შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო 8 თავი


28-04-2017, 00:35
ავტორი zia-maria
ნანახია 2 582

დამწვარი და ჩაფერფლილი ოცნებები,აქა-იქ პეროდულად გამონათებული ნათელი წერტილები,რომელიც გაშინებს თავისი არსებობით და არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. თეთრად გათენებულუი ღამეების წყება,ზოგჯერ ფხიზელი,ზოგჯერ კი გონებადაბინდული.სარკმელთა ეულად დგომა,ათასჯერ ნანატრი ღამის დადგომა და საკუთარ თავთან განმარტოვებით დამღლელი ყოფა,ყველასგან გაქცევის სურვილს რომ გიმძაფრებს.გინდა გაიქცე,იქ სადაც შენი ოცნებების სამყაროა,იქ სადაც უფრო ბედნიერად გრძნობ თავს.სადაც არ არსებობენ წარსულის,აწმყოს და მომავლის აჩრდილები თუ ლანდენი.სადაც ქაოსი,სულის ქაოსი მხოლოდ შენს ნებას ემორჩილება. სამყაროს კანონები კი უბრალოდ არ არსებობს,ის ჩვენს სულშია და მხოლოდ სულის მბრძანებლობითაა დაკავებული.
მერამდენე ღერი სიგარეტი ჩაიფერფლა ფიქრებში,ფიქრობდა ხვალინდელ დღეზე და ფიქრობდა ნანასთან შეხვედრაზე.თეთრად დაათენდა თავზე და გულის ფანცქალით შეუდგა მზადებას.არანაკლებ დღეში იყო ნანაც.მთელი ღამე მომდევნი დღის მოლოდინში გაათენა.ფიქობდა,როგორ შეხვდებოდა მთელი სამი თვის უნახავს მირიანი. მოენატრა და ეს ჩუმი მონატრება მისი გულის ფსკერზეა დალექილი უთქმელობისგან. სიხარულის ეიფორიაში იყო,მაგრამ რომ წარმოიდგენდა მირიანის მკაცრ და ციც სახეს, მთელი ღამე კოშმარულ შიშში გაატარა.გული მთელი სიძლიერით უბაგუნობს და მთელი შინაგანი სამყარო ეწვის.ტვინი გადაეტენა უკვე ფიქრით,შემდეგ სიცილი აუტყდა რომ წარმოიდგინა მირიანის სახე ჩემოდანის გახსნის დროს.მთელი ნახევარი სათი იცინა,შემდეგ ჩაწყნარდა მაგრამ ისევ აუტყდა სიცილი,მაგრამ ეს იყო ისტერიკული კრუნჩხვები,რომელიც სიცილით გამოხატა.ნინიმ გაიღვიძა გაოცებულმა და გაკვირვებულმა მიაჩერდა ნანას მიხვდა,რომ ეს შოკი შიშიდან იყო გამოწვეული და ხელი დაუსვა სახეზე დაწყნარების ნიშნად.თავადაც ჩაწყნარდა,შუქი ჩააქრო და ბედს მიენდო.ცოტა წაიძინა და მაინც ადრე ადგა, დატრიალდა და ნაირ-ნაირი კერძები მოამზადა. თან ეშინოდა,თან ეცინებოდა,როგირც იქნა ახმაურდა სახლი და სიმაღლესდა მიხედვით შემოლაგდნენ სახლში ყველა.ყველამ დიდი სიყვარულით ჩაკოცნა ნინი და ნანა.მირიანმა ერთი მკვლელის თვალებით შეხედა ნანას და ნინიკო გვერდით მოისვა,შემდეგ ნანას გადახედა და შეუღრინა.---გვშია.თან გულში ეცინებოდა მის დამფრთხალ თვალებს რომ ხედავდა.ნანამ უხმოდ ადგა და გავიდა,მაგიდის გაწყობა დაიწყო,სალათას ჭრიდა,რომ მუცელზე სარტყელივით შემოეხვია ორი ძლიერი ხელი და მისკენ შემოაბრუნა.მის წინ თვალებ დასიებული მირიანი იდგა და თვალებში უყურებდა.
---თავად მითხარი,რა გიყო მე შენ.
---რას მერჩი,რა გინდა ჩემგან.
---გასაყინად გამიმეტე და კიდე მე რა მინდა?
---არ ვიცოდი ცხოველები ასე მცივანები თუ იყვნენ,რაც ჩაგიწყვე ისიც ზედმეტი იყო შენთვის.შენ ხომ შენივე ბანჯგვლებს უნდა გაეთბე?მირიანმა თვალები დახუჭა სიბრაზისაგან და ღრმას შეისუნთქა ჰაერი და უთხრა.
---33წლის ვარ და შენისთანა უტეხი ჯერ არ შემხვედრია,არც მინახავს.შენ ვინ ხარ ასეთი უდრეკი.
---ვერც ნახავ.
---ოჰო რატომ?შენ ამიკრძალავ თუ..... მოიცა შენ რა ეჭვიანობ?
---ვისზე შენზე?მეტი საქმე რა მაქვს შენზე ვეჭვიაბობ სწორედ და მხოლოდ შენზე ვფიქრობ.
---ტკბილო და თბილო,იცი როგორ მიყვარს შენი მწარე ენა?გარედან ძალიან გემრიელი ჩანხარ და მოდი რა ერთ საღამოს დაგაგემოვნებ,გაგისინჯავ გემოს იქნებ ამ მწარე ენასთან ერთად თავადაც მწარე ხარ,ეს ხომ უნდა ვიცოდე?---წადი ცხოველო მომშორდი.იოცნებე,შენ ვერ ეღირსები ჩემი გემოს ნახვას,ამას მხოლოდ სიზმარში თუ ეღირსები და შენს ბინძურ ოცნებებში.გაბრაზდა ნანა და მირიანს ხელი კრა.უკვირდა ის რატომ რჩებოდა ყოველთვის გამარჯვებული.მირიანი თავაწეული და კმაყოფილი სახით გავიდა სამზარეულოდან,თან გულში მღეროდა, ,,რაც კარგია ჩემია,რაც ჩემია კარგიაო''.ეს ორი თვალებით ჭამდა ერთმანეთს,სიყვარულს ასე ამჟღავნებდნენ,მაგრამ აღიარება არცერთს არ უნდოდა.
იმ დღის შემდეგ იყო,ორი ადამიანის გულში ქაოსი და ფიქრში გათენებული ღამეები.ვერ ბედავდა გადაწყვეტილების მიღებას, ყველა ქალს ერთმანეთში აიგივებდა,არადა ხვდებოდა რომ მის გულში ახალ და უცნობ გრძნობებს ფრთები ესხმოდა და ნელა-ნელა სერიოზულ სახეს იღებდა. აქ იყო განცდა,,უზარმაზარი განცდა და რეალობის წინაშე პირის-პირ შეჩეხება.არადა როგორ უნდოდა,რომ მის სულში მუდამ გაზაფხული ყოფილიყო ლამაზ გრძნობასთან ერთად.თუმცა ის სამი თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის,რომ გაეგო მის გულს ასე ძალიან ვინ ენატრებოდა.ღამე ძილის არევა,ღია ფანჯარასთან დგომა და გაფანტული აზრები,ძალიან დამეგობრდა ამ ბოლო პერიოდში მირიანი ღამესთან,ღამესთან და ძლიერ უშაქრო ყავასთან. უკვე ცუდად ხდებოდა მოგონებებში ტრიალებდა და იმდენ რამეს უკავშირებდა ერთმანეთს. შეიძლება ადამიანმა ყველანაირი კავშირი გაწყვიტო წარსულთან,მაგრამ მოგონებებს ვერ დაემალები,ვერ გაექცევი,ვერაფერს ვერ უზამ.
---დრო გარბის ჩემო ლუკა, დროს მიაქვს თავისი წილი და ჩვენი გრძნობებიც თან საგზლად მიაქვს იმ წილთან ერთად.ვინც ვერ მოასწრო გამოყენება,წარსულს მისტირის,რომელიც უკან აღარასოდეს აღარ დაბრუნდება.დრო გარბის და ამ დროსთან ერთად ათასი ღელვა და ათასი შტორმიც გვაქვს გადატანილი,ამ ყველაფერთან ერთად მოგონებებში დავცურავთ,თუნდაც ცუდი იყოს ის მოგონებები,მაინც მივიწევთ წინ სევდით სავსე ნავით. დრო გარბის და ჩვენ არც კი გვიცდის,ის თავის მოვალეობას ასრულებს,მას ჩვენი ჯავრი საერთოდ არ აქვს.დრომ სვლასთან ერთად ჩემი გრძნობებიც თან წაიღო ლუკა და დამტოვა ასე შიშველი, გრძნობების გარეშე.მან მე მხოლოდ მუქი ღრუბელი დამიტოვა დარდებით სავსე.
---არ გინდა ამ გაურკვევლობის სევდიან წამებს ბოლო რომ მოუღო?---რას გულისხმობ ლუკა. მე აღარ მწამს სიყვარულის,ის არ არსებობს.ეს გრძნობა ჩემთვის 14 წლის წინ მოკვდა.
---მე ზუსტად ვერაფერს ვერ გეტყვი, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ თუ თვალს გაახელ,შენ საჭირო ადამიანი უკვე გვერდში გყავს მირიან.ეს გრძნობა კი არ გაქრა შენში,ახლა იღვიძებს ნამდვილი გრძნობით და ამის აღიარება არ გინდა,რომ ის უკვე მარადიულად და მყარად იკიდებს ფეხს შენში.დარწმუნებული ვარ არ ინანებ,ის არ დაგეკარგება არც ერთი კვირის შემდეგ, არც ერთი თვის და არც ერთი წლის.მხოლოდ შენ უნდა დაფიქრდე ამაზე.
---შენ ასე ფიქრობ ლუკა?
---არ ვფიქრობ მირიან დარწმუნებული ვარ,ვიცი ეს უნდობლობა შენში რა მტკივნეულია.
---ამდენი წლის შემდეგ რომ ნახო მარგო ლუკა რას იზამ,მის მიმართ ისევ გაიღვიძებს გრძნობა შენში?
---მის მიმართ, ჩემში არასოდეს არ გამქრალა ის რაც მაკავშირებდა მასთან.მე ის მართლა წრფელი გულით მიყვარდა და მიყვარს ახლაც.არ ვიცი რას ვიზამ,მაგრამ დრო გვიჩვენებს მომავალს.ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება,მას თვალებში ჩავხედო და ამოვიკითხო ის,რაც მე ძალიან მაინტერესებს,შემდეგ კი დროს მივენდობი და დროსთან ერთად ბრძოლას არ შევწყვეტ მანამ,სანამ ისევ არ დავიმისებ და არ დავისაკუთრებ.
---ამდენი წლების შემდეგ მას მიიღებ ისე,რომ არც არაფერი არ მომხდარა?იკითხა ზაზამ.ლუკამ ზაზას შეხედა და არა მარტო მას,იქვე მყოფ ბიჭებს სათითაოდ მოავლო თვალი და თქვა.
---თქვენ არ იცით რა არის ტკივილი,მონატრების ტკივილი და სულის ტკივილი.როდესაც შენში სული კივილს დაიწყებს და შიგნიდან ნელა-ნელა გხრავს,აი ეს არის ტკივილი,თორემ ხორციელი ტკივილი არაფერია,მალამოს წაუსობთ და მორჩება.სული?სული კი ასე ადვილად არ იკურნება,ის გამუდმებით კივის და კივის.მირიანმა იცოდა მის გულში რაც ხდებოდა ნანას მიმართ,მაგრამ ვერ აღიარებდა.სახლში აღრენილ ხასიათზე დაბრუნდა და ნანას დაეტაკა,აბა სიბრაზე ვისზე უნდა ენთხია.
---ჩააბარე სისხლის ანალიზი, რომ გითხარი?---ჩავაბარე.უხალისოდ მიუგო ნანამ.
---კარგი მე გამოვიტან ხვალ.ძალიან დაღლილი ვარ და ვინც არ უნდა მოვიდეს არ გამაღვიძოთ.მირიანმა იმ ღამით გვიან ღამემდე იძინა.დილას კი გამთენიისას ადგა და ყავას ადუღებდა,რომ სამზარეულოში მოკლე საღამურით და ფეხშიშველი ნანა შეტყაპუნდა.
---რა გგონია, სახლში მარტო შენ ხარ? აქ სხვებიც ცხოვრობენ.
---ღმერთო.ერთი შეჰკივლა ნანამ და პირზე ხელი მიიფარა,თან შიშისაგან ნელა-ნელა ჩასრიალდა კედელზე და ძირს უგონოდ წაიქცა.მირიანს შეეშინდა და ნანა ხელში აიყვანა,შემოსასვლელში მდივანზე დააწვინა გულ-შეღონებული და თავადაც შეშინებული,ფერდაკარგული ცდილობდა მის მოსულიერებას.ვერა და ვერ მოიყვანა გონზე და ბოლოს ნიშადურის სპირტი შეასუნთქა.
ნანამ ნელა-ნელა გაახილა თვალები და მირიანის შეშინებულ შავ თვალებს შეხედა და ისევ დახუჭა,ხმას არ იღებდა და იყო ჩუმად.მირიანმა უყურა-უყურა და შემდეგ უთხრა;
---გაახილე თვალები,.ვიცი რომ გაბნევ,მაგრამ მეორედ არ გაბედო და ასე არ შემაშინო.სიმკაცრეც იყო მირიანის ნათქვამ სიტყვებში და შიშიც საგრძნობლად შესამჩნევად ჩანდა.
---არ მეგონა, ცხოველებს ასეთი სუსტი გული თუ ქონდათ და ასეთი შიშის განცდაც თუ შეეძლოთ.სუსტი ხმით უთხრა ნანამ.
---ეს ცხოველი იქნება ახლა,რომ მოვა და ადგილზე დაგფლითავს.ნანა წამოდგა და გაბრაზებულმა უთხრა.
---დაგბრდღვნი,დაგფლითავ,ძვლებში დაგამტრევ რა გემართება სხვა სიტყვები არ მოგეძებნება?
---როგორ არა საყვარელო.უთხრა მირიანმა და ნელა ნელა წააწვინა მდივანზე და ნანას გაოცებულ თვალებს სულ არ მიაქცია ყურადღება და მის გემრიელ ბაგეებს ნაზად შეეხო,საიდანაც მხოლოდ მწარე სიტყვები ესმოდა მის გასაღიზიანებლად.
---რას,რას აკეთებ ველურო.შეიცხადა ნანამ.
---აჰ ახლა ველურიც ვარ? მაშინ ველურად გავაკეთოთ.უთხრა და მართლა ველურივით ეცა, სუნთქვის შეკავებამდე უკოცნიდა მთელ სახეს და ბოლოს ბაგეებზე დააკვდა.ხელი მკერდისაკენ წაიღო და ისევ მის ბაგეებს დაეპატრონა.კოცნიდა მთელი გრძნობით და მთელი სინაზით, სიფაქიზით,არ უნდოდა რამე დაშავებოდა.თითქოს ეშინოდა ეს სიზმარი იყო და თოვლის გუნდასავეთ გადნებოდა,გაქრებოდა მის ხელში,ამიტომ უჭერდა ხელს და მაგრად იხუტებდა გულში.სულ ცოტაც და დაუკრეფავ ბაღში გადავიდოდნენ ნინიკოს ხმა რომ არ გაეგონათ.
---მამააა,მამიკოოო.ნან,ნანუჩი სად ხართ.ნანამ შეშინებულმა შეხედა მირიანს და არც დაფიქრებულა ისე წამოხტა და ნინიკოსთან შევარდა.მირიანმა კი ღრმად ამოისუნთქა,სუნთქვა დაიწყნარა,დამშვიდდა და ცოტა ხანში ისიც გავიდა და ნინიკოს უთხრა მოწყენილი ხმით.
---დამაწვენთ აქ?ნინიკომ ნანას გახედა და ეშმაკურად ჩაიცინა მის აწითლებულ სახეს რომ შეავლო თვალი.მირიანი მიუწვა ნინიკოს და შეეკითხა.
---რა გაყვირებდა,ცუდი სიზმარი ნახე?
---რომ გამოვიღვიძე მარტო ვიყავი და შემეშინდა.უთხრა ნინიკომ დამნაშავის ხმით,თითქოს რამე ჩაედინოს და პატიებას ითხოვდა.
---თქვენ სად ბრძანდებოდით ამ დროს ძიძა?შეეკითხა უფრო აწითლებულ და დაბნეულ ნანას.
---წყლის დასალევად ჩავედი და იქ იმხელა ღამის ვირთხა დამხვდა,შემეშინდა და წყალიც ვერ დავლიე.
---ხოოო? ძაან გადარჩენილხარ,გილოცავ.ესე იგი,სახლში ვირთხებია ნინიკო რა ვქნათ?
---დიდი ხაფანგი გვჭირდება ის ვირთხა რომ დავიჭიროთ.თქვა ნინიკომ და გულიანად გადაიხარხარა.ნანა კი მირიანს გაბრაზებული უმზერდა და მირიანმა კი სიცილით ენა გამოუყო.სამივეს ჩაეძინა და დილით გელამ შემოუსწრო ასე ჩაძინებულებს. ნინიკოს ფხიზლად იყო, გაუხარდა გელას შესვლა და ახლა გელამ აართვა ორივეს ნინიკო და ისევ მარტოები დატოვა საძინებელში. ჩუმად ჩააცვა ნინიკოს და სასეირნოდ გაიყვანა,მაგიდაზე კი წერილი დატოვა.
---სასიამოვნო დილას გისურვებთ გვრიტებო.ორივემ ჩაიხითხითა და ფრთხილად გაიკეტეს სახლის კარები.
პირველი მირიანს გაეღვიძა და ნინიკოს ნაცვლად,ნანა ყავდა გულში ჩახუტებული.გაუკვირდა,მაგრამ ბედნიერების ღიმილმა გადაკრა სახეზე,შუბლზე ჩამოყრილი თმები გადაუწია და ფრთხილად აკოცა. შემდეგ ფრთხილად წამოდგა და საძინებლიდან გავიდა.წერილი ნახა და გაეღიმა,ისევ აბრუნდა და ისეც ძალიან ფრთხილად შეუწვა საწოლში. ნანას შეაკანკალა ცივი სხეულის შეხებამ და წარბები შეჭმუხნა,მოიკუნტა და უფრო ძლიერად მიეკრო მირიანის ცხელ სხეულს. 12 საათამდე ინებივრა საწოლში, სამსახურში არ მიდიოდა და არც ნანა არ გააღვიძა, მაგრამ თავად წამოდგა, ფრთხილად ჩაიცვა და სახლი მანაც უჩუმრად დატოვა.
ნანამ გაიღვიძა და ნინი რომ ვერ დაინახა მის გვერდით შეშინებული წამოხტა და გულის ფანცქალით ჩაირბინა კიბეები, სახლში კი გელა და ნინიკო დამკას თამაშობდნენ და ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ.აბრუნდა მაღლა და ღიღინით მიალაგა ოთახი,მირიანის საძინებელშიც შევიდა და მიალაგა,ფანჯრები გამოაღო და გაანიავა ოთახი.შემდეგ სადილი მოამზადა,ნინი და გელა ასადილა კიდეც,თავად უთო ქონდა და ყველაფერი ლამაზად დააუთოვა. გელამ მადლობა მოუხადა და წავიდა,ნანა მირიანის დაუთოვებულ ტანისამოს ცალკე აწყობდა,სახლში მირიანი შეცვლილი სახით რომ დაბრუნდა. დამცინავად აავლო იქვე გაოცებულ მდგარ ნანას თვალი და ასევე დამცინავი ტონით უთხრა.
---ნორმალურად გრძნობ თავს?
---კი,კარგად ვარ,რა ხდება? შეეკითხა ნანამ.
---რა გეგონა ნანა. წუხელ ჩემთან უმწიკვლო ვარდის როლი გაითამაშე, არ დაფიქრდი,რომ ანალიზი შენი ორსულობის 5 კვირას გაამჟღავნებდა?
---რა თქვი? არ მესმის მირიან რას ამბობ, აქ რაღაც შეცდომაა.
---საკმარისია ნანა.მოეშვი თეატრის ჩატარებას და ისე ნუ აკეთებ,თითქოს არაფერი არ იცოდე და უცოდველი კრავი იყო.
---მართლა გეფიცები არაფერი არ ვიცი,ვერ ვხვდები რაზე ამბობ და რაში მადანაშაულებ.
---არ იცოდი?როგორი შესაცოდი ხარ ამ წუთში,სარკეში მაინც ჩაიხედე.აქ ორსული ქალების თავშესაფარი არ არის. ნანამ ანალიზის ფურცელი გამოგლიჯა ხელიდნ და მხოლოდ ქურთუკი მოიმცვა ისე გავარდა გარეთ.გასვლამდე კი მირიანს მიუბრუნდა და უთხრა.
---მე დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას,შენ კი თავდახრილი მომიხდი ბოდიშს. მეზიზღები,ვერ გიტან.ნანას თვალებში ახლა მართლა ზიზღი და სიძულვილი დაინახა,რომელმაც შეაშინა წამიერად.ჯერ იქ მივიდა იმ კლინიკაში სადაც ანალიზი აიღო და ყველას ბოდიშები ახდევინა. შემდეგ ქუჩებში იხეტიალა განმარტოვებით უნდოდა ყოფნა,მოსაღამოვდა ფიქრებში და დათოს დაურეკა,გაიგო სად იყო და მასთან წავიდა.დათო კარებში დახვდა და ნანამ ტირილით ჩაეხუტა.
---ცუდად ვარ,ძალიან ცუდად დათო.მისაღებში ბიჭები ისხდნენ და მათ შორის მირიანიც.ყველა გაოცებული უსმენდა დათოს და ნანას.დათომ გულში ჩაიკრა ნანა და წყნარად უთხრა.
---მიდი შენს ოთახში შედი.მარტო არავარ,აქ არიან ყველა,შემდეგ ვისაუბროთ მე და შენ.
---მომეხმარე,რომ აქედან შორს წავიდე, გავიქცე აქედან. მეზიზღება,ვერ ვიტან. ასეთი რამ როგორ გაივლო გულში,როგორ დამაბრალა.მე მას ვინ ვგონივარ.ნანა ხმამაღალი ხმით ტიროდა.აი ეს ანლიზის პასუხია მიუტანე რომ ნახოს და კარგად წაიკითხოს.იქ შეშლიათ და სხვისი პასუხი მიუციათ.მირიანს საშინლად მოხვდა გულზე ნანას სიტყვები,მაგრამ ჯერ უნდა გაარკვიოს რას ნიშნავს ამათი ასეთი სიახლოვე?დათომ საძინებელში შეიყვანა ნანა და საწოლში ჩააწვინა.მალე გამოვიდა და მირიანს მრისხანებით ანთებული თვალები შეანათა,არც მირიანი ჩამორჩენია სიბრაზეში და მანაც იგივე მზერა შეანათა.დათომ დამამშვიდებელი შეუტანა ნანას და შემდეგ კი მირიანის წინ დადგა.მირიანმა ვეღარ მოითმინა და პირველმა შეეკითხა.
---რას ნიშნავს ეს ყველაფერი დათო.რა კავშირი გაქვს შენ და ნანას ერთმანეთში.დათომ მირიანის წინ დადგა და წყნარად უთხრა.
---მირიან შენი შეცდომა ყოველთვის იცი რა არის? ძალიან ჩქარობ უდანაშაულო ადამიანი დაადანაშაულო. სანამ ადამიანს ცილს დასწამებ და შენი სისასტიკით მიწასთან გაასწორებ,ისე რომ სიკვდილს ანატრებინებ, იქნებ ერთხელ მაინც გეთქვა,გეკითხა მე საიდან ვიცნობ ნანას.საიდან მოვიყვანე ის შენს სახლში და თან ნინიკოსთან ალბად ვენდობოდი და იმიტომ ხომ? შემდეგ წამოდგა და საგულდაგულოდ შენახული ,,ქორწინების მოწმობა''დაუდო წინ და მირიანმა გაკვირვებულმა შეხედა ჯერ ბარათს და შემდეგ დათოს.ასევე გაოცებულები იყვნენ ბიჭებიც და ვერცერთი ვერაფერს ამბობდა, რადგან ახსნას დათოსგან ელოდნენ.დათო წამოდგა ნანას ოთახში შევიდა და დახედა,ნანას ჩასძინებოდა.შემდეგ ისევ ბიჭებთან დაბრუნდა და მირიანმა შეეკითხა.
---დათო რა ხდება არ ამიხსნი?
---ნანა მისი საკუთარი ქორწილიდან გამოიქცა მირიან და დახმარება მთხოვა.არ ვიცი რატომ და არ ვიცი როგორ,მაგრამ ის ჩემს მანქანაში აღმოჩნდა დედოფლის კაბაში და ისეთი ხმით მითხრა გამარიდე აქაურობასო,ვერ გავუძელი მისი თხოვნით სავსე თვალებს და დავეხმარე.მეორე დღესვე ხელი მოვაწერეთ,რადგან ის გადარჩენილიყო უსიყვარულო ქორწინებას. ახლა უკვე შევიტანეთ განქორწინებაზე საბუთი და ველოდებით პასუხს.ყველაფერი მოყვა იმ დღიდან დღემდე და ყველა გაოცებული უსმენდა.
---ეს რა გამოდის დათო ის ძებნილია?
---რატომღაც მას არავინი არ ეძებს,არადა საქმრო უცხოელი მილიონერი იყო და მან მილიონერს გამოექცა.
---ახლა მივხვდი რატომ მითხრა,ბარათი არ მინდა ხელზე მირჩევნია ფულიო.
---მართალია,ის იტოვებს იმდენს რამდენიც იცის დაჭირდება სახარჯოდ.,სხვა თანხა ჩემს სახელზეა ბანკში. საქორწინო კაბა ვასომ იყიდა 10,000-$-ად და მე ერთი თეთრიც არ მომიკლია იმ თანხისთვის,ასე რომ ძალიან შეცდი მეგობარო მის ნაადრევად შეფასებაში.ის აღარ დაბრუნდება შენთან,მე ვიცი მისი ხასიათი.აცადე,რამოდენიმე დღე და შემდეგ მეც დაველაპარაკები,თქვენც დაელაპარაკებით და ნინიკოს ხათრით და სიყვარულით ეგებ დაბრიუნდეს.
---დათო რატომ არ მითხარი აქამდე არაფერი..ხმაჩახლეჩილმა უთხრა მირიანმა.ის უკვე ძალიან ნანობდა მის ნაჩქარებად გამოტანილ დასკვნას,მაგრამ ყურებში ახლაც უწივის იმ ექთანის ხმა.
---გილოცავთ,თქვენი მეუღლე 5 კვირის ფეხმძიმეა.
---არ ვიცი,ალბად ასე უნდა მომხდარიყო.
---ნინიკოს რა ვუთხრათ?
---რამეს მოვიფიქრებთ,უთხარით რომ მალე დაბრუნდებათქო.
---რომ არ დაბრუნდეს?
---უნდა ვეცადოთ.
---დათო.მირიანმა რაღაცის თქმა დააპირა.მაგრამ ვერ შეძლო და ისევ დათომ მიუხვდა სათქმელს.
---შევეცდები,რაც შემეძლება, რომ გავაკეთო,გავაკეთებ.
---შემატყობინე როგორ იქნება.დათომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად,ბიჭები გააცილა და ნანას შეაკითხა.ის ძილში ჯერ კიდევ კრუსუნებდა და თვალებზე ისევ ქონდა შერჩენილი ცრემლების მლაშე სითხე. თხელი პლედი ამოუკეცა და თავად გავიდა ვახშამის მოსამზადებლად.კარებზე ზარი იყო და ეგონა ისევ მირიანი თუ დაბრუნდა,კარები გააღო და მის წინ ძალიან ლამაზი ქერა ქალბატონი იდგა და დათოს უღიმოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ინტრიგა დაგვიტოვე არა?კარგია იცო რომ იჩზუბენ,იქნებ მისი დაკარგვის შიშმა მაინც გამოტეხოს მირიანი.თუმცა ნანა შემეცოდა,რთულია როცა საყვარელი ადამიანი შენში ეჭვს შეიტანს.საინტერესოა ვინაა ის ქალი.მალე დადე რა.რა მოთმენს ახალ თავამდე
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვააიმე მალე დადე რა შემდეგი თავი ძალიან მაგარი იყო ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3  offline მოდერი zia-maria

blush მე თქვენ მაბედნიერებთ და უფრო დიდ სტიმულს მიღრძრავთ.მადლობა ჩემო გოგონებო. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№4 სტუმარი marina

zalian kargi iko mainteresebs lamazi kali datos sasole tua ase vpikrob.dauhkareee

 


№5  offline მოდერი zia-maria

blush მალე მოვალ,მალეეე. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent