სიმშვიდემდე შეშლილი
მაგვიანდება .... პირველ ლექციაზე ვიგვიანებ. ღმერთო რა საშინელებაა, ნორმალურად ვერ ვიხედები ტანსაცმელს ვეძებ ვერ ვპოულობ კაბას რომელიც უდნა ჩამეცვა. ზირს დაგდებულ სარვალს და დაჭმუჭნულ მაისურს ვიღებ . თმას ძლივს ვიკრავ და ფეხსაცმელებში ფეხს სადარბაზოში ვუყრი. კიბეზე მივრბივარ, ფეხი მიბრუნდება და ვგორდები... კივილი ჩამესმის საწოლიდან ვვარდები და იატაკს რომ ვეხუტები ისე როგორც ქორწინების პირველ ღამეს ცოლ-ქმარი ერთმანეთს მერე ვხვდები რომ სიზმარი იყო. ისევ ვაფართხალებ ხელ-ფეხს და დალურჯებები რომ ჩნდება მერე ვჩერდები. ხელები ისე მაქვს გაშლილი თიტქოს ცურვას ვაპირებ. მკერდი ისე მივაკარი პარკეტს ნიკაპს მოხვდება მალე ...ჯანდაბა ! ირგვლივ ვიხედები ვრწმუნდები რომ რეალობაში ვარ,ამჯერად სიზმარი არ არის. საერთოდაც გარეთ ახლა ამოდის მზე...ადგომა მინდა,მაგრამ როგორ გინდა ახლა მოშორდე ამ გრილ იატაკს, ჩემი ცხელი სხეული ითხოვს დავრჩე ასე გაშოტილი,ტვინი მთხოვს ავდგე და შევეშვა უკვე პრიალა პარკეტის წმენდას. ბოლოს, როგორც ყოველთვის ჩემი საოცარი ტვინი იმარჯვებს. კრუსუნით ვდგები იატაკიდან ,ყველაფერი მტკივა განსაკუთრებით ჩემი ბურთები რომლებსაც თავსიუფლების სურვილი ის ეკლავთ პენუარი ნახევრად დაუტოვებიათ. ჯანდაბა რა დროს ესააა როგორ ვიწყებ დღეს შემდგე რა იქნება წარმოდგენაც არ მინდა. -რა დავაშავე ასეთი ყველაფერი მე როგორ უნდა დამემართოს... არასდროს გადმოვვარდნილვარ საწოლიდან ... რა დილით როდის ვვარდები? შუაღამით რამე კოშმარს რომ ვხედავ მხოლოდ მაშინ - საკუთარ თავს ვესაუბრები და სააბაზანოში შევდივარ. შხაპის მიღების დროს ვივიწყებ მომხდარ ინციდენტს, ხალათს ვიცვამ და მშვიდად ვჯდები ტელევიზორის წინ . „მოანა“ გადიოდა რომელიღაც არხზე და ჩავუჯექი აჰ ეს მე ვარ წლის სერიოზულობა ქალბატონი, სამედიცინოს სტუდენტი,მომავალი ექიმი? დედა რომ მიყურებდეს დამცინებდა . აი ვახსენე და მირეკავს კიდეც, გული სალტოებს აკეთებს ზუსტად ამ დროს -გისმენ ეკუშ -გესზიმრა რო გაგვიანდებოდა და წამოვარდი ხომ? -კარგი რა დეე -დაებერტყე იატაკზე და მინი მიწისძვრა მოუწყვე ქვედა მეზობლებს თუ მხოლოდ ცალი ფეხი წაიტეხე -დილიდან მხიარულდები ხომ? - ვბუზღუნებ ,მაგრამ მეღიმება . ღმერთო როგორ მიყვარს ეს ქალი სიგიჟემდე , უკიდურესობამდე მიყვარს - შენ რას შვები ემზადები ? -მამაშენს ვამზადებ ჯერ ! სკოლაში მივყავარ და წამოფრინდა დილიდან რომ წარმოვიდგინე ჩემი ღიპუცა მამიკოს წამოფრენა სიცილი ვერ შევიკავე და ისე ავხარხარდი ეჭვი მაქვს კორპუსი ზანზარებს . აშკარად გამაგდებენ მეზობლები ...ნეტავ რამდენ ხანს გამიძლებენ? არ ვიცი არ ვიცი მაგრამ მამა რომ წარმოვიდგინე როგორ ეძებს თავის ნივთებს ორ სართულზე ანუ სხვადასხვა რამე ახსენდება და დედას აგზავნის და მერე ჯუჯღუნებს ამდენ ხანს სად ხარო როგორ არ გამეცინებოდა . -ვაიმე მარიამ გაჩუმდი თორე დატყდება ფანჯრები...აღარ აპირებ მომზადებას? სენ რომ იცი ისე არ დაიწყო ყველაფერზე ნერვიულობა დამშვიდდი და გაერკვიე სიტუაციაში ნურავის დაამტვრევ, წინ იყურე კიბეზე არ დაგორდე, ვინმე არ გაიყოლო რა იცი როგორი ადამიანი შეგხვდება ჩხუბს ნუ დაიწყებ.... თუ დაეჯახები ბოდიში მოუხადე და უცებ გაეცალე -ასეთი დაბდურა ნუ გამოგყავარ ახლა... ვის უნდა დავეჯახო ! წავედი მე ჩავიცვამ -ტუჩსაცხი მაინც წაისვი თორე ფერმკრთალი და თმააწეწილი სეასინებ ვინმეს -კარგი ხომ მითხარი არა? -შეგახსენე ... გკოცნი,მიყვარხარ და მამიკომ გადმოგცა წარმატებულ დღეს გისურვებოოო -მეც გკოცნით- მეღიმება ისევ. ასე გაბადრული ვიცვამ ლურჯ კაბას, შავ ფეხსაცმელს. ჩანთას თვალს ვავლებ და თმას ყოველი შემთხვევისთვის ისევ ვივარცხნი ,მაგრამ მეეჭვება რამე იცვლებოდეს. წითელ ტუჩსაცხს დიდი მონდომებით ვისვამ სათვალეს ვიღებ და ისევ ვებერტყები სავარძელში. სანამ არ დასრულდება მუწიკი არსად მივდივარ.თან ცემს მძინარე მზეთუნახავს მომავალი სტომატოლოგიის დედას უნდა დავურეკო და შევუთანხმდე -გისმენ ... -მითხარი რომ არ გძინავს -რა დროს ძილია... ვიცვამ დ აგამოვალ მალე. -ანუ წამოვიდე? -აჰააამ ყავას დავლევ და გამოვალ. ჩაიდე რამე პირში ქალო შენც არ შემიწუხდე სადმე -პირში ჩავიდო რას ნიშნავს -ფუუუუუ დილიდან რა აზრები გაწუხებს მე ტოსტი ვიგულისხმე, კარაქინი პური .ყველაფერი ოთხკუთხედი და თხელი -რა ვიფიქრე გოგო შენ ხო არ გიქრის...უიმე წავედი მე და დროზე გამოაღწიე -პუნქტუალურობის ქალღმერთო მარიამ ... ხომ იცი მაინც მოგიწევს ხუთი წუთი დაცდა ისეთი ნაბიჯებით ივლი და რაღატო მაწუხებ? ასწიე შენი ფიცრული უკანალი და წაკუსკუსდი -ვის აკადრე- სიცილი მიტყდება მის კისკისს რო ვისმენ.ორივე დაქალები ერთნაირად რომ ვიცინით ანუ ვჭიხვინებთ ეს აღსაღნიშნი ფაქტია და საერთოდ ჩემი გოგო მგავს... ძალიან და ამიტომ ვუძლებთ ერთმანეთს. თამრო მართალი იყო , ნამდვილად პუნქტუალური ვარ. დაგვაინებას ვერ ვიტან , შესაბამისად ვერც ლოდინს თუმცა ლოდინი მაინც მიწევს ხოლმე და გაღიზიანებაც არ მცდება. ბინას ბოლოჯერ ვათვალიერებ, შუქი გამორთულია,ტელევიზორიც, გაზიც, წყალიც არ მოდის ქვედა მეზობელი რომ დავტბორო ასე რომ შემიძლია მშვიდად წავიდე. კარს ვკეტავ, კარგად ვამოწმებ ,რა ვქნა ამ ბინას არ ვარ შეჩვეული . საერთოდ ლიფტსაც და მეზიზღება ამ ოთხკუთხედში შებიჯება. სარკეში მაინც შევათვალიერე თავი, ერთადერთი არსება ვარ რომელიც არასდროსაა მოწესრიგებული , მაგრამ მაინც ხშირად იხედება სარკეში .რატომ? გგონიათ ვიპრანჭები? სელფს ვიღებ ან რამე მსგავსი? უბრალოდ უკუღმა რომ არ მეცვეს მაისური, ნახევრად ჩახსნილი ან ცუდად შეკრული ღილებით რომ არ ვიყო, თმა რომ აწეწილი არ მქონდეს გიჟივით ან კიდევ კაბის ელვა არ მქონდეს გახსნილი ზურგზე. ათასი რამ შეიძლება დამემართოს,თავს ვიზღვევ. უნივერსიტეტთან მისულს რა თქმა უნდა თამარა არ დამხვდა . დავურეკე ხუთ წუთში მიპასუხა -ვაიმეეე მარიამ ყავა გადავისხი პერანგზე, მეორე დასაუთოებელი იყო... რომ გავაუთოვე თურმე ღილი არ ჰქონდა...და მოვედი ხუთ წუთში ავიჭრები მალეეე-კივის და აღარ ვიცი გავიცინო თუ ვიყვირო.ან იქნებ ვიტირო ? -კარგი დამშვიდდი მთავარია შენ ხარ საღ-სალამათი თუ დაიწვი რამე ... -არა არაფერი აუუ რა დროს დამშვიდებაა როგორ ვარ ასეთი მოუხერხებელი გავგიჟდები მალეე ...წავედიიი -კივის ისევ და მობილურს მითიშავს ხუთ წუთში ნამდვილად ჩნდება. გაბრაზებული დანერვებმოშლილია,მაგრამ რომ ვუცინი ისიც მეკრიჭება და მეხვევა -პირველ დღეს გილოცავ... -დამშვიდდი მეც ცუდად დავწყე...ისე დავებერტყე საწოლზე ნეტავ გენახე -დამამშვიდე ხო დამამშვიდე...მოიცა მართლა გადმოვარდი?- უცებ იწყებს სიცილს და ყველა ჩვენ გვიყურებს -აბა თუ გაჩუმდე ... გიჟი ეგონები ყველას და გაგვაგდებენ...გეყოფა ახლა მეც გავიცინებ -ვაიმეე ცუდად ვარ ... საღი ხარ თუ გაგისკდა ეგ სილიკონები -უცებ ჩუმდება და „სერიოზული“ სახით მიცხადებს. თან კაბაში მიძვრება თვალებით -დამპალო! - თვალებს ვუბრიალებ, მაინც მეცინება მერე ხელს მხვევს და ერთად მივაბიჯებთ ეზოს ცენტრისკენ სადაც უამრავი სტუდენტია შეკრებილი. ესაა პირველი დღე? ღმერთო მოწყენილობისგან ვკვდები ახლა ამ სიცხეში უნდა დავეყუდო და ცეკვა-სიმღერას ვუსმინო? არ მინდა იყოოოოს -აუუ გავაფრენ ამისთვის მოვედი? ლექტორებს დღეს არ ვხვდებით? -ხვალ გოგო...ჩემმა დამ მითხრა დღეს მხოლოდ შეხვედრები იქნება რექტორი, დეკანი გაგესაუბრებათო ბავშვები გაიცანიო .მოკლედ უპონტობააა რა ... ხვალიდან ცხრილის მიხედვით შემოვლენ ლექტორები. -ცხრილი არ ვნახოთ? სია ბავშვების ვინები არიან -მოიცადე სად გეჩქარება...ნახე რა კარგად ცეკვავენ. ეს ბიჭი მაგიჟებს -გიჟი ხარ ისედაც ბიჭს ნუ დააბრალებ...- ვეჩურჩულები და უკან ვიღაც ახმახი რომ მიდგება დისკომფორტს განვიცდი. დამჩრდილა ჩვეულებრივად რა ჯანდაბაა . ისეთი ჭედვაა ვეღარც ვუყურებ მოცეკვავეებს ახლა კიდევ წინაც ვიღაც ორმეტრიანი ამესვეტა...მგონი მიტაცებენ და მე ვერ ვხვდები . თამუნა მოცეკვავე ბიჭს უყურებს და იბადრება , ცეკვის სიყვარული შეიწირავს ! ფეხები ამტკივდა უკვე არა რა სულ სულ დაბლები უნდა მეყიდა ფეხები ამტკივდა სად შემიძლია ამდენ ხანს დგომა. ისე ვხვანცალებ და ვანაცვლებ ფეხებს ორჯერ გადავქანდი ერთხელ უკან მდგომ ბიჭს მივეჯახე, ორჯერ თამუნას მერე ჩანთა შევისწორე და ისე მოვიქნიე პირდაპირ ცენტრში გავარტყი . საწყალმა ისე დაიღმუვლა მგონი შევიწირე მისი გვარი . არ გინდა ახლა მარიამ უკან შებრუნდე? მის გვერდით მდგომების ფხუკუნი მესმის ის საწყალი მხოლოდ სუნთქვას ახერხებს . მარიამ შებრუნდი ექიმობას აპირებ ქალი და ასე გინდა გაჭირვებული დატოვო? თამუნა ხომა რ გამომადგება არაფერში ისევ იმ მოცეკვავეს ადევნებს თვალს დიდი მოთვალთვალე... მარტო ვარ ანუ? შეიძლება მომკლას და ბარემ შევბრუნდები და სახეზე მაინც შევხედო მკვლელს -მე ... არ მინდოდა მაპატიეთ უბრალოდ ...უბრალოდ - ბიჭს სანამ ვუყურებ და სინანულის გამოხატვას ვცდილობ ის არაადამიანები ისევ იცინიან -უკაცრავად და თქვენ რა გაცინებთ ? შემთხვევით ჩანთა რომ უკან გავწიე და ამ ჭედვაში უკან მდგომს მოხვდა თუ თქვენი მეგობარი არასახარბიელო მდგომარეობაში რომ არის... ძალიან საინტერესოა რომელი მათგანია სასაცილო ! -პასუხს არ ველი ისევ დაზარალებულს ვუყურებ- მაპატიეთ კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს - თამუნას ხელს ვავლებ და გზას ვიკვლევ ბრბოში. ლამის კისერი მოვამტვრიე ,ჩანთა დაუვარდა და აიფოფრა -სად მიმარბენინებ გოგო...რა დაგემართა ! გავიგე რომ არ გინდა ყურება მადროვე ერთიც თქო ხომ გითხარი უუუფ -ლამის იმპოტენტი გავხადე კაცი და შენ რა ცეკვაზე მელაპარაკები რამე ახალს ასრულებდა თუ რა ! ვეღარ ვსუნთქავ იქ და ცუდად ვარ ... ღმერთო როგორ შევრცხვი . როგორ ვერ ვიტან ასეთ სიტუაციებში რომ ვვარდები -დამშვიდდი ისუნთქე. ხელები გააჩერე და დაჯექი - ჩამომსვა და მერე გაიცინა- ვინ დააიმპოტენტე გოგო ისეთი ჭედვა იყო ყველაფერი შეიძლებოდა ,მაგრამ დავიჯერო კრუტუნებდი და ვერ გავიგე? არ მეგონე ასეთი გარყვნილი შევცდი შენში დავიჯერო? -ვაიმეეე ენას ამოგაცლი... ჩემი წესებით ნუ მეთამაშები ! -გაიცინე...აი ხომ ხედავ ჭრის შენი წესები ყოველთვის ,ყოველგან ვუყურებ და ერთ ხმაში ვიცინით. მერე სენობისკენ მივიწევთ. ჩვენს -ჩვენს ცხრილს და ჯგუფელების სიას ვპოულობთ ვიწერთ, ვაკვირდებით და გული მისკდება -რვა საგანი? რვაააააააა რა ამბავია სად გავყავი თავი ,რა შარში გავეხვიე . გაარკვიე გაიგე ყველაფერი და მერე დაწერე .მოუნდა გოგოს ბავშვობის ოცნების ასრულება -ნუ ბუზღუნებ... ერთნაირი საგნები გვაქ პირველ სემესტრში ...ლექტორებიც -შენი და ყველას იცნობს ამათ ხო? იმედია საზიზღრები არ იქნებია -შენ ყველაფერს შეძლებ ხო იცი არა? - თვალს მიკრავს და ფოტოს მიღებს -ერთი ფოტო არ გადავიღოთ? - ტუჩებს წინ სწევს და გვერდით მიდგება . მეცინება და მეც ვიღებ სელფის გამომეტყველებას, ბოლომდე ვერ ვძლებ და ამ ჩემს გამოწეულ ტუჩებზე მეცინება . მერ ეისეთ ფორმას ვაძლევ ტუჩებს ფოტოების დანახვსიას სიცილი მიტყდება ისევ,ამჯერად ჩუმად ვიცინი რადგან შენობაში ხალხია- მეტი ტუჩიიი გიჟოოო - თამუნა ჩუმად მეუბნება და თვითონ იკრიჭება. ბოლოს მართლა გადავირეთ ერთი ნორმალრი ფოტო რომელსაც სამახსოვროდ შევინახავ და ვინაიდან მეტის გაძლება აღარ შემეძლო ხელი ჩავკიდე თამარას და გავისეირნე მასთან ერთად. ქალაქის ცენტრალური ნაწილისკენ ფეხით მივუყვებოდით გზას და ვლაპარაკობდით. ნუ ქოთქოთი უფრო ერქვა ამას. მერე დედიკოსაც ვეჭორავე , თამარაც მერთვებოდა შიგადაშიგ და ბოლოს სახლში წავედი. ვინაიდან მარტო ვცხოვრობ,თან ბინაში და თან მეცხრე სართულზე და პირდაპირ მდგომი შენობაც ძალიან ახლოს არ არის. ნახევრად შიშველი დავტანტალებდი, მიყვარს თავისუფლად სიარული , სიმღერა ცავრთე და ისე დავიწყე სადილის მომზადება. რ აიქნებოდა სადილი ჩემს მიერ მომზადებული დიდი მზარეულის მიერ, კულინარიიის დედოფალი , სამზარეულოს მბრძანებელი რას მოამზადებდა თუ არა შემწვარ კარტოფილს. უნდა ვაღიარო , ამაყი ვარ რომ საოცარ კარტოფილს ვამზადებ ხან უმია, ხან ძალიან დაბრაწული ანუ დამწვარი ხანაც საოცრება ხდება და კარგი გამოდის. დღეს ნამდვილად გემრიელი გამომივიდა, მგონი რაც მარტო მიწევს ყოფნა მას მერე ანუ ოთხი დღეა გემრიელ საჭმელებს ვამზადებ. ხომ მეუბნებოდა ეკუნა მე რომ არ გეყოლები კარგად გააკეთებ ახლა გეზარებაო, მოინდომეო და გამოგივაო აჰააა დედიკოს სიტყვები ყოველთვის ჭეშმარიტებააა... დედიკოოოო მომენატრააააააა ,სახლში მინდააა მამიკო მინდააა ჩემი იდიოტი ძმა მინდა ვნახო ხისთავიანი არც კი დამირეკა გაუხეთქო უნდა თავი წაეთრა სკოლაში და გიჟობს ახლა თავის კლასელებთან.ვის ახსოვს ერთი წლით დიდი და. დანაყრების შემდეგ კუჭიც აღარ გაჰყვიროდა , ხასიათიც გამომიკეთდა სებრაწული კარტოფილის დამსახურებით და მივხვდი რომ ოთაიხ უნდა მიმელაგებინა. საძინებელში შევედი . გასწორებულ საწოლს თვალი მოვავლე , მერე კარადას შევხედე და ნივთების მილაგება დავიწყე. სუნთქვა რომ შემეკრა ფარდა გადავწიე ბოლომდე და ფანჯარა გამოვაღე. ასე თმააწეწილი, სახეე ახურებული, მუსიკის რიტმზე აყოლილი თეძოთი და მოღეღილი სხეულით პირდაფჩენილი პირდაპირ წინა კორპუსში აიანზე მდგომს ვუყურებ .თვალებში კი სევხედავდი ,მაგრამ ის აშკარად პირველად ჩემს მკერდს უყურებს და არც ფიქრობს თვალის მოშორებას, სიგარეტი კი უჭირავს უკვე ხელში გაუკიდოს ახლა ბარემ და ეგაა...იდიოტი. უცებ ვიფარავ მკერდს და ისიც წამსვე წევს თავს მაღლა .შეიძლება სულ წითელი ვარ, მრცხვენია და საერთოდ არ მახარებს ეს მდგომარეობა მეტად უხერხულად მეჩვენება ,მაგრამ ამას დავემალები ახლა თქვენი აზრით? გაბრაზებული ვუყურებ ის კი სახეზე მაკვირდება ,მიცნობე ეგრევე იდიოტო. თხელ ფარდას ისევ ვაფარებ ფანჯარას და საქმეს ვაგრძელებ. მერე დივანზე ვჯდები და შოკოლადის ფილას ვსანსლავ. ნამდვილი ნეტარებააააა ... ..... დილით ისევ ადრე მეღვიძება ამჯერად მშვდიად ვიწყებ საწოლში ნებივრობას, ვიცი რომ დრო მაქვს. ლეპტოპში სიმღერას ვრთავ ისე რო მეზობლები არ გავაღვიძო, შემდეგ საწოლზე ვდგები ვიხრები და ფარდებს ვწევ , მზის სხივები კარგ განწყობას მიქმნიან ვიღიმები , ვიკრიჭები და პირდაპირ ვეშვები საწოლზე. დედიკოსთან ვსაუბრობ ცოტას მერე წარმატებულ დღეს ვუსურვებ და ვიწყებ დღეს... მობილურში ცხრილის ფოტოს დავყურებ როგორც ვხვდები პირველი ბიოლოგია მაქვს 5202 აუდიტორიაში და მეც იქეთ მივიჩქარი. ნომრებს ვაკვრიდები და ვპოულობ კიდეც საჭირო აუდიტორიას. ოთახში რამდენიმე ბავშვს ვხედავ და ვესალმები -აი კიდევ ერთი ჩვენი ჯგუფელი... შენ მარიამი უნდა იყო -დიახ ... თქვენ? -მე გიორგი... ესენი თეკლა, მაშო და თაკო არიან კიდევ რამდდენიმეა უკვე მოსული და იმათაც გაგაცნობ ყველა ვიპოვე სოციალურ ქსელში და ვიცი ვინ ვინაა- უცებ მიცხადებს და მერე წარბს მაღლა სწევს- მზად ხართ დოხტორი გახდეთ ქალბატონო მარიამ? -თქვენ მზად ხართ? სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ვიმედოვნებ მომავალი ექვსი წელი ერტად ვიქნებით და კარგი ურტიერთობა ჩამოგვიყალიბდება მეტ საუბარს არ ვაპირებ. არ მიყვარს ადამიანებთან პირდაპირ კონტაქტში შესვლა. თუ არ გავიგე როგორები არიან ,მერე რომ დავუახლოვდები გულისტკენა და იმედგაცრუებები ზედმეტად მოქმედებს ჩემზე. ემოციური ფონი კი ყველაფერს ცვლის ჩემს ყოველდღიურობაში ... ოთახი მალე შეივსო , ყველაზე ჩემი პირველადი წარმოდგენით ვიჯექი და ლექტორის გამოჩენას ველოდი . თამუნას ვწერ და ისიც ლექტორს ელის ჩემგან განსხვავებით პირველი ქიმია აქვს ანუ ორ ლექტორზე ინფორმაცია მექნება მალე. ქალბატონი ჩნდება ოთახში და ყველას გვესალმება. იწყება ჩვეულებრივი მისალმება, მილოცვა, სურვილები და გაცნობის ცერემონია. ყველა თავის სახელს ამბობს და ქალბატონი მარინაც ცდილობს დამახსოვრებას. ერთი შეხედვით უჟმური ,სწერვა ქალი არ ჩანს და იმედია არ ვცდები. არც ლათინურის, ქიმიის, ფიზიკის და ჰისტოლოგიის ლექტორები ჩანდნენ მონსტრები. ლატინური ძალიან ქლაური და ჩემთვის ზედმეტად „ გადაპრანჭული“ ქალია, ფისტო და ქიმია ძალიან საყვარელი ფუმფულა ქალები არიან. ფიზიკის ლექტორი კაცია და როგორც გავიგეთ ჰისტოლოგიის ლექტორის მეუღლეა , ძალიან ბუნჩულა და მშვიდი ადამიანი ჩანს. ზოგადი ფიზიკით ვიწყებ რაც სკოლაში უკვე ნასწვალი მაქვს ასე რომ ამ საგანში პრობლემები არ შემექმნება. ბოლო აუდიტორიასაც ვტოვებ, ერთი ლექცია გვქონდა და ყველანი ერთად ვიყავით. იმდენი ვართ ყველა რა თქმა უნდა ვერ გავიცანი, ვისი შესაძლებლობაც მქონდა მხოლოდ ისინი. ვინაიდან სახელებს კარგად ვიმახსოვრებ ყველანი ვიცი უკვე,აი გვარებზე რა მოგახსენოთ. სწრაფად გავიარე დერეფანი, კიბეზე დავეშვი და როგორც იქნა ეზოში მდგომ თამარას შევხედე. ჰაერივით მჭირდებოდა საუბარი -როგორ ჩაიარა ცხოვრება? -კარგად... შენთან? როგორი კურსელები გყავს? -რავი ჩვეულებრივი არაფერი განსაკუთრებული ზოგი გენიოსია, ზოგს ეტყობა პროსტა დიპლომი უნდა, ზოგს ეგეც ჰკიდია ... მხიარულები არიან გავერთე კიდეც. -კარგიაა ... ჩემებიც კარგები არიან. არ მოვიწყენ ვფიქრობ! ბერვი ძალიან ჭკვიანია და კონკურენციაც იქნება. რაღაცეები უკვე დასაქსეროქსებელი მაქვს... წიგნები ბიბლიოთეკიდან უნდა გამოვიტანო და არ წამოხვალ? -აუუ მეზარებაა...ჩემ დას გამოვატანინებ. -კარგი მაშინ წავედი მე დავრეგისტრირდები და ავირებ წიგნებს...სახლში რომ მივალ დაგირეკავ ვკოცნი და ისევ შენობისკენ მივდივარ. ამჯერად სხვა განყოფილებაში ვინაცვლებ, როგორღაც ბიბლიოთეკამდე მივაღწიე ,მაგრამ იმხელა რიგი იყო მარტო ოტახი კი არა დერეფანიც სავსე იყო. გადავწყვიტე წიგნების ნომრები ამომეწეერა და მომზადბეული შევსულიყავი. ორი საათი რიგში დგომას არ ვაპირებდი, ვინაიდან უსირცხვილო ადამიანი ვარ გავძვერი ,გამოვძვერი, ჩავჭერი რიგები და მივაღწიე კიდეც მიზანს .მართალია არსებული 6 წიგნიდან რომლის ავტორიც ვიცოდი მხოლოდ 3 მომცეს და დანარჩენი აღარ იყო ,მაგრამ მაინც კმაყოფილი წამოვედი. ჩანთა უკვე ხელს მტეხდა ,ძლივს შევძვერი ავტობუსში, ფეხზედგომა მომიხდება ვატყობ . ძლივს ვიმაგრებ თავს და მინას ვეკვრი. იმდენი ხალხია ვინ მეხუტება აღარც ვიცი. ჩანტას ხელს ვუჭერ ვინმემ რომ არ გაიყოლოს ხელთ ჩემი საფულე და სუნთქვას ვცდილობ...ისეთი სურნელი ტრიალებს არც უნდა მინდოდეს საერთოდ ჰაერის ცასუნთქვა ,მაგრამ რა ვქნა არ შეგვიძლია ადამიანებს ჟანგბადის გარეშე. როგორღაც ჩავაღწიე, დასვრილი ფეხსაცმლით,ტანზე შემოტრიალებული კაბით, წონასწორობა დაკარგული ვიდექი და ვცდილობდი დაბუჟებული ფეხების ამოძრავებას წინ გადავდგი ნაბიჯი და მაშინვე მანქანის ხმა გავიგე. მივიხედე და ჩემი „მოთვალთვალე“ მეზობელი რომ ამოვიცანი ღვთის სასჯელს მივაწერე. სწრაფად გადავჭერი გზა ,ის აშკარად ვერ მცნობს . მე მაქვს სახეების დამახსოვრების ნიჭი.იმხელა ხმაზე აქვს მუსიკა ჩართული წონასწორობა მერღვევა, ფეხი მტკივა არა რას შეევვარდი იმ მარშუტში დავლოდებოდი მეორეს. მობილურიც აზუზუნდა ამჯერად მამიკო მირეკავდა , საუბარმა მიშველა ფეხისტკივილიც დამავიწყდა და ბინამდეც ავაღწიე . სამი დღე ისე გავიდა საინტერესო არაფერი მომხდარა. კურსელები უკეთ გავიცანი, ლექტორებმა მასალის ახსნა დაიწყეს ,მაგრამ ჯერ კიდევ წიგნებთან დაკავშირებული ამბები ირკვეოდა. ჩვეულებრივი მოწესრიგების ერთი კვირა გვქონდა. ყველგან სადაც გავჩერდებოდი ისმოდა ჭორები ლექტორებზე, სტუდენტებზე. ჩვეულებრივი სიტუაცია, მიმდინარეობს ჭორაობა ზურგს უკან ზოგჯერ შეიძლება აერიოს ჭორიკანას სასტავი და არასწორ პირზე დაიწყოს ამბების თხრობა . ამჯერად ყველა ანატომიის ლექტორზე საუბრობს „ყველა მარტივია ,მაგრამ ანატომია ჩაგვრჩება!“ „ნამდვილი ტირანია“ „არადა წინა ლექტორი რა მაგარი იყო , ეს გაგვატყავებს“ ამას ძირითადად ბიჭები ამბობდნენ ,რომელთაც სწავლა სურდათ. აი გოგონები რომლებსაც მაკიაჟის სამი ფენა ედოთ თვალებიდან გულებს ისროდნენ და ერთხმად აცხადებდნენ რომ „შოკი ტიპია“ ვერ გავარკვიე რატომაა შოკი, ალბათ ქერა ცისფერთვალა სიმპატიური ბიჭია რომლის მოფერება მოგინდება აი ისე პატარა ბავშვის რომ გინდება. ან რა ვიცი ძაან გადამპარნჭულია ამათ მსგავსად . მოკლედ მე ის მაშინებს ტირანად რომ შერაცხეს. არ შემიძლია როცა მთრგუნავენ , ხელს მიშლის ეს სწავლაში . თუ ვერ მოვისმენ მერე ავითვალწუნებ საგანს, გულს ავიცრუებ და დამეზარება სულ მეცადინეობა. ასეთი ვარ ხასიათზე დამოკიდებული ... სამწუხაროდ თამუნასგანაც ვერაფერი გავიგე, მას ჩემს მერე ჰქონდა ლექცია,მისმა დამაც არაფერი იცოდა რადგან მას არ ასწავლიდა პატივცემული ანატომიის ექტორი,რომლის სახელიც ვერ გავიგე. ცხრილში მითითებული სახელის მიხედვით „დ.დადიანი“ თავადი გვასწავლისთქო პირველი ეს გავიფიქრე ჯერ საერთოდ ქალი მეგონა ლექტორი ასე ვიცოდი თათასგან . „დ“ დოდო ,დალი ან დიანა მეგონა . ახლა კაცია და დიდი ალბატობით დათო ერქმევა ან დიმა ყველაზე გავრცელებული სახელები ესაა იმედია დურმიშხანი არაა და ამიტომ არააქვს ცხოვრება გამწარებული. ჩემ ფიქრებზე ემცინება და ისე ვიკრიჭები ლექტორს თვალში ვხვდები .წამსვე ვმშვიდდები და თავს ვხრი სახე რომ დავასერიოზულო. -რა გაცინებს ... - გევრდით მჯდომი თეკლა მეჩურჩულება -არაფერი რაღაცაზე ჩავფიქრდი და ... -როდის შევალთ ანატომიაზე ვეღარ ვითმენ უკვე -ხვალამდე რა მოხდება ვინ იცის- მართლა არავინ იცის რა მოხდება იქნებ ბატონმა პრაქტიკულების გაცდენის შემდეგ ლექციაც გაგვიცდინოს. განუცხადებია სემინარზე მოსვლას აზრი არ აქვს ყველას ერთად გავესაუბრებიო . ცალ-ცალკე არ კადრულობს ბატონი... არა ის ემართალია რატო უნდა იწვალოს მაინც არაფეირ გვაქვს ჩასაბარებელი,მასალა ლექციაზე უნდა ახსნას და მერ ეტყუილად ჯდომას ბარემ ერთად ილევს საქმეს. ჭვიანური სვლაა სხვებიც ასე რომ მოქცეულიყვნენ ამდენი დროის ფლანგვა არ დამჭირდებოდა. -ვფიქრობ,ყველას ვაკვირდები და ვერ ვხვდები ვინ შეიძლება იყოს- თამარა მსჯელობს და უკვე ცუდად მხდის -ხომ გითხარი ნუღა მესაუბრბეი მაგაზე თქო -აბა შენს წინა მეზობელზე მომიყევი სიმპათიურია? იქნებ ისტორიის გმირი ხდები გოგო და შეგიყვარდეს? კიდე გიყურებდა იმის მერე? -არა,უბრალოდ დამთხვევა იყო ავადმყოფი ხომ არაა ჩამისაფრდეს . ჩემი მკერდის გამო ღამეებს არ გაათენებს აივანზე ... თუ ღმერთი გწამს თამარა! ხვალისთვის რამე გაქვს სასწავლი? -ბიოლოგიის პირველი სემინარი მაქვს. ჩემი დის თქმით თუ კარგად მოვუყვები უპრობლემოდ დაწერს ქულას... ჩავუჯდები დღეს. მარტივი თემაა -მე ზეგ მაქვს და მინდა ბარემ ვისწავლო...რამდენიმე მასალა მაქვს უკვე ლექციები მქონდა დღეს . ანატომიის წიგნი ვიშოვე როგორც იქნა ,შენ რას შვები -იყიდე? -ხოო და იმედი მაქვს ისაა რაც დაგვჭირდება -პროგრამას ხომ ვერ შეცვლიდა....იქნებ შეცვალა რა გეჩქარებოდა -მაინტერესებდაააა -საყვარლად რომ წუწუნებ ვგიჟდები- იცინის და ლოყაზე მკოცნის -კუსკუსაა ყავა დავლიოთ არ გინდა? -ყავას არ ვსვამ და შენ წრუპე ყავა მე წყვენს მივაწვები - ვეკრიჭები და კაფესთან ვჩერდები. -ოოოოკ - წელავს სიტყვას და მიკუსკუსებს შესასვლელისკენ. თამარამ ყავის „ლომკა“ მოიხსნა, მე საუბრის და ბოლოს ისევ მარტო აღმოვჩნდი სახლში. არ მჯერა, ვერ ვიჯერებ რომ ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს. თავად ვალაგებ, არ ვშიმშილობ და ისე ვაკეთებ ყველაფერს რომ არ ვიღლები. ნუ ვცეკვავ ,ვმღერი და რა დამღლის . დედაჩემს მობილურით გავესაუბრე და ღომის მომზადებაც მოვახერხე . რა მექნა მომინდა ,მე კიდე რამე რომ მინდება დეპრესია მეწყება რამდენიმე საათით . ის იყო გეგმა უნდა შემესრულებინა და მეცადინეობა დამეწყო ქვემოდან სიმღერის ხმა რომ ამოვიდა. ვიფიქრე შეწყდებოდა,მაგრამ უფრო გაძლიერდა. რუსული ჰიტები წამლეკავად მოქმედებდნენ ნერვებზე. „ულეტაიწე ვორანი“ რომ გავიგე ჯერ სიცილით გავიგუდე და მერე ბოლომდე ავუწიე ჩემს ტელევიზორს . კიდევ კარგი ხმა გადავფარე ,მაგრამ რა აზრი აქვს მაინც ვერ ვკითხულობ. მეზობლები უნდა გამეცნო! ვინ ამბობდა არ დამჭირდებაო? ახლა ვიღაც უცნობს ჩავუვარდე? ასეთ სიმღერას რომ უსმენს ალბათ ვიღაც 40 მიღწეული ან უფრო დიდი კაცია და ეს პატარა გოგო სად შევუვარდე იქნებ მომისროლოს მერვედან. სახლის დატოვება ვარჩიე. ისედაც მჭირდებოდა რაღაც-რაღაცეები და მარკეტში წავედი. რიგებში დავდიოდი და ვფიქრობდი რა მჭირდებოდა გვერდით რომ ამომიდგა ვიღაც,ჩემკენ გადმოიხარა და სუნამოს სურნელმა რომ უფრო მძაფრად მომიღიტინა ცხვირში სახე თავისით მომემანჭა -ჩემი ახალი მეზობელი აშკარად მალე ვერ იღებს გადაწყვეტილებას...-უკან ვიხევ პირდაპირ რომ არ შევეჯახო და ისევ იმ დამანჭული ცხვირაბზუებული გამომეტყველებით ვუცქერ -თქვენ შეგიძლიათ მალე აირჩიოთ და წაბგრძანდეთ- ზურგს ვაქცევ და ხელში მოქცეულ პატარა კალათში თეთრ ხელსახოცების შეკვრას ვდებ .შემდეგ სარეცხი საშუალების არჩევას ვიწყებ და არიელის კოლოფს ვაკვირდები რომ გავიგო ხელით რეცხვისთვისაა თუ არა. -რა საოცარი გამოსვლაა საკუთარი მაღაზიიდან რომ მაგდებ - ისევ მესმის მისი ხმა და ტვინი რომ იაზრებს ნათქვამს ნერვები მაწყდება.იმდენი მაღაზიაა ირგვლივ და რაღა ამის საკუთრებაში შემოვაბიჯე. ვერ ვიტან თავსატეხს სახელად“ მამაკაცი“ ზედმეტად პატარა ვარ ამ თავისტკივილისთვის. -ყველა კლიენტს თქვენ უწევთ კონსულტაციას? კურსები აშკარად არ გაგივლიათ , დახმარების ნაცვლად თავს მაბეზრებთ- ჯანდაბა ეს ნამდვილად ვუთხარი? არა ჩვეულებრივ რასაც ვფიქრობ იმას არ ვლაპარაკობ თუ უტაქტოდ გამოდის, ისეთი ბუნებრივი ტონით ვთქვი მგონი ძალიან უხეში არ გამოვიდა და არ მომკლავს. არ მჭირდება ვინმე გადვაიკიდო,მითუმეტეს ადამიანი რომელიც ჩემს პერიმეტრზე ცხოვრობს. სწრაფად ვიღებ პირველივე კოლოფს - უკაცრავად- დავემშვიდობე თუ რა იყო ეს ღიმილით გასვლა. ის რატო მეჭყანება ვითომ რაო ლამაზი ღიმილი მაქვსო? ახლა ისე მომინდა შოკოლადი ახლავე უნდა ვიყიდო . მივაღწიე როგორც იქნა, მერე რამდენიმე ფილა „ალპენ გოლდი“ ვითრიე და იქვე მოთავსებულ ნუსის ქილასაც დავწვდი . დილით მივეჩვიო უნდა საუზმობას,თორემ მერე „სწავლამანია“ რომ დამეწყება პარალელურად“ ავადომანია „ მეწყება და „მკვდარსულად მოძრაობის სინდრომი „ დაერთვის . ნევროპათოლოგების, თერაპევტებისა და მრავალი სხვათა რჩევით მჭირდება კარგი კვება, განსაკუთრებით საუზმე . ასე რომ წინასწარ ვიწყებ მზადებას. ამისთვის ჩემი საძულველი ,მაგრამ სასარგებლო კარაქის ყიდვაც მომიხდება. აზრზე არ ვარ რომელი უკეთესია იქნებ ხალვა ვიყიდო? თხილით ღმერთოოო მინდააა -თვალები მიბრჭყვიალებს ალბათ ერთ შეკვრას ვიღებ და მერე კარაქს ისე ვაკვირდბეი თითქოს ხელისმთხოვნელია რომელიც უნდა დავიწუნო. ბოლოს ნაცნობი „სანტე“ რომ ამოვიკითხე ავიღე აბა რა მექნა.თუ არ მომეწონება მერე სხვას ვიყიდი. -მომავალმა ექიმმა არ უნდა იცოდე ამდენი ტკბილი ჯანმრთელობას რომ ვნებს? -ისევ მესმის ყურთან ხმა და „მაკარონის“ არჩევით დაკავებულს ყველაფერი ხელიდან მიცვივდება კივილის თანხლებით -შეგაშინე...მაპატიე . მეგონა იცოდი რომ აქ ვიყავი ისევ - დაბნეული მიყურებს მე კი ჩემი დამემართა. გული ცუდად მაქვს, მკერდზე ხელს ვიჭერ და სუნთქვას ვცდილობ-კარგად ხარ პატარავ?მართლა არ მინდოდა -ისე მიყურებს იცის ჩემზე რომ ჭრის მონანიება თუ რა არის. არ შემიძლია იმ ადამიანს გავუბრაზდე ვინც დანაშაულს ხვდება,თანაც არც ისე დიდ დანაშაულს. -არაუშავს... უბრალოდ როცა ვფიქრობ მალე გამორკვევა არ შემიძლია. - სწრაფად ვიხრები იატაკიდან რომ ავკრიფო ყველაფერი. ისიც მეხმარება და მერე ისევ დამნაშავის გამომეტყველებით მიმზერს-ახლა სანამ მეტყვი დანაშაულს გამოვისყიდიო მივალ დავასრულებ“შოპინგს“ და სალაროსთან გადავინაცვლებ ! -არ ბრაზდები? არც მეჩხუბები ?-ისევ უკან მომყვება. კონსულტანტების ყურადღება მისკენაა მიპყრობილი და ისე არიან დამფრთხალი რომ მეღიმება წამით - მარიამ! -გაბრაზებულს ვგავარ? - მოლარეს თანხას ვაწვდი. პარკებს ვიღებ და გასასვლელისკენ ვბრუნდები- ზედმეტად აქცევ დეტალებს ყურადღებას ....სისულელა! ჩემი გულწრფელობა შემიწირავს. ბინამდე რომ მივაღწიე და ყველაფერი ამოვალაგე, გამოვიცვალე და თამარას სახეც გამოჩნდა კომპიუტერის ეკრანზე გავიკრიჭე -რას შვები პაწაწო? იმეცადინე? მე უკვე დავასრულე. მარტივი იყო ძაან ხვალ დილას გადავიკითხავ და პირველი შთაბეწდილებაც ჩემიაა-საწოლზე კოტრიალებს და მერე მუცელზე წვება -რას შვები მარიკოო? -მეზობელს სიმღერა ჰქონდ აბოლო ხმაზე ემრე მაღაზიაში ცავალთქო ვიფიქრე და წავედი. ხო იცი მშველის გავლა...მერე ის ბიჭი შემხვდა- დავიწყე მოყოლა და ყვეალფერი დეტალურად რომ ვუთხარი,როგორც მჩვევია მერე გავიაზრე რომ ჩემის ახლეი იცოდა, ისიც რაზე ვსწავლობდი და დასრულებისთანავე წამოვიყვირე- ვაიმეეე საიდან იცოდა ეს ყველაფერი -შენ ნორმალური არ ხარ ხომ? მე რომ მეკითხბეი იმას რომ ეკრიჭებოდი იქ ვერ კითხე?ახლა იფიქრე საიდან გიცნობს -ალბათ ჩვენთან სწავლობს და გაიგო რაზე ვსწავლობ რა პრობლემაა...პატარა ქალაქია ყველა ყველას იცნობს. -დაიმშვიდა თავი გოგომ...მითხარი სიმპათიურია? -ჩვეულებრივი ბიჭია... ბევრს მოეწონება . ლამაზიც შეიძლება ითქვას ვაიმე რა ვიცი მე ახლა თვალის ფერი და თმის არ დამიმახსოვრებია. ვერ მიმიზიდა იმდენად რომ დავკვირვებოდი -ყველას აკვრიდები და რაღა მაგას არ დააკვირდი გოგო...მოსწონხარ აშკარად! -რატომ უნდა მოვწონდე -შენი მკერდის გამო...ალბათ გონებიდან ვერ ამოიგდო- ხარხარებს და ბალშიში მალავს სახეს -ახლა არ თქვა არ მოვწონვარ არავის მეო...და არ დაიწყო შენებურები. დედაშენი მართალია, რომ გეუბნება ბოთე ხარ ვერაფერს ხვდებიო. ტიპი უკან დაგყვებოდა და მეგობრობა უნდა ვითომ? -მე არ მინდა მეგობრობაც და შესაბამისად მორჩა! მეორედ რომ ვნახავ ვკითხავ საიდან იცის ჩემზე ეს ყველაფერი ... -ეგრე ამბობდი იმ ბჭზეც უნარებზე რომ დადიოდა ჩვენს მასწთან უბრალოდ ვიცნობო. შენ გგონია ისეთივე ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს ყველას როგორც შენ ,მაგრამ არაა ეგრე! -მინდა რომ იყოს და შესაბამისად ზედმეტი ფიქრი არაა საჭირო! პრობლემები ფიქრთან ერთად მოდის... ბუზს სპილოდ არ გადავაქცევ არასდროს . წავედი ახლა დავიწყებ მეცადინეობას... ბანანის ყიდვა მინდოდა და დამავიწყდა -ბიჭს ელაპარაკებოდა და დაავიწყდა ბანანი -ავადმყოფო ქალო შენ...-წამის მერე ვიაზრებ რატომ ხარხარებს და ვებუტები- აუუ ხილი არ მაქ არაფერი ! შოკოლადი ხომ მაქვს სამაგიეროდ- თვალები მიციმციმებს და ფილას ვირებ-წავედი ,გკოცნი - ტუჩებს ვწევ კოცნის იმიტაციას ვაკეთებ და ლეპტოპს ვხურავ. მეცადინეობა რომ დავიწყე ისე გაფრინდა დრო აზრზე მხოლოდ კუჭის ყმიულმა მომიყვანა. წიგნები გადავდე და სამზარეულოსკენ დავიძარი. ღამის 9 საათი რომ იყო ეგ ფაქტი დავაიგნორე ,რა თქმა უნდა და ქაბაბის შეწვა დავიწყე. სამმა ცალმა ისე დამანაყრა მეგონა ვეღარც ვიმოძრავებდი, შემდეგ ერთი საათი დედაჩემს ვეჭორავე. რა გამაჩუმებდა და მოვუყევი ყველაფერი, ისე არ შემიძლია. მასთან რამე საიდუმლო რომ მაქვს ერთი საათიც კი ცუდად მხდის სანამ ვეტყვი ყველაფერს. ასე მგონია დანაშაულს ჩავდივარ! შეიძლება იმის დამსახურებაა რომ არასდროს მეჩხუბება, ყოველთვის ჩემს მხარესაა და ამავე დროს მასწავლის როგორ მოვიქცე თან არც მახვევს თავის აზრს. დედაჩემი საუკეთესო რომაა ვთქვი უკვე? ყველაზე მეტად რომ მიყვარს ეგ? ! დედა არ არის ,მეგობარია .საუკეთესო რომელიც ჩემი ნაწილია და სულ ჩემთან იქნება. მოყოლა რომ დავასრულე დაველოდე რას მეტყოდა -მოგეწონა? -არა... უნდა მომწონებოდა? ასეთი ხმა რატომ გაქვს,მგონია რომ რაღაცის თქმას აპირებ იმასთან დაკავშირებით რომ უკვე მარტო ვცხოვრობ, ქალაქში, უცხო ადგილას, უცხო ხალხის გარემოცვაში და ბიჭები საშიშები არიან.განსაკუთრებით ისინი ვისაც ცალმხრივად მოვწონვარ. მე კი ისევ დაგამშვიდებ და გეტყვი რომ არ მოვწონვარ,მეორე მოძალადეს არ ჰგავს და მესამე ყველაფერი კარგადაა. მამას არ მოუყვე ახლა თორემ ხვალვე გადამიყვანს ახალ ბინაში -მარიამ ! -ეკუნაააააააააააა ეკოო ეკუ ეკუნააა მომენატრე სიგიჟემდე ! -მეც...შაბათს არ მოხვალ სახლში? -ალბათ კი ... ჩემი ბედოვლათი ძმა რას შვება -მასწავლებელთან იყო ახლა მოვიდა და ჭამს -მაგიტო ისმის ყბს მოქნევის ხმა? -ისეთი დაღლილია ადამიანის ფერი არ აქვს -მოუხდება! მე რომ მაწამებდა მეცადინეობსი დროს ხომ იყო კარგი...რა გაწუწუნებსო . ნახოს ახლა ...ვაი გრანტი არ აიღოს კი წავაცლი თავს ! -კარგი რა მარიამ ხომ იცი რომ ნერვებს გიშლიდა უბრალოდ... -ნუ იცავ შენ სულ მაგას.... -ნუ ეჭვიანობ ! -აღარ მინდა ლაპარაკი საერთოდ წავედი მე დავიძინებ აწი...ხვალ დიდი დღეა . -რომ გამოხვალ დამირეკე იცოდე მაინტერესებს ვინაა ასეთი ეს ანატომიის ლექტორი ! ყველას აინტერესებს მოკლედ. აღარ შემიძლია ამდენი ლაპარაკი მკლავს,თან ისე არ შემიძლია. საწოლში ვწვები და ვერ ვიძინებ, რა თქმა უნდა როგორ შეიძლება მშვიდად გამოვიძინო როცა ვფიქრობ ! ნევროზი მაქვს-თქო რომ ვამბობ არცერთი ექიმი მიჯერებს ! მე თუ გადავარჩენ ჯანდაცვის სისტემას ... .... აუდიტორიის კარს ვხსნი და მშვიდად მივაბიჯებ. ბავშვები ფუსფუსებენ, ყველა ლექტორს ელის. ფურცელზე ხატვას ვიწყებ , გაურკვეველ ფიგურებს ვხაზავ და ნერვებს ვიმშვიდებ. უცებ ყველაფერი ბურუსში ეხვევა და საიდანღაც მანათობელ თვალებს ვხედავ,მხოლოდ მე და ის ვართ . მერე ხმა ჩამესმის ისაა ...ესააა ლექტორი? ლუციფერია ლექტორი? ვკივი და ისევ მეღვიძება. არა უკვე ვფიქრობ რომ ეს ბინა ჩემს სიზმრებზე ცუდად მოქმედებს, ადრე ასე არ ვიყავი . დაცვარულ შუბლზე ხელისგულს ვიდებ და ისევ ვეშვები საწოლზე. ცოტა ხნით ჭერს ვუყურებ, მერე საწოლიდან ვდგები ,მომზადებას ვიწყებ და უნივერსიტეტში მივდივარ. დრო ისე გადის აღარც კი მახსოვს მესამე ლექცია. მხოლოდ მერე ვიაზრებ ცხრილს რომ ვუყურებ და ანატომიას ვკითხულობ. აუდიტორიას ბავშვებთან ერთად ვეძებ ,მესამე სართულზეა ,რა უბედურებაა სხვაგან ოთახი არ იყო? რა ავა მესამეზე . დამძვრა ფეხები სად შემიძლია ამდენი ჩემი ბიოლოგიური ასაკი 98 წელია ... წინ არავინ ჯდება ...უკან სად მივიმალო-თქო ვიფიქრე და წინ მოვკალათდდი. კიდევ შემოვიდნენ ბავშვები და რამდენიმე მომიჯდა გვერდით. უკვე საათს ვუყურებდი და წამებს ვითვლიდი, როდესაც რამეზე ვღელავ მირჩევნია დროზე მორჩეს ის კი არადა არ მოდის. -მგონი გადაგვაგდო ... - ვიღაც ამბობს და კარის დახურვის ხმაც წყდება სმენას. შემდეგ ყველა ერთად ისუსება და მძიმე ნაბიჯების ხმა ისე კარგად მესმის მგონი ყური იატაკზე მიდევს . მეც ვინებე შებრუნება და....ო ღმერთო როგორც ყოველთვის ამჯერადაც ვერ გავძელი უთქვენოდ მითუმეტეს მუზა მქონდა და დავიწყე წერა.იმედი მაქვს კარგი გამოვა . მაინტერესებს თქვენი აზრი...მინდა მხიარული იყო და ძალიან დიდხანსაც არ გავაგრძელებ ნუ შევეცდები ყოველ შემთხვევაში. სათაური ბიბოსია მადლობაა ბიბუნაააა <3 <3 მიყვარხართ თქვენ მე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.