ნამდვილი სიყვარული(7)
თავი 7 ჩემი წასვლიდან ყოველი გასული დღის შემდეგ ნიკი და ნინი ერთმანეთს უფრო უახლოვდებოდნენ, ამას გაუცნობიერებლად მეც ხელს ვუწყობდი. მე და გუგა უქმებზე ლონდონს ვათვალიერებდით, მოვინახულეთ: ცნობილი მადამ ტუსოს მუზეუმი ,მეცნიერების მუზეუმი, საშინელებათა მუზეუმის. მოვინახულეთ ლონდონის სასახლეები: ბუკინგემი, ვენსმისტერი და კენსტინგტონსკი. ერთი სიტყვით მე ამ გართობამ და ტურისტლუმა მოგზაურობამ დამავიწყა ის ტკივილი რომელიც ჩემი და ნიკის განშორებას მოჰყვა. მე და გუგა ყველა ღირსშესანიშანობის ნახვის შემდეგ უამრავ ფოტოს ვაქვეყნებდით ინსტაგრამზე, ამას ნიკი ნახულობდა და მიყენებული ტკივილის დასავიწყებლად ნინისთან მიდიოდა. სამი თვე გავიდა ლონდონში ჩამოსვლიდან, ეს ჩემი ცხოვრების შესანისნავი სამი თვე იყო, თუ გასულ ზაფხულს არ ჩავთვლით, მე მთლიანად შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, იმდენად ჩავიკარგე ლონდონურ გართობაში რომ ჩემი ცხოვრება რომელიც სამშობლოში დავტოვე სულ დამავიწყდა, თუმცა ცხოვრება რა არის თუ ბედნიერების წამს კბილებში წიხლი არ გთხლიშა, ერთ დილით მობილურს დავხედე, შეტყობინება მომივიდა რომ ნიკმა რაღაც სიახლე განათავსა ინსტაგრამზე, მე მაშინვე შევედი ფოტო გავხსენი და ეს ნამდვილი კოშმარი იყო, ფოტოზე ნიკი და ნინი იყო აღბეჭდილი ისინი ბედნიერები ჩანდნენ ერთად, მე ამან საშინელი დარტყმა მომაყენა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩემს დას ბარბარეს დავურეკე და მანაც ყველაფერი დაადასტურა. -დილამშვიდობისა პატარავ როგორ ხარ? -კარგად მარ, შენ კითხვაც არ გჭირდება ფოტოებით ყველაფერია ნათქვამია -ბარბარე ისინი ერთად არიან? -თითქმის ტირილით ვკითხე დას -ვისზე მეკითხები მარ? -კარგად იცი ვისზეც -საიდან გაიგე? -ფოტო ვნახე, ანუ ერთად არიან? -კი ერთად არიან -ამ სიტყვების შემდეგ არ მახსოვს როგორ გავთიშე ტელეფონი თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა, თავს ვერ ვიკავებდი. ერთმა ფოტომ სამოთხიდან მიწაზე დამანარცხა, ამ ფოტომ დეპრესიაში ჩამაგდო, დიდი დრო დამჭირდა რომ ძალა მომეკირიბა და უნივერსიტეტში წავსულიყავი. ჩემთან საუბრის შემდეგ ჩემმა დამ დევიდს დაურეკა. -დილამშვიდობისა პრინცესა როგორ ხარ? -პრობლემა გვაქ დევიდ -რატომ? რა მოხდა? -მარიმ გაიგო და დეპრესიაშია -რა გაიგო? -ის რომ შენი ყეყჩი ძმა იმ ბარბის ხვდება -ვწუხვარ მე რით შემიძლია დახმარება? -საქმეც ეგ არის რომ ვერაფრით დავეხმარებით, მათ გადაწყვეტილება მიიღეს ახლა კი შედეგებზეც თავად უნდა აგონ პასუხი -ვწუხვარ რომ ჩვენს გოგოს გული ძალიან სტკივა, შენ იცი მარი როგორ მიყვარს, მართალია სულ ვჩხუბობთ მაგრამ ჩემთვის მართლა ძვირფასია -ვიცი დევიდ ჩემთვის ახსნა არ გჭირდება, ჩვენი გეგმები ძალაშია? -რა თქმა უნდა პრინცესა, საღამოს გამოგივლი -საღამოს გნახავ მიყვარხარ -მეც მიყვარხარ -როდესაც დევიდმა ყურმილი დაკიდა, ოთახში ელი შემოვიდა -დილა მშვიდობისა უჟმურო -დაიკო დღეს კარგ ხასიათზე ხარ, რატომ? -მე და დიტოს გეგმები გვაქვს -როგორც იქნა ერთმანეთისაკენ ნაბიჯი გადადგით -როგორც იქნა შევძლებ ვიყო ბედნიერი -დღეს არამგონია გამოგივიდეს -რატომ? -მარიამმა ყველაფერი გაიგო, დეპრესიაშია და გამოცნობა არ სჭირდება იმას თუ ვის დაურეკავდა პირველს -მაგარია, ორმა ჯიუტმა ცხოვრება დაინგრია და ახლა ამას ჩემი იდეალური პაემანიც შეეწირა -წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან- რამდენიმე საათის შემდეგ. დიტოს და ელის იდიალური პაემანი შედგა თუმცა არც ისე იდეალური გამოვიდა, ორივე სხვისი პრობლემებით იყო დამწუხრებული. მშვენიერ გარემოში პიკნიკი ვერ შველოდა მათ განწყობას. -ელი მოწყენილი რატომ ხარ? -სერიოზულად? იმიტომ ვარ მოწყენილი რატომაც შენ დიტო -მარიამს ელაპარაკე? -არა, შენ ელაპარაკე? -კი, შენმა ძმამ ჩემი გოგო გაანადგურა, თავს ძვლივს ვიკავებ რომ თავყბა არ გავუერთიანო -და რა გაჩერებს? -ის რომ გადაწყვეტილება ორივევმ მიიღო და შედეგებზეც ერთად აგონ პასუხი, არ მინდა ზრდასრული ადამიანების დრამაში იმაზე მეტად ჩავეფლო ვიდრე ვარ -მიყვარხარ, სწორედ იმიტომ რომ ასეთი კეთილი და ჭკვიანი ხარ -მეც მიყვარხარ პატარავ. იცი რა მე და შენ პირობა უნდა დავდოთ -რა პირობა? -პირობა რომ ჩვენს ურთიერთობაზე გარშემომყოფების ურთიერთობა გავლენას არ მოახდენს -შემოთავაზება მომწონს, გპირდები რომ ჩვენს ურთიერთობას სხვების დრამა არ შეეხება -ძალიან კარგი, ახლა კი ჩვენი პაემნით ვისიამოვნოთ -ისინი მართლები იყვნენ, არ შეიძლება ერთმა გაფუჭებულმა ურთიერთობამ დომინოს ქვებით დანარჩენებიც თან გაიყოლოს. მე ძალიან მახარებდა ჩემი უახლოესი ადამიანების ბედნიერება. ყველაფერი შეიცვალა, მეც შევიცვალე, ერთმა წელმა თითქოს გადატრიალება მოახდინა, იმ ერთმა წელმა რომელიც უმნიშვნელოდ მიმაჩნდა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ერთ წამსაც კი შეუძლია ცხოვრება სხვანაირად წარმართოს. ჩემი გამგზავრებიდან ერთი წელი გავიდა, ამ ერთ წელიწადში მე და ნიკი დავშორდით, ის ახლა ნინის ხვდება, ბარბარე და დევიდი როგორც იქნა წყვილია და ყველაზე სასაცილო ის არის რომ ელიმ და დიტომ შეძლო საუკეთესო წყვილის შექმნა, ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თუმცა სიყვარული სასწაულებს ახდენს. ჩემს არ ყოფნაში მარტო ჩემი ცხოვრება კი არა ჩემი საყვარელი უნივერსიტეტიც შეიცვალა, ლონდონში გავიგე რომ კამპუსი აშნდა რომელშიც სტუდენტების ცხოვრება სავალდებულოა. თორმეტ თვეში იმაზე მეტი რამ შეიცვალა ერთად ვიდრე მთელს ჩემს ცხოვრებაში. ლონდონიდან ორშაბათ დილით დავბრუნდი, ათ საათზე უკვე აეროპორტში ვიყავი, აეროპორტიდან ჯერ სახლში ხოლო შემდეგ უნივერსიტეტში წავედი რადგან დეკანს სურდა ჩემი ნახვა, სიამოვნებით გამოვიძინებდი მაგრამ სასწაფოდ დამიბარა უნივერსიტეტში ასე რომ სხვა გზა არ იყო, ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში დეკანის კაბინეტში ვიდექით ყველანი, თითქოს და არაფერი შეცვლილა, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი შეიცვალა. დეკნაის კაბინეტში ნიკის და ნინის ერთად დანახვა ჩემთვის საშინელი დარტყმა იყო, ისინი ხელი-ხელ ჩაკიდებულები იდგნენ და ერთმანეთს ბედნიერი თვალებით უყურებდნენ. მიუხედავად დიდი სულიერი ტკივილისა თავი ხელში ავიყვანე გავიღიმე და ყველას მივესალმე. -გამარჯობა ბავშვებო -მადლობა ღმერთს მობრძანებით პატივი დაგვდე -ნინიმ ირონიულად წამკბინა -რამე პრობლემა ნინი? -მეც ისე შევეკითხე თითქოს მისი ეჭვიანობა და შიში ვერ დავინახე მისივე თვალებში -არა არავითარი პრობლემა -რატომ დაგაგვიანდა? -გუგა მომიახლოვდა და შეკითხვა დამისვა -საცობში მოვყევი ახლა პიკის საათია -გამოძინება მოასწარი? -ვერა, აქედან რომ გავთავისუფლდები პირდაპირ სახლში წავალ და გამოვიძინებ -ძალიან დაღლილი ჩანხარ ჯობდა გამოგეძინა, ხომ იცი უძილობა ცუდად მოქმედებს შენზე -როგორი მზრუნველობაა -ჩუმად ჩაილაპარაკა ნიკმა -გამარჯობა ახალგაზრდებო მიხარია თვენი ნახვა -თბილად მოგვესალმა დეკანი აქ რატომ ვართ სერ? -ნიკმა ვერ მოითმინა და პირდაპი მთავარზე გადავიდა -მარიამი აქ იმიტომ არის რომ საბუთები შეავსოს, მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ერთი წელი უცებ გავიდა. თქვენ კი უნდა შეგახსენოთ რომ კამპუსში გადმოსვლა დააჩქაროთ -სულ ეს არის? -არა ნიკ, შენ და მარიამი სხვა საქმისთვის მჭირდებით -მათი ერთად დასაქმება აუცილებელია? -ნინის შეკითხვა ყველასთვის უადგილო იყო -დიახ, მინდა რომ თქვენ ორმა კამპუსს ზედამხედველობა გაუწიოთ, რათქმაუნდა შიდა საფეხურზე. თქვენთვის ცალკე საცხოვრებელი მოვამზადებინე, კამპუსის ფარგლებში თუმცა ცოტა მოშორებული სხვა სტუდენტებისაგან -თუ სულ ეს არის სერ, თქვენის ნებართვით სახლში წავალ ძალიან დაღლილი ვარ -მინდოდა სწრაფად გავცლოდი ნიკს და მის შეყვარებულს -კიდევ ერთი საკითხი, საცხოვრებელში ოთხი საძინებელია მინდა ვიცოდე იქ რამდენი ადამიანი იცხოვრებს -მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია სერ რომ თქვენი მოთხოვნით ხვალ გადავალ კამპუსში და ერთ საძინებელს დავიკავებ სხვა კი შეყვარებულ გვრიტებს კითხეთ -მე კარისაკენ გავემართე -ასე საუბარი აუცილებელია? -გაბრაზებული ტონით მკითხა ნიკმა -მე არაფერი ისეთი არ მითქვამს ნიკ, შენ უნდა უთხრა დეკანს ჩემს შემცლელს ჩვენთან შემოასახლებ თუ არა -ამ სიტყვებმა ყველა გააოცა, მე ნიკის პასუხს არ დაველოდე და კაბინეტი დავტოვე. საერთო საცხოვრებელში გადასასვლელად რამდენიმე დღე დაგვჭირდა საბოლოოდ, მე, ელი, დევიდი, ნიკი და ნინი ერთად ვაპირებდით ცხოვრებას. საცხოვრებელი მართალც შესანიშნავი იყო, როგორც კი დალაგებას მოვრჩით მე და ელი საუბარში გავერთე, ის მიყვებოდა ჩემს არ ყოფნაში მომხდარ ყველა დეტალს, ხოლო ჩვენი არასასურველი სტუმარი სამზარეულოში ყავს იდუღებდა. -ელი წავალ შხაპს მივიღებ, საუბარი მერე გავაგრძელოთ -კარგი მიდი მე ჩემს ოთახში ვიქნები -მე პირსახოცი ავიღე, სააბაზანოს კარი შევაღე და იქ ნიკი დამხვდა -ნიკ არ ვიცოდი თუ ბანაობდი, სხვა დროს იქნებ კარი ჩაკეტო -ნანახით მოიხიბლე? -ისეთი არაფერი რაც აქამდე არ მინახავს, ახლა კი თუ მორჩი ბანაობას გადი აქედან -პირსახოცი მომაწოდე -აი აიღე, ხო მართლა აჯობებს მსგავს სიტუაციებს მოერიდო არ მინდა შენმა სეყვარებულმა იეჭვიანოს -ამ დროს კი ნინის ხმა გაისმა -ნიკ სად ხარ? -აბაზანაში ვარ ახლავე გამოვალ -ყავა გაგიკეთე, იმედია მოგეწონება -მადლობა, ელი და დევიდი სად არის? -არ ვიცი ალბათ თავიანთ ოთახებში -მათ საუბარში წყალი გადავივლე, პირსახოცი მოვიხვიე და აბაზანიდან გამოვედი -ნიკ ჩემი პირსახოცის დაბრუნება არ დაგავიწყდეს -ამ სიტყვების გაგონებისას ნინის სახე შეეცვალა -თქვენ რა შხაპი ერთად მიიღეთ, ეს რას ნიშნავს ნიკ? -შეიძლება ერთად მივიღეთ შხაპი მერე შენ რა? -ნინის გასაბრაზებლად ეს სიტყვებიც საკმარისი იყო -ნიკ ეს სიმართლეა? -არა და ძალიან გთხოვ ნუ ეჭვიანობ -სანამ ნიკი თავის სიყვარულს ამშვიდებდა მე საძინებელში გავედი ტანსაცმელი ჩავიცვი და ნინის გაბრაზების ახალი მეთოდი ვიპოვნე -ნიკ შეგიძლია კაბაზე ელვა შესაკრავი შემიკრა მე ვერ ვწვდები -კი გამოდი და შეგიკრავ -ოთახიდან გამოვედი, სამზარეულოში შევედი, ნიკი იმდენად გადაერთო ნინის დამშვიდებაზე რომ ჯერ კიდევ პირსახოცის ამარა იდგა სამზარეულოში, მან შესაკრავი შემიკრა -მადლობა და პირსახოცით ნუ დგახარ ნინისთან უხერხულია -წავალ ჩავიცვამ -ნიკი ოთახიდან გავიდა ნინი კი მზად იყო მოვეკალი, თუმცა მან არც კი იცოდა რომ ეს დასაწყისი იყო, არ ვაპირებდი წყნარად მეყურებინა იმისთვის თუ როგორ იქნება ბედნიერი ნიკი მასთან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.