შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამდვილი სიყვარული(5)


26-04-2017, 18:38
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 808

თავი 5

რამდენიმე თვეში ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა, პირველი კურსი წარმატებით დავხურე, ეს იმაზე მარტივი აღმოჩნდა ვიდრე მე წარმოვიდგენდი. ჩემი საუკეთესო მეგობარი ლონდონში გაემგზავრა, გიომ ასე უბრალოდ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ცხოვრების წესი და მეგობრები, ის წავიდა და ჩემთვის ერთხელაც არ დაურეკავს, მე მესმის ის ახალ ცხოვრებას იწყებს თუმცა მაინც ძალიან მენატრება, ის გაემგზავრა მას შემდეგ რაც პირველი კურსი დავხურეთ, გამოსამშვიდობებელი წერილი აეროპორტიდან გამომიგზავნა, ასე უბრალოდ თითქოს რიგითი ნაცნობი ვიყავი. ზაფხულის არდადეგები ზღვაზე გავატარეთ, მე,ნიკმა, ბარბარემ, დიტომ, ელიმ და დევიდმა. ეს დაუვიწყარი ორითვე იყო, მე და ნიკი განუყოფელნი გავხდით, მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია, ჩვენი სიყვარულის ისტორია უცნაურად დაიწყო თუმცა იმედია გაგრძელება უკეთესი ექნება. ამ ზაფხულს მივხვდი რომ სიყვარული გადამდებია, ჩემი და დევიდი დაახლოვდნენ ასევე ელი და დიტო, თუმცა ჯერ ერთად არ არიან, მაგრამ ალბათ ესეც მალე მოხდება. ორი თვე ყველამ ზღაპარში ვიცხოვრეთ, ზღვა, ცხელი ქვიშა და დაუსრულებელი წვეულებები, თუმცა დროა რეალობას დავუბრუნდეთ, მალე მეორე კურსი დაიწყება.
15 სექტემბერი 10 საათი. უნივერსიტეტში
-დილა მშვიდობისა ბავშვებო
-დილამშვიდობისა ბატონო ზურაბ, რით დავიმსახურეთ დეკანის სტუმრობის პატივი?
-საქმიანი ვიზიტით შემოგეჭერით ლექციაზე მარიამ, მინდა ამ ჯგუფიდან რამდენიმე სტუდენტი ავარჩიო მნიშვნელოვანი პროექტისთვის
-შესავალი საჭიროა?! აქ მარის წასაყვანად მოხვედით -გულდაწყვეტილი ტონით უთხრა ნინიმ დეკანს
-თუ სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ თქვენ იმუშავეთ პროექტზე ნინი
-მართლა გინდათ რომ მე ვიმუშაო
-დიახ მაგრამ თუ რაიმეს გააფუჭებთ ეს ცუდად დამთავრდება
-გუნდს შევკრებ და ყველაფერს მოვაგვარებ
-წარმატებებს გისურვებ, ახლა კი დაგტოვებთ -ნინი სიხარულით ცას ეწია იმის გამო რომ ჩემს ნაცვლად ის აირჩია დეკანმა, დეკანის ამ გადაწყვეტილებამ სხვები ცოტათი შეაშფოთ
-შენი აზრით შეძლებს?
-არ ვიცი ელი იქნებ შეძლოს
-ჩემს გოგოზე უკეთ ვერ შეძლებს
-მადლობა საყვარელო რომ ჩემი ასე გჯერა, მაგრამ იქნებ ჩემზე უკეთ გამოუვიდეს
-თავმდაბლობა არ გიხდება დემონო
-მაგარია დევიდ ახლა დემონი გავხდი?!
-დიახ ელოდები როდის წამოიკრავს ფეხს ნინი რომ მისი დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო
-რაც გინდა ის იფიქრე, ახლა კი აჯობებს ლექტორს მოუსმინო. -ჩვენი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ლექციები, კაფეტერიასი სიარული და ადგილის გამო კამათი, მოკლედ ყველაფერი ის რაც არასდროს იცვლება. ნიკი ყოველ ღამე იპარება ჩემს სახლში ჩვენ გვიანობამდე ვსაუბრობთ, მას ლექციების მომზადებაში ვეხმარები და ასე გადის დრო. ორშაბათი დილის 10 საათი, ჩემს სახლში.
-დილამშვიდობისა მარ
-დილამშვიდობისა ბარბი
-მითხარი რომ წუხელ მაინც გქონდათ სექსი, ნიკი უკვე დიდი ხანია ღამით აქ რჩება
-შენ გამუდმებით სექსზე რატომ მესაუბრები რამის თქმა ხომ არ გინდა
-დევიდს თუ გულისხმობ ნამდვილად არა
-მომიყევი რა ხდება თქვენს შორის?
-არაფერი, ხან თავბრუდამხვევად საყვარელია ხან კი ვირივით ჯიუტი, მოკლედ არამგონია ჩვენ მომავალი გვქონდეს
-მოთმინება გამოიჩინე, დევიდი სასიამოვნოდ გაკვირვებულს დაგტოვებს
-იმედია, შენ კარგად იცი მოთმინება ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის - მე და ბარბარე საუბარში ვიყავით გართული როდესაც ჩემმა ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ სერ
-სერ ?! ვინ ჯადაბა გირეკავს?
-შეწყვიტე ჩემი ლექტორი რეკავს
-მარიამ სერ არ არის საჭირო, უბრალოდ გუგა დამიძახე
-კარგი გუგა, მოხდა რაიმე?
-ელ-ფოსტა შეამოწმე, იქ ყველაფერია რაც პროექტის გასაკეთებლად დაგჭირდება
-რომელი პროექტის?
-რამდენიმე დღის წინ დეკანი გესაუბრა ამ პროექტზე
-გამახსენდა მაგრამ ამ პროექტზე ნინი და მისი ჯგუფი მუშაობდა
-დაივიწყე ეგ უპასუხისმგებლო გოგო, მან ყველაფერი გააფუჭა დეკანი გაცოფებულია
-გასაგებია, რამდენი დრო მაქვს პროექტის მოსამზადებლად?
-ხვალ 12 საათზე უკვე დეკანს უნდა ჰქონდეს
-მაგარია ჩემი მოკვლა თუ უნდა შეუძლია იარაღიდან მესროლოს
-სასაცილოა, ვინც გინდა დაიხმარე, ლექციებიდან ყველას გავათავისუფლებთ
-მადლობა, შევეცედები საკუთარ თავს გადავაჭარბო
-თუ რამე დაგჭირდება დამირეკე
-ნახვამდის -ყურმილი დავკიდე, ჩემს დას შემოვუბრუნდი ის კი ჩემი დაკითხვისთვის ემზადებოდა
-რა უნდოდა შენს სიმპათიურ ლექტორს?
-ჩემი სიკვდილი, პროექტის გაკეთება დამავალა
-მოიცა იმ პროექტის, ნიკს რომ გოგო ეარშიყება ის რომ აკეთებდა
-სწორეად გამოიცანი, იმ ამპარტავანი ძუკნის გამო ახლა ღამის გათენება მომიწევს
-დანარჩენებს დაურეკავ?
-კი დავურეკავ -ტელეფონი ავიღე ელიზაბეტს დავურეკე
-დილამსვიდობისა ელი, როგორ ხარ?
-მოხდა რამე მარ ასე ადრე რატომ მირეკავ?
-მჭირდებით სამივე, ახლავე ჩემთან მოდით -ცოტა ხანში ისინი ჩემს კართან იყვნენ
-ასე ადრე რატომ მოგვიყვანე აქ?
-შენც დილამშვიდობისა ნიკ
-მაგარი პიჟამაა ჯოჯოხეთის ქალბატონო
-მედსახელები არ გელევა ჩემთვის დევიდ
-ხომ იცი ამას სიყვარულით ვაკეთებ
-რა თქმა უნდა, მოკლედ ჩვენ უნდა გავაკეთოთ პროექტი ხვალ 12 საათამდე
-რა პროექტი? -სამივემ ერთდროულად მკითხა
-ის პროექტი რომელიც ნინის უნდა გაეკეთებინა
-ამ ჯერად რა ჩაიდინა ნიკის დიდმა სიყვარულმა
-ძალიან სასაცილოა დევიდ, რა და ყველაფერი ჩააფლავა, დეკანმა კი მე მთხოვა ყველაფრის გამოსწორება, ამის გამო ალბათ მოვკლავ იმ გოგოს
-მოდი ყავა დავლიოთ ნერვები დავიმშვიდოთ და გავაკეთოთ ეს წყეული პროექტი
-კარგი რჩევა ელი, ჩემს ოთახში ადით მე კი ყავას და კრუასანებს მოვიტან, ჩემი და ზევით არის თუ რაიმე დაგჭირდებათ უთხარით
-კარგი - ცოტა ხნის შემდეგ
-დილამშვიდობისა ბარბარე
-გამარჯობა დევიდ
-როგორ ხარ?
-შესანიშნავად შენ?
-მეც კარგად მადლობა რომ მკითხე -ნიკმა ამ საუბრის მოსმენისას სიცილი ვერ შეიკავა
-იშვიათია ასეთი დიალოგები, ორ ადამიანს შორის რომელთაც ერთმანეთი მოსწონს -ნიკს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული როდესაც ოთახში შევედი, რამდენიმე წუთში ჩემი დეიდასვილი დიტოც შემოვიდა ოთახში, მოკლედ კარგი დაძაბულობა შეიქმნა
-მარ არ გითქვამს რომ სტუმრებს ელოდებოდი
-ოფიციალური ვიზიტია, პროექტზე უნდა ვიმუშაოთ
-გასაგებია, ბარბ წამო რა ერთად ვისაუზმოდ, ხომ იცი ვერ ვიტან მარტო საუზმობას, ჩემი კომპანიონი კი დაკავებულია
-მაპატიე საყვარელო ამას ვახშმით გამოვისყიდი
-არ იდარდო მარ დღეს მე შეგცვლი
-ორივე მიყვარხართ, ახლა კი დავიწყოთ ეს წყეული პროექტი. გასაკეთებელი მართლაც ბევრი იყო, მღელი ღამე გავათენეთ რათა პროექტი 12 საათისთვის მზად ყოფილიყო, მე და ელიმ ყველაფერი მოვამზადეთ ბიჭები კი უბრალოდ ჩვენს გამხიარულებას ცდილობდნენ. გათენებული ღამისა და გადაჭარბებული კოფეინის წყალობით პროექტი ჩასაბარებლად მზად იყო, 12 საათზე უკვე დეკანის კაბინეტში ვიყავით მე ელი და დევიდი, ნიკმა ცოტა დაიგვიანა.
-დილამშვიდობისა ნიკ
-გამარჯობა ნინი
-გავიგე პროექტზე შენ და შენი მეგობრები მუშაობდით
-ჰო მე მარი, ელი და დევიდი
-შეიძლება რომ მეც შემიყვანოთ ჯგუფში, ეს ქულა ძალიან მჭირდება, ამაზეა დამოკიდებული რამდნეიმე საგნის გავლას შევძლებ თუ არა
-რატომაც არა წამოდი, დანარცენები დეკანის კაბინეტში არიან
-მადლობა -ნიკი ნინისთან ერთად შემოვიდა კაბინეტში ამან ყველა გაგვაკვირვა თუმცა დეკანის თვალწინ ამის განხილვა არ ღირდა
-დილამშვიდობისა ახალგაზრდებო
-გამარჯობა ბატონო ზურაბ
-მითხარი რომ პროექტი მზად გაქვს მარიამ
-რა თქმა უნდა, მე როდის გამიცრუებია თქვენთვის იმედი -ამ სიტყვებზე ნინის გაეცინა
-ნინი თქვენს აქ ნახვას არ ველოდი, შეგიძლია მითხრა სასაცილო რა არის?
-სასაცილო ის არის რომ პროექტზე ყველამ ვიმუშავეთ მთელს დამსახურებას კი მარიამი იწერს
-მარიამ პროექტის მომზადებაში ნინი დაგეხმარათ? -ნიკმა პასუხის გაცემა არ მაცადა და თავდ უპასუხა დეკანს
-დიახ სერ ნინიც დაგვეხმარა
-გასაგებია, როგორც ჩანს გუნდის გამოცვლამ გიშველა ნინი რადგან, სხვა გუნდთან ერთად ვერ შეძელი პროექტის გაკეთება
-სერ სხვა თუ არაფერი გჭირდებათ წავალთ
-კარგით, შედეგებს მარიამს შევატყობინებ, ნახვამდის
-ნახვამდის სერ -ყველამ დავტოვეთ კაბინეტი, მე საშინლად გაბრაზებული ვიყავი, მინდოდა ნიკი მომეკლა -ყველანი თავისუფალ აუდიტორიაში გამომყევით
-მარ მოხდა რამე?
-ამას როგორ მეკითხები ნიკ, შენ ჩემს დაუკითხავად შემოიყვანე ეს გოგო ჯგუფში
-რა პრობლემაა მას დახმარება სჭირდებოდა
-პრობლემა ის არის, რომ თავად არაფერი გაგიკეთებია ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად და დიდების გასანაწილებლად მეგობარიც მოიწვიე
-ამდენ მნიშვნელობას რატომ ანიჭებ უბრალო ქულაა
-ეს შენთვისაა უბრალო ქულა ნინი, როგორც ჩანს შენ მიჩვეული ხარ პარაზიტივით ცხოვრებას მე კი არა, ასე რომ ნიკ ამიერიდან სანამ სხვას გაუზიარებ ჩემი და ელის გაწეულ შრომას ორჯერ დაფიქრდი -მე აუდიტორიის კარი გამოვიჯაუხუნე და სახლში წამოვედი, ნიკი მთელი გზა მირეკავდა, თუმცა არ ვპასუხობდი, არ მინდოდა გაბრაზებულს ისეთი რამ მეთქვა რაც გულს ორივეს გვატკენდა. სახლში შესულს კარებში დიტო შემომხვდა
-მარ რა დაგემართა?
-არაფერი
-როგორ თუ არაფერი, ახლავე მომიყევი
-შენ მიდიოდი არ მინდა შეგაყოვნო
-უბანში გავდიოდი, ჩემი მეგობრები მოიცდის ასე რომ წამოდი ყველაფერი მომიყევი -დიტო და მე აივანზე ავედით დივანზე მოვიკალათეთ, დიტომ ჩემს გასამხნევებლად მთელი ყუთი ნაყინი მოიტანა
-ყოველთვის იცი რაც მინდა, შოკოლადი ნაყინი ახლა საუკეთესო რამაა რაც მჭირდება
-მომიყვები რა მოხდა თუ ასე ვისხდეთ და ნაყინი ვჭამოთ
-დღეს ნიკმა ჩვენს გუნდში გოგო შემოიყვანა რომელიც მასზეა შეყვარებული
-ალბათ მისი დახმარება უნდოდა
-ნუ იცავ, ეს არასწორია, შენ იცი როგორ ვერ ვიტან ასეთ საქციელს
-იმიტომ ვერიტან რომ კონტროლის მოყვარული ხარ
-ახლა შენც დაიწყე -მე და დიტომ დიდხანს ვისაუბრეთ, საბოლოოდ წყენამ გადამიარა თუმცა ნიკს მაინც არ დავურეკე, დაღამებამდე აივანზე ვიჯექი, შორს სივრცეში ვიყურებოდი და მუსიკას ვუსმენდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent