შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროლოგი (დაშანტაჟებული მკვლელი)


28-04-2017, 14:38
ავტორი Elene Panch
ნანახია 1 450

გვერდზე ჩავუარე ჩემს სამიზნეს, თუ 100 მეტრით მოშორებით გავლა გვერდზე ჩავლაა, რა თქმა უნდა. ვინ თამაშობს გოლფს 33 გრადუს სიცხეში, თუ არა ვინმე 50 წლის ფუქსით გაბერილი მილიონერი? ხელში მისთვის განკუთვნილი გოლფის ჯოხი მეჭირა, მაგრამ ახლოს მისვლა არ მინდოდა. ბოლოს მაინც გავემართე.

ოფლი წურწურით გამდიოდა. რატომ? იმიტომ, რომ მეცვა გრძელმკლავიანი მაისური და მაჯაში მინი-იარაღს ვმალავდი, სხვათაშორის სპეციალურად ჩემთვის დამზადებულს.

ჯოხი გავუწოდე და წამებში ძირს ეგდო, მე კიდე ვკიოდი :

– ვაიმე, სისხლი მოსდის! ჩქარა სასწრაფოში დარეკეთ?!

მოულოდნელად მისმა ორმა დაცვამ ხელი მტაცა, გადამაგდო და თავს დააცხრნენ მათ ბოსს. უკვე მკვდარს, რა თქმა უნდა. შოკური მდგომარეობიდან მომსახურე პერსონალმა გამომიყვანა, რომლის წევრი, ამჟამად მეც ვიყავი.

რა ვისწავლე იმ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც ვარ დაშანტაჟებული მკვლელი :

1. მიუხედავად იმისა, რომ მილიონერების უმეტესობას 10 სმ ქონი იცავთ, ტყვია მაინც აღწევს მათ ორგანიზმში – არა, ხომ ნამდვილად წარმოუდგენელია?!

2. მსახიობობა – ვესვრი თუ არა ჩემს სამიზნეს, პირველი მე ვკივი და პირველი მე ვხდები ცუდად.

3. ყველანაირი პროფესიის მორგება – დაწყებული მეხანძრიდან, დამთავრებული პრომო გოგონათი.

რჩევა ყველა მილიონერს :

თუ არ გსურთ, რომ მოკვდეთ, ნუ გახვალთ სახლიდან.

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? მოდი დავბრუნდეთ წელიწადნახევრით უკან.



№1  offline მოდერი MoonDaughter

შემოვედი და ისეთი პატარა ტექსტი იყო, გასვლა დავაპირე უცებ. მერე ვიფიქრე, ერთ წინადადებას წავიკითხავ მეთქი, ჯანდაბას :დ ჰოდა ჩავედი ბოლოში. არ ვიცი რატომ, მაგრამ დამაინტერესა... ^_^ იმედია შემდეგი თავები ასეთი პაწუკები არ იქნება, წარმატებები ^_^ <3

 


№2  offline წევრი Elene Panch

MoonDaughter
შემოვედი და ისეთი პატარა ტექსტი იყო, გასვლა დავაპირე უცებ. მერე ვიფიქრე, ერთ წინადადებას წავიკითხავ მეთქი, ჯანდაბას :დ ჰოდა ჩავედი ბოლოში. არ ვიცი რატომ, მაგრამ დამაინტერესა... ^_^ იმედია შემდეგი თავები ასეთი პაწუკები არ იქნება, წარმატებები ^_^ <3

მადლობა <3 საცდელად დავდე ეს შესავალი და რახან მოგეწონა დღესვე დავდებ შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი Guest nini nini

მომეწონა იმედია მალე დადებ შემდეგ თავებსაც ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent