ცხოვრება გრძელდება _სრულად _
მხოლოდ ერთი სახლიმინდა ტყეში რომ მუდამ ბუხრის წინ ვიჯდე და წიგნს ვკითხულობდე,ვეღარ ვიტან ამ უჰაერობას და ამდენი თვალთმაქცი ხალხის გარემოცვაში ყოფნას რომელთაც თითქოს უყვარხარ. არასდროს მიყვარდა კლუბში და გასართობად სიარული, ყოველთვის ბევრ საყვედურს ვისმენდი ამის გამო საკუთარი მშობლების მხრიდანაც კი. ახლა კი მინდა მოგიყვეთ ჩემი ცხოვრების იმ გზებზე რომელიც სრულიად განსხვავებულად მიდიოდა თანატოლი გოგონეისაგან განსხვავებით. ჩვეულებრივი მოზარდი ვარ თექვსმეტი წლის, მქვია ანნა, გრძელი მუხლებამდე შავი თმითა და ცისფერი თვალებით, როგორც უკვე გაიგეთ ჩემი ჰობი კითხვაა და მიყვარს სიწყნარე, არ მიყვარს როცა გარეთ გავდივარ, ეს ქალაქი უდიდეს ციხეთ მეჩვენება რომელსაც თავს ვერავინ აღწევს, ყველა მხოლოდ იმისათვის იბრძვის რომ ნორმალური სამსახური ჰქონდეს და მოსაწყენ კაბინეტში არაფრის მომცემი თეთრი ფურცლები აფრიალოს. მიყვარს სპორული სტილი და სამიზომით დიდი ტანსაცმელი, ვუსმენ რეპს და მიყვარს ჰიპ-ჰოპის ცეკვა მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს ოთახში. - რას წერ? კარი სწრაფად გაიღო და ჩემი დაქალი ელენა შემოვიდა. - სეთს არაფერს უბრალოდ ვჯღაპნიდი, შენ როგორ ხარ რას შვები? კალამი და დღიური ბუხრის თავზე დავდე და ხელებგაშლილი გავიქეცი ელენასკენ, მაგრად ჩავეხუტე და ოთახში შემოვიპატიჟე. მხოლოდ ისაა ერთი ადამიანი ვისთანაც თავს ისე ვგრძნობ თითქოს საკუთარ თავს ვხედავდე სარკეში., როცა ელენა გავიცანი ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იყო, მხიარული და ძალიან ენერგიული ვიყავი. ასეთი მას მერე გავხდი რაც მამა აღარ მყავს, დაახლოებით ორი წელია რაც ასე ოთახიდან ოთახში დავდივარ. მის გარეშიე თითქოს ყველაფერი შავ- თეთრია, მახსოვს როგორ კამათობდნენ დედა და მამა უაზრო თემებზე ხუმრობით და მერე მთელი ოჯახი ერთად როგორ ვიცინოდით, როცაის სახლში შემოდიოდა მუდამ ჯერ სიმკაცრე და შემდეგ სიყვარული შემოაბიჯებდა მასთან ერთად, ახლა არაფერს ვგრძნობ, მხოლოდ მაშინ თუ ვიგრძნობ სიხარულს როცა რომელიმე ჩემი საყვარელი გმირი სხვას შეუყვარდება. ამ სამყაროში ყველაფერი არეულია ადამიანები ერთმანეთს არც კი ესალმებიან, თითქოს ყოველდღიური საზრუნავის მეტი არაფერი აინტერესებდეთ. ხშირად ოდიოდნენ მეგობრები ჩემს წასაყვანად, მე ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეთა გუნდის კაპიტანი ვიყავი თუმცა ეს წარსულში იყო, რამდენადაც არ უნდა მინდოდეს ახლა ისევ ის ვეღარ ვიქნები რაც ვიყავი, თუმცა არც მინდა. - რავი აქეთ ვიყავი და შემოგიარე. ჩანთა მოიხსნა და საწოლზე დააგდო. - კარგად გიქნია. - არ გინდა რამე მითხრა? რას შვები არ აპირებ დაბრუნებას? ელენა ბუხრის ძირში ჩემთან ერთად მოკალათდა და საუბარი დავიწყეთ, როგორც ყოველთვის. - სად უნდა დავბრუნდე? - სად და ნორმალურ ადამიანთა სიაში. - არა - ელენა მომისმინე ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ცხოვრება არ დასრულებულა, მამაშენს არ ენდომებოდა ასეთი ცხოვრება გქონოდა. ელენამ ხელი ხელზე დამადო და აცრემლებული თვალებით შემომხედა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ცვი წყალი შემასხეს სახეზე გამოსაფხიზლელად. - მართალია მაგრამ მე არ შემიძ… - შეგიძლია. გამაწყვეტინა სიტყვა და ხელი სახეზე ნაზად შემახო. - ნუთუ არ შეგიძლია გამიგო? როცა გარეთ გავდივარ სული მეხუთება, ცუდად ვხდები, ასე მგონია სადღაც უცხო ადგილას ვარ საიდანაც ვერასდროს დავბრუნდები. - განა ეს ჩემზე კარგად ვინმეს ესმის? კითხვითვე მიპასუხა და თავი კალთაში ჩამიდო, ცეცხლი ორივეს სახეს გვითბობდა და საამოდ გვეალერსებოდა. - თუ ასეა ასე რატომ მეუბნები?! ხომ იცი რომ არ შემიძლია გარეთ გავიდე?! ხელს თმაზაე ვუსმევ და თან ცნობისმოყვარე და თან დამწუხრებული მზერით ველოდები მის პასუხს. - შეგიძლია, უბრალოდ შენვე ინადგურებ მაგ შენს თავს, გონებაში სამყარო ისეთი დაიტოვე როგორიც მამის გარდაცვალების დღეს იყო და ისეთივე გახსოვს, არც მეგობრები გყავს და არც ნაცნობები, მხოლოდ წიგნი არაა ყველაფერი, შენი აწყობილი კარიერაც კი დაანგრიე ამის გამო, ის კარიერა რომლისთვისაც მხოლოდ შენ კი არა შენი მშობლებიც დაუღალავად იბრძვოდნენ, გაიხსენე რა უნდოდა მამაშენს, ყველას ყოველთვის ვერ შევახსენებ შენს არსებობას ეს დაიმახსოვრე და დაფიქრდი ამაზე კარგი?! ახლა კი შენი ნებართვით წავალ უნდა ვივარჯიშოთ, ძალიან გვჭირდები კაპიტანო ანნა, ამაზე სერიოზულად უნდა იფიქრო. ელენამ აწია თავი ჩემიკალთიდან, წამოდგა ფეხზე და სწრაფად აიღო ჩანთა. - ღმეერთო უკვე ათი წუთი აკლია, ისედაც არვიცი რა მოხდება რაც წახვედი ნორმალურად არც გვივარჯიშია უბრალოდ დავდივართ გზააბნეულიბატებივით. აბა კარგად, იცოდე იფიქრე ამდენი ტყუილად კი არ ვილაქლაქე. ელენამ კარი გაიხურა, მისი მანათობელი კაეტების ხმა კარის მეორე მხარესაც ისმოდა, რაღაცნაირი შეგრძნება დამეუფლა, ვიგრძენი რომ ვიღაცას ვჭირდებოდი, ახლა კი ნამდვილად აღარ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი, რა მექნა, რა მომემოქმედებინა, როგორ მოვქცეულიყავი. ბუხართან ბალიშების კუთხეში მოკალათებულს ჩამეძინა. ანნა რას აკეთებ, ნუთუ ამდენი იმისათვის იბრძოლე რომ მთელი ცხოვრება გლოვაში გაატარო?! ამისთვის იწვალე? ამისთვის ათენე ღამეები? ამისთვის გინდოდა შენი თინეიჯერობის წლების გაწირვა რომ შემდეგ რასაც მიაღწევდი ნელ- ნელა მოგესროლა? მე ნამდვილად არ მინდა ასე გააგრძელო და თუ მაინც ამას იზამ იცოდე რომ ჩემი სული მუდამ იელვებს და ვერ მოისვენებს. - მამა შეშინებულლი წამოოვხტი, ცივი ოფლი შუბლიდან მოვიწმინდე, საშინლად შეშინებული აქეთ იქით ვიყურებოდი, არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო, მიხაროდა რადგან გარდაცვლილი მამის სახე კიდევ ერთხელ ვნახე, მაგრამ ამასთან ერთად საშინელი შიში მიპყობდა, შიში იმისა რომ მამა რაღაც მიზეზით მოვიდა ჩემთან, რაღაც ისეთი უნდა რაც არ შემიძლია და მეშინია რომ ვერ ავუსრულებ, ამ ორი გრძნობის ნაზავი კი საოცარ დაბნეულობას იწვევს ჩემში და თითქოს არც მინდა ვაღიარო ფაქტი რომ მეშინია, მინდა საკუთარ თავში ძალა ვიპოვო, მინდა შევძლო ის რაც მამას უნდოდა ჩემთვის, მინდა მამამ ჩემით იამაყოს, არააქვს მნიშვნელობა თუმმდაც იყოს არარეალურობაში. გრძნობაარეული ვდგები ბალიშების კუთხიდან რომელიც იქვე კუთხეში ბუხართან არის მოწყობილი და ჩემს მუქიფერის ოთახში უმისამართოდ დავდივარ, ჯიბეში რაღაცამ ბჟუილი დაიწყო, მივხვდი რომ ისევ ელენა იქნებოდა და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და უხალისოდ დავხედე ეკრანს. შეტყობინება გავხსენი და უხალისოდ ჩავუყევი მის გრძელ სტრიქონებსს. ანნა ძალიან ცუდადაა საქმე, ჩვენი გუნდი საერთოდ გადაფარა ალეკის გუნდმა, როგორც იცი ისინი ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეები არიან და თუ ამათ არ მოვუგებთ საერთოდ წოდებასაც აღარ მოგვანიჭეენ, ნუთუ შენთვის ეს სულ ერთია!? თუ ჯერ კიდევ ის ანნა ხარ რომელსაც მე პირველი კლასიდანაა ვიცნობ დარეკავ და თუ საერთოდ აღარ ხარ ის ანნნა მაშინ გაატარებ, შენ გადაწყვიტე. დაბნეული ვდებ ტელეფონს ტუმბოზე რომელიც იქვე ჩემს გვერდით დგას, არ ვიცი რა მოვიმოქმედო, არც ის მინდა რომ ჩემი მეგობრები მარტო დავტოვო ამ მნიშვნელოვან დღეს და არც ის მინდა რომ ოთახიდან ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგა. ნელა მივიწევ ჩემი საწოლისაკენ და მთელი ძალით ვეხეთქები საწოლის ზედაპირს, ჩემს საყვარელ ბალიშს ვეხუტები და გვერდზე მოკუნტული ვბრუნდები, თვალწინ მიდგება ჩემი განვლილი წლები, ამდენი შრომა და ნათენები ღამეები მამასთან ერთად, მახსენდება მამას ღიმილი ჩემი პირველი გამოსვლისას, მხოლოდ მამა მყავდა დედა მამაზე ადრე წავიდა და დამტოვა, მამა ჩემი ნუგეში იყო, დედას იმიტომ არ ვიხსენებ ხშირად რომ არ მინდა დეპრესიაში ჩავვარდე, როცა დედის სახე წარმომიდგება ხოლმე თვალწინ მაშნვე ღაპაღუპით მომდის ცრემლები, არ მინდა რომ ასე ვიყო მაგრამ ეს თავისთავად ხდება, მე ხომ ჯერ თვრამეტის ვარ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს ყველა ასაკში მძიმეა მშობლების დაკარგვა. ((მორჩა ცხოვრებას ვაგრძელებ, ნუ შემომხედავთ ასე განადგურებულს ვერასდროს დამინახავთ და თქვენდა გასაკვირად ავდგები ფეხზე, გავძლიერდები მივაღწევ იმას რისთვისაც მთელი ცოვრების მანძილზე ვიბრძვოდი. )) საკუთარ გოებაში ვეუბნები საკუთარ მტრებს და წარმოვიდგენ თინეიჯერულ შეჯიბრში როგორ იგებს ჩემი მოცეკვავეთა გუნდი, წარმოვიდგენ თუ როგორ ამაყობენ დედა და მამა ჩემით იქ სადაც არიან, და გული უცნაური გრძნობით მიფეთქავს, თითქოს სადღაც ეჩქარება, ვეღარ ვითმენ, ჩანთას ვიღებ გარდერობიდან კეპსა და ჩემს სპორტულ ტანსაცმელს ვალაგებ და ოთახიდან სწრაფად გავდივარ. კიბის მოაჯირზე უხეშად ვხტები და ვსრიალდები, მერე კი საკუთარ საქციელზე თავადვე მეცინება. (( დავბრუნდი)) ვფიქრობ გახარებული და სახლის კარს ვხურავ. ჩემს წინ ჩემთვის სრულიად უცხო ქალაქი იშლება, უამრავი დიდი და მაღალი შენობითა და ფართო ქუჩებით, ჩემთვის უჩვეულო მტვერია ქუჩაი, უამრავი ადამიანი და უამრავი მანქანა, მესმის სასტვენის ხმა, როგორ ცდილობენ პოლიციელები ნიუიორკის ქუჩების გაწმენდას საცობიდან, ჩემი სახლის პირდაპირ ერთი აფეა და სულ მინდოდა გამესინჯა როგორი ყყავა ჰქონდათ, მაგრამ ახლა ისე მინდა ჩემს გუნდს შევხვდე აღარაფერი მაინტერესებს, ტაქსის ხელს ვუქნევ და ვაჩერებ, ჩემთვის ჩვეული უხეში მანევრით ვიშორებ ჩანთას და უკანა სავარძელზე ვაგდებ. - სად წაგიყვანოთ? ჩაფიქრებული მძღოლის ხმამ გამომაფხიზლა. - ოუ რათქმაუნდა ((Darkness light)) - გასაგებია. მშვიდი ხმით დამეთანხმა მძღოლი და ტაქსი დაიძრა. - ცოტა სწრაფად თუ შეიძლება. - რათქმაუნდა. დიდი დრო არ დაგვჭირდა ჩემი ჯგუფის შენობასთან მისასვლელად. - დიდი მადლობა. - რას ბრძანებთ. - კარგით ნახვამდის. ჩანთა ზურგზე მოვიგდე და სწრაფი ნაბიჯით წავედი შენობისკენ, არც ისე შორს ვიყავი როცა მძღოლის ხმა ისევ გავიგე. - უკაცრავად მის ფული? - ოო რათქმაუნდა. გადავიხარხარე და გავიქეცი ტაქსისკენ. - მაპატიეთ დაბნეული ვარ. - არაუშავს ტაქსი დაიძრა და რამოდენიმე წამში აღარ იყო ადგილზე, ქუჩაზე გადავდიოდი თუმცა, უნებ კუთხიდან მანქაანა გამოვიდა და ზუსტად ჩემი ფეხების წინ გაჩერდა. თუმცა ფეხი მაინც მეტკინა რადგან მანქანის რაღაც ნაწილი მომხვდა. მანქანაში ახალგაზრდა ბიჭი იჯდა თუმცა რა ბიჭი ამ დროს ყურადღებაც არ მიმიქცევია მისთვის. - რამე ხომ არ გეტკინათ კარგად ხართ? სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და მკლავში ხელი წამავლო. - დაწყნარდით ყველაფერი კარგადაა არაფერი მომსვლია. - ძალიან კარგი, გამიხარდა შენნაირი ლამაზი გოგოს დაზიანების მიზეზი თუ არ გავხდი. - ლამაზი კი არა და ის, ამის შემდგ წინ იხედე თორემ ვეღარ გააჩერებ და ვინმე შემოგაკვდება. ხელი გავაშვებინე და მუხლი დავისრისე - მომისმინე, ძალიან ვწუხვარ. - არაფერში მჭირდება, კარგად ბრძანდებოდე მისტერ მუხრუჭო. მივბრუნდი და გზა განვაგრძე ჩემთვის სახასიათო ბიჭური ნაბიჯებით. გავიგე როგორ დაიძრა მანქანა და თავი ნწნწს ძახილით გავაქნიე. ჯგუფის კარი შევაღე. არავინ დამხვდა, მივხვდი რომ უკვე შეჯიბრზე იყვნენ, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი მათ რომ ჩემს გამო წაეგოთ, მითუმეტეს იმათთან ვისაც მთელი დაარსების პერიოდი ვეომებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვეომებით, ვიცოდი რომ ისინი ჩემს გამო ბევრ დამცირებას გადაიტანდნენ და უჩემოდ ვერც იცეკვებდნენ, როგორც კი ეს გავიფიქრე მაშინვე გამოვვარდი შენობიდან და ტაქსის ჩავუჯექი, არც დავკვირვებივარ ვინ იჯდა ან იჯდა თუ არა ვინმე მანქანაში იმდენად ვნერვიულობდი, მთავარი იყო მძღოლი ყოფილიყო ადგილზე. - საით? უცნაური დამცინავი ტონი თანაც ნაცნობი ხმა გავიგე და გაკვირვებულმა თავი მარჯვნივ ნელა მივატრიალე. - მუხრუჭა? შენ აქ რა გინდა? - იგივე რაც შენ. - გასაგებია. ელენა წინ დაჯექი როგორც ჩანს დაგვასწრეს. ჯერ კიდევ კარებში მდგომ ელენას საეჭვოდ ვუთხარი წინ დამჯდარიყო და კარი დავხურე. - რა მკაცრი ხარ? ისევ ეს დამცინავი ტონი, უკვე ნერვებს მიშლიდა, ქუსლიანი ფეხსაცმელი რომ მცმოდა ვანახებდი როგორ უნდოდა სიმკაცრე, ერთი კარგად რომ ვუთავაზებდი მის გაპრიალებულ ლაკის ტუფლს ლამაზ ჯიგრულ წიხლს. თუმცა თავი შევიკავე და მშვიდი ტონით ვუპასუხე. - რას ვიზამთ, რადგან შენ ამბობ. ზოგადად ნაგლობა არ მჩვევია მაგრამ ახლა ნაგლობაზე მეტს იმსახურებდა. ვენაგლე კიდეც, მოვბრუნდი გზისკენ და მშვიდად ვუყურებდი წყვეტილ ხაზებს. - რა იყო ძალიან ხომ არ გაბრაზდი? ისიც ჩემსავით გზას მიშტერებოდა. იქიდან ვიცი რომ რატომღაც თვალი მაინც გამეპარა მისკენ, მაგრამ ისევ სწრაფად მოვაშორე და გზას მივუბრუნდი. - არა. მოკლედ და კონკრეტულად, უხეში ტონით ვუპასუხე მუხრუჭას, ისე რომ თავი არც კი მიმიტრიალებია. - გასაგებია. - ძალიან კარგი. - უკაცრავად საით მიდიხართ უკვე გზაჯვარედინთან ვართ. დაბნეული მძღოლი დაბალი ხმით მეკითხება და მიმიკით შუქნიშნისკენ მიმანიშნებს. - მარჯვნივ. - როგგორც ჩანს თავადაც არ იცის სად მიდის. სიცილით ამბობს მუხრუჭა და ხელს სახეზე იფარებს. მე გაბრაზებულ გაცეცხლებულ და ყველაფერი ამნაირი მივუბრუნდი და - იცი რას გეტყვი? შენი საქმე არაა როგორც ვიცი შენთან ერთად არსად მივდივარ და სანამ ეგ თმა თავზე შეგრჩენია გაჩუმდი და გზას უყურე ცუდად არ გახდე. მუხრუჭას სახიდან ღიილი ჩამოერეცხა და რამოდენიმე წუთში უარესად გადაიხარხარა. - აი მესმის გოგოოო - შენ ბიძია გოგო რომ ვარ გგონია ენა არ მაქვს თუ რა პონტია? - აუუუ თუ პონტია რას ვიზამთ, გავჩუმდები. ერთმანეთს უაზროდ ვუყურებდით თვალებში. - კაი. - ისე გირჩევნია ეგ შავი თმა შეიკრა, მაგ ცისფერ თვალებს გიფარავს. - მართლა? შენ კიდევ გირჩევნია ეგ შავი თმა ტუალეტის ჯაგრისივით რომ გადევს თავზე დაივარცხნო. თვალი მოვაშორე და ახლა ელენას გადავხედე. - ხომ კარგად ხარ? - კი საკმაოდ, მაგრამ თუ არ გაჩუმდება ჩარევას ვაპირებ. - არაა საჭირო მარტოც მოვერევი სიხარულო შენ არ შეწუხდე. - კაი მიდი. მძღოლის მხრიდან გადაწოლილი ველაპარაკები ელენას, რა დროსაც მუხრუჭა ტელეფონზე საუბრობს. - უკაცრავად აქ გამიჩერეთ რა. მუხრუჭა კარს აღებს, მეჭყანება და გადადის, ამაზე ნერვები მეტად მეშლება და - წადი მუხრუჭი შეაკეთე. - აუუცილებლად. კარი დაურა, იდიოტი, საზიზღარი, გველი და ამგვარი სიტყვები მიტრიალებდა გონებაში. - მგონი ჩვენც აქ უნდა ჩავიდეთ არა? ელენას გადავხედე მაგრამ იქ უკვე აღარ იჯდა. - გადმოდი სულელო ჩვენც აქ მივდივართ. ღიმილით გააღო ტაქსის კარი ელენამ და შევამჩნიე რომ მუხრუჭა ისევ იქ იდგა, სიცილით კვდებოდა. ტაქსიდან უხეშად გადავედი და ვეღარც მოვითმინე, მივვარდი, თითისწვერებზე ავიწიე და თვალებში ჩავხედე, ისე არც შემიმმჩნევია რომ მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა, თუმცა ამით არც არასდროს დავინტერესებულვარ. - რა გინდა? - შენი კარგად ყოფნა. - ხო და როგორც ხედავ კარგად ვარ, ახლა დამანებებ თავს? - ვნახოთ. - კარგად. ისევ ჩამოედი თითის წვერებიდან და შევერიე ხალხს რომელიც სცენისკენ გამალებით იხედებოდა და ხმაურობდა. გასახდელს უახლოვდებოდი და ჩემი გულისცემაც იმატებდა, არ ვიი ასე რატომ ხდებოდა, ყველა ემოცია ერთმანეთში ამერია და აღარ ვიცოდი რას ვგრძნობდი, ეს უბრალოდ ღელვა იყო თუ მასში უამრავი სხვა რამეც იგულისხმებოდა?! საშინლად დაბნეული ვიყვი. (( რა ვქნა? რა ვუთხრა ჩემებს?! ნეტა გაუხარდებათ ჩემი დანახვა თუ პირიქით?! რაც არის არის, აქამდე მოსული უკან არ წავალ)) საკუთარ თავს ვეჩურჩულები და გასახდელში შევდივარ. ნელი ნაბიჯით შევდივარ ჩვენს კუთვნილ ოთახში და კარს ვაღებ, ყველა ჩემსკენ იხედება ეტყობათ რომ დაიბნენ არ იციან რა უნდა გააკეთონ და შესაბამისად არც იციან რა ემოცია უნდა გამოხატონ ჩემს მიმართ, თუმცა ეს დიდი ხანი არ გრძელდება, მალე სიჩუმეს ელიზა არღვევს. - ოხ დაკარგულო გაგახსენდით? აქამდე სად იყავი? მაინცდამაინც დღეს რომ გამოგვცხადე!? - მე მე... ენა დამება, ან რა უნდა მეთქვა? გარეთ გამოსვლის მეშინოდა მეთქი? - მას რთული პერიოდი ჰქონდა და თუ გვსურს გამარჯვება ახლა ჩხუბის დრო არაის ელისა, მასაც ნუ მოშხამავ შენი უხასიათობით. - ელენა ახლა განახებ ვინაა უხასიათო რო გწვდები მაგ ქერა თმაში. - მიდი აბა. ელიზა ელენასკენ წამოვიდა. - არც იფიქრო. ჯგუფიდან ნიკა გამოვარდა, და თითქმის ელენასთან მისულ ელიზას წინ გადაუდგა. - ვახ აი სწორედ ამას ველოდი შენგან, რაო აგვიფეთქდა გულიო? - ეგ შენი საქმე არაა და თუ არ გინდა საერთოდ უთმებოდ დარჩე ადგილზე დაბრუნდი. ელიზა ერთი გბრაზებისგან შეხტა და სწრაფად დაბრუნდა ადგილზე. - ახლა კი მისმინეთ. გააგრძელა ნიკამ. - გვინდა თუ არა გავიმარჯვოთ? - რათქმაუნდა. ერთხმად წამოიძახა ჯგუფმა. - ხო და მაშინ ახლავე ჩადექი ჩვენს რიგებში ანნა, შენ ისევ ლიდერი ხარ. ამ სიტყვებზე ლამის ნიკას ზურგზე შევახტი მაგრამ მერე გამახსენდა რო გოგო ვარ და გავჩერდი. - დიდი მადლობა, ყველა ეთანხმებით ნიკას? ნიკასთან ახლოს მივედი, ხელი გადავხვიე და ჯგუფს მივმართე. - რათქმაუნდა. ჯგუფმა შუაში მომიქცია, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, და სწორედ ამ დროს მესმის წამყვანის ხმა. - სულ რამოდენიმე ნომრის შემდეგ თქვენ გელოდებათ ჯგუფის ((Darkness light)) უმაგრესი ნომერი, ისინი ხომ წინა წელს ერთი ადგილით დაბლა იყვნენ ანუ მეორე ადგილზე გავიდნენ. - ჯანდაბა რა ვქნათ? რამდენი ნომერი დარჩა? შეშინებული ვკითხულობ და ხელფეხის კანკალი მეწყება. - ერთი ნომერი ამის გარდა. ნაგლად მპასუხობს ელენა. ახლა თავი არ მაქვს თორემ დიდი სიამოვნებით ჩავკეტავდი საშხაპეში. - აი ესეც დასრიულდა ახლა ჩვენ უნდა გავიდეთ. ნიკამ ხელი მოჰკიდა ელენას და გასვლისკენ თვალებით მიმანიშნა. - ჩემო ძვირფასებო, აქამდე ვიბრძვოდით გამარჯვებისათვის და ახლა უკკანდახევა სრული იდიოტობა იქნება, გავდივართ. სცენაზე გასვლისას უბრალოდ ყველაფერი დამავიწყდა, ჯგუფის წევრები გარშემო შემოვიკრიბე და სულ ორი სიტყვა ვუთხარი (( გავაკეთოთ ის რასაც ვაკეთებთ )) - მაგრამ ჯგუფის ნაწილი ჯერაც არ მოსულა. შემაწყვეტინა მაიკლმა და შეშინებული და თან დაბნეული თვალებით შემომხედა. აქ წავაგე მეთქი ვთქვი და იქვე მდგომ კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი. - რაა? ნუთუ მომესმა?! აშკარად ყურის ექიმი დამჭირდება, შენ ან გაგიჟდი ან კიდევ სტრესისა და შოკისგან ბოდავ ჰოო? ელენამ ხელი მომკიდა და მთელი ძლით გამითრია. - მე აქ იმისათვის არ მოვსულვარ რომ დავნებდე. აჰყვა ნიკაც და გვერდით მიუდგა ელენას, არც მე შენ წარმოიდგინე მას შეუერთდა მაიკლიც. - კარგით ((Darkness light)) გავდივართ და ვხურავთ, ვაკეთებთ იმას რაც ყველაზე მეტად გვიტაცებს და გვიყვარს, გასაგებია??? ვაკეთებთ იმას რაც გამოგვდის, მნიშვნელობა არ აქვს, სხვა არაფერს. წამოვხტი კიბის საფეხურიდან და სცენაზე გავედი. უამრავი ხალხი მიყურებდა, უამრავი ადამიანი რომელიც ჩემგან სასწაულს ელოდა, ელოდა რომ საუკეთესო ვიქნებოდი. არ ვიცი რა დამემართა, თითქოს აღარავინ და აღარაფერი მაინტერესებდა, ვაკეთებდი იმას რაც მსიამოვნებდა, ვაკეთებდი იმას რაც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, ემოციები კი ისევ დაულაგებელი იყო, შიშისგან ფეხები მიკანკალებდა, ნერვიულობისგან მუცელში პეპლები დაფრინავდნენ, სიხარულისგან თვალებში წვიმასავით ჩამდგარ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, იმხელა ენერგიას ვგრძნობდი თითქოს ელვასავით მივლიდა სხეულში და რიტმის გრძნობას მიათმაგებდა, ყოველი გათენებული ღამე თვალწინ მედგა და თითქოს რაღაც მომენტში ვინანე კიდეც ამხელა რისკზე წამოსვლა, თითქოს შემეშინდა კიდეც რომ ყველაფერი ცუდად ჩაივლიდა და სასაცილოდ არ ვეყოფოდი ჩემს მოწინააღმდეგე გუნდს, მაგრამ შემდეგ გამახსენდა ჩემი თანაგუნდელების ფრაზა ჩვენ არ დავნებდებით ამის გამო არ მოვსულვართ ხო და ჯანდაბას რაც არის არის ბოლომდე ვიბრძოლებ მეთქი, საკუთარ თავს შთავაგონე და ავყევი მუსიკას. უზარმაზარი სცენა თავისი განათებებით, უამრავი ხალხი, უდიდესი ნერვიულობა, უდიდესი ენერგია, შიში, მაგრამ ამის მიუხედავად მივიწევთ წინ, მართალია ეს ყველაფრის ფასად მიჯდება მაგრამ მაინც არ დავნებდები რადგან არ გვჩვეია. მუხლები მეკვეთება და საკუთარ თავზე ნერვები მეშლება (( ჯანდაბა რა გოგოსავით იქცევი?! ქვეცნობიერი იქედან მიმატებს სანერვიულოს. გოგო ვარ და რა ვქნა?! ამ სპორტულების მიღმა ჩვეულებრივი გოგონა იმალება, ჩვეულებრივი გრძნობებითა და არაჩვეულებრივი ცხოვრებით, ახლა კი თავი დამანებე. ხალხის ხმაური ზღვის ტალღების აქაფების ხმას ჰგავდა, ეს მოკაშკაშე შუქები კი თვალს მჭირდა, შიშმა შემიპყრო, სალტო რომ გავაკეთე დავინახე ელენა, მაიკლი და ნიკა რომლებიც უბრალოდ ცეკვით კაიფობდნენ, სიამოვნებდათ რასაც აკეთებდნენ და სულ არ აინტერესებდათ არც სცენა და არც ის ხალხი რომელიც მათ უყურებდა, თითქოს ჩვეულად დარბაზში იდგნენ და ვარჯიშობდნენ, მათმა დანახვამ მუხლების კანკალი მომაშორა, ენერგია მოაწვა სხეულს, იმდენად მოაწვა რომ თითქოს აღარ იცოდა სად უნდა წასულიყო და მთელს ტანში ჟრუანტელის სახით მევლინებოდა, გული ისე ასწრაფდა თითქოს რაც სისხლი იყო სხეულში ერთიანად შეგროვდა მასში და აიძულა უფრო სწრაფად ემუშავა, პეპლები კი თითქოს დამშვიდდნენ, ახლა მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, მენახა როგორ მომცემდნენ ჯილდოს და როგორ ჩავხედავდი თვალებში ჩემს დამარცხებულ მოწინააღმდეგეს რომელიც მთელი ორი წელია ერთი ნაბიჯით უსწრებს ჩემს გუნდს. ამდენი ემოცია ერთად არასდროს მიგრძვნია, მართლა, მე უბრალოდ გახარებულიც, შეშინებულიც, გაოცებულიც, ენერგიულიც, შეყვარებულიც და კაპიტანიც ერთად ვიყავი, ასე მეგონა სადაცაა გული ამომივარდება მეთქი, ამდენი ძალა თუ მქონდა მართლა არ მეგონა. და აი ბოლო ნომრის დროც დადგა, იმ ბოლო ნომრის რომელსაც რვავე ერთად ვასრულებდით, თუმცა ჯგუფის დანარჩენი წევრები ჯერაც არ ჩანდნენ. ახლა კი ნამდვილად ვიგრძენი როგორ გაჩერდა გული, როგორ გაიყინა ძარღვებში სისხლი, როგორ გამომეცალა ძალა, როგორ წამერთვა ენერგია, სიხარული, მღელვარება და როგორ დავემსგავსე ხეს რომელსაც ტოტებს აჭრიდნენ, ბოლო ნომერი, ბოლო შანსი, ბოლო სიცოცხლის მიზანი, ბოლო აზრი ჩემი ამდენი შრომის და უცებ ყველაფერი სულ რამოდენიმე წამში მორჩება. ვფიქრობდი და დიდი რისკისა და შიშის ქვეშ მაინც ვაგრძელებდი სალტოს კეთებას, მაინც მჯეროდა რომ ამდენი ტყუილად არ გვიშრომია, მაინც მჯეროდა რომ ასე არ დასრულდებოდა ჩემი ამდენი წლის მიზანი, ასე არ გამწირავდნენ. ვიღაცა შემოვიდა სცენაზე, ვიღაცა რაა დაახლოებით ათი ჩემთვის უცნობი ( ნუ ჯერჯერობით მაინც) ადამიანი რომელთაც შავი კაპიშონიანი მანტიები ეცვათ და არც სახე უჩანდათ, მე არ ვიმჩნევ ან რა უნდა შევიმჩნიო?! მეც არ ვიცი ახლა რა რეაქცია უნდა მქონდეს. საბედნიეროდ ფონოგრამა არავის გაოურთავს, ჩვეულად ვაგრძელებდით ცეკვას მაგრამ ვაი იმ ცეკვას, ეს ცეკვა კი არა უბრალოდ მოძრაობები იყო, ან როგორ უნდა მეცეკვა სრულიად უცნობი ადამიანი თავისი ცხრა კაცით ერევა ჩემს ცეკვაში რაც ჩემთვის უცნაურიცაა და თან ჩემში ყველა გრძნობას ერთდროულად აღვიძებს, იმ გრძნობებს რაც ერთხელ უკვე ძლივს დავაშოშმინე და მოვიშორე. ფონოგრამა გრძელდება, განუსაზღვრელი მეჩვენება ამ ფონოგრამის სიგრძე, უცებ ჩემთან ახლოს სუნთქვას ვგრძნობ, ძალიან ახლოსაა, ახლა კი ის პირდაპირ ჩემს ყურთანაა. - რაო შეგეშინდა? ხელს მკიდებს და სალტოს მაკეთებინებს, უფროსწორად მეც არ ვიცი რას. - ვინ ხარ? ხელს ვუშვებ და ისევ იქ ვბრუნდები საიდანაც ამ ილეთმა გამომიყვანა. - მუხრუჭი შევაკეთე და გადავწყვიტე შენთვის შემეტყობინებინა. (( ახლა კი ნამდვილად გული წამივა)) მოკეტე ქვეცნობიერო. - შენ? როგორ ბედავ შემოიჭრა შუა სცენაზე სრულიად გამოუცდელი და ჩემს ჯგუფს ნომერი ჩაუშალო? ხელებს ძირს ვალაგებ და ფეხები ზემოდ ამაქვს, მთელი ძლით ვხტები და ჰაერში ორ ბრუნს ვაკეთებ. - გგონია გამოუცდელი ვარ? თუ ასეა ახლა ჩემს ერთ გუნდელს ფონოგრამას შევაცვლევინებ და შენც ამყევი კარგი? მერე კი ისევ ის ჩაირთვება რაც გაქვს გეგმაში. ფეხის ერთი მოძრაობით და თანაც ისე მოხერხებულად მოდის ჩემთან ახლოს რომ გაოცებული ვრჩები. - რატომ უნდა მოგცე შანსი? - შენი აზრით ვაჭრობისათვის შესაბამის მდგომარეობაში ხარ? ისევ ფეხის ერთი გაცურებით ჩნდება ჩემს ზურგს უკან და ყურში ჩუმად მეუბნება. - ერთი შანსი. - ჯანდაბას შენი თავი, კარგი. თავზე ვტრიალდები, შემდეგ იატაკს ხელებით ვშორდები და უკან, ჩემს გუნდთან მივდივარ, ვანიშნებ რომ არ გაჩერდნენ რაც არ უნდა მოხდეს და მერე ისევ ჩემს ადგლს ვუბრუნდები. ფონოგრამა ჩერდება, სრულიად სხვა მუსიკა იწყება და ეს ათივე წინ გადის, იხდის ამ შავ მანტიებს, რომელთა ქვეშაც საიმედოდ იმალებოდნენ, წინ მუხრუჭა დგას, უკან კი ხუთი ულამაზესი გოგო უდგას. (( კი მაგრამ უფრო მეტნი რატომ მახსოვდა?)) ყველა ერთნაირ ფორმაში, შავ- თეთრი წარწერებიანი მაიკა და შავი კეპი ასევე შავი ფართო უბიანი სპორტულები. დაიწყო მათი მუსიკა, ისე ოსტატურად მოძრაობდნენ, ისე დახვეწილად, ისე ლამაზად რომ გეგონებოდათ რაც დაიბადნენ ცეკვავენო, ისეთ ილეთებს აკეთებდნენ თითქოს ზეცაში ფრენა შეეძლოთ და მიწაზე ყველაფრის ბატონ-პატრონები იყვნენ, ფეხის ერთი მოძრაობით ისე სწრაფათ ტრიალებდნენ რომ ქარიშხალი მიმიქარავს. არც ჩვენ ჩამოვუვარდებოდით, საკმაოდ კარგ და ძნელ ილეთებს ვაკეთებდით, ყველა ელემენტი კარგად ვიცოდით რაც მათთან ერთად ცეკვაში დაგვეხმარებოდა, ისინი ვერ დაგვრჩდილავდნენ, მართალია სხვებმა არ იცოდნენ რომ ჩვენი ჯგუფის ახალი წევრები არ იყვნენ მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით?! ნუ მოკლედ ჩვენც რაც ვიცოდით ვცეკვავდით, ვაკეთებდით იმას რაც გვსიამოვნებდა, ისე იყვნენ ისინიც, ბოლოს ერთ მხარეს ისინი იდგნენ მეორე მხარეს ჩვენ, ჩვენ შავი და ყვითელი კეპები, ყვითელი ასეთივე მაიკები და შარვლები გვეცვა, მარჯვნივ ჩვენ ვიდექით მარცხნივ ისინი, ისინი თავისას აკეთებდნენ ჩვენ ჩვენსას, ჩემში კი უკვე აღარც მე ვიცოდი რა ხდებოდა, ცეკვის გარდა ყველაფერზე ვფიქრობდი, ყველაფერი მაინტერესებდა და ყველაფერი მაეჭვებდა, ჩანდა თითქოს ცეკვაზე მობილიზებული ვიყავი მაგრამ ამდენად გაფანტული ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ. საკუთარი ქვეცნობიერი არ მასვენებდა. (( აქ რა უნდა? რატომ მოვიდა? რაში აინტერესებს წააგბ თუ მოიგებ? საიდან იცოდა რომ საერთოდ ცეკვავ? რატომ გეხმარება?)) კითხვებს ვსვამდი პასუხები კი არსად ჩანდა, ჩაფიქრებული გაუგებარ მოძრაობებს ვაკეთებდი, ამ დროს კაბელებში ფეხი გამეჭედა და უცებ ვიღაციის მკლავებში ამოვყავი თავი. - იცეკვე თორემ ვეღარ გიშველის ეგ შენი გაშლილი თმები. ისევ ეს დამცინავი ტონი, შიშისგან მოჭუტულ თვალებს ვახელ და ვხედავ ლურჯ თვალებს რომლებიც ჩემს ტუჩებს მიშტერებიან. - რა გინდა? სალტოს გაკეთებაც აღარ მაცალო. გაბრაზებულმა ხმადაბლა ამოვიბურტყუნე. - სალტოს გაკეთებას თუ მთელი საკაბელო სისტემის ხარჯზე აპირებ რა პრობლემაა. ძლიერად ააქნია ხელი რომლითაც ვეჭირე და ისევ ფეხზე დავდექი. ამასობაში ფონოგრამაც დასრულდა. დადგა წამები რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება ველოდი, წამები როდესაც პრიზს მივიღებდი, თუმცა რათქმაუნდა ეს პრიზი ჩემთვის მარტო პრიზს არ ნიშნავდა, ეს იყო ჩემი გამარჯვება საკუთარ თავზე, საფასური გათეული ღამეებისა და რაც მთავარია მამაჩემის იმედების სიმბოლო. როგორც იქნა ამოვიდა წამყვანი სცენაზე. - დააა მთავარი! ვინ გახდება წლევანდელი გამარჯვებული? ვის აირჩევთ თქვენ?! თქვენს ხელშია თქვენი ფავორიტის ბედი, აიღეთ მობილური ტელეფონები და ახლავე დაურეკეთ მას, ((Darkness light)) ნომრით 500 501 და ჰიპ-ჰოპის მეფეები ნომრით 500 504 ათვლა დაიწყო 10 გული საგულეში აღარ მეტევა 9 ლამისაა ვენები დამისკდეს, 8 ყელში ბურთი მეჩხირება, 8 ფეხები მიკანკალებს, 7 სუნთქვა მიჩერდება, 6 თითებს ნერვიულობით ვიტკაცუნებ, 5 ცივი ოფლი მასხავს, 4 საშინლად ვნერვიულობ და შინაგან გამოფიტულობას ვგრძნობ, თითქოს აქ არც ვდგავარ, 3 მუხრუჭასკენ ვიხედები ისიც ჩემნაირად ნერვიულობს, სახეზე ეტყობა, 2 ერთი წუთიც და მოვკვდები, 1 ჩემი ცხოვრება დასრულდა. - დაა ხმის უმეტესობა ანუ 99% მიიღო ერთმა ჯგუფმა, დაა ესს არისს... დარბაზში ხმაურმა იმატა, მესმოდა როგორ ყვიროდნენ გულშემატკივრები, პირველად ვიგრძენი რომ ოჯახის გარდა კიდევ ვინმეს ვუყვარდი, ჩემთვის მნიშვნელობა დაკარგა მოგების სურვილმა, მე ხალხს ვუყვარდი და მორჩა, რა აზრი ჰქონდა ამ ტიტულს ვინ მიიღებდა?! ჩემთვის აღარანაირი. მაგრამ გულის სიღრმეში კი არა და ისეც ნამდვილად მინდოდა იმათი დამარცხება ვინც უჩემოდ დარჩენილ ჩემს გუნდელებს ავიწროებდა და ამცირებდა, მინდოდა მათ თვალებში ჩამეხედა და შეხედვითვე მეთქვა აი თქვენი დასაცინი თქვენვე გახდით მეთქი, ამისთვის ღირდა ეს ამდენი ნერვიულობა და გაურკვევლობა. წამყვანი რომელიც ერთ ხანს გაჩუმდა ისევ არღვევს სიჩუმეს და განაგრძობს პაუზებით საუბარს. ვსოო ამდენი აღარ შემიძლია მეთქი ვფიქრობ და ისისაა სცენიდან უნდა გავიდე რომ წამყვანი ასრულებს. - დაა ხმების 99% მიიღო გუნდმა რომელიც პირველობისთვის დაუზარელად იბრძვის, და ეს გუბდიააა ((Darkness light)). ფეხები მეკვეთება, თვალებში მიბნელდება, სახე მიცივდება, ცივ ოფლს ვგრძნობ და ამ შავ ბინდში მხოლოდ ლურჯი თვალები ჩანს. თვალებს ვერ ვახელ, ქუთუთოები იმდენად მაქვს დამძიმებული რომ თვალის გახელა საშინლად მეძნელება, თითქოს გირებია ჩამოკიდებული. თვალების გახელას ვახერხებ მაგრამ ყველაფერი ბუნდოვანია, ვცდილობ გამოსახულება აღვადგინო, თვალებს რამოდენიმეჯერ ვხუჭავ და ნელ-ნელა აზრზე მოვდივარ. ვიღაცას თავი ჩემს საწოლზე უდევს და სძინავს, დავიბენი, ნეტავ ვინ უნდა იყოს, ან რა მოხდა?! ვეცადე გამეხსენებინა მაგრამ მხოლოდ ერთი ფრაზა მახსოვს დაა ხმების 99% მიიღო გუნდმა რომელიც პირველობისთვის დაუზარელად იბრძვის, და ეს გუბდიააა ((Darkness light)). და შავ ბინდში მუქი მუქი და იმაზე კიდევ მუქი ლურჯი თვალები, ვის ააქვს ასეთი თვალები? საიდან მეცნობა ასე? რატომ იწვევს ჩემში გაურკვეველ შეგრძნებას? ოხ როგორ აღარ მახსოვს, ეს ხომ მუხრუჭას თვალებია?! სიცილით წამოვიყვირე და შეჯახებაც გამახსენდა. - კარგად ხარ? მაშინვე წამოხტა დაბნეული მაიკლი. - მაიკლ? - რა იყო? ხომ კარგად ხარ თქო. - კი კარგად ვარ უბრალოდ შენ არ გელოდი. - აბა? - კაი დაივიწყე. დაბნეული და გაკვირვებული, სიმართლე გითხრათ ოდნავ იმედგაცრუებულიც ვუყურებ მაიკლს თვალებში. - ანნა ჩვენ მოვიგეთ და მერე შენ... - ვიცი ვიცი. საწოლიდან წამოვხტი და ჩანთა რომელიც იქვე მიეგდოთ ზურგზე მოვიკიდე. - მოიცა საით? დამელოდე. კალიდორში გავრბოდი როცა დავინახე მაიკლი ყვირილით როგორ მომყვებოდა, შორიდანვე დავუძახე. - არარის საჭირო, მადლობა ყველაფრისთვის, მარტო წავალ. საავადმყოფოს სამი კიბე ჩავირბინე და გარეთ გიჟივით გავვარდი, გზაზე არც გამიხედავს ისე გადავირბინე, აი სწორედ აქ დავუშვი შეცდომა, რადგან ისევ მანქანას შევეფეთე, ახლა უკვე ცოტაღა აკლდა რომ გადაევლო. - ჰეი, შენს დანახვაზე რატომ უფუჭდება ჩემს მანქანას მუხრუჭები? - მუხრუჭა ეს უკვე სასაცილოდ აღარ მიმაჩნია, კინაღამ გამიტანე, თუმცა კარგია რომ შეგხვდი, სალაპარაკო მაქვს. სწრაფად მივედი მანქანის კართან გამოვაღე და ჩავჯექი. - შენ თუ ასე უხტები გამვლელ-გამოვლელს მანქანაში მაშინ კარგად ყოფილა შენი საქმე. - სხვებს ჩემს დანახვაზე მუხრუჭი არ უფუჭდებათ, ახლა კი მოკეტე და მომისმინე. ფეხები მანქანის ზედა ნაწილზე შემოვალაგე და კომფორტულად მოვეწყვე. - ფეხები ჩამოწიე! - უჟმურო. ისევ დაბლა დავაწყვე და ენა გამოვუყე მუხრუჭას რომელიც დაბღვერილი უყურებდა ჩემს დაჭყანულ სახეს. - გისმენ. - იქნებ ჯერ მანქანა დაძრა? სადმე დამპატიჟე, ოღონდ იცოდე ეს პაემანი არაა. მუხრუჭამ მანქანა დაქოქა და ინტერესით შემომხედა, მე ვითომც არაფერი ხელით ვანიშნე იარე მეთქი, ნახევარიი საათის შემდეგ რომელიღაც პატარა კაფეში შევედით, სიმართლე გითხრათ მართლა არ მინდოდა ისე გამოსულიყო თითქოს პაემანზე მივყვებოდი ან ვეპატიჟებოდი, ეს არც მიფიქრია, უბრალოდ მინდოდა პასუხები მეპოვნა გუშინდელთან თუ როცა იყო იმდღევანდელთან დაკავშირებუთ რადგან საკუთარი ქვეცნობიერი დამემშვიდებინა. პატარა კუპეში შევედით, მე კოლა შევუკვეთე მან კი ბურგონი. - არ მინდა გეგონოს რომ პაემანზე ვართ ან რაიმე მაგდაგვარი, უბრალოდ მაინტერესებს რაში დაგჭირდა ეს ყველაფერი, ან ასე რატომ დაინტერესდი ჩემით?! ჩემს პირდაპირ იჯდა ეს თმააბურძგნული ლურჯთვალება იდიოტი და ბურგონს მიირთმევდა. - შენით დავინტერესდი, დიახ ვაღიარებ, მართალი გითხრა ეს ინტერესზე უფრო მაღლლა დგას რაც მე შენს მიმართ ვიგრძენი. - აუ ახლა არ თქვა.. - მე უბრალოდ ვიღადავე საკუთარი ცეკვით, ერთადერთი არ ხარ ვისაც ქუჩური ცეკვა უყვარს და ვიცოდი რომ შენები არ მოვიდოდნენ, მათ გადაუდებელი საქმე ჰქონდათ. - რა? შენ საიდან იცი მათ რა საქმე ჰქონდათ ეს შენი.. - უბრალოდ სანდო წყაროები. ისევ გამაწყვეტინა სიტყვა. - შენ რატომ გაღელვებდა ის ფაქტი რომ ჩემები არ მოდიოდნენ? გაოცებული ვუყურებდი მუხრუჭას და კოლას ვწრუპავდი. - მაღელვებდა თორე ახლა მეც ღამე არ მეძინა. სიცილი წასკდა მუხრუჭას, და ბურგონის მთლოანი ბოთლი ჩაცალა. - გული რომ წამივიდა რატომ მახსოვს რომ შენ იყავი იქ? კოკაკო;ის ბოთლს მაგიდაზე ვდებ და ხელებით ვეყრდნობი. - ქვეცნობიერი გატყუებს. ბოთლი მანაც მაგიდაზე დადო და ხელებით დაეყრდნო. ასე ვუყურებდით ერთმანეთს, როდესაც თვალებში კიდევ შემომხედა სწორედ მაშინ დავრწმუნდი რომ ნამდვილად მისი თვალები იყო იმ შავ ნისლში. - არა კარგად მახსოვს შენ იყავი. - ასე ძალიან შეგიყვარდი? ისევ დაჯდა სკამზე და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო. - პირველ რიგში ფეხები ჩაწიე, შემიყვარდი? აბაა რაა შენზე ფიქრით ღამე ვერ ვხუჭავ თვალს. - უჭმურო. ისე ხოო ეგ მეც შევამჩნიე. გაბრაზებულმა ჩანთა ავიღე და კოკაკოლა სახეში შევასხი. - ეს იმ დამცინავი ტონისთის, შემდეგ მაგიდა გამოვაცალე რომელზეც ფეხები ელაგა, ეს იმის ნიშნად თუ რა ძალიან მიყვარხარ. - იცოდე აღარ დავამუხრუჭებ - არც მე ვაპირებ გზაზე გადმოსვლას. ზუსტად მახსოვს რომ შენ დამიჭირე, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, არ შეგეძლო საავადმყოფოში მაინც მოსულიყავი? - მავალდებულებ? კოკაკოლას სალფეტკით იქმინდავს სახიდან და ნელ-ნელა მიახლოვდება. - სულაც არა. ჩემთან საკმაოდ ახლოსაა. - დიახ მე ვიყავი ვინც დაგიჭირა, მე ვიყავი ვისაც შენზე გული შესტკივა, მე ვიყავი ვინც დაგეხმარა მოგებაში, მე ვიყავი ვინც მანზანა ფეხებთან გაგიჩერა, მეე გესმის მეე. ჩუმად და მშვიდი ტონით მეუბნება, შემდეგ ისევ უკან იხევს და სკამზე ჯდება. - კი მაგრამ რატომ?! რაში დაგჭირდა? მეც ვუბრუნდები ადგილს. - ისე უბრალოდ რაა? არ შეიძლება? - არა როგორ არა მაგრამ მე მაინც დამაინტერესა, ეს ბუნებრივია, ხომ ასეა? - სავსებით. თავდახრილი მელაპარაკება. - თვალებში რატომ არ მიყურებ? - მახსენდება. - რა? რა გახსენდება ! ინტერესით წინ გადავიხარე. - ნუთუ არ გახსოვარ? - არა საიდან უნდა მახსოვდე? მიპასუხე! - მოკლედ, იმ საღამოს როცა მამაშენი სახლში მოიყავანეს, შენ განადგურებული სახლიდან გამოვარდი და სანაპიროსკენ წახვედი, როგგორც იცი იქ ბევრი კლდეა, შენ ყველაზე მაღლა ახვედი და იქიდან გადმოხტომას აპირებდი. - ხოო მახსოვს მახსოვს მაგას რა.. - ნუ მაწყვეტინებ ისევ თავდახრილი აგრძელებს საუბარს. - სწორედ იმ მთაზე ავდიოდი როცა დაგინახე როგორ ცდილობდი გადმომხტარიყავი მაგრამ თითქოს რაღაც გაკავებდა. ვეცადე უფრო სწრაფად ამოვსულიყავი და ფეხი დამიცდა. - რააააა?????? ჯეის ეს შენ ხარ??? კი მაგრამ შენ ხომ მამაშენთან ერთად აქედან სამუდამოდ წახვედი? დაბნეული ძლივსღა ვლაპარაკობდი და ენა მებმეოდა. - კი, კი ანნა და გაინტერესებს რატომ ვერ მოვედი შენთან საავადმყოფოში? იმიტომ რომ როცა აქედან წავედით მამას ლეიკემია დაუდგინეს, მამაჩემი საავადმყოფოში გამოესალმა სიცოცხლეს, მეზიზღება ექიმები. - მარრრ მარრთთ მეტი ვეღარ მოვითმინე და ავტირდი. - არა არა გთხოვ ნუ ტირი, ხომ გახსოვს ერთმანეთს რას დავპირდით როცა მივდიოდი!? არანაირი ცრემლი და სამუდამო მეგობრობა, გახსოვს როგორ გეშინოდა როცა ამ ფიცისთვის ხელს ვიჭრიდი, და როცა შენი დრო დადგა საერთოდ გაიქეცი მაგრამ შემდეგ მაინც მობრუნდი. ახლა მეც ასე მოვიქეცი გავიქეცი მაგრამ მოვბრუნდი. წამოდგა სკამიდან და ჩამეხუტა, მხოლოდ ახლა მეცნო მისი სურნელი როცა ასე ახლოს მივედი მასტან. - ხო მართლა, ლანნა დეიდა როგორაა?? მის მხრებში ჩარგული თავი წამოვწიე და ყურში ჩუმად ჩავჩურჩულე. - ლანა დეიდა აღარაა. ამაზე უფრო ამეტირა, ახლა აღარც ქვეცნობიერს ვუსმენდი და აღარც საკუთარი სიძლიერის ნიღაბი მაინტერესებდა, უბრალოდ ვიყავი ის ვინც ვიყავი, იმასთან ვინც ის იყო რაც იყო. - ახლა მარტო ხარ? - სრულიად. ასე ჩახუტებულები ვჩურჩულებდით. ბოლოს ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ წავედით. მანქანა პუჩის მეორე მხარეს იდგა, როგორც ყოველთვის გახედვის გარეშე გადავირბინე. - ანნა გთხოვთ თქვენი შთაბეჭდილებები გამიზიაროთ. მადლობთ რომ კითხულობთ, მართალია ბევრი არა მაგრამ ვისაც მართლა მოსწონს ჩემი ნაწარმოებები მთელი გულით დიდ მადლობას ვუხდი, ჩემთვის მთავარი არაა რამდენი კითხულობს ჩემს ნამუშევარს მთავარია რომ როცა ვწერ მე მსიამოვნებსს... მადლობა კიდევ ერთხელ <3 დავინახე როგორ მოჰქროდა მანქანა ჩემსკენ, თითქოს ქარს ორ ნაწილად ჰყოფდა და მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, დამჯახებოდა და იმ ქვეყნად გავესტუმრებინე. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს შიგნით ვიღაცამ ღილაკი იპოვა და დააჭირა, ვიღაცამ ის გამორთო რაც მამოძრავებდა, წამიერად გავითიშე, მიუხედავად იმისა რომ ვხედავდი როგორ მოჰქროდა ჩემსკენ ის მანქანა რომელიც სავარაუდოდ გზიდან არგადასვლის შემთხვევაში სწორედაც იმ ქვეყნად გამისტუმრებდა, ერთ ადგილზე ვიდექი გაშეშებული, მუხლებში საშინელ სიცივეს ვგრძნობდი და მიკანკალებდა, საკუთარ თავში ძალას ვერ ვპოულობდი რომ როგორმე ეს გაშეშებული დამძიმებული და აკანკალებული ფეხები ადგილიდან დამეძრა, არ ვიცი ეს რა ჯანდაბა იყო, მხოლოდ ის ვიცი რომ მე უბრალოდ ძეგლივით ვიდექი და ინდურ სერიალში მეგონა თავი, თითქოს შენელებული კადრი იყო და წამები საათებად იქცა. ისეთი ძლიერი შიშის გრძნობა დამეუფლა რომ ლამის გული საგულის საზღვრებს გასცდა, სისხლის მი-მოქცევა შეწყდა და წამიერად კლინიკური სიკვდილი განვიცადე. ძლიერი შეჯახება ვიგრძენი, თვალები დავხუჭე და შიშმა საბოლოოდ მოიცვა მთელი სხეული. - ანა. ღმერთო მოვასწარი... ანა გაახილე თვალები. შეშინებული მოჭუტულ თვალებს შიშით ვახელ, ჯეისს მკლავზე ვყავარ გადაწვენილი და ფეხები ტროტოარის ქვაზე მიდევს. - მოვკვდი? აქაც შენ ხარ? მადლობა ღმერთს. ალექსმა გულიანად გადაიხარხარა და მერე თვალებში ჩამხედა. - ასეთი სულელი რა მყავხარ? - ხდება ხოლმე, მოიცა შემოგხედო მართლა შენ ხარ? სახეზე ხელი დავადე. - მე ვარ მე. ჯეისი სიცილით კინაღამ გვერდზე მომიწვა, როცა სიცილს მორჩა მოიფიქრა და წამომაყენა. ფეხზე ვერ ვდგებოდი საშინლად მიკანკალებდა მუხლები და არა მარტო მუხლები მთლიანი სხეულით ვკანკალებდი, ( ჯანდაბა მორჩი ნარკომანივით კანკალს) საკუთარ თავს ჩავჩიჩინებ მაგრამ უშედგოდ. - მოდი დავჯდეთ. ისევ სიცილი. - ნამდვილად მაწყობს. მეც ნაგლად ვუღიმი და იქვე სკამთან მისვლას ვცდილობ. - ჯანდაბა. ხმამაღლა ვყვირივარ. - დაგეწყო? - კიი და თუ ვერ უძლებ შეგიძლია დამტოვო. ბუზღუნით სკამამდე მივაღწიე და ჯეისს ხელით გზისკენ ვანიშნე. - წადი. - კარგი რა პრობლემაა. დაუფიქრებლად მიბრუნდა ჯეისი და მანქანაში ჩაჯდა, სწრაფად დაქოქა და ორ წუთში იქ აღარ იყო. ცოტა ხანი ვიჯექი სკამზე და კანკალს ვებრძვოდი, შემდეგ ვცადე გზა გამეგრძელებინა, ვეყრდნობოდი რაც ხელში მომყვებოდა ყველაფერს და ღრმად ვსუნთქავდი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ბოლოს იმდენად ამიკანკალდა ფეხები რომ ისევ ჩავიკეცე. - ჯანდაბა გადაადგი ეგ ფეხები. აჰაა უკვე საკთარ თავს ხმამაღლაც ველაპარაკები, ღმერთო შენ დამეხმარე. ფეხბი ვეღარ გამიჩერებია ისე მიკანკალებს ასე რა ჯანდაბამ შემაშინა. ახლა უკვე გულში ვფიქრობ და რაც ძალა და ღონე მაქვს წინ მივიწევ. საბოლოოდ სანამ ბოლომდე გავეედი ქუჩას, თვალებში დამიბნელდა, ისევ გამეყინა მუხლები და უსულოდ მოვწყდი, მაგრამ არც ახლა დავცემულვარ მაგრად, ისევ დამიჭირეს. თვალები გავახილე, ისევ ჯეისი. - ეს უკვე სასაცილოა, ნამდვილად აღარაა სახუმარო, რაარის ეს? რამდენჯერაც ასფალტზე გაწოლა მომინდება შენ უნდა გკითხო? - ასფალტზე გაწოლა ხო? ახლა წამოდი. წამომაყენა, ხელი მაგრად მომკიდა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა გაიქცა. - მოიცა ნუ მიმათრევ!!! ისევ თტავისას აგრძელებს, ასე ხელჩაკიდებული ჩავყავარ დაღმართზე, იმდენად მაგრად მიჭერს რომ ხელი ლამის მომტეხოს, მაგრამ თითქოს არც მე მინდა გამშვას. - ნუ ფართხალებ რა. - დავიღალე, ასე რატომ მიმათრევ? შევაჩერე და ხელი გავაშვებინე. - დაიღალე? - კი საკმაოდ. დაბღვერილი ისევ თითისწვერებზე ვიწევი და ჩავხედე იმ არაამქვეყნიურ ცისფერ მოელვარე თვალებში. ხელი მტაცა, აზრზე რომ მოვეი უკვე ზურგზე ვყავდი აკიდებული და იმ ადგილიდან საკმაოდ მოშორებით ვიყავით, დიდი მანძილი გაერბინა. მეე კი როგორც ყოველთვის გამოვფხიზლდი თუ არა მაშინვე ფართხალი დავიწყე. - ჯეის, ვერ გადამირჩები, ფეხებს ვაფართხალებ. - ჯეის ცოდო ხარ ჩამომსვი ახლა უკვე რაც ძალა და ღონე მაქვს ვხუტები რომ არ გადმოვვარდე - ჯეის უკვე ცუდად ვარ ცალხელს ვუშვებ კისრიდან , მაგრამ ჯეისი მტკიცედ მიკრავს ზურგზე. - გეყოფა მეთქი ახლა უკვე მართლა ვბრაზდები. - დიახ ქალბატონო როგორც იტყვი. შუა გზაჯვარედინზე გამაჩერა, მანქანები კრუგს გვირტყამდნენ სიგნალით მაგრამ ის მაინც თავისას აგრძელებდა. - მენდობი? ზურგიდან მსვავს და თვალებში გამომწვევად მიყურებს. - არა. - ოო ეგ სხვა საქმეა რადგან მოგიწევს მენდო. - ვითომ რატომ? - აი ამიტომ. შუა მანქანებში შევარდა, გულმა უცნაურად ფეთქვა დამიწყო, ცივმა ოფლმა დამასხა. - ჯეის, ჯეის ახლავე გამოდი მაქედან. კადეგორიული ტონით ვუყვირი ალექსს. - არა სანამ შენც არ მოხვალ ჩემთან. ჯეისი ისევ თავისას აკეთებს როგორც ყოველთვის. არ ქნა ეგ მაგასაც ეგ უნდა, უნდა რომ ენდო, არ გააკეთო გესმის ანნა?! ახლა მოკეტე ქვეცნობიიერო თორემ ნაღდად გავრეკავ. რაც ძალა და ღონე მაქვს მოვიკრიბე და ნელ- ნელა მივდივარ ჯეისისკენ. - მოდი ნუ გეშინია მაგარია. - ხოო აბა რაა. გაბრაზებული ვჩხავივარ შუა ქუჩაში და ჯეისამდე მისვლას საკუთარი ადამიანობისა და ძალების ფასად ვცდილობ. ეს მანქანების გაუთავებელი სიგნალი გონებას მიფანტავს, უფრო მითვიძებს შიშს, მაგრამ თითქოს რაღაც უხილავი ძალა იღვიძებს ჩემში, რაღაც ისეთი რაც აქამდე არასდროს მიგრძვნია. ცოტა დარჩა ჯეისამდე ძალიან ცოტა სულ ორი მანქანა, მაგრამ ისინი ძალიან სწრაფად დადიან. - მოდი თორემ გეფიცები მე გადავალ ძალით და მანქანას შევუვარდები. - არა... მოვდივარ. ყველაფერი გაჰქრა, მხოლოდ ჯეისს ვხედავ. იმ მანქანებსაც ისე გავუარე გვერდით ვითომც არაერი და როგორც იქნა მივაღწიე ამ თავხედამდე. ერთი კარგი სილა გავაქანი და მერე შიშისგან აკანკალებული და გაციებული ხელები ისევ სახეზე მოვუსვი. - მაპატიე გეტკინა? ჯეისი ჩემს ხელებს სახიდან იშორებს. - საშინლად გაყინული ხარ. ჩემს ხელებს მის დიდ ხელების გარემოცვაში ათავსებს და მიზილავს. მე ისევ თვალებში მიბინდდება. - ჯეის.. ჯეის.... ჯეის... - გაიღვიძე ანნა გთხოვ, ასე რატომ გემართება?! ყველაფერი ჩემი ბრალია, მაპატიე გევედრები. ჯეისის ხმა ჩამესმის, მისი ბოხი და ალერსით სავსე ხმა, რომლის გაგონებასაც წლრბი ვრლოდი. - ჯეის. თვალებს ვახელ, თავი ჯეისის კალთაში მიდევს, ჯეისს კი თავი დაუხრია და ლამის ატირდეს. - ანნა, მაპატიე, მეორედ აღარაფერს დაგაძალებ გპირდები. ისევ სილა სახეში. - ეს რისთვის? - იმისთვის რომ ხელს არასდროს მიშვებ და არ მაძლევ უფლებას წავიქცე. ჯეისი ხელებს სათუთად მხვევს და გულში მიხუტებს. - ეს მუდამ ასე იქნება. - რაღაც არამგონია, ეს ფრაზა ადრეც უთქვამთ ჩემთვის მაგრამ არ აუსრულებიათ. მის მხრებში ჩარგული თავი მაღლა წამოვწიე და აცრემლებულმა თვალებში ჩავხედე. - გთხოვ ნუ მახსენებ იმას რის გამოც რაც წასული ვარ არ მძინებია. - კარგი დაივიწყე. ძალიან დავიღალე, სახლშიავიდეთ კარგი? - უფლებას მომცემ რომ როგორც აქ მოგიყვანე ისე წაგიყვანო? ისევ ჩახუტებულები ვსაუბრობთ, ცოტაც და ჩამეძინება. - არ.. - ანა გთხოვ. - უიმეე კაი ჰო. ისევ ზურგზე ამიკიდა, მაგრად მიმიკრა და ნელა, აუჩქაარებლად მიდიოდა ქუჩაში. მის მხარზე ჩამეძინა, მხოლოდ მაშინ გამეღვიძა როცა უკვე ლოგინში მაქვენდა, სადაციყო უნდა გასულიყო რომ გადაწყვიტა ჩემს ყავისფერ მდივანზე დაეძინა, მართალია გამოვფხიზლდი მაგრამ ჯეისს ეს ა გაუგია. - ჯეის, მოდი აქ, ჩემთან. - არა არასდროს. - მაგისთვის არც არასდროს დაგიძახებ, უბრალოდ შემცივდა და ჩამეხუტე. ჯეისი ზანტად ადგა დივნიდან, ჩემი საბანი აწია და ზურგზე მისი სითბო მაშინვე ვიგრძენი როგორც კი მკლავები მომახვია... - გაყინული ხარ. - ვიცი, გზაში ძალიან შემცივდა. ჯეისი მკლავებს ისე მხვევს ლამის სუნთქვა შემეკრას, მაგრამ ისეთი თბილია არ მინდა გამიშვას. - მაპატიე ყურში ნაზად ჩამჩურჩულა ჯეისმა. - რისთვის? ხელები გავაშვებინე და ჯეისის მხარეს გადმოვბრუნდი, როცა მისი თვალები დავინახე, მისი ლურჯი თვალები, რატომღაც მომეჩვენა რომ ზღვის ტალღების ხმა მომესმა, მის თვალებში ზღვა ირეკლებოდა. - რომ წავედი. არ ვიცი მართლა ნანობდა თუ არა თავის იმ დროინდელ გადაწყვეტილებას ჯეისი, მაგრამ მე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ამაზე და უმეტესწილად ყოველთვის გამართლებულად მომჩვენებია მისი საქციელი. - არაფერი გაქვს მოსაბოდიშებელი ეს მამაშენის გამო წახვედი რომელიც ძალიან ცუდად იყო და უბრალოდ ეგოიზმი იქნებოდა აქ რომ დარჩენილიყავი, მე მესმის, უბრალოდ თავიდან ვერ გავიაზრე. - კიდევ გცივა? - ისე რაა, უფროსწორად გვერდით ცენტრალური გათბობა მყავს და რა შემაციებს. ბალიშს ვიღებ და ხარხარით ვურტყავ ჯეისს. - გეყოფა ქაჯო თორემ მეც დავიწყებ და თმიდან ბუმბულების მოშორება მოგიწევს მე მაინც შეუჩერებლად ვურტყამ, ასე კარგახანია არ მიცინია, ის კი ჩემი საუკკეთესო მეგობარია და ყველაფერი იცის ჩემზე, ასე რომ... - შენსას არ იშლი ხოო? - არა. უბრალოდ ვურტყამდი ჯეისს და სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა. - ეგრე ხოო? ბოლოჯერ გკითხავ არ მორჩები? ჯეისი წამოხტა, ხელები მაგრად მომხვია წელზე და საწოლზე დამანარცხა. - რატომ ხარ ასეთი? - როგორი? - აი ასეთი როგორიც ხარ?! - რავიცი ალბათ ასეთი უნდა ვყოფილიყავი და ვარ კიდეც. ასე ჩახუტებულები ვლაპარაკობდით ყველაზე და ყველაფერზე სანამ ლაპარაკისგან დაღლილს ისევ მის მკლავზე არ დამეძინა. - ოუ გამარჯობა. - რომელი საათია? - უკვე საღამოს ათის ნახევარი. ამდენი ხანი მეძინა? - შენ წარმოიდგინე. ჯეისს ბუხარი აეგუზგუზებინა, იქვე ჩემს ბალიშების კუთხეში კომფორტულად მოთავსებულიყო და ახლა გაშტერებული ლამაზი ღიმილით მომშტერებოდა. - შენ რა სულ აქ იყავი? ვიზმორები და ბალიშს ვიმზადებ რომ მივეყუდო. - ამ სიამოვნებას ვერ გამოვტოვებდი. - როდის მერე რამიხდი ასეთი როანტიკოსი? - სულ რომანტიკოსი ვიყავი. ბალიში ავაფუმფულე შემდეგ წამოვიწიე და მივეყრდენი. - მოდი რა, კიდე მეძინება. - ბარემ ამ სახლშიც ხომ არ გადმოვიდე? სიცილით წამოდგა ბალიშებიდან ჯეისი და ჩემსკენ ნელა წამოვიდა. - მოდი. საწოლზე ბრთხილად დაჯდა და ისევ თვალებში დამიწყო ყურება. - რა იყო? შენი თვალების ფერია ოღონდ უფრო ღია. - შენი უფრო ლამაზია., - მცივა. - მოდი. ალექსი საბანს ისევ წევს და ისევ ცხელია, სასიამოვნოა როცა ის მეხუტება თითქოს სადღაც სხვაგან მივდივარ. - სხვებთან რატომ ცდილობ ძლიერი გამოჩნდე? - საკუთარ კითხვაზე თავად დაფიქრდი და იპოვი პასუხს. - ეს ისედაც გასსაგებია. - იცი?! ეს ზედმეტად ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის, არც შენ მინდა ზედმეტი წუწუნით თავი მოგგაბეზრო. ჯეისმა ხელები მომაშორა, საწოლიდან წამოდგა და კარისაკენ წავიდა. - როცა დარწმუნდები რომ ნამდვილად არასდროს მომბეზრდები მაშინ დამიკავშირდი კარგი? დაფეთებული ვხტები ლოგინიდან და ჯეისთან მივდივარ. - არ გინდა. - კი. ცივად მპასუხობს ჯეისი და კარს ზურგს უკან იხურავს. მთელი ღამე ტირილში გავატარე, (( ნუთუ ამისთვის მოვიდა რომ მიეტოვებინე? ქვეცნობიერო შენ ნუღარ მიმატებ გთხოვ, არა სწორედაც მართალი ვარ, არ უნდა გეპატიებინა, რა არ უნდა მეპატიებინა ის რომ ადამიანი საკუთარი მამის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდა? დიახ, შენ მართლა გაგიჟებულხარ,.)) ჯანდაბა დილის შვიდი საათია წავედი მე უნდა ვივარჯიშო. ვდგები ვიცმევ მოკლე ტოპ ნაცრისფერ ადიდასის ზედას და მოტკეცილ ელასტიკს, ვიღებ ტელეფონს ტუმბოდან ყურსასმენებიანა რომელიც ამავე ტუმბოს უჯრაში დევს და ჩემს შავ ოთახს ვემშვიდობები, გავდივარ კოლიდორში და შემდეგ კიბით დიდ მისაღებში ვხვდები, სწრაფად ვიცვამ ჩემს სტარის ფეხსაცმელს და კარს ვკეტავ, ეზოში სასიამოვნო ჰაერი მხვდება თქო ნამდვილად ვერ ვიტყვი, ეს ხომ დიდი ქალაქია, ქალაქი რომელსაც არასდროს ძინავს, რა გასაკვირია ამდენი სიბინძურე?! ტაქსს ვაჩერებ და ფიტნეს კლუბში მივდივარ. ვარჯიშისგან დაღლილსა და ძალაგამოცლილს აღარაფრის თავი მაქვს, ფიტნეს კლუბიდან მომავალი ისევ ამ წყეული სახლის კარს ვაღებ და ისევ იგივე ხდება როგორც ყოველთვის. ისე მეძინება თვალს ძლივს ვახელ. საძინებელში ავდივარ, კარს ვაღებ ყურსასმენებს ვიხსნი, ტელეფონს იქვე ჩემს შავ_თეთრ საწლზე ვაგდებ, ოთახი ჩაბნელებულია, მეც მეტი რამინდა?! ვზივარ და ვტირი, საკუთარ თავს მაინც ვერ დავინახავ სარკეში და. - სად ხარ ჯეის?! ნეტავ ახლა აქ იყო, არ მინდოდა ასე, მართლა მაგრამ ასეთი ვარ, რა მექნა მართლა არ მინდოდა შენთვის თავის მობეზრება, ნამდვილად არ მინდოდა დამეწყო იმის მოყოლა რისი მოყოლისასაც ყველა გარბის ჩემგან, ნუთუ ეს ასეთი რთული გასაგები იყო? მაგრამ ოღონდ ახლა გამოჩნდი და ჩამეხუტე, მეტი არაფერი მინდა. თვალებ ჩასიებული საწოლზე მოკუნტული და ტირილით შეციებული ვწევარ, მუხლები ლამის ცხვირთან მაქვს და საშიინლად ვტირი, ლამის გული ამომვარდეს, სუნთქვაც მიჭირს. - გეგონა მართლა მიგატოვებდი? - ჯეის, ჯეის აქ ხარ? საწოლიდან სწრაფათ ვხტები და უმისამართოდ ვაცეცებ თვალებს. - დიახ. ჯეისის სუნთქვას ვგრძნობდი ჩემს სხეულთან ძალიან ახლოს. ვბრუნდები მის მხარეს და მისი სხეულის სიმხურვალე ახლავე მათბობს. უბრალოდ ვეხუტები, ეს მართლა მჭირდება, მის გულისცემას ვუსმენ. - ისევ შეგცივდა? მშიშარა, მცივანა და ბოთე ხარ, ნაღდი ბოთე, რამდენჯერ უნდა გითხრა რომ გარეთ გასვლისას თბილად უნდა ჩაიცვა? ჯეისს ხელში ავყავარ, სხვა გზა არც ააქვს იმიტომ რომ მუხლები მეკვეთება და ლამისაა დავეცე, საწოლზე მაწვენს და საბანს მაფარებს. - მადლობა ჯეის, ყველაფრისთვის. - რატომ? - რა რატომ? - მადლობას რატომ მიხდი? - იმიტომ რომ მაპატიე? - ხუმრობ ხო? - არა. - ბოდიში არა იხვისტოლმა. ხარხარებს ჯეისი და ბუხრისკენ მიდის, შეშას ალაგებს სანთებელას აგდებს ბუხარში და ისიც უკვე ანთია. - ტყუილად არ გეძახი გათბობას, მე ის ვერ მიშველის. ალექსი ნელა მოდის და საწოლში წვება, ის ისე ძლიერ მეხუტება რომ მის ყველა მოძრაობას ვგრძნობ, ვმშვიდდები და ისევ უმწეო კნუტი(ვით) მეძინება. ((დილის ექვსი საათი და ოცდაათი წუთი გთხოვთ მოემზადოთ სირბილისთვის)) - ჯანდაბა მაღვიძარა, უკვე დილის შვიდისნახევარია, უნდა ვირბინო. ალექსი ცალ თვალს ახელს და იღიმება. - ჰო კაი ვდგები - ადექი, მე მანამდე დაბლა ჩავალ ყავას მოვხარშავ. ჩემი ვარდისფერი ფუმფულა ხალათი მოვიცვი და ოთახის გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი. - რას აკეთებ? - მადუღარას ვდგამდი შენ ასე უცებ როგორ მოემზადე? უფროსწორად მინდოდა მეთქვა როგორ მოხდა მეთქი. ჯეისი ჩემს სამზარეულოში შემოდის და დიდ ბართან მაღალ სკამზე ჯდება. - შენ დიდი ხანია აღარ მიცნობ ანნა. გამომწვევი ღიმილით მიყურებს და ყავისთვის გამზადებულ ჭიქას აქეთ- იქით ატრიალებს. - ოოო ეს უკვე საინტერესოა. - დიახ დიახ. მხოლოდ გამჭირვალე ფუმფულა ქუდიან ვარდისფერ ხალათში გამოწყობილი დავტრიალებ მდუღარე წყალს თავზე. - ადუღდა, გირჩევნია დროზე დალიო, შენს გამო რომ ვეღარ ვირბინო მოგკლავ იცოდე. ალექსი სერიოზული სახით მიყურებს შემდეგ კი როგორც იცის ჯერ იღიმება მერე კი უბრალოდ სიცილისგან ვეღარ სუნთქავს. - სასაცილო ვთქვი რამე? ჯეისი სკამიდან წამოდგა და გაზქურასთან მოვიდა. - ფიქრობ რომ ჩემს მოკვლას შეძლებ? - რატომაც არა. თითთისწვერებზე ავიწიე და ჯეისს თვალებში ჩავხედე, უეცრად ხელი მომხვია და ისე ძლიერად მიმიკრა როომ ვეღარ ვიშორებ. - მიდი გელოდები მომკალი. - ეჭვიც არ შეგეპაროს რომ მოგკლავ, თანაც მტანჯველი სიკვდილით მოკვდები. /ნელა ავწიე თავი და ჯეისს ისევ თვალებში ჩავხედე. წამებში ალექსის სუნთქვა ვიგრძენი ჩემს ლოყასთან, შემდეგ ტუჩები ყელზე და მისი მძიმე და ძლიერი მკლავები ჩემს წელზე. - იქნებ ცოტახანს მოიცადო. ხელში ამიტაცა, ფეხები მის წელზე მქონდა მოხვეული თავი კი მის მხარზე მედო, მესმოდა მისი მძიმე სუნთქვა, ვგრძნობდი მის გულისცემას, მისი ძლიერი მკლავები ისევ გამალებით ეხვეოდნენ ჩემს სხეულს. - უნდა ვირბინოთ. ჩუმათ ჩავჩურჩულე ყურში ჯეისს და ვცადე ხელები გამეშვებინებინა მაგრამ უშედეგოდ. კოლიდორის კიბეს ჩქარი ნაბიით აუყვა, იქიდან გამომდინარე რომ ახლა მეც მისი ნაწილი ვიყავი მეშინოდა არ გადავარდნილიყო. საწოლზე ფრთხილად დამსვა და ტუჩები ჩემს ტუჩებს მიაბჯინა. - გახდები ჩემი? - მე? მე ხომ ისედაც მთელი ცხოვრება შენი ვიყავი. სუნთქვა ამიჩქარდა, მუცელში უცნაურმა შეგრძნებებმა დაუბუდეს, სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, მინდოდა შეწინააღმდეგება და თან თქოს არც მინდოდა. ამ დროს კარზე ზარია. - გააღებ კარს? ბიჭის ხმა გაისმა კარიდან. ერთმანეთს დებილი პატარა ბავშვებივით თვალებში დაბეულად ვუყურებთ, თითქოს ახლაღა ვაცნობიერებთ რა სიდებილეს ვაკეთებდით. ჯეისის წელიდან ნელნელა ჩამომაქვს ფეხები და აღარ ვიცი სირცხვილისგან სად წავიდე, ისევ მივუბრუნდი ჩაის და შაქარი ჩავყარე, ჯეისი ამასობაში კართან მივიდა და გამოაღო. - ხომ მშვიდობაა? - დიახ სრულიად - ანნა მგონი შენთან არიან. უცნაურია, ჩემთან ვინ უნდა ყოფილიყო? თანაც ბიჭი. ჯეისი კარს მოშორდა და კიბეზე ავიდა. - მოვალ მალე, შენ სტუმარს გაუმასპინძლდი. ღიმილით ავიდა ბოლო საფეხურიც და ჩემს ოთახში შევიდა. როგა კართან ახლოს მივედი სტუმარმა ხელი ძლიერად მომიჭირა და მისკენ მიმითრია, საშინლად მტკინვეული იყო საშინლად და ამიტომაც მაშინვე ცრემლები წამომცვივვდა თვალებიდან. - ჯეის მიშველე. სარსოწარკვეთილმა მხოლოდ ესღა მოვასწარი და ჩემი სახლის კარი თვალწინ ჩაიკეტა., ვიგრძენი როგორ დაბნელდა და სუნთქვა როგორ მიჭირდა, მხოლოდ ისღა მახსოვს რომ რაღაცა დამაფარეს და საბარგულში ჩამაგდეს. ცოტახანში სრულ სიბნელეში ვახელ თვალებს, სახეზე თმა მაქვს და მინდა მოვიშორო მაგრამ ვერ ვიშორებ რადგან ხელები ბორკილით მაქვს შეკრული რომელიც გრძელი ჯაჭვით იყო უკიდეგანო სიმაღლის მქონე ჭერზე მიმაგრებული ფეხებიც იგივე მდგომარეობაში მქონდა, საშინლად მეშინოდა, ვიცოდი რომ ჯეისი მაინც მოვიდოდა, რაც არ უნდა ყყოფილიყო ეს, მას ჩემს გამო მაინც შეებრძოლებოდა და თუ მან ბრძოლა დაიწყო მანამდე არ ანებებს თავს ვიდრე არ მიაღწევს საწადელს, ამის მაგალითად ბევრი რამის გახსენება შემიძლია, თუმცა ახლა ისე მეშინია ალბათ გახსენებას კი არა მალე სუნთქვასაც კი შევწყვეტ, ვიყინები, საშინლად მეშინია, მელანდება უცნაური არსებები და ვგრძნობ როგორ შემეყინა ყველაფერი ტანზე, ვერ ვსუნთქავ მიუხედავაად იმისა რომ ამხელა ჭერი აქვს ამ შენობას ჰაერი მაინც არარის საკმარისი, ან კი როგორ შემიძლია ფიქრი, არც კი მინდა რომ ჯეისი აქ მოვიდეს, ვიცი რომ საკმარისად ძლიერია, მაგრამ დავიღალე იმით რომ სულ მე ვარ სუსტი, ასე მხოლოდ მასთანაა სხვებთან ყოველთვის მათზე ძლიერი ვარ, ის ჩემზე ნარკოტიკივით მოქმედებს, საკმარისია მის ლურჯ თვალებში ჩავიხედო და მაშინვე მეცლლება ძალა. ცოტაც და საბოლოოდ შევწყვეტ ჩემს უბადრუკ სიცოცხლეს, ისე რა გინდა მაინც ვერავი გნახავს, ისე იქნება როგორც გინდოდა რომ შენი სიკვდიი გაეგოთ, ახალგაზრდაც მოკვდები და აღარ დაგჭირდება პროტეზი და ჯოხი და თანაც ვერავინ გაიგებს, არავის დასჭირდება თვალთმაქცობა რომ ძალიან ედარდები და განიცდის შენს გარდაცვალებას, გილოცავ, მაგრამ ჯეისი!? ის როგორ დავტოვო მარტო? ამას არ იმსახურებს. ამ ფიქრებში ვიყავი გართული რომ უკუნეთ სიბნელეში რაღაც ოთხკუთხედი სინათლე გამოჩნდა, სავარაუდოდ კარი გააღეს, დიახ, დიახ, კარი გააღეს. ჩემთან მოდის ერთი შავებშუ ჩაცმული, ღიპიანი კაცი და ჯაჭვს უფრო მაღლა სწევს. - ახლა არ მოვა ის შენი პრინცი ვინც ჩემი შვილის წარმატება წაიღო? - რაზე საუბრობთ? რა წარმატება? ვინ ხართ საერთოდ! გაბრაზებული გავჰკივი და ცარიელი სივრცე ექოს აძლევს ჩემს ისედაც წრიპინა ხმას. - რაო პატარავ, რამ გაგაბრაზა? მე ალექსის მამა ვარ, იმ ბიჭის ლიდერი რომაა მთელი ათი წელია, ახლა კი შენ წაართვი მას ის რაც მისი იყო. ამდენს ვეღარ გავუძელი, ისედაც სიბნელეში უფრო მეტად დამიბნელდა და გრძნობელობა დავკარგე, თვალები ღია მქონდა, მაგრამ ვერ ვლაპარაკონდი, ფეხები ძირს მედგამაგრამ ვერ ვგრძნობიდი, ხელებზე ხომ ზედმეტია საუბარი, იმაშიც ეჭვი შემეპარა ადგილზე მქონდა თუ არა. - აბა ერთი კარგად ა,ოღერღე ვინ ვის რა წაართვა ბიძაჩემო? ჯეისის ბოხი და ცივი ხმა მთელს შენობას ყინულივით მოედო, სიხარულისგან ვერც კი გავიღიმე ისეთი პარალიზებული ვიყავი. - აიიი ვისაც ველოდი ისიც მოსულააააა. შე ლაწირაკო მოდი აქ. ალექსის მამა დიდი ნაბიჯებით წავიდა ჯეისიკკენ, მაგრამ როგორც კი ჯეისს მიუახლოვდა მაშინვე კედელზე აღმოჩნდა. ა;ბათ გიკვირთ თუ სიბნელე იყო რანაირად დაინახა ამან ეს ყვეაფერი რა ბანალურობააო, დიახ, შეიძლება ბანალურია მაგრამ ჯეისს თავზე სანათი ეკეთა და ყველაფერს ადვილად ვხედავდი. - მომისმინე ბიძაჩემო, მამაჩემის ტოლი კაცი ხარ, რომელიც უკვე აღარ მყავს და ასაკის გამო არაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემს გოგოს კიდევ ერთხელ, თუმდაც თმისღერიც რომ ჩამოუვარდეს, გეფიცები შენს შვილს კარიერას კი არა სიფათს წავართმევ, ახლა კი წადი და ახლოს აღარ გაგვეკარო. უი ხო შენს შვილს გადაეცი თუ რამე უნდა მე მითხრას და არა მამამისს, ჯეისს სახელოთი ეჭირა ალექსის მამა და ვხედავდი მის შეშინებულ სახეს, თითქოს აიზბერგი მოფრინავს მისკენ და ის ვერ აღწევს თავს ხაფანგს რომ გაიქცესო. ალექსის მამა როგორც იქნა გავიდა, ჯეისი სწრაფად მოვიდა ჩემთან და ჯაჭვების გახსნა დაიწყო, როგორც მჩვევია გონება ისევ პაპასთან წავიდა. გონს რომ მოვედი უკვე მანქანაში ვიყავით, თავი ჯეისის მხარზე მედო და მისი მკლავები მთელს წელზე მჭიდროდ მომკვროდა. მეც მთელი ძალით მოვუჭირე ხელები და ღრმად ჩავისუნთქე, მისი სუნი, მის სუნს სამას კაციან ტრანსპორტშიც კი გამოვარჩევდი, სასიამოვნო სონამოსა და სიგარის სუნი ერთად, მისი სუნი მამშვიდებდა, ჩემთვის ისევე როგორც თავად მისი სუნიც კი ნარკოტიკივით იყო, მისი ყოველი შეხება, ისევე როგორც ადრე ახლაც სითბოს მიღვიძებდა ჩამქვრალ თვალებში და თითქოს მეუბნებოდა, ანნა ჯერ რადროს სიკვდილია, გამოფხიზლდი, ჯერ შენი დრო არ მოსულაო, ბევრჯერ მინატრია სიკვდილი და ბევრჯერ სუიციდის მცდელობაც მქონია, მაგრამ როცა გადახტომის ბოლო წუთი იყო გამხსენებია ეს სუნი და დამვიწყებია ირგვლივ ყველაფერი. ახლა უკვე ჯეისის მუხლებზე მედო თავი და დაძინებას ვცდილობდი, სახლამდე ჯერ კიდვ დიდი დრო იყო, ჯეისს არ უნდოდა ჩემთვის თვალი მოეშორებინა და ცდილობდა არ ჩასძინებოდა მაგრამ მაინც ჩაეძინა, უსასრულოდ მეჩვენებოდა გზა, მაგრამ მზად ვიყავი ეს უსასრლობა ჯეისსთან ერთად გამევლო, მასთან ერთად ყველგან წავიდოდი, არ ვიცი ეს რა ადამიანი იყო, მართლა არ ვიცი, პოზიტივით სავსე, რაც არ უნდა მომეწყინა მაინც ახერხებდა ჩემს გაცინებას. ჩაძინებული სიცივემ გამომაღვიძა, ჯეისს ხელში ვეჭირე და უკვე სახლის კართან ვიყავით. - დაიძინე უკვე სახლში ვართ. ჯეისს მაგრად ჩავეხუტე და თვალები ისევ დავხუჭე - ო ღმერთო. შეკრთა და სიცილი დააყოლა. - რა მოხდა? კიდევ მომიტაცეს? აქ ხარ ჯეის? უმისამართოდ, შეშინებული ვიქნევ ხელებს და ალექსის სახე მხვდება თითებზე. - აქ ვარ სულელო, ერთიანად კანკალებ, უბრალო შიშზე რა გემართებოდა და ახლა წარმომიდგენია, ნუ გეშინია კარგად იქნები. სახლში შესულლს სასიამოვნო სურნელი დამხვდა, ჩემები იყვნენ, მართალია არ ვიცოდი მაგრამ სუნით ვიცანი, ერთადერთი სუნამო გვქონდა ყველა ჯგუფის წევრს. - ჯეის, რა ხდება? ჩემები აქ არიან? ამ კითხვის დასმა იყო და ყველას ერთად სამზარეულოდან გამოვარდნა მეორე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, უზომოდ გახარებული და თან შეშინებული ვიყავი, შიში ჯერ კიდევ იყო ჩემში. აქ არა მხოლოდ ჩემები, არამედ ჯეისის ჯგუფიც იყო. - ახლა კი მისის გთხოვ დახუჭო თვალები. ჯეისის ერთ- ერთი მასსავით ცანცარა ძმაკაცი გადმომიხტა წინ და ხელები სასაცილოდ ამაფარა თვალებზე, ჯეისი კი მომშორდა, ვერ ვგრძნობდი მის გახშირებულ სუნთქვას და მივხვდი რომ ის ჩემს უკან აღარ იდგა. - ნუ გეშინია ჯეისი აქაა, ახლა კი ნელი ნაბიჯით წამოდი. ვუჯერებ და ნელი ნაბიჯით დებილივით მივყვები. თვალებს ვახელ, სახლში ნამდვილად არ ვართ, ნიუიორკში ვართ მაგრამ არა სახლში, აქაურობა არ მეცნობა, არც რომელიმე ჩემს მეზობელ ადგილს ჰგავს ის ადგილი სადაც ახლა მე ვდგავარ, რომელიღაცა შენობის სახურავზე ვარ, ისეთი ლამაზი ხედია რომ თვალს ვერ ვწყვეტ. - ეს რაარის? როდის მერე გახდით ასეთი მგრძნობიარენი? - ეგ რა შუაშია? უბრალოდ თქვენთან საქმე გვაქვს და ვიფიქრეთ თან ცოტას გავახალისებთო. - თქვენთან? გაკვირვებული იყურება ჯეისი. - მე მეგონა ამას ანნას გასახარებლად ვაკეთებდით იმის შემდეგ რაც გადაიტანა. გაოცებული ჯეისი უმისამართოდ იყურება. - ნაწილობრივ ასეცაა. თქვა ელენამ, მოვიდა და ორივეს ხელი ჩაგვკიდა. - მოკლედ, მე დავიწყებ და შემდეგ გააგრძელებენ, მისმინეთ, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ჩემპიონატი ანუ როგორც ამას ჩვენ დავარქვით შეჯიბრი ჯეისის გუნდის დახმარებით მოვიგეთ, და თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ დიდიხანია თავს აღარ იწუხებთ ვენთან ცეკვით ქალბატონო ანა და ბატონო ჯეის, გვინდა ერთ გუნდად ვიქცეთ. გაკვირვებულ გამოშტერებული ვუყურებდი ელენას და თან მეღიმებოდა. - როგორც ვხედავ კარგად მოირგე როლი ელენა. ღიმილით ვუყურებ თვალებში, მართლა მიხარია რომ ჩემმა მეგობარმა უყურადღებოდ არ დატოვა გუნდი, რაც მე არ გამომივიდა ჩემი შიშებისა და უაზრო ქცევის გამო. ახლა კი ალექსანდრე აგრძელებს. დიახ ბატონო ჯეის, ნურაფერს გაიკვირვებ, იქიდან გამომდინარე რომ შენ ახლა მხოლოდ ანნაზე ფიქრობ დიდი ხანია აღარ გვიცეკვია, იმის კვალობაზე რომ ჩვენ კიდევ სამი შეჯიბრი გვაქვს ნოსაგები. უნდა გენახათ ჯეისის სახე, კნაღამ გადაკაკანდა როგორც ჩვევია ხოლმე, თუმცა ახლა ნაღდად დაახრღობდნენ ეს რომ ექნა, ამიტომ შემომხედა და თვალი ჩამიკრა. - მაინც რას გვთავაზობთ? ორივემ ერთად წამოვიძახეთ და იქვე იატაკზე დავჯექით. - ჩვენ გვინდა ორივე იყოთ ჩვენი წინამძღოლი. მთელმა დაჯგუფებამ ერთად გვახარა ეს ამბავი რომელიც არც კი ვიცოდით უნდა გაგვხარებოდა, უნდა გვწყენოდა თუ გაგვცინებოდა. როცა გავიაზრეთ რა ხდებოდა მხოლოდ მაშინ გავაცნობიერეთ რომ ყველა ჩვენ მოგვშტერებოდა. - ჯანდაბას თანახმა ვართ. წამოიძახა ჯეისმა. - მოიცა მე აღარ მეკითხებით? გაბრაზებული სახით შევხედე ჯეისს. - დიახ აბა თქვენ რას გვეტყვით? ღიმილით გამომხედა ჯეისმა და თვალი ჩმიკრა. - მე წინააღმდეგი ვარ. სერიოზული და ნაგლი გავხდი, ავდექი იატაკიდან და ყველას მკაცრად დავხედე ზემოდან. მერე წრის შუაში შევედი და ხმამაღლე ვიკივლე. - რათქმაუნდა თანახმა ვარ. გუნდელების სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ასე ერთად ისინი არასდროს მინახავს და მითუმეტეს ჩემები არ მეგონა თუ ასე შეეგუებოდნენ ამ ამბავს, აქედან გამომდინარე მეც უჩვეულო სიხარულს ვგრძნობდი, ბოლოს როცა ყველაფერი დასრულდა, გადაწყვიტეს პარაშუტებით გადამხტარიყვნენ სახურავიდან. რა უნდა მეთქვა? ვერაფერი ვერ ვთქვი, ხომ არ ვიტყოდი მე შიშის გრძნობა განმძაფრებული მაქვს მეთქი. ავდექი და პარაშუტს დავავლე ხელი, ამის დანახვაზე ჯეისი ლამის გაგიჟდა. - რას აკეთებ? გინდა სამუდამოდ მომკლა? შენ ხომ გეშინია, არც კი იფიქრო გადახტომაზე თორემ არ ვიცი რას გიზამ. გაცეცხლებული მოდის და პარაშუტს ხელიდან მართმევს. - ბავშვებო, თქვენ გადახტით მე და ანნას არ გვინდა. კატეგორიულად მიუბრუნდა ჯგუფს და ხელი მაგრად მომიჭირა მკლავში. - კარგი ჯეის რა პრობლემაა. დაეთანხმა ალექსანდრეც და პარაშუტით უსასრულობაში გაუჩინარდა. გაბრაზებულმა ჯეისმა მთელი კიბეები ასე, მკლავში ხელმოჭიდებულმა ჩამარბენინა, - ჯეის მომი... - ხმა. - მომისმინე მეთ... - ხმა მეთქი. გზაზე გადავდივართ და მანქანაში მსვამს, ღვედს მიკრავს. - მეთვითონ... მთელი გზა ხმა არ ამოუღია, მეც გაბუტული ფანჯრიდან ვიყურები. მანქანა გაჩერდა, სწრაფად გადმოვიდა ჯეისი და ღვედი გამიხსნა. - წამოდი. ისვ მკლავში მომკიდა ხელი და მანქანიდან გადამიყვანა. სახლში რომ შევედით ჯეისი მეცა და სამზარეულოში შემიყვანა. - შენი აზრით რა ჯადაბას აკეთებ? შენ რომ რამე დაგემართოს, შენ რომ რამე დაგემართოს არვიცი რა მომივა, საერთოდ არ ფიქრობ? დღეს სიკვდილს ხელიდან ძლივს გამოგგლიჯე და გინდოდა ჩემთვის ეს ისევ გეგრძნობინებინა? იცი რადღეში ვიყავი როცა ალექსის გუნდელმა ენა მომიტანა მამამისის შესახებ? რატომ აკეთებ ამას? საცოდავი, საწყალი, დაუცველი ბავშვივით ავიტუზე სამზარეულოს კთხეში და თავი დავხარე რომ ჯეისს ჩემი აცრემლიანებული თვალები ვერ შეემჩნია, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე და ახლოს მივედი, ისევ თითისწვერებზე ავიწიე და თვალებში ჩავხედე. - ამას რატომ ვაკეთებ? მართლა გაინტერესებს? იქნებ დაავიღალე იმით რომ მუდამ მე ვქმნი პრობლემას ჩემი სისუსტის გამო? იქნებ დავიღალე იმით რომ მხოლოდ შენს ჩახუტებას შეუძლია ჩემი კანკალი შეაჩეროს? იქნებ არ ინდა შენი ტვირთი ვიყო მთელი ცხოვრება, მაშინ როცა შენ შეგიძლია უკეთესი იპოვნო, იპოვნო ის ვისთან ერთადაც მცველად კი არა კაცად იგრძნობ თავს, ის ვინც პრობლემებს კი არ შეგიქმნის არამედ პირიქით, მათ მოგვარებაში დაგეხმარება. - რა ტვირთი? ჰა რა ტვირთი? ჯეისი ხელში მიტაცებს, გული მიფრიალებს, მუცელი არ ვიცი რა ჯანდაბას შვება და ცრემლი ჩამომდის ლოყაზე. - რომელ ტვირთზე მელაპარაკები? ამ ცისფერ თვალებზე? ხელით მეხება და თან სასიამოვნოდ სუნთქავს. - ამ ლამაზ ტუჩებზე? თითით მეფერება ტუჩებზე. - ამ ლამაზ სულზე რომელიც შენში იმალება? ჯეისი სამზარეულოზე მსვამს და ყელში მკოცნის. აუღელვებლად ვსუნთქავ და ტანში ჟრუანტელი მივლის. - ხო თუმდაც. ჩუმად ვეუბნები ყურში და ისევ თავს ვხრი. - ოე ჩემი ქაჯი, შენ არასდროს იქნები ჩემთვის ტვირთი გესმის? - ჯეის, აქამდე არ ვიცოდი თუ არსებობდა ის რასაც ახლა ვგრძნობ, მეგონა რომ ყველაფერი წარმავალი იყო, არ ვიცი ამის შემდეგ რა იქნება, მაგრამ ვიცი რომ არასდროს არ მიგატოვებ. უკვე ღამეა, მე და ჯეისი ჩახუტებულები ვწევართ ჩემს საძინებელში და როგორც ყოველთვის მე მის რიტმულ სუნთქვასა და გულისცემას ვუგდებ ყურს. უსიტყვოდ ამოიხვნეშა და გულში ჩამიკრა. - კიდევ ერთხელ გაბედავ უჩემოდ რამე საშიში გააკეთო და გეფიცები აღარასდროს გაქცემ ხმას. - რატომ არსებობ საერთოდ? მაგრად ვეხუტები და თავს გულზე ვადებ. - იმიტომ რომ მიყვარდე... - ლამაზი სიტყვები შენი სტიქიაა შე მაიმუნო შენა. ვიღებ ბალიშს, ჯეის ზემოდან ვაჯდები და ვურტყავ. - ანნა თუ გახსოვს ბოლოს რა მოხდა ასე რომ მირტყავდი? ხელი დამიჭირა და ბალიში გვერდზე გადადო. - გაინტერესებს მახსოვს თუ არა? კი რათქმაუნდა. სიცილით ისევ მივწვდი ბალიშს და ჯეისს კარგა მადლიანად ვუთავაზე. შემდეგ წამოვხტი საწოლიდან და თავდაცვის მიზნით მეორე ბალიში ავიფარე სხეულზე. - მოდი აქ. წამებში ჩემთანაა, ტანზე ძლიერი მკლავებით მიმიკრა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა მეღიმება. - ნუ იცინი. მეღიმება. - ნუ იცინი მეთქი. ახლა უკვე სიცილს ძლივს ვიკავებ. - ეგრე ხო? ახლა შენს თავას დააბრალე. - ჯეის გაჩერდი ცუდად ვარ, გაჩერდი მეთქი. სიცილით უკვე მუცლის ყველა კუნთი მტკივა, ძალიან ცუდად ვარ, საერთოდ ღუტუნისას ვიკლაკნები და მთელი ხმით ვკაკანებ, ახლა კი უარესი, ვცდილობ რომ თან ვილაპარაკო და მართლა უფრო მეტად ვკაკანებ როცა ჩემს კაკანს ვუსმენ. ჯეისს კი მენჯებზე აქვს ჩემი ფეხები და მთელი ძალით მიღუტუნებს. - საზიზ.... ჰაჰა ჰა ჰაჰა საზიზღა.... ჯეი..... გაჩ.... ვკაკანებ და მთელი ძალით ვეჭიდები ჯეისის წელს, თავი მის მხარზე მიდევს და ისე გულიანად ვიცინი რომ ჯეისიც ვეღარ იკავებს სიცილს, იღიმება, თავს მაღლა მაწევინებს მისი მხრებიდან და ისევ ჩემს ტუჩებს ეხება, მე ისევ ვიცინი. - ასე გულიანად თუ გაიცინებ ყოველ წუთში შენთან ვიქნები, გესმის? ყოველთვის ასე აგწევ, შენს ფეხებს ჩემს მენჯებზე მოვათავსებ, მერე კედელს მიგაყრდნობ და იმდენს გიღუტუნებ სანამ შენი სიცილით არ დავყრუვდები. - დარწმუნებული ხარ? - სრულიად. ფეხებით კედელს ვაწვები, ჯეისი ინერციით უკან მიდის და საწოლზე ეცემა. მე კი ისევ ფეხზე ვდგები და სააბაზანოში შევდივვარ. - ანნა აღარ მოდიხარ? ცხელი წყლის საფარის ქვეშ მყოფს, ჯეისის ხმა მაფხიზლებს. - ოუ ხო, ხო რათქმაუდა, გამოვდივარ. სწრაფად ვიხვევ სხეულზე პირსახოცს და გაწუწული გავდივარ სააბაზანოდან, ჯეისი კარებში დგას და ჩემდაუნებურად ძლიერად ვეჯახები, ის კი შეტევაზე გადადის, სულ რამოდენიმე წამში პირსახოცი აღარ მაქვს სხეულზე, ჯეისი ერთი ხელის მოსმით საწოლზე მაგდებს, ერთი მსუბუქი ოხვრა ამომდის პირიდან, ამას საერთოდ ჭკუიდან გადაჰყავს, ზედას იხდის და ჩემთან ახლოს ნელი ნაბიჯით მოიწევს, მეხება, უაზროდ მივლის ტანში ჟრუანტელი რა ჯანდაბა მემართება თავად ვერ ვხვდები და რა ხება საერთოდ, ნელი ტუჩის მოძრაობით ჩემს სხეულს ნელ-ნელა მოჰყვება და ბოლოს ტუჩებამდეც ამოდის, ძალიან თავისებური შეგრძნებაა, მე და ჯეისი ადრეც ვყოფილვართ ოთახში მაგრამ ასეთი რამ არ გვქონია, არამარტო ჯეისსთან არამედ არავისთან არ მქონია და ვნერვიულობ კიდეც ცოტას, მაგრამ რათქმაუნდა არ ვიმჩნევ, ჯეისი ჩემს გაშლილ ხელს თავის დიდ ხელში თავსებს და კიდევ ერთხელ ჩადის დაბლა, თვალები დავხუჭე, ცოტა მეშინოდა და თანაც აღელვებული ვიყავი, ვიგრძენი რაღაც უჩვეულო,არც ძალიან მწარე და არც ძალიან სასიამოვნო, შევკრთი და თვალები გავახილე, ჯეისი ზემოდან დამცქეროდა და აკვირდებოდა ჩემს რეაქციას, თუმცა ნაღდად არ მესმის რა რეაქცია უნდა მქონოდა?! უბრალოდ მეტკინა, მაგრამ შემდეგ ეს ძალიან სასიამოვნო გახდა.... მზის შუქი მანათებს და საშინლად მეწვის თვალები რის გამიც იძულებული ვარ გავიღვიძო, ანუ თვალები გავახილო რა, თორე გაღვიძება რა შუაშია სულ ერთი საათით ჩამთვლიმა, თვალებს ვიზრეს, გამოსახულება ჯერ ბუნდოვანია, შემდეგ კი ცხადად ვხედავ, ჩემს გვერდით ჯეისი წევს და მიყურებს. - რატომ არ მითხარი რომ პირველი ვიყავი? გაღიმებული და თან შეშფოთებული მეკითხება და თმაზე მეფერება. - რომ მეთქვა არ შეგეშინდებოდა? ახლა უკვე პირისპირ ვწევართ, მე მის ცხვირს ვეხები და სერიოზულ გამომეტყველებას ვიღებ. - რატომ უნდა შემშინებოდა? მე შენ მიყვარხარ და ამაში საშიში რა უნდა ყოფილიყო? სახიდან თმა გადამიწია და გაკვირვებულმა შემომხედა თვალებში. - რავიცი ასე ვიფიქრე, მეგონა რომ.... რომ შეგეშინდებოდა. - არასოდეს.... ჯეისს ზურგი შევაქციე და ძილი გავაგრძელე. ყურში სასიამოვნოდ მეღუტუნება ბგერეი. - გაიღვიძე, სადღაც უნდა წაგიყვანო. თვალებს ნელ-ნელა ვახელ, ჯეისი თავზე მადგას და დაქაჩული თვალებით მანიშნებს ადგომისაკენ. - სად? რატო? რომელლი საათია? კითხვები მივაყარე, ლოგინიდან ავდექი და კარადა გამოვაღე. - ჩაიცვი და გაიგებ. სწრაფად ვიღებ სპორტულებს და ყვითელ კეპს ჩემი გარდერობიდან და ჯეისს მაცდური თვალებით ვუყურებ უკვე ჩაცმული. - ჰა წავედით. წამოიძახა სიცილით და კარი გამიღო, როგორც მჩვევია ცანცარით ჩავირბინე კიბე და გარეთ სადარბაზოსთან დავდექი, ჯეისი კი ნელი და დინჯი ნაბიჯებით ჩამოვიდა, სიგარეტი ჩააქრო, (იცის რომ არ მომწონს როცა ჩემთანერთად სიგარეტს ეწევა) და მანქანის გამოსაყვანად წავიდა, რამოდენიმე წუთში უკვე მანქანაში ვიჯექი, როგოც ოველთვის ფეხები მაღლა შემოვაქყე, ჯეისმა ერთი მკაცრად კი შემომხედა, მაგრამ მერე ისევ გზას მიუბრუნდა ღიმილით. - სიმაღლის ძალიან გეშინია? - მე ყველაფრის მეშინია გარდა სკოლის და ჰიპ-ჰოპის. - მაგისაც რომ გეშინოდეს კარგათ გვქონია საქმე. გადაიხარხარა და ისევ დამცინავი სახით გამომხედა. - ეგრე ნუ მიყურებ თუარა გადავალ ახლა მანქანიდან. დავავლე ხელი კარს. - კაი გეხუმრები რა იყო?! - მე ხო რასამბობ ახლლა ამ შუატრასაზე აქედან გადავალ რაა. ირონიული სიცილით მივბრუნდი და შევხედე. - რატომ მკითხე სიმაღლის მეშინოდა თუ არა? სად მივდივართ? თუ შენც იქნები იმ სიმაღლეზე არ შემეშინდება. - კი მეც ვიქნები, აბა მარტო როგორ აგიშვებ? ღიმილით იყურება წინ და თან თითქოს ეშმაკურად უღიმის სახე. - სად მივდივართ? - იმპერიის სახელმწიფო შენობაზე - რაა? ხუმრობ? Empire State Building ზე? ეგ ხო ყველაზე მაღალი შენობაა ნიუიორკში? - თუ გეშინია არ წავიდეთ. - შენც ამოხვალ? - კი მეთქი. - მაშინ წამო. მთელი გზა გზას უყურებდა, რომ გავჩერდით მანქანიდან გადმოვიდა და კარი ნაზად გამიღო. - წამო. შენობაში შევედით, რათქმაუნდა იქ ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, მაგრამ მე უკვე ნანახი მქონდა და აღარ შემიმჩნევია, სამოცდაცამეტი ლიფტიდან ერთ-ერთში შევედით და მაღლა წამოვედით, იმხელა იყო ლამის ერთისაათი კი მოვუნდით ზემოთ ასვლას, მაგრამ არ მინანია, ალექსმა ნაჭრით ამიკრა თვალები. - სერიოზულად? ეს როლი უნდა მოირგო? - რატომაც არა? - ხომ ცი რომანტიკის აზრზე არ ხარ და არც მე ვარ. გადავკაკანდი. ჯეისი ნელ-ნელა სახვევს მხსნის. - ღმერთოჩემო ეს ჯეის ეს... სერიოზულად? - დიახ სრულიად. არ ვიცი რას ვგრძნობდი ამ მომენტში სიხარულს, სითბოს, გაოცებას თუ უბრალოდ სილამაზეს ვხედავდი. მთელი ნიუიორკი ჩემს წინ გაიშალა, თითქოს არც არაფერი ვიცოდი და არც არაფერს მოველოდი ამ წამს, უბრალოდ ვუყურრებდი ჩემს წინ გაშეშებულ ბრწყინვალე ქალაქს და ჩემში უაზრო სიცარიელის შეგრძნება ისადგურებდა, როგორც წესი ადამიანები პირიქით არიან, როცა ისინი ყურადღების ცენტრში ექცევიან თითქოს მათ ცხოვრებას აზრი ეძლევა, ჩემს შემთხვევაში კი ეს სულ სხვანაირადაა, სულ სხვა გრძნობები მაქვს და ხშირად საერთოდ შეუსაბამოც კი მოცემულ სიტუაციებთან, თუმცა რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ ნათლად გამოვხატავ, ამ შემთხვევაშიც მივუბრუნდი ჯეისს და ცარიელი სახით შევხედე. - ჯეის, ხედავ ამ უზარმაზარ ქალაქს რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო? მასთან შედარებით რა ოატარა არსებები ვართ, არადა ის სწორედ ჩვენი დამსახურებითაა ასეთი დიდი, ასეთი ლამაზი, ასეთი პოპულარული, თუმცა ჩვენ ახლა ვუყურებთ ქალაქს რომელშიც ვცხოვრობთ და არაფერი გვეცნობა, ყველა ადამიანი ასეთია და ასე საშინელ რეალობაში ცხოვრობს. ჯეისი ირონიულად იღიმება, თავს დაბლა ხრის აქნევს და მერე ისევ ჩემზე გადმოაქვს მზერა, - ეს შენი სივრცეა, აქ სეგიძლია იყო ამ ქალაქის დედოფალი, აქ შეგიძლია იყო ჩემი, აქ შეგიძლია იყო სევდიანი და ნაზი და არა ის ვინც ქალაქში ხარ. მართალი ხარ, ჩვენ შეიძლება პატარები ვართ ამ ქალაქთან შედარებით მაგრამ გააჩნია შენ როგორ მიგაჩნია ეს, ანუ როგორ ფიქრობ, შეგიძლია იყო ამ ქალაქზე უფრო დიდი თუ უბრალოდ ამ ქალაქის ერთ-ერთი მაცხოვრებელი რომელიც ერთ-ერთ კარაოკე ბარში იკლავს თავის ამბიციებს, არა იმას არ ვამბობ რომ შენ ხარ ის უბრალო მაცხოვრებელი, უბრალოდ ზოგადად ვამბობ. - ეს კოშკი ჩემი არაა, ეს ოშკი შენიცაა და გეფიცები სწორედ ასეთი მიყვარხარ. უფს წამომცდა, შევხტი და თითები სახეზე ავიფარე. - რაო? რაოოოოო? რაოო??? გაკვირვებული უმისამართოდ აცეცებს თვალებს და სასაცილოდიმანჭება. - არაფერი, დაბლიდან ამოდის ხმები. თითებს ნელ-ნელა ვიშორებ სახიდან და ღიმილით ვუყურებ ჯეისს რომელიც ახლა უკვე ხელებგაშლილი კოშკის სლიპინა ზედაპირზე დგას და დაბლა იხედება. - აქედან? - ჯეის, გაგიჟდი? ახლავე გამოდი მაგედან. - არა - რატომ? - კიდევ მინდა გავიგო რას ეუბნება გოგო რომელიც დაბლა ცხოვრობს ბიჭს. კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, სადაცაა ზღურბლს მიაღწევს და მერე... ამ მერეზე ფიქრის გამბედაობაც არ მაქვს. - ჯეის გადმოეთრიე მაქედან. ვუკივივარ და ვცდილობ ახლოს მივიდე, ხელი მოვკიდო და გადმოვათრიო. - რაო? მგონი არ ისმის. - გოგოს უყვარს ბიჭი. ბოლო ხმაზე ვყვირი და ჯეისს შეშინებული მივშტერებივარ. - მოიცადე ერთი წუთით, აი ბიჭიც ლაპარაკობს, მისი საუბარი კი კარგად მესმის, ის ამბობს რომ მანამ სანამ ამ გოგოს პირველად ნახავდა, მის ცხოვრებაში არ იყო ის რაც შეიძლებოდა ნამდვილ გრძნობად ჩაეთვალა, სიმაეთლე რომ თქვას, ეს გოგოს დანახვაზეც არ უგრძვნია, მხოლოდ მაშინ როდესაც მას თმა გადაუწია სახიდან, იმ მომენტიდან უვლის ტანში ჟრუანტელი, იმ მომენტის შემდეგ უტრიალებს იმ გოგოს თმის სურნელი, იმ გოგოს თვალის ფერი, ცხოვრებაზე მეტად უყვარს იმ მომენტიდან როცა პირველად დაება ბიჭთან საუბრის დროს ენა და როგორც ჩვევია ისევ თავიდან დაიწყო იმის ახსნა რაც ბიჭს საერთოდ არ აინტერეებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დიდი ყურადღებით უსმენდა, უნდოდა გოგოს ხმა მოესმინა, თუმდაც ეს ყოფილიყო იმ ამიბის მონათხრბი თუ როგორ მოეშალა ქართულის გაკვეთილზე ნერვები ან კიდევ როგორ უყვარს ვაშლის საღეჭი რეზინი. გაუნძრევლად იდგა ჯეისი და ქარი თმას უწეწავდა, აი მე კი არ ვიცი მაგ მომენტში რას ვაკეთებდი, იმის მაგივვრად როომ მივსულიყავი მასთან და იქიდან გადმომეთრია ვუსმენდი და თვალწინ მიდგებოდა ჩვენი წარსული, რომელიც მე უკვე დამვიწყებოდა, ხოლო მას ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვდა. როგორც იქნა მოვიფიქრე და ალექსის გვერდით მეც ხელებგაშლილი დავდექი. - გოგო კი მუდამ არეული დადიოდა, არ იცოდა ვინ იყო, იცოდა მხოლოდ ერთი, რომ ჰყავდა ადამიანი ვინც ისეთს იცნობდა როგორიც იყო და არა ისეთს როგორიც ჩანდა, ადამიანი რომელთანაც შეეძლო ებლუყუნა, ადამიანი რომლის სითბოც არასდროს მობეზრდებოდა, ადამიანი რომელთან ერთადაც შეეძლო ექვსი გაკვეთილიდან მხოლოდ სამს დასწრებოდა, შემდეგ კი ეთქვა ( დაიკიდე წამო ვიკატოდ) და უკან მოუხედავად დაეტოვებინა სკოლა. - სწორედ ასეთი უყვარდა ამ დებილ ბიჭს ეს არეული თავქარიანი გოგო. - სწორედ ასეთი უყვარდა ამ არეულ თავქარიან გოგოს ეს დებილი ბიჭი. სიმაღლის საშინლად მეშინოდა ხოლმე, მაგრამ ახლა საერთოდ არ მანაღვლებს, არც სიმაღლე, არც კანკალი და არც შიში. ჯეისი ხტება, თანაც ისე რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებ, ვხედავ როგორ მიფრინავს ჰაერში და ეშვება დაბლა, რა ვქნა? შეშინებული თვალებაცრემლებული და აკანკალებული ვდგავარ ზღურბლზე, დაუფიქრებლად მეც იმავეს ვაკეთებ, ვგრძნობ ქარი და ჰაერი როგორ ამსუბუქებს ჩემს სხეულს, თითქოს არც ფეხები მაქვს და არც ხელები, გული კი ამოვარდნაზეა. უეცრად რბილ ზედაპირზე ვეშვები, ჯეისი დგას და სიცილით იკეცება, ვდგები ბატუტიდან სწრაფად მივდივარ გაბრაზებულ-გცეცხლებული ჯეითან და სახეში სილას ვურტყამ. მერე კი მთელი ძალით ვეწაფები მის ტუჩებს. - სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ჩუმად მეუბნება ყურში და ბატუტზე მაგდებს, ორივე გაწოლილი ვართ რბილ ბალიშივით ბატუტზე და ზეცას შევცქერით, ასე გრძელდება რამოდენიმე საათი, მერე ძაან დაღამდა და აცივდა, ამიტომ ჯეისმა ჩაძინებული ისევ მანქანაში ჩამსვა და დილით ჩემს კომფორტულ საწოლში გამეღვიძა. უცნაურია, ჯეისი აქ არ იყო, ეს ნამდვილად საეჭვო ფაქტია. საწოლიდან ავდექი, ჩემი ვარდისფრი ხალათის ამარა გავვარდი გარეთ, და შეშინებული დავიყე კიბის თვალიერება, არც კიბეზე და არც დაბლა მისაღებში არავინ არ იყო, შეშინებულს აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა, ძალიან ცუდად მქონდა გული. პირველ სართულზე ჩავედი, მინდოდა გარეთ ეზოშიც გამეხედა, ამ დროს ჯეისის წერილი შემრჩა ხელში, იქვე კარებში იყო, ფურცელი ხელებ აკანკალებულმა გადავშალე და კითხვა დავიწყე.(( ვითომ ვერ მიხვდით რომ თუ გადავშლიდი წავიკითხავდი კიდეც)) (( ანნა, მაპატიე, არ შემიძლია, აჯეისი....)) სულ ესაა? სულ ესაა? სულ ესაა? ამას ვიმეორებდი და თვალები ცრემლით მევსებოდა, საშინელებაა, რისთვის დაბრუნდა თუ ასე უნდა მივეტოვებინე? ხომ იყო წასული? რატომ მობრუნდა? რაში სჭირდებოდა ამხელა სპექტაკლი? უამრავი კითხვის შემდეგ საკუთარ თავს დავაჯერე რომ ჯეისი არსად წასულა, ავედი ოთახში და სპორტული ამოვიცვი, სირბილით გავედი სახლიდან ყურსასმენები გავიკეთე და გავუყევი ქუჩას, წვიმდა, ჩემთვის უკეთესიც იყო, ცრემლი რომ ჩამომვარდნონდა ხალხი ვერ შეამჩნებდა, გადავწყვიტე ჩემს ჯგუთან წავსულიყავი და მეცეკვა, ტაქსიში ჩავჯექი მუსიკას ბოლომდე ავუწიე და ნამიან ფანჯარაში ნამიანი თვალებით გავიხედე, ბოლოს ტაქსიში ჯეისთან ერთად ჩამეძინა, ახლა კი მის მონატრებას მუსიკის და მოგონებების ხარჯზე ვიკლავ გულში. - ქალბატობო მოვედით. ქვეცნობიერიდან ბოხმა ხრიწიანმა ხმამ გამომაფხიზლა, მძღოლის ხმა იყო. - აა დიახ აი გამომართვით. ცვრიანი ასგალტი გადავირბინე და ჩვენს დარბაზში შევვარდი. ჯეისი ჯგუფიც იქ დამხვდა, გაოცებული მივშტერებოდი რა კარგად ცეკვავდნენ და მიკვირდა, არ ვიცოდი ვინ დადგა ასეთი მონახაზით ცეკვა. - რანაირი იყურები? მოგეწონა ცეკვა? კუთხის გასახდელიდან ელენამ გამოყო თავი. - გამარჯობა ელენა როგორ ხარ? აკანკალებული ხმა როგორც შემეძლო ისე გავასწორე და ღიმილით მოვიკითხე. - რამიშავს. შენგან დავიწყებული როგორ ვიქნნები/ გასახდელიდან გამოდის და მეხუტება. - ცეკვა შენ დადგი? - კი, მოგწონს? - მუსიკა ვისია? - ჯეისის მიქსია, გუშინ მომიტანა დისკი, რა იყო? - ელენა გარეთ წამო უნდა დაგელაპარაკო. - ხალხნო და ჯამაათნო, მომისმინეთ ერთი საათით გავდივარ, თუ გინდათ დაისვენეთ. შესძახა და კარი გამოიხურა. იქვე ქუჩის კუთხეში, პატარა კაფეში შევედით. - ელენა დღეს ჯეისი არ დამხვდა დილას, როგორც წესი ასე არ იქცევა, დავეჭვდი, როცა გარეთ გამოვდიოდი მისი გამოსამშვიდობებელი წერილი ვიპოვე, სიმართლე გითხრა მიჭირს დაჯერება, კი არადა არც მჯერა. ელენამ ჩანთა სკამზე გადაკიდა და მაგიდას მიუჯდა. - ანნა, მომისმინე შეიძლება ჯეისი გიჟი და გადარეულია, მაგრამ შენ რომ სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ ეგ ჩემზე უკეთ უნდა იცოდე, მაგის შანსი არარის, აქ რაღაც ამბავია. - მაშინ შეგიძლია მის მოძებნაში დამეხმარო? აცრემლებული თვალებით ვუყურებ ჩემს პპირდაპირ მჯდომ ელენას და კეპი ცხვირამდე ჩამომაქვს. - რათქმაუნდა, ჯგუფის წევრებს მივცემთ ჯეისის ფოტოს და ქალაქში გავუშვებთ, ვინმეს მაინც ეცოდინება, მითუმეტეს ჯეისის ჯგუფის ბიჭებს იმდენი ფანები ჰყავთ, შენ არ ინერვიულო არ ვეტყვი რომ შენ ეძებ. - დიდი მადლობა, მართლა დიდი მადლობა. წამოვხტი და ჩავეხუტე. - ქალბატონო, მგონი სულ დაგავიწყდა რომ მეგობრებიც გყავს ჯეისის გარდა. - კაი ჰო. რამოდენიმე სათში ყველა ქალაქში მიმოიფანტა, მე ავტობუსბში ვეზებდი, ბიჭები ფანებში, ელენა და ჩემი ჯგუფი შენობებში. - რა ქენით იპოვეთ? ყველა შეიკრიბა. - არა ვერაფერი ვნახეთ ისეთი რაც მასთან მიგვიყვანდა. - შენობ.... ელენას აღარ დავასრულებინე. - მე ვიცი სადაც იქნება, მალე მოვალ თქვენ აქ დარჩით. გზაზე გადავირბინე და პირველივე ტაქსიში ჩავჯექი. - იმპერიის სახელმწიფო შენობასთან თუ შეიძლება. - რათქმაუნდა ქალბატონო. როგორც იქნა მივაღწიე. - მადლობთ. ტაქსის კარი მივხურე და სწრაფად შევვარდი შენობაში. ლიფტში მერე კი სახურავზე. ჯეისი არც აქ დამხვდა, ეს უკვე ედმეტი იყო, ყველა იმედი წამერთვა, გული ყინულად მექცა, თითქოს შემეკუმშა და აღარ იშლებოდა, ჰაერი არ მყოფნიდა. - მორჩა ჯეის, ეს უკვე ზედმეტია, შენ ჩემგან წახვედი მე კი ამ ქვეყნიდან წავალ. დარწმუნებით და ხმამაღლა წამოვიძახე და ზღურბლთან მივედი, ჩემში კიდევ ერთმა მოგონებამ გაიღვიძა, ყველაფერი თვალწინ დამიდგა. - ((ეს შენი სივრცეა, აქ სეგიძლია იყო ამ ქალაქის დედოფალი, აქ შეგიძლია იყო ჩემი, აქ შეგიძლია იყო სევდიანი და ნაზი და არა ის ვინც ქალაქში ხარ. - ეს კოშკი ჩემი არაა, ეს ოშკი შენიცაა და გეფიცები სწორედ ასეთი მიყვარხარ. - ჯეის, გაგიჟდი? ახლავე გამოდი მაგედან. - არა - რატომ? - კიდევ მინდა გავიგო რას ეუბნება გოგო რომელიც დაბლა ცხოვრობს ბიჭს. - ჯეის გადმოეთრიე მაქედან. - რაო? მგონი არ ისმის. - გოგოს უყვარს ბიჭი. - მოიცადე ერთი წუთით, აი ბიჭიც ლაპარაკობს, მისი საუბარი კი კარგად მესმის, ის ამბობს რომ მანამ სანამ ამ გოგოს პირველად ნახავდა, მის ცხოვრებაში არ იყო ის რაც შეიძლებოდა ნამდვილ გრძნობად ჩაეთვალა, სიმაეთლე რომ თქვას, ეს გოგოს დანახვაზეც არ უგრძვნია, მხოლოდ მაშინ როდესაც მას თმა გადაუწია სახიდან, იმ მომენტიდან უვლის ტანში ჟრუანტელი, იმ მომენტის შემდეგ უტრიალებს იმ გოგოს თმის სურნელი, იმ გოგოს თვალის ფერი, ცხოვრებაზე მეტად უყვარს იმ მომენტიდან როცა პირველად დაება ბიჭთან საუბრის დროს ენა და როგორც ჩვევია ისევ თავიდან დაიწყო იმის ახსნა რაც ბიჭს საერთოდ არ აინტერეებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დიდი ყურადღებით უსმენდა, უნდოდა გოგოს ხმა მოესმინა, თუმდაც ეს ყოფილიყო იმ ამიბის მონათხრბი თუ როგორ მოეშალა ქართულის გაკვეთილზე ნერვები ან კიდევ როგორ უყვარს ვაშლის საღეჭი რეზინი. გაუნძრევლად იდგა ჯეისი და ქარი თმას უწეწავდა, აი მე კი არ ვიცი მაგ მომენტში რას ვაკეთებდი, იმის მაგივვრად როომ მივსულიყავი მასთან და იქიდან გადმომეთრია ვუსმენდი და თვალწინ მიდგებოდა ჩვენი წარსული, რომელიც მე უკვე დამვიწყებოდა, ხოლო მას ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვდა. როგორც იქნა მოვიფიქრე და ალექსის გვერდით მეც ხელებგაშლილი დავდექი. - გოგო კი მუდამ არეული დადიოდა, არ იცოდა ვინ იყო, იცოდა მხოლოდ ერთი, რომ ჰყავდა ადამიანი ვინც ისეთს იცნობდა როგორიც იყო და არა ისეთს როგორიც ჩანდა, ადამიანი რომელთანაც შეეძლო ებლუყუნა, ადამიანი რომლის სითბოც არასდროს მობეზრდებოდა, ადამიანი რომელთან ერთადაც შეეძლო ექვსი გაკვეთილიდან მხოლოდ სამს დასწრებოდა, შემდეგ კი ეთქვა ( დაიკიდე წამო ვიკატოდ) და უკან მოუხედავად დაეტოვებინა სკოლა. - სწორედ ასეთი უყვარდა ამ დებილ ბიჭს ეს არეული თავქარიანი გოგო. - სწორედ ასეთი უყვარდა ამ არეულ თავქარიან გოგოს ეს დებილი ბიჭი. სიმაღლის საშინლად მეშინოდა ხოლმე, მაგრამ ახლა საერთოდ არ მანაღვლებს, არც სიმაღლე, არც კანკალი და არც შიში.)) ცრემლები ღაპა-ღუპით მომდის, ცოტაც და.... სულ ცოტაც და დავამთავრებ ამ ჩემს არაფრის მომცემ სიცოცხლეს. - აკი გაგაბრთხილე უჩემოთ აღარაფერი საშიში აღარ გააკეთო მეთქი? ბოხი ფხლიწიანი ხმა, ჩემი სიყვარული, ჩემი მოგონება, ჩემი სურნელი.... უკან დაბნეული მივტრიალდი, ჯეისი სრულიად ჯანმრთელი იყო, ახლა უკვე არაფერზე ვფიქრობდი, აღარც არაფერი მაინტერესებდა, გავექანე და მთელი ძალით ჩავეხუტე, ღრმად ჩავისუნთქე მისი სურნელი და ცხვირი მის თბილ სვიტერში ჩავყე. - სად ეგდე? მასე უნდა ნერვიულობა? რატო მიკეთებ მაგას? ვეღარც ვბრაზდები, იმდენად მომნატრებია სულ რაღაც თორმეტ საათში რომ არ მინდა მოვშორდე ორი წუთითაც კი... - შენ გელოდებოდნენ, ამიყვანეს, აინტერესებდათ მართლა მყავდა თუ არა შეყვარებული, რადგა მე მათგან წამოვედი შენს გამო. - ვიზე საუბრობ? - სვიტერიდან თავი მაღლა ავწიე და თვალებში ჩავხედე. - ბენდზე. - რატომ წამოხვედი? - შენ ჩეთვის დრამიიც ხარ და მთელი წლების ხლფასიც, რა ჩემ ფეხებად მინდა ფული თუ კი შენ სულ მცირე სამი წამითაც კი არ იქნები ჩმთან? არ მინდა მადლობა. - არ მინდა ჩემს გამო დაინგრიო შენი ოცებები, არ მინდა გესმის? - არავის არაფერს არ ვუნგრევ, პირიქით. რაღაც მინდა შემოგთავაზო, იქნებახლა რომ შეჯიბრი იქნება, რომ მოვიგებთ პარიზში გადავსულიყავით? გაოცებისაგან თვალები დავჭყიტე. - კი მაგრამ რატომ? - მინდა იქ ვიცხოვროთ, იქ სხვა დონეა, შენ ნიუიორკი გიყვარს, ეს კარგად მესმის მაგრამ მე მინდა რომ პარიზიც ნახო და მერე ორ წელში ისევ ჩამოვიდეთ. (( ასე დავასრულებ ჩემი ჩანაწერების წერას, არ მინდა ყველაფერი ვთქვა, ერთს ვიტყვი, ახლა ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, მივხვდი რომ თუ საყვარელ ადამიანს გართმევს ღმერთი, სამაგიეროსაც მალევე გიგზავნის, და ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება გრძელდება...) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.