უცხო ( თავი 16 )
- ვაიმე სულ გაწუწულხარ, წამოდი ტყუპების მაიკას მოგცემ, ცოდო ხარ საბრალოვ გაწუწულ წიწილას გავხარ. ბავშობაში წიწილას, რომ ჩავაგდებდი წყალში და შემდეგ, რომ ამოვიყვანდი იმას გავხარ, ოღონდ ის უფრო ბევრად საყვარელი იყო. - ნოველის პრემია და ოსკარი ეკუთვნოდა, მიმიკების დაჭერისთვის და ზე ირონიული როლის მორგებისთვის. ბართლომე, ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან, ერთი სული ჰქონდა მარტო როდის ჩაიგდებდა ხელში, ისე მიაბიჯებდა სალომე დერეფანში, თითქოს ამ საქმეში სუფთა ყოფილიყოს და არაფერი დაეშავებინოს. ბიჭი თავის ოთახს, რომ მიუახლოვდა მაჯაში ჩაჰკიდა ხელი, შიგნით შეათრია და კარს ააკრო. - შენ.. გინდა.. გინდა, რომ წყობიდან გამომიყვანო?! - დაუყვირა და ისე ახლოს მიიწია, ორივეს ცეცხლი ეკიდა. ბართლომე, კი აპირებდა ჰორმონები მოეთოკა და წესით ჩხუბისთვის იყო მზად, მაგრამ სალომე მისგან განსხვავებით, ასე დგომის სურვილი არ ჰქონდა, თავისუფალი ხელი სველ ლოყაზე მიადო, მისმა მხურვალებამ წამში ააორთქლა წყლის წვეთები ბიჭის კანზე, მეორე ყელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა, მთელი სიშმაგით ლაშქრავდა ტუჩებს, ხან ზედას ხან ქვედას, ენას კბილს უნაცვლებდა. ბიჭმა, ცდუნებას ვერ გაუძლო და ისიც აჰყვდა, კოცნიდა მთელი გრძნობით, თავდავიწყებით, მანამ სანამ ჟანგბადის მარაგი იყო საკმარისი. შემდეგ კი, მათი ბაგეები მოსწყდნენ ერთმანეთს, მათ შორის მანძილი კი, არ შეცვლილა. ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ და იწვოდნენ ცეცხლის ალში. მათი გულები, რიტმულად ერთ მელოდიას უკრავდნენ. თვალებიდან ვულკანი ფეთქავდა, ლავაზე კი ჭინკები ხორუმს ცეკვავდნენ. საოცარ ლტოლვას განიცდიდნენ ერთმანეთის მიმართ, რომელსაც ახსნა არ მოეძებნებოდა. - რა.. თამაშს მეთამაშები?! - დაგუდული ხმით, ღრმად ჩასუნთქვა ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები. - მე თამაში არ მიყვარს, რადგან წაგება და მოგება მეგობრები არიან, იმ თამაშს კი, არასოდეს ვითამაშებ, რაშიც იმედი არ მექნება, რომ გამარჯვებული დავრჩები. - უთხრა და კვლავ შეეხო მის ბაგეებს. - თუ მოინდომებ, წაგებული არც ეყოლება. - ოთახიდან გაუჩინარდა და სუფრასთან დაბრუნდა. - ის სად არის? - მაისური მივეცი და ოთახში დავტოვე, იქ ხომ არ დავრჩებოდი რა წესია.. - ისე თქვა თითქოს, ორი წუთის წინ ქარბორბალა არ დაატრიალა, ბიჭის ოთახში. მორცხვი გოგოს შთაბეჭდილება დატოვა. ძლივს დაწყნარდა ბართლობე და სუფრას დაუბრუნდა. ლიზას, მათ შემყურე ეშმაკურად ჩაეცინა. მალე ისაუზმეს, გოგოებმა სუფრა ალაგეს, ჭურჭელი დარეცხეს და ბიჭებთან მისაღებში გავიდნენ. სახლში აპირებდნენ დღის გატარებას. - ყავას ხომ ყველა დალევთ? -ლიზამ იკითხა. - კი .. - ყველა დეთანხმნენ, უთხრეს ვის როგორი უყვარდა, თაკო გაჰყვა დასახმარებლად. მალე მოამზადეს ყველაფერი, მისაყოლებელი მოიმარაგეს და უკან დაბრუნდნენ. - აუ, მოდით ანეგდოტები მოვყვეთ, დროს გავიყვანთ. - იდეა წამოაყენა ლაზარემ. - აა, რა ძმა მყავს, მე ვიწყებ. - მოუწონა იდეა ვაჟიკომ. - ,, სვანი შეყვარებულს უკნიდან მიეპარება, პანჩურს ამოარტყავს და წაიმღერებს, მე გაზაფხულივით მოგეეპარეე.. ‘’ - ყველას გაეცინა. - უძლეველი ნინძა დამწყვდეული ჰყავთ ოთახში, შეუშვეს 15 -ი კაცი და 20 წუთში 15 - ე მოკლა, შემდეგ შეუშეს 30 - ი ადამიანი და 40 წუთში ყველა დახოცა. ბოლო შეუშვეს ერთი სვანი, გავიდა ერთი საათი, ორი საათი, სამი საათი და შევიდნენ ოთახში. ნინძას თავი აქვს მოჭრილი და შუაზე გადაჭრილი, სვანს კი თავი აქვს ჩამოხჩობილი, ქვემოთ კი წერილი დევს. გახსნეს წერილი და კითხულობენ ,, აქ ხო დედა ვუტირე, ახლა იქ ნახე, რა ვუქნაო’’ - სიცილისგან ერთმანეთს ასკდებოდნენ. - მეფუტკრემ სკას თავი ახადა და დაინახა, შიგ სვანი ზის: - აქ რა გინდა? - ჰკითხა გაოცებულმა. - დაახურე დროზე, თაფლობის თვე მაქვს! - უპასუხა სვანმა. - სიცილით ძივს ითქვავდა ანდრია სულს და ისე ყვებოდა. - კახელს ეკითხებიან - როგორი სიდედრი გყაავსო? - რას ამბონ ჯოი, ჩემი სიდედრი ოჯახის განძია ბიჟოი. - ვაა, ასეთი კაია შე კაცო? - მააშ, ეგეთია შემეშინდა რო არავის მაეპარა, ჩემი განძი და წინა შაბათს მიწაში ღრმად ჩავმარხე. - ლიზა, ყვებოდა და კისკისებდა, თორნიკე კი თვალებ გაბრწყინებული შესცქეროდა. ასე სიცილ კისკისით გაიყვანეს, საღამომდე დრო. - წამოდით რა, წრეშიბურთი ვითამაშოთ, ბავშობა გავიხსენოთ. - შესთავაზა სალომემ. - თან ბურთიც გვაქვს. - მომწონს, კარგია ვითამაშოთ. - მხარი აუბა ანაბელმაც, არც სხვები იყვნენ წინააღმდეგნი, ამიტომ გადანაწილდნენ. ლიზა, ანდრია, თაკო, ვაჟიკო, დამიანე და ლაზარე, ერთ გუნდში იყვნენ. ნინი, სალომე, ბართლომე, ლევანი, ანებლი და თორნიკე ერთად. წრეში ლიზას გუნდი ჩადგა, ყველა დაჭრეს, ამიტომ მეორე გუნდი შევიდა წრეში. ცოტახანი შესვენება გამოაცხადეს, სალომე ბურთს ათამაშებდა ხელში, სულ შემთხევით, ბართლომეს სახეში მოხვდა ბურთი, გამწარებულ ბიჭს კი კნუტის მოჭუტული თვალებით გახედა. მხრები აიჩეჩა, მე რა შუაში ვაარო. როგორ უნდოდა მიეხჩო, ოღონდ ხელებით კი არა, კოცნით. ცოტახანი კიდე ითამაშეს, მოსაღამოვებულზე კი, სახლში შელაგდნენ. შხაპი მიიღეს და ივახშმეს. საიდანღაც გიჟმა ვაჟიკომ, სიმინდი გააჩინა, ამიტომ გადაწყვიტეს კოცონი დაენთოთ და შეეწვათ. თბილად ჩაიცვეს, მარილი და სიმინდი აიღეს და გარეთ გავიდნენ. ცა, ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, ლიზა მონუხსული უყურებდა. ბიჭებმა კოცონი დაანთეს, წითლად მოგიზგიზე ნაკვერჩხლებზე, კი სიმინდი დაალაგეს. - მოდით სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ. - იდეით გამოვიდა ნინი. ყველასგან თანხმობა მიიღო, ამიტომ დაიწყეს. - ლიზა შენ დაიწყე. - ბართლომე, ს თუ მ ? - ეშმაკურად უციმციმციმებდა თვალები. - მოქმედება. - მიუხვდა სიეშმაკეს. - კარგი ნება შენია, ადექი სალომე მუსიკას ჩაგირთავს - გოგონას თვალი ჩაუკრა. - და შენ კიდევ, წარმოიდგენ შუაში ბოძია ჩარჭობილი, მის გარშემო კიდევ სტრიპტიზს იცეკვებ. - სიცილით უთხრა. - კარგი რაა.. - აჯუჯღუნდა, მაგრამ წამოდგა. სალომემ Ash Riser - You Know I'm No Good ჩაურთო, ბიჭმა კი ცეკვა დაიწყო. ხელებით ბოძზე მოხვევის იმიტაცია გააკეთა, კურტუმს სექსუალურად ამოძრავებდა, ჩადიოდა- ადიოდა. ყველა იცინოდა, აი სალომე კი ნერწყვებს ყლაპავდა, მის შემყურე. ბოლოს ადგილი დაიკავა. ლიზას შეხედა და შეკითხვით გამოვიდა. - ს თუ მ? - სიმართლე. - დაეჯღანა. - ლიზა, ბოლოს როდის აკოცე მამაკაცს? - თვალი ჩაუკრა. - ტყუპების წვეულებაზე. - უთხრა და ლოყები აუწითლდა, თორნიკე კი ირონიულად უყურებდა. - თორნიკე ს თუ მ ? - ანაბელმა იკითხა. - სიმართლე. - გაუღიმა გოგონას. -ბატონო გამომძიებელო, არის თქვენს ცხოვრებაში ქალი, რომელიც გიყვარს? - კი არის. - ლიზა, პასუხის მოსმენისას, გული ყელში მოებჯინა, თვალებზე ცრემლი მოადგა, იმის გაფიქრებისას, რომ სხვა ჰყავდა მას კი მასხრად იგდებდა. ასე თამაშ - თამაშით დაათენდათ თავზე, აიშალნენ და დასაძინებლად წავიდნენ. სალომემ მაღვიძარა დააყენა, დილის გეგმის შესასრულებლად. დილის ხუთ საათზე გაიღვიძა. ხალათი მოიცვა და ჩუმად გაიპარა გარეთ, სამზარეულოში ჩავიდა და ტოლჩით ხელში შეიპარა ბართლომეს ოთახში. ცოტახანი მისი ყურებით დატკბა, წელს ზემოთ შიშველი იყო, მის უნაკლო, ნავარჯიშევი სხეული თავს იწონებდა. ახლოს მივიდა, წყლის ტოლჩა ტანზე და თავზე გადაავლო. წამში კარებთან გაჩნდა და გამოხსნა, ჯერ ყურებით უნდა დამტკბარიყო. დაფეთებული წამოხტა ლოგინზე, გიჟივით იყურებოდა აქეთ იქით. - ა.დ.შ , უხ რა ცივია, ამის დ.მ რა ცივია, რა ხდებააა.. - ღრიალებდა გაბრაზებული დათვივით. - შენ.. შენ.. გეფიცები შემომაკვდები გოგო, ვერ გადამირჩები . - ადგომას აპირებდა, მაგრამ სალომე უკვე არსად ჩანდა, უკვე მის ოთახის კარებთან იყო, ჩუმად შევიდა, თავის საქციელზე გაეღიმა ეშმაკურად და გადაეშვა მორფეოსის სამყაროში. *** სავადმყოფოში არ იყო წასასვლელი, სახლშიც მარტო იმყოფებოდა, ამიტომ გვიანობამდე ეძინა. როდესაც გამოეღვიძა, შხაპი მიიღო, მოწესრიგდა და სამზარეულოში გავიდა. ყავა მოიდუღა და მისაღებში გავიდა, ტელევიზორი ჩართო და არხებს დაუყვა. საინტერესო არაფერი გადიოდა. კარებზე აზარუნებდნენ, გასაღებად წავიდა, ზღრუბლზე თვით მარიკა სამხარაძე იდგა. გაოცებისგან ,, თვალები შუბლზე აუვიდა’’ , ბოლო შეხვედრა გაახსენდა, მაგრამ იმ ამაყი ქალისგან არაფერი აღარ იყო დარჩენილი. გვერდით გაიწია და ქალი შემოატარა, კარები მიხურა და მისაღებისკენ წავიდა, ისიც უკან მიყვებოდა. - რამეს ხომ არ დალევთ? - კი, წყალს თუ შეიძლება. - თვალებში ვერ უყურებდა, თავის სიბერისგან დანაოჭებულ ხელებს დაჰყურებდა. მალე დაბრუნდა სამზარეულოდან და ფინჯანი გაუწოდა. ისიც დივანზე ჩამოჯდა, დაელოდა როდის დაიწყებდა საუბარს. - ალბათ გიკვირს ხომ აქ რას ვაკეთებ?! რა ნამუსით მოვედი, იმის მერე რაც ცხოვრება დაგინგრიე და სიყვარული დაგაკარგინე.. - მხრები აუკანკალდა ნერვიულობისგან. - გეფიცები, ყველაფერ წმინდას გეფიცები, ვინანე ჩემი საქციელი, მოგძებნე, ბევრი გეძებე,მაგრამ არსად იყავი, ვერ გიპოვე.. - თვალის უპეებიდან, დანაოჭებულ ლოყებზე, დაიწყეს დენა ცრემლებმა. - ვიცი, რომ გძულვარ, არც გამტყუნებ.. უბრალოდ, თუ როდესმე შეძლებ მაპატიე, გთხოვ მაპატიე. - ფეხზე ძლივს წამოდგა, თითქოს ბეჭებზე მძიმე ტვირთი აჰკიდეს და სიარული უჭირდა, მასთან დაიჩოქა. - ვიცი ღირსი ვარ, რომ სახლიდან გამაგდო, სახეში შემომაფურთხო, გამლანძღო, მაგრამ შენ ჩემზე მაღლა დგახარ. შენმა გაზრდილმა შვილმა მაპატია, ჩემზე ძლიერი გამოდექი, ასეთი კარგი შვილი აღზარდე. ვამაყობ, რომ ის ჩემი შვილიშვილია. - გთხოვთ წამოდექით. - მოეხმარა წამოდგომაში, დივანზე ჩამოსვა და გვერდით მიუჯდა. - არ ვიცი რა გითხრათ.. მართალია გამანადგურეთ, სიცოცხლის სურვილი მომისპეთ.. არ ვიცი, როგორ შევძლებდი სიცოცხლეს, ღმერთს ჩემთვის ჩემი შვილის სახით სასწაული, რომ არ მოევლინა, მან გამაძლებინა, მის გამო ვიყავი ძლიერი. ჩემმა შვილმა შეძლო პატიება, იმ წლების შმდეგ, რაც მამის გარეშე გაატარა. ის ცრემლები, მის გამო, რომ ღვრიდა, უნდოდა როგორც სხვა ბავშვებს აკითხავდათ მამები, ბაღში ისე მასთანაც მისულიყო. საკუთარ თავს თუ აპატიებთ ჩათვალეთ, რომ მეც გაპატიეთ. ალბათ ასე იყო, დაწერილი და მოხდა კიდეც. ღმერთმა კვლავ შეახვედრა მამა- შვილი, მან გადაარჩინა, ესეც ბედი იყო ალბათ. წარსულში დარჩა ძველი ტკივილები, მთავარი მომავალია.. - ბოლოს მაინც თბილად გაუღიმა, ის მაინც მისი საყვარელი ადამიანის დედა იყო, რაც მთავარია მის თვალებში სინანული იკითხებოდა. - ფეხზე წამოდგა და ლასლასით წავიდა კარებისკენ. გაოგნებული უყურებდა,იმ ადგილს სადაც მარიკამ გაიარა, კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ის ქალი იყო კაფიდან. *** დილით ადრე ადგნენ ისაუზმეს და გადაწყვიტეს ლამარიას ციხე-კოშკი, მონასტერში წასულიყვნენ. მანქანებში მოთავსნენ და გზას გაუდგნენ, მალე ადგილზე იყვნენ. - ამ ადგილს ყველა იცნობს სახელით ,,უშგულ ლამარია’’ - თორნიკემ, როგორც ყველაფრის მცოდნემ დაიწყო. - ღვთის მშობლის სახელობის ტაძარია, მამათა მონასტერი, მეათე საუკუნეში აგებული. გარემო მოათვალიერეს, თავშლები მოიხვიეს გოგოებმა და ტაძარში შევიდნენ ყველანი. ლიზა, თავდახრილი შევიდა ეკლესიაში და ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ხატისკენ წავიდა. მორჩილად ემთხვია ხატს და შემდეგ ტაძარს მოავლო თვალი. ტაძარი მოხატული იყო წმინდანებით, შიგნით სიმშვიდე სუფევდა. ღვთის მშობლის ხატთან მდგარ სასანთლეს მიუახლოვდა, სანთელი ჩაარჭო ქვიშაში და პირჯვარი გადაიწერა. გულში, ღვთის მშობლის ლოცვა წარმოსთქვა, შემდეგ კი ღმერთს თავისთვის და მეგობრებისთვის წყალობა სთხოვა. ყველა ხატთან დაანთო სანთელი, ილოცა შემწეობა ითხოვა. გამოსვლისას შეტრიალდა, თავი დახარა, პირჯვარი გარდაისახა და მეგობრებთან მივიდა. ბევრი სურათი გადაიღეს, თორნიკე შორიდან უყურებდა არ უყვარს სურათების გადაღება ვაჟბატონს ლიზას მსგავსად. ცალკე იყვნენ და გარემოს ათვალიერებდნენ. ამ დროს ანაბელმა ორივეს დაუძახა და სურათი გადაუღო. შემდეგ მუზეომისკენ აიღეს გეზი, სურათები გადაიღეს და შიგნით შესულები ინტერესით აკვირდებოდნენ გარემოს, უსმენდნენ გიდს და ყურადღებით კითხულოდნენ წარწერებს. სახლში დაღლილები დაბრუნდნენ, დიასახლისმა ვახშამი დაახვედრათ. თავი მოიწესრიგეს და სამზარეულოში შევიდნენ. მაგიდას მიუსხდნენ და ივახშმეს. ყველამ, რომ დაასრულა სუფრა აალაგეს, მზესუმზირა მოხალეს და გარეთ გავიდნენ. საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე, იმღერეს, იცეკვეს და შემცივნებულებმა, გადაწყვიტეს დაეძინათ. დილით კი, სიყვარულის კოშკის მოსანახულბლად წავიდოდნენ. დილით ადრიანად ადგნენ, მოწესრიგდნენ, ისაუზმეს და გარეთ გავიდნენ. ცხენებით წასვლა გადაწყვიტეს, ვაჟიკომ ნათესავებს ეთხოვა, შვიდი ცხენი. გოგოებს კი ,ზურგს უკან შემოისვამდნენ. გოგოები ბიჭებთან განაწილდნენ, ტყუპებმა მარტო ჯირითი მოინდომეს, ლიზას კი თორნიკეს მეტი გამოსავალი არ ჰქონდა, მისი დახმარებით დაჯდა. - მოდით შევეჯიბროთ.. - აღფრთოვანებულმა წამოიყვირა ანაბელმა, თავისი იდიით გახარებულმა . - კარგი იყოს მასე, დამარცხებული წყვილი, ანუ ბოლო ადგილზე გასული, ერთ ოთახში დაიძინებს. - ვაჟიკომ წამოაყენა პირობა. - კარგი იყოს მასე. - ყველა დასთანხმდა. - ხელები მაგრად მომხვიე. - გააფრთხილა თორნიკემ, ისიც დაჰყვა მის ნებას და ძლიერ მოხვია ხელები წელზე. - ოო, კი არ დამახჩოთქო. - სიცილით უთხრა. - კარგი.. - ამოიბურტყუნა, მაგრამ მაინც არ შეუშვია ხელები, ეშინოდა და რა ექნა. მისი სურნელი კი აბრუებდა, ზურგს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. აჩუ ცხენოვო, შესძაახეს ყველამ, ფერდებზე ორივე ფეხი მოარტყეს. ლიზამ წამოიკივლა და უფრო ტკიპასავით მიეკრო. ცხენი მთელი ძალით მიქროდა, თითქოს ჰაერში გაიჭრებოდა და ღრუბლებისკენ გაფრინდებოდა. თორნიკე, წინ იყო ყველაზე, ჩამოიტოვა კიდეც მოწინააღმდეგები, პირველი მივიდა ადგილზე. ბოლოს კი ბართლომე და სალომე მივიდნენ. - აი, წაგებულებიც გამოჩნდნენ. - სიცილით უთხრა ლაზარემ. - მეგონა ტრანსპორტი გამოიცვალეთ და კუს შემოაჯექით. - ამ რეპლიკაზე, ყველას გაეცინა. - ოო, ამის იმედი არც მქონდა, რომ გაიმარჯვებდა. - აბუზღუნდა სალომე. - მომიწევს ამის გვერდზე დაძინება. - ისეთი სახით საუბრობდა, რომ თითქოს არც უხაროდა, მთელი გზა ბიჭი არ მოასვენა, ყველანაირად ცდილობდა მის ჰორმონებზე დაკვრას და გამოუვიდა კიდეც. - გააჩუმე ეგ ენა! - შეუღრინა. - კარგით ხო, რაცარის არის, ერთად დაწვებით. - სიცილით უთხრა ლიზამ და სალომეს თვალი ჩაუკრა. - მომილოცეთ გამარჯვებულის ტიტული. - გაიბღინძა მამალივით, თორნიკე ღიმილით შეჰყურებდა. - რა სილამაზეა. - გარემოს მოთვალიერების შემდეგ, აღფრთოვანებულმა წარმოსთქვა ლიზამ. - ყველას გაინტერესებთ ალბათ ამ კოშკის ისტორია, თუ რატომ დაერქვა ,, სიყვარულის კოშკი. - ყველამ თავი დაუქნია. - უხსოვარი დროიდან, სვანეთში, სოფელ კალაში კვირიკობას აღნიშნავენ. ამ დღესასწაულზე შეხვედრიან ერთმანეთს და თავდავიწყებით შეჰყვარებიათ. გოგოს, რომელიც მზეთუნახავივით ლამაზი იყოო მიაგული ერქვა, ამ სოფლიდან ყოფილა, იფარიდან… დედით ობოლი მამას სალოცავად ჰყავდაო… ბიჭი სოფელ კალის მკვიდრი იყო. ოტია მარგველანს, იგივე ბეშქენს ვაჟკაცობას უქებდნენ, კარგი მონადირეც ყოფილა. ჰოდა, ეს ვაჟკაცი, ამ ულამაზესი ქალის სიყვარულმა მოდრიკა, არადა ცოლი და ხუთი შვილი ჰყავდა თურმე… სიყვარულით შეპყრობილები ერთმანეთს აქ, ამ მდინარესთან ხვდებოდნენ ჩუმად. ბოლოს ეს სიყვარულის ამბავი ქალის მამამ გაიგო, შვილი გამოუტყდა ბეშქენის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო. აღელვებულმა მამამ შვილის გონების არევისთვის ბეშქენის დასჯა გადაწყვიტა… მოვკლავო – იმუქრებოდა… ქალის რჩეული, მუხლებზე დაცემულა და ამ მტანჯველი სიყვარულისთვის პატიება უთხოვია – მომკალი, დამსაჯე, შენი ქალის გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი მაინც არა აქვსო… ამბობენ მამის ნაცვლად ბუნებამ დასაჯაო მიჯნური… ბედმა უმუხთლა, ყინულზე ფეხი დაუცურდა და ქარაფებიდან გადაჩეხილი ენგურში ჩავარდნილა… ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილ ცოლსაც ენგურში მოუსწრაფია სიცოცხლე. ამბობენ ოტია და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო. იმ დღის შემდეგ ძაძები ჩაუცვამს და გლოვა გამოუცხადებია მიაგულს… სახლში არ გაჩერებულა, ენგურში მდგარ ლოდზე, იქ სადაც შეყვარებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს იჯდა და მწარედ მოსთქვამდა თურმე. მამას შებრალებია და ამ ლოდზე შვილისთვის კოშკი აუგია… მიაგული, ამ კოშკში დასახლებულა და სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდაო ამბობენ… - ვაუ, ასეთი სიყვარული რა მაგარია.. - აღფრთოვანებულმა მოსმენილისგან, ამოილაპარაკა ანაბელმა. - ეს არის მაგარი, სიყვარულის ისტორია?! - თვალები გადაატრიალა ლიზამ. - ,,სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააწყობ’’ - ო და მართალიცაა, მას ჰყავდა ცოლ-შვილი. ასეთ კაცებს პატივს არ ვცემ! მითუმეტეს მთის შვილს, რომელსაც იმდენი ვაჟკაცობა უნდა ჰქონოდა, რომ სიყვარული გულში ჩაეკლა, ასევე გოგოსაც. ქალსაც არ ვამართლებ ასეთი ქმრის გამო თავი, რომ მოიკლა და შვილები მარტოობისთვის გაიმეტა! ყველაზე სულელური თავგანწირვა, მისი მხრიდან.. - ტუჩთან ღიმილ შეპარული მზერით უყურებდა თორნიკე. - შეუყვარდათ რა ექნათ?! - გამოექომაგა წყვილს ანაბელი. - შესაძლებელია, სიყვარული ჩვენს დაუკითხავად მოდის და ადგილს იკავებს გულში, მაგრამ გულშივე უნდა ჩაეკლათ ორივეს! - ისე თქვა, რომ კამათის გაგრძელება, მოწინააღმდეგის კრახით დასრულდებოდა. სახლში მალე დაბრუნდნენ და მისაღებში ჩამოსხნენ. - ყავას ხომ ყველა დალევთ? - სალომემ იკითხა. - კი . - ყველა დაეთანხმა. ყველასთვის კარგი მოამზადა, მაგრამ ბართლომესთვის განსაკუთრებულად არომატული სურდა ყოფილიყო. ამიტომ ერთი კოვზი უნალექო ყავა, ერთი კოვზი პესოკი, ნახევარი ჭიქა მარილი და ბლომად პილპილი. წყალი დაასხა და კარგად შეურია ერთმანეთს. მისაღებში დაბრუნდა და ყველას დაურიგა ჭიქა. ტყუპებს შორის მოკალათდა, რომ მათ გადაერჩინათ. საუბრობდნენ ნანახზე, აღწერდნენ ადგილებს. ყურადღება კი, ბართლომეს წამოყვირებამ მიიქცია. - ფუუ, ამის დ.მ , ეს რა უბედურებაა. - სახეს მანჭავს, მარწყვივით წითელ, დიდ ტუჩებს კი ბრიცავს. - რა მოხდა? - გაკვირვებით იკითხა, სალომემ. - ხო, რა იყო, მწარე იყო თუ ცხელი? - ანაბელმაც ჰკითხა. - მწარე კი, არა ეს ანტილოპა შემომაკვდება. - სიბრაზისგან ძარღვები დაებერა. - უკვე მერამდენედ აკეთებ ასეთ სისულელეს გოგოო?! - სახლი შეაზანზარა მისმა ღრიალმა. - გოგონები შეხტნენ, სალომემ კი სულერთიას გამომეტყველებით შეხედა. მისკენ მიდოდა ბიჭი, თორნიკემ რომ შეაჩერა. - იხუმრა ტო, რა დაგემართა. - მასაც ეცინებოდა. - ეს, ხუმრობაა ამის დ.შ?! - უიმე, მეგონა მოგეწონებოდა და უფრო გემრიელი იქნებოდა. - არარსებული ცრემლები მოიწმინდა. თორნიკეს ტელეფონზე დაურეკეს და გავიდა, ლაპარაკი, რომ დაასრულა უკან დაბრუნდა. - ხვალ დილით მივდივარ მე, უფროსმა დამიბარა რაღაც საქმე ყოფილა და უჩემოდ ვერ ხსნიან. - ჩვენც წამოვალთ ბარემ. - ვაჟიკომ უთხრა და ბავშვებიც დასთანხმდენ. დასაძინებლად წავიდნენ, წაგებულები ერთად შეუშვეს. ოთახში შევიდნენ, ბართლომე ყურადღებას არ აქცევდა. გაიხადა და დაწვა, ტრუსის ამარა. - ჩაიცვი რა ბართლომე! რა წესია ასე ვერ დავიძინებ! - მე ჩაცმული ვერ ვიძინებ, თუ გაწუხებს პოლზე დაიძინე! - კაი, რას იბუტები ვიხუმრე უბრალოდ. - მისკენ გადატრიალდა, კნუტის თვალებით უყურებდა და მიმიკას არ იცვლიდა. ისეთი საყვარელი იყო ბიჭი ჩაიფერფლა. - საოცრად კარგი მონეტია ხოლმე, შენს ნერვებზე დაკვრა, რომ შემიძლია და ადვილად ბრაზდები, საერთოდ არ შეგიძლია ემოციის კონტროლი, ჩემო ბათუ. - ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა, ოდნავ მუხლისთავებით მის ფეხებს ეხებოდა, ბიჭს მის შეხებისას ელეთმელეთი ემართებოდა. ეს იყო მიზეზი, ტუჩებზე რაღაც ფაფუკი, სავსე და მარწყვივით ტკბილი, რომ შეეხო. მომთხოვნად წაეტანა, ჯერ ზედას შემდეგ კი ქვედა ტუჩს, თმაში ხელი შეუცურა და ისე ადვილად ააფრიალა და ფეხებზე დაისვა, ჯერ კიდევ გაშეშებული და გაოცებული შეჰყურებდა ბართლომეს. უცბად მოდუნდა, მთელი სხეული ცხელი ტალღით აევსო, ვნებამ აიტანა და სურვილმა გააგიჟა, თითები ბიჭის თმაში შეაცურა და ბაგეები გახსნა. კვნესა აღმოხდა ბათუს შიშველ სხეულს, რომ მიეკრო და რამის სული განუტევა მის ბაგეებს, რომ მოწყდა. ფეხები წელზე ჰქონდა შემოხვეული, სახე მის კისერში ჩაერგო და ღრმად სუნთქავდა, არც ბათუ იყო ნაკლებ მდგომარეობაში. საწოლზე დააწვინა და ზედ მიიხუტა, შუბლზე აკოცა და დაიძინეს. მოდით ნინის ოთახში შევიჭყიტოთ, ცუღლუტმა ლევანმა მის ოთახში შესვლა, რომ გადაწყვიტა. მის გვერდით დაწვა საწოლზე და გატრუნული შესცქეროდა. მალე მასაც ჩაეძინა. ერთმანეთზე შემოხვეულებს ეძინათ. ნინი, ბავშობიდან ძილის დროს საწოლში დადის, არც ეხლა შეცვლილა რამე. ნინიმ დაასწრო გაღვიძება და რომ მიხვდა ცხვირში მისი საყვარელი სურნელი უღუტუნებდა, თან ვიღაცის სხეულს იყო მიკრული, თავი სიზმარში ეგონა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, მაგრამ რომ არ გამქრალა, იმხელაზე დაიყვირა და აფართხალდა. ლევანი, კი ზევიდან მოექცა და ხელები გაუკავა. გაფართოვებული თვალებით უცქედა ზევიდან მომღიმარ ბიჭს. გოგოს სხეულში გარდასახვა ხდებოდა, გრიგალი იყო ამოვარდილი. პირი გაუშრა, სუნთქვა არ შეეძლო, ბაგეები გახსნა და ღრმად ამოისუნთქა. - ასე, ადამიანის გაღვიძება არ შეიძლება, ქალბატონი ნინი, შეიძლება შეაშინო. - მე.. მე.. არ მინდოდა.. არ ვიცოდი აქ თუ იყავი.. - ენაბლუ არ იყავი და ეხლა დაგეწყო სიმპტომების გამოჩენა? - ირონიულად ჩაიქირქილა. - ჩემს ოთახში შენ რა გინდა?- გონება მოიკრიბა და იერიშზე გადავიდა. - ისე, უბრალოდ აქ მომიდა დაძინება. - ღიმილით უპასუხა. - მომშორდი. - გაიბრძოლა, მაგრამ ლევანმა ხელები უფრო მოუჭირა. - დიდი ხანი უნდა მედგე თავზე იასაულივით?! - ნწუ.. - მის ბაგეებს წაეტაანა, ჟანგბადის გამოლევამდე ლაშქრავდა. - აი, ეხლა თავისუფალი ბრძანდები. ლოგინიდან წამოდგა, თავს იწყევლიდა რაღა ეხლა ჩაიცვა ასეთი მოკლე საღამურები, მაიკას ქვემოთ წევდა. ლოყებ აწითლებული მიიწევდა შარვლისკენ. ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოში შევიდა, წყალი გადაივლო და ოთახში გავიდა, ლევანი, იქ აღარ დაუხვდა და ამოისუნთქა. ჩანთა მისაღებში გაიტანა და დივანზე ჩამოჯდა, ყველა იქ დაუხვდა. ისაუზმეს და მანქანებში განაწილდნენ, გზას გაუდგნენ. იმედია მოგეწონებათ.. მიყვარხართ ვინც კითხულობთ;დ შემაფასეთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.