შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა თუ...(სრულად)


27-04-2017, 11:05
ავტორი Animo
ნანახია 3 070

როგორც ყველა,ალბად მეც ბუნების აღწერით ან გრძნობების გადმოცემით უნდა დავიწყო,თუნდ მაღალფარდოვნი სიტყვებით,
მაგრამ არა!მოდით ყველაფერი ჩვეულებრივად იყოს.
ჩვენ სამნი ვართ:მე-ლანა,ანუკი და მართა.ეს ამბავი ანუკიზეა,
მე მისი Love story-ის შესახებ მოგიყვებით.
14 წლის იყო.სკოლა უკვე მთავრდებოდა,ერთი ჩვეულებრივი,
არაფრით გამორჩეული დღე იყო.(მაშინ მე არ ვიცნობდი)სკოლაში მიდიოდა როგორც ყოველთვის ,იჯდა თავისთვის მეტროში და ფიქრობდა არაფერზე(ალბად :D აბა მე საიდან უნდა ვიცოდე),როცა
უეცრად ერთ ბიჭს წააწყდა მისი თვალები და დაიჭირა მზერა.ალბად ცოტათი აღელდებოდა,ჰო,მე ასე მგონია,სხეული გადაუხურდებოდა,
შესაძლოა ჟრუანტელსაც დაევლო.ის ხომ არ იყო უბრალო მზერა.ასე
უცქერდნენ ერთმანეთს.ანუკი რუსთაველზე ჩამოვიდა,ჩვენი სკოლა იქაა,ფილარმონიის წინ-N51(დიდად საამაყო ვერაა :( ).ბიჭიც რუსთაველზე ჩამოვიდა,ექსკალატორზე ერთმანეთის გვერდით იდგნენ,მერე დაკარგა.ეწყინა,რაღაცით გამორჩეული იყო,თვალები ახსოვდა,მასში იძირებოდა.მაგრამ რა უნდა ექნა,გზა გააგრძელა და 5წთ-ში სკოლში იყო.ჩვენი კლასი მესამეზეა,ანუკი კიბეებზე ადიოდა,
როცა თავი ასწია და “მეტროს ბიჭი” დაინახა.გული აუჩქარდა,ორივეს სახეზე განცვიფრება გამოხატა,ამას არ მოელოდნენ,იქიდანვე გაება მათ შორის უხილავი ძაფები და ქიმია ჩამოყალიბდა.ანუკი კლასში შევიდა,მაგრამ გული ვერაფერს დაუდო,თავს უცნაურად გრძნობდა და თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ.
რამდენიმე დღე გავიდა,ყოველდღე ხვდებოდა ანუკი “მეტროს ბიჭს”.ის კი თვალებს არასდროს აშორებდა,ყველგან თან დასდევდნენ,თითქოს არ უნდოდა არც ერთი წამის გამოტოვება.სადაც მიდიოდა,ბიჭიც იქ ხვდებოდა.ანუკის ეს ყველაფერი მოსწონდა,მაგრამ ამავდროულად აშინებდა,რადგან ნელ-ნელა გრძნობებიც უჩნდებოდა მის მიმართ.გაიგო,რომ ჩვენზე ერთიი წლით დიდი იყო,ვის კლასში იყო ეგეც კი.ცოტახანში კი გვარი და სახელიც.ჰაჰ,რა არის მაინც ეს ცხოვრება.თურმე მთელი 9 წელი ერთი სკოლა და ერთი სართული ქონიათ და ამის შესახებ არც ერთმა არ იცოდა.არის კი ეს ბედი,თუ შემთხვევითობა?Who knows :D ,მოდით მოვლენების განვითარებას დაველოდოთ!გიორგი ნადირაძე,სკოლის ერთ-ერთი ფავორიტი,გოგოები მასზე გიჟდებოდნენ(ისე არ გავს “გაჩითულ კაი ტიპს”,რომელსაც თავში აქვს ავარდნილი.ჩვეულებრივი და უბრალო ტიპია)ანუკი სიამაყეს გრძნობდა.იკითხავთ რატომო,განა ცუდია ასეთი ბიჭისგან ყურადღება?ასე გრძელდებოდა მანამ,სანამ სკოლა არ დამთავრდა.ანუკის სულაც არ მოსწონდა ეს,მოენატრებოდა გიორგი,მისი თვალები,მაგრამ რა უნდა ექნა,ბედს შეეგუა.
ერთობოდა ანუკი,ზაფხულს ირგებდა,ლაღი და ბედნიერი იყო.რატომაც არა?გიორგის ხომ მისი ფეისბუქ გვერდიდან არცერთი ფოტო დაუტოვებია ლაიქის გარეშე.სწორედ იმ ზაფხულს გავიცანი ანი,რომიდან რომ ჩამოვიდა მაშინ,მართასთან ვნახე პირველად სახლში.ეცვა:ჯინსის დახეული შარვალი,მომწვანო-მოცისფრო ბალეტკები,თეთრი ზედა შავი წარწერებით,ვარდისფერი ჩანთ ეჭირა პლანშეტით შიგნით.მწვანე Alpen Gold მოგვიტანა.თმები გაშლილი ქონდა,ლამაზი იყო,ეხლაც არის.
სკოლის პირველ დღეს როგორც ყოველთვის ერთად მივედით.
თვალებით ეძებდა ანი სასურველს.იპოვა კიდეც,იცინოდა.თითქოს იგრძნო-გამოიხედა და გაუღიმა.ისევ თვალებით იმოქმედა.კარგი იყო ის დღე.კვლავ იგივე გრძელდებოდა.თვალებით გამოხატული ემოცია,უთქმელი სიტყვები და ყველაფერი ერთმანეთის შესახებ.ყველაფერი კარგად იყო მანამ,სანამ გიორგიმ შეყვარებული არ გაიჩინა.ვერაფერს ვხვდებოდით ვერც ერთი,ვერ ვიაზრებდით რა მოხდა.მას ყავდა გოგო,მაგრამ ჯანდაბა!ეს წყეული მზერები ისევ არ წყდებოდა,იგივეს აკეთებდა.ავირიეთ,დავიბენით,აღარ ვიცოდით რა გვეფიქრა.გული ტკიოდა ანუკის.ზუსტად მაშინ მიხვდა,რომ უყვარდა.იმედი დაკარგა,საბოლოოდ კი მაშინ,როდესაც მე-10 კლასი დავამთავრეთ და მე-11 ვერც ერთხელ ვნახეთ.გიორგი შეყვარებულს დაშორებულა.2 წელი და რამდენიმე თვე,1 წელი მისი თვალების გარეშე და აი დღე,ბოლო ზარი,პირველი დიალოგი,აკანკალებული ხელები,აჩქარებული გული,ღიმილში დამალული ნერვიულობა,წარწერა გიორგის პერანგზე,რომელიც სამუდამოდ დარჩება.(და ლოდინით და რაიმეს გაკეთების მცდელობით დაღლილი მე :დ)მიმოწერის გაბმა მასთან,
ბევრი ჩარტყმული ნამიოკი ანუკიზე,მაგრამ დაიგნორებული-არადა მიხვედრილი.ისევ გაუგებრობა,ისევ დაბნეულობა,ისევ გადაკარგვა,პოლონეთში წასვლა.მერე,მერე აღარაფერი.ანუკი “შეეგუა”,წლები გავიდა…
5 წელი გავიდა.მეგონა სამუდამოდ დაკარგეს ერთმანეთი.ანი სამედიცნო უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე იყო.იმას ფიზიკა-მათემატიკურზე ჩაუბარებია,უნივერსიტეტიიც დაამთავრა და კარგი კარიერაც აიწყო.ფრლორიდა,ჩემთვის მათი ამბის შემდეგ უსაყვარლესი რამ.ანუკი მოხალისედ წავიდა NASA-ს Kenedy Space Center-ში.კოსმონავტებს აგზავნიდნენ კოსმოსში გასაფრენად,მას კი მათი ორგანიზმის ცვლილებები უნდა შეესწავლა გაფრენამდე და გაფრენის შემდეგ.გაგვიჭირდა მასთან დამშვიდობება,გვენატრებოდა.იქაურობა მოეწონა,გაიცნო ყველა და გაერკვია ყველაფერში,მაგრამ ჯერ უფროსს არ შეხვედრია.დამღლელი დღეები ელოდა წინ.
გათენდა,უკვე მზად იყო და მუშაობას იწყებდა.თავჩარგული ამოწმებდა ანალიზებს,როცა უეცრად რაღაცამ აიძულა თავი აეწია.კვლავ დაიჭირა იგივე,ნაცნობი მზერა.ერთ ადგილას გაქვავებულიყო და ჩვენ გოგოს მიშტერებოდა.ის იყო,”მეტროს ბიჭი”,აწ უკვე უფროსი.არ მოელოდა კვლავ არცერთი.ამდენი წლის შემდეგ ისევ გრძნობდა მის თვალებს ასე რომ წვავდა.არაფერი შეცვლილა:ისევ ის ემოცია,იგივე განცდები,გრძნობები,კიდევ უფრო გასიმპატიურებული გიორგი.იკითხავთ მერე რა მოხდაო.მერე?მერე იყო ყველაფერი კარგი.მათი პირველი კოცნა მთვარის და ვარსკვლავებით განათებული ცის ქვეშ,უსასრულო ბედნიერება…
მოდით მოკლედ:სკოლის პერიოდში გიორგიმ ყველაფერი იცოდა ანუკის შესახებ,მისი ყოველი ნაბიჯი.იცოდა როდის უხაროდა და როდის წყინდა,რა უყვარდა და რას ვერ იტანდა.იცოდა ვინ ვიყავით ჩვენ.უყვარდა,მთელი 8 წელი,იგივე გრძნობა ქონდა,მაგრამ უთქმელი(რა ჯანდაბას ელოდებოდა ვერ ვხვდები,ან ამას რას ტანჯავდა ან თავის თავს რას იტანჯავდა :დ).
-ამბობენ თვალები სულის სარკეაო.შენში პირველი ეს შემიყვარდა.
შემდეგ ღიმილი,სუფთა,უმანკო და წრფელი,რომელიც ასე გამშვენებს.
შენი ლაღი და ბავშვური ხასიათი.დახვეწილი გემოვნება,რომელიც ჩემსას ემთხვევა.გული,რომელმაც გამიგო,უთქმელად შეიგრძნო ჩემი გრძნობები,შემიყვარა და ამ გრძნობის ერთგული იყო.მიყვარხარ!
მეტი რა უნდა გითხრათ.ცხოვრობენ ორ უსიმპატიურეს ბიჭთან და ერთ ფუმფულა-ლოყება გოგოსთან ერთად და მათ სიმშვიდეს მე და მართა ვარღვევთ.ერთად აშენებენ ბედნიერებას.მე და მართა?ალბად მოგიყვებით ოდესღაც.ჩვენ?ისევ ისე,ისევ სამნი,ისევ განუყრელები.დასკვნა თქვენზეა:ბედისწერა თუ..




ვიცი კარგი არაა,არ ვარ მწერალი და არც დაწყება მინდა,ნამდვილი ისტორიაა(ბოლოს რაღაცეებია შეცვლილი),უბრალოდ მინდოდა ხალხისთვის გამეზიარებინა ეს ამბავი.❤❤❤



№1 სტუმარი Guest გვანცა

მე მომეწონა❤

 


№2 სტუმარი Guest Lika

გილოცავ აუცილებლად გააგრძელე კარგი იყო

 


№3  offline წევრი Animo

Guest გვანცა
მე მომეწონა❤

Madloba❤❤

Guest Lika
გილოცავ აუცილებლად გააგრძელე კარგი იყო

Madloba❤❤albad gavagrdzeleb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent