შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა რახანია დადგა შემოდგომა!


23-10-2016, 20:25
ავტორი Kristy
ნანახია 2 000

წამის ფრაგმენტები მტვრიან წარსულიდან
აწმყოს უავდრობამ ლოდინს შეაჩვია,
ძველი ოცნებების გადმოსახედიდან
სიტყვის უკვდავება გრძნობამ შეარყია!

დღემდე მეშინია, როცა უძველესი
ამბები იღვრება გაყინულ ტუჩიდან,
ეულად აღმართულ მოაჯირს გავცქერი
იმ მონატრებული, პატარა ქუჩიდან...

დარდი ემღერება ნისლიან ჰორიზონტს,
სადაც მწკრივში დგანან გიგანტი ხეები
და წარმოსახვითი ფინალის გარეშე
იცვლება მომავლის ფერადი დღეები!

ვხედავ, ფიქრი ნიღბავს დახურულ დარაბებს,
მიჭირს უსაშველოდ ისევ ფეხზე დგომა,
თითქოს სიშიშვლეში ხეებს ვეჯიბრები,
როცა რახანია დადგა შემოდგომა!

ურცხვი უსიტყვობით გრძნობა დაიმეწყრა,
რადგან მოვიწამლე შენი სიყვარულით,
ჩვენ ერთ პოლუსზე ვართ, სხვები - მეორეზე
და ეს უდროობაც ქრება სინანულით,

თითქოს საიდუმლო კარის ფრაგმენტია
ჩემი მიკედლება სინათლის ნაწილთან,
რადგან ვერნათქვამი სიტყვების ამარა
ვზივარ ზურგშექცევით უფსკრულის ნაპირთან...

წამი მეფიქრება, როცა შემომიტევს
ისევ სიმარტოვე, სიყრმის ნაბიჯები,
ძველი ერთგულების მარტივ რღვევის ფონზე
ქრება უსაშველო გრძნობის ნაპირები,

ერთად იკრიბება წარსულის კადრები,
როცა თავს მახსენებს უნებლიე ნდომა
და წამს ვეფარები დროის შესაცვლელად,
როცა რახანია დადგა შემოდგომა!

მომავლის ბილიკზე ხიდად ნაშენები
ურჩი საძირკვლები შენი ხელებია,
ოქროსფერ მინდვრებში წვიმას მოყოლილი
მლაშე წყალმეტი კი ჩემი ცრემლებია,

ცარიელ ქუჩებში იმედებს დავეძებ
და ჭრაქიც თანდათან იცლება ზეთისგან,
ეულად შეგროვილ მბჟუტავი იმედით
მხოლოდ ერთს მოვითხოვ მაღალი ზეცისგან:

„ღმერთო, გევედრები, სული მიიბარე,
ქვეყნად ნუ დამტოვებ ასე უსახელოდ“
და დროს მოწყურებულ უენო მგზავრივით
სიტყვა მომაკლდება ისევ... უსაშველოდ...

წამზომის წიკწიკი აფრთხობს ძველ ოცნებებს,
უკვე გვიანია წამის გამოხმობა,
მე კი გაზაფხულის ფერებს ველოდები,
როცა რახანია დადგა შემოდგომა!



№1 სტუმარი Magda

ღმერთოოო, ამ ლექსს უბის წიგნაკშიც კი ჩქავიწერდი, რო მქონდეს laughing
მართლაა ძალიან მოომეწონა, საოცარი რამეა heart_eyes

 


№2 სტუმარი Guest ქეთი

ბრავოოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent