შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ( თავი 11 )


27-04-2017, 00:54
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 317

ანაბელი და დამიანე

მკლავებში მაქცევს. ჟრუანტელი მივლის, სასიამოვნო გრძნობა მეუფლება. მისი სურნელით ვივსებ, ყველა ორგანოს. სახეზე მეფერება და ათრთოლებულ ხელებს უმისამართოდ დაატარებს, თან რაღაცას ბუტბუტებს, სიტყვებს ვერ ვარჩევ.
- ასე ძალია, თუ ინერვიულებდი არ მეგონა. ასეთი კეთილშობილი, როგორ ხარ?! - თავს ვიკავებ, არ მინდა, ის ემოცია შემატყოს, რაც წეღან განვიცადე. ვცდილობ მოვიშორო..
- როგორ ხარ? - დამაიგნორა.
- კარგად ვიქნები, თუ ტანსაცმელს მომაწოდებ. თუ გსიამოვნებს ჩემი ყურება.
- ახლავე. - ლოყები მიწითლდება, თან მეღიმება იმის წარმოდგენინას, როგორ უჭირავს ტანგა ხელში. - აი, ყველაფერი გვერდით დაგილაგე.
- მადლობა, როდის აპირებ წაბრძანებას?
- აქედან, იმ შემთხვევაში წავალ, თუ შენც ჩემთან ერთად წამობრძანდები !
- უკაცრავად?! მომესმა ალბათ.. - ისე წამოვვარდი ფეხზე, თითქოს ამით რამეს განვაწყობდი, მაინც ვერ ვხედავ საით დგას. თავბრუ მეხვევა, წაქცევისგან, მისი ძიერი ხელები მშველიან. მგონი, რაც მიფარავდა, ისიც მომცილდა და სულ შიშველი ვარ მის წინაშე. ხელებს ისე ძიერ მიჭერს, თითქოს სადმე გაქცევას ვაპირებ. - გამიშვი. - ძლივს ამოვილაპარაკე.
- თუ აქ, გსურს დარჩენა, მშვენიერ მანქანა გყავს. შეგიძლია, შიგნით ჩაჯდე და დაიძინო. შენს ატანას, არ ვარპირებ ჩემს სახლში.
- და რა გაწუხებს? ის, ხომ არა, ჩემს გვერდით თავს, რომ ვერ აკონტროლებ. - მის სუთქვას სახეზე ვგრძნობ.
- დაგეთანხმები, სურვილი მაქვს კატასავით მიგახჩო.
- მხოლოდ, იმიტომ გინდა მიმახჩო,რომ შენს თავზე კონტროლი, არ გაქვს. კი, მაგრამ ეს ჩემი ბრალი ხომ არაა?! - ცინიკოსი, ვირი, როგორ ბედავს. თან როგორ მშვიდად მეუბნება, ალბათ ირონიული ღიმილიც დასთამაშებს.
- გირჩევნია ჩაიცვა, თორე გამიცივდები და ჩემი მოსავლელი გახდები. - ყურთან მიჩურჩულებს, თან ყელთან კოცნას მიტოვებს, დახორკლილ მკლავზე, ხელს მისვამს.
- არ გახვალ?! - ხელით ვარკვევ სად ვარ, საწოლის მიმართულებით ვიხრები, ნამდვილად ნერწყვის ყლაპვიით მიიხჩობა, რაც ძალიან გამახარებს.
- რა თქმა უნდა გავალ. - ისე ამბობს თითქოს, ჩემი ცქერა არ სიამოვნებდეს, გველიი.
შეძლებისგვარად სწრაფად ვცდილობ ჩავიცვა, რომ მოვათავებ გარეთ გავდივარ. კიბეემდე ნაბიჯებს ვითვლი გონებაში, ხელს ვჭიდებ მოაჯირს და ქვემოთ ჩავდივარ.
სამზარეულოდან დამიანეს, ღიღინი ისმის. კედელს ვეყრდნობი, თვალებს ძლიერ ვხუჭავ, მეტი აღარ შემიძლია. ცრემლებს ვერ ვიკავებ, მინდა ემოციისგან დავიცალო. დანამულ სახეს ვიწმენდ და მისაღებში შევდივარ. ვიცი სად რა დევს, ამიტომ გადაადგილება არ მიჭირს. მაგრამ უეცრად რაღაცას ვედები.
- აააააააააააააააა.. - არ ვიცი ასე უცებ, ჩემთან როგორ ჩნდება,მაგრამ მიჭერს. - რა დააწყე აქ, შე ნოლუჯრედიანო, ამ სახლში ბრმა ცხოვრობს ხომ არ გავიწყდება!
- შეწყვეტ მარტის კატასავით კნავილს, თუ ხელი გაგიშვა? ამ სიხშირით თუ ეცემი, თავზე რედგენის გადაღება მოგიწევს, თორე შეიძლება ჭანჭიკები მოგეშვა.
- რაა... იდოტო, ხისთავიანო, დეგენერატო, თავი შენს სახლში ხომ არ გგონია?!
- სიბრმავე, ასე თუ აუხეშებდა, რას ვიფიქრებდი.
- ხელი გამიშვი, თორე გადავტყდი წელში. რომელი ექიმი შენ მყავხარ, რომ მიშველო, ან რამის შნო მაინც გქონდეს.
- გაბრაზებული უფრო, ჩასაყლაპი მყავხარ. - აი, ახლა, რომ შემეძლოს მისი დანახვა მივახჩობდი. ახლოს მოდის, ტუჩები ლოყაზე მომაწება, ყელთან გადაინაცვლა, მაგრამ არ მკოცნის, ალბათ არც აპირებს, ჩემი წვალება სიამოვნებს.
- რას აკეთებ?
- ჩშ.. - ყურთან ახლოს მიჩურჩულებს, ცხვირს თმებში რგავს და სურნელს იგრძნობს. თითებს ხელიდან, მხრებისკენ მიცურებს, ყელთან ჩერდება. ხერხემალს მიუყვება, ისე ნელა მოქმედებს, ვეწამები.
- ვაიმე, კნუტის გამომეტყველებით, რა საყვარელი ხარ. - ცხვირის წვერს, ლოყაზე მიხახუნებს და ხელები წელზე აქვს შემოხვეული. - რატომ ხარ, ასეთი ჯიუტი თხა, არადა შეიძლება ყველაფერი ადვილად შეიცვალოს.
- რა საჭიროა, რამის შეცვლა! რისთვის ჩამოხვედი?! თავს რატომ არ მანებებ?!
- მიზეზს მალე გაიგებ, ჩემო ალქაჯო.
თაკომ შემოდის და გვაუწყებს, რომ სადილი მზადაა. უცებ გვერდით მიყენებს, ხელს წელზე მხვევს და სამზარეულოში შევყავარ. სკამს წევს და მსვავს. გვერდით კი, თვითონ მიჯდება.
- არ მჭიდება, არაფერში შენი დახმარება! ბრმა ვარ, სიარული კი, კარგად შემიძლია!
- ცოტახანი გააჩუმე, ეგ გრძელი ენა. უბრალოდ მიირთვი საჭმელი. მარწყვის წვენი გიყვარს ვიცი, კარტოფილი კი მაიონეზით. - ხმა ისმის, მგონი გადმომიღო. მსიამოვნებს მისგან ყურადღება, მაგრამ არ ვიმჩნევ.
- შენს თავს მიხედე, მე ძიძა არ მჭირდება!
- აბა, პირი გააღე. თვითფრინავი მოფრინავს, მიდი თორე შეგეჯახება და ჩამოვარდება.
- რააა? - სულ გააფრინა და უნდა მეც შემშალოს. - გეყოს!
- რა მეყოფაა..
- ჩემს ნერვებზე დაკვრას მოეშვი. შენს ხმას ნუ გამაგონებ, ფეხებში ნუ მომედები, თუ საერთოდ წახვალ გამაბედნიერებ! - წასვლას ვაპირებდი, მაჯაში ხელი მომკიდა და მის კალთაში ამოვყავი თავი.
- ტყუილად გარბიხარ. ძალითაც, რომ მომიწიოს ბოლომდე შეგაჭმევ.
- ტყიურო, გამიშვი.
- არ ვაპირებ. მიდი აბა, გააღე პირი. თვითფრინავი თუ არ მოგწონს, მატარებელი მოდის, ჩუქუ, ჩუქუ ..
- ნუ იყენებ ჩემს მდგომარეობას! - პირი გავუღე, ვიცოდი მართლა შეასრულებდა სიტყვას, როგორც ბავშობაში.
- რომელ მდგომარეობას, არამგონია ცუდად იყო. უბრალოდ გსიამოვნებს, სიბნელეში ყოფნა. შავი, ხომ ყოფელთვის შენი საყვარელი, ფერი იყო.
- როგორ მელაპარაკები?
- მშვენივრად, უბრალოდ ჯიუტი თხა ხარ, მაგ რქებს აუცილებლად წაგამტვრევ, ჩემო თვალხატულავ. - ამ დროს ვიცი, ტუჩის კუთხეს ტეხს.
-მიკვირს, ამდენი ხანი, როგორ ძლებ შენი ნაშების გარეშე?
- თუ მომენატრებიან აქ დავიბარებ, რა პრობლემაა. შენ მაინც, ვერაფერს ხედავ და არც შეწუხდები. - ვიცოდი ამას ჩემს გასაბრაზებლად ამბობდა, მაგრამ მაინც თავს ვერ ვიკავებდი. სახეზე, ალბათ ათასმა ფერმა გადამირბინა.
- რა გინდა ჩემგან?
- დალაპარაკება ადამიანურად.. ჰო, კიდევ, რომ დამინახო, ჩემი მომაჯადოვებელი სახით მოგაჯადოვო.
- უკვე, დამღალე რაა..
-ჩემს ნერვებზე, რომ უკრავ არ გბეზრდებაააა?
- ნუ მიყვირი, ეგ ქალივით წკრიალა ხმა , არ დაკარგო. - არადა, როგორ მიყვარს, მისი მამაკაცური ხმის ტემბრი.
- ამის დშ, რატომ ცდილობ, გამაგიჟო ჰაა?
- შენ გაქვს სუსტი ნერვები, ჩემი რა ბრალია?! - კნუტის თვალებით შევხედე, მსიამოვნებდა მისი გაბრაზება. - ან აქ, ვინ გაკავებს?!
მისაღებ ოთახში გავედი, მივხვდი, რომ სულ ტყუილად ვცილობ, თავის არიდებას. მობილიზება მჭირდება, რომ გავუმკვლავდე. ყურადღებას არ მივაქცევ, თუ შევძლებ რა თქმა უნდა.
მდივანზე ვჯდები, თავს საზურგეს ვადებ, თვალებს ვხუჭავ. მალე ნაბიჯების ხმა მესმის და გვერდით მიჯდება. ვცდილობ, მისი არსებობა არ შევიმჩნიო. მინდა მივეხუტო და მისი სურნელი ვიგრძნო, თავს ძლივს ვაკონტროლებ.
მალე დგება და მტოვებს, მეც დრო ვიხელთე და გარეთ გავედი. საკმაოდ ცივა, წინ მივდივარ, არ ვიცი სად, მაგრამ მინდა შორს წავიდე მისგან. მის გვერდით ყოფნა, მგუდავს, მახჩობს. ვერ ვიქნებით ერთად, ბრმა ქალი გვერდით, არ სჭირდება. არავის სიბრალული მჭირდება. ძლიერი ჭექაქუხილის ხმა ისმის, ალბათ ცაც ნათდება. შევხტი, ბავშობიდან მეშინია. არ ვბრუნდები უკან, ნაბიჯებს ვუმატებ. წვიმა წამოვიდა, სახეზე მსხვილ წვეთებს ვგრძნობ. რამდენი ხანია არ შემიგრძვნია, ეს სურნელი, რაც ჰაერში ტრიალებს. ქარიც ვარდება, ფოთლებს სახეზე მაყრის. ფეხი მგონი ქვას წამოვკარი, თავს ვერ ვიკავებ და ვგორდები, აშკარად დაღმართია. რამდენიმე ბრუნს ვაკეთებ და ძლივს ვრჩერდები. ყველაფერი მტკივა, გადავრჩი, თავი არ დამირტყია. შორიდან, ჩემი სახელი ჩამესმის. გამიხარდა, ხმა უფრო ახლოდან ისმის. ვცდილობ ხელი ავწიო და დავიძახო,მგონი ვახერხებ კიდეც, რადგან ნაბიჯების ხმა ახლოდან ისმის.
- ანაბელ წიკლაურო! რომ გიპოვნი ვერ გადამირჩები. ჩემი გაგიჟებისთვის და გულის გახეთქვისთვის გადაგახდევინებ. თითოეულ ნერვის შეტოკებას და გულის დარტყმას აგანაზღაურებ. არ მოგცემ უფლებას, ნაწილ-ნაწილ გამანადგურო! მაინც მოგიყვან ჭკუაზე!
სულ მალე, სიცივეს სითბო ცვლის. მისი ხმა ახლოს მესმის, ტუჩებს ვგრძნობ, მთელ სახეს მიკოცნის.
- გთხოვ დამელაპარაკე, მითხარი როგორ ხარ ამის დ.მ ..
- კარგად ვარ.. - მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ, არადა ყველაფერი მტკივა. ხელში მიყვანს, გულს ვაბჯენ სახეს, რომ მისი რიტმული ფეთქვა მოვისმინო, რომელიც სასიამოვნო მელოდიასავით ჩამესმის. სწრაფად გარბოდა, მალე შემიყვანა სახლში. არც ისე შორს მომიხერხებია წასვლა.
- ნინოოო.. დროზე წამლების ყუთი ამოიტანე ანაბელის ოთხში. - ხმამაღლა გასძახა, ოთახში შემიყვანა და ლოგინზე დამსვა. მალე ნინოც შემოდის, წამლების ყუთი შემოაქვს, დამიანეს დავალებით გვტოვებს.
კარების გახსნით, მივხვდი სააბაზანოში შემიყვანა, ტანსაცმლისგან გამანთავისუფლა. ლოყები მიხურს, სირცხვილისგან. დუშის ქვეშ დამაყენა, ზედ ვყავდი აკრული. ფეხზე დგომის, თავი არ მქონდა. ცხელი წყლის წვეთები, სხეულზე ეშვება და მთელ სხეულში სისხლი მოძრაობას იწყებს. დაბუჟებულ ხელებს, ძლივს ვამოძრავებ. ოთახში მალე ვბრუნდებით, ხალათს მაცმევს და შიგ ვეხვევი. თმებს ფენით მიმშრალებს, თვითონვე კოსად მიკრავს. პიჟამოებს ლოგინზე მიწყობს, ვხვდები, რომ გვერდზე ტრიალდება. მეცინება, რასამბობ წეღან არც ვიყავი, მის წინ შიშველი. ნუ, თუ თვალები დახუჭული არ ჰქონდა.
ლოგინში ვწვები, გაციების წამლებს მალევინებს. თვითონაც გვერდით მიწვება და მეკვრის. წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობ, მაგრამ უფრო მეკვრის. რა დამაძინებს ასეთ მდგომარეობაში, თვალებს ვხუჭავ, ძლივს მეძინება.
დილით ყავის სურნელმა გამომაღვიძა, სიბნელს უკვე მივეჩვიე, ყურადღებას აღარ ვაქცევდი. თითქოს წუხელ არაფერი მაწუხებდა, დღეს კარგად ვარ.
- მზეთუნახავმა გაიღვიძა. ყავა და კრუასანი მოგიტანე, როგორიც გიყვარს.
- ბედნიერებაა ბრმა, რომ ვა. თორემ ხომ მომიწევდა, ურჩხულის დანახვა და შევშინდებოდი. ყავისთვის მადლობა, შეგიძლია დატოვო, ჩემი ოთახი.
- კარგი.
მალე მოვემზადე და ქვევით ჩავედი, არსად ჩანდა. ნინოს ვკითხე სად იყო და თურმე წასულა. ნუთუ ასე მალე დანებდა?! ანდაც რას ველოდი, ბრმასთან რა ესაქმებაა.. მთელი დღე, ჩემს ოთახში გავატარე, არც ღამე მოსულა.
დილაც ასე უაზროდ გავიდა. ჩემს საყვარელ, სარწეველა სკამზე ვიჯექი და ვფიქრობდი, ჩემს დაბადებისდღეზე. ნეტავ მას ახსოვდა?! არ მომილოცავს?! მაგრამ კარებზე კაკუნმა შემაწყვეტინა. გამიხარდა დამიანე, მეგონა.
- შემოდი.
- ანაბელ, ბატონმა დამიანემ, კაბა და სხვა ნივთები მოგიტანათ გუშინ და დაგიბარათ ,,ექვსი საათისთვის მზად იყავი და თუ არ იქნები, ჩემი ხელით ჩაცმა, რომ მომიწიოს ჩაგაცმევო’’. უკვე ხუთი დაიწყო, სჯობს დაიწყოთ გამზადება.
სხვა რა გზა მქონდა, უარი ვერ ვთქვი. სააბაზანოში შევედი, ცოტახანი დუშის ქვეშ დავყავი, წყლის წვეთებმა მომადუნეს, სასწაულების გაკეთება შეუძლიათ. მალე მოვათავე ყველაფერი და ოთახში დავბრუნდი. ნინი კაბის ჩაცმაში მომეხმარა, ფეხსაცმელი მე მოვირგე. სადა მაკიაჟის გაკეთება ვსთხოვე, თმები გავიშალე. არ ვეკითხებოდი რა მეცვა და როგორ ფორმაში ვიყავი. მინდოდა ჩემი თვალით დამენახა ყველაფერი.
ქვემოთ ჩასვლაში მომეხმარა, მისაღებში დავჯექი დივანზე და მას ველოდი. ოთახში გაჯერებული მისი სურნელით, მივხდი, რომ მოვიდა. გული ამიჩქარდა, განსაკუთრებულად ბედნიერი ვიყავი, თითქოს დღეს ჩემი ცხოვრება იცვლებოდა.
მაქანაში ჩავსხედით, საყვარელი სურნელით იყო გაჟღენთილი, სალონი. თვალები დავხუჭე და საზურგეს მივეყრდენი. ან რა აზრი ჰქონდა, გახელას მაინც სიბნელეში ვიმყოფებოდი.
ერთ საათზე მეტი გავიდა, რაც გზაში ვიმყოფებოდით. ვგრძნობდი სწრაფად და დაძაბული ატარებდა მანქანას. გადავიდა და კარები გამოხსნა ჩემს მხარეს. ხელი ნაზად შეახო ჩემს თითებს, კოცნის კვალიც დამიტოვა. უსიტყვოდ დავყევი მის ნებას, გული, მის გვერდით ყოფნას ითხოვდა.
კარების გაღების ხმა გავიგე, შიგნით შევედით. სითბო ძლებში გამიჯდა, გარეთ საკმაოდ ციოდა. დივანზე დამსვა, ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და ნაზად შემეხო მისი ბაგეები.
- ვიცი, რომ გესმოდა ჩემი თითოეული სიტყვა. არასდროს მჯეროდა, რომ კომაში მყოფ ადამიანებს ჩვენი ესმოდათ. მაგრამ, მინდა წარმოუდგენელი ვირწმუნო. ვერასოდეს გიყურებდი, ისე როგორც ლიზას, განსაკუთრებული ადგილი გეკავა, ჩემს გულში. ბაღის პერიოდიდან, პირველად, რომ დაგინახე აი მაშინ შემიყვარდი. ამას გარკვეულ ასაკამდე ვერ ვაანალიზებდი. მაგრამ, შემდეგ თაყვანისცემლების არმია, რომ გაგიჩნდა, ყველაზე ვეჭვიანობდი. გაბრაზებულ გულზე ბევრიც მიცემია, თავს ვარწმუნებდი, რომ მხოლოდ მეგობრის ინსტიქტი მამოძრავებდა. მეგონა, ჩვენს მეგობრობას ვღალატობდი და არაკაცი ვიყავი. ხშირად ერთადაც გვეძინა, მაგრამ კაცობას გეფიცები, თუ ბილწი აზრები გამჩენია. პირიქით, ყოველ დღე უფრო და უფრო, მიყვარდებოდი. მეგონა ამას ვერასოდეს გეტყოდი, არ მინდოდა შენი დაკარგვა. მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ, ვერ გადავიტან შენს დაკარგვას. - გულთან მიიტანა ჩემი ხელი. ჩვენი გულები, ერთად და რიტმულად ფეთქავდნენ. თითქოს მელოდიას ქმნიდნენ.
- შენი აზრით ეგ გრძნობა მიკვირს?! - მისი ხელი, გულთან მივიტანე. არ მინდოდა თვალების გახელა და ამ ბედნიერი წუთების გაფუჭება. - ხედავ, როგორ ცემს?!
- ბავშობიდან ვარ შენზე, ,,ყურებამდე შეყვარებული’’. ბაღში საშინლად ვეჭვიანობდი, ყველა გოგოზე. ერთხელ ხუჭუჭა თმიანი გოგონა,მოვიდა ჩემთან და მითხრა ,, დამიანე ჩემი არის და ვუყვარვარო’’, ისე გავბრაზდი თმებში ვწვდი, მაშინ შენ არ იყავი. - ვგრძნობდი, რომ იღიმოდა, ღმერთს ვსთხოვდი დამენახა მისი სახე. - შეცდომა მეგონა ეს სიყვარული და გულში ვიკლავდი. თან ქალების არმია გყავდა, მეგონა როგორც ქალს არ შემომხედავდი..
არ მოგცემ უფლებას, როდესმე დამივიწყო. ყველაზე დიდ შარში გაყავი ახლედიანო თავი, ასეთში არასდროს ჩავარდნილხარ. იმ ანჩოებს, ნინჩოებს და თაკჩოებს, ყველას შეეშვები. არ, მაინტერესებს მე, შენი ჰორმონები. - სწრაფად მივაყარე და ბოლოში ამოვისუნთქე.
- ვაბოდებ შენზე, ანაბელ წიკლაურო! მხოლოდ ჩემი, ბედნიერება ხარ! - ფეხზე წამომაყენა, მიმიზიდა და ისე სწრაფად დამაცხრა ტუჩებზე, აზრზე ვერ მოვედი. როცა ვიგრძენი ბაგეების შეხება, რომელიც ზეაღმატებულ სიამოვნების მორევში მაგდებდა. მისი ხელები წელზე მქონდა შემოხვეული, თორემ სიხარულისგან და ბედნიერებისგან, ფრთები გამომება და შეიძლება ავფარფატებულიღავი ჰარეში. ვგრძნობდი, რომ დრო იყო თვალები გამეხილა, ნელა დავაშორე ერთმანეთს წამწამები, სიბნელე სინათლემ შეცვალა. ვერ ვიჯერებდი, ამიტომ რამდენჯერმე დავაფახურე, საბედნიეროდ სინათლე არ გაქრა. როცა გულით, რამე გვწადია ღმერთი, ყოველთვის გვისმენს და გვისრულებს. ვუყურებ ჩემს საყვარელ ადამიანს, მის ზღვისფერ თვალებში ვიძირები. ვიცი, რომ მიხვდა, თვალებში ცრემლები აუკიაფდა. ინიციატივა გამოვიჩინე, ხელები ყელზე შემოვხვიე და ტუჩებზე დავეწაფე, მომთხოვნად და ვნებიანად ვლაშქრავდი.
- ვაიმეეე, იყურეეები, გამოიხედეეეე, ჩემო გოგოოვ, ჩემოო ბედნიერებააავ, როგოორ მიყვარხააარ.. - ხელში ამიყვანა, მაბზრიალებდა და თან მთელი ხმით იძახდა.
- დამსვი კაი, თავბრუ დამეხვა ვაა.- ტუჩები ბავშვივით გავბზიკე.
- კაი ჰოო. - კიდევ ერთხელ მაკოცა. - წასვლის დროა, ყველა რესტორანში გველოდება.
უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. წითელი კაბა ეცვა, ფეხზე შავი მაღლები შეუხამებია. კარგი, გემოვნებით გამოირჩეოდა დამიანე. მასთან ერთად, რომ შევიდა რესტორანში, ყველას ყურადღება მიიქციეს. ყველა ტაშს უკრავდათ, უხაროდათ ანაბელის ამბავი. ულოცავდნენ და ბედნიერებას უსურვებდნენ. ლიზა, როგორც ყოველთვის ბრწყინავდა, უნახავი მეგობარი გულში ჩაიკრა. მიულოცა ყველაფერი ერთად.
მამიკოს ეცეკვებოდა ვალს, წელზე ხელები დააწყო და მელოდიას აჰყვა.
- არაჩვეულებრივად ცეკვავ, როგორც ყოველთვის მაა.. - დედა გაახსენდა და მათი ცეკვა. უნდოდა მისთვისასც გაეზიარებინა ბედნიერება.
- ძალიან მიყვარხარ ჩემო ბედნიერებავ - შუბლზე აკოცა მამაკაცმა.
- მეც მამიკო. მაპატიე ასე ძალიან, რომ განერვიულე, გპირდები აღარ განმეორდება.
- საპატიებელი არაფერი გაქვს შვილო, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
- შენ ყველაზე მაგარი მამა კაცი ხარ მსოფლიოში, ამაში ეჭვი არ შეიტანო.

ეს თავი მარტო მათ დავუთმე..
იმედია მოგეწონებათ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან მომეწონა.კარგია რომ გამოუტყდნენ ერთმანეთს.ანდრიასაც გამოუჩინე ახლა ვინნე და კარგი იქნება მასაც ხშირად თუ გამოაჩენ ისტორიაში.ლიზა და თორნიკე მინდა კიდევ
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

La-Na
ძალიან მომეწონა.კარგია რომ გამოუტყდნენ ერთმანეთს.ანდრიასაც გამოუჩინე ახლა ვინნე და კარგი იქნება მასაც ხშირად თუ გამოაჩენ ისტორიაში.ლიზა და თორნიკე მინდა კიდევ

ხო მინდა გამოვუჩინო, ერთ თავს მაგასაც დავუთმობ აუცილებლად heart_eyes მიხარია,რომ მოგწონს heart_eyes შემდეგ თავში გამოჩნდებიან ეგენი heart_eyes

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

ვაიმე მე ვგიჟდები დამიანზე heart_eyes ეს ანჩოები, ნინჩოები და თაკჩოები რომ უნდა დაივიწყოს უკვე მომწონს, ჩემი კუნკულები არიან ესენი <3

 


№4  offline წევრი მეამბოხე ^^

Maiaabuladze
ვაიმე მე ვგიჟდები დამიანზე heart_eyes ეს ანჩოები, ნინჩოები და თაკჩოები რომ უნდა დაივიწყოს უკვე მომწონს, ჩემი კუნკულები არიან ესენი <3

ჩემებიც heart_eyes ყველაფერი ეხლა იწყება heart_eyes

 


№5 სტუმარი Guest keta

ძალიან ძალიან კარგიააა!!!!! heart_eyes ველოდები შემდეგს kissing_heart ახლა თორნიკე და ლიზა მინდაა :დდდდდ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent