შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ( თავი 15 )


1-05-2017, 16:04
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 252

დილით ადრე გამოეღვიძა, შხაპი მიიღო გაემზადა და მისაღებში გავიდა, იქ კი თაკო დახვდა.
- სალამი, როგორ ხარ?
- კარგად ლიზ, შენ?
- მეც, გუშინ მალე დაბრუნდი სახლში?
- კი, ანდრიამ მომიყვანა. - ლოყები აუწითლდა მის ხსენებისას, ეს კი ლიზას არ გამოპარვია.
- რამის თქმა ხომ არ გსურს? - გამომცდელად შეეკითხა.
- კი - მორიდებით ამოილაპარაკა - დამშიდობებისას მაკოცა, არ ვიცი ეს რას ნიშნავს..
- სულელო გოგო, - გაეცინა - იმას, რომ უყვარხარ..
- კი, მაგრამ არ უთქვამს . - მოწყენილმა ამოილაპარაკა.
- ,,სიყვარულს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს’’ - ო, არ გაგიგია? მის თვალებში შეიძლება ყველაფრის ამოკითხვა. მიდი რა ყავა გააკეთე . - ყელთან ორი თითი მიიტანა და საყვარლად შეხედა. - გთხოოვ..
- კარგი ხოო. - სიცილით გავიდა სამზარეულოში, იქიდან კი ცივი ყავით და ტკბილეულით დაბრუნდა.
- შენ გაიხარე გოგონი. - სიცილით უთხრა.
- აუცილებლად. - მასაც გაეცინა.
- ვეღარ გკითხე, გამოცდების პასუხები მოვიდა?
- კი, ას პროცენტიანი დაფინანსებით მოვხვდი, ილიას უნივერსიტეტში. - სიხარულისგან თვალები უციმციმებდა.
- მიხარია, გილოცავ და წარმატებები მომავალში. - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
ზარის ხმა გაისმა, ლიზა წავიდა გასაღებად. კარის ზღრუბლზე ირაკლი და ანასტასია დახვდა. ძალიან გაუკვირდა მათი ერთად ყოფნა, მაგრამ არაფერი უკითხავს. მისაღებისკენ წავიდნენ და დივანზე გვერდი-გვერდ დასხდნენ.
- გაიცანი, ეს ჩემი მეგობარი თაკო, ეს კიდე მამაჩემია ირაკლი.
- სასიამოვნოა. - თბილად გაუღიმა მამაკაცმა, მანაც ღიმილით უპასუხა.
- შვილო ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. - ტასომ მიმართა.
- მე დაგტოვებთ..
- არა თაკო, დარჩი არაა პრობლემა. - თბილად გაუღიმა გოგონას.
- შვილო მე და დედაშენმა, გადავწყვიტეთ ერთად ვიცხოვროთ და დავქორწინდეთ. - ლიზას ძალიან გაუხარდა, არც გაკვირვებია, ადგა და ჩაეხუტა ორივეს.
- გილოცავთ მიხარია. - თაკომაც მულოცა.
- მადლობა შვილო. - ორივემ ერთად წარმოსთქვეს.
- მინდა, რომ ორივე ჩემთან გადმოხვიდეთ საცხოვრებლად, რათქმაუნდა თაკოც თუ მოინდომებს.
- არაა მაა, არ გეწყინოს, მაგრამ აქ მირჩევნია ცხოვრება, ჩვენ ერთად ვიქნებით. - თბილად მიმართა.
- კარგი, როგორც შენ გინდა. - ძალა არ დაატანა.
- მიყვარხართ, ეხლა კი გავიქეცი სამსახურში მაგვიანდება.
- აი, ჩემი მანქანის გასაღები და წადი.
- რა საჭიროა მაა, ტაქსით წავალ.
- გამომართვი, რაც ჩემია ის შენი საკუთრებაცაა! სხვა დროს მეწყინება იცოდე.
- მიყვარხარ ძალიან, დროებით.
ჩასკუპდა მანქანაში, მუსიკები ჩართო და დაძრა. მალე მივიდა, საცობი არ იყო, თან სწრაფად უყვარს ტარება.
პაციენტები ბლომად ჰყავდა, ხუთ საათზე დაამთავრა მიღება. რამოდენიმე ოპერაცია ჩაატარა, ყველა კარგად დასრულდა. კაბინეტში დაბრუნდა, სავარძელში ჩაესვენა, ტელეფონის ზარმა მოიყვანა აზრზე.
- ლიზიკუნა, რას შვები როგორ ხარ?
- ძალიან დაღლილი ვაჟ, შენ?
- ,, ცხენის კუდივით ვტოკავ’’, - სიცილით უთხრა. - ხვალ სვანეთში ვაპირებთ ყველა წასვლას, შენც უპრობლემოდ წამოხვალ, ძალით არ მომიწევს იმედია წაყვანა. შენს გიჟუნია მეგობრებსაც უთხარი. დილით ადრე გავდივართ, შენს სახლთან შეიკრიბნენ გადაეცი, ჩვენც მანდ მოვალთ.
- ამოისუნთქე. - გადაიკისკისა. - კაი, რამდენი დღით წავალთ?
- ერთი კვირით, რვა საათზე მზად იყავით. გკოცნი ბევრს მაგ ლოყუნებზე, გავიქეცი. - მართალია დიდი ხანი არ არის რაც იცნობდა, მაგრამ უკვე შეისისხლხორცა.
- კაი, მეც გკოცნი, მოკითხვა ყველას.
მეგობრებს მისწერა, ხალათი გაიხადა, საკიდზე დაკიდა და უფროსის გაბინეტისკენ წავიდა. კარებზე დააკაკუნა, ნებართვის შემდეგ შევიდა.
- გამარჯობა გურამი ძია, ერთი კვირით მინდა შებულების აღება.
- კარგი შვილო, ხომ ყველაფერი კარგადაა? - უყვარს ეს კაცი, ყოველთვის შვილივით ექცევა.
- კი, კარგადაა მადლობა, კარგი ცოტახანში შევხდებით. - თბილად გაუღიმა და კაბინეთი დატოვა.
სახლში წავიდა, მალე მივიდა. მისაღებში დახვდა ტასო და თაკო, ყავას მიირთმევდნენ.
- დღეს მორიგე არ ხარ შვილო? კარგად ხარ?
- კი დეე, ხვალ სვანეთში მივდივართ. თაკო, შენც და ბარგი ჩაალაგე, ადრე უნდა გავიდეთ.
- ვინები მიდიხართ?
- ჩემები და ნიკოლოზის ტყუპები, მათი მეგობრები.
- კარგია, როგორ მინდა მათი გაცნობა და თათიას ნახვა. - თვალებში, სევდა ჩაუდგა.
- მალე ნახავ დეე, სულ მალე. - მივიდა და ჩაეხუტა. - ძალიან დაღლილი ვარ, დღეს ბევრი პაციენტები მივიღე.
- მიდი დაიძინე, მე ჩაგილაგებ ყველაფერს.
- მსოფლიოში საუკეთესო ხარ, ძილი ნებისათ.
თავის ოთახში შევიდა, დუშის ქვეშ ცოტახანი დაჰყო. წყალმა მოადუნა, პიჟამოები ჩაიცვა და დაწვა. დილით მაღვიძარამ გამოაღვიძა, თავი მოიწესრიგა და მისაღებში გავიდა. თაკო, ამდგარი დახვდა, ყავა დალიეს კრუასანთან ერთად. ტელეფონზე დაურეკეს და სახლი დატოვეს. ბარგი მანქანებში ჩაალაგეს და შიგნით მოთავსდნენ.
ლიზას თორნიკეთან მოუწია დაჯდომა, თან წინა სავარძელზე. სალონი მისი სურნელით იყო გაჟღენთილი, ღრმად ჩაისუნთქა და ფილტვები აივსო. უკან ანდრია და თაკო მოთავსდნენ.
გზად ზუგდიდში გაიარეს, დადიანების სახლმუზეუმი მოინახულეს, ფოტოები გადაიღეს და გზას გაუდგნენ. სვანეთის სილამაზემ ყველა მოაჯადოვა, სიტყვებს ვერ ნახულობდნენ მის აღსაღწერად.
სოფელ ლატალაში მივედნენ მოსალოცად, უძველესი ეკლესია ნახეს, რომელიც მე-10 მე-11 საუკუნის ფრესკებით თარიღდება. იქაური ჰაერის სუნთქვით ლიზა, ვერ კმაყოფილდებოდა და რაც შეიძლება ღრმად სუნთქავდა, უნდოდა ბოლომდე გახვეულიყო მისი ფილტვები სვანეთის სურნელით.
- წავიდეთ რაა.. - ანაბელმა წუწუნი დაიწყო. - მივიდეთ სახლში, დავლაგდეთ და მერე გამოვიდეთ ისევ. - დაღლილი ხმით უთხრა. მართლაც და ყველანი დაღლილები იყავნენ. თბილისიდან მესტიამდე მგზავრობა, ხუმრობა საქმე როდია. ყველამ ერთხმად დაეთანხმნენ და გზა გააგრძელეს.
სახლში მალე მივიდნენ, იქ კი დიასახლისი დახვდათ, ვინც სახლს უვლიდა, სანამ იქ იქნებოდნენ გაუმასპინძლდებოდათ. სანამ ამობარგდნენ მოსაღამოვდა კიდეც. ღამის გათევა გადაწყვიტეს, თბილი ტანსაცმელი ჩაიცვეს და ეზოში გავიდნენ ბევრი ტკბილეულით ხელში.
- აბა როგორია? ხომ მაგარია აქაურობა? - იკითხა ეიმფორიაში მყოფმა ლაზარებ.
- აუ, კიი ძააან მაგარია. - ანაბელიც მის დღეში იყო.
- თქვენ რომ არა, ამ სილამაზეს და ბედნიერებას ვერც ვეზიარებოდით. - გარემოს თვალიერებით გართულმა თქვა ლიზამ.
- გინდათ გაგაცნოთ აქაურობა და მისი ადათ წესები ?! - ინტერესით იკითხა თორნიკემ.
- კი მაინტერესებს. - უპასუხა ანაბელმა, ლიზამაც თავი დაუქნია.
- მოდით, ჯერ სვანურ ენას გაგაცნობთ, - ხმა ჰქონდაა რაღაც საოცრება, ხავერდოვანი, მამაკაცური და სვანური აქცენტი დასდევდა მის საუბარს, რაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო. ლიზა განაბული უსმენდა. - სვანური ენა ქართველური ენების ჯგუფს მიეკუთვნება და საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში, ძირითადად სვანეთში მცხოვრები ხალხის მშობლიური ენაა. სვანურად დაახლოებით 30.000 ადამიანი საუბრობს მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, ენგურის, ცხენისწყლისა და კოდორის ხეობის გასწვრივ მდებარე დასახლებებში. სვანური ენა ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობაში გამოიყენება. მას წერილობითი სტანდარტი ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია...
- სვანურად შეგიძლია საუბარი? - დაინტერესდა თიკა.
- კი, ვფლობ კარგად. - ღიმილით უპასუხა.
- მიყვარხარ, როგორ არის ? - ჰკითხა ანდრიამ.
- ,, მი სი მალატ’’ - ლიზას უყურებდა თვალებში. გოგონა კი დაიბნა, კოცონს გაუშტერა მზერა.
- ,,როგორ ხარ ?’’ - ანაბელიც დაინტერესდა.
- ,,მაგვარდ ხარიდ?’’ ცოტა რთული სასწავლი კი არის, მაგრამ თუ გაინტერესებს ადვილად ისწავლი.
მათთან დიასახლისი მივიდა ვახშამი გაემზადებინა და აცნობათ. წამოიშალნენ ყველანი, ძალიან შიოდათ. ისეთი გემრიელი სურნელი ტრიალებდა სახლში, სული ელეოდათ, როგორც იქნა შემოუსხედნენ მაგიდას. პირველი რაც აინტერესებდათ და გადაიღეს საჭმელად თეფშზე, იყო კუბდარი. ძალიან მოეწონათ, ანაბელმა სწავლის სურვლიც კი გამოთქვა, მისი ერთ - ერთი ჰობი საჭმელების მომზადება იყო. დიასახლისს მადლობა გადაუხადეს და მაგიდის ალაგებაში დაეხმარნენ. ბიჭები კოცონთან დაბრუნდნენ. თეფშები დარეცხეს, დაგავეს, მიალაგეს, დიასახლის ძილინებისა უსურვეს და მათ შეუერთნენ.
- აუ, თოკა, მიცვალებულების შესახებ მოუყევი ისტორია. - წამოიწყო ვაჟიკომ.
- კაი რაა, ამ შუაღამისას რა მიცვალებულები აგიტყდა. - აწუწუნდა სალომე. ლიზა დაინტერესდა და თავი ასწია, მის შავ სფეროებს წააწყდა, სიბნელეში უფრო ბნელი მოსჩანდა.
- კარგი მოვყვები.. - განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სვანეთში გარდაცვლილებს. ჩვენში ღრმად სწამთ, რომ სული, ხორცთან განშორების შემდეგ განაგრძობს არსებობას, რომ ამქვეყნად მყოფებმა ისინი ყოველთვის უნდა გაიხსენონ და პატივი სცენ. სულთა მოხსენიების დღეებში, ყველა ოჯახი სახელდახელოდ ემზადება, ამზადებენ საუკეთესო და მრავალფეროვან კერძებს, რადგან სჯერათ, რომ თუ სახლში სტუმრად მოსულ ოჯახის გარდაცვლილთა სულებს, არ გაუმასპინძლდნენ საკადრისად, იქ საუფლოში კუთხეში ღარიბულ სუფრას უსხედანო, ხოლო სხვები მდიდრულს. ამიტომ ყველა ცდილობს ნაწყენი არ გაუშვან საუფლოში თავიანთ ახლობელთა სულები.
ფარის თემში და ზოგადად სვანეთში, თავისებურებით გამოირჩევა შობის დღესასწაული, შობა ღამეს ოჯახი ამზადებს საკურთხს სულებისათვის, აუცილებელია კორკოტი სუფრაზე, აცხობენ ლობიანებს, ამზადებენ სხვადასხვა სამარხო კერძებს. ითვლება, რომ ამ ღამეს ოჯახის გარდაცვლილთა სულები სახლში მოდიან სტუმრად. დიასახლისი გაშლის სუფრას, სკამებს გამოწევს, სულთა დასაჯდომად, კარს გაღებს, თვითონ მაგიდასთან ჩაცუცქდება და სულებს სთხოვს დაიფარონ ოჯახი ყოველგვარი ცუდისა და ბოროტისაგან, მიიღონ ის რაც მათთვის მომზადდა და ოჯახს ყოველივე კარგი დაავანონ, ხოლო მამკაცი ამ დროს ფეხზე დგას და ჭიქა არყით შეუნდობს, სთხოვს ოჯახის მფარველობას. სულები ოჯახში სამი დღე რჩებიან, სამი დღის განმავლობაში დიასახლისი ზრუნავს სულების პატივისცემაზე, ოჯახი ცდილობს მშვიდად და უხმაუროდ იყოს ,რათა არ დააფრთხონ სულები. მესამე დღეს სულები მიდიან თავიანთ საუფლოში სათათბიროდ ანუ ლალხორთე. აქ წყვეტენ ოჯახის ავ-კარგს, საღამო ჟამს უკან ბრუნდებიან და მათ დიასახლისი ახვედრებს ცხელ ფაფას ან ღომს, რომელსაც ასდის ოხშივარი, ეს აუცილებელია რადგანაც ითვლება, რომ სულები გათოშილები მოდიან და თბილი კერძი მადლია მათთვის. იმ ღამეს სუფრა მთელი ღამე გაშლილია, დიასახლისმა ღამის განმავლობაში სამჯერ უნდა წაუქციოს ჭიქა. გამთენიისას დიასახლისი გააცილებს სულებს, ის სთხოვს სულებს კარგი ფეხი დაუტოვონ ოჯახს, მშვიდობა და სიკეთე დააბედონ და კარს უღებს და მაგიდიდან კარამდე არაყს უქცევს, თითქოს გზას უჩვენებს. ზოგჯერ ეს დღეები მოკლდება და სამ დღეს გრძელდება, ამ მოვლენას ხორკობს უწოდებენ და თვლიან, რომ ეს წელი ნაკლებად მოსავლიანი იქნება. ამდენად,სვანურ რეალობაში ეს უცნაური, თითქოს მითოსური ჩვეულებები ჯერ კიდევ არსებობს და ის სვანი კაცის კულტურის ნაწილია. - ლიზა ინტერესით უსმენდა, სხვებს კი შიშისგან თვალები დაკვესებულები იყვნენ. ვაჟიკო ჩუმაად წამოდგა და გაიპარა, თეთრი გადასაფარებელი აიღო, თვალები ამოუჭრა და თავზე ჩამოიცვა, მიეპარა და იმხელა ხმაზე დაიყვირა.
- მოვედიიიიი.. მიქელაამ გამომგზავნა თქვენს წასაყვანაად.. - თან რაღაც არარეალურ ხმებს გამოსცემდა. გოგოებმა კივილი მორთეს, ლიზას არ შეშინებია მარტო.
- ოჰ რა დეგენერატი ხარ რაა. - გამოლანძღეს გოგოებმა, ბიჭებმა კი ბევრი იცინეს.
- ერთი იდეა მაქვს,- წამოდგა დამიანე. - მოდით ყველამ ჩვენ ჩვენი საყვარელი ლექსი ვთქვათ.
- კარგია,მომწონს. - დაეთანხმა პირველი ანაბელი, ყველამ მოუწონეს იდეა.
- იდეის მომწოდებელმა დაიწყოს . - ლიზამ შესთავაზა.
- კარგი რა პრობლემაა.. "რაც უფრო შორს ხარ". მაფანატებს ამ ლექსზე. - ანაბელს მიუბრუნდა, თვალებში ჩახედა და დაიწყო კითხვა.
- რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული. - ყველამ მხურვალე ტაშით დააჯილდოვა.
- ეხლა მე ვიტყვი - ნინომ დაიწყო, თან მზერა ლევანს გაუსწორა.
კიდეზე ჩამომჯდარი ფეხბს აბაკუნებ,
ჭირსაც წაუღია ყველა მონატრება.
ყელში ამოსული ოხრავს ნერვები და მაჯას ეხეთქება
შენი ირონია,
ზეცა იბურება უკვე თავხედურად ,
ჯერ კი ადრეა და მაინც დაღამდება..
თავში მოქცეულა ყველა ქაოსი და გული რომ გამისკდეს ,რაღაც არ მგონია ..
ვიცი მარაზმია შენი ყველა სიტყვა ,
ვითომ წრფელი ხარ და გრძნობებს ამარხულებ...
თოვლს გავხარ არ მოსულს იანვრის პირზე და
საკენკს რომ ააცლი იისფერ იადონებს..
***
დაუსაბამოდ მოხვედი რადგან ,
დასაბამიდან გაქვს ჩემი ვალი,
თავისუფლება ჩემთვის შვებაა შენთვის კი მხოლოდ გამოსავალი..
- ახლა კი ანდრიას ჯერია. - ლიზამ თქვა.
- კარგი, თემო არაბულის ლექს ვიტყვი
***
ფრთები გაშალე ანგელოზო,
ცისფერი ფრთები,
და შენი გულით გადამმალე ზეცის გადაღმა,
თორემ მკვდრის ფერი დამედო და დღითიდღე ვკრთები,
მე შენი ფრთები მიშველის და სისხლის გადასხმა,
შენი გულიდან...
ცოტა მაინც ვიგრძნო სიცოცხლე,
და რომ ძილის წინ,თენებამდე მთვარეს ვუყუროთ,
მე ჩემი გულის ყველა ძგერა გადმოგილოცე,
ჰოდა გაშალე...
ვიცი ფრთებსაც მალავ უთუოდ.
ფრთები გაშალე ანგელოზო !!!
ცისფერი ფრთები,
ცასაც ავცდეთ და იმ ცის ზემოთ კიდევ ათას ცას,
გიყურებ !
მერე თვალებიდან ვიცი და ვხვდები,
ერთხელაც გაშლი,
ნეკნებთან რომ მალავ რაღაცას.
ფრთები გაშალე ანგელოზო !!!
ცისფერი ფრთები.
- შემდეგი იქნება თორნიკე - მორიდებულად ჩაილაპარაკა, მისთვის არც შეუედია.
- მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს,
იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
გიკითხავდე ლექსებს,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე მშვიდი,
თბილი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.. - გრძნობდა მის მწველ მზერას, მაგრამ არ უყურებდა.
- ეხლა გოგონი შენი ჯერია. - ანაბელმა მიუგო.
- კარგი. - სიცივე მიდის,
არ სჩვევიათ სეზონებს მოცდა,
მოვიდა მარტი
და თვალები გაზაფხულს გიგავს,
არაფრის მთქმელი
როგორ მტანჯავს სიჩუმე როცა
სხეულში ვმალავ
მონატრების საშინელ გრიგალს...
და ხშირად ვფიქრობ
რომ ზამთარი ყველაზე კარგი,
დაემთხვა იმ წელს
როცა მივხვდით ერთმანეთს ვგავით
და რომ ზამთარი
მაშინ გახდა ყველაზე მკაცრი
როცა ერთმანეთს
შევამჩნიეთ თვალებში ბზარი...
და ისე ხდება
ზღაპარი რომ ცუდად მთავრდება
და
ბრალიანად ჩაივლიან უბრალო წლები
თუ ის დღეები
რაც შევქმენით
გაფერმკრთალდება
არ მეყვარები,
მაგრამ ვიცი მემახსოვრები...!
- მე ლექსი რომ არ წავიკითხო და მხოლოდ გიმღეროთ, არა?! -საცოდავად დამანჭა სახე სალომემ.
- კი ბატონო იყოს სიმღერა. - ერთხმად დაეთანხმნენ, სახლიდან გიტარა გამოიტანა და მათთან დაბრუნდა. სიმები მოსინჯა და სამღერად მოემზადა. ბართლომესკენ გაეპარა თვალი მაინც, ისიც უყურებდა, ანთებული ლურჯი თვალებით. ,,ახ, ტურფავ, ტურფავ.’’ დაიწყო და სამი ხმაც აჰყვა, კარგადაც გამოსდიოდათ სიმღერა და სასიამოვნო მოსასმენი იყო შესაბამისად. ბიჭები გატრუნულები უსმენდნენ. სიმღერა დაასრულეს. ფეხზე მდგომი ოვაციები არ დააკლეს, ბართლლომე კი გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა. ლიზამ შეამჩნია და ეშმაკურად ჩაიცინა.
სვანეთში ყოფნით და იმ წუთებით ტკბებოდნენ. იქ ცაც კი სხვანაირი იყო, მოკრიალებული და ვარსკვლავებით მოჭედილი. შესცივდათ. უკვე კოცონიც ვერ ათბობდათ, დილის ექვსი საათი დაიწყო. ერთიანად წამოიშალნენ და დასაძინებლად წავიდნენ. ოთახებისკენ გაემართნენ სიცივისგან აბუზულები.
ასე მშვიდად და გემრიელად ბოლოს როდის ეძინა არ ახსოვს.
დილით მამლის ყივილმა გააღვიძა. სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. გოგონებს გადახედა, ყველას ეძინა. საათი დილის 8 : 15 წუთს უჩვენებდა. მზის ამოსვლას ვერ დაესწრო, გული დასწყდა. აინტერესებდა დილით ამომავალი სვანეთის მზე როგორი იყო, ზღვაზე წასვლისას ყოველთვის უყურებდა, არც ერთ დღეს ტოვებდა. თბილად ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა, დიასახლისი უკვე ფუფუსებდა სამზარეულოში.
- გამარჯობა. - თბილად გაუღიმა.
- გაგიმარჯოს შვილო, რა მალე ამდგარხარ. - მანაც თბილად გაუღიმა.
- სუფთა ჰაერზე მინდა გავლა. - გარეთ გავიდა.
პირი დაიბანა სპეციალურად ეზოს ონკანის წყალში, ცივი იყო, ცივზე უარესი, გაყინული. ესიამოვნა, თითქოს კანმა სუნთქვა დაიწყო, ისეთი შეგრძნება დაეუფლა. დილის სვანური ჰაერი ღრმად და ხარბად შეისუნთქა და სკამზე ჩამოჯდა. ცოტახანი მარტო იჯდა და ხედით ტკბებოდა, შემდეგ კი სახლში დაბრუნდა.
- დაჯექი შვილო, საუზმეს გაგიმზადებ ახლავე. ხაბიზგინებს ვაცხობ, მოგეწონება.
- არა, მე დილით ვერ ვჭამ საჭმელს და ჩემთვის ნუ შეწუხდებით.
- უბრალოდ მაყვალა დეიდა დამიძახე შვილო. - თბილად მიუგო.
- კარგი, ყავას მოვამზადებ ხომ დალევთ?
- დაჯექი, მე გავაკეთებ. - შეწინააღმდეგების მიუხედავად, თვითონ მოადუღა და ტკბილეულთან ერთად მაგიდასთან დაალაგა. ოთახში ანაბელიც შევიდა, მიესალმათ.
- დალევ შილო ყავას?
- არა, მადლობა არ მინდა. - მოგეხმარები გაკეთებაში, ძალიან მინდა აქაური ცხოვრებით ვიცხოვრო ეს 1 კვირა, და ამაში თქვენ უნდა დამეხმაროთ. - ღიმილით უთხრა, ლიზას გაუკვირდა.
- ქალაქელი გოგო და ასე მონდომებული სოფლის საქმეებზე, თუნდაც სახალისოდ, მე პირველად ვხედავ. - ჩაილაპარაკა თავისთვის და წინსაფარი მიუტანა. - ცომი გამზადებულია, შენ შეახვიე და ღუმელში შედე გამოსაცხობად მხოლოდ ეს გევალება, მეტი არაფერი. მე გარეთ გავალ საქონელს მივხედავ. ხომ შეგიძლია, რომ გააკეთო ეს? - ჰკითხა მაყვალამ.
- კი, კი, როგორ არა. - საკუთარ თავში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა.
- ძალიან კარგი, გავედი ახლა მე და დროებით.
ლიზა, მისაღებში გავიდა და სავარძელში, ღუმელის წინ მოკალათდა. კარების გახსნის ხმა გაიგო, ყურადღება არ მიაქცია, გაიფიქრა ,, ალბათ ვინმემ გაიღვიძაო’’.
- დილა მშვიდობისა. - გააჟრჟოლა, მთელ სხეულში დაუარა მისმა ხმამ. წამით გაიყინა იმავე პოზაში როგორც იყო, უცებ გამოერკვია, გაიმართა და მისკენ შეტრიალდა.
- დილა მშვიდობისა. - როგორც იქნა მოიფიქრა მისალმება. წამოხურდა სახეზე, წვავდა მისი გამოხედვა, მისი თვალის ფერი.
- როგორ ბრძანდები ქალბატონო ექიმო? - ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- კარგად ვარ, მადლობა. შენ როგორ ხარ ბატონო გამომძიებელო?
- მეც კარგად ვარ. - მის გვერდით ჩამოჯდა, მისი მზერა წვავდა.
- სვანეთში პირველად ხარ ხო? - უკვირდა ლიზას, მაგრამ მაინც ესაუბრებოდა.
- კი პირველად ვარ, აქამდე არ მქონია ბედნიერება აქაურობის ნახვის.. - სხვებიც გამოლაგდნენ ოთახიდან.
- მოემზადეთ და წავიდეთ სჯობს. - მიმართა ბიჭმა ყველას.
საუზმეს მორჩნენ და სვანეთის დასათვალიერებლად წავიდნენ.
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი და მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი ნახეს. შემდეგ წავიდნენ უშგულის მიმართულებით. მოინახულეს ადგილობრივი სოფლები და ღირსშესანიშნაობები. იფარის წმ. გიროგის მონასტერი - კალა, ალაღამის და ლენჯერის ეკლესიები. უშგული - ლამარიას (ღვთისმშობლის) ეკლესია. ძალიან კმაყოფილები დავბრუნდნენ საღამოს სახლში.
მაღვიძარა დააყენა და დაიძინა.
დილის ხუთის ნახავარზე დარეკა.
ძალიან თბილად ჩაიცვა, პლედი აიღო და გარეთ ჩუმად გავიდა, ჯერ კიდევ ბნელოდა, ცა მუქი ლურჯად იყო შეფერადებული.
სახლს გრძელი, შეედილი კიბე ჰქონდა მიდგმული სახურავს წვდებოდა. კიბეზე ავიდა, სახურავზე დაჯდა, პლედში გაეხვია და მზის ამოსვლას დაუწყო ლოდინი.
ნელ-ნელა ცისიერი ანათებდა ცას.
გვერდით დინჯად და უსიტყვოდ თორნიკე მიუჯდა და ცხელ-ცხელი ყავის ფინჯანი მიაწოდა, გამოართვა და თითები შემოაჭდო.
- კარგად მომზადებულხარ. - პლედზე მიანიშნა.
- ჰო, აქ საკმაოდ ცივა ამ დროს..
- არ გინდა ტრადიციების შესახებ მოგიყვე? მაშინ დაინტერესებული ..
- კი, რატომაც არა.
- დამნაშავის გამოაშკარავებით დავიწყებ, ბევრი რამ ითქმის ამის შესახებ, სისხლის აღებაზე.
- კარგი..
- დავუშვათ, სოფელში რაღაც დაშავდა. გამოდის დაზარალებული და მიმართავს სოფლელებს: იცის ამ ფაქტის შესახ­ებ ვინმემ რამე? რა თქმა უნდა, სოფელში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მათი პასუხი მაინც იყო: ჩვენ არაფერი ვიცით ამ დანაშაულის შესახ­ებ. თუ ასეა, მაშინ მოდით, ვისაც დაგადებთ ხელს, დაიფიცეთ ეკლესიაში ხატის წინაშე, რომ ამის შესახ­ებ არაფერი იცით - სთავაზობდა დაზარალებული. დათქვამდნენ დროს, როდის უნდა ჩატარებულიყო დაფიცების ცერემონია. შემდეგ, თუ რეალური დამნაშავე სოფელმა იცის, ერთი ჯგუფი მიდის დამნაშავესთან და ეუბნება: ჩვენ დაზარალებულმა გვთხოვა, დავიფიცოთ, რომ არაფერი ვიცით. შენ ხომ ჩაიდინე ეს?! ჩვენ არ "ჩაგიშვებთ", ოღონდ, შენ მიდი დაზარალებულთან და აღიარე დანაშაული, მოილაპარაკეთ და გაარკვიეთ. ჩვენ ტყულს ვერ ვიტყვით. ამის შემდეგ, დამნაშავე იძულებული ხდებოდა, მისულიყო დაზარალებულთან და საპროცესო გარიგება მომხდარიყო. თუ დამნაშავე პრეტენზიას განაცხ­ადებდა დაზარალებულთან გარიგებაზე, ის ჯგუფი დაუჯ­დებოდა და ეტყოდა: შენ ეს ხომ არ უნდა ჩაგედინა? ჩაიდინე და კიდევ ჩვენ გვაგდებ უხ­ერხ­ულ მდგომარეობაში?! აიძულებდნენ დაჰყოლოდა მათ რჩევას. ყველაფერი მორალით, რწმენით ხდებოდა. ეს ერთგვარი მხილების ინსტიტუტი იყო, რომლის შედეგადაც ყველა კაცად რჩებოდა. ამის შემდეგ, შერიგების ინსტიტუტიც ძალიან საინტერესო იყო...
- როგორ რიგდებოდნენ?
- შეახვედრებდნენ ორივე მხარეს, ანუ დამნაშავესა და დაზარალებულს ერთმანეთთან. დაზარალებული ეუბნებოდა: მე შეგირიგდები იმ შემთხ­ვევაში, თუ დააყენებ საკუთარ თავს ჩემს ადგილას, რაც მე დამიშავე, თუ მაპატიებდი ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი, დაიფიცებ ამაზე? ის ეტყოდა, დავიფიცებ. მაშინ დაუსახ­ელებდა 12 კაცს, რომელიც მასთან ერთად დაიფიცებდა. ყველანი დასხდებოდნენ, გაიაზრებდნენ სიტუაციას და საბოლოოდ, ყველა რიგდებოდა, ოღონდ აღიარებდა თავის შეცდომებს. კაცურად ხდებოდა ყოველივე.
- ძალიან საინტერესოა.
დაიწყო მზის ამოსვლა. ოქროსფრად აბრჭყვიალდა მწვერვალი. ნელ-ნელა ცისკენ მაღლდებოდა მზე და არემარეს თბილ სხივებს ჰფენდა.
თორნიკე წამოდგა და დატოვა მარტო ელიზაბეტი, მზის სხივებმა შეაწუხეს და ისიც მალე დაბრუნდა სახლში.
სუფრას ალაგებდნენ ლიზა და სალომე.
- ვის ოჯახშიც შენ შეხვალ მოკლედ, სალო ვის ოჯახშიც შენ შეხვალ . - შეაქო ანაბელმა, კერძის გასინჯვის შემდეგ.
- დაიქცევა ფეხათ - ბართლომემ თქვა და შემდეგი ლუკმის ჩადებას აპირებდა, მოულოდნელად, რომ ავიდა ჰაერში წყლით სავსე ჭიქა, შემდეგ გაჩერდა ბიჭის თავზე და გადაყირავდა, ალბათ მიწისძვრა იყო ან რაღაც მაგიური ძალა. წყლის წვეთებმა დენა დაიწყეს სახეზე, ისე იხედებოდა სიცილი ვერ გაბედეს, მაგრამ ფხუკუნებდნენ, სახეზე ფერი აღარ ედოთ. სალომე კი მშვიდად მიირთმევდა, მკვლელი მზერით, რომ შეხედა, კნუტის თვალებით გახედა.
- ვაიმე სულ გაწუწულხარ, წამოდი ტყუპების მაიკას მოგცემ, ცოდო ხარ საბრალოვ გაწუწულ წიწილას გავხარ. ბავშობაში წიწილას, რომ ჩავაგდებდი წყალში და შემდეგ, რომ ამოვიყვანდი იმას გავხარ, ოღონდ ის უფრო ბევრად საყვარელი იყო. - ნოველის პრემია და ოსკარი ეკუთვნოდა, მიმიკების დაჭერისთვის და ზე ირონიული როლის მორგებისთვის.


იმედია ისიამოვნებთ და მოგეწონებათ..
სვანებზე ინფორმაცია ნათესავებისგან მოვიძიე, იმედია მოგეწონებათ..
გყვარობთ და მაპატიეთ დაგვიანება, მაგრამ დიდი თავი მოვედით 12 გვერდი და 2881 სიტყვაა:დ



№1  offline მოდერი Maiaabuladze

აუუ ჩემი თოკუნკულა ❤ როგორ მიყვარს ❤

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

Maiaabuladze
აუუ ჩემი თოკუნკულა ❤ როგორ მიყვარს ❤

მეცოოო :დ heart_eyes

 


№3 სტუმარი Sota

კეკე შენი ნათესავია?

 


№4  offline წევრი მეამბოხე ^^

Sota
კეკე შენი ნათესავია?

არ ვიცი რაზე ამბობ, მაგრამ დამეფიცება არვისგან მომიპარია, ან რაში მჭირდებოდა, ასეთი სულელიც არ ვარ. ინტერნეტში ყველაფრის მოძიება და ასევე სვანებისგან შეიძლება smirk მაგრამ რაკი ასე გგონია გეგონოს დაია/ ძამია

 


№5  offline ახალბედა მწერალი MariamG

heart_eyes ყოჩაღ თამარ, იხვეწები ნამდვილად.
მიხარია და წარმატებებს გისურვებ.
არავის მოუსმინო, წერე ისე, როგორც გსურს. kissing_heart

 


№6  offline წევრი მეამბოხე ^^

MariamG
heart_eyes ყოჩაღ თამარ, იხვეწები ნამდვილად.
მიხარია და წარმატებებს გისურვებ.
არავის მოუსმინო, წერე ისე, როგორც გსურს. kissing_heart

ძალიან მანერვიულეს, უმიზეზოდ .. მადლობა ^-^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent