შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავად შემაყვარე თავი(12 თავი)


30-04-2017, 15:49
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 2 028

12
ნინი და გეგა ერთმანეთს სიყვარულით სავსე ღიმილით შესცქეროდნენ გეგას თვალებში იძირებოდა ნინი და არც სურდა იქიდან ამოსვლა..
სალიმ ოთახის კარი შემოაღო.
-ნინ მე გავდივარ...რა ფერი გაქ სახეზე კარგად ხარ?
-კი კი წადი შენ-მხიარულად უთხრა ნინიმ.
სალიმ გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.ნინისთან გეგა დარჩა,საწოლში დააწვინა,დააფარა და სიცხეც გაუსინჯა.
-ჰმ.38და3 პაციენტო მაღალი სიცხე გაქვთ.
ნინის სუსტად გაეცინა და წამოდგომა დააპირა.საწოლიდან რომ წამოდგა წონასწორობა დაკარგა და გეგას დაეყრდნო.
-ნინი ვერ დადიხარ,ექიმთან მივდივართ!
-არაა საჭირო..
-ჩუმად!-გააწყვეტინა გეგამ და ხელში აიტაცა.შეცბუნებულმა დაიყვირა
-რას აკეთებ გეგა?
-ვერ დადიხარ ნინი...ჰოდა ექიმთან მიმყავხარ!
გეგამ სახლის კარები სწრაფად გამოხურა,კიბები ხელში აყვანილ ნინისთან ერთად ჩაირბინა და მანქანაში ჩასვა.თვითონ საჭესთან დაჯდა და 10წუთში კლინიკასთან იყვნენ.
-გეგა ხომ გითხარი არაფერია მეთქი არა?!რას წამომიყვანე?-აწუწუნდა ნინი,როცა გეგამ მანქანა გააჩერა.
-ვერ დადიხარ!სიცხე გაქვს...ექიმმა უნდა გნახოს და ვსო წავედით!
გეგა მანქანიდან გადმოვიდა და ნინის კარი გაუღო.
-ჩემით გადმოვალ!
ნინი მამქანიდან გადმოვიდა და დამოუკიდებლად სიარული სცადა თუმცა ძალა არ ჰქონდა და კვლავ გეგას მკლავებზე დაყრდნობილმა განაგრძო გზა.ორივეს გაეღიმათ ნინის ჯიუტობაზე და გეგამ ნინი ექიმის კაბინეტში რიგის დაცვის გარეშე ძალით შეყავდა,როცა ერთი ბიჭი რიგიდან გამოიჭრა და გეგასთან ხმამაღალი საყვედურით მოვიდა.
-უკაცრავად აქ რიგი დგას მგონი!
გეგა განრისხებული მზერით შემოტრიალდა
-ახლა შენთუ შენს ადგილზე არ დადგები ტრამვატოლოგიურში მოგიწევს რიგის დაცვა!
-გეგა დაწყნარდი!-ჩასჩურჩულა ნინიმ.
-კარგი შევიდეთ!
-მაგრამ...
-ნინი შედი მეთქი!
კაბინეტში შევიდნენ.და გიგიმ ყველაფრისგარეშე დაიწყო საუბარი:
-ექიმო მაღალი სიცხე აქვს და ვერ დადის ძალიან ჯიუტია და აქაც ძლივს წამოვიყვანე!...
ექიმმა სათვალე ოდნავ ჩამოიწია და გეგას ამოხედა
-თქვენ მისი ქმარი ხართ?
ნინიმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და რაღაცის თქმა დააპირა თუმცა გეგა არ ჩერდებოდა
-ჯერ არა...თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?!მიხედეთ ცუდადაა!-უკმეხად უპასუხა გეგამ და ნინისთან ახლოს დადგა.
ექიმი შეცბა და საქმეს შეუდგა
-კარგი დაწყნარდით ახალგაზრდავ..-გეგა მას აღარ უსმენდა და ნინის წინ ნერვიულად დადიოდა.
-უკაცრავად გაბრძანდით უნდა გავსინჯო!
-კარგი გავალ!-გეგა კარიდან გასვლის დროს ნინის შემოუტრიალდა-აქვე ვიქნები.
ნინიმ თავი დაუქნია და გეგას თვალი გააყოლა ოდნავ გაეღიმა გეგას ასეთს რომ ხედავდა.
-ძალიან უყვარხარ!-ნინი ექიმის ხმამ გამოაფხიძლა და სახეზე წამოწითლდა.
-რა მითხარით?
-ის რომ მას ძალიან უყვარხართ...და თქვენც ძალიან გიყვართ-ექიმმა ფართოდ გაუღიმა და პაციენტის გასინჯვა დაიწყო.
საქმე რომ დაამთავრა გეგამ დააკაკუნა და შემოიხედა.
-მობრძანდი მობრძანდი!
ექიმი თავის ადგილას დაჯდა და გეგას ღიმილით უთხრა
-ნუ გეშინია კარგადაა უბრალოდ გაცივდა და მიხედვა უნდა რასაც არ მოაკლებ ამას ვხვდები!
გეგამ ამოისუნთქა და ნინის გადახედა
-კარგი წავიდეთ.
-აი დანიშნულებაც!
კარში პირველი გეგა გავიდა ექიმმა კი ნინის დაუძახა
-გოგონა!...მაგ ბიჭს მოუბრთხილდი!-ჩაუჩურჩულა და ოთახიდან გააცილა.
გეგამ ნინი მანქანაში ჩასვა ,წამლებიც იყიდა და სულ მალე სახლშიც მიიყვანა.
-მოდი დაწექი...დაიფარე..აი ასე ყოჩაღ!-ღიმილით დააფარა საბანი.ოთახიდან გავიდა და საჭმლით ხელში დაბრუნდა.ნინიმ წარბი შეკრა.უარის თქმა დააპირა მაგრამ გეგამ დაასწრო
-არა უარი არ გაბედო!შეჭამ!
-კარგი რა!არმინდა
-ცოტა შეჭამე და მორჩა
-მომეცი ჩემითაც შემიძლია!ხომარ ვკვდები
-დიდხანს უნდა მქონდეს გამოწვდილი ხელი?!
ნინიმ უკმაყოფილოდ შეჭამა რამოდენიმე ლუკმა და გეგას ანიშნა აღარ შევჭამო.
-კარგი.-თეფში მაგიდაზე დადგა.
-რამე ხოარ გინდა?
ნინის გაეღიმა და გეგას ხელზე ხელი დაადო
-არა..მადლობა ასე რომ მივლი! ...
ტელეფონმა დარეკა გეგა ადგა და ნინის ტელეფონი მოაწოდა
-ლილე-გაეცინა გეგას
-ჰო ლილე...აა მოხვედი?კაი..
ნინიმ ტელეფონი დადო..
-გაუღე რა მოვიდა!
ლილე ოთახში შემოვარდა
-ნინი რა გჭირს?ცუდად ხარ?
-არა გავცივდი უბრალოდ კაი რა-ნინიმ გეგას გახედა რომელმაც ტელეფონს უპასუხა და გავიდა,ცოტახანში უკან დაბრუნდა და ნინისთან ჩაიმუხლა
-ნინი მე უნდა გავიდე რამე გონდა?
-არა..რახდება?
-არაფერი ლუკას უნდა ველაპარაკო და..-გეგამ ნინის შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.
-ნინი ხო კარგად ხარ-ჰკითხა ლილემ
-კი ლილე ნუ ნერვიულობ რა...წადი თუგინდა არ გცალია და აქ ხარ!
-კარგი რა ნუ სულელობ!
ტელეფონმა კვლავ დარეკა ამჯერად იკა აღმოჩნდა
-შენ უთხარი?-გახედა ლილეს ნინიმ გამომცდელად
-არა მეარა!
-ოჰ გეგა!
ნინიმ ტელეფონი აიღო და ღიმილით დაიწყო
-ჰო იკა...კარგად ვარ კარგად...არვიცი არაფერია...ეგ აზვიადებს..კი აქაა არ მტოვებს! ...კარგი კარგი მადლობა..
ნინიმ ტელწფონი ღიმილითვე გათიშა და მზერა ლილეზე შეაჩერა
-აბაა..თქვენთან როგორაა საქმე?
ლილემ თავი დახარა და გაეღიმა
-კარგად...ძალიან კარგად..
ნინის გაეღიმა ბედნიერი მეგობრის დანახვა ახრებდა.ლილეს ესემესი მოუვიდა და სახეზე უბედნიერესი ღიმილი მოეფინა და გაეცინა კიდეც.ნინისაც გაეცინა მისი შემხედვარე და ცალი წარბი ასწია
-რახდება ქალბატონო?!არ მეტყვი?
-კი ნინ უბრალოდ იკაზე მეცინება-ლილემ ტელეფონი შემოატრიალა და იკას ესემესიც გამოჩნდა?
,,იცი რა? სასწაულად მიყვარხარ!"
ნინის ახლა ხმამაღალი სიცილი აუტყდა
-საყვარელი!
ოთახში სალი და სანდრო შემოვიდნენ.
-რა დღეში ხართ თქვენი კისკისი სადარბაზოში ისმის-დაიწყო სიცილით სალიმ და ნინის დანახვაზე სახე მოეღუშა
-რატომ წევხარ ?ცუდად ხარ?
-არაფერია ცოტა გავცივდი
-რატო ექიმთან იყავი?-ახლა სანდრო შეუჩნდა ნინის
-კი კი-დაუქნია თავი ნინიმ-გეგა რისთვისაა ძალით წამიყვანა!
-ჰოდა კარგია!-გაუღიმა სანდტომ-ახლა წავალ კარგად იყავით!
სამდრო გააცილეს და ნინისთან დაბრუნდნენ
-ნინ აბა რამე გინდა?-ჰკითხა სალიმ და საწოლზე ჩამოჯდა
-არა არა...დაისვენეთ წადით რა დაგღალეთ უკვე
-კარგი რა...გავალთ და დაიძინე შენ..შემოგხედავთ ხოლმე.
ნინის გაეღიმა და გოგონებს თვალი გააყოლა.თავს უღონოდ გრძნობდა და მალევე ჩაეძინა.როდესაც გაიღვიძა საკმაოდ გვიანი იყო.ტელეფონს დახედა ესემესი დახვდა,,რომ გაიღვიძებ მომწერე"
ნინიმაც პასუხი გააგზავნა და ზარმაც არ დააყოვნა
-როგორაა ჩემი გოგო?
-კარგად ვარ..შენ მოაგვარე საქმე?
-კი ახლა დავასრულეთ საუბარი რაღაც შეხვედრაზე მოუწია ლუკას წასვლა და დახმარება უნდოდა.სიცხე კიდევ გაქვს?
-არა დამიწია..ასე ნუ დარდობ რაარაფერია..
-მედარდება და რაცქნა?!-გეგას გაეღომა და ნინიც გაამხიარულა.
-გინდა მოვიდე?
-ამ დროს? არა ხვალამდე მოვიცადოთ...
-კარგი ჰო..იცი ჩემს ძმას როგორ უნდა შენი გაცნობა?დღესაც მითხრა..
ნინის გაეღიმა
-მართლა?რაკარგია...მეც მინდა ვიცნობდე...
-ჰო ოდესღაც ნახავ!-გეგას გაეცინა-ნეტავ ჩემი მშობლებიც გივნობდნენ...
-კარგი იქნებოდა..
-ჰო..მისმინე კარგი ახლა დაისვენე და ხვალ ვილაპარაკოთ...მიყვარხარ!
-კარგად..მეც ძალიან!
ტელეფონი დადო და მისაღებში გავიდა.სალის და ლილეს ერთმანეთზე მისძინებოდათ ,ნინის გაეღიმა მაშ შემხედვარეს და კიდევ ერთხელ იგრძნო რა სიმდიდრე გააჩნდა მათი სახით.ახლა როცა მას მათთან ერთად გეგა ჰყავდა ყველაზე ბედნიერი იყო . სალის და ლილეს ერთდროულად გაეღვიძათ და მომღიმარი ნინი დაინახეს.
-რახდება?რატომ ადექი?!-წამოიჭრა ლილე.
ნინი გამოერკვა და გოგონებს შეხედა.
-კარგად ვარ ხალხნო კარგად!
სალიმ და ლილემ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ.
......
რამოდენიმე დღემ გაიარა ნინი გამოკეთდა მაგრამ ყურადღებას არავინ აკლებდა.გეგა ყოველდღე მიდიოდა მასთან შოკოლადებთან და უამრავ ტკბილეულთან ერთად.დრო ასე ტკბილად გადიოდა და ამასობაში ცივი ნოემბრის ბოლოც დადგა.სივივე იყო მაგრამ სითბოც სუფევდა ნინის გარშემო.ერთ ცივ საღამოს გეგას ქურთუკში გამოწყობილი ნინი და გეგა რომელსაც სიყვარულისაგან აღარცკი ციოდა,მათ საყვარელ ადგილას ერთმანეთთან ახლოს ისხდნენ ,იქ სადაც გეგამ ნინის სიყვარული აუხსნა და საიდანაც მთელი ქალაქი გასაოცრად ლამაზი იყო .ცაზე ვარსკვლავები ნელ-ნელა გამოიკვეთა და ლამაზად ციმციმი დაიწყო.ნინი ცას შეჩერებოდა და მოგონებებმა ღიმილი გამოიწვია მის სახეზე.
-რა გაცინებს ასე საყვარლად?-ცნობისმოყვარეობით ჰკითხა გეგამ.
-არა უბრალოდ გამახსენდა მე და სალი როგორ ვიწექით სოფელში ძირს და ვუყურებდით ცას,ვარსკვლავებს....
ვუყურებდით და ვოცნებობდით ბევრ რამეზე და იმაზე რომ ლილე იმდროს ჩვენთან ყოფილიყო-ნინის გაეცინა და განაგრძო-ეს ჩვოვლებრივი ამბავი იყო.თუ ჩვენ რაიმეს ვისურვებდით ეს ლილე იყო უპირველესყოვლისა!ხოლო სხვა დანარჩენი შემდეგ მოდიოდა...ვერ წარმოიდგენ რამხელა ბედნიერება ისადგურებდა თუკი ვიგებდით რომ ლილეს ვნახავდით თუმდაც ერთი საათით..-გეგა ნინის ღიმილით უსმენდა და ვარსკვლავებს შესცქეროდა.
-ახლაც ვხედავ როგორი ბედნიერი ხარ როცა მათზე ლაპარაკობ...ნინი ჩვენ ძალიან გაგვიმართლა რომ ასეთი მეგობრები და ერთმანეთი გაგვაჩნია!
-ჰო რათქმაუნდა..ნახე ვარსკვლავი ჩამოვარდა...ამდროს სურვილს იფიქრებენ..აბა?ჩავიფიქროთ?
-კარგი..
ორივემ თვალები დახუჭეს და სურვილი ჩაიფიქრეს...
-არ მეტყვი?-შეხედა გეგამ ნინის
-არა!თუ გეტყვი არ ამიხდება!
-კარგი მაშინ არ მითხრა თორემ არც ჩემი ახდება!-გეგამ ნინის თვალი ჩაუკრა და შუბლზე თვალებდახუჭულმა აკოცა და ჩურჩულით უთხრა:
-ჩემი სურვილი შენ ხარ…და არ მაინტერესებს უნდა ამიხდე!



№1 სტუმარი Guest salooo

dzalian magariaamovixible tqveni motxrobit momwonnsss! cota gavbrazdiiiiii dz daagvianetmagramm vgijdebi tqvenze

 


№2 სტუმარი გიჟიიი

აიიი ძალიან ძალიან მომეწონაა გავაფრინეეე უაღრესადდ აღფრთოვანებული ვარ ამ ლამაზი და საინტერესო მოთხრობით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent