შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მორაგბე (6)


1-05-2017, 21:32
ავტორი ის გოგონა
ნანახია 1 728

.......
ბარგი მანქანაში ჩაალაგა და გაზის პედალს ფეხი დაადგა. მივფრინავდით, მაგრამ არ მეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარეს ვერ ვიტან. ვენდობოდი ,ვიცოდი, რომ საიმედო ხელში ვიყავი.
გადავხედე და მის ტუჩებზე შევაჩერე მზერა. ისე ტკბილად გამოიყურებოდნენ მათი დაგემოვნებაც კი მომინდა. ტუჩზე ვიკბინე და მზერა მის დაკუნთულ ხელზე გადავიტანე, რომელზეც ვენაბი საკმაოდ კარგად გამოკვეთილიყო . საოცრად მამაკაცური იყო, მისი ვიზუალი საშინლად მიწვევდა... პირელად ვაკვირდებოდი მამაკაცს ასე დაწვრილებით. ჩამეღიმა და გზას თვალი გავუსწორე .
-წადი, ამ ჩანთას მე ავიტან.
- ჰო წავალ აქ კი არ დავრჩები. წყენით მიპასუხა
-მადლობა იო ყველაფრისთვის შენ ,რომ არ ყოფილიყავი არ ვიცი მე რა დამემართებოდა. არ დაგივიწყებ ამას .
საპასუხოდ გამიღიმა და წავიდა. თითქოს ნაღვლიანი ღიმილი იყო. ალბათ გული სწყდებოდა მისგან რომ მოვიდიოდი, ან მე მინდოდა რომ ასე ყოფილიყო..
ველოდი მის ჩახუტებას ,მაგრამ უბრალოდ გამიღიმა. ჰო აი ასე უბრალოდ წავიდა. გულზე ცუდად იმოქმედა მისმა უპასუხო წასვლამ , მთელი ღამე მასზე და მის თვალებზე ვფიქრობდი.
***********
ახალ სამსახურს კარგად მოვერგე მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია მისგან ძალიან შორს იყო. ერთ - ერთი კომპანიის დირექტორის მოადგილე არც ისე ცუდად ჟღერს მგონი. გასაკვირია ალბათ, ასე უცბად გამოუცდელი გოგო , რომ დირექტორის მოადგილედ ინიშნება , მაგრამ აშკარა იყო თითქმის ჩემ ხელა გოგო ისიც გამოუცდელი , ვერ იგებდა ვინ უნდა აეყვანა თანამშრომლად.
ამდენ საბუთებში უცებ რთულ ლაბირინთში აღმოვჩნდი, თუმცა ჩემს გვერდზე მჯდომი საკმაოდ გამოცდილი ბიჭი ბექა მეხმარებოდა საქმის შესწავლაში.შესაბამისად არც ისე ძალიან გამჭირვებია . დაახლოებით 26 წლის მამაკაცი , შავი, ეშხიანი თვალებით და საკმაოდ კარგი აღნაგგობით გაოირჩეოდა .
-ლილე არ გშია ?
-აუ კი ძალიან თან , მაგრამ სამუშაო მაქვს (სევდიანი თვალებით გავხედე )
- მოგეხმარები მერე ,წამოდი ლელას კრუასანები უნდა გაჭამო! ( ლელა ჩვენი ბუფეტის მზარეული იყო )
-ბექა ! ნუ მიწვევ ( ჩავიცინე )
- თითებს ჩაიკვნეტ ისეთია
-კარგი მოვდივარ !
გამონაკლისი მხოლოდ იმ დღეებში იყო, როცა ბექა კომპანიაში არ იყო , თორემ ისე ფაქტიურად ის მაცოცხლებდა , მაჭმევდა, მასმევდა . საკმარისი იყო რამეზე მეთქვა მინდათქო , 5 - მაქსიმუმ 10 წუთში უკვე ჩემს მაგიდაზე იდო..

- ლილე ჩემს კაბინეტში შემოდი! ( სწერვა სახით მომმართა ჩვენს ოთახში შემოსულმა დირექტორმა )
- ეს რაარის რამდენი შეცდომაა ?! რისთვის აგიყვანე? უნდა დაგელაგებინა ყველაფერი, შენ კიდევ აურიე ... მაგიდაზე მთელი საბუთების პაპკა დაახეთქა .
- უკაცრავად , ყველანაირად ვცდილობ ყველაფერი სიზუზსტით გავაკეთო .
- მეორედ არ დავინახო ესეთი რაღაც!
- კარგი თიკა . მისი სახელი ზიზღით წარმოვთქვი და კარი გამოვიხურე.
ოთახში შესულმა, ბექას წინ თიკას გავაჯავრე ,რაზეც ბექა გაიგუდა სიცილით .
- ნეტავ რა აქვს ავარდნილი თავში?
- აუ რავი ბიჭო ვიღაც ფულიანის შვილია ვერ ხედავ? ნეტა რითია ჩემზე მეტი ?
-იმით ,რომ ის დირექტორია და სხვა სტატუსი აქვს, თორემ შენზე სულელი თუ არ იყოს , მე მოვკვდე რა .
- ანუ მე სულელი ვარ?
- აბა რა ხარ ?
- ფუ რა საზიზღარი ვინმე ხარ !
- მალე წერე, თორემ მეორედ უკვე გაგაგდებს და როგორ გავძლო შენს გარეშე ?!
საყვარლად დავეჯღანე და მუშაობა განვაგრძე.
***
ახალი სახლი ძალიან საყვარლად მოვაწყე , ისე როგორც წარმომედგინა ხოლმე. სუვენირებზე ჭკუა მეკეტებოდა,მაიტომ სანამ ხელფასი არ გამომელია მათ ყიდვაში , არ დავისვნე.
იოანე უკვე 2 თვე იყო ,რაც არ მეხმიანებოდა. თავიდან ვგრძნობდი დანაკლისს ,მაგრამ მივეჩვიე. facebook-ზე მისი გვერდი შევათვალიერე. მხოლოდ 4 ფოტო, ისიც მონიშნულები... ეტყობოდა საერთოდ არ აინტერესებდა სოციალური ქსელი.
ლოგინზე ვკოტრიალობდი , მობილურით ხელში და უცებ დაბლა გადავეშვი , დავებერტყე ძირს . ჩაბჟირებამდე ვიცინე სანამ არ დავინახე - „ მეგობრობა გაგზავნილია „
- ვაიმე , ოღონდ ეს არა .... ხელებ აცახცახებულმა ძლივს გავაუქმე მეგობრობის თხოვნა, თუმცა ვინ დაგაცდის . მალევე მომდის შეტყობინება
- ვიცოდი, რომ ვერ გაძლებდი .
- მაგით იბედნიერებ თავს?
- რატომაც არა
აღაფერი მითქვამს , კომპიუტერი ჩავრტე და ფილმის ყურება დავწყე.
*****
- ლილეეეეეეე სად ხარ გოგო აქამდე ? !!!. ისეთი ამბები მაქვს, აი უბრალოდ ვერ დაიჯერებ!
ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ტელეფონში ელენე .
- რა მოხდა გოგო მშვიდობაა? სამუშაო მაქვს ვერ გამოვალ .
- მეჯვარე ხდები !!! აწიე შენი ლამაზი საჯდომი და გამოეთრიე ჩემთან ,სანამ მანდ აგიწიოკე სამსახური ,შე ჩათლახუშკა .
- ჰაიმეეე მოვქრივარ.... ყავა დაადგი !!
გიჟივით ავიღე ჩანთა და მოსაცმელი .
- სად მიდიხარ ლილე?
- ყველაზეეე მაგარ საქმეზე! თიკას უთხარი ცუდად იყოთქო.
- კარგი წადი წადი... გამაგიჟებთ ეს ქალები რა სამუშაოზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოსს !!
......
კარი გააღო თუ არა მთელი ძალით ჩავეხუტე... ორივე ვხტუნაობდით და ვყვიროდით.
- ვაიმეეე ხალხოო ჩემი გოგო თხოვდებაა !
- გოგო მოგატყუე ,აბა ისე არ გამოდიოდი და
მთელი სახე ჩამომეღვენთა
- აუ ელენე მართლა?
- კაი კაი ... აი ნახე
ჩემს თვალებთან ბეჭდიანი ხელი აათამაშა და თვლები ააფახუნა .
- რა ლამაზიაააა იიდიოტო . მეც მომინდა გათხოვება !
- მოკლედ 2 კვირაში გვაქ ქორწილი.
- ღადაობ? 2 კვირაში რას მოვასწრებთ ?( გაკვირვებული მივაჩერდი )
- მოვასწრებთ. აი რაც შეხება შენს სამსახურს, დაიკიდე რა ...
- რა დავიკიდო გოგო? გამომაგდებს დირექტორი .
- ერთადერთხელ მექნება ქორწილი, რა მოგივა 2 კირა მხოლოდ ..
- კარგი, ვეტყვი ბექას და შემცვლის .
- მიყვარხარ !
- გოგო ანდოს მეჯვარე ვინ არის ?
- ვინ იქნება ,თუ არა იოანე ?!
- ფაქტიურად მე დ იოანეს მომავლის გზა ჩაგვიიხერგეს .. ერთად რომც ძაან მოგვენდომებინა ვერ ვიქნებოდით. უაზრო შეგრძნება დამებადა მაგრამ ხმა არ ამოვიღე.
ამ ორი კვირის განმავლობაში მე და ელენე სულ დავრბოდით სხვადასხვა მაღაზიებში , სალონებში . ქორწილის კაბის არჩვა ძალიან გაგვიჭირდა . ჩემს კლიაოზნიკ გოგოს არაფერი მოსწონდა. საბოლოოდ ძლივს აარჩია ძალიან ნაზი და ლამაზი კაბა..
მე კი, როგორც მეჯვარეს შემეფერებდა ისეთი უნდა ყოფილიყავი ამიტომ ძალიან ელეგანტური კაბა შევიძინე ,რომელშიც კარგად მქონდა გამოკვეთილი ქალური სილამაზის ნიშნები. ერთადერთი კაბა იყო, რომელშიც ჩემი თავი მომწონდა.
დილის 7 საათიდან მზადება, რომ დავიწყე პირველისთვის უკვე მზად ვიყავი...
მაკიაჟით და ასეთი ვარცხნილობით ჩემი თავი ძლივს ვიცანი. მიუხედავად იმისა, რომ ქუსლიან ფეხსაცმელს იშვიათად ვხმარობდი საერთოდ არ ვგრძნობდი დისკომფორტს .
- გოგო მალე ჩამოხვალ თუ გელოდო კიდევ დიდი ხანი ?
- მოვდივარ !
მანქანაზე აყუდებულმა , სმოკინგში გაოწყობილმა იომ ძლივს შემამჩნია ,რომ მის წინ ვიდექი.
ისე მიყურებდა თითქოს უცხო ვიყავი.. ამათვალიერ ჩამათვალიერა და გამიღიმა.
წელზე ხელი მომხვია დ მისკენ მიმიზეიდა .
- უმშვენიერესი ხარ !
- მადლობა . დავიმორცხვე და სავარძელზე მოვთავსდი.
......
ანდრო და ელენე ისე უხდებოდნენ ერთმანეთს ,რომ მართალი იყო ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილები. მათი ჯვრისწერის დასრულებისას ერთი ორი ცრემლი გადმოვაგდე ემოციებისგან.მათ ბედნერებისგან მეც ბედნირი ვიყავი და მიხაროდა ელენეს გაბრწყინებული სახის დანახვა .რათქმაუდა ეს იოანეს არ გამოჰპარვია
- შენი დაქალი თხოვდება შენ კიდევ ტირიხარ..არმესმის შენი რა. რანაირი დაქალი ხარ
- სიხარულის ცრემლებია .
- ჰოდა შეწყვიტე, სანამ მაკიაჟი გაგფუჭებია... ისედაც ვერ ვიტან შენს ცრემლებს !!
- მე ვიცოდი, რომ ანდროს მეჯვარე უნდა ყოფილყავი.
- ჰო უნდა ვყოფილიყავი.
-მერე ? რატომ არ ხარ?
-გადავიფიქრე..
-რა ცუდია, ალბათ ანდროს როგორ დასწყდა გული...
- იცის, რომ შენნაირ ქალს ხელიდან არ გავუშვებ და გამიგო, შენ არ ინერვიულო.
იმ წუთას აშკარა იყო იოანემ აღიარა ,რომ ჩემი დაკარგვა არ უნდოდა. გულში ბენიერება და სიხარული ჩამეღვარა . ჩემდა უნებურად ჩამეღიმა და მის მკლავს მოვეჭიდე . მისი სხეულის ტემპერატურა შევიგრძენი და ტანში სიამოვნების ჯრუანტელმა დამიარა .
......
- ვიცეკვოთ? ანდროს მეჯვარემ ღიმილიანი სახით გამომიწოდა ხელი .
ფეხზე ელენეს ბრწკენა ვიგრძენი ,რომელიც მანიშნებდა რომ გავყოლოდი. ცეკვაზე არასდროს მივლია, მაგრამ საკმაოდ კარგად ვფლობდი ქართულ ცეკვებს. ქუსლიანი ფეხსაცმელი იქვე გავიხადე და აჭარულს მთელი სულით და გულით ვცეკვავდი. ქართულ ცეკვაზე სისხლი მაღალი წნევით მიჩქეფდა ყოველთვის და არც ეს ცეკვა იყო გამონაკლისი... დავიკიდე ყველა და ყველაფერი , რაშიც სასმელი ძალიან დამეხმრა.
- მადლობა რომ შენნაირ ლამაზ გოგოსთან ცეკვის უფლება მომეცი.
გავუღიმე და წელზე მოხვეული მისი ხელი მოვიშორე .
-ვაიმე ლილე ეს რაიყო... გააგიჟე ხალხი.იოანეს სახე დაინახე? ლამსი გაგგლიჯათ ორივე ტიპმა.
- ჰო? შენ რატომ არ იცეკვე?
-აუ რავი... არ დავტოვე ჩემი ქმარუკა მარტო. ხელი ჩასჭიდა ანდროს.
- გოგოო ეს გეგა ცოტა მთვრალია და ფრთხილად იყავი რა რაღაცნაირად გიყურებს ..
- კაია მერე რა გინდა ,იოანეს ვაეჭვიანებ ( ჩავიცინე)

სასმელი ხელიდან გამომგლიჯა და საცეკვაოდ გამიყვანა...
- იქნებ გეკიტხა მაინც?
-სადაც იმ ყ** ეს ეცეკვე მეც მეცეკვები . გამიღიმა და წელზე ხელი შემომიცურა.
-თუ არ გინდა შენ თვალწინ გავხიო ცემაში აღარ ეცეკვო.იცოდე ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ !
- რა გჭირს? ხომ არ ეჭვიანობ ვაჟბატონო?
- ყველა იმ კაცს ,რომლის თვალებიც შენ საჯდომს უყურებს დედას მო...ავ !! ხომ გაიგე?
- საერთოდ არ მადარდებს რას იზავ .
ვიგრძენი როგორ დაიძაბა. წელზე ხელი ისე მაგრად მომიჭირა, ლამის სული ამომძვრა.
- მეტკინა!! ცოტა მთვრალი ხარ და სხვა დროს ვიცეკვოთ . ხელი გავაშვებინე ,მაგრამ ისევ მის წინ დამაბრუნა.
- რას აკეთებ? გამიშვი ხელი!!
- ,ვერ ხედავ ?!არ უნდა შენთან ცეკვა..
ანდროს მეჯვარე იოანეს გვერდით მომდგარიყო და ჭკუას არიგებდა.
უკვე ვლოცულობდი ,რომ იოანეს მთლი რესტორანი თავზე არ დაემხო . არ მინდოდა ელენეს ქორწილი ჩაშხმებოდა .
- მე არ ვიცი ვის უნდა ჩემთან ცეკა და ვის არა? გა....ვი აქედან სანამ მოგეხმარე .
- იოანე ძმაო მშვიდობაა?(ანდრო)
- კი კი გავარკვევთ ჩვენ.
- გთხოვ .აქ არ დაიწყო შენებურები ,ეს ერთი დღე როგორმე გაძელი.
ხელი გადახვია თავის მეჯვარეს და მაგიდსკენ წაიყვანა..
__
- ელე წავედით ჩვენც.. აბა შენ იცი ჩემო საყვარელო გოგო, მინდა ძალიან ძალიან ბედნიერი იყო გესმის? მიყვარხარ უზომოდ.
-მეც ჩემო პატარავ, მადლობა დიდი .
ანდორსაც დავემშვიდობეთ და მანქანაში ჩავსხედით.
-რაიყო ეხლა იქ რომ არ დაგეწყო გარჩევები არა?
-რაც შენი საქმე არ არის, ნუ ყოფ მაგ ლამაზ ცხვირს...
-ამოხვალ?
-ამოვალ? გინდა შენთან ამოვიდე?
-აჰამ..
ხელი ჩევკიდე დ კიბეებზე ავათრიე...
ჩემს კარებზე ავაყუდე და კისერზე შემოვხვიე ხელები. ჩემი ტუჩები მის კისერთან შევაჩერე და ვნებიანი კოცნა დავუტოვე. წელზე მომხვია ხელი და ჩამჩურჩულა.
- იცი რომ მაგიჟებ? ცხვირზე მაკოცა ,შემდეგ ლოყაზე... თმები შემიჩეჩა
- გაიწიე კარი გავაღო..

-კარგად იყავი..
-მოიცა რას აკეთებ... ???
-გოგოოო!!! გააღე კარი! რას აკეთებ ეხლა ჭკუიდან გინდა გადამიყვანო?
მიკეტილი კარის უკან სიცილს ძლივს ვიკავებდი.
*****
კარებში თიკა დამხვდა.
- 10 წუთით დაგაგვიანდა ქალბატონო!
. - საციბში მოვყევი.
. -ადი ჩქარა და ბექას მიეხმარე თავზე საყრელად არის საქმე.
სწრაფად ავირბინე კიბეები და დერეფანში მყოფ თანამშრომლებს მივესალმე .
- ბექა მოვედი.
-ოჰჰ, დიდება შენს გამოჩენას. მოდი ჩქარა ,აი ეს საბუთები გადააქსეროქსე . ეს ყავა და ყვავილები მეე? მადლობა ბექა

-ჰო გაზაფხული მოდის და ცოტა ხომ უნდა იგრძნბოდეს ჩვენს ოთახში.. შენზე ლამაზი ია მართალია არსად არის ,მაგრამ მაინც. დღეს გაცეცხლებული იყო ჩვენი თიკა, სიგარეტს სიგარეტზე ეწროდა.
-ოჰჰ რაო რამოხდაო..
- დღეს სხდომაა და გარტყაში არ არის რა ხდება საბუთებში. თან სხვა კომპანიებიდანაც იქნებიან .
-ეუფ დაერხა.
-მოგიწევს გაყვე და წარადგინო ჩვენი კომპანია.
-მეე? მე რატომ? შენ გაყევი.
. -უკვე თქვა ,რომ შენ უნდა გაყვე
- ვაიმე შანსი არ არის... ეხლა?
-ლილე წამოდი. სხდომა უკვე იწყება. (გაისმა თიკას ზარივით ხმა)
ბექამ თვალებით მითხრა „აბა შენ იციო“ და თვალი ჩამიკრა...
ნერვიულობსგან უკვე ვცახცახებდი. ასეთ წარმატებულ ადამიანებში უნდა მესაუბრა . ყველა გაშტერებული მიუურებდა, რადგან პირველად მხედავდნენ თიკას გვერდზე.. ადრე სულ ბექას უხდებოდა სხდომაზე დასწრება ...
- რა გჭირს ცუდად ხარ?
-ა ჰა ? არ აარა .აკანკალებული ხმით. ვუთხარი ,რაზეც გაიცინა.
- დაწყნარდი განა ჩამოსახრჩობად მიმყავხარ. უბრალოდ ილაპარაკე ის ,რაც კომპანიას სჭირდება. საბოლოოდ თავს შემოვუძახე და საუბარი დავიწყე..... მეგონა რაღაც სისულელეები ვილაპარაკე, მაგრამ სხდომის დამთავრების შემდეგ თიკამ შემაქო .ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
-ელე აბა როგორ ხარ?
- ყველაზე მაგრად შენ თავს ვფიცავარ. საოცარი ღამე იყო იმენა გამაგიჟა ტიპმა . იმაზე მაგარი ყოფილა ვიდრე წარმომედგინა.
-ჰაიმეე ეჭვიც არ მეპარება .
- ხვალ მივდივართ უკვე პარიზში. 10 დღით
- აბა თქვენ იცით. კარგად გაატარეთ დროო .ისე არ ქნა ოღონდ ,რომ მენჯებიდან ამივარდე ( ჩავიცინე )
- ჩემო გოგო მომენატრები.
- მეც ლამაზო.
-იცოდე იოანე არ გამიბრაზო!
--------
- სად მიდიხარ ?თიკასთან არ შეხვიდე.
-რატომ მშვიდობაა?
-ვიღაც ყავს.
-ოჰჰ. ვინ?
ტელეფონზე თიკას მამამ დარეკა, ამიტომ იძულებული ვიყავი თიკასთან შევსულიყავი. არ ვიცი რატომ შევაღე პირდაპირ . როგორც წესი დაკაკუნების გარეშე არასდროს შევბლატუნებულვარ მის კაბინეტში. თვალები მომჭრა სავარძელზე მიწოლილმა ბიჭმა. სავარძლის სახელურზე კი გამომწვევად იჯდა თიკა და გაშტერებული შემომყურებდა..
-ვაიმე უკაცრავად... კარი მაშინვე მოვხურე და გავიაზრე, რომ ის ბიჭი ნამდვილად იოანე იყო.
თვალებს არ ვუჯჯერებდი. ვერ ვიგებდი ჩემს კომპანიაში რა უნდოდა.ან საერთოდ თიკასთან რა საქმე ჰქონდა. ჯერ ისევ კარის წინ ვიდექი გაშტერებული, ჩემსკენ მომავალი ჩრდილი, რომ დავინახე. სასწრაფიოდ შევვარდი ჩემს ოთახში, ჩანთას გიჟივით დავავლე ხელი და გამოვიქეცი. ბექას ხმა მესმოდა ,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
ცრემლები თავისით მომდიოდნენ . გული მეტკინა. მიუხედავად იმისა ,რომ ერთად არ ვიყავით .ჩემი გული მაინც მას ეკუთვნოდა. ეს ასე იყო და ვერაფერს შევცვლიდი.ყველაზე საშინლად ვგრძნობდი თავს . კარზე ზარი გაისმა.

მაშინვე მივხვდი რომ ის იქნებოდა.არც ავმდგარვარ, უარესად ავტირდი. აღარც მისი დანახვა მინდოდა და აღარც არაფერი. თიკაზე უკვე გული მერეოდა. მეორე დღეს კომპანიაში მაინც წავედი.. ამჯერად უფრო ლამაზად გამოვიყურებოდი ,ვიდრე ჩვეულებრივად ვიყავი ხოლმე.
- რა ხდება ლილე გამარკვევ ეხლა?
- არაფერი რა უნდა ხდებოდეს?
- რაც არ უნდა გამოიპრანჭო სევდიან თვალებს ვერ დამალავ იცი?
- რა სისუელელეა.
- ლილეე ეხლა არ ვიცი რას გიზავ.
- წამოდი ნაყინები ვჭამოთ რა.
კარგი მაგრა იცოდე უნდა მომყვე არ მოგეშვებიი !!
- ხომ გიტხარი არ შეხვიდე თქო?
- აუ რა მექნა ადამიანო მამამისი ურეკავდა...
-იცნობ იმ ბიჭს?
-კი ვიცნობ ( ნაღვლიანად გავხედე )
-რა ხდება თქვენს შორის..
- არაფერი საერთოდ... აუ რატომ მელაპარაკები ამაზე ? შენ რატომ უნდა მოგიყვე კი მაგრამ?
- კარგი რა გაბრაზებს უბრალოდ დამაინტერესა ვინაა ასეთი შენი ცრემლების ღირსი ,რომ არის ..
---------
დღეს საღამოს 7 ზე „party” ია და დარბაზში მოდით.. ( გადატყლარწულმა თანამშრომელმა შემოიხედა და შემოგვძახა)
-ვაიი ,ლილე ეს შენ ხარ? რალააზი ხარ .
-ოჰ მადლობა ბექა შენც კარგად გამოიყურები.
- ფრთხილად იყავი, არ მოგიტაცო .
- ჰაჰ, კარგი ფრთხილად ვიქნები .
კარგი სიტუაცია იყო წყნარი მუსიკა, სასმელი და ტკბილეული ამშვენებდა იქაურობას.
თიკა სიტყვით გამოვიდა . უკვე ზედმეტად მაღიზიანებდა მისი ქცევები, საერთოდ რომარსებობდა ეგეც მაღიზიანებდა. ტუჩები ეტყობოდა ახალი გაჟღენთილი ჰქონდა ბუტოქსით. საკმაოდ ძვირიანი კაბა სიარულში უშლიდა. ვნატრობდი ,რომ წაქცეულიყო. მე და ბექამ მასზე ბევრ ვიღადავეთ, მაგრამ იქ დასრულდა ყველაფერი თიკას გვერდზე იოანე, რომ ამოუდგა.ხელი წელზე მოხვია და ვნებიანად აკოცა ლოყაზე .
- უი იოანე მოხვედი? გამახარე.. გაიცანით ეს იოანეა ჩემიი.. ჩემიი
ყველამ ყურები დავცქვიტეთ .ველოდი როდის იტყობდა რამე ისეთს რაც საბოლოოდ შემაწყვეტინებდა იოანეზე ფიქრს.
- უბრალოდ იოანე. ღიმილიანად გახედა მას.
მკვლელი თვალებით ვუყურებდი მას მინდოდა ორივე მომეკლა ცემით ან საერთოდ ცეცხლში დამეწვა
- დაწყნარდი ლილე . ყველაფერი კარგადაა.
- დედასგეფიცები ეხლა გავაპუტავ იმ თებს.
- მოგეხმარებოდი დირექტორი რომ არ იყოს.
თიკამ იოანე თითქმის გაათრია საცეკვაოდ. ამაზე მთლიანად ავფეთქდი.
მათ ვეღარ ვუყურებდი გარეთ გავედი ჰაერზე და ვფიქრობდი რა უნდა მექნა.. აშკარა იყო რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არ იყვნენ. მე რა უფლება მქონდა მათ შორის ჩავმდგარიყავი, სულ რომ იოანეს სიყვარულით მოვმკვდარიყყავი არ ვაღიარებდი ამას და არც თიკას გადაკიდების თავი არ მქონდა. ფიქრები გავფანტე და საპირფარეშიში შევედი.
კარი შევაღე თუ არა დავინახე იოანეს კალთაში კომფორტულად მოთავსებული თიკა რომელიც ბიჭს ისე კოცნიდა ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. სისხლმა თავში დამკრა... ცოტაც და იქვე წავიქცეოდი კარი გამოვიჯახუნე რაც ძალი და ღონე მქონდა და დარბაზში შევვარდი.
- ბექა მივდივარ.. სწრაფად გადავკოცნე
- მე გაგიყვან, რა გჭირს გოგო ?
მანქანასთან მისულს წინ იოანე გადამეფარა..
-შემეშვი !
- სანამ არ დამელაპარაკები არ მოგეშვები. ( ხელი ჩამჭიდა)
- დაგელაპარაკები? გაწიე ხელი !მაგ ბინძური ხელებით იმ ბოზს მოეფერე.
- მომისმინეთქო შენ არ გესმის?
- არ მინდა შენი მოსმენა ! ვნანობ შენნაირ ნაგავთან ,რომ დავიჭირე ურთიერთობა.
- აუ ეხლა უკვე ძაან ატრაკებ . რა ისტერიკებს მიდგავ გოგო ვერ გავიგე შენი პატარა ბავშვი ვარ?
- გამანებე თავი!! გთხოვ !
ცრემლები ღაპიღუპით მომდიოდა .
- იძულებულს გაგხდი მომისინო იცოდე! ისეთი რაღაც არ გამაკეტებინო , რომ ვინანო!
- რა ხდება ბრატ ? გაუშვი ხელი თუ ძმა ხარ !
იოანეს მოქნეული ხელი მწარედ მოხვდა ბექას და მანქანაზე ააყუდა .ხელი მკლავში გამომდო და თავისი მანქანისკენ წამიყვანა
-დდშვც!
მკლავში ისე მიჭერდა ხელს ლამის მომტეხა ხელი..
- გამიშვი გთხოვ მტკივა
მანქანაში თითქმის შემტენა და კარი გიჟვით მოხურა.
ასეთი გამწარებული ჯერ არ მენახა. ცხოველს გავდა . ასე მეგონა ხელი, რომ შემეხო რამეს დამიშავებდა... ვენები ისე დაბერვოდა ცოტაც და გაუსკდებოდა... მაგრამ ვაი რომ მე ესეთიც კი ! აი ასეთი ცხოველიც კი შემიყვარდა თან სიგიჟემდე შემიყვარდა. ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობდი მის მიმართ. ლექსიკონში ამ გრძნობის შესაბამის სიტყვას ვერ ვპოულობ, უბრალოდ არ არსებობს.



№1 სტუმარი Guest მონიკა

ძალიან კარგია მალე დადევრა ველოდები

 


№2  offline წევრი mia15

Dzalian kargia da veli shemdeg tavs.male dade.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent