შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამდვილი სიყვარული(6)


28-04-2017, 21:40
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 838

თავი 6

პროექტის წარდგენიდან რამდენიმე დღე გავიდა, მე და ნიკი კვლავ არ ვესაუბრებოდით ერთმანეთს, პატარა კამათი დიდ წყენაში გადაიზარდა. ბატონმა ზურაბმა მოულოდნელად ყველა დაგვიბარა, ჩვენთან პროექტის შედეგებზე უნდა ესაუბრა. ჩვენც დთქმულ დროს დეკანთან გამოვცხადდით, კაბინეტში გუგა დამხვდა მე მაშინვე მივესალმე და გადავკოცნე ის.
-გამარჯობა მარ
-პრივეტ გუგა, აქ რას აკეთებ?
-მაგას მალე გაიგებ-კაბინეტში დეკანი შემოვიდა
-გამარჯობა სერ, აქ რატომ დაგვიბარეთ? -მე თავი ვერ შევიკავე და შეკითხვა დავუსვი დეკანს
-თქვენი პროექტის წარდგენის შემდეგ, ლონდონიდან ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტი დაგვიკავშირდა და ერთი სტუდენტის და ერთი ლექტორის გაცვლით პროგრამაში ჩართვა გვთხოვა
-ეს მაგარია -დეკანს სიტყვის დამთავრება არ დააცადა ნინიმ, სიხარულისგან თითქმის ხტუნვა დაიწყო
-მოკლედ აქ იმიტომ დაგიბარეთ რომ კარგად შესრულებული პროექტისთვის მადლობა გითხრათ და კიდევ მარიამ მინდა გაცვლითი პროგრამით ლონდონში გუგასთან ერთად წახვიდე
-ეს უსამართლობაა, რატომ მარიამი?- ნინიში მეტოქეობის სურვილმა გაიღვიძა
-იმიტომ რომ ის შენგან განსხვავებით სხვის შრომას არ ითვისებს. აბა რას იტყვი მარიამ?
-ეს შესანიშნავი შანსია, სიამოვნებით მივიღებ ამ შეთავაზებას სერ
-ჰო მაგრამ... -ნიკმა სიტყვა არ დაამთავრა და ოთახიდან გავიდა
-სერ შეიძლება წავიდე?
-დიახ, დეტალებში გუგა გაგარკვევს -მე ნიკს დავედევნე, მიუხედავად იმისა რომ ვიკამათეთ მაინც მინდოდა მას დავლაპარაკებოდი
-რა დაგემართა ნიკ?
-როგორ თუ რა დამემართა ერთი წუთის წინ ერთ წლიან გაცვლით პროგრამას დასთანხმდი, თანაც ისე რომ ჩვენს ურთიერთობაზე არც კი იფიქრე
-მეგონა გაიგებდი, ეს უდიდესი შანსია ჩემი კარიერული წინსვლისთვის
-მარ უნდა დავილაპარაკოთ - გუგა მოგვიახლოვდა მე და ნიკს
-უნდა წავიდე ნიკ, ხომ გესმის უამრავი დეტალია შესათანხმებელი
-ახლა თუ წახვალ ხომ ხვდები რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდება
-მე ვერ გთხოვ ერთი წელი დამელოდო, მაგრამ ერთი რამ არ დაგავიწყდეს სადაც არ უნდა ვიყო ჩემი გული შენ გეკუთვნის
-მშვიდობით მარიამ -ნიკის ეს სიტვები უკანსკნელივით ჟღერდა, თითქოს ამით გამომეთხოვა და ჩეთან მეტჯერ საუბარს არ აპირებდა, და ეს სიტყვები მართლაც დამშვიდობება იყო. ორ კვირაში ყველაფერი მოვამზადე გამგზავრებისთვის, ამ ორი კვირის მანძილზე ნიკს ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მისთვის თითქოს უჩინარი გავხდი. ორი კვირის შემდეგ ყველა ჩემი მეგობარი მოვიდა აეროპორტში ჩემს გასაცილებლათ, თუმცა ნიკი არ გამოჩენილა, მე აეროპორტში დიდხანს ვიდექი იმის მოლოდინში რომ ის დასამშვიდობებლად მოვიდოდა თუმცა ამაოდ ის არ მოვიდა.-თვითმრინავში
-მიხარია რომ უარი არ თქვი -გახარებული სახით მითხრა ჩემს გვერდით მჯდომმა გუგამ
-რატომ უნდა მეთქვა უარი?
-მეგონა ის ბიჭი და მისი სიყვარული გადაგაფიქრებინებდა
-სამწუხაროდ არა, ეს ჩემი მომავალია -ეს სიტყვები სინანულით წარმოვთქვი, ახლა ამ წამს გავაცნობიერე რომ მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და ამ არჩევანმა შესაძლოა ჩემი ერთადერთი სიყვარული სამუდამოდ დამაკარგვინა.ლონდონში ჩასვლისას ჩემი ერთადერთი გეგმა ის იყო რომ სწავლაზე მომეხდინა კონცენტრირება თუმცა ეს არც ისე მარტივია, გუგა ყოველ წამს ცდილობდა ჩემი ყურადღების გაფანტვას, ლონდონში საღამოს ჩავფრინდით მიუხედავად იმისა რომ დაღლილი ვიყავი, გუგას დაჟინებული თხოვნით კლუბ Fabric-ში წავედით, ეს ლონდონის ერთ ერთი საუკეთესო კლუბია. მე და გუგა კარგად გავერთეთ დავინახე ამ ქალაქის ღამის ცხოვრების ხიბლი და გადავიღეთ არა ერთი კარგი ფოტო რომელიც მე ინსტაგრამზე ავტვირთე. -გამგზავრების საღამო, საქართველო. ღამის თორმეტი საათი. ნიკი ძალიან დამწუხრებული იყო ჩემი წასვლით და ამის დამალვა არც უცდია მისი ოჯახისთვის.
-ნუ ნერვიულობ რომეო ის სამუდამოდ არ წასულა -დაცინვით უთხრა ელიმ ნიკს
-სამუდამოდ არა ერთი, საშინლად გრძელი ერთი წლით წავიდა
-შეწყვიტე მოთქმა მე გაგაფრთხილე ეგ გოგო არ შეგეფერება თქო და მართალიც აღმოვჩნდი, ის ახლა ლონდონის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ერთობა პრანჭია ლექტორთან ერთად შენ კი აქ ტირი -სიცილით თქვა დევიდმა
-რას გულისხმობ? -ნიკი გააოცა დევიდის სიტყვებმა -ის ახლახანს გაემგზავრა
-თუ არ გჯერა შეგიძლია შენი თვალით ნახო-დევიდმა ნიკს ტელეფონი გაუწოდა და ჩემი ატვირთული ფოტოები აჩვენა
-მაგარია, მიმატოვა და ახლა სხვა ბიჭთან ერთად ერთობა
-თქვენ ორმა კარგად მომისმინეთ ის ჩემი მეგობარია მას კარგად ვიცნობ და ის ასე არ მოიქცეოდა
-აბა ამას როგორ ახსნი ელი -ნიკმა გაბრაზებულმა მიააჩეცა ტელეფონი ელის
-ყველაფერს აქვს ახსნა, ასე რომ გაბრაზებულ გულზე არ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება რომელსაც ინანებ - ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ნიკი ადგა და სასეირნოდ წავიდა, ხოლო ელიმ თავისი რისხვა დევიდზე გადაიტანა -რა დაგემართა, შეგეძლო არ გეჩვენებინა ფოტოები
-ელი შენ იცი რომ მარი ჩემი მეგობარიცაა მაგრამ ნიკი ჩემი ძმაა და მან უნდა იცოდეს როგორ ერთობა მისი გოგო სხვა კაცთან ერთად
-ასე არ მოხდებოდა ჩვენს ძვირფას ძმას მისთვის მოთხოვნები რომ არ წაეყენებინა
-აბა რა უნდა ექნა თვითმფრინავში ჩაესვა და გუგასთვის ჩაებარებინა?!
-ირონია არ არის საჭირო, ხალხს შორ მანძილზეც გამოსდის ურთიერთობა, ნიკმა კი გაგონებისთანავე ჩაიქნია ხელი
-არ ვიცი ელი, იმედია ყველაფერი მოგვარდება რადგან ეს ორი ერთმანეთის გარეშე თავს დაკარგავს
-ვიცი და სწორედ მაგის მეშინია -ნიკი გვიანობამდე სეირნობდა ქუცაში, მოულოდნელად გზად ნინი შეხვდა, გოგო რომელიც ყოველთვის იმას ელოდა როდის გაგვიფუჭდებოდა მე და ნიკს ურთიერთობა და ახლა მან ის მიიღო რაც უნდოდა
-საღამომშვიდობისა ნიკ
-გამარჯობა ნინი
-ნიკ მოწყენილი მეჩვენები მოხდა რამე?
-ამას როგორ მეკითხები ხომ იცი რომ მარიამი გაემგზავრა
-ჰო სულ დამავიწყდა, როგორ უძლებ უმისობას თქვენ ხომ განუყრელნი იყავით?
-მისგარეშე მე თავს დაკარგულად ვგრძნობ
-ნიკ მომისმინე მე შენს გვერდით ვარ, თუ მეგობარი დაგჭირდება შეგიძლია გვერდით მიგულო
-მადლობა ნინი
-არაფრის, გინდა ერთად გავისეირნოდ?
-კარგი - აქედან დაიწყო ის რაც არავის წარმოედგინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent