დაშანტაჟებული მკვლელი 1
1. არ ეწვიოთ 24 საათიან მაღაზიას ღამით - ეს მახეა! გამარჯობა! მე ვარ ლილი, 17 წლისა და სამი თვის. ამჟამად ვმუშაობ ჩემს საძინებელ ოთახში. პროფესია – ძილი. ასევე მაქვს აურაცხელი ჰობი, რომელთა დასაბამია, რა თქმა უნდა – ძილი. სკოლაში არ გამოვირჩევი არც სწავლით, არც სოციალური ცხოვრებით ე.ი არ მყავს მეგობარი. სახლში ვცხოვრობ დედასთან და ძაღლთან ერთად. დედას ბელა ჰქვია, ძაღლს – კანიე, რადგან კანიე ვესტის დიდი ფანი გახლავართ. ვარ საშუალო სიმღლის და მაქვს ნორმალური წონა, მიუხედავად იმისა, რომ „ვჭამ ღორივით და მძინავს დათვივით“ – ამ სიტყვების ავტორი დედაჩემი გახლავთ, ბრძენი ქალია. ასევე გამოვირჩევი უჩვეულობით – მიყვარს ღამის სამ საათზე გაღვიძება და გავლა 24 საათიან მაღაზიაში, რომელიც ქუჩის კუთხეშია და მუდამ მოეპოვება ჩემი საყვარელი „ჩუპა-ჩუპსი“. ეხლაც ამ მაღაზიისკენ მივემართები. დილის ოთხის თხუთმეთი წუთია, მაგრამ აქა-იქ ისმის მანქანის ხმა და ქუჩაც განათებულია – ანუ არ მეშინია. მაღაზიაში შევაბიჯე და ნაცნობ მოლარეს მივესალმე, რომელსაც ძინავს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ „ჩუპა-ჩუპსი“ მინდა, მაინც ინტერესით ვათვალიერებ დახლებს. ბოლოს, დავბრუნდი სალაროსთან, სადაც განისვენებს ჩემი სანუკვარი ტკბილეულობა და ავიღე 5 ცალი „ჩუპა-ჩუპსი“ : სამი – მარწყვის, ორი – ფორთოხლის. მოლარე გავაღვიძე, ფული გადავიხადე და 2დოლარითა და 50 ცენტით ღარიბმა დავტოვე შენობა. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს შავი მინი-ვენი იდგა. შევეცადე, რომ არ შემემჩნია და კანფეტის წუწვნით გავუდექი გზას. ოთხი ნაბიჯი რომ გადავდგი, მაჯაში ვიღაცამ ხელი ჩამავლო და საფეთქელთან რკინა მომადო. „ღმერთო, ოღონდ ეხლა არ მომკლა და ჩემს ძაღლს სახელს გადავარქმევ.“ – სასოწარკვეთილმა გავიფიქრე და საკივლელად მოვემზადე. პირი გაღებულიც არ მქონდა, რომ ვიღაცამ მძიმე იტალიური აქცენტით მითხრა : – დაიკივლებ და ამ პისტოლეტს გაჭმევ. ნერწყვი გადავყლაპე და გაჩუმება ვამჯობინე. უკნიდან მიჯიკა და სულ ასე ჯიკავ-ჯიკავით მიმიყვანა მანქანასთან. კარი გააღო და გრაციოზულად შემსვა მანქანაში. ჩემი სახე დელიკატურად დაეფინა ფეხის ხალიჩაზე. სხვათაშორის, საინტერესო პოზაში ვარ. თავისუფლად შემიძლია ჩავანაცვლო სირაქლემა ცხოველთა ენციკლოპედიაში. – გასწორდები, თუ გაგასწორო? – მომესმა უკვე ნაცნობი ხმა, რომელმაც დაიღრინა. ფართხაფურთხით გავსწორდი, ვარცხნილობა შევისწორე, რომელმაც ყველანაირი ხიბლი დაკარგა და ფართო თვალებით მივაშტერდი ორ კაცს. ორივეს შავი შარვალ-კოსტუმი ეცვა, ეკეთათ შავი „რეიბანები“და აშკარად არ იყვნენ აქაური მოსახლეები. – რა გინდათ ჩემგან? – წავიკნავლე და ძალიან ბანალურად ჩამესმა ეს სიტყვები. თითქოს საშინელებათა კინოში ვიყო! მეორე, უფრო მეგობრული სახის კაცმა შემათვალიერა. ასე 48 წლის იქნებოდა, კარგად შენახული. თავდაჯერებულობა დამეკარგა, მიუხედავად იმისა, რომ არც კი გამაჩნია. ჩემზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნული ვარ, რადგან ნებისმიერი რიცხვი ნულზე გამრავლებისას ნულია. – კოზა ნე პენსი მარკუს? ე ადატტა? (რას ფიქრობ მარკუს? შესაფერისია?) – გამოელაპარაკა ის ჩემს გვედზე მჯდომს, რომლის სახელიც, როგორც მივხვდი – მარკუსია. დანარჩენი ვერ გავიგე. მარკუსმა ეჭვის თვალით გადმომხედა და თავი დაუქნია. – თარგმანი არ მეკუთვნის? – ამოვიდუდუნე მე და მალევე ვინანე. მარკუსმა სილა მტკიცა, თანაც ისეთი, რომ 1 წუთის განმავლობაში სულს ვღაფავდი. როდესაც სუნთქვა დავარეგულირე, ტკივილი ვიგრძენი. მემგონი ყბის ძვალი გამიბზარა ამ არაადამიანმა. – რასაც გეტყვით იმას გააკეთებ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენს ოჯახთან ერთად ჩაგაძაღლებთ. – მითხრა მარკუსმა. არა, აშკარად მეტაფორულად მესაუბრება, თორემ ჩაძაღლება ბიოლოგიურად შეუძლებელია. – ბოდიში, მაგრამ ჩაძაღლებაში რას გულისხმობთ? – ჩურჩულით ვკითხე და ყბაში ტკივილი გამიუარესდა. მოტეხილია ეს ძვალი, გაბზარული კი არა. – ტეზორო (საყვარელო), სიკვდილს, – ნაზად გამომეპასუხა მეორე მამაკაცი და სანამ მე შოკურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, დაამატა, – მაგრამ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაგვემორჩილები. მე სწრაფად დავუქნიე თავი და მოლოდინით შევხედე. წესით, მე და მარკუსი უკვე სულიერად უნდა ვიყოთ შერწყმულნი და უნდა ხვდებოდეს ჩემი მზერის არსს, რადგან მე კვლავ ვგრძნობ მისი მძიმე ხელის გავლენას ყბის მარჯვენა მხარეს. მოლოდინები გამიმართლდა და მარკუსი ალაპარაკდა. – შენ იმუშავებ ჩვენს მკვლელად, – მომახსენა მან, – მოკლავ იმას, ვიზეც მიგანიშნებთ და მოკლავ ისე, რომ არ დატოვებ კვალს. – რა თქმა უნდა, – თავს ვუქნევ სერიოზულად, – ამას ადვილად გავართმევ თავს. მარკუსი თვალებს ატრიალებს და აგრძელებს : – დავალებას თუ ვერ შეასრულებ, ჩათვალე რომ მკვდარი ხარ. – მე მარკუსის სიტყვებზე ჟრუანტელი მივლის და თავს კვლავ ვუქნევ, მაგრამ ნაკლებ ენერგიულად. უცებ, ვგრძნობ, რომ ძილი მერევა. აი, დაიხუჭა თვალები და მალე გადავეშვები სიზმრების მორევში და ხვალ ეს ყველაფერი არ მემახსოვრება, რადგან მარკუსის სილას შესწევს უნარი, რომ ტვინის შერყევა დამმართოს. ალბათ დამემართა კიდეც. საბოლოოდ უნდა გავითიშო, მაგრამ ვინ დაგაცლის? ახლა ყბის მარცხენა მხარე არის დისლოკაციის საფრთხეში. მარკუსმა მორიგი სილა მტკიცა და თვალები დამაჭყეტინა. – ერთხელაც თუ დამარტყავთ, კოორდინაციის უნარი დამეკარგება და სამიზნეს მაგივრად, ალბათ ტყვია თქვენ მოგხვდებათ. – გაუაზრებლად ვეუბნები მას და მესმის სიცილი. ის კეთილი კაცი იცინის. ოღონდ კეთილი მარკუსის ფონზე. – მართალია, მარკუს, – გამოელაპარაკა ის, – დალურჯებულმა თუ იარა, ყურადღებას მიიქცევს. დაასრულე სათქმელი. მარკუსი კვლავ იღრინება და კოსტუმის შიდა ჯიბეში ხელს ყოფს, საიდანაც ამოაქვს პატარა, საყვარელი იარაღი. სათამაშოს გავს და იმედია არის კიდეც. – ეს შენი პისტოლეტი იქნება, – მეუბნება მარკუსი, – ჩარტერ არმსის მოდელია და სპეციალურად დამზადებული ტყვიები აქვს, რომ არ ამოგვიცნონ. ფრთხილად ვართმევ პისტოლეტს და ვაკვირდები. უსაფრთხოება ჩართული აქვს ე.ი არ გამივარდება. საკმაოდ მძიმეა. დღეიდან მას ვუწოდებ მინი-იარაღს! სახელიც ასეთი უნდა – კრეატიული და ორიგინალური. – იცოდე, თითო გასროლით უნდა მოკლა სამიზნე, – მიბღვერს მარკუსი, – ხმა ჩახშული აქვს, ამიტომ შენ არავინ გამოგხედავს. მთავარია, არავის დაანახო. თავი იმდენჯერ დავუქნიე, რომ კისერი დამეღალა. მანქანა დაძრეს და 2 წუთში ჩემი სახლის წინ ვიყავით. დამემშვიდობნენ, მარკუსმა დამაშინა და სახლში ამიშვეს. – კარგად დაიძინე ამაღამ, ხვალ საქმე გაქვს. – მომახსენა მარკუსმა და მანქანა დაიძრა. სახლში ჩუმად შევედი, ჩემს ოთახში შევიძურწე და საწოლზე მივეგდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.