შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 9 თავი


1-05-2017, 20:43
ავტორი zia-maria
ნანახია 2 590

---გამარჯობათ.ღიმილით მიესალმა უცნობი დათოს.
---გაგიმარჯოთ.დაუბრუნა პასუხი გაოცებულმა.
---ნანას ნახვა მინდა შეიძლება?
---თქვენ დედა ბრძანდებით?
---არა შვილო,მამიდა ვარ მისი და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვუთხრა.
---შემობრძანდით.დათომ კარები გააღო ფართოდ და უცნობ ქალბატონს გზა დაუთმო.გარეთ კი კიდევ ორი უცნობი იდგა და ქალბატონმა მათ უთხრა.
---მანქანაში დამელოდეთ,იმედია მალე ჩამოვალ.დათო გაოგნებული უსმენდა უცნობს და სავარძელში ჩაჯდომა შესთავაზა.
---დაბრძანდით,ნანას ძინავს და გავაღვიძებ,მაგრამ ვფიქრობ გამიჭირდება.მას დამამშვიდებელი აქვს მიღებული.გავიდა დათო და როგორც იქნა შეაღვიძა ნანა.
---ნანა,ნანუჩი გოგო გაიღვიძე,ვიღაც ქალს უნდა შენი ნახვა.უცხოა და თან ეტყობა ძალიან მდიდარია.
---ვინ არის უცხოელია?ვაიმეეე მომაგნეს, დათო ახლა რა ვქნა?თვალები აუცრემლიანდა ნანას.---დაწყნარი სულელო ქართველია,მამიდა ვარ ნანასიო.ნანამ თვალები დაჭყიტა და საწოლზე წამოჯდა.
---მამიდაო? მე მამიდა არ მყავს დათო.ნანა შეშინებული წამოდგა და დათოზე ამოფარებულმა გავიდა მოულოდნელ სტუმართან.უცნობმა შეხედა თუ არა ნანას ცრემლი მოეძალა გულში ჩაიხუტა და ასე ყავდა დიდი ხნით ჩახუტებული. შეშინებული მიაჩერდა დათოს და დათომ თვალებით შეეკითხა,,რა ხდებაო''.ნანამ კი იგივე გააკეთა და თვალებით უპასუხა, ,,არ ვიციო''. როგორც იქნა დამშვიდდა უცნობი ქალბატონი და თბილად მიესალმა.
---გამარჯობა ნანა ჩენო საყვარელო.
---გამარჯობათ,მე ვერ გცნობთ და შეიძლება გავიგო ვინ ვარ?
---სალაპარაკო გვაქვს ნანუჩი.
---მცნობთ და ჩემი სახელიც იცით.
---არა მარტო შენ გცნობ შვილო.არამედ დედაშენსაც ვიცნობდი და მამაშენსაც.
---ჩემებს იცნობდით?რატომ წარსულში,ისინი ხომ ცოცხლები არიან.---არა ნანუჩი. შენი მშობლები აღარ არიან ცოცხლები.ისინი შენი დაბადებიდან 6 თვეში დაიღუპნენ, მას შემდეგ მთელი 26 წელი არის გასული.ნანას ოფლმა დაასხა და დათოს მაგრად მოეჭიდა,ფერი დაკარგა და ქალბატონმა დათოს გადახედა.
---წყალი მოუტანე გთხოვ,რადგან წინ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო.დათომ წყალი მოუტანა ნანას და ნანამ არ გაუშვა, მაგრად ჩაეჭიდა და თვალებით თხოვა მის გვერდით ყოფილიყო.უცნობმა კი დათოს შეხედა და ამაყად უთხრა.
---მადლობას გიხდით,რომ ნანას დაეხმარეთ.მე ყველაფერი ვიცი,თქვენი თოთოეული ნაბიჯი,თქვენი ფიქტიური ქორწინება, ძიძად რომ მუშაობ ისიც.ასე რომ უყურადღებოდ არ მყოლიხართ არასდროს.
---მე,მე სად ვცხოვრობ.ისინი ვინ არიან ჩემთვის ან ჩემი მშობლები როგორ გარდაიცვალნენ.
---შენი მშობლები ავარიით დაიღუპნენ და მე ვფიქრობ ეს ავარია მოწყობილი იყო.ვიღაცას ძალიან აწყობდა მათი სიკვდილი.
---თქვენ,თქვენ ვინ ბრძანდებით?
---ყველაფერს გაიგებ.ჩემი მოკვლაც უნდოდათ,მაგრამ მე იმ დღეებში როცა ავარია მოხდა,წინა დღით გავასწარი საზღვარგარეთ.მე იქ ვცხოვრობ,სამი დღის შემდეგ მითხრეს,რომ ჩემი ძმობილი მის ცოლ-შვილთან ერთად დაიღუპა და მის გვარზე აღარავინი აღარ დარჩა. მისი უზარმაზარი სახლი თბილიში დაკეტილია,მეც ვფხიზლობ,ძალიან მეშინია, მეშინია რომ მტერი არ გამოვაფხიზლო. ქორწილი,რომელიც უნდა ყოფილიყო და შენ გაქცევით ჩაშალე,ის ადამიანი მხოლოდ ჩემამდე მოგიყვანდა საბერძნეთში.გადაწყვეტილი მქონდა იქ მომეყოლა შენთვის სიმართლე,მაგრამ ასე არ მოხდა და აი ისევ იძულებული გავხდი თავად მოვსულიყავი შენამდე. ჩემო ნანა თუ ამ ამბავმა დაგაინტერესა და ზედმეტის გაგება გინდა, აი ამ მისამართზე მოდით და იქ ყველაფერს გაიგებ დაწვრილებით.
გაოგნებული უსმენდა ორივე ამ კეთილ სახიან ქალბატონს და თავადაც ფეხზე წამოდგა ორივე,რათა უცნობი გაეცილებინათ, რადგან ის უკვე მოემზადა წასასვლელად.ნანამ ვეღარ მოითმინა და ცრემლიანი თვალები შეანათა,თან ჩუმი ხმით უთხრა.
---სახელი რა დაგიძახოთ?
---თამარი,თამარი მქვია. როგორც მოგიხერხდეს ისე დამიძახე. თამარ, თამრო, თამრიკო ჩემთვის სულერთია.უთხრა ღიმილით.
---ვფიქრობ და ვერ გავიგე, რატომ უნდა მოეკლათ ჩემი მშობლები,ან ვის უნდოდა მათი სიკვდილი.რა საქმიანობას ეწეოდა მამა?
---ამ ყველაფერს,როცა შევხვდებით მეორედ ერთმანეთს იქ გეტყვი საყვარელო.ღიმილით დაემშვიდობა ორივეს და კარებიდან გასვლისას ჩანთა გახსნა, იქედან შეკვრა ამოიღო და დათოს გაუწოდა,თან უთხრა.
---ნანას ყველა თანხა შენს სახელზეა,ესეც მიუმატე მას.კაბა რომელშიც თანხა მოგცეს,ის გაცილებით ბევრი ღირდა იმ თანხაზე შვილო და არ დავუშვებ შენი ლუკმა სხვამ შეჭამოს. აი ის ფულია რაც დაგაკლეს კაბაზე,ჩემმა ბიჭებმა ის ამოიღეს და ისიც ვიცი რაც მოინდომა შენგან, ამიტომ მან დათო შენს მერე ჩვენგანაც მიიღო მისაღები და ის სააგენტო დახურულია მანამ,სანამ შენ თავისუფლებას დაიბრუნებ და შეძლებ გაუძღვე შენს საქმეს შენი სახელით. ჯერ მოცდა მოგიწევს,სულ ცოტა დარჩა სინამდვილის გამჟღავნებამდე,მენდე და ყველაფერი კარგად იქნება.
თამარიმ კარები გაიხურა და წავიდა,სახლში კარებთან მდგარი ნანა და დათო კარს მიჩერებოდნენ და ვერაფერს ამბობდნენ,მხოლოდ დათოს ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ გამოაფხიზლა ორივე.დახედა და უცხო ნომრიდან იყო,ნანას გადახედა და ხმამაღლა წაიკითხა.
---შვილებო დღეიდან ფრთხილად იყავით,ნუ იჩქარებთ ჯერ განქორწინებას, საქმეს ასე სჭირდება დათო.ეს ნანას სიცოცხლისთვის არის საჭირო და არავინმა არ გაიგოს ჩვენი შეხვედრის შესახებ,მე გელოდებით. როცა მოსვლას გადაწყვეტთ ჩემთან ამ ნომერზე მომწერეთ. დათომ გადახედა ჯერ კიდევ გაოგნებულ ნანას რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა რა ხდებოდა მის გარშემო და შეეკითხა.
---ნანუჩი რა ვქნათ? რა მივწერო,პასუხს ელოდება.
---მიწერე რომ აუცილებლად მივალთ.
---მივალთ? მეც უნდა წამოვიდე?
---აბა მარტო მიშვებ?
---ხო კარგი,არასოდეს.მე ყოველთვის შენს გვერძე ვარ,დაწყნარდი.ნანა გულზე მიიკრა და ცალი ხელით შეტყობინება აფრინა თამართან.
---მოვალთ აუცილებლად მოვალთ ქ-ნო თამარ.ბევრი იფიქრა ორივემ და ოთხი დღის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო,წასულიყვნენ შეხვედრაზე.დათომ მიწერა შეტყობინება თუ სად მისულიყვნენ და პასუხმაც არ დააყოვნა.
---როგორ გამახარეთ,მაგრამ დაგაგვიანდათ გადაწყვეტილების მიღება.მისამართის მიღებისთანავე წავიდნენ.მითითებულ მისამართზე და ადგილზე მისვლისას ორივე გაოცებული დარჩა,მათ წინ უზარმაზარი თეთრი სახლი იდგა,ეზოში კი უამრავი დაცვაიყო ყოველ კუთხეში. ნანამ გაუბედავად გადადგა ნაბიჯი და დაცვასთან მივიდა და უთხრა.
---უკაცრავად,მე ქ-ონ თამართან ვარ მოსული.
---ვიცი და გელოდებათ. მაგრამ მარტო თქვენ შეხვალთ,თქვენ აქ დაელოდეთ.უთხრა დათოს ცივად.
---არა,თუ შევალთ ორივე შევალთ,თუ არადა ახლავეს ვბრუნდები უკან.დაცვამ ხელში რაცია მოიმარჯვა და შეტყობინება გადასცა მეორეს,შემდეგ მიუბრიუნდა ნანას და დათოს და ანიშნა შემოდითო.
---ღმერთო ეს რამხელა სახლია.თქვა დათომ ჩუმად.სახლში შესულებს კი ღიმილით შემოეგება თამარი და გულში ჩაიხუტა ნანაც და დათოც. გული რომ იჯერა ნანას მოფერებით,შემდეგ მხიარული ხმით უთხრა.
---გშიათ?ვჭამოთ თუ ჯერ ვისაუბროთ.ნანან დათოს გახედა და მიხვდა,რომ მასაც მოსმენა უნდოდა მთელი ამ ისტორიის და ამიტომ უთხრა.
---არა ვისაუბროთ.ერთი სული მაქვს,როდის გავიგებ ყველაფერს.
---მაშ ასე, ბავშვებო მე ქართველი ვარ,თამარ კახნიაშვილი.შენი მშობლები ნანუჩი კი ბერძნები იყვნენ სტავრო კუ და ლიდია პაპანდოპულო. მე შენი ნათლია ვარ, 40 დღის შესრულდი თუ არა მოგნათლეთ,აი ეს კი დამადასტურებელი ფოტოები,ეს შენი ნათლობაა ეკლესიაში. ესენი კი შენი მშობლები არიან. თამრომ ნანას წინ ფოტოები გაუშალა და დარწმუნდნენ,რომ ეს ქალბატონი სიმართლეს ამბობდა.
სტავრო სტუდენტობის დროს გავიცანი თბილიში,ის ტურისტული რეისით იყო ჩამოსული და ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს.როცა ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ,მხოლოდ სტავრო დამიდგა გვერდით და არ მომცა უფლება ძირს დავცემულიყავი. მკაცრად გამაფრთხილა, რომ არც მეფიქრა წარსულზე,რადგან წინ დიდი მომავალი მელოდა.ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები გავხდით და ხელით მატრებდა ყველგან.ერთხელ მიმიწვია საბერძნეთში და ძალიან მომეწონა ათენი, მას კი თბილისი მოწონდა სიგიჟემდე,მე კი ვხუმრობდით,გავცვალოთ სახლებითქო.გაცვლით არ გაგვიცვლია,მაგრამ სტავრომ თბილიში წამოიწყო ბიზნესი და ნელა-ნელა აიდგა ფეხი კიდეც კარგად. დრო და დრო ვატყობდი სევდიანი გახდა და გამომიტყდა,რომ შეყვარებული იყო.ერთ ზაფხულს ათენიდან უკვე დაქორწინებული დაბრუნდა თბილიში საოცრად ლამაზ მეუღლესთან ერთად.სტავრო ძალიან მდიდარი ოჯახიდან იყო, ის ერთადერთი მემკვიდრეა მისი ოჯახისა, მაგრამ მას ძალიან ბევრი მტერი ყავდა.მისი მშობლები ახლაც ცოცხლები არიან და მე მათ ხშირად ვნახულობ, როცა თავად მირეკავს მოდიო,მაშინ მივდივარ მათთან. აქ რასაც ხედავ სტავროს გაკეთებულია,ეს სახლი ისე შეიძინა არ იცოდნენ მისიანებმა და თავიდანვე გამაfრთხილა რომ ყიდულობდა,ამ სახლს ტამარ შენს სახელზე გავაფორმებო.დავამტკიცებ თუ არა,რომ შენ მისი ერთადერთი მემკვიდრე ხარ, ეს სახლი და სხვა ყველაფერი შენს სახელზე გადმოვა,მხოლოდ ჯერ სიფრთხილე გვმართებს და ეს სიმართლე არავინ არ უნდა გაიგოს.
---თქვენ?თქვენ გყავს ოჯახი?
---მყავს ერთი ქალიშვილი ის დაქორწინებულია და პატარა შვილიშვილიც მყავს.ამიტომ ვარ ასე ფრთხილად,რომ არ მინდა რამე ავნოს გამოფხიზლებულმა მტერმა ჩემს ოჯახს.
---თქვენც მოუფრთხილდით თქვენს თავს,მარტო სხვაზე ზრუნვა არ არის კარგი.
---მე?მე უნდა მოვასწრო ამ კეთილი საქმის გაკეთება,რადგან წინ დიდი სიცოცხლე აღარ მიდევს შვილო.
---რას გულისხმობთ?შეეკითხა დათომ.თამრომ ცრემლიანი თვალები შეანათა ორივეს და თმებზე მოიკიდა ხელი და ერთი ხელის მოსმით გადაიძრო ქერა თმის პარიკი,რომელიც მას უთმო თავს უფარავდა.
---აი ჩემი ნამდვილი სახე ეს არის,მე მკერდის სიმსიმვნე მაქვს და მარჯვენა ძუძუც მოკვეთილი მაქვს.ქიმიურებს ვიკეთებ და მინდა ჩემი სიცოცხლე კეთილი საქმის გაკეთებით დავასრულო. ნანამ პირზე აიფარა ხელები და ვერ გაებედა ეტირა თუ არა.დათოს კი ისე შეებრალა ეს კეთილი ქ-ნი ცრემლი მოეძალა და თავი გვერძე მიაბრუნა.მიუხედავად დიდი მცდელობისა ნანას არ ეტირა,მაინც ვერ შეიკავა ცრემლი და მის დაუკითხავად ეპოვნათ გზა ნანას სახეზე.ადამიანები ტირილით ევლინება ქვეყანას,მაგრამ ჩვენ მიზეზი რაცარუნდა ოყოს,ტირილი ჩვენი უსიტყვო ენაა და ემოციების გამოხატვა.ის ემოციებით გამოდის გარეთ და ცრემლების სახით გროვდება ჩვენს თვალებში.ბევრი რამ უცნობია ცრემლის შესახებ,ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი,რომ ,,ცრემლები ღვთისგან არის ბოძებული და ის ემოციებზე საპასუხო რეაქციაა''.თამრომ ისევ გაიკეთა მისი ქერა თმები და თხრობა გააგრძელა.
---სტავროს ანტიკვარების მაღაზია ქონდა.მაღაზია არა,მაღაზიები.როდესაც ლინdაზე დაქორწინდა,მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო საქართველოში წამოსულიყო და აქაც გაეხსნა ანტიკვარული საგნების მაღაზია.კარგად აეწყო,ძალიან კარგად მიდიოდა მაღაზიაში მუშაობა, ათენში მე ვიყავი მისი მარჯვენა ხელი და ჩემი დიდი იმედიც ქონდა.აქ არ ვიცი რა დაემართა,მის აღორძინებულ ბიზნესს,მაგრამ ვიცი რომ მხოლოდ ამ სახლის შესახებ არავინ არ იცოდა და ეს დარჩათ მხოლოდ ხელუხლებელი.ნანამ ძალა მოიკრიბა და შეეკითხა.
---ხომ იცოდნენ,რომ საქართველოში ცხოვრობდა,როგორ არ მოიძიეს თუ სად ქონდა სახლი.
---საქართველოში მისიანები ყოველთვის გაბრთხილების გარეშე არ ჩამოდიოდნენ,ამიტომ ქონდა ორ ოთახიანი ბინა ვითომ ნაქირავები და იქ მიყავდა ისინი.როდესაც დაქორწინდნენ,ორი წლით ადრე გავიგე რომ მტრები ყავდა სტავროს და გავაფრთხილე და იცი რა მითხრა?
---ვიცი თამრო უკვე დიდი ხანია მეც შევამჩნიე.ამიტომ გამოერიდა იმ მხარეს და უნდოდა მისთვის,მის ოჯახთან ერთად წყნარად ეცხოვრა,მაგრამ არც აქ დააცადეს.40 დღის მოგნათლეთ და შენი ნათლობის სახელი ლიდია არის,6 თვის რომ იყავი კი სულ პაწაწინას წაგართვეს მშობლის სითბო. სამი თვე იწვალა სტავრომ საავადმყოფოში და გონზე მოსულს ჩემი მისამართი უთქვია საიდუმლოდ მისი ექიმისთვის და ტელეფონის ნომერი. რომ დამირეკეს და მითხრეს სტავროს შესახებ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ,სიხარულისგან ვიტირე.ვერ ჩამოვედი,მითვალთვალებდნენ. მაშინ ჩემი იურისტის კოორდინატები მივეცი ექიმს და მისი მეშვეობით მოვასწარით, შევძელით რაც თანხა ქონდა ბანკში ჩემს სახელზე გადმოეტანა. ეს მოასწრო და მისი სიცოცხლის დღეებიც დასრულდა,მისი სიცოცხლის წუთები ერთ ადგილზე გაიყინა,საათის ისრები გაჩერდნენ და დღემდე უძრავად დგას.აი ეს იყო სულ,რაც შენთვის მინდოდა მეთქვა და ეს აუცილებლად უნდა გცოდნოდა.
---თქვენ?თქვენ არ გეშინიათ?
---რისი უნდა შემეშინდეს,ჩემო გოგო სიკვდილის?
---დიახ სიკვდილის.უთხრა ჩუმად გაუბედავად ნანამ თამროს.თამროს ჩაეცინა და უთხრა.
---რა უნდა იყოს ამ საშინელ ტკივილზე უარესი მტკივნეული რასაც მე ვუძლებ,თუნდაც თითოეული ქიმიურის გაკეთებისას,მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში,რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს.რეალობა კი მაინც ერთია,ადრე თუ გვიან სიკვდილი მაინც მოდის ჩვენამდე.ყველა ადამიანი მოკვდავია და ამას ვერავინი ვერ გაექცევა.ჩვენ ადამიანები მტვრისაგან ვართ შექმნილები და მტვერს ვუბრუნდებით ბოლოს. აქ კი ვტოვებთ ჩვენს სიყვარულს,ჩვენივე ხელებით თუ გონებით გაკეთებულ კეთილ საქმეებს.ფრთხილად იყავით,ჯერ განქორწინებას ნუ იჩქარებთ,მაგის დროც მოვა.---ჩვენ უნდა წავიდეთ, ქ-ნო თამარ ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი და ვიმედოვნებ ყველაფერი კაეგად იქნება. მე მჯერა თქვენისთანა გულის ადამიანს უფალი არ გაწირავს,ეს ერთ-ერთი თქვენი სულის ძლიერი გამოცდაა და უნდა გაუძლოთ.მკურნალობა შედეგს გამოიღებს, მე დარწმუნებული ვარ.
---უფალმა გისმინოს დათო შვილო.ამ საქმიდან წილი შენც მიიღებ ლიდიას დახმარებისათვის.ვიცი ძალიან ძნელია ახალი სახელის შეჩვევა და შეგუება,მაგრამ ნელა-ნელა ამასაც შევეჩვევით.აბა დროებით,ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს.თამრომ ორივე გულიანად ჩაკოცნა და დაემშვიდობა.დაფიქრებული წამოვიდა ორივე თამროდან.დათომ შეხედა წყნარად მჯდარ ნანას და შეეკითხა.---რას ფიქრობ ნანუჩი.
---რას ვფიქრობ?დათო ვფიქრობ გავერკვე ვინ ვარ მე,ნანა ვარ თუ ლიდია.
---შენ ჩემთვის ნანუჩი ხარ და გინდა ლიდია დაირქვი და ლიდა.გადაიხარხარა დათომ.---რა საზიზღარი ადამიანი ხარ.გაეცინა ნანასაც.
---რას ფიქრობ მირიანზე.იცი რომ ნინიკო არაფერს არ ჭამს და სულ ტირის?
---ჩემო დათვო არ ვიცი როგორ მიიღებ ჩემს ახალ განცხადებას,მაგრამ რაცარუნდა გაგიკვირდეს იქ ვბრუნდები.დათომ უეცრად მანქანა დაატორმუზა და ნანას შეხედა.
---ბრუნდები? მართლა ამბობ? გაკვირვებული იყო დათო ნანას გადაწყვეტილებით.
---არა, ვაფიქრებინებ ბ-ონ მირიანს რომ მე მან შემაშინა, მას ეშინოდეს ჩემი აქეთ.
---აუუუ დაიწყო შიდა ომი და რა გაუძლებს ამათ დღეიდან. თქვა დათომ და შემდეგ უსაზღვრო თბილი თვალებით შეხედა ნანას.
-როგორ ძალიან მიყვარხარ,შენ ვერც კი წარმოიდგენ.
---გზას შეხედე არ გადამჩეხო სადმე.იყვირა უცებ ნანამ და დათომ უეცრად დაიმორჩილა საჭე და თან დაატორმუზა.

საღამო მშვიდობისა, როგორ ხართ? მაპატიეთ რომ ვაგვიანებ, კვირაში სამი ოთხი თავი დაიდება, მოუცლელობის გამო. მახარებტ მე თქვენ.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმე დედა რა იყო ეს ჰა?! რამხელა ინტრიგა ყოფილა ფარდის უკან დამალული :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent