ფსიქიკურობის შეშლილი მარში (12)
რაღაც უცნაური სიმღერების მოსმენა დავიწყე. არასდროს ვუსმენდი ქართველთა შემოქმდებას,მაგრამ იმდონემდე მომეძალა დეპრესია რო ვუსმენ შემდეგი შინაარსის სიმღერებს: „იძინებ იმედით არ გაგეღვიძოს ვერ შეამჩნიე როგორ წავიდა ყველა არ არის ძალა და ალბათ არც იქნება შველა გადმოსაყრელ ხალხს ფანჯრები აჩენს და ყველაფერს კარგს დრო გადაგაჩვევს“ და ეს ფრაზა აკუსტიკრად,გამაყრუებლად ისმის მთელს სახლში. მე კი ხელში ჩემი საყვარელი ლუდი „ჰეინეკენი“ მიკავია და ისე ვცეკვავ. თან დებილივით ვიცინი. მოკლედ დეპრესიული ფსიქოპატის ტიპური სახე გამოვლინებაა ჩემი ქმედება. ბოლო ხმაზე ვყვები მისამღერს, ვუფიქრდები სიტყვებს და მუხლებზე ვეცემი.ზარია.... ეს დამაგვირგვინებელი აკორდია თითქმის ყოველთვის ჩემი პათოსური შემიტევებისა. იქნებ წავიდეს ჰა? ვეკითხები ჩემს თავს მაგრამ კარზე ზარს „ბრახუნი“ იმატება. კარს ვაღებ და უცნაურ სურათს ვიღებ ჩემი და-ძმა და რელიგიის წამომადგენელი. ანუ მღვდელი,რომელსაც უკან ორი მხარ-ბეჭიანი კაცი მოჰყვებოდა. ისინი მიახლოვდებიან თოკებით, რომელსაც ხელში გრიხავენ, მე ნელ-ნელა ვიხევ უკან შეშინებული. ისინი კი მიმოიახლოვდენენ სწრაფად ,დამიჭირეს და დამაბეს. გაგიჟებული ვყვირი „შემეშვიით..მიშველეთ“ ჩემს ყვრილზე მეზობლები გამოვიდნენ. მამაო უბრუნდება მშვიდი სახით -შვილო ჩემნო ამ გოგონას ავი სული აქვს ჩასახლებული, უნდა გავდევნოთ მისგან. ჩემი ერთ-ერთი მეზობელი ჟურნალისტია, რომელმაც თავის ხმის ჩამწერი „დააძრო“ და დაიწყო მისებურად -ეს ყველაფერი არის ადამიანის უფლებების შეურაცხყოფა -შვილო ჩემო ეს ადამიანის სულის გადარჩენაა -სულის გადარჩენა? როგორ შეძლებთ მის სულის გადარჩენას. მისი დაბმით და მისთვის ლოცვების ბუტბუტით ? იქნებ ნაკურთხი წყლის შესხმით? ის ჩვეულებრივი გოგოა მას არ გააჩნია არანაირი ზებუნებრივი და საშიში. -ოჰჰოოო უწმინდურო და მამაოს თვალები გაუფართოვდა, მეკი ისტერიული სიცილი ამივარდა, ვიცონოდი გიჟივით დღემდე ვერ ვიჯერებ იმ მომენტში ჩემს თავს რა ხდებოდა. ამაზე ღვთისმსახური მომიტრიალდა და თვალებში ჩამხედა. -აქ არის ეს უწმინდური აქ არის! შეხედეთ მის სახეს როგორი ბოროტებაა. და ძალით შემათრიეს ოთახში კარი მიიხურა... გარეთ ჟურნალისტი მთელი ძალით ანგრევდა კარებს. „ასეა საჭირო შეეშვი“ იყო ბრბოს ძახილები გარედან -მოკლავენ,მოკლავენ! მხოლოდ ამას ამბობდა ის და ბოლოს გავიგონე ყრუ ხალხის ზუზუნი დანარჩენი და ამათმა წარმოდგენამ დაჰფარა. -ახლა ჩვენ ეგზორციზმი უნდა ვაწარმოოთ ანისია, რადგან თქვენში ჩასახლებულია დემონი. -ჩემში მხოლოდ ჩემი თავია ჩასახლებული -დღეს მე ვარ ეგზორცისტი, სასულიერო პირი, რომელიც სრულიად უფლებამოსილია რომ ეს გააკეთოს! ასე რომ ღმერთის, ქრისტეს და მთვარანგელოზის სახელით გიბრძანებ განვედ სატანავ! წამება იყო.... დაუსრულებელი ერთ და იგივე სიტყვები, ცხვირწინ აფარებული ხატები, თილისმები, ლოცვათა დასტები. ვუყურებდი როგორი შეშლილი სახით ცეკვავდნენ ჩემი და-ძმა. ვფიქრობდი ტყუილის ფსიქოლოგიაზე, იქნებ ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ დედაჩემი ყოველთვის რაღაცებს მიმალავდა ყოველთვის რაღაცას მიკრძალავდა და ამან გამოიწვია ის ფაქტი,რომ მეცრუა და გამომეგონა ემილი რომელიც ყველას ბოროტი სული ეგონა. -ემილი...ემილი გთხოვ მოდი დავიყვირე ბოლო ხმაზე. მამაო შეცბა. სახეზე შიშის მაგვარი ღიმილი გამოესახა. -ოოო განვედდდ (განაგრძო მისებურად) მე კი ვიგრძენი ჩემში ვიღაც როგორ ყვიროდა შორიდან . -ვინ არიის? რა უნდათ? თავი საშინლად ამტკივდა, იმდონემდე მტკიოდა რომ ლამის იყო თითოეული კაპილაპრი ჩამწყდომოდა თავის ტვინში. -მამაო,მგონი ჩვენ უკვე ვდევნით მას მესმის ჩემი „შამანი“ დის სიტყვები ღვითისმსახური კი ისევ უმატებს ლოცვას და მისებურად რაღაც გაუგებრობების ბუტბუტს. ცრემლები წამომცვივდა ტკივილისგან. გონებას ვკარგავ, ბოლოს კი კუთხეში რატის ვლანდავ. -მგონი გამოგვივიდა ჩამესმა უკანასკნელი სიტყვები. ისევ დრო დავკარგე...ისევ ისე ვარ როგორც იმ დღეს „დანაწევრებულთა ოთახის“ წინ მგომი. არ ვიცი რამდენი საათი გავიდა,მაგრამ ის ვიცი,რომ ჩემი თეატრის სცენარისტი და რატი ცდილობენ გვამების მჟავით დაწვას. გახევებული წამოვდექი! მაგრამ შემდეგ ისევ ისე დავეცი მუხლებზე -რა ჯანდაბა ხდება? -რა უნდა ხდებოდეს ანისია? ხომ ვერ გაუძელი რაღაც უაზრობებს და პატარა ბავშვით დაუძახე ემილის ახლა იწვნიე მისი ნამოქმედარი -მოიცა...მან მან ესენი დახოცა? -რა იყო გაუჭირდებოდა?! იყო რატის მოსევდო ხმა ვცადე წამომდგარიყავი მაგრამ ვერ შევძელი ძალა გამოცლილი ვიჯექი ჩემი მკვდარი და-ძმის გვამებთან და ვუყურებდი როგორი დანაწევრებულები იყვნენ. -მეჩვენება ხო ეს ყველაფერი? სიზმარია ჰომ? -შენ იმდენად დიდი ფანტაზიის უნარი გაქვს საყვარლო რომ მე და რატიც კი დამოუკიდებელ ადამიანებად ვთვლით თავს. -ანუ შენც არ არსებობ ხო? -გინახავს ოდესმე რომ ვინმეს გამოვლაპარაკებოდი, ვინმესთან მეცინა ან მესეირნა. ? ერთადერთი მხოლოდ შენთან -მე კი სოციოპატი მეგონე. უბრალად კარჩაკეტილი ადამიანი. -ასეთი მხოლოდ შენ ხარ. ბუნებით ნამდვილი სახით წყნარი და მშიშარა,რომელმაც გამოიგონა ეს სახეები. მკვლელი ემილი,პოლიციელი რატი და მე გაურკვეველი ადამიანი. საშინელებაა ხარ! არ ვაქცევ მის საუბარს ყურადღებას. ვიხრები ძირს დაგდებული ტელეფონისკენ. ვკრეფ ნომერს. და ვხედავ ორივე როგორ მიახლოვდება, სცენარისტი ნაჭერს ასველებს რაღაც ნივთიერებით და ზურგიდან მოპარვას ცდილობს. რატი კი ჯიქურ წინ მოიწევს ჩემსკენ მიყურებს ამღვრეული,გაბრაზებული თვალებით . წამისმეათასედ ნაწილში ვიგრძნობ ქლოროფილით გაჟღენთილ ნაჭერს ჩემს სახესთან და ვყვრი ბოლო ხმაზე -გაქრიით! ჩემი გონებიდან გაქრიით თვალებს ვახელ და სრული სიმშვიდეა. მხოლოდ გვამები. აღარანაირი წარმოდგენები,მოჩვენებები და გაორებები ნერვიულად ვკრეფ ნომერს -ერეკლე,ერეკლე! გთხოვ მოდი ჩემთან...ოღონდ რაც შეიძლება მალე, აღარ შემიძლია მეტის გაძლება. მჭირდება ახლა მეგობარი,რომელიც ბოლომდე გამიგებს,რომელიც გამცრის მე და ჩემს გონებას. მჭირდება ფსიქიატრი.გთხოვ მოდი შენ ხომ ამისთვის გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში რომ გადაგერჩინე. არ შემიძლია აქ ყოფნა მაშინებს ყველაფერი ჩემი თავის მეშინია გესმის ერეკლე?! ჩემი საზიზღარი თავის უბრალოდ გთხოვ მოდი ჩემთან... ჩემსას ..გთხოვ,გთხოვ და ბოლო ხმაზე ავტირდი, ძარღვებში თითქოს სისხლი გამეყინა დავკარგე მოძრაობის და საუბრის უნარიც კი -ანისია..ანისია ხმა გამეცი. ცოცხალი ხარ? ალოოო არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასეთი გაშეშებული,მაგრამ ის ვიცი რომ ერეკლემ და ჩემმა მეზობელმა კარი შემოტეხეს, სადაც მე მნახეს სრულიად დასისხლიანებული,თვალებჩაწითლებული თანამედროვე კაელისა და აბელის ისტოეია მეორდება. ერეკლე მომიახლოვდა და მთელი ძალით ჩამეხუტა -არაფერია მე დაგეხმარები მე გადაგარჩენ . ჩვენ მთავარია დავამტკიცოთ შენი უდანაშაულობა. ამ დროს ჩემს მეზობელში პატარა კარიერისტმა გაიღვიძა. ღმერთმანი როგორ მაღიზიანებს ასეთი ადამიანები. უბრალოდ ასეთი გულისამრევი ქცევებით, გხედავს შენ მკვდრების გარემოცვაში თითქმის საყვარელ ადამიანთან ერთად და ფოტო აპარატს იღებს და სურათის გადაღებას ცდილობს. მოწყობილობის მიერ გამონათებულმა სინათლემ თვალები საშინლად მომჭრა. ქუთოთოები მაგრად შევჭმუხნე და მთელი ძალით მივეკარი გულზე ერეკლეს. რომელსაც უცნაური რეაქცია ჰქონდა, თითქმის ხელი მკრა და მას მივარდა, მეზობელი ნელ-ნელა უკან იხევდა -არა...ვერ მოგცემთ,ეს შესანიშნავი მასალაა. ერეკლეს აღარაფერი უპასუხია. თავი გვერდულად ძირს დახარა, მძიმედ სუნთქავდა. ისეთი მომენტი იყო თითქოს სადაცაა გასკდებოდა, შემდეგ კი მის სახეზე იმდენი ლმობიერება და სინაზე გამოისახა, მეც კი დავმშვიდდი და გადამავიწყდა ყველა და ყველაფერი. თითქოს წამიერად რაღაც ბედნიერების მაგვარი ვიგრძენი.აღარც ჟურნალისტი იფარებდა სახეზე ხელებს და აღარც მალავდა კამერას. ჩემი ფსიქიატრი ნახევრად ჩემსკენ შემოტრიალდა და გამიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი იმდენად არაგულწრფელი იყო, რომ ვერც კი მოვახერხე იმის გაცნობიერება რაც მყისიერად ჩაიდინა. მხოლოდ მის ფეხებთან დაგდებულ ჟურნალისტს ვხედავდი, -შეეშვი...მოკლავ! მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი,რომ წამოდგა წელში გაიმართა, ოდნავ შეცბუნებული შევცქეროდი ამ სანახაობას. არ მეშინოდა მისი. ბოლოსდაბოლოს ემილის „გამოვუძახებდი“ და ის მოკლავდა მასაც. ამ შავ ძალით იუმორზე გამეცინა. არ შემოტრიალებულა ისე მკითხა მკაცრად შეცვლილი ხმით -რა გაცინებს? -არაფერი...რაღაც გამახსენდა -ანუ ესენი შენ არ განაღვლებს? ამდენი დახოცილი ადამიანი სულ ფეხებზე გკიდია? -არ ვიცი. არა მგონია. მართალია ისინი მე არ დამიხოცავს,მაგრამ ყველამ ის მიიღეს რასაც იმსახურებდნენ. შემოტრიალდა. სახე წაშლილი ჰქონდა. თუმცა ისევ იმ ლამაზისფრად უელავდა თვალები. ოჰ,როგორ მომინდა შევსულიყავი მასში და გამეცურა, როგორ მომინდა ჩემი რძისფერი კანი მის არაამქვეყნიური ფერის თვალებს შეხამებოდა. მასში გამეცურა. გულაღმა წამოვწოლილიყავი და მისი თვალებით დამენახა სამყარო, ასე მჯეროდა რომ მისი თვალებით უფრო ლამაზი და ნატურალურია ყველაფერი, ის რომ მე გიჟი ვარ უკვე ვადასტურებ ამ ფაქტს დარწმუნებული ვარ მისთვის არაფერს მნიშვნელოვანს წარმოადგენდა.ის დუმდაა...ამ დუმილში უფრო მეტად მომინდა მისი თხელი ტუჩებისთვის მეკოცნა. ვნების ალი მწვავდა. ხოლო ამდენი სისხლის დანახვაზე გონებრივი თავისას შვებოდა. -მოდი აქ ვუთხარი სევდა შეპარული ხმით. ის ნელი ნაბიჯებით და ჯოკერის მსგავსი ღიმილით მომიახლოვდა.მე ვეღარ დავმალე ცნობისმოყვარეობა და ანგარიშმოუცემლად ვიკითხე -მოკვდა? -არა ჯერ კიდევ სუნთქავს უბრალოდ გონება დაკარგა. ის მომიახლოვდა და ახლაღა შევამჩნიე მისი გასისხლიანებული ხელები. ჩემს ყელს ნელა ჩააყოლა ხელი. მკერდთან შეჩერდა და ისეთი ფერთა კონტრასტი მივიღეთ რომ ორივე ძალაუნებურად გავხევდით, ვნების აღმძვრელი წითელი დაუკითხავად გადადიოდა სისპეტაკის ფერზე და მის პატარა თითების ანაბეჭდს ტოვებდა. თითქოს თავს ძალა დაატანა და ისევ დაუბრუნდა საწყისს წერტილს. კისერში ხელი ისე მომიჭირა ვითომდა ჩემს დახრჩობას ცდილობდა და მსწრაფ ფეხზე წამომაყენა. იმდენად ახლოს ვიყავი მის ტუჩებთან რომ ანგარიშმოუცემლად ვაკოცე. ვკოცნიდი გამალებით მას კი ისეთი ვნებიანი ტუჩები ჰქონდა უფრო მეტად მინდოდა მას შევრწყმოდი. ბოლოს ხელი ქვევითკენ წაიღო.მუხლებამდე გაშლილი კაბა მეცვა,რომლის ქვეშ ხელები გველივით შემოაცურა. უცბად უხეში ხელი და თბილი სისველე ვიგრძენი.სიამოვნებისგან ტუჩზე ვუკბინე. ის შემეშვა და მკაცრი მზერით მკითხა -ცოლად გამომყვები? -არა! ვუთხარი გადაჭრით თან ისე რომ მის თვალებისთვის მზერა არ მომიშორებია,“არა“ ვიმეორებდი ამას ტვინში და სხვა არც ერთი სიტყვა არ მიტრიალებდა გონებაში -რატომ? -მე არ ვარ ის ქალი... ვინც სამსახურიდან მოსულს კისერზე ხელებს შემოგაბჭოს,ჩაგეხუტება დაღლილს დაგიკოცნის სახეს, თვალებს,ტუჩებს, შემდეგ მის გაკათებულ საჭმელს გამოგიტანს მთელი დღის ლაგებით დაღლილი გაგიღიმებს და გეტყვის,რომ უყვარხარ,რომელიც გეტყვის რომ ბავშები უნდა დააძინოს, მათ სჭირდებათ ახლა რაიმე კარგის მოყოლა ძილის წინ რათა ტკბილად დაეძინოთ, შემდეგ ადგება, ფეხების თრევით არ ვიცი ეს ფეხების თრევა დაღლილობისგან იქნება გამოწვეული თუ მშობიარობის შემდგომი გასუქებისგან, ცხადი ის იქნება,რომ შენ ზიზღით აღსავსე თვალებს გამომაყოლებ. თავიდან სქესობრივი კავშირო გვექნება კვირაში შეიძლება 7 ჯერაც შემდეგ კი მე ან თავი მეტკინება, ან შენ იქნები დაღლილი. არ მოგეწონება ჩემი დაღლილი სურნელი, დახეთქილი სხეული, შელახული მკერდი. გაიხსენებ ამ დღეს და ინანებ, დამწყევლი მეც რადგან დაგთანხმდი გაჩუმებული მიყურებდა, სიგარეტი მაოიღო ხელები უკანკალებდა, მოკიდება სცადა, ბოლოს რომ ვერაფერი განაწყო ძირს მოისროლა სიგარეტიც და სანთებელაც, გაგიჟებული წამოდგა ფეხზე, მკლავში ძლიერ ჩამავლო ხელი, ძალაუნებურად ფეხზე წამოვდექი -ანუ ასეა ხომ? ასე ვთქვათ შიშმა დამიარა მთელს სხეულში, უკან დავიხიე ბოლოს კი სხვა გზა არსად იყო კედელს შევრჩი, ის ჩქარი ნაბიჯით მომიახლოვდა მე, ჩემს გვერდზე კედელს მთელი ძალით დაარტყა მუშტი, გაქცევა დავაპირე და ჩამეხუტა, ისეთი გრძნობით რომ ჯერ არავინ არ ჩამხუტებია -მე შენ მიყვარხარ, ყველანაირი 1000 კილოიანიც მეყვარები, შენ ვერ წარმოიდგენ რა გრძნობაა გიყვარდეს ჯერ უნახავი ადამიანი, შეგიყვარდეს ჯერ მისი ხმა, მიმიკები, შემდეგ მისი მონაწერები, გაიგო რომ გიჟია, რომ მასში ყველაფერია ბავშვიც და დიდიც, ნახო და შეეხო მის ნაზ კანს.მე შენ მართლა მიყვარხარ -შენ ემილი გიყვარს, ეგ ემილია ეგეთი -შენ რა იცი მე რა მიყვარს. შენ ხარ ჩემი გოგო, ჩემი სათნო გოგო ბოლოს ორივეს სიცილი აგვიტყდა, -ანუ თანახმა ხარ? -ანუ არ ვიცი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.