შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი მამაკაცი (IV თავი)


29-04-2017, 15:52
ავტორი სუად
ნანახია 1 209

ლაურა იდგა გაუნძრევლად . მეც აღარ დავაყოვნე და მასთან სწრაფად მივედი , მაგრად მოვეხვიე , როგორც მონატრებული , საუკუნე უნახავი წყვილი ...
-ლუის გამიშვი ! გამიშვი !
-კარგი, მაგრამ აგიხსნი ყველაფერს ...
-რა გაქვს ასახსნელი ?!
-მე სხვა ქალს გავხედავ ? შევიყვარებ ?
-ანუ ეგ იმის მანიშნებელია რომ... ყველაფერი გავიგე , ახლავე გაგეცლები !
ხელი სასწრაფოდ ვტაცე და სკამზე ძალით დავაკევე .
-მხოლოდ მომისმინე ! სამსახურს ვეძებ , ჩემი შემოსავალი როგორც შევამჩნიე, რომ ვერ გვყოფნის .ამიტომაც კარგი ანაზღაურება მჭირდება, რომ ჩვენი ახლად შექმნილი ოჯახი ვარჩინო . გასაგებია უკვე შენთვის ეს ყოველი ?
-აჰაჰაჰა ... ამ ქალაქში სამსახური სად უნდა იპოვო ? ფრანგები დაფასებულები აღარ არიან . კარგი, პროფესიონალი მომუშავენი იტალიიდან მოყავთ . ხომ ხედავ მრევლიც იტალიელია. თითქოს ფრანგები მეტად ცოდვილნი ვიყოთ ... რას ფიქრობ ამ ქალაქს რომ გავშორდეთ ? ეს სახლიც გავყიდოთ თავისი ავეჯით . მივატოვოთ ეს ქალაქი და პარიზში გადავიდეთ საცხოვრებლად ... პარიზში მეგობრები მყავს , თავშესაფარს ვიპოვით . შენ სამსახურს და შემდეგ ახალ სახლსაც შევიძენთ ... პარიზშივე დავიწერთ ჯვარს . ლუის რასფიქრობ ?
-არ ვიცი , ვიფიქრებ ამ თემაზე . რთულია დიდ ქალაქში ცხოვრება,მითუმეტეს პარიზი. როდესაც საფრანგეთის პოლიტიკაც შერყეულია , მისი დედაქალაქიც მყარად ვერ იდგება .
-ლუის , პარიზში ზღაპრული ცხოვრება გველოდება ... არ მინდა ამ ქალაქში ამოგვხდეს სული ! ჩემი ხომ გესმის ? აქ არც ნაცნობი, მეგობარი ან ნათესავიც არ მყავს . თავს მარტოსულად ვგრძნობ . პარიზში კი ყველაფერი გველოდება . შემიძლია ახლავე ჩემ მეგობარს წერილი გავუგზავნო , ძალიან გაუხარდება ჩვენი ნახვა და შენი გაცნობა .
-კარგი , რამოდენიმე კვირაში პარიზში წავალთ . მანამდე სახლის მყიდველს ვიპოვი . სამსახურიდან წამოვალ და ხელშეკრულებას გავაუქმებ . მატარებლით წავალთ , სამგზავრო ბილეთს მე თვითონ შევიძენ ამ დღეებში ...
-ოჰ... როგორ გამახარე . ახლავე შევატყობინებ მეგობარს ! მიყვარხარ ლუის
-მეც ...
ლაურა ყელზე მომეჭიდა, სახეზე სიხარული ძალზე ეტყობოდა . მე კი მიჭირდა ამ ქალაქის დატოვება , საკუთარი სახლის დატოვება . თუმცა საყვარელ ქალს უარს ვერ ვეტყოდი . ყველაფერი მისი ბედნიერებისათვის მინდოდა ...
შუადღით მოვემზადე და სამსახურში წავედი . მისვლისას მთავარი დირექტორი არ მინახავს . შეიძლება ეს კვირა ასე გაიწელოს და ლაურას როგორმე თავიდან ამოუვარდეს პარიზზე ფიქრები . წამოსვლის დროს უფროსი გამომესაურა იმის შესახებ, რომ დამაწინაურებდა . მე ძალიან გამიხარდა, გავიფიქრე სხვა სამსახურის შოვნაც აღარ მომიწევდა და ქალაქის დატოვებასაც თავიდან ავირიდებდი ... ახლაც ჩამესმის ის სიტყვები , უფროსის სიტყვები :
,,ლუის , შენ დაწინაურებული ხარ . ორმაგი დატვირთვისათვის მეტ შემოსავალს მიიღებ დღეიდან .’’
საღამოს ექვსი საათი იქნებოდა სახლში დაბრუნება როდესაც გადავწყვიიტე . გზაში ბევრი გამვლელი შემხვდა , შორიდან კი ვიღაც გაჰკიოდა ,,მიშველეთ! წყალი ! წყალი ახლავე! ’’ . ცოტათი როდესაც მივუახლოვდი, ისეთი კვამლი იყო ადამიანებსაც ვეღარ ვხედავდი . ქოხი იწვოდა ხის , ირგვლივ კი მისი ფერფლი და შავი ფერის ნატეხები ცვიოდა . კივილი ისევ მესმოდა ... შეღწევა ვცადე სახლში, მაგრამ გამიძნელდა, თვალები ჩამიწითლდა და თითქოს ეს ცეცხლი არათუ სახლს , არამედ მე მედებოდა . იქვე ჭა იყო , ვცდილობდი ჭიდან წყალი ამომეღო , ამოვიღებდი და ამაოდ ნაკლები მხვდებოდა . ბოლოს პერანგი გავიხადე, წყალში დავასველე და სახეზე ავიფარე . კივილი აღარ მესმოდა , მე კი გავიძახოდი ,,არის აქ ვინმე ?! ხმა გამეცით ! არის აქ ვ... ? ’’ . ყელში თითქოს კვამლი გამეჩხირა , ყელსაც და თვალებსაც მიწვავდა . ადამიანს სახლში ვერ ვპოულობდი . იქნებ უკვე ის აღარ არის ? ცეცხლი მოსდებოდა მთელ ქოხს ... ბოლოს სამზარეულოში შევაღწიე და ეს ვიღაც , რომელიც კვამლში ვერ გამერჩია ქალი იყო თუ კაცი , სამზარეულოს მაგიდის ქვეშ გათიშული, გონებდაკარგული იწვა . სახეზე როგორც პლასტმასას შეეება რაიმე ცხელი, აი იმავე სახის დამწვრობა აჩნდა .როდესაც უფრო ახლოს მივუახლოვდი ქალი იყო . სასწრაფოდ გამოვიყვანე სამზარეულოდან და ამ დროს კარებზე ხის ბოძი ჩამოვარდა. გასვლას ვეღარ ვახერხებდი . შანსიც აღარ არსებობდა , ამ ცეცხლში მეც დავიფერფლებოდი . უკან მოვიხედე და ფანჯარა შევამჩნიე , ფეხით ვცდილობდი მინა გამეტეხა, ხელები დაკავებული მქონდა . სუნთქვა ძალიან მიჭირდა . ვცდილობდი მეტი არ შემესუნთქა ეს დამწვარი , მოწამლული ჰაერი რომელიც მგუდავდა . მინა გავტეხე და ეს ქალი გავიქნიე დიდი ძალით . გარეთ ხალხის ხმაური მესმოდა , მე კი გამოსვლას ვიბრძვოდი . ვინმე არ მეშველებოდა, ყველანი იმ ქალთან მივარდა . მეც ვცადე ფანჯრიდან გადმოვმხდარიყავი, მაგრამ ცეცხლი მაშინებდა. ბოლოს ეს ცივი ტილო ფეხებზე გადავიკარი , უკან დავიწიე და მთელი ძალით ფანჯრიდან გადავეშვი მიწაზე . ფეხზე წამოდგომასაც ვეღარ ვცდილობდი...შემდეგ ვიღაც კაცები მოვიდნენ და სახლიდან მომაცილეს . მოშორებით დამსვევ და ღმად ვსნუნთქავდი , ცოტათი მოვჯობინდი . უკვე გვინი იქნებოდა , ქუჩაში ბნელოდა და სახლში წასვლა გადავწყვიტე . იმ ქალის ბედი არ მიკითხია , გავიგე, რომ გადარჩენილა და გონებაზე მოუყვანიათ .
სახლში მისულს ლაურა დამხვდა შესასვლელ ოთახში , რაღაცაზე გაბრაზებული იყო ... არაფერი არ მიკითხავს . რაღაც კითხვებს მისმევდა , თუმცა ყურადგღებას ვეღარ ვაქცევდი. სააბაზანო ოთახში შევედი და თავს ვიწესრიგებდი . კვამლის სუნით გაჟღენთილი იყო ყველაფერი ჩემში . ლაურა სააბაზანოს კარებთან იდგა და მელაპარაკებოდა ...
-ლუის , მალე გამოხვალ ? რა მოხდა ? სად იყავი ?
-მოიცადე ...
კარები გავაღე და გამოვედი , ლაურა კი უკან მომყვბოდა . სკამზე დაჯდომა ვთხოვე და ყველაფერი ვუამბე .
-მოკლედ ... სამსახურში მივედი და დირექტორმა დამიძახა , როდესაც მასთან მივედი დამაწინაურეს. ამჯერად ორმაგს გადამიხდიან...შემდეგ...
-დაგაწინაურეს ?! რა ბედნიერებაა ! როგორ გამიხარდა, ანუ მალევე წავალთ აქედან.
-ამ ამბავს გაგრძელებაც აქვს და ნუ მაწყვეტინებ...
უხეშად მივუგე...
-კარგი. განაგრძეთ!
- სამსახურიდან როდესაც წამოვედი, გზაში ხალხი იბნეოდა და შორიდან კვამლი მოდიოდა...
-კვამლი ? რა მოხდა ლუის ?სახლი იწვოდა ? რა მოხდა ?!
-იქნებ დამასრულებინო და მომისმინო . გაიგებ რაც მოხდა .
-კარგი...
-დიახ , პატარა ქოხი იწვოდა . ირგვლივ მხოლოდ ქალბატონები იყო და შეღწევას ვერ ბედავდნენ . მე კი პერანგი გავიხადე , დავასველე და კარებიდან სახლში შევაღწიე . მანამდე სახლიდან კივილის ხმა მესმოდა, შემდეგ კი გაწყდა . ძებნა მომიხდა და ძლივს ,
სამზარეულო ოთახში, მაგიდის ქვეშ გონება დაკაგული ქალი ვიპოვე . ხელში ავიყვანე და ფანჯრის მინა გავტეხე . შემდეგ კი ისიც გადავარჩინე და მეც გადავრჩი...
-ნუთუ სახანძროს ვერ დაუკავშირდნენ ? აქვეა , ვინმე მაინც მისულიყოო და განეცხადა. სიცოცხლე სამფრთხის ქვეშ ჩაიგდე . ვაი თუ შენც სუნთქვა შეგკროდა ...
-ლაურა , ნუ ფიქრობ ასეთ სისულელეზე. მე ის გადავარჩინე ... მორჩა , ახლა შეგიძლია წახვიდე და ტკბილად დაიძინო!
-სიმართლე რომ გითხრა შეიცვალე ...

-მე შევიცვალე ? ისევ რაიმეს მეუბნები ? იქნებ დაუფიქრდე რას ამბობ . ყველაფერს ვცდილობ, რომ რაღაცით მაინც გასიამოვნო, შენ კიდე გაიძახი ,,ლუის შეიცვალე ! ’’... მეც მოვდივარ, წადი დაიძინე . დავივიწყებ ამ სიტყვებს , მაგრამ მეორედ ნუღარ გაიმეორებ კარგი?
პასუხი კი არ ჩანდა ... მძიმე ფეხის დარტყმით ავიდა კიბეზე , მეც ცოტახანს დავფიქრდი და ავირბინე კიბე . საძინებელში შევედი და დავწევი დასაძინებლად . ტკბილი ძილი მაინც ვუსურვე , ის კი ხმასაც არ მცემდა . როგორი ამაყია ეს ქალი და თავდაჯერებული ...
მეორე დილით ადრე გავიღვიძე, როგორც ყოველთვის ხდება ადრე მე ვიღვიძებ. კვირა დღე იყო და სამსახურში არ მიმეჩქარებოდა, უფრო სწორედ რომ ვთქვათ დღეს სამსახური არ მქონდა . შემეძლო პარკში წავსულიყავი და ლაურაც თან წამეყვანა . იქნებ როგორმე ხასიათზე მოსულიყო და როგორც მაშინ , ისევ მიღიმოდეს . სახეს უმშვენებს ღიმილი , სიცილი, მხიარულება . ცრემლებიც კი , მის ლამაზ სახეს ყველაფერი უხდება . ვაღმერთებ ამ ქალს და მიყვარს მისი სიჯიუტე , სიბრაზე . მხოლოდ რამოდენიე დროით ...
ლაურას გაღვიძებას ველოდებოდი და სამზარეულოში ყველაფერი მოვამადე. ბაზრობაც აქვე იყო და ნამცხვრებისასთვის გავედი , რომ ჩემი ქალწული გუნებაზე მოსულიყო. ფრანგული კრუასანები ვიყიდე და სახლში დავბრუნდი . კარები როდესად გავაღე სასწრაფოდ ეს ყველაფერი მაგიდაზე დავაწყე და ლაურას დავუძახე . მაგრამ ამაოდ , მას ან არ ესმოდა, ან ძინავდა ან კიდე ისევ გაბრაზებული იყო . ავედი ოთახში და ფარდები გავწიე , მზის სხივებ მაინც მომეშველებიან გაღვიძებაში მეთქი . მივედი და მოვეხვიე ძლიერად . მან გაიღვიძა და თვალი არ გაუხელია სასწრაფოდ სამზარეულოში ჩავარბენინე...
-კი მაგრამ ლუის , რახდება ?
-არაფერი ისეთი ჩემო დედოფალო, დღეს უქმე დღე მაქვს , გადავწყვიტე დღე ბედნიერად გავატაროთ . ხოდა ეს დილაც ბედნიერებით იწყება ...
-ამ ყუთში რა დევს ? შეიძლება ვნახო ?
-როგორ არა , თუ გინდა ჭამე .
გამეცინა , და მას შევსცქეროდი , ჩაიც მოვამზადე და გვერდით დავუდე , ტკბილეულობებიც მოვიტანე და ვუყურებდი როგორ ათვალიერებდა ყოველივეს .
-ლუის , მოდი დაჯექი ... ერთად მივირთვათ .
-კარგი , შენს გვერდით დავჯდები .
-რათქმაუნდა, მოდი .
გონებაში ვფიქრობდი , ალბად დაავიწყდა გაბრაზება , წყენა . მე ისევ ის ლაურა მიბრუნება. წერილი ავიღე და მას მივაწოდე ...
-ეს რა არის ლუის ?
-სანამ კითხვას დასვამდი მანამდე გენახა .
მე ისევ ხუმრობით ვპასუხობდი...
ლაურამ როდესაც წერილი საგულდაგულოდ გახსნა , კივილი დაიწყო . თითქმის ატირდა. ეს სიხარულის ცრემლები იყო ...
-დიახ ! დიახ ! ცოტა დრო დაგვჩა მხოლოდ ... ყველაფერს მოვაგვარებ, გპირდები .
-ლუის ამ ერთ კვირაში ჯვარს ვიწერთ ! ლუის ! უბედნიერესი ვარ , უბედნიერესი ჩემო სიცოცხლევ !
-მანამდე მომზადება გვმართებს , ყველაფერი ტრადიციების შესაბამისად იქნება . შენ თეთრი კაბით მოხვალ, მე კიდე მამაკაცის კოსტიუმით . ვარდებს ვიყიდი და მთელ ქალაქს გავაფრთხილებ, რომ სანიშნოდ თავს მოგვაპნიონ ვარდის ფურცლები . იცი რას გპირდები ?
-რას ლუის ?
-რომ სიცოცხლის ბოლომდე შენთან ვიქნები.
-მეც ლუს , არასოდეს გიღალატებ , მუდამ შენთან ვიქნები ...
- მოდი დღეს პარკში გავისეირნოთ, შემდეგ კი სადედოფლო კაბები დავათვალიეროთ . შენ
რომელიც მოგეწონება ის ვიყიდოთ . თანხას კი მე შევუთანხმდები, მთავარია შენთვის სასურველი რომელი იქნება .
-ახლა კი მშიერი ვარ ნამდვილად, შენც ჭამე, მოგშივდებოდა.
დილით საუზმე მივირთვით ერთად . განსაკუთრებულად თბილი და ტკბილი დილა დაიწყო. ახალი დღე ჩვენს ცოვრებაში . შემდეგ ლაურას წერილების, მოწვევის ბარათების დამზადებაში და დაწერაში ვეხმარებოდი. თავის მეგობრებს უგზავნიდა პარიზში . თუმცა მე? არა მე ვერ გავბედავ და ვერ შევატყობინებ მამას , მან მაიძულა დედა ჩემს ხელში ჩავარდნილიყო და თავი მოეკლა. ეს გაუგებრობა იყო . ძმებმა შემიძულეს , როდესაც მდინარის პირას თავს ვიკლავდი . მათ იმის გამო შემიძულეს რომ, მათთვის გაგზავნილი სიკვდილი დედას მოხვდა გულზე ! ისინი კი ჩემს მოკვლას აპირებდნენ . ვფიქრობ ამაზე და წარმოდგენაც არმინდა, როგორი გაურკვევლობა მოხდა. ადამიანები ცოდვილები ვართ . როდესაც ვიბადებით უცოდველები და როდესაც ვკვდებით . ცოდვა სიცოცხლეშივე, ადამიანის განვითარების პერიოდიდან იწყება და არასდროს არ ჩერდება მისი თითქოსა ფაბრიკული ,,წარმოება’’ ... მე ცოდვილი ვარ ... ხოლო უცოდველი არავინ არ არის ! ლაურამ იცოდა იმის შესახებ, რომ მე ნასამართლევი ვიყავი . ამას არც კი უფრთხოდა . იცის რომ მიყვარს და თავსაც გავწირავ მისთვის. მთავარია მასაც ვუყვარდე სიცოცხლის ბოლომდე . მე კი ყველაფრის პატიებას შევძლებ , ერთადერთის გარდა - ეს ღალატია . ადამიანი როდესაც გიიცქერის ხვდები, რომ ტყუის და გიმტკიცებს რა როგორ მოხდა . ტყუილს გიხსნის , ის არარაობაა ... მე ასე ვთვლი . მე ვარ ცოდვილი და არა მოღალატე კაცი .



№1  offline წევრი ლაილა

ესეიგი, წავიკითხე ოთხივე თავი, საინტერესო და განსხვავებული ჩანს, ინტრიგაც დევს. რაც მთავარია ჩემთვის საინტერესო თემაზე წერ, უმეტეს მოთხრობებში ამბავი ქორწინებით სრულდება, ან მხოლოდ ძალით დაქორწინებულების ამბებია აღწერილი. ამ ისტორიაში კი რეალურ ოჯახურ ურთიერთობას და პრობლემებს ვხედავ, საინტერესოა როგორ განავითარებ მოვლენებს.
ახლა რაც შეეხება შენიშვნებს, იმედია არ გეწყინება. რამდენიმე შეცდომა მომხვდა თვალში და იმედია გაითვალისწინებ, უბრალოდ მომწონს ისტორია და მინდა გრამატიკულად გამართული და დახვეწილიც იყოს კარგ შინაარსთან ერთად. მაგალითად : შეცდომათ-შეცდომად, ალბად-ალბათ, მივხმარებულიყავი- მივხმარებოდი, ძინავდა-ეძინა. იმედია გაითვალისწინებ <3 წარმატებები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent