სიმშვიდემდე შეშლილი(2)
აუდიტორიის კარს ვხსნი და მშვიდად მივაბიჯებ. ბავშვები ფუსფუსებენ, ყველა ლექტორს ელის. ფურცელზე ხატვას ვიწყებ , გაურკვეველ ფიგურებს ვხაზავ და ნერვებს ვიმშვიდებ. უცებ ყველაფერი ბურუსში ეხვევა და საიდანღაც მანათობელ თვალებს ვხედავ,მხოლოდ მე და ის ვართ . მერე ხმა ჩამესმის ისაა ...ესააა ლექტორი? ლუციფერია ლექტორი? ვკივი და ისევ მეღვიძება. არა უკვე ვფიქრობ რომ ეს ბინა ჩემს სიზმრებზე ცუდად მოქმედებს, ადრე ასე არ ვიყავი . დაცვარულ შუბლზე ხელისგულს ვიდებ და ისევ ვეშვები საწოლზე. ცოტა ხნით ჭერს ვუყურებ, მერე საწოლიდან ვდგები ,მომზადებას ვიწყებ და უნივერსიტეტში მივდივარ. დრო ისე გადის აღარც კი მახსოვს მესამე ლექცია. მხოლოდ მერე ვიაზრებ ცხრილს რომ ვუყურებ და ანატომიას ვკითხულობ. აუდიტორიას ბავშვებთან ერთად ვეძებ ,მესამე სართულზეა ,რა უბედურებაა სხვაგან ოთახი არ იყო? რა ავა მესამეზე . დამძვრა ფეხები სად შემიძლია ამდენი ჩემი ბიოლოგიური ასაკი 98 წელია ... წინ არავინ ჯდება ...უკან სად მივიმალო-თქო ვიფიქრე და წინ მოვკალათდდი. კიდევ შემოვიდნენ ბავშვები და რამდენიმე მომიჯდა გვერდით. უკვე საათს ვუყურებდი და წამებს ვითვლიდი, როდესაც რამეზე ვღელავ მირჩევნია დროზე მორჩეს ის კი არადა არ მოდის. -მგონი გადაგვაგდო ... - ვიღაც ამბობს და კარის დახურვის ხმაც წყდება სმენას. შემდეგ ყველა ერთად ისუსება და მძიმე ნაბიჯების ხმა ისე კარგად მესმის მგონი ყური იატაკზე მიდევს . მეც ვინებე შებრუნება და....ო ღმერთო ეს ბერძენი ღმერთკაცი ვინაა. რაღაცას ლაპარაკობს, რა ტუჩები აქვს საუბრის დროს საოცარ ფორმას იღებს... შავი წვერი სიეთ ზომაზე აქვს დაყენებული მინდა ხელი გავწიო და თითები ავუსვა ლოყაზე ....ეს თვალები ნამდვილია? შეუძლებელია ...წარმოუდგენელია არარსებულია ასეთი შავი თვალები ჰქონდეს. მუქი ყავისფერი მესმის ,მაგრამ შავი? სულ შავიაა , სქელი საოცარი ფორმის წარბები...ნამდვილად გაკეთებული აქვს . ეს ყბებიც ჩაისვა ვითომ? აბა ასეთი ფორმის ნაკვთები რატომ აქვს. რა არის ...ვინ არის ისევ არ მესმის ხმა. ჯანდაბა 98 ბიოლოგიურად ავრ თუ რეალურად და სმენა დამიქვეითდდა. თვალებს ვახამხამებ, კბილებს ერთმანეთზე ვაჭერ ...ეს ფანქარი როდის ავიღე ..ხელში არ მქონდა? ტუჩთან როდის მივიტანე. ფანქარს ძირს ვწევ და მაგიდაზე ფრთხილად ვდებ . ხმა მესმის ... აშკარად რარაც მოწყობილობა აქვს თორემ ასეთი ხმა ვერ ექნება... ნამდვილად სიგარეტს ეწევა და იმის ბრალია ...ან ანგინა აქვს აბა ამდენი ხრინწი საიდან -შევუდგეთ გაცნობის ცერემონიას...სახელებს და სახეებს კარგად ვიმახსოვრებ ასე რომ გაითვალისწინეთ- ამბობს ,ჩუმდება და ტუჩის კუთხეს ოდნავ ტეხავს. მე მიყურებს? ხოო პირდაპირ მე მიყურებს - თქვენგან დავიწყოთ გოგონა იისფერში- იისფერი მაცვია? ტანზე ვიყურები და ჩემი საოცარი, გასაღმერთებელი გონებაც წამსვე ინთება. არასდროს დამტოვოო...არასდროს თორემ ერთხელაც იქნება გავიჭედები ასეთ გამოუვალ სიტაციაში . მაგიდის ზედაპირს ოდნავ ვეყრდნობი მშვიდად ვდგები და ტუჩებს სწრაფად ვისველებ იმის შესამოწმებლად რომ საუბრის დროს სიტყვა არ გამიწყდება . -მე მარიამ სიხარულიძე ვარ - უუჰ კიდევ კარგი არც მომაკვდავი კატასავით დავიკრუტუნე და არც დავიყვირე . ეს ურეაქციო ურჩხული, გამიღიმე მაინც ან რამე მითხარი . დავჯდე ვიდგე ვთქვა კიდევ რამე თუ რა გავაკეთო . აღარც მიყურებს,თუმცა არც მანამდე მოუკლავს თავი , ძალიან დამიმახსოვრებ ასე! ვჯდები და ვუსმენ ჩემი კურსელების მემილიარდე გაცნობას. მათი სიტყვები ის ეისმის როგორც უაზრო მელოდია თვალი კი მხოლოდ ლექტორს აღიქვამს...მაგიდაზე მიყრდნობილი დგას ხელები მკერდთან აქვს გადაჯვარედინებული და მგონი ამ ცისფერ პერანგს გაგლეჯს მისი კუნთები მკლავზე. ესეც ნამდვილად ბოტოქსის დამსახურებაა...სად ჯანდაბასი მიდიან ჩემი თვალები რა მინდა მის პრესთან , ჯანდაბა ეს პერანგი ბავშვთა განყოფილებიდანაა თუ ასე რატომ აქვს მოტმასნილი ტანზე. სული არ ეხუთება ვითომ? კიდევ კარგი ყელთან ღილი გახსნილი აქვს, ჯანდაბა იქ რომ ვაკოცო არ შეიძლება? თავს რომ აბრუნებს ისე ებურცება ყელზე ძარღვი მგონი ჩემში არსებული ვამპირი ცოცხლდება ,რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა და იმ ადგილას კბენა მინდება. მოიცა ახლა ტუჩზე ვიკბინე? ნამდვილად მე ვიყავი? ცხელა თუ მე მეჩვენება, მთელი სხეული მეწვის და კონდიციონერ გაფუჭდა თუ ცხელი ჰაერი გამოდის ცივის ნაცვლად. ასკარად ვიღაცამ იმაიმუნა ! მოიცა სად მიდის... უკვე დასრულდა ლექცია? ასე უცებ? კარგით რა როგორ შეიძლება 50 წუთი ასე სწრაფად გავიდა? არ წავიდეს რა უთხარით ვინმემ დარჩეეს სულ ცოტა ხანსაც შევხედავ ... ძლივს ვდგები და ბანცალით მივაბიჯებ დერეფანში. ყველა მასზე საუბრობს,მოსმენაც არ მინდა სწრაფად მივდივარ კიბისკენ და კი არ მივაბიჯებ მივრბივარ, ჰაერი მჭირდება . ფეხი მიცდება და ვიღაცას ვეჯახები, ჰაერში ფრენა გამომრჩა, მერე დავეჯახე თუ დამიჭირა...არ არსებობს ! გამორიცხულაი ის იყოს? კარგია ცოცხალი რომააა -ჩანთას თავად ცვლი უკვე? -მე... მადლობა რომ დამიჭირე თორემ ცხივრს მეტად გავიტეხდი და ნამდვილად არ მაწყობდა. - უცებ ვეუბნები და ვიკრიჭები .ისიც იცინის და ხელს ფრთხილად მიშვებს -კარგად ხარ? -მე კი და შენ კარგად ხარ?- კიდევ კარგი იქ არ შევხედე თორემ მერე გენახა მარიამ აწითლება -იმ დღისთვის მაპატიე ...ჩემს მეგობრებს ცუდად გამოუვიდათ უბრალოდ ხომ გესმის მართლა სასაცილო იყო -ცუდად მე გამომივიდა... გახსენებაც არ მინდა ! -მთავარია გადავრჩით მე და ჩემი გვარი - იცინის და ხელს მიწვდის- მე ირაკლი ვარ მეორე კურსელი ... -სასიამოვნოა...მარიამი -პირველკურსელი ხარ ხო? უეჭველი - კიბეზე სვლას ერთად ვაგრძელებთ . ეზოში კი ვიღაც გოგო ელოდა აშკარად, მაშინვე მისკენ წამოვიდა -ასე გვეტყობა პირველკურსელებს? -არცისე დიდი ხნის წინ ვიყავი პირველკურსელი ... ეთო -გოგონას უღიმის და წიგნს ართმევს -მადლობა რომ მათხოვე...გადამარჩინე- გოგო მადლიერ მზერას ავლებს მე კი ეჭვისთვალით მათვალიერებს და მერე ემშვიდობება- წავედი ,ხვალამდე ! -ხვალამდე ... -მეც წავალ...ლექცია მაქვს არ მინდა დავაგვიანო -ნახვამდის ... ისე მივიწევ მეორე შენობისკენ თამუნას ხმა არც მესმის სანამ არ ჩამაფრინდა მკლავში და შემანჯღრია- რომ გეძახი გოგო ყურებში ბამბა გაქვს? ამომივარდა გული ის ... ზე სექსი არსება ვინ იყო რომ გიღიმოდა ერთობ მომაკვდინებლად და ლამის ამიფოფრა ჰორმონები და ვეტაკე -რომელი... კი არადა აა ის ბიჭი? მე რო ჩანთა მოვარტყი ის იყო...ირაკლი -ვაიმეე ხო კარგად ვარო...ამის შთამომავლობის არარსებობა შეიძლებოდა? ამან ბავშვების მეტი არაფეირ უნდა აკეთოს... ერთზე მეც არ ვიტყოდი უარს -შენ ლექცია არ გაქვს? -კი ანატომია..უი მართლა როგორია ? ძალიან უხეში და ბოროტია მართლა? -არ ვიცი... -რა არ იცი გააცნიდე ლექცია? რა ჯანდაბა გჭირს გოგო მოგაწევინეს რამე შენმა ოხერმა კურსელებმა? კვდები? რა ხდება -ის ...ის ისეთია უბრალოდ უნდა ნახო -რაო რა თქმა მომიყევი ახლა რა ილაპარაკა ...წიგნის სახელი ჩაიწერე? ისაა რომელიც იყიდე? -არაა ვაიმე საერთოდ არ მომისმენია... -უცებ ვირტყავ თავში ხელს. ყველა ინფორმაცია გამოვტოვე ... რა დამემართა რა ჯანდაბაა ხამი ქალივით ვიქცევი ! -წადი არ დაიგვიანო -მივდიავრ ხო... მერე მომიყევი ნორმალურად რა მოხდა ლექციაზე შესვლის შემდეგ კიდევ კარგი საქმეზე გადავერთე და ლექტორზე ფიქრებმა არ შემომიტიეს. მომდევნო ორი სემინარი უღიმღამოდ გავიდა და როგორც იქნა სახლში წავედი. ბავშვებისგან ინფორმაცია მივიღე, ყველა მასზე საუბრობდა და გავიგე რომ ჩემი „გამოშტერების“ პერიოდში ყველაფერზე ისაუბრა რაც შეიძლება დაგვჭირვებოდა. გამოცდების ტიპზეც კი , წიგნი კიდევ კარგი სწორად მქონდა შეძენილი. ისღა დამრჩენია მომდევნო ლექციას დაველოდო და შევუდგე სწავლას. სახლში ვიჯექი და ვკითხულობდი, უკვე ღამის 10 საათი იყო კარზე კაკუნის ხმა გავიგე, ჯერ მეონა მეზობელტან იყვნენ, მერე ზარის ხმაც გაისმა და ლამის სული განვუტევე. არავის ველოდი,არავინ იცის ჩემი მისამართი და ვინაა ამ დროს. ეზოში ვიღაცეები ჩხუბობდნენ და ახლა იქნებ აქ ამოვიდნენ. -მაროოოო გააღე კარი გოგო -ლამის ურო ავიღე თავში რომ ჩამერტყა ჩემი კარის შემომტვრევისთვის ,იდიოტი სანდროს ხმა რომ გავიგე. კართან მივვარდი უცებ გავაღე და ის იყო უნდა ავფეთქებულიყავი და ჩემი იდიოტი ძმა გამომელანძღა ვებერთელა მკლავები რომ მომხვია და გულზე მიმიკრა, სახლში ჩემიანად შევიდა და კარიც მიხურა. ხმას კი არ იღებს თავზე მკოცნის ეს იდიოტი ...კრეტინი...ვაიმეეე როგორ მომენატრაააააა სადისტი ეს...ეს ეს ურჩხული ეს . ხელებს წელზე ვხვევ და ვიტრუნები -მაროოო არ გინდა ახლა ეს სინეტიმენტები...ნუ დადგავ ცრემლების ზღვას მეზობელთან რომ ჩავიდეს წყალი რემონტს გაგვაკეთებინებს და ისედაც ამდენი ფულიდ ახარჯა მამაჩემმა შენს გამო -დამპალო ... ორაგუტანგო ! ჩემ გამო რა დახარჯა შენ არ გიტოვებს ამ სახლს? უგვანო ხეპრე... - წინ წასულს წიგნს ვუქანებ თავში და ისიც იკრიჭება. დამპალი! ხელს ისევ მხვევს და ჰაერში მწევს-დამსვი ...დამსვი შე ცხოველო რა დღეში ხარ! საერთოდ აქ რა გინდა ამ დროს... არ მითხრა და გამახსენდაო... რამე დააშავე და გინდა მამასთან გიშუამდგომლო ხო ? ერთხელ მაინც დაგერეკა შე საზიზღარო იქნებ ვკვდები ! -დედაჩემს ორი საათი რომ ელაპარაკები საკმარისია ინფორმაციის მისაღებად... არაფერი მჭირდება. უბრალოდ ზედმეტად ლამაზი იყო ეს რამდენიმე დღე უშენოდ და ვიფიქრე ვნახავ-თქო -ამ დროს როგორ ჩამოხვედი -მანქანით ! -შენ ვინ დაგსვა მანქანაზე ბატის ჭუკო ... ან ამ დროს ვინ გამოგიშვა იქნებ შეასკდე რამეს და გადმოგეყაროს მაგ თავიდან ჩალა - ისევ ვქაქანებ ის კი მიყურებს,ხელს არ მიშვებს და იღიმის. -მომენატრე...- დამპალი...გველი, იცის ...ისიც როგორ იმოქმედებს ჩემზე და იმიტომ მეუბნება. არ იტირო მარიამ...განგებ გიკეთებს, ნერვებზე თამაშობს, უნდა მერე დაგცინოს... არ იტიროოოოო -მეეეეც - არა არააა არ შეიძლება ასე როგორ ქიცევი.ნუ ეხუტები ...ნუ ეხუტები არაა ღირსი , გაბრაზებულია რ იყავი? არ თქვი არასდროს დაველაპარაკებიო? რომ დაგცინოდა უჭკუო ხარ როგორ ვერ აიღე გრანტიო... არ გაგიჟებდა? სისხლია რ გაგიშრო? ახლა როგორ ასე უცებ შეურიგდი? - ნუ ტირი რა ... დამილპა მაისური . გაიწიე გავწურავ მაინც დამემართება ანთება - იცინის და თავზე მეფერება- აუ მაგისთვის მოვედი რო გეტირა გოგო? ასე თუ გაგიჭირდებოდა დარჩენილიყავი სახლში ვიყიდდით ცხვრებს, თხებს ,ძროხებს და მიგეხედა ფერმისთვის -უბრალოდ... კაგრი ხო აღარ ვტირი არ ხარ შენ ღირსი- უცებ შევიმშრალე ცრემლები და იატაკზე დავხტი -ძაან მშია პირდაპირ მასწავლებლიდან მოვდივარ და რამეს არ მიწილადებ? -წავალ...დაჯექი მანდ მაღაზიაში ჩავალ და უცებ მოვალ - საძინებელში შევვარდი საფულე ავიღე და გავვარდი სახლიდან. პირველივე მაღაზიაში შევედი და სანდრიკოს საყვარელი სოსისი ვიყიდე. ცელოფანი ჩავბღუჯე და სწრაფად გავვარდი მაღაზიიდან. მეზიზრება გარეთ ღამით სიარული-თქო არ მითქვამს ხომ? ვიღაც გლუვტვინიანების ხროვა იდგა იქვე და ისე დაუსტვინა ერთმა მინდოდა ქვა გამექანებინა. რაღაც რეპლიკები გავიგე და ის იყო უკან უნდა მივბრუნებულიყავი მაქანა რომ გაჩერდა იქედან ჩემი“მეზობელი“ გადმოვიდა და ბიჭებს გადახედა. ისინიც წამსვე გაჩუმდნენ ბიჭი კი ჩემკენ წამოვიდა -საღამომშვიდობისა მარიამ -საღამომშვიდობის...მაპატიე მეჩქარება. -სწრაფად ვახლი ხელს ვუქნევ და გზას ვაგრძელებ. -შორს თუ მიდიოდი გეთქვა და მე ჩავიდოდი...ამ შუაღამით ტიტლიკანა რომ წაცუნცულდი მოგეცვა რამე- სარაფანზე მითითებს კარში აყუდებული ჩემი ძმა და კაბის ბრეტელს მისწორებს- ამათი ამოლაგება როდიდან დაიწყე შენ- წარბებს კრავს და მკერდზე მანიშნებს -სოსისი არ უნდ ამეყიდა ნავთი უნდა მომენატნა და ცეცხლი დამეყოლებინა ზედ! - სამზარეულოში შევდივარ, ყველაფერს ვულაგებ მაგიდაზე, სოსისიც მალე იხარშება ის კი ზის და მიყურებს -კარგი ხო ... ნუ ბრაზდები ! -აბა რა იყო ეს... არ იცი როგორ დავდივარ და როგორ არა? - სკამზე ვჯდები და ცანგლისკენ წაღებულ ხელზე ვურტყავ- ხელები დაიბანე? -არა ისე ვიზივარ ! ბურტყუნებს და საკუთარ თავზე ემცინება. ბავშვობიდან ვერ იტანდა ხელების დაბანას და მე როგორც წლის სუფთა ბავშვი დედიკოს ვეხმარბეოდი ჩემი ძმის მოთვინიერებაში. ისე გამომყვა ეს ჩვევები ხშირად სულელურად ვარიგებ ჭკუას . არადა ორი თავით ცემზე მაღალია და ისეთი ჭკვიანია ეს იდიოტი მშურს კიდეც ,ხანდახან. სულ ცოტა ... ვახშმობის შემდეგ თითონ ალაგებს თეფშებს და თავზე მკოცნის . იცის როგორ მომთაფლოს, გველი ! -სამეცადინო არ გაქვს შენ? ხვალ მასწავლებელთან არ ხარ? -ნუ ჯუჯღუნებ მარო ... არ მაქვს სამეცადინო ვისვენებ ხვალ . -დივანზე ჯდება და ტელევიზორს რთავს. რაღაც ფილმი იყო იმდენი ვიცინეთ ალბათ მთელს კორპუსს ესმოდა ჩემი ხმა. მერე დივანზე ვერ დავწვებიო და რა მექნა დავუთმე საწოლის ნახევარი. სიშველი რომ დაიძინა ნახევრად მაგაზე აღარაფერს ვამბობ, პირუტყვი ასე იძნებს სულ. ზამთარშიც , სიცივის სეგრძნება არ გააჩნია ბავშობიდან.მე რომ ვიყინებოდი ეს ფეჩივით თბილი იყო,მოსიარულე ღუმელია. მივეხუტებოდი ხოლმე და მერე თბილად ვიძნებდი. გაწვა მუცელზე ბალიშს ხელები მოხვია და წამში დაიძინა. მე სულ არ დამიტოვა ადგილი,იმხელა ხელები აქვს დამპალს ჩემს მაგივრად გაიზარდა მგონი, ნახევრად ზემდოან ვაწექი , დილას რა თქმა უნდა ჩემზე ადრე გაიღვიძა, ჩემი სპორცმენი ძმა . ცხოვრების ჯანსაღი წესი და ამბები , ახლა სად ირბენდა დილით ამიტომ ფანჯარაზე იყო შემოსკუპული,მეცხრეზე რომ ვარ ავღნიშნე ხომ? ეს რომ დავინახე მაშინვე წამოვვარდი ფეხზე -რას აკეთებ ...სად ზიხარ არანორმალურო...ფანჯარა მაინც დახურე. ეს სიგარეტია? ეწევიი? -ფუი ეშმაკს... გამისკდა გული და გინდა გადავვარდნილვარ გინდ აარა....- ახარხრადა სიგარეტი მოისროლა ხელი მომხვია ,საწოლის ნახევარზე გამასრიალა და ჩამეხუტა- თავი აწეწილი გაქვს- უარესად ამირია მერე თიტები გადამისვა და შუბლზე მომაწება თავისი თხელი ტუჩები - საუზმე მომიმზადე და წავალ... საკონტროლო უნდა დავწერო დღეს -როდის დაიწყე მოწევა? მამამ იცის? მიგაწვავს ტუჩებზე ხო იცი -შენ ეტყვი? -იცი ჩამშვები რომ არ ვარ და გინდა გამოიყენო? რატო ეწევი ...როდის დაიწყე . რა სადარდებელი გქონდა ასეთი თუ კაი ტიპობ -რა კაი ვტიპობ...პროსტა ვეწევი ! ათასში ერთხელ შენ თავს ვფიცავარ ! - ისევ მკოცნის ამჯერად ლოყაზე და მერე ფანჯრიდან იყურება- ის ტიპი გიცნობს? -ვინ ტიპი... -ჩვენს წინ ვინ არის ... დილით გამოვიდა და რომ დამინახა ისეთი სახე ჰქონდა აშკარად არ ელოდა აქ კაცის ნახვას! -გენიოსობის პიკზე ხარ... ვიცნობ ოღონდ სახელი არ ვიცი -სქელი ფარდები უნდა იყიდო... აქედნა ყველაფერი ჩანს- მშვიდად მეუბნება. ფანჯრის რაფიდან ჩამოდის, და მაისურს იცვამს.- რამე მაჭამე გთხოვ... და წავედი ! -გამიყვანს უნიში? -სწრაფად თუ მაჭმევ კი -მუცლის მონავ - ვეჭყანები და სააბზანოში შევდივარ.თავად ბრძანდებოდა აშკარად უკვე რადგან მთელი იატაკი სველია- ცხოველოოო იატაკის ჩვარი არ იყო აქ რო მოგეწმინდა ეს? -დამავიწყდა... -მობილური აქვს ყურზე მიდებული სადღაც რეკავს-გიგლუშ მე ვარ... ცოტა დამაგვიანდება და უთხარით რა მაკას მოვა და დაწერს-თქო ...კაი ძმა ხარ ! არა რა პრობლემა ჩემ დასთან ვარ და ...კაი . საუზმეს სწრაფად ვუმზადებ. მიირთმევს და ამ დროის განმავლობაში მე მოწესრიგებას ვახერხებ. მერე სახლს ერთად ვტოვებთ . მანქანაში ვსკუპდები და ისიც ნელა ტოვებს ეზოს. წინ რომ ჩაგვიქროლა ჩემი „მეზობლის“ შავმა რაშმა შეიკურთხა -მიქელასთან მიდის თუ სად ეჩქარება ნეტავ ასე ... -უიმე ღმერთმა დაიფაროს.გვეჩქარება ისე ჩვენც. -მივდივარ! ის ემე უფრო ვიგვიანებ! ხო მართლა ფული გაქვს ? -მაქვს! -საკმარისად? მამამ გამომატანა და თუ აღარ გაქვს დაგიტოვებ რომ ვერ ჩამოვიდეთ ან შენ ვერ წამოხვიდე ... ბარათს გაგიკეთებთ მერე -ჩემი მზრუნველი ბიჭიიი ვინ არისოოო ვინოოოო -ნერვებს ნუ მიშლი მარო !- წარბებს კრავს და მანქანას უნივერსიტეტის შესასვლელტან აჩერებს. მერე ჩემკენ იხრება და მეხვევა- ჭკვიანად... ხვალ ხო წამოხვალ სახლში -არ ვიციიი ... ნელა იარე. რომ ჩახვალ მომწერე კაი? -კარგი ხო... - ბუზღუნებს და მერე თვალს მიკრავს ღიმილით- გკოცნი -მეც...გორილა - ბოლოს მაინც ვშხამავ და ის ისაა უნდა გადავიდე თამუნა რომ ჩნდება ჰორიზონტზე და მოქრის ჩემი ძმის მიმართულებით. ისიც გადადის და ეხვევიან ერთმანეთს -სანდრიკოოო ბიჭოო აქ რა გინდა შენოოო.... ვინ ყოფილაოოო აქაოო ვინაოოო ვის მოენატრა უფროსი დაიკოოო ვისოოო- თმას უჩეჩავს და იცინის -მე კარგად შენ? -აუუ ნუ ხარ ბუზღუ ბიჭო... მე არ მოგენატრე ? -უუჰ საოცრად...ვაპირებდი შენს აივანთან მოსვლას ,მაგრამ შენი დაც ხო იქ და გადავიფიქრე -დამპალო ბავშვო შენ - ეკრიჭება სევ თამუნა -კაი წავედი ახლა დაგვაგვიანდება ლექციაზე. მანქანა კარგად რომ გაჩერდება მერე ჩამოდი ხო იცი სანდრო თვალებს ატრიალებს ,მაქნანაში ჯდება და მიდის. ჩვენ კი ეზოში შევდივართ და მშვიდად მივუყვებით გზას შენობისკენ. სანამ წინ არ მეღობება „მეზობელი“ -გამარჯობა მარიამ?!- ელამი თუ იყო არ ვიცოდი,მე მესალმება და თამუნას რატომ უყურებს რომელიც მობილურში იქექება? -როგორ ხარ? -კარგად... გუშინდელისთვის მადლობა ალბათ იმათთან პრობლემა შემექმნებოდა -გახსნებადაც არ ღირს...-მიყურებს თვალს მიკრავს და იღიმის . თამუნამ რომ შეხედა მაშინ რატომ გამომხედა მაინცადამაინც?- ჩათვალე აღარ არსებობენ ისინი შენს სიახლოვეს...- უკან იხევს და მიდის. თამუნა კი ისევ დგას და უყურებს -არ მოდიხარ? -ეს ვინ იყო? როდის მერე იცნობ შენ სიმპატიურებს და მე არა? ჯერ ის ვიღაც ხელში რომ დააჭერინე თავისი კვერც*ები და ახლა ეს ! ქალაქმა შეგცვალა მარიამ იზიდავ ხალხს-ისევ მიმავალს უყურებს და ბლუყუნებს-ვინააო რა მითხარი?ეს მოძრაობა როგორ ისწავლა/ სიარულის კურსები არსებობს რამე? ღმერთო როგორ მიაბიჯებს ზევსის ერთ-ერთი შვილია ხო? უნივერსიტეტია თუ რომელიმე საბერძნეთის პოლისი ... -რა გწირს გოგო ... ჩემი მეზობელია აი ის -იის? ხო ვიცოდი რა ხო ვიცოდი სიმპათური იქნება თქო ! მოსწონხარ? გაიგე საიდან გიცნობდა? აქ სწავლობს ანუ? თმაზე რომ გადაისვა ხელი როგორი საყვარელი იყო იმ დროს შეამჩნიე? -ვერა... ვერ შევამჩნიე. არც ის ვიცი საიდან მიცნობს. არც მოვწონვარ და მგონი დროა ლექციაზე შეხვიდე ! -ეს მანქანა მისია? -როგორც ვიცი ხო...რა არის? -აა არაფერი უბრალოდ მეცნობა საიდანღაც. ვერ ვიხსენებ ახლა! წავედი თორე დავაგვიანებ მართლა ..-ლოყაზე მკოცნის და გარბის . პირველად მქონდა სემინარი ბიოლოგიაში და ქიმიაში. ორივეს ჩავაბარე მასალა და საკმაოდ მაღალი ქულებიც დამიწერეს. გახარებული გამოვედი ქიმიის ლაბორატორიიდან და რომ გავიაზრე ანატომიაზე შევდიოდი ისევ გული სადღაც ჩავარდა,მგონი პირველი სართულის იატაკი ჩატეხა და სადღაც მიწაში ჩაიმალა. ისე მივიზლაზნებოდი ყველა შევიდ აჩემ გარდა და წინ დაჯდომა მომიხდა ისევ. როგორც კი შემოვიდა მაშინვე ჩანთიდან ლეპტოპი ამოიღო მონიტორს შეუერთა და დაიწყო პირველი ლექციაც. ისე მაინტერესებდა როგორ ახსნიდა თითქოს რამე სასიამოვნოზე ისაუბრებდა არადა საყრდენ -მამოძრავებელ სისტემას იწყებდა. არაფერი უთქვამს , უბრალოდ მოგვესალმა ერთი სიტყვით და დაიწყო. ისე საუბრობდა ამჯერად ერთი სიტყვა არ გამომიტოვებია. ფოტოებზე ყველაფერს გვაჩვენებდა და ნახევარი დავიმახსოვრე სად რა იყო. ისე დავეყრდენი მკერდით მერხს ლამის გავწექი ზედ, მაგრამ რა მექნა ისე მოვდუნდი გაჯგიმული ვერ დავჯდებოდი. ამტკივდა წელი ,ხერხემალიდ ა ეს როგორ არ დაიღალა. ამდენი ხანია საუბრობს , ყველა ჩუმადაა . ზოგი არც უსმენს, უბრალოდ მობილურში იყურება. მერე ჯოხის ხმა მესმის რომელსაც საჩვენებლის ფუნქცია ჰქონდა და უცებ ვხტები. -ვისაც მოსმენა არ გსურთ მობილურების მოხმარება ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია...-ისეთი ხმა აქვს რომ არ დაემორჩილო უბრალოდ შეუძლებელია. სხვა არაფერს ამბობს არ კონკრეტულად რომელიმეზე საუბრობს. მერე წარბს ოდნავ სწევს ისიც წამით. თავს გვერდით ხრის და ვიღაცას უყურებს ესეც წამიერად -ოცნებებში ფარფატიც ყველა ტერიტორიაზეა შესაძლებელი ქალბატონებო - ჰმ ,აშკარად ვიღაც აშტერდებოდა. ჯანდაბა მე რომ ვიჯექი წინა ლექციაზე გათიშული რა თქმა უნდა შეამჩნია. ღმერთო რა სირცხვილია, რას იფიქრებდა ! რაც იყო იმას ! ...მშვიდად ბრუნდება მონიტორისკენ ნახევარი სხეულით და აგრძელებს ახსნას . მენჯის ძვალს ხსნის და ორ ფოტოს გვაჩვენებს შემდეგ ქალისა და მამაკაცის მენჯის განსხვავებებზე საუბრობს , თან მაჯაზე მორგებული საათისკენ აპარებს მზერას , როგორი თითები აქვს, წამით მზერა მიშტერდება და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ უნდა შემეხოს. გავგიჟდი მგონი! ნამდვილად შევიშალე ! მაგრამ მაინც რა სასიამოვნო იქნება ამ საოცარი თითების შეხება ...სანამ წარმოსავაში გამხდის და მერე იმაზე ვიფიქრებ მისი ტუჩების შეხება რა გასაგიჟებელი იქნება და აქვე დავიწყებ კვნესას ისევ ძვლებზე ვიფიქრო სჯობს. ზუსტად დროულად ასრულებს საუბარს და ბრუნდება ჩვენკენ -ორშაბათს პირველი სემინარი გვაქვს ... ყველაფერ ამას ჩამაბარებთ რაზეც ვისაუბრე!-გვიცხადებს. ლეპტოპს ხურავს ჩანთაში დებს და ისევ ისე ქრება აუდიტორიიდან რომ მე აზრე ვერ მოვდივარ. ხომ შეიძლება სადმე შემხვდეს მაინც. იმდენი ვინმე მეჩეხება გზაში და ის არსადააა . კუსელებთან ერთად მივდივარ დერეფანში . ბავშვები აჟიტირებულები არიან.ყველას მოეწონა ლექცია აშკარად,იმათ გარდა ვინც არ უსმენდა -ისეთი მუხტი აქვს საუბარს ვერ ვბედავ ლექციაზე. ნეტავ რას გააკეთებს ამ შემთხვევაში! მეეჭვება სხვებივით გაძევებით დაგვემუქროს და წიკვინი დაიწყოს. ნეტავ საერთოდ გამოდის მდგომარეობად? ისეთი დინჯია...რა მაგრად ხსნიდა დააკვირდი? -მოგვაყოლებს თუ როგორ გამოიკითხავს ნეტავ -არ ვიცი... თქვა რომ ზოგჯერ მოვყვებოდით, ზოგჯერ კითხვებს დაგვისვამდა ან დაგვაწერინებდა. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ...შენ რას იტყვი მარიკო? -მეეჭვება ისე მარტივად გამოვიეთ როგორც ბიოლოგიის და ქიმიის შემთხვევაში. ალბათ მაღალ ხარისხს მოითხოვს...ისე კარგად ახსნა რომ შესაბამისად გამოიკითხავს -ზუსტად ეგრე ვფიქრობ მეც- გრიგოლი გვერთვება საუბარში და თვალს მიკრავს- აბაა რომელი ჩამოდნით ჩვენი ლექტორის დანახვისას? დაგეწყოთ ტემპერატურის მატება ბოქვენის ძვალს რომ ხსნიდა? -ისე საუბრობ ვფიქრობ თავად მოიხიბლე - თვალს ვუკრავ და უცებ კრავს წარბებს -ერთს გვეტყვის უცებ და გვაჩუმებს! რა ქცევაა მარიამ? მისალმებაც კი არ დამიმთავრებია ჯერ მაცადე რას გეუბნები -აუ გრიგოლიკოოოოო გეყოფა ბურდღუნი...ყველას მოგვწონს ,მაგრამ გამოცდას ეგ ჩვენ არ ჩაგვიბარებნებს ...დიდი დიდი იმ სამიდან რომელიმემ შეაბას და ისიც საეჭვოა ქულებს დაწერს თუ არა! ძალიან მეეჭვება ტყუილად დაგვიწეროს წულები ... -ოხ ოხ რა დღეში ხართ გოგონებოოო იქნებ გეცადათ რა იცი რა ხდება -მე შეყვარებული მყავს და როგორი სიმპათიურიც არ უდნა იყოს არ შემიძლია- თაკომ განაცხადა და გრიგოლმა ამჯერად თეკლას გადახედა -ჩემი სტილი არ არის... ზედმეტად სერიოზულია! -შენ არაფერს იტყვი?- მე მიყურებს წარბების თამაშით -იმის თქმა საჭიროა რომ ქულის გამო არავის დაკერვას შევეცდები? ისედაც მეეჭვება შესაძლებელი იყოს ვინმესთვის ამათგან - წინ მიმავალ გოგონებს გადავხედე და მშვიდად განვაგრძე გზა-რატომ მაქვს ეჭვი რომ ინფორმაციას გვტყუებ გრიგოლ? -აუ რა გაატ** ამ გრიგოლით გიგიიი ვარ მე გიგი -კარგი გიგიკო დამშვიდდი - თეკლა ეფერება დემონსტრაციულად და ისიც ინაბება -შეყვარებულს რა ჰქვია თეკლუნა? -უიმე უიმე ცანცარა ასე სიცილ კისკისში მივაღწიეთ მომდევნო აუდიტორიამდე ,თუმცა მაინც ვერ მოვისვენე. ლექციებს ვერასდროს ვუსმენ ბოლომდე, ყურადღება მეფანტება ნახევარი საათის შემდეგ,რაღაც დაზეპირებული სიტყვებით მეტყველებენ,მოვალეობის მოხდის მიზნით საუბრობენ და სხვა არაფერი ! დაქანცული მივაბიჯებდი ეზოში კურსელებთან ერთად . გიორგი რაღაცაზე საუბრობდა, გიგიც აჰყვა და ბოლოს სიცილი ვერ შევიკავე და ისე ავკისკისდდი ბავშვები გავაგიჟე . -ღმერთო მაღალოოო ეს იცინის ? ჰააა აღიარეთ ახლა რო საოცრება ვარ ამის სერიოზულ იმიჯს ხომ მოვუღე ბოლო და გავატანე წყალს...მასე შე ქალო რა იყო გაგვიცინე ხანდახან.მართალია სინაზეს კარგავ მაგრამ - აჭიკჭიკდა იმ წმასვე და მომხვია ხელი.ვერ ვიტან მხარზე რომ მეკიდებიან და მიხუტებენ ისეთი შეგრძნება მიჩნდება რო შუბლზე უნდა მაკოცოს მპა მპა მპა იძახოს და იმ წამსვე მეცინება. - გამექცა- როგორც კი ხელი მოვიშორე და სევბრუნდი მაშინვე დაიმანჭა- ჩემზ ეუკეთესის ჩახუტება არ გეხირსოს შენ - ქაქანებს მე კი უკანსვლით მივდივარ მერ ეუცებ ვბრუნდებიდ ა ისევ ვიღაცას ვეჯახები . ვფიქრობა ხლა ეს კიდევ ირაკლი თუ არის აქვე მოვკვდები-თქო . მუცელზე მხვევს ხელებს ეს ვიღაც და ყურში ჩამყვირის -მარიამოოო გოგოოოოო თვალები კი ვიცოიდ უკანაც რომ გქონდა მაგრამ ასე სიარული როგორ შეიძლება? ვინმეს რომ დაასკდე ზემოდან მერე სად მიდიხარ- ეს რა ჩემი ხისთავიანი კლასელი ანრია? არ არსებობს . უცებ ვბრუნდები ჩემ გაოგნებულ კურსელებს ვივიწყებ და ყელზე ვეხვევი ბიჭს მის გევრდით მდგომ მეორე კლასელს რომ ვხედავ ვკივი უკვე ოღონდ ჩუმად -ვაიმეე არ არსებობს ...როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა. რამდენი ხანია დავბოდიალებ აქ და ვერ შეგხვდით მოკლედ. მომენატრეეთ -ჩვენც-ერთად მეუბნებიან და იკრიჭებიან -ტქვენ ერთად ხართ თუ რა მაფიაა?- წარბებს ვათმაშებ და ლოყას ვუწელავ ანრიკოს . ტატო წითლდება წამსვე და პასუხი აღარც მჭირდება-ქორწილს როდის გეგმავთ? მოამზადა სენმა დედიკომ რძლის დასანიშნად ოქრო?- ვხითხითებ და ანრიც მიბრიალებს თვალებს -ჯერ შენ გაგათხოვებ და მერე მოვიყვან - ენას მიყოფს პატარა ბავშვივით და თმას მირევს-ისევ არ გაქვს გოგო თმა? რა არი რა ორი ღერია სულ -შეეშვი ჩემს თმას...აუუუ როგორ გამახარეეთ. ლექციები გაქვთ? -არაა... გვცალია ორივეს. წამო სადმე დავსხდეთ ვილაპარაკოთ . მე დაგპატიჟებ - მეკრიჭება ბიჭი -რაც მე ოცთეთრიანები მაქვს შენთვის მოცემული ერთხელ კი უნდა დამპატიჟო სადმე- ხელზე ვჩქმეტ და წამსვე მიბღვერს -გოგოოო... სად წავიდეთ? მე მაგრად მშია და სადმე სახინკლეში რომ დავჯდეთ არ გინდა? ვიცი შენ არაამქვეყნიურო არსებავ ხინკალს რომ არ ჭამ მაგრამ ხაჭაპურს ხო გაიქანებ ყბისკენ - უცებ აყოლებს ხელს მხვევს, მერე ტატას თითებს ეხება ნაზად და ორივე მივყავართ-შეგიკრიბო მთელი კლასი გინდა? -დაურეკავს ახლა თორნიკეს... გოგას, გიორგის და დაიწყებენ როხროხს -არ გინდა გოგო?! ვეტყვი მე იმათ და მოგკლავენ ჯუჯღუნით ჩავსხედით ბატონის მანქანაში, ახლაი შენაძენი მივულოცე თან და სულ გაღიმებული მივედი სახინკლემდე. მერე კარში შეგვატარა. მაგიდასთან დავსხედით შეკვეთა მსიცა და სამი ულაყიც შემოვარდა . მომეხვივნენ და ხან რომელი მკოცნიდა ხან რომელი. ყველას ყურადღება მიიქციეს ველურებმა. მომენატრა ყველა რა მექნა ვერ ვერევი სენტიმენტებს. ხაჭაპურიც გავუქანე ყბისკენ ბოლოს, მწვადიც, ქაბაბიც და იმდენი ახალი ამბავიც რომ ემოციურად დახუნძლული დავრჩი. მეათასეჯერ მკოცნიდა თავზე თორნიკე მობილური რომ ამრერდა, დედაჩემი იყო. სწრაფად ავდექი და გარეთ გასასვლელად სევბრუნდი მოშორებით მაგიდასთან მსხდომები რომ დავინახე. დროზ ერომ არ მეპასუხებინა დედაჩემი მოკვდებოდა ამიტომ დაკვირვების დრო არ მქონდა. სწრაფად დავტოვე შენობა -გისმენ დე -სად ხარ ამდენ ხანს? სახლში მიხვედი უკვე? -რომ იცოდე ვინ შემხვდა ანრი და ტატო... მერე სახინკლესი დამპატიჟა ბიჭები მოვიდნენ ჩვენი თოკო, გიო და გოგა . -მაგათთან ხარ? მომიკითხე... ძაან გვიანაც ნუ წახვალ სახლში რა. ან არ დათვრნენ ეგენი და ჩხუბია რ დაიწყონ ვაიმე მარიამ ჭკვიანად იყავი რა -აუუ დედააა გეყოფა ! არ იცი რა ტიპები არიან? გოგონები როცა ვართ ახლოს არასდროს ჩხუბობენ ესენი ... მანქანითაა თან ანრი და არ სვამს . სახლში მიმიყვანს ასე რომ მშვიდად იყაი ეკუნა. გკოცნიი -მეც გკოცნი..სახლში რომ მიხვალ დამირეკე. მანამდე ორმ დაგირეკო მიპასუხე იცოდე ! მობილურს ხელში ვათამაშებ და შენობაში შესული ვაკვირდები მაგიდასთან მსხდომ ბიჭებს. რომელთა შორის თამარას დის შეყვარებულს, ჩემს „მეზობელს“ და კიდევ რამდენიმე ნაცნობ სახეს ვამჩნევ. მათი სახელები არ ვიცი უბრალოდ ჩემი კურსელები არიან ორნი და ერთი უბრალოდ დამინახავს უნივერსიტეტში . მაგიდასთან დაბრუნების შემდეგ მალე გავდივართ იქედან. ბიჭები ტაქსით წაბრძანდნენ ანრიმ მე გოგონები უნდა გავიყვანო თქვენი ნერვების სად მაქვსო და მოიშორა. ისე მოხდა რომ მარტო ვიდექი შენობის წინ და ველოდი როდის გამოიყვანდა მანქანას სადგომიდან ანრი. მანქანა რომ გაჩერდა ჩემს ფეხებთან და აშკარად არ იყო ანრის ვერცხლისფერი მერსედესი ,ფანჯრიდანაც „მეზობელი’ მიღიმოდა -სად მიდიხართ ქალბატონო მარიამ? შემიძლია გაგიყვანოთ -არა გმადლობ...მომაკითხავენ -დარწმუნებული ხარ? -სრულებით... აი მოვიდა უკვე - უკან მდგომ მანქანაზე ვანიშნებ და სწრაფად მივდივარ იქეთ. -მოკლედ ლამის ამახიეს შენი თავი...ვინ იყო?-ჩაჯდომისთანავე მახლის ანრი -ნაცნობია... გაგიყვანო ,მაგრამ ხომ იცი მხოლოდ კარგ ნაცნობებს ვაწუხებ -ჰო აბა რა ... აბა გავქუსლოთ.ბინა არ შეგიცვლია ხო? ვიცი სადაცა-უცებ მიაყარა და პირველად მე მიმიყვანა სახლში. დავემშვიდობე ორივეს და კორპუსისკენ დავიძარი. იქვე შეკრებილ ბიჭები რომ სევნისნე მეგონა ისევ რამეს იტყოდნენ, მაგრამ თითქოს არც გამივლია. სიტყვაც არ უთქვამთ . თამარას დავურეკე მოვუყევი ამბები და მანაც ერთიანად ამოაფრქვია ყველაფერი. ბოლოს გაგიჟდა ხომ ვთქვი საიდანღაც მეცნობაო .. ჩემ კორპუსთან მყავს მისი მანქანა დანახული და იმ დაბურულ მინებში რას გავიგებდი ვინ იყოო . სალომეს შეყვარებული მოჰყავდა ალბათო დაასკვნა და მერე თავის დას დაემუქრა ასეთი ძმაკაცი თუ ჰყავდა იმის გამოწკიპულ ბიჭს ვერ გამაცნოო? ძილის წინ დედიკოს ველაპარაკე,მამიკოსაც და ბოლოს ისე ჩამთვლიმა ვერც კი გავიგე. შაბათს სახლში წავედი, ისე მიხაროდა მშობლიურ გარემოსთან მიახლოება სანამ ცავედი მარშუტიდან სალტოები აკეთა ჩემმა მეორე მემ. ჭიშკარი რომ გავაღე და შევედი დედიკო მაშნვე გამოვიდა და ჩემკენ წამოვიდა. ძალიან მაგრად მოვევხიე მერე მამიკო მოვიკითხე ,მაგრამ როგორც ყოველთვის სახლში არ იყო. ჩემი გორილა ძმა მასწავლებელთან იყო წაბრძანებული და გვიან მოვიდოდა. მარტო ყოფნა მაინც არ გამოვიდა მეზობლები მოვიდნენ და მათთან ერთად ვსაუბრობდი. გამომკითხეს ამბები და ძირითადად ის აინტერესებდათ ვინმე „პაკლონიკი“ თუ გამომიჩნდა. რაზეც სიცილი ვერ შევიკავე. ყველაფერი იმდენად მქონდა მონატრებული აღარც კი მინდოდა წასვლა. ჩემი ბატონი ძმა რომ მობრძანდა პირველი რაც თქვა იყო“მშია“ მეორე მოსალმება და მესამე უკვე მე ვიყავი გავახსენდი ბატონს და ზერელედ მაკოცა თავზე. არა სხვისი თანდასწრებიტაც რომ გამოიჩინოს გრძNობა ღმერთი გაუწყრება, ორაგუტანგი . რამხელაა..მალე აღარც შემოეტევა სახლში . ისე ამიარა გვერდი და წავიდა მეორე სართულზე სამეცადინოდ მეგონა არც ვარსებობდი. ეს ნამდვილად ჩემი ძმა იყო? ასეთი ბეჯითი? უნდა გადავამოწმო ერთი რას მეცადინეობს ასეთს . კიბე ჩუმად ავიარე სახლში შევიპარე და მის ოთახში შევიჭყიტე ვიღაცას სკაიპით ელაპარაკებოდა ...ჯერ ვიფიქრე რამე საოცრებას სანამ ჩაიდენს ჩემი 17 წლის ძამიკო გავეცლებითქო ,მაგრამ მერე მივხვდი რომ საქმესთან დაკავშირებით ესაუბრებოდა იმ გოგოს .დავალებები ჩააწერინა , კიდე რაღაც მოუყვა და მერე დაემშვიდობა. ისე უცებ შეიცვალა მშვიდი ტონი და იღრიალა ხალიჩას წამოვდე ფეხი და ავყირავდი -მარიაააამ რა უფლებით დგახარ ჩემს საძინებელთან და მისმენ? -თავზე მადგას და მგონია რომ მომკლავს- მარიამ მიპასუხე - დავიღუპე ,მარიამს რომ მეძახის და არა მაროს ძალიან ბრაზობს. რა დავაშავე ასეთი ხომ ვაპირებდი წასვლას ... -მე ...მე კი მაგრამ კარგი რა პრიმატო მოვედი საუბრობდი ვიფიქრე წავალთქო მერე რომ მივხვდი ისეთს არაფერს ეუბნებოდი გადვაწყვიტე შემოვსულიყავი ამის გამო უნდა მომკლა? რანაირი ძმა ხარ შენ - სადააცაა ტირილს დავიწყებ. იატაკს ისევ ვერ ვშორდები უარესად გაბრტყელდა ჩემი საწყალი უკანალი, ხერხემალი დამემსხვრა კისრის შვიდი მალა, გულმკერდის 12 ერთმანეთშია არეული . -გაჩუმდი...- ხელში ავყავარ ბუმბულივით და თავის საწოლზე მაწვენს - რომ გარბოდი სად გარბოდი... გტკივა რამე? -ყველაფერი... -ვკრუტუნებ და აცრემლიანებული თვალებით ვუყურებ -სულელი ხარ შენ - მამშვიდებს და გვერდით მიჯდება მერე მეხუტება და თავზე მკოცნის-გაბრაზებული ვარ უბრალოდ! შენთვის არ უნდა მეყვირა...ბოდიში -ბურტყუნებს და მეც ვიტრუნები . -რატომ ხარ ცუდ ხასიათზე? რამე პრობლემა გაქვს? - უცებ ვჯდები ვკრუსუნებ და ძვლების ტკაცუნს ყურადღებას არ ვაქცევ - სანდრო ხომ იცი რომ შეგიძლია ჩემთან დალაპარაკება -როდის მიდიხარ- წვება და თავს მხარზე მადებს . მართლა ცუდადაა მგონი, რა სჭირს ჩემ ბიჭს ! -კვირა საღამოს ... სწავლასთან დაკავშირებით გაქვს პრობლემა თუ ვინმესთან -არაფერია ..დაიკიდე- ხელისგულზე მკოცნის და თვალებს ხუჭავს- მაგრად მეძინება არადა სამეცადინო მაქვს. დამბრიდავს მანანა ხვალ ჰაგიოგრაფია რო არ ჩავაბარო . -ხო იცი ყველა ... -კი მარა დეტალები აღარ მახსოვს და ტესტებზე მჭირდება ...ანალიზიც მაქვს დასაწერი მოკლედ რა . შენ რას შვები გიჭის ძალიან მეცადინეობა თუ ისე რა -არ ვიცი ჯერ მარტივებია... -ანატომია ჩააბარე ჯერ? დედა ამბობდა არ იცის ლეტორი როგორიაო -არ ვყოფილვარ ჯერ ... ახსნა და ორშაბათს უნდა ჩავაბაროთ -ეს ოხვრა რა იყო ! ქალია ვაფშე თუ კაცი -ბიჭი ... -ბიჭი? - თავს სწევს მაშინვე და მიყურებს- ანატომიის ლეტორი ბიჭია? რამდენი წლისაა -რა ვიცი ალბათ 30 მდე ნუ ბიჭია რა... -30 ბებერია შენთის - ისე ამბობს ვითომ ხვალვე მთხოვდა ცოლობას. დადო დასკვნა ბიჭმა-კაი ტიპია? -გარეგნულად თუ ისე -გარეგნობა რაში მაინტერესებს ! -კი ...კარგად ხსნის და მკაცრი კი ჩანს ,მაგრამ სამართლიანიც იქნება ისეთი მზერა აქ -მაროოო ... ხო არ გევასა ლექტორი? -აუ ნუ ხვანცალებ რა ან გაჩერდი ან კიდევ მომშორდი საერთოდ. წავეიდ მე ქვემოთ იმეცადინე შენ - უცებ ვხტები საწოლიდან და გავრბივარ. სწორედ ამ დროს მოდის მამიკოც. ჭიშკარს ვაღებ და სანამ მანქანას აყენებს ვხურავ. შემდეგ მისკენ მივდივარ და მაგრად ვეხვევი... -ჩემი გოგოო ...როგორ მომენატრე -მეც მომენატრე მააა ოჯახთან ერთად გატარებული შაბათ-კვირის შემდეგ ორშაბათს უნივერსიტეტში აღმოვჩნდი. ყველაფერი კარგად მქონდა ნამეცადინები,მაგრამ მაინც ვღელავდი. პირველად ჩვენ გვქონდა ანატომიის სემინარი და ისე შეეწყვნენ ბავშვები თითქოს გილიოტინაზე ავდიოდით. მე ამჯერად მეორე რიადში დავჯექი და ისევ გადავავლე თვალი მასალას. ვლოცულობდი ისევ „გამოშტერება“ არ დამწყებოდა ლექტორის დანახვისას .ნერვიულობისგან ყელი გამიშრა, ტუჩებიც და საერთოდ სიტყვის თქმას როგორ მოვახერხებ არ ვიცი. როგორც ყოველთვის ზუსტად დროულად შემოვიდა, ზარის ხმას შემოჰყვა. თავის მაგიდასთან დადგა და წამსვე გავითიშე.შავი ფერი იმდენად უხდება შეიძლება გული გამიჩერდეს. თვალები უფრო მუქი უჩანს . სიას კითხულობს და ძლივს ვამბობს“ვარ“ -კარგია ყველანი რადგან ხართ... პირდაპირ გამოკითხვაზე გადავალ! - კალამს დებს და დგება. თვალს ავლებს ბავშვებს და ისე უცებ გადმოაქვს ჩემზე მზერა თითქოს ზუსტად იცოდა სადაც ვიყავი - მარიამი დაიწყებს - ბავშვების ღრმა ამოსუნთქვა და სიბრალულით სავსე მზერა აშკარად ვიგრძენი.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.