რა არის მაგარი?_გამეცინა
-ხუმროობ? არაჩვეულებრივი ბიჭია და შენს მიმართ თბილია, ყველაფერში გეხმარება სხვა რაგინდა სრული ბედნიერებისთვის?
-არვიცი იქნებ... ანუ იქნებ არ ვიჩქარო, ხომ არ ვიცნობ ... ანუ როგორ გითხრა ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული რა.
-ეველინ სერიოზულად?რა სისულელეებს ლაპარაკობ? ბიჭი ყველანაირად გეხმარება შენკიდე დარწმუნებული არვარო
-ნუ.. ჯერ ხომ არ ვიცი როგორი ადამიანია...კარგი დაივიწყე
-უნაკლო ბიჭში ნაკლს ეძებ
-ალბათ მასეა
აუტანელი სიცხეა, ბინის ფანჯრები ღიაა და ქუჩიდან შემოსული ნახშირჟანგის გემოსაც კი იგრძნობს კაცი.
-ლუდს დალევ?_ვუთხარი და სამზარეულოსკენ წავედი
-რათქმაუნდა_მომაძახა გარედან
სამზარეულოში შესვლისას შიში ვიგრძენი, მომხდარი გამახსენდა, მაგრამ ვეცადე ყურადღება არ მიმექცია და აქედან მალე გავსულიყავი ოთახში ოთხი ქილით ხელში დავბრუნდი.
ვსამდით და თან ვლაპარაკობდით, მმმ, შემდეგ აღარ მახსოვს...
დილით, რომ გავიღვიძე ვთავი ძალიან მტკიოდა ოთხი კიარა დაბლა დაახლოებით თხუთმეტი ლუდის ქილკა ეყარა. ლუსიც დაბლა ეგდო, იმდენი ვიცინე სულს ძლივს ვითქვამდი
-მმმ.... რა ხმ... ხმაურიაა_წამოიზმუვლა და ადგომა დააპირა, მაგრამ ისევ დაბლა დაეცა
-რომ იცოდე რა სანახავი ხარ_ვიცინოდი ისევ
-ჰა... რაა?
-ჰეი გამოფხიზლდი_ვუთხარი და ჭიქით წყალი შევასხი
-აააააააა_დაიწივლა_კაი რა ეველიიინ
ათ წუთში ჯეიკმა მოაკითხა იჩხუბესსავით, მერე ჩაეხუტნენ ერთმანეთს და წავიდნენ საყვარლები.
მე აბაზანაში შევედი შხაპი მივიღე, გამახსენდა, რომ დღეს სამსახურის პირველი დღე მაქვს
-ვაიმეეე_დავიკივლე და აბაზანიდან გამოქცევა დავაპირე, რომ წონაასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და დაბლა გავიშხლართე. ძლივს ავდექი და ჩავიცვი ნელა ვმოძრაობდი ყველაფერი ისე მტკიოდა. მანქანაში ჩავჯექი და ოფისისკენ წავედი.
რვა საათზე და ერთ წუთზე იქ ვიყავი, ერთი წუთით დავიგვიანე
ძალიან დიდი შენობა იყო, შიგნით შევედი და დენიელი ვიკითხე, ჯანდაბა... მე ხომ მისი გვარი არვიცი, მაგრამ რათქმაუნდა მიხვდნენ ვის ვკითხულობდი და კაბინეტამდე მიმიყვანეს:
-ეველინ_თავი არ აუწევია ისე მითხრა რაღაც საქაღალდეებში იყო "ჩამძვრალი" ძალიან მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა_შენს ადგილს მაიკლი განახებს, მე მერე გნახავ_მხოლოდ ახლა შემომხედა
-რაგჭირს?_მკითხა სიცილით რადგან სულელური სახე მქონდა
ტელეფონი ამოვიღე და მივწერე 'ნაბახუსევი ვარ'
რომ ნახა გაიცინა მეკი მაიკლს გავყევი. დენის კაბინეტის გვერდით მიმიყვანა, არც ოთახი იყო როგორც მდივანს ყველაფერი უნდა მეკონტროლებინა ჩემი ადგილი დავიკავე და საქმეს შევუდექი. რაღაც ფორმალობები იყო მოსაგვარებელი, რამოდენიმეჯერ დენიელთან მომიწია შესვლა მისი ხელმოწერისთვის
საქაღალდეებში ვიყავი თავჩარგული როცა დენიელი კაბინეტიდან გამოვიდა
-ევვ... საღამოს სადმე წავიდეთ
-მაინც სად?
-მოგწერ, ახლა უნდა წავიდე შეხვედრა მაქვს და შენთვის რადგან პირველი დღეა შეგიძლია ადრე წახვიდე
-კარგიი
საქმეებს მოვრჩი და სახლში წავედი, გზაში ესემესი მომივიდა:
'ევ შვიდისთვის გამოგივლი'
'სად მივდივართ?'
'ნიუ-ორკის ქუჩებში გავისერნოთ'
-ოჰ როგორც გინდა_ვთქვი და მანქანიდან გადმოვედი
სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი, და ლუსის დავურეკე ყველაფერი ვუთხარი, შემდეგ ტანსაცმელი შევარჩიე, ჩვეულებრივ ჩავიცვი ჯინსის შარვალი, თეთრი ზედა და კეტები თმა კი გავიშალე.
შვიდისთვის უკვე მზად ვიყავი. დენიელი მოვიდა...
-კარგად გამოიყურები_მითხრა ღიმილით
-შენც_მეც გავუღიმე
ჯერ მეხუთე ავენიუზე გავიარეთ, "კარტიეს" და "საქსის" მაღაზიებს გავცდით და შემდეგ "ტრამპ თაუერს" ჩავუარეთ. ასევე თაიმ-სკვერზეც გავიარეთ, ბევრს დავდიოდით. უზარმაზარ ეკრანზე მორბენალი სტრიქონი გადიოდა და ახალ ამბებს გვამცნობდა. იქვე იყო ნიუ-იორკის ბერძნულ-ელინისტურ შესახედაობის ბიბლიოთეკა, როცა დავიღალეთ კაფეში ჩამოვსხედით
აქაურობას ყურადღებას არ ვაქცევდი მხოლოდ დენიელს ვხედავდი, შავ კულულებს მის სახეზე,მის გრძელ წამწამებს, წვეტა ქათქათა კბილებს, ნაკეცს ტუჩის კუთხეში და მის ფართო ღიმილს რომლის დროსაც ლოყა ეჩხვლიტებოდა.
-ეველინ არმისმენ?_მითხრა სიცილით და ფიქრებს მომწყვიტა
-ჰა...? რაა?_ვუთხარი სულელურად
-რას შეუკვეთავ მეთქი?_აგრძელებდა სიცილს
-ამმ... რავიცი
-მოდი ბრუკლინის ხიდზე წავიდეთ
ასეც მოვიქეცით...
ერთ მხარეს ბვრუკლინი გადაჭიმულიყო, მეორე მხარეს -მანჰეტენი
დენიელი ჩემს უკან დადგა, და ნიკაპით ჩემს მხარს დაეყრდნო
-ნიუ-იორკში ეს ჩემი საყვარელი ადგილია, აქ ყოფნისას შეგიძლია ქალაქს მთლიანად ეკუთვნოდე_მითხრა და ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია
მისი ხელების გარდა ვეღარაფერს ვგრძნობდი, სუ მთლიანად გაბრუებული ვიყავი,
მე ის მეხუტება, ის მე მეხუტება, დენიელი მე მეხუტება_ვიმეორებდი გონებაში
და ჩემს ფიქრებზე მეცინებოდა-უნდა დავმშვიდდე_გავიფიქრე და თვალები დავხუჭე
მის სურნელს ვგრძნობდი...საოცრება იყო... მაგრამ, ჯანდაბა ტელეფონი რეკავს...
დენიელი გვერდით გავიდა მანქანების ხმაურში არმესმოდა რას ლაპარაკობდა მაგრამ გაბრაზებული ჩანდა.
-რამე მოხდა?_ვკითხე როცა დაბრუნდა
-ისეთი არაფერი
-სახლში დავბრუნდეთ?
-კარგი
სახლამდე მიმიყვანა და წავიდა, სახლისკენ წავედი და... ლუსი?
კიბეზე იჯდა და ტიროდა ხელში კი ლუდის ბოთლი ეჭირა
-რა გჭირს?ლუსი?_ბოთლი გამოვგლიჯე და აყენება ვცადე_მოდი სახლში შეგიყვან
-რამოგივიდა თქვი!_ვუთხარი როცა შიგნით შევედით
-მე... მე... მი... მიღალატა_ენისბორძიკით ძლივს ლაპარაკობდა
-ო, ღმერთო... ჯეიკმა?_ოღონდ ეს არა ოღონდ ეს არაა.
-ხო.. მან.
-ოღონდ თქვენ არა.
ვერ ვიჯერებ, ისეთი სრულყოფილი წყვილი, ამას ვერ დავიჯერებ უბრალოდ, შ ო კ შ ი ვ ა რ.
-დამშვიდდი ლუს, თუ მართლა ასეა შენი ღირსი არ ყოფილა გასაგებია? თავი ხელში აიყვანე! ასეთს ვერ გიყურებ.
ათ წუთში ვიცინოდით, არვიცი ეს როგორ მოვახერხე მაგრამ ის კარგ ხასიათზეა და მეც ბედნიერი ვარ...
-დღეს ჩემთან დარჩი
-იცი არარის ცუდი იდეა
-ხოდა ძალიან კარგი_გავიკრიჭე და ოთახის მომზადებას შევუდექი
-ჯანდაბაშიც წასულა ჯეიკი_დაიყვირა ლუსიმ
ბევრი ვილაპარაკეთ და დავიძინეთ...
დილით რვაზე გამეღვიძა
-ჯანდაბა სამსახურიი_დავიყვირე და წამოვხტი
-მმმ...რახდება_ამოიზმუვლა ლუსიმ
-მაგვიანდება_ვიძახდი და ჯინსს ძლივს ვიცვამდი
-სსს_დაამთქნარა_სად?
-სამსახურში
-დღეს რომ შაბათია?
-ჯანდაბააა!_დავიყვირე და საწოლზე დავეშვი
-ეჰ რატყუილად ჩაიცვი ნახევარ ფეხზე შარვალი_დამცინოდა ლუსი
-ყავა გინდა? ბარემ ნახევრად ჩაცმულივარ_ავყევი მეც
-არა!_მომიჭრა მოკლედ
-ჩაი?
-ჰიჰიჰი_გაიღიმა_რათქმაუნდა კი
-ჩაი არ მაქვს ყავის დალევა მოგიწევს_ვუთხარი სიცილით
-ოოოო ეველიინ_მითხრა ბუზღუნით და ბალიში მესროლა_აბა რაღას მეუბნებოდი
-მიყვარს ნერვებზე თამაში_ვაგრძელებდი სიცილს
-იდიოტო_აგრძელებდა ბუზღუნს
ამ უკანასკნელს ყურადღება აღარ მივაქციე რადგან ესემესი მომივიდა:
'გუშინ ცუდად დავამთავრეთ ბოდიში'
'არაუშავს ისეთი არაფერია'
-ლუსიიიი მომწერააა_გავძახე
-ვინ_მითხრა პირ გამოტენილმა
-შენი აზრით?
-აჰამ გასაგებია. და რაო?_ახლა უკვე იცინოდა
-ბოდიშიო გუშინდელზე ცუდად დავამთავრეთო
-კაია_მითხრა და ცერა თითებით მანიშნა
-იცი...ლუსი, გრძნობებში ვერ გავრკვეულვარ. მომწონს? უბრალო გატაცებაა? თუ...
-გიყვარს?_დაასრულა მან
-არა სიყვარულის არ მჯერა მე. ეს ზღაპარია რომელიც ოდესმე დასრულდება და რეალურ სახეს დაგანახებს.მითუმეტეს ჯერ ძალიან ცოტა ხანია რაც ვიცნობ და როგორ უნდა შემყვარებოდა?
-პესიმისტო_მითხრა და ენა გამომიყო
-დღეს რავქნათ?
-გასართობ პარკში წავიდეთ_გაიცინა ეშმაკურად
-მეშინია_ვთქვი სიცილით
ლუსიმ კი თავში ხელი შემოირტყა
-რისი გეშინია?
-სიმაღლის
-შენ მხოლოდ მიყურე, ატრაქციონებზე მე დავჯდები_გაიკრიჭა
-კარგი რამეს ვიზამ_ვუთხარი სიცილით
მოსაღამოვდა და წასასვლელად მოვემზადეთ მე ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური და კეტები მეცვა თმა კი მაღლა მქონდა აწეული, ლუსის კი სადა სარაფანი და დაბალძირიანი ფეხსაცმელი ეცვა თმაკი გაშლილი ქონდა.
მანქანაში ჩავსხედით და პარკისკენ გავეშურეთ, შესასვლელში ათმეტრიანი კლუნის სახე იყო დამაგრებული, გამოსახულება ატმისფერი საღებავით შეეღებათ. კლოუნს კაშკაშა, ლურჯი თვალები ფართოდ გაეხილა. კაშკაშა წითელ ტუჩებს შორის კბილები უჩანდა, თავზე წვეტებიანი ოქროსფერი გვირგვინი ედგა.
აშკარა იყო, რომ პარკში შეშლილი კლოუნის პირის გავლით უნდა შევსულიყავით
-სახლში ხომ არ დავბრუნდეთ?_ვკითხე ლუსის შეშინებულმა, მან კი დამცინა
-ჯერ სად ხარ_მითხრა სიცილით და გზა გააგრძელა მეც მას გავყვი
ყველა ატრაქციონი მომატარა, მაგრამ ყველაზე თვითონ დაჯდა მე ვერ დამიყოლია, ძალიან მეშინოდა
-წამოდი კაფეში ჩამოვსხდეთ_ვუთხარი როცა, ატრაკციონიდან გაბრწყინებული ჩამოვიდა
კაფესთან რომ მივედით ისეთიშეგრძნება დამეუფლა, რომ რაღაც კარგი მოხდებოდა და ასეც მოხდა რადგან იქ დენიელი დავინახე. რა ჯანდაბაა სადაც გავიხედავ ყველგან ეს ბიჭია.
-რა მოგივიდა?_მითხრა ლუსიმ სიცილით როცა ჩემი სახე დაინახა
-მმ... იქ დენიელია
-ოუუუ... და სად?_თქვა და მიმოიხედა
დენიელმა აქეთ გამოიხედა და სახე გაუნათდა, გვერდზე მჯდომ მეგობრებს რაღაც უთხრა და აქეთ წამოვიდა
-ეველიინ?რადამთხვევაა_მითხრა სიცილით
-ხომ_მივხვდი,რომ უხერხული სიტუაცია იყო ის და ლუსი ერთმანეთს რომ არიცნობდნენ
-გაიცანი ეს ლუსია_ვუთხარი დენიელს_ეს კი დენიელი
-როგორც იქნა გაგიცანი ეველინი სულ შენზ...-ლუსიი_ ვუთხარი და ხელი მივარტყი
-წამოდით, შემოგვიერთდით_გვითხრა დენიელმა და მაგიდისკენ გვანიშნა სადაც ორი ბიჭი იჯდა
-იციი..._უარის თქმას ვაპირებდი მაგრამ
-კარგი იქნებოდა_დაეთანხმა ლუსი
წარმოვიდგინე როგორ ვახჩობდი მას
მაგიდასთან მივედით, იქ ორი საყვარელი ბიჭი იჯდა
-დენიელი ხომ შოკია და ძმაკაცებიც რა სიმპატიურები ჰყოლია_მითხრა ჩურჩულით ლუსიმ, ამაზე ორივემ ვიცინეთ და შემდეგ მათ გვერდით დავსხედით
თავიდან ცოტა უხერხულობა იყო, მაგრამ მათ მალევე დავუმეგობრდით და თავისუფლად ვლაპარაკობდით, კარგი ბიჭები არიან ტომი და ჯექსონი.
ტომს ლუსი აშკარად მოეწონა მასთან აქტიურობს მე კი მათზე მეცინება.
-ატრაქციონებზე დავსხდეთ რააა_თქვა ლუსიმ და უკვე მეორედ მომინდა მისი დახრჩობა
მას ყველა დაეთანხმა
‘ოღონდ ეს არა’_გავიფიქრე. დენიელმა ჩემი სახე რომ დაინახა მკითხა:
-ხომ არ გეშინია?_და გაიცინა
-არა_ვთქვი მტკიცედ, მაგრამ რათქმაუნდა ვტყუოდი
„ექსპრეს“-თან მივედით რომ ვუყურებ მაშინაც კი მეშინია და რომ დავჯდე მერე რაღა მომივა.
ცოტახანს ვიცდი და ველოდები როდის დაჯდებიან ეს რიგი არა და არ წყდება, აი დროც მოვიდა ლუსისთან მინდოდა დაჯდომა, მაგრამ ის და ტომი წინ დასხდნენ ლუსი სულ აღარ ფიქრობს ჩემზე. იქნებ დაავიწყდა აქ მეც, რომ ვარ? დენიელის გვერდით დაჯდომა მომიწია ჯექსონი კი ჩვენს უკან ვიღაც გოგოსთან ერთად დაჯდა და ხელით გვანიშნა მაგრად ვარო.
აი დავიძარით... ყოველ ჯერზე როცა ატრაქციონის მოძრაობის სიჩქარეს იკლებდა თვალების დახამხამებით ცრემლებს ვიბრუნებდი და ღრმად ვსუნთქავდი ერთი ჩასუნთქვა და მერე ყველაფერი თავიდან იწყება...
არ იფიქროთ, რომ უბრალოდ თავბრუ მესხმოდა ან მხოლოდ გული მერეოდა ჩემს წინ არსებულ მეტალის ბარიერს ისე გამწარებით ვეჭიდებოდი, ძვლები ცოტახანში დამეფშვნებოდა
-მოდუნდიი_წამოიყვირა დენიელმა_ასე დაძაბული თუ იქნები სიამოვნებას ვერ მიიღებ, უბრალოდ მოდუნდი და ნახე რა მაგარია.
მეც მას დავუჯერე, მართლაც მოვდუნდი, არაფერზე არ ვფიქრობდი და მართლაც ვიგრძენი ადრენალინის მოზღვავება. ძალიან მაგარი იყო. ყოველ ჯერზე როცა მაღლა ავდიოდით თითქოს გული მაღლა ხტებოდა და მე ეს ყველაფერი მომწონდა. წინიდან ლუსის კივილი ისმოდა როგორ აღტაცებით ღრიალებდა და იცინოდა, ყველაფერი კარგადაა, მართლაც,რომ კარგადაა... ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი არც მახსოვს.
აი ატრაქციონიც შეჩერდა...
-ძალიან მაგარი იყოოო_დაიკივლა ლუსიმ
-უუჰ რა გოგო იყოო_თქვა ჯექსონმა და გოგოს თვალი გააყოლა
-მექალთანე_ჩაიფრუტუნა დენიელმა
-არც შენ ხარ ნაკლები_უთხრა ჯექსონმა
თითქოს მეწყინა,ალბათ არუნდა მწყენოდა მაგრამ მეწყინა. ანუ, მეც მისი მორიგი „გოგო“ ვარ?
დენიელმა ჯექსონს გაბრაზებულმა შეხედა, ჯექსონა ხელები მაღლა აწია და პირის მოძრაობით უთხრა ბოდიშიო.
წამში წამიხდა ხაიათი, არვიცი ამაზე ასე რატომ ვფიქრობ აშკარაა, რომ დენიელის მიმართ გრძნობები მაქვს,მაგრამ ვერ გავრკვეულვარ...
-საით?_თქვა ლუსიმ
-მმმ..რავი
ლუსი ჩემთან ახლოს მოვიდა
-რა გჭირს?_ისე მკითხა, რომ მარტო მე გამეგო
-არაფერი ცოტა უხაიათოდ ვარ
-კარგი რააა ნუ ხარ ასეე
-ასე როგორ?
-იმის შემდეგ აი.... მივხვდი, რომ რაღაც „გეწყინასავით“ ჯექსონმა რომ უთხრა
-რას ჩუღჩულებთ?-გაიცინა ტომმა
ჯექსონს ტელეფონზე ურეკავდნენ რომ დახედა დაიყვირა
-როგორც იქნააააა_და გვერდზე გავარდა
ჩემი და ლუსის სახეზე დენიელს და ტომს გაეცინათ და აგვიხსნეს
-შეყვარებულმა დაურეკა, ანუ მთლად შეყვარებულმაც არა, ამას უყვარს ძაან და ის აწვალებს და ესე რაა..._თქვა ტომმა და გაიცინა
-და წეღან ვიღაც ქალზე ლაპარაკობდა და თვალი გაადევნა ფჰჰჰ..._ჩავიფრუტუნე მე
-ეგ მასეთია, ქალები უყვარს, მაგას ვერ დავუშლით მაგრამ ანა მართლა სიგიჟემდე უყვრას
-სიგიჟეა, მაგრამ კაი.
ჯექსონი ცოტა ხანში სახე გაბრწყინებული დაბრუნდა ახლა უფრო კარგ ხასიათზე იყო
-სად წავიდეთ?_ვიკითხე
-მმმმ მე ვიცი!_წამოიყვირა ლუსიმ_სანაპიროზე გავისეირნოთ
-რა გამჭრიახი ხარ_ვუთხარი უაზრო სახით
-რა? ცუდი იდეაა?
-კარგი იდეა მაშინ იქნება თუ ბევრ ლუდს მიყიდიი_ვთქვი და გავიცინე
-ეგ რა პრობლემაა_ლაპარაკში ტომი ჩაერთო
სანაპიროზე ვისხედით და რაღაც ამბებს ვყვებოდით... დენიელი ჩემს გვერდით იჯდა მას გავხედე იმდენად ახლოს იყო, რომ მის თვალებში მოვერცხლისფრო-მონაცისფრო წინწკლებს ვხედავდი ეს ლაქები ოკეანის ქაფს გავდა, არ მინდოდა ასე დაჟინებით მეყურებინა მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტდი, ლამაზი, ბიჭზე არ ითქმის, მაგრამ ის მართლაც ლამაზია. თანაც ისეთი ლამაზი, რომ თვალს ვერ ვწყვეტ. მინდა, რომ თავი მხარზე დავადო ალბათ ამას არვიზამდი მაგრამ ახლა სასმელით ვარ გაბრუებული. მაგრამ, რატომ არ ვიზამდი ამას ფხიზელი? რატომ ვარ ასეთი ამაყი? რატომ მაქვს რაღაც ეჭვები? გავგიჟდი? ვიცი რომ ბევრი კითხვაა, მაგრამ ეს ჩემი გონებაა და შემიძლია კიდევ ასჯერ დავსვა კითხვა არა, ათასჯერ. მაგრამ, პასუხს ვინ გამცემს? ვგრძნობ, რომ ამ სამყაროს ვეთიშები მის მხარზე ვდებ თავს და ვითიშები. ‘ჯანდაბა დენიელ მიყვარხარ’_გავიფიქრე და მორჩა... შემდეგ ბურუსმა მოიცა არემარე.
დილით ვიღვიძებ და მცივა.... თანაც ძალიან.
თვალებს ვახელ და სადარის ჩემი საბანი? ჰმმმ... რათქმაუნდა მასში ლუსია გახვეული და მშვიდად სძინავს, მეკი ვიყინები.
გუშინდელი საღამოდან დენიელის მხარზე დაძინების შემდეგ აღარაფერი მახოვს საკმაოდ მთვრალი ვიყავი.
ვდგები და ჩაიდანს ვდგამ რადგან ყავა დავლიო... ფანჯრიდან ვიყურები სიმშვიდეა ჯერ მხოლოდ დილის ხუთი საათია.
წიგნს ვიღებ რომელიც რამდენიმე კვირაა ასე დევს, თხუთმეტი გვერდის მეტი არ წამიკითხავს, ვერ მოვიცალე. ვიღებ და ვკითხულობ, წიგნის სიუჟეტში ვიძირები, სავსეა ინტრიგით, შევყევი და ვერ გავაცნობიერე რა დრო გავიდა, უკვე შვიდი შესრულდა, წიგნს ვხურავ და ყავის ფინჯანი სამზარეულოში შემაქვს.
ლუსის ისევ სძინავს... არ ვიცი რავქნა მთელი დღე თავისუფალი მაქვს, მაგრამ რათქმაუნდა ლუსი მოიფიქრებს რამეს. მისი ტელეფონი რეკავს არ მინდა გაიღვიძოს ამიტომ ოთახში გამაქვს, ზიზღი მიპყრობს როცა ეკრანზე ვკითხულობ ჯეიკის სახელს.
ალბათ არუნდა მეპასუხა, მაგრამ ვუპასუხე:
-რა გინდა?
-ვის ვესაუბრები?
-ეველინი ვარ!
-ეველინ. ლუსი სად არის? რაღაც საქმე მაქვს
-იმ ყველაფრის მერე როგორ ბედავ და კიდევ ურეკავ? არ გრცხვენია?_ვუყვირე ბოლო ხმაზე.
ვხვდები, რომ ლუსი იღვიძებს...
-მე...არ მინდოდა.... მომისმინე
--რომ არ გდომოდა ეს არმოხდებოდა გასაგებია? და ლუსის ნუ ურეკავ შენს გარეშე უკეთესადაა!
-ეველინ მომისმინე..._მაგრამ გავუთიშე
-ის იყო არა?_ოთახში ლუსიმ შემოიხედა სევდიანი ღიმილი ჰქონდა.
-თავისი ადგილი მივუჩინე
-ძალიან კარგი_გაიცინა
-დღეს რავქნათ?_ვკითხე
-არ გახსოვს? პრინციპში მთვრალი იყავი და ნახევრად მძინარეც.
-რას გულისხმობ?
-ბიჭებს შევუთანხმდით, რომ მათთან ერთად სადმე წავიდოდით
-შევუთანხმდი-თ?
-ხო შენ უბრალოთ თავს გვიქნევდი და ღმუოდი თანხმობად მივიღეთ. ჯერ სადხარ
-კიდევ რამეა?
-კაბას იცმევ_მითხრა სიცილით მაგრამ დაბეჯითებით
-რა?
-გუშინ დაგვინიძლავდი კაბას და ქუსლიან ფეხსაცმელს ჩავიცვამო
-მატყუუეეებ
-არ გატყუებ ვიცოდი რომ მეორე დღეს არ დაიჯერებდი და ვიდეოც გადავიღე_მითხრა და ვიდეო მაჩვენა
-ჯანდაბა! მე, კაბა, და ქუსლიანი? ცუდი სამეულია. ან სადმე ტყეში ან მასეთ ადგილას რო წავიდეთ ხო გადავიჩეხები?_ვკითხე შეშინებულმა
-რა ტყეში გოგო, წვეულებაზე მივდივართ_გაეცინა_თან ანასაც გავიცნობთ_გაიღიმა
-ვინ ანას?
-ოოოო ჯექსონიკოს შეყვარებულს
-ახოო...კაია, მაგრამ..
-მაინც ჩაიცვამ კაბას
-ლუსიიი..._საწყალი სახე მივიღე
-მე ვერაფერს გიშველი რავქნა_გაიცინა
-კარგი რაც იქნება, იქნება.
-ყავა შენც გინდა?_მითხრა და სამზარეულოსკენ წავიდა
-არა უკვე დავლიე
უცებ გასეირნება მომინდა. ლუსის ვუთხარი, რომ გავივლიდი და მალე დავბრუნდებოდი.
სულელივით დავდიოდი საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, ისე დავდიოდი როგორც გამოშტერებული შეყვარებული ხალხი. შეყვარებული? ეს მე ვთქვი? შეყვარებულივარ? სისულელეა. ან, იქნებ არა? ტელეფონი მირეკავს დავხედე და მეღიმება
-გისმენ დენ
-დილამშვიდობის_ტანში ჟრუანტელმა დამიარა
-დილამშვიდობისა_ვუპასუხე
-ხმაურია, სად ხარ?
-ქუჩაში
-ასე ადრე?
-კი. გასეირნება მომინდა
-სახლში მალე დაბრუნდი_მითხრა ბოხი, ხრინწიანი ხმით
-ისე, რატომ დარეკე?
-არ მაქვს უფლება ჩემს გოგოს ისე, უბრალოდ დავურეკო?_მითხრა და მივხვდი გაეღიმა
„ჩემს გოგოს?“ მან ეს თქვა? თუ მე მომეჩვენა? აშკარად თქვა.
-არ ვარ შენი გოგო. კარგი დენიელ წავედი_გავიცინე
-ხარ. ჭკვიანად. და სახლში მალე მიდი იცოდე
-კარგიი
რა კარგია როცა შენზე ვინმე ზრუნავს. ეს გრძნობა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ არ მიგრძვნია თითქოს ის სილაღე დავიბრუნე. ბედნიერივარ და ეს შემიძლია უსასრულოდ ვიმეორო. იმედია რამე ცუდი არ მოხდება როცა ყველაზე ბედნიერივარ მაშინ ხდება ყველაზე ცუდი.
ეს ფიქრები თავიდან ამოვიგდე და სახლისკენ წავედი.
სახლში შევედი ლუსი იქ არიყო. წერილი დაუტოვებია მაღაზიაში წავედიო. რაღაცებს ვღიღინებ და სავარძელში ვჯდები, ვჯდები და ვიღიმები თანაც ისე ძალიან რომ პირი მეტკინა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ მინდა ვიკივლო რომ ბედნიერი ვარ მიყვარს, დენიელი მართლაც მიყვარს.
ასე ვიჯექი და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა თავში რაღაც მომხვდა
-ჰეეი რაგჭირს_ლუსი მოსულა და ზევიდან დამყურებდა
-ამ.... მე.... არაფერი_გავიკრიჭე
-შე ყვა რე ბუ ლი ხარ_დამარცვლა და გაიცინა
-ხო ალბათ_მეც გავიცინე
-ალბათ?
-ნუ ჯერ თითქოს ადრე არაა?
-ადრე? ღადაობ? ერთმანეთს აკვდებით_გაიცინა_ აშკარად გიყვართ ერთმანეთი და ადრეა? სულელო.
-სანამ წავალთ რავქნათ?
-ისე, დიდხანს გამიგრძელდა შენთან დარჩენა_გაიცინა
-რას ამბობ. არ დავინახო აქედან წახვიდე_ვთქვი და გამეცინა
ცოტახანში ტელეფონმა დაურეკა, რომ დახედა აბაზანაში ჩაიკეტა და ისე ლაპარაკობდა
ყველანაირად ვცადე მომესმინა, ჯერ ჭიქა მივადე კარს შემდეგ ისე მივეკარი საკეტს, რომ ყური მტკიოდა, მაგრამ წყალი ჰქონდა მოშვებული და არაფერი მესმოდა
ზუსტად მაშინ გახსნა კარი როცა ყური მქონდა მიდებული
-ჰმმმ.... აქ რასაკეთებ?_მკითხა დაეჭვებით მაგრამ თან ეღიმებოდა
-მე.. მ ... საკეტს ვამოწმებდი
-ნუ მატყუებ
-კარგი ხო.. გისმენდი_გამეცინა
-ნტ ნტ_ჩაიფრუტუნა მან
-აუუ ვინ იყოო?_დავინტერესდი
-ტომი_თქვა და სახე გაუნათდა
-ტომი? ის ტომი?
-ხოო_გაეცინა
-რაო მერე?
-პირადულია_იცინის
-ოოო... მე მიმალავ? მალე მომიყევი
-ნუ ისეთი არაფერი,მომწონს, კარგი ბიჭია მასაც მოვწონვარ და ესე...
-აუუუ რამაგარიაააა_გავიცინე_ მაგარი წყვილი იქ....
-ჯერ ადრეა მაგის თქმა_ჩამეჭრა_ნათქვამია: „ჯერ გადახტი, და ‘ჰოპ’ მერე დაიძახეო“
ამამზე ორივეს გაგვეცინა... ამასობაში მოსაღამოვდა...
ამ დღეებში ლუსის დახრჩობა ბევრჯერ მომინდა ახლაც ზუსტად ეს მომენტია, იმდენს წუწუნებს ჭკუიდან გადავედი, „აუ რაჩავიცვა?“ „თმა როგორ მაქვს?“ და ა.შ
მე კი უბრალოდ ვდგავარ და იმაზე ვფიქრობ, რომ კაბა უნდა ჩავიცვა.
-ეს დაგაკვდება_უკვე მეასედ ცდილობს თავისი კაბა მომარგოს,მაგრამ მერე თვიონვე იწუნებს მეკი მანეკენივით ვდგავარ.
ბოლოს როგორც იქნა რაღაც მოეწონა, შავი, ტანზე გამოყვანილი კაბა „ჩამაცვა“ ამოღებული წელითა და ლამაზი მაქმანებით ასევე შავი მაღლები, ჩემი ტალღოვანი თმა უბრალოდ გავიშალე და მხრებზე ჩამოვიყარე. ლუსი თითქმის ხუთი წუთი გაშტერებული მიყურებდა
-ჰეეი აქ ხარ?_ვუთხარი სიცილით
-საოცრებაა
-რა
-ჩემი ნახელავი სხვანაირად არც შეიძლება_თქვა და თვალი სასაცილოდ ჩააპაჭუნა
-მორჩა?
-არა. ჯერ მაკიაჟიი
დამსვა და ფუსფუსი დაიწყო, იმდენი ხანი მიკეთებდა მაკიაჟს ლამის ჩამომეძინა
ბოლოს სარკეში რომ ჩავიხედე მივხვდი რომ ამად ღირდა, რადიკალურად შეცვლილი ვიყავი
-აი ეს მესმის_უკვე მეორედ გაშტერდა ლუსი
-ლუსი მიდი შენც მოემზადე მე რომ გადამყევი
-უი ხოო_თქვა და გავარდა
ლუსის მუქი მწვანე სარაფანა ეცვა თმა კი მაღლა შეეკრა, როგორც ყოველთვის საყვარლად გამოიყურებოდა.
გარეთ სიგნალის ხმა გაისმა, ბიჭები მოვიდნენ...
გარეთ გავედით დენიელი და ტომი მანქანიდან გადმოსულან და გველოდებოდნენ. დენიელმა რომ დამინახა ძალიან სერიოზული სახე მიიღო თითქოს რაღაც ისეთი დაინახა რაც აქამდე არ ენახა
-ძალიან ლამაზად გამოიყურები, უბრალოდ... იციი თვალს ვერ გაშორებ_მითხრა ჩურჩულით მეკი ჟრუანტელმა დამიარა
-მადლობა_გავუღიმე
* * *
მივედით და პირი დავაღე, აქ უმეტესობა ნახევრად შიშველი დადიოდა
-აქ რახდება?_ვიკითხე გაკვირვებულმა
-ამმ...აქ შიშველი მიმტანები ყავთ_თქვა ტომმა და სიცილი ვერ შეიკავა
-აუცილებელი იყო აქ წამოვსულიყავით?_ვაგრძელებდი წუწუნს
-ოუუ მაგარია შიშველი, კუნთიანი მიმტანები_წამოიყვირა ლუსიმ
ამამზე ტომმა ჩაახველა. მათზე მეცინება
-აბა მალე წავედით ჯექსი და ანა გველიან_თქვა დენიელმა
ჯექსონი დავინახეთ მასთან ერთად ძალიან საყვარელი გოგონა იდგა. როგორც ჩანს ეს არის ანა...
ანა გავიცანით, ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა, მაგრამ ცოტა მორცხვი. ჩვენთან მიმტანი მოვიდა მისი დანახვისას სიცილი ვერ შევიკავე
-სად მომიყვანეთ აქ შიშველ, ატეხილ მიმტანებთან რაა_ვთქვი სიცილით
-რაგინდა მაგარია_იცინოდა ლუსი
-ახლავე მოვალთ_თქვა დენიელმა ხელი ჩამჭიდა და სადღაც წამიყვანა
-რახდება დენიელ? სად... სად მივდივართ დენიელ? გესმის_ვეუბნებოდი მაგრამ აზრი არ ქონდა იღიმოდა და არჩერდებოდა
-რაღაც უნდა გითხრა_მითხრა როცა გაჩერდა
-რაუნდა მითხრა?
-მე... არ მიყვარს ესეთი სიტუაციები ცოტა დავიბენი კიდეც მოდი მოკლედ გეტყვი... შეიძლება დიდი ხანი არაა გიცნობ, მაგრამ უბრალოდ ვგიჟდები შენზე არვიცი ეს როგორ მოხდა მაგრამ მიყვარხარ ეველინ...
ეს სიტყვები მოგუდულად მესმოდა... სუმთლად გაბრუებული ვიდექი მის წინ
-არაფერს მეტყვი?_მითხრა და მომლოდინე მზერა მომაპყრო
არვიცი რავუთხრა, მეშინია ჩემი გრძნობების არ მინდა შემდეგ გული მეტკინოს, მაგრამ არც ის მინდა დენიელი დავკარგო უბრალოდ დრო მჭირდება.... მაგრამ დრო რისთვის? მე ხომ... მეც ხომ იგივეს ვგრძნობ მის მიმართ იქნებ ვუთხრა? არვიცი.
მან ჩემს დაბნეულ სახეს რომ შეხედა მითხრა
-ნუ მეტყვი ნურაფერს. როცა გადაწყვეტ მაშინ მითხარი კარგი?
-კარგი_ვუთხარი და ხელები მოვხვიე
ასე ჩახუტებულები გავედით მეგობრებთან
-ოუუ რა ბედნიერი სახით იყურებით რამოხდა?_დაეჭვებით შემოგვხედა ლუსიმ
-არაფერი_ვუპასუხეთ ერთ დორულად და გაგვეცინა
-ჰმმ...კარგიი._გაბუტული სახე მიიღო
-გეტყვი მერე_ჩავჩურჩულე
-ჯექსი და ანა სად არიან?_იკითხა დენიელმა და მიმოიხედა
-სადღაც მოტყდნენ_თქვა ტომმა სიცილით
-სასმელს მოვიტან_ვთქვი და ბარისკენ წავედი
სანამ ბარმენი ბოთლებს ატრიალებდა და ველოდებოდი გვერდზე ვიღაცამ ჩამიარა
-ეეველინ?_ისეთი ხმა იყო თითქოს მომეჩვენა ხმა დაბალი და თან გამყინავი
გვერდით გავიხედე
-ს...სკოოოტ?
ღმერთო ჩემო.....ახლა ცუდად გავხდები... ეს.... ეს ხომ სკოტია. ყველაზე ძალიან მასთან შეხვედრის მეშინოდა... მეგონა ყველაფერი მორჩა და...
-აქ რაგინდა? ვკითხე შეშინებულმა
-აქ არვარ.
-რაა? რას ქვია აქ არ ხარ? ამას რატომ აკეთებ?თავს რატომ არ მანენებ?
-ჩემგან თავს ვერ დაახწევ_იღიმოდა
თვალები ძლიერად დავხუჭე არა. ის აქ არუნდა იყოს . უცებ მიმოვიხედე და ვერსად დავინახე... ნეტავ მომლანდებოდა ნეტავ... მაგრამ ასე არაა... ვერაფერს ვერ ვგრძნობ ვდგავარ და უბრალოდ ვტირი ვგრძნობ, რომ მალე დავეცემი
-ეველინ?ეველინ რაგჭირს?
ვერ ვლაპარაკობ ვერც ცრემლებს ვიკავებ... ვგრძნობ რომ ფეხქვეშ მიწა მეცლება ყველაფერი შავდება...
თვალს ვახელ და გარშემო ვიყურები, მანქანაში ვარ. გვერდით დენიელი მიზის რომელიც მანქანას მართავს
-სად მივდივართ?
-ეველინ გამოფხიზლდი? სახლში მიმყავდი... რამოხდა?
-ახლა არა დენიელ გთხოვ სახლში წამიყვანე
-კარგი, მაგრამ ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ
სახლში შევედი დენიელმა მითხრა, რომ ჩემთან დარჩებოდა მაგრამ ვუთხარი რომ მარტო ყოფნა მინდოდა დიდხანს იყოყმანა მაგრამ ბოლოს წავიდა და მითხრა, რომ ხვალ მოვიდოდა.
საწოლზე დავწექი და ისევ ტირილი ამივარდა. სკოტი, ადამიანი ვინც ჩემი ცხოვრების კოშმარია... მაგრამ, ამდენი ხნის შემდეგ რატომ? ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო მაშინ, როცა ჩვიდმეტის ვიყავი. სკოტი გადამეკიდა მანიაკივით დამდევდა უკან თავიდან ყურადღებასაც არ ვაქცევდი მაგრამ შემდეგ სახლიდან გასვლისაც კი მეშინოდა... არვიცოდი რამექნა, აშკარად შეშლილი იყო... ერთხელ მეძინა და უცებ გამომეღვიცა ჩემს საწოლზე ჩამომჯდარი დავინახე , კივილი დავიწყე მაგრამ პირზე ხელი ამაფარა დამითხრა:
-გეშინია არა?უნდა გეშინოდეს, თანაც ისე,რომ ვერც კი წარმოიდგენ
-ამას... ამას რატომ აკეთებ
-მიყვარხარ
-გიყვარვარ?და ეს შენი აზრით სიყვარულია?როცა ტკივილს მაყენებ ამით გამოხატავ სიყვარულს?
-გიმორჩილებ_თქვა და უბრალოდ წავიდა გავიდა აივანზე და დაბლა ჩავიდა
იმდენად მაშინებდა, რომ პოლიციას შევატყობინე... მაგრამ ცოტახანში გამოუშვეს უფრო გამწარებული იყო ვერავინ დამიცავდა... მტკიცებულებები მოვიძიე და კიდევ დავაჭერინე შემდეგ კი ნიუ-იორკში გადმოვედი.. მეგონა მას თავი დავახწიე მაგრამ როგორც ჩანს არა, მაგრამ რატომ ამდენი ხნის შემდეგ? აქამდე შეეძლო მოვეძებნე. ეს მაეჭვებს
...
დილით, რომ გამეღვიძა ლუსი რაღაცას აკეთებდა სამზარეულოში მეც იქეთ გავედი მთქნარებით
-ევვ_გაიღვიძე?
-კი
-გუშინ სად წახვედით?
-სკოტი ვნახე
-რ...რაა?_თეფში ხელიდან ჩაუვარდა
-ხო გუშინ ვნახე
-პოლიციას მივმართოთ
-არა, რისი გულისთვის გამოლაპარაკების? უფრო გამწარდებაის თავს ვერ აკონტროლებს
-როგორ მოგაგნო?
-არვიცი
-დენიელმა იცის?
-არა
-უნდა უთხრა?
-არვიცი
-რათქმაუნდა უნდა უთხრა ეველინ
-არვიცი ლუსი. რამე რომ მოიმოქმედოს?სკოტი უკონტროლოა, რამეს დაუშავებს.
-სხვა რა გითხრა ეველინ? ჩემი აზრით უნდა იცოდეს
-კარგი, დღეს მოვა და გადავწყვეტ ვუთხრა თუ -არა
ლუსიმ პიცა დაჭრა, ვისაუზმეთ დამაღაზიებში წავედით, რომ დავბრუნდით დენიელი კიბეზე იჯდა თავი დაბლა, ფეხებისკენ ჰქონდა დახრილი და რაღაცაზე ფიქრობდა, რომ დაგვინახა წამოდგა, შიგნით ისე შემოვიდა არაფერი უთქვამს, დავსხედით. ლუსი გაგვეცალა
-არვიცი უნდა გითხრა თუ არა დენიელ
-უნდა მითხრა_გაღიზიანებული ხმა ჰქონდა
ერთი ამოვისუნთქე და მოყოლა დავიწყე, მის სახეზე ყველანაირი ემოცია აისახა დრო და დრო ხელებს მაგრად მუშტავდა და მაგიდას ძლიერად ურტყამდა
-ესეიგი სკოტი, რაგვარია?_მკითხა
-დენიელ...
-რაგვარია მეთქი
-არაფერი არ მოიმოქმედო დენი გთხოვ
-რას ქვია არ მოვიმოქმედო? შეიძლება ის ტიპი ყოველწამს დაგესხას თავს და ესე ვიჯდე? ვითომაც არაფერი?
-არ უნდა მეთქვა საერთოდ_უცებ ტირილი ამივარდა. ღმერთო, როდიდან გავხდი ასეთი გულჩვილი?
დენიელი ჩემს გვერდით ჩამოჯდა და გულში ჩამიკრა
-დაწყნარდი ევ...უბრალოდ არ მინდა რამე გავნოს. მითხარი ვინარის და ამ საქმეს მე მივხედავ. ჩვეულებრივ, ცივილიზებულად.
-თუ რამე მოხდება გპირდები გეტყვი
-კარგი. როგორც გინდა, მაგრამ ჯობია ახლავე მითხრა ვინარის და სად ცხოვრობს
-დენიელ...
-კარგი ხოო... კარგი.
ცოტაც ვილაპარაკეთ და წავიდა... ლუსიც მაშინვე გამოვარდა სამზარეულოდან
-რა საყვარლები ხართ_თქვა ღიმილით
-ოხ ლუსიი
-აუ მეძინება_თქვა და გაიცინა
-ხვალიდან სამსახურში გავდივარ_ვუთხარი
-რაღა დარჩა ერთ კვირაში შვებულებებიაა_თქვა აღრფთოვანებით
-სად წავიდეთ?
-სადმე ზღვაზე
-აუჰჰ კაი იქნებაა_გამეღიმა
-კარგი ახლა წავედი_მითხრა და ჩანთა აიღო
-სად?
-ვმუშაობ ეევ
-ახოო..კარგი.
კაფეში წასვლა გადავწყვიტე, ახლა ყავის და ნამცხვრის გარდა არაფერი მსურს.
კაფეში შევდივარ, ყველგან სკოტი მელანდება, შიში მიპყრობს, მაგრამ ვიცი, რომ სკოტი აქ არარის. თავს ვიმშვიდებ, ეს ჩემი წარმოსახვის ნაწილია. ეს სინამდვილე არარის.
მაგიდასთან ვჯდები და ყავას და ნამცხვარს ვუკვეთავ. განტვირთვას ვცდილობ. როდის ვიცხოვრებ მშვიდად? ისე მშვიდად, რომ არაფრის შემეშინდება. იმედია მალე, მაგრამ ამის დიდად არ მჯერა.
ბიჭს ვხედავ, ზურგით დგას, მაგრამ სკოტი მგონია... ისევ შიში მიპყრობს... უფრო და უფრო მგონია, რომ ის არის... პანიკაში ვარ, ტრიალდება და ვმშვიდდები... ის არარის.
მგონი რეალობას და წარმოსახვას ვეღარ ვარჩევ, სასწრაფოდ ფულს ვიხდი და გარეთ გავდივარ, მანქანაში ვჯდები და სახლისკენ მივდივარ. სახლში ვიღაცაა, როგორც ჩანს ლუსი ადრე დაბრუნებულა... შიგნით შევდივარ და კედელს ვეყრდნობი, რომ არ დავეცე, სავარძელში სკოტი ზის და უდარდელი სახით მიყურებს
-აქ..აქ რაგინდა?რატომ არ მანებებ თავს?
-პასუხი იცი_მითხრა ხმადაბალი ხმით და ჩაიღიმა
-არვიცი. უბრალოდ მითხარი რა გინდა?
უცებ სიცილი ატეხა თანაც ძალიან შემზარავად. შიში მიპყრობს
-ეველინ ვერ ხვდები რომ თავს არ დაგანებებ?_აგრძელებდა დაბალი ხმით საუბარს
-და რატომ ამდენი ხნის შემდეგ?
-ამას თავისი პასუხი აქვს. ამას მოგვიანებით გაიგებ.
სამზარეულოსკენ წავიდა ,მე კი სამზარეულოს კარს მივვარდი და მთელი ძალით მივაწექი შემდეგ ჩავკეტე. რაუნდა ვქნა? სასწრაფოთ დენიელს დავურეკე სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. შიგნიდან არანაირი ხმა არ ისმოდა
დენი როგორც კი მოვიდა მაშინვე კარს მივარდა და გააღო შიგნით გაცოფებული შევარდა
-ეველინ... აქ არავინაა_გამომხედა გაოგნებულმა
-მაგრამ....მაგრამ ის აქ იყო, მართლა აქ იყო_ვუთხარი და სამზარეულოში კიდევ ერთხელ შევიხედე
-ეველინ თუ აქ იყო ვერსად გავიდოდა... ხომ არ მოგეჩვენა?
-მომეჩვენა?მაგრამ ის მელაპარაკა. ესეც მომეჩვენა?გიჟი არ ვარ!_უკვე ვბრაზდებოდი
-დამშვიდდი არ გეუბნები,რომ გიჟი ხარ...არვიცი იქნებ ფანჯრიდან გადავიდა...
-ძალიან პატარა ფანჯარაა, მაგრამ გადაძრომა შესაძლებელია_თავი დავიმშვიდე
დენიელი წავიდა ამასობაში კი ლუსი დაბრუნდა
-ცოტა არიყოს დაუჯერებლად მეჩვენება ეველინ._დაეჭვებით შემომხედა მან
-ლუსი შენც?კარგი რაა... დავიჯერო ეს წარმოსახვის ნაწილი იყო?
-ალბათ არა, მაგრამ ახსნას ვერ ვუძებნი
ცოტა ხანში ჩემი ტელეფონი აწკრიალდა
-გისმენ დენ
-ეველინ ხვალ ჩემი მშობლები ჩამოდიან და მინდა გაგაცნო_მითხრა ბედნიერი ხმით
-ამმ...არვიცი, იქნებ არ ღირს?
-რა არ ღირს?_ხმა გაუმკაცრდა
-არვიცი მე....
-ეველინ ძალიან გთხოვ
-კარგი...
-ხვალ სამსახურში დავილაპარაკებთ
-ჰოომ
-ნახვამდის ეველინ
-ნახვამდის დენ
-ლუსიიი_დავიყვირე
-რა გაყვირებს უიმეე_გამომხედა სამზარეულოდან
-დენიელმა დამირეკა
-რაო მერე?
-ჩემი მშობლები ჩამოდიანო და უნდა გაგაცნოვო
-ვაიმეე_დაიწივლა და ჩამეხუტა
-რაიყო
-რამაგარიაა
-ხო რავიცი....მათ რომ არ მოვეწონო?
-გაგიჟდი_თავში ხელი წამომარტყა ლუსიმ_შენზე უკეთესი ვინ უნდა ნახონ? ლამაზი ხარ, ძალიააან მწვალე თვალები გაქვს, გრძელი შავი თმა და თოვლივით თეთრი კანი. სხვა რაგინდა?_იცინოდა ლუსი
-მარტო ამაზე ხომ არარის დამოკიდებული?
-ნუ ლუღლუღებ რაა_თქვა და სამზარეულოში შებრუნდა
ტერასაზე გავედი, სკამზე დავჯექი, ფეხები მაგიდაზე შევაწყვე და მოვდუნდი...
-კარგია არა სიწყნარე?_მომესმა ხმა
თვალები გავახილე და კინაღამ სკამიდან გადავვარდი, ტერასის კიდესთან სკოტი იდა და სიგარეტს
-სკოტ?
-აქ რაღაცის სათქმელად ვარ_თქვა წყნარი ხმით
-რაგინდა?_უკვე შევშინდი
-მე...
-ეველინ ვის ელაპარაკები?-ლუსიმ გამოიხედა
-სკოტ..._გავხედე მაგრამ აღარსად იყო
ძალიან შემეშინდა მაშინვე იმ ადგილას მივვარდი სადაც ის იდგა, დაბლაც ჩავიხედე არსად ჩანდა. აქედან როგორ ჩავიდა?არ მინდა ამის აღიარება, მაგრამ მემგონი ჭკუიდან ვიშლები. და ეს თუ მართლაც მეჩვენება რატომ ამდენი ხნის შემდეგ? ან იქნებ არც მელანდება და როგორმე ახერხებს რომ მაფიქრებინოს რომ გავგიჟდი?

-ჩიკაგოში უნდა წავიდე_ვუთხარი ლუსის
-რა...იქ რაგინდა?გაგიჟდი?_ფეხზე წამოხტა
-არვიცი... უნდა დავრწმუნდე რომ გიჟი არვარ
-და რას იზავ? მის სახლთან მიხვალ და ნახავ?დაფიქრდი და ისე ილაპარაკე_მითხრა გაბრაზებულმა
-კარგი, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ
-კარგი
დილით ლუსიმ გამაღვიძა ის ჩემზე ერთი საათით ადრე წავიდა. ის რომ წავიდა ავდექი და მოვემზადე. შავი კლასიკური შარვალი, თეთრი მაისური და კეტები მოვირგე. რვის ნახევარია, დრო კიდევ მაქვს, წითელი ტუცსაცხი წავისვი და თმა მაღლა ავიწიე, მემგონი მზად ვარ. დენიელმა მომწერა მოვედიო და მეც გარეთ გავედი
მანქანაში რომ ჩავჯექი გაბრაზებულმა შემომხედა
-რა იყო?_ვკითხე გაკვირვებულმა
-ჩიკაგოში წასვლა გადაგიწყვეტია
-რა...რა? არა ჯერ არაფერი გადამიწყვეტია მე...
-ეველინ, რას ქვია არ გადაგიწყვეტია? იქ წასვლას მართლა ფიქრობდი? ხომ არ გაგიჟდი?_თქვა გაბრაზებულმა
-ვინ გითხრა?
-ლუსიმ.
-მოვკლავ ლუსის. ან როდის მოასწრო?
-მოკლავ კი არა მიპასუხე! თემა ნუ გადაგაქვს
-ნუ მეჩხუბები_ვთქვი საწყალი ხმით, ცოტაც და ცრემლები წამომივიდოდა
-კარგი ბოდიში_მითხრა წყნარი ხმით_უბრალოდ შენზე ვნერვიულობ ეევ...
ახლოს მიმიზიდა და უცებ დაეწაფა ჩემს ტუჩებს, ტანში ჟრუანტელმა დამიარა
ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია ეს იყო რაღაც უცხო ჩემთვის...ტანზე ჩხვლეტას ვგრძნობ თითქოს ათასობით ჭიანჭველა დარბისო... მიყვარს, მიყვარს, მიყვარს.
-მიყვარხარ_ეს, ერთი სიტყვაღა მოწყდა ჩემს ბაგეებს
* * *
ხუთ საათამდე თავაუღებლად ვმუშაობდი. დრო და დრო დენი გამომხედავდა და ყავას მომიტანდა ხოლმე, არადა ეს ჩემი მოვალეობაა, მაგრამ დღეს ასე არაა.
-გარი გეყო ევ, უკვე ხუთია წავიდეთ_მეწუწუნებოდა პატარა ბავშვივით
-მოიცა ამას დავამთავრებ და.... აი მორჩა, წავიდეთ.
საქაღალდეები დაბლა ჩავიტანეთ და გარეთ გავედით დენიელმა სახლში მიმიყვანა და მითხრა, რომ რვა საათზე გამომივლიდა.
სახლში სახე გაბრწყინებული შევედი
-ჰეი რამოხდა?_მკითხრა ლუსიმ
-ჩვენ...მეც ვუთხარი,რომ მიყვარს_ვუთხარი მორცხვად
-რაა?_თვალები დააჭყიტა_რა მაგარიაა, აი ხომ გითხარი, რომ ასე იქნებოდა_მითხრა და ჩამეხუტა
-ლუს, კაბა უნდა მათხოვო საღამოსვის
-რათქმაუნდა. ყველაფერს მე მივხედავ_გაიცინა
სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი. ლუსის ტანსაცმელი უკვე დაელაგებინა, თეთრი, ნჭრის გამოყვანილი კაბადა ასევე შავი მაღლები, რომ ჩავიცვი მაკიაჟიც გამიკეთა და მორჩა. არაფერი გადამეტებული. ვიყავი უბრალო გოგო.
დენიელი სიგნალით მაცნობებს, რომ უკვე აქ არის. მანქანისკენ მივდივარ, მას ცოტა დაძაბული სახე აქვს
-რამე მოხდა?
-არა, არაფერი. წავიდეთ?
-კი.
-ულამაზესი ხარ...
-მადლობა.
მეგონა მის სახლში მივდიოდით, მაგრამ სულ სხვაგან მივედით
-სად ვართ?
-ხომ გითხარი, მე ცალკე ვცხოვრობ ეს ჩემი მშობლების სახლია.
-ამ.. გასაგებია.
მანქანიდან გადმოვედი და ენა ჩამივარდა. უზარმაზარი სახლია, იმხელაა თითქოს ციხე-სიმაგრაო,ულამაზესი ბაღით. კარში შუახნის ქალი და კაცი დგანან და ღიმილიანი სახით იყურებიან, ქალს წითელი, მოკლედ შეჭრილი თმა აქვს, ძალიან ლამაზია. ხოლო მამაკაცს შავი თმა და მწვანე თვალები დენიელი აშკარად მამას გავს ისიც ასეთი სიმპატიურია.
სახლში შევედით...
-ესეიგი შენ ხარ ეველინი_თქვა ქალმა და ძალად გაიღიმა. სიყალბეს მაშინვე ვგრძნობ, ახლაც ეს შემთხვევაა.
-დიახ_გავუღიმე
-მე სუზანი ვარ. ეს კი კარლია_მითხრა კაცზე
-სასიამვნოა_ვთქვი გულრწფელი ღიმილით
-დავსხდეთ_თქვა კარლმა
-ეველინ, რას საქმიანობ?_მკითხრა სუზანმა
-მე...
-აამ ხო, გამახსენდა ჩემს შვილთან მუშაობ_ჩაიცინა_დედ-მამა რას საქმიანობენ?
-იცით... მე..._რა ვუთხრა? რომ დედაჩემი კახპაა? რომ მამაჩემი მის გამო მოკვდა? თუ ის, როგორ მართმევს დედაჩემი ყოველთვე ფულს?
-დედა!_უთხრა დენიელმა უკმაყოფილოდ
-კარგი. ცოტახნით მე და ეველინი დაგტოვებთ_თქვა და სხვა ოთახისაკენ გამიძღვა.
-ეველინ_დაიწყო დაბალი ხმით_ცუდად არ გამიგო, მაგრამ მე ჩემი შვილისთვის ყველაფერი კარგი მინდა, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მას ჰგონია, რომ უყვარხარ, ვერ აცნობიერბს რომ ეს გატაცებაა...იქნებ დაშორდეთ?მე...
-ამას როგორ მთხოვთ?_გავოცდი
-ეს მისთვის უკეთესი იქნება. რაც შენ გაგიცნო არაფერს გულით აღარ აკეთებს. სამსახუღშიც პრობლემები ექმნება. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ რომ გაკოტრდეს? მერე რას იზავს? თუ გიყვარს ამაზე დაფიქრდი. შენსავით ასობით გოგო ჰყოლია და ეს ურთიერთობა ერთნაირად მთავრდებოდა ყველასთან.
-მაგრამ... მე ხომ... მიყვარს? როგორ დავშორდე ასე უბრალოდ?
-როგორმე ეს უნდა შეძლო...გოგონა მყავს შერჩეული რომელთანაც მისი შეუღლება ბიზნესისათვის ყველაზე კარგი იქნება.
-თქვენ შვილზე კიარა ბიზნესზე ფიქრობთ. მისი გრძნობები არ გადადრდებთ. თქვენ სიტყვებს დაუფიქრდით. ხვდებით რას მთხოვთ?_უკვე ვბრაზდებოდი
-ეველინ უნდა დაშორდე. შენც იპოვი სხვას ნუ ნერვიულობ, რაგინდა რომ გავაკეთო? ფული გინდა? თუ...
-ასეთი გგონივართ? რომ ფულს ავიღებ? არ მჭირდება თქვენი ფული! -თავს ვიკავებ რომ ცრემლები არ წამომცვივდეს
-მას თუ არ დაშორდები ბიზნესი აღარ ექნება და გაკოტრდება მეთქი ხომ გითხარი? გინდა, რომ შენთან იყოს და საყვარელ საქმიანობას ვეღარ უძღვებოდეს?
-კარგით_ვთქვი ეს ერთი სიტყვა რომელიც ყველაზე დიდი ტკივილის ფასად დამიჯდა
-ძალიან კარგი, მაგრამ დენიელმა არაფერი არ უნდა გაიგოს თორემ უარს იტყვის ბიზნესზეც ყველაფერზეც და ცუდ დღეში აღმოჩნდება.
ოთახში შევდივართ სადაც დენიელი და მამამისი რაღაცაზე იცინიან.
-მე უნდა წავიდე?_ვთქვი უეცრად
-რაა?_გამომხედა სიცილით დენიელმა
-მართლა უნდა წავიდე
დავემშვიდობე და კარისკენ წავედი. გასვლას ვაპირებდი, მაგრამ დენიელმა ხელი დამიჭირა
-ეველინ რახდება?
-უბრალოდ გამიშვი.
-დედაჩემმა გითხრა რამე? თუ რამოხდა ამიხსენი.
-ლუსიმ დამირეკა სასწრაფოდ უნდა მივიდე_ვიცრუე
-კარგი გაგაცილებ, მაგრამ ასეთი სასწრაფოა?
-არ მინდა გაცილება. დენიელ, ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით
-რაა?_ისევ გაეცინა
-არ ვხუმრობ. ახლა დავფიქრდი და ... ჯობია ერთად არ ვიყოთ
-ეველინ შეიშალე?ასე უცებ რამოხდა?_სახე დაუსერიოზულდა
-ნუ მეკითხები გთხოვ...ყველაფრისთვის დიდი მადლობა უბრალოდ, მორჩა.
-არ მესმის ამას რატომ მეუბნები ეველინ. ჩვენ ხომ თითქმის ყველაფერი ავაწყვეთ, დღეს ჩემი მშობლებიც გაიცანი. ამას რატომ ამბობ?_თვალებში ცრემლი ჩაუდგა. მინდა ჩავეხუტო და ვუთხრა რომ მიყვარს, მაგრამ...
-დენიელ მე უნდა წავიდე_ვთქვი და ზურგ შექცევით მთელი სისწრაფით წავედი
რაც უფრო შორს მივდიოდი ცრემლები უფრო იმატებდა...
რატომ არ მიმართლებს არაფერში? რატომ ვარ ასეთი უბედური? რადავაშვაე.
ბოლოს ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. კარი ლუსიმ გააღო როგორც კი და მინახა გაღიმებული სახე შეეცვალა
-ეველინ...ეველინ რაგჭირს?
შიგნით შევედი საწოლზე დავეშვი და ისევ ავქვითინდი
-რატომ ლუსი? რა დავაშავე ასეთი?_ვკიოდი ბოლო ხმაზე
-დამშვიდდი ევ..._მითხრა და თავზე მომეფერა მის კალთაში ჩავდე თავი და უფრო ავქვითინდი. არაფერს მეკითხება და ეს კარგია იცის რომ ხვალ მოვუყვები
დილით დამძიმებული თვალებით გამეღვიძა. კარგად რომ გამოვფხიზლდი ლუსის ხმა გავიგე:
-შუადღის ორი საათია. დიდხანს გეძინა, გუშინ მთელი ღამე დენიელი რეკავდა არ ვუპასუხე არვიცი რახდება და... ახლაც არ მეტყვი?_მითხრა წყნარი ხმით
ერთი ამოვისუნთქე და ყველაფერი მოვუყევი. ლუსი გაოგნებული მისმენდა ბოლოს ცრემები წამოუვიდე და ჩამეხუტა
-რატომ ხარ ასეთი? ეს არუნდა გექნა ევ... მისი ბიზნესისთვის კიარა შენი სიყვარულისთვის უნდა გებრძოლა. სულელიხარ ჩემი გულკეთილი სულელი-იძახდა და ცრემლები სდიოდა
-იქნებ მისთვის ასე უკეთესი იყოს?
ამ დროს კარზე ზარია, კარი გავაღე და ისევ ცუდად გავხდი დენიელია, თვალები სუმთლად ჩაწითლებული აქვს ისევ ის ტანსაცმელი აცვია რაც გუშინ ეცვა როგორც ჩანს არ სძინებია.
-ამიხსენი რახდება_თქვა გაბრაზებული ხმით
-ერთად ვეღარ ვიქნებით... მე
-რატომ? შენგან ახსნის ღირსიც არვარ? იმდენს მაინც არ ვნიშნავ შენთვის რომ ამიხსნა?_იღრიალა ბოლო ხმაზე.
-მე ... მეუბრალოდ...
-რა შენ? ამიხსენი რატომ? რატომ აკეთებ ამას?
-არ მიყვარხარ_დავიკივლე ბოლო ხმაზე
როგორ მინდა აქვე, ახლავე მოვკვდე და მის ასეთ სახეს არ ვუყურო, არ ვუყურო იმას თუ როგორი იმედგაცრუებული სახით შემომცქერის, არ მინდა ამ წყლიანი უემოციო თვალების კიდევ ნახვა
-და რაგინდოდა? თავი რატომ შემაყვარე?_თითქმის ჩურჩულით თქვა
-არმინდოდა მე..
-არგინდოდა?_გაეცინა_არგინდოდა ხო?დამცინი? ანუ გუშინ გიყვარდი და დღეს აღარ? რა სისულელეა, რა ცინიზმია.
-დენიელ.._ვეცადე მივახლოვებოდი
-მომშორდი! მორჩა ხომ? ასე იყოს. ახლა გული მტკივა, მაგრამ გავუძლებ. მეგონა ნამდვილი ანგელოზი ვიპოვე და თურმე..._სიტყვა აღარ დაამთავრა და წავიდა.
ადგილაზე ჩავიკეცე. არაა, არაა ასე როდის შემიყვარდა. რატომ? მაგრამ ჩემი ბრალია. მე ვატკინე გული, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მისთვის მინდა? სამზარეულოდან ლუსი გამოვიდა
-ეველინ ადექი. ნუ ტირი ევ... ხოიცი რო ასე იქნებოდა? ეს ნაბიჯი ხომ მისთვის გადადგი. ამისათვის მზად უნდა ყოფილიყავი.
ვიცი რომ ლუსი მართალია მაგრამ არ მეგონა თუ გული ასე მეტკინებოდა. ცხოვრებაში ბევრი რამ გადავიტანე , მეგონა ახლა მაინც ვიქნებოდი ბედნიერი... მაგრამ.
ასე გადიოდა დრო...გავიგე რომ სკოტი გარდაცვლილა ზუსტად იმ დღეს როცა პირველად წვეულებაზე ვნახე და ასე როგორც გიჟი გარდაცლილს ვხედავ და ველაპარაკები. ფსიქიკურად მოვიშალე. ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებ ნორმალურად. იმ ამბის შემდეგ დენიელი აღარ მინახავს. ან რატომ უნდა მენახა. რამოდენიმე დღის წინ მისი დანიშვნის ამბავი გავიგე ვიღაც მდიდარ გოგონაზე. ლუსიმ კი მითხრა ალბათ დედამისი აძალებსო, მაგრამ რა აზრი აქვს? ან საერთოდ ჩემსიცოცხლეს რა აზრი აქვს? არანაირი. ერთი შეშლილი ადამიანი ვარ რომელმაც ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია.
ჩემი და დენიელის პირველი შეხვედრა გამახსენდა. ის ადგილი, ის ხიდი...
* * *
დენიელი:
ეველინი დავკარგე, ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული. ალბათ მასზე გაბრაზებული უნდა ვიყო, მაგრამ ისევ ისე მიყვარს როგორც პირველი დანახვისას. ყველაფრის ხალისი დავკარგე, მშობლები ვიღაც გოგონაზე დაქორწინებას მთხოვენ. თითქოს სათამაშო ვიყო და ისინი ჩემით თამაშობდნენ. ახლაც ასე გამოშტერებული ვზივარ და გამორთულ ტელევიზორს მივშტერებივარ. კარზე ზარია...
-შენ აქ რას აკეთებ?
-დენიელ მისმინე, იქეთ ეველინის ტანჯვას ვუყურებ აქეთ შენ იტანჯები და მგონი სიმართლე უნდა გითხრა
-რა სიმართლე?
-ეველინს არუნდა იცოდე მაგრამ...
-თქვი რა?
...
გაოგნებული ვზივარ. დედაჩემმა? ჩემმა მშობელმა დედამ გამიკეთა ეს? და ამდენი ხანი ასე განადგურებულს რომ მხედავდა არ ადარდებდა? და ეველინი... ჩემი ეველინი არაფერ შუაშია? რა ნაძირალა ვარ მას როგორ ვუყვირე რა სულელი ვარ. მაშინვე მისი სახლისკენ წავედი, კარზე უნდა დამეკაკუნებინა მაგრამ ღია იყო შიგნით შევედი, ვეძებე მაგრამ არიყო. მაგიდაზე რაღაც ფურცელი დავინახე, გავხსენი:
"ყველანიძალიანმიყვარხართ. არვიცირავთქვაუბრალოდესარავისბრალიარაა... თავიარავინდაიდანაშაულოს. უბრალოდჩემიცხოვრებისაზრსვერვხვდები. ასეიქნებგავთავისუფლდეამმტანჯველისიცოცხლიდან? არვიცითვითმკვლელისწერილიროგორიწერებამაგრამიცოდეთრომმიყვარხართ. დენიჩვენიპირველიშეხვედრაგახსოვს? მაშინიქსიკვდილსგადამარჩინე, მაგრამიქნებუკეთესიყოფილიყოგადავმხტარიყავი?"
ფურცელი ხელიდან ჩამივარდაჯანდაბა ეველინ რას აპირებ? მაშინვე მანქანისკენ წავედი მთერლი სისწრაფით მიმყავდა იმ ადგილისკენ. ღმერთო ოღონდ მივუსწრო, ოღონდ ისევ ჩავეხუტო და მე მომკალი. მანქანა გავაჩერე, ხიდამდე დანარჩენი ფეხით სავალია. მთელი სისწრაფით მივრბოდი ეველინი დავინახე ხიდზე დგას. გადახტომას აპირებს
-ეველიინ_ვღრიალებ ბოლო ხმაზე მაგრამ შორს ვარ
-ეველინ_იმხელა ხმაზე ვყვირი ლამის ხმა ჩამეხლიჩოს
უნდა მივუსწრო, მივრბივარ, მივრბივარ, მაგრამ ხტება. -არაააა_ვიღრიალე და მუხლებზე დავეცი, ცრემლები მომდის. რატომ? ნეტავ სიზმარი იყოს და ახლა გამომეღვიძოს ჩემი ეველინი. ჩემი სიყვარული.. ანგელოზი იყო უფრთო ანგელოზი
***
ზოგჯერ გვეგონა ყველაფერი დამთავრდაო, მაგრამ თავიდან იწყება. ზოგს ეს ზღაპარი ეგონა ზოგს-რეალობა.
დენი და ევა. მათ ერთად გადაიტანეს:ტკივილი, იმედგაცრუება,შიში და ამასთან ერთად ყველაზე დიდი სიყვარული.
...
დენიელი მის საფლავთან ზის უემოციო,მკაცრი სახით. მის გვერდით ლუსია რომელიც ჩუმად ქვითინებს. რამდენიმე დღეა დენი აქედან ვერ მიჰყავთ ღამეც კი. აბა გაიხსენეთ მათი პირველი და ბოლო შეხვედრა. სიკვდილიდან სიყვარულამდე და სიყვარულიდან ისევ სიკვდილამდე.
***
ამ ამბების მერე დენიელი ფსიქიკურად შეიშალა და კლინიკაშია გადაყვანილი, ლუსი ქვეყნიდან წავიდა და ცხოვრება თავიდან დაიწყო. ეველინი? ის, იქ, სადღაც იქნებ ბედნიერია? ვინ იცის.


...
ესეც ასე... დამწყები ვარ და არ მგონია რომ კარგია, მაგრამ იმედია მოგეწონებათ და ოდნავ მაინც სიამოვნებას მიიღებთ მოთხრობით^^



№1 სტუმარი Guest სალი

ძალიან კარგი იყო და სევდიანი,:(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent