შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტამბულში


1-05-2017, 17:01
ავტორი Marriamii
ნანახია 1 295

ახლაც არ ვიცი რა უნდოდა...
მოვიდა,
ცხოვრება ამირია და
წავიდა.
***
-გემით?
-ჰო.
-გაგიჟდი ანა?რომელი საუკუნეა ნუ გადამრიე!
-ვაიმე ლიკა რა გინდა?
-არაფერი.უბრალოდ შესაძლებლობა გაქვს,რომ კომფორტულად იმგზავრო თვითმფრინავით და ეს გემი საიდან "მოთხარე" გეხვეწები.
-მე მინდა გემით გავემგზავრო სტამბულში და გადაწყვეტილებას,რომ არ შევცვლი ალბათ ხვდები ხომ?
-ვხვდები კი არა ვიცი,ანა.ვიცი რა ჯიუტიც ხარ!უბრალოდ მიკვირს...მართლა მიკვირს...
-ჰოდა ნუ გიკვირს!
***
ჩემი ცხოვრება ყოველთვის განსხვავდებოდა სხვებისგან.
განა ერთი ან
ორი უმნიშვნელო დეტალით,
არამედ
მთლიანად.
გიკვირთ?
მე ის მიკვირს,რომ
თქვენ გიკვირთ.
ცოტა გაუგებრად ვამბობ ალბათ,მაგრამ
მიყვარს გაუგებრობა.
მიყვარს მოულოდნელობა,
საინტერესო თავგადასავლები,
"ჯანსაღი" ურთიერთობები და
ზოგადად ყველაფერი "ის",რაც
ჩემთან კავშირშია.
რაც განსხვავებულია,
იშვიათია და
ჩემებურია.
ჰო.
მხოლოდ ჩემებური.
ეგოისტი ვარ?
არც ვუარყოფ.
საშინლად მაღიზიანებს ის ფაქტი,რომ
ჩემს საკუთრებას ეხება სხვა.
თუ "ჩემია"
ე.ი
ბოლომდე "ჩემია".
მანამდე
სანამ არ მომბეზრდება,
სანამ უინტერესო გახდება.
წარმომიდგენია ახლა რას ფიქრობთ ჩემზე...
მაგრამ ჩემთვის ესეც უინტერესოა.
არასოდეს ვითვალისწინებდი სხვის აზრს.
არ ვითვალისწინებდი და
გადაწყვეტილებას თუ ვიღებდი
მის შეცვლას წამითაც არ ვფიქრობდი.
საშინლად ჯიუტი ვარ.
აი ისეთი,წარმოდგენაც
რომ
არ შეგიძლიათ.
როგორც ხვდებით ზედმეტად რთული ადამიანი ვარ,
რის გამოც
ვერ მიგებს ბევრი,მაგრამ
სამაგიეროდ მიგებს ის ერთი
რომელიც
ჩემთვის ყველაფერია.
ლიკუნა...
ჩემი ლიკუნაა...
ჩემი მეგობარი,
დაქალი,
ძმაკაცი,
არაბიოლოგიური და,
დედა,
მამა.
აი რატომ ვთქვი ყველაფერია-მეთქი.
ადამიანი,რომელსაც
საკუთარ თავზე მეტად ვენდობი.
რატომ?
იმიტომ,რომ
ზეედმეტად კარგად მიცნობს,
ჩემს თავზე მეტადაც.
იმიტომ,რომ
ყოველთვის ხვდება რა მინდა,
რა არ მინდა,
რას ვფიქრობ,
რას არ ვფიქრობ და
საერთოდ ყველაფერს.
სიყვარული?
აჰ...
მე და სიყვარული ვერასოდეს ვერ
ვუგებდით ერთმანეთს.
მიყვარდა თუ არა?
კი,
მიყვარდა.
ოღონდ ადრე.
ბავშვობაში.
ასე 16-17 წლის ააკში.
ჰო.
მიყვარდა მთელი გრძნობით,
მაგრამ...
მაგრამ ხომ არიან ადამიანები ვინც ამას
ვერ ხვდება,
ვერ აფასებს და
ვერ აცნობიერებს.
ჰოდა ასეთი იყო ზუსტად "ისიც".
იმის მერე
არავისთან აღარ მქონია ურთიერთობა.
თუ ვინმეს რამე სერიოზულ
განზრახვას
შევამჩნევდი,მაშინვე
ვიშორებდი თავიდან.
ლიკა მეუბნება
შინაბერა,რომ დარჩები ნახავო
მაგრამ
ყურს ვიყრუებ.
ვითომ არ მესმის.
არადა ძალიან კარგად მესმის და
ვხვდები კიდეც,რომ
შეიძლება მართლა
ასე მოხდეს.
ცოტა მეშინია კიდეც.
ადამიანი ერთხელ იბადება და
ჩემი აზრით
უნდა გამოიყენოს ეს შანსი
უზრუნველი ცხოვრების შესაქმნელად.
ამ მცირე თუ ხანგრძლივ დროში უნდა მოასწროს ყველაფერი:
ბედნიერება,
სიყვარული,
სითბო,
ჩახუტება,
მოფერება,
კოცნა,
გაღიმება,
გაცინება,
გართობა,
ტირილი,
სინანული,
ტკივილი...
მე რამდენიმე უკვე გამოცდილი მაქვს.
ახლა დანარჩენებიც მინდა,რომ
გამოვცადო.
ჰო,
მინდა.
მინდა
და
ზუსტად ამიტომ მივემგზავრები
სტამბულში
გემით.
რატომ მაინც და მაინც გემით?
ეგ არც მე არ ვიცი,
უბრალოდ
მინდა
ის სიამოვნება,
განცდები,
ემოციები
ვიგრძნო
რასაც სხვები
გრძნობენ
გემით მგზავრობისას.
ყოველთვის მაინტერესებდა
როგორ ემოციას ბადებდა ეს
ყველაფერი.
ერთი პერიოდი მეშინოდა კიდეც.
აი,იცით როდის?
პირველად,რომ
გავიგე "ტიტანიკის" ამბავი,თან
ფილმიც ვუყურე.
ისე განვიცადე...
იმდენი ვიტირე...
და მაშინ ვთქვი,რომ
არასოდეს ჩავჯდებოდი გემში,
მაგრამ
ახლა
რას ვაკეთებ?
მივდივარ გემით სტამბულში.
გემით.
გემით.
გემით მივდივარ.
სტამბულში გემით.
პირველად სტამბულში და
პირველად გემით.
რა უცნაურები ვართ ადამიანები არა?
ერთს ვამბობთ,
მეორეს ვაკეთებთ.
ან პირიქით.
ჰო.
უცნაურები ვართ ადამიანები და
უცნაურია ეს ცხოვრებაც,
ბედიც,
ბედისწერაც...
მე მჯერა ბედისწერის.
ყოველთვის მჯეროდა და
ყოველთვის დავიჯერებ.
ახლაც მჯერა.
რატომ ამას ვერ ვხსნი,
თუმცა
მჯერა და მორჩა.
ან უნდა საერთოდ ახსნა?
არა.
ბედისწერას ვერ ახსნი...
ნუ მე ასე ვფიქრობ
ყოვეშემთხვევაში და
პრინციპში
ეს ასეცაა.
***
უზარმაზარი გემია უამრავი ოთახით.
ხომ ბევრი ოთახია,მაგრამ
არც ერთი არ გავს
ერთმანეთს.
ზოგი დიდი,კომფორტული და დახვეწილია.
ზოგი საშუალო ზომის,მეტნაკლებად კომფორტული და ლამაზია.
ზოგი კი უბრალო და არაფრითგამორჩეული.
მე კი პირველი ოთახის მცხოვრებელს მივეკუთვნები.
აბა მამაჩემი ნაკლებს მაკადრებდა?
არამც და არამც.
თითქმის მთელი გემი დავათვალიერე.
ისე მომწონს აქაურობა...
შიგნით საერთოდ ვერ გაარჩევ სახლია თუ
გემი,
მაგრამ
გარეთ გამოსვლისას ყველაფერი
თვალნათელია.
სპორტდარბაზიც კი არის.
არა,კარგი ვქენი გემით მოგზაურობა
რომ
გადავწყვიტე.
მართალია თვითმფრინავით მგზავრობაც ძალიან მიყვარს,
თუმცა
ვაღიარებ ეს ბევრად კომფორტულია.
თან დახვეწილიც.
თან ორიგინალურიც.
სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ ჩემი ოთახისკენ,როცა
ვგრძნობ
ძლიერი სხეულის შეჯახებას და
ინერციით უკან მივდივარ.
-უი,მაპატიეთ ვერ დაგინახეთ!
მამაკაცის დაკუნთულ სხეულს თვალი
ავაყოლე და
პირდაპირ სახეზე გავაჩერე მზერა.
-არაუშავს,არაფერია.რამე ხომ არ იტკინეთ?
თავაზიანად მკითხა უცნობმა.
მონუსხული ვუყურებდი მის
პირი-სახეს და ისე,რომ
თითქოს მის
თითოეულ ნაკვთს
ვსწავლობდი.
-არა,მადლობთ და...და ნახვამდის.
გავუღიმე და შემოვბრუნდი,მაგრამ
ხელი დამიჭირა და
თავისკენ მიმიზიდა.
-რამე გინდათ?
ვკითხე შეშინებულმა...



გამარჯობა ბავშვებოოოო <3
მე ახალი ვარ ამ საიტზზე და იმედი მაქვს თბილად მიმიღებთ <3 ეს ჩემი პირველი ისტორიაა და ძალიან ვნერვიულობ.გთხოვთ ძალიან ნუ გამაკრიტიკებტ ჯერ მაინც ახალი ვარ და წინასწარ მადლობა ყველას ვინც წაიკითხავთ <3 <3 <3



№1 სტუმარი Ucnobi

Aseti istoria adrec wamikitxavs da tu ar vcdebi CeCe))-s istoriaa...
Dzalian cudia tu plagiatob mitumetes erti da igive sautze cota ar ikos da texavs))) pirvel rigshi sakutari tavis sheurawyofaa chrmi azrit... jobia tu shenit dawer rames da gamoaqveyneb...

 


№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

პრივეტები პლაგიატობას;))

 


№3  offline წევრი sofia25

იმედია ხუმრობ:)))

 


№4 სტუმარი TaTa

Me ar mecnoba da vfiqrob dasawkisistvis kargia ,magram tu martlac sxvisgan ertdetals mainc gadmoigeb sjobs sheeshva

 


№5  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

TaTa
Me ar mecnoba da vfiqrob dasawkisistvis kargia ,magram tu martlac sxvisgan ertdetals mainc gadmoigeb sjobs sheeshva

Mikopirebuli akvs:dd

 


№6 სტუმარი Guest Anano

Wamikitxavs da sityva sityvit aqvs dakopirebuliii

 


№7  offline წევრი Marriamii

კარგით ვაღიარებ რო სხვისი ისტორიაა და მისი დადება გადავწყვიტე მარა ნამდვილად არ მეგონასე აგრესიულად თუ გამოხატავდით ამას :))
ვაფშე დამეკარგა ყველანაირი სურვილი აქ ისტორიის დადების :))
მადლობა თქვენ ასეთი სითბოსთვის <3

 


№8  offline წევრი nini sabauri

Marriamii
კარგით ვაღიარებ რო სხვისი ისტორიაა და მისი დადება გადავწყვიტე მარა ნამდვილად არ მეგონასე აგრესიულად თუ გამოხატავდით ამას :))
ვაფშე დამეკარგა ყველანაირი სურვილი აქ ისტორიის დადების :))
მადლობა თქვენ ასეთი სითბოსთვის <3

შენი ისტორია შექმენი, შენი აზრები გამოხატე მასში...ეს უფრო სასიამოვნოა,ვიდრე სხვისი ისტორიის მოპარვა...როდესაც შენს ნამუშევარზე იწვალებ,შემდეგ გაიგებ რა ცუდი ყოფილა როცა სხვა მას წაგართმევს და ამ კომენტარებსაც გაგებით მოეკიდები...
წარმატებებს გისურვებ და სიამოვნებით დაველოდები როდის ვნახავ ამ საიტზე შენ შექმნილ ისტორიას<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent