სვანური ვერდიქტი დასასრული
სახლში მისულს დედა მომეგება კართან, ძალიან გაუკვირდა ჩემი დანახვა არ მოელოდა, არ ვიცი სახლში როგორ აღმოვჩნდი, არც ის ვიცი რომელი საათი იყო, არც ის თუ როგორ აღმოვჩნდი აქ. დედას უხმოდ ვაკოცე, ჩავეხუტე, მისმა მონატრებულმა სურნელმა გული ამიჩუყა და ჩემს ოთახს მივაშურე. მეგონა რომ მიშველიდა , ჩემი სახლი, ჩემი ოთახი, მონატრებული გარემო, დედის სურნელი, სიძლიერეს შემმატებდა და უკეთ გავხდებოდი, მაგრამ პირიქით მოხდა, მონატრებამ მთელი სხეული მოიცვა, უფრო უსუსური გამხადა ამ სიცარიელემ. ყოველი წამი მახვედრებდა იმას რომ არასწორად მოვიქეცი, იმას რომ მარტივად დავთმე. აქ საყვარელ და ძვირფას ადამიანებთან, მშობლიურ სახლში, წამის წინ გარიყულად ვიგრძენი თავი, თითქოს საკუთარ სახლსი კი არა სტუმრად მოვდიოდი. ,,ალბათ აქედან წასვლას ვერასოდეს შეძლებ“- მისი ხმა ჩამესმა, ის საღამო გამახსენდა თინა ბებოსთან, ეზოში, ვიდექი გაყინული, ვერ ვგრძნობდი როგორ თანდათან, ნელ-ნელა მეყინებოდა სხეული, მხოლოდ ამ მომაჯადოვებელი სილამაზით ვიყავი მოცული, დატყვევებული. ვხედავდი როგორ ნელ-ნელა და თანაბრად ეფინებოდა ნისლი მთებს, ბურუსი იპყრობდა ზღაპრულ სამყაროს. (წამით იქ აღმოვჩნდი, მოგონებებში, წამით შვება ვიგრძენი და შვებაზე მეტი კი ტკივილი და მონატრება). ,,რატომ?“- თვალიც კი არ მომიშორებია ჰორიზონტისთვის ისე ვუპასუხე. ,,შეყვარებული ხარ მასზე“- ვიგრძენი როგორ გაეღიმა, ალბათ ტუჩის კუთხეც კი ჩაუტყდა, თვალები ფერადი გაუხდა, ნათელი და ხალისიანი. ,,შეყვარებული ადამიანებიც კი ტოვებენ ერთმანეთს“- მაშინ ხომ არ ვიცოდი რომ მეორე დილით წამოსვლა მომიწევდა, მაშინ ხომ არ ვიცოდი ბედი რას გვიმზადებდა, ახლაც კი ვერ ვხსნი ჩემი პასუხის აზრს. რატომ ვუპასუხე მასინ ისე თითქოს იქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა, ალბათ ვგრძნობდი რომ არაფერი არ იქნებოდა კარგად. მაგრამ იმ ღამით წამითაც კი ვერ მოვხუჭე თვალი, რა დამაძინებდა, შვება და სიმშვიდე საბოლოოდ დავკარგე, ის რაც ვიპოვე, რასაც ვეძებდი, ჩემი ნებით ვუარყავი და დავთმე, რასაც ვნატრობდი, რაც მინდოდა, ერთი ხელის მოსმით გავანადგურე. ვიცი ცუდად მოვიქეცი ასე დამნაშავესავით რომ გამოვიქეცი, გამოვიპარე, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ის ასე მარტივად მე არ დამთმობდა, უფლებას არ მომცემდა ასე მარტივად დავნებებოდი ბედს, მაიძულებდა მებრძოლა ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, მაგრამ მე მისი დაკარგვის შემეშინდა, რომ რამეს დაუშავებდნენ და თავს ვეღარასდროს ვაპატიებდი ამ შეცდომას. დიდი ხანი ვცდილობდი ძალა მომეკრიბა და თინა ბებოს შეკრული ჩანთა მენახა. უკვე ათი დღე გასულიყო და მე თავს ისევ ისე ვგრძნობდი თითქოს ყველაფერი გაუფერულდა, მზე ჩაქრა, ვარსკვლავბი გაქრნენ და მთვარეც გაუჩინარდა. ჩანთას რამდენჯერაც მივუახლოვდი, რამდენჯერმე დავაპირე მენახა, მაგრამ ამაოდ, ყოველთვის ბოლო წამს ვკარგავდი მხნეობას, ვიცოდი იქ რასაც ვნახავდი ბოლოს მომიღებდა. რასაც ვაკეთებდი ფიქრებით მაინც იქ დავრჩი ჩემს საყვარელ ადგილას. საკუთარი ოთახიც კი უცხო გახდა. ის რასაც აქამდე მთელი სიყვარულით ვაკეთებდი ერთ დღეში ჩამომენგრა. შაბათს, იმის მაგივრად რომ დასვენების დღე მონატრებულ მეგობრებთნ ერთად გამეტარებინა, მე ვიჯექი ფარდებ ჩამოფარებულ ოთახში, ვცდილობდი დრო გამეყვანა და თვითგვემას მივცემოდი. -მარიამ შენთან არიან_ დედაჩემი მშვიდად აუღელვებლად შემოვიდა ოთახში. თითქოს არაფერი. გუშინ ისტერიკა მას არ ჰქონდა და სახლიდან არ მაგდებდა. იმდენად მოსიარულე აჩრდილი გავხდი დედამ, წადი სვანეთში დაბრუნდიო. არაფერს, ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი, ან რა უნდა მეთქვა შემიყვარდა და უნდა დავთმოთქო, ვერ დავიცავი და შემეშინდა რამე დაშავებოდა იმიტომ რომ ზედმეტად ჩავერიე მათ ცხოვრებაში და მიცავდა ახლა კი ახლა მაიძულეს მისი დათმობა, მისი მიტოვებათქო? არ ვიცი რა იქნებიდა ახლა... საერთოდ არაფერი არ ვიცითქო, ამას ხომ ვერ ვეტყოდი დედას არა? ამიტომ მუდამ დუმილს ვარჩევდი.. -ვინ არის? -არ ვიცი, უბალოდ მითხრა რომ სასწრაფო საქმე აქვს.- დედაჩემი ჩემს ყველა მეგობრსა და ახლობელს იცნობდა ვისაც ჩვენი სახლის მისამართი ჰქონდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო სხვა. ,,იქნებ ის არის? " ჩამძახოდა ვიღაც სხვა. ,,იმედი ნუ გექნება" შორიდან მეძახდა მეორე. წამით იმედი გამიჩნდა, მაგრამ ისევ ისე მალევე გაქრა, როგორც გამოჩნდა. -უთხარი რომ მოვალ. _ უხმოდ გავიდა. ვგრძნობდი ჩემს დანაშაულს, განა არ ვიცოდი სასტიკად რომ ვექცეოდი ოჯახს, დედას და საკუთარ თავს? ახლა არ იყო განხილვების დრო, პიჟამოები სწრაფად გამოვიცვალე, წამით შევავლე კარადის სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი და შემეშინდა, ჩამქრალი თვალების შემეშინდა, გახუნებული თვალების შემეშინდა. ფერკმრთალი სახის შემეშინდა. მისაღები ოთახი მიხმობდა. უცებ ვანებე თავი საკუთარი თავის შესწავლას და ყოველგვარი ფიქრის გარეშე ოთახიდან გავედი. -შეცვლილხარ- მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა, ყოველი ბგერა მისი თვალები, გამოხედვა, რაღაც ტკივილის მაუწყებელი იყო, რაღაც ახალი უბედურების დასაწყისი. -დავიღალე- უემოციოდ ვუპასუხე - როგორ მომაგენი? -მარტივად. მანაც უემოციოდ მიპასუხა. -რა არის ეგ?- ხელში რაღაც რვეული ჩაებღუჯა და არ უშვებდა. თითქოს თითებს უწვავდა, უნდა გაეშვა, უნდოდა სწრაფად გაქცეულიყო, თითქოს კარამდე მანძილს ამოწმებდა. არ მიყურებდა, ჩემს მიღმა იყურებოდა სადღაც უსასრულობაში, ჩემს წინ იდგა და ამავ დროულად სადღაც შორს ჩემგან. ალბათ გულშიც კი ვლოცულობდი რომ არაფერი არ ეთქვა, რომ სვანეთი და ის არ ეხსენებინა, რომ თითოეული სიტყვა დამშლიდა და დამანაწევრებდა. ამ სიმწრით ნაგროვებ ძალისხმევასა და ნებისყოფას ნაცარტუტად მიქცევდა. იმ თითქმის სიმშვიდეს რომელსაც ჩამოსლის დღიდან ვაკოწიწებდი, ვაგროვებდი და ყველგან ვეძებდი. არ მინდოდა ისევ თავდაპირველი ტკივილი მეგრძნო. -ის რაც ყველაფერს თავდაყირა აყენებს და ბევრ სიმართლესაც კი ამბობს. ზედმეტად მტკივნეულსაც კი. ნენე... ეს სიფრიფანა გოგონა ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა... მან ყველას ტკივილი გაითავისა და საკუთარი თავით ზღო, საკუთარი თავი გაწირა. - ბოღმა, ტკივილი, სიბრზე, უძლურება და უმწეობა, ერთად განიცდიდა ამ ყველა გრძნობას, უსუსურობა ყელში უჭერდა და არ უშვებდა, თავისუფლებას არ ანიჭებდა. -ნენეს დღიური??? - ხმა მიკანკალებდა, ჩემი ნაინა, პირველი მაინც ის გამახსენდა, .. მაინც შეძლო სიმართლე დაედგინა. -ის რაც ყველაფერს ფარდას ახდის. -კი.- ჩემს წინ განადგურებული ახალგაზრდა ბიჭი იდგა, ჩემზე ბევრად უმცროსი, მაგრამ ტკივილითა და ცრემლით სავსე ცხოვრებით. ,,იცხოვრე შენი ცხოვრებით, სხვის როლს ნურასდროს მოირგებ, იყავი ის რაც ხარ! ამაყად ზიდე საკუთარი ტკივილებისა და სიხარულის კიდობანი... ეს გაცილებით ადვილია, ვიდრე სხვისი ნიღბის მორგება და სხვისი როლის თამაში!“ არ ვიცი ახლა ეს რა შუაში იყო მაგრამ ეს სიტყვები ამოფრინდნენ მეხსიერებიდან. -და ახლა?- მეშინოდა, ზედმეტი სიტყვის თქმის მეშინდა, არ ვიცი რატომ ვუფრთხოდი მასთან საუბარს და არ ვიცი რატომ მინდოდა რომ რაც შეიძლება მალე გასულიყო აქედან, რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო ჩვენი დიალოგი. მაგრამ ამავ დროულად დიდხანს დარჩენილიო და ესაუბრა, რომ მოგონებები მაინც არ გამხუნებოდა. -მე მივდივარ და ნაინა გადაწყვეტს როდის დავბრუნდე კვლავ- მითხრა და თვალი ამარიდა ამჯერად მივხვდი რომ თავს ჩემს წინაშე დამნაშავედ გრძობდა, თითქოს თავსაც კი მარიდებდა, თითქოს რაღაცას მალავდა, არ უნდოდა მე გამეგო, რაღაც საოცარსა და წმინდას. ნაინა... ჩემი ნაინა.. ჩემი მხიარული გოგო.. მოიცა... რაა..? არა... გონებამ საგანგაშო სიგნალები გაუშვა. წამში წამოისალა ყველა მივიწყებული გრძნობა და ემოცია, ქარტეხილი ატყდა, თუმცა რატომაც არა. ამ ბოლო ათი დღის მანძილზე პირველად გამიხარდა რაღაც, პირველად ვიგრძენი დაუოკებელი ბედნიერება. პირველად გამეღიმა. -ბაქარ, გიყვარს არა?- ხმამაღლა წარმოთქმულმა და მისმა რეაქციამ დამარწმუნა ჩემს ფიქრებში. თავი ჩახარა. თითქოს დანაშაულის ფაქტზე წაასწრესო, საოცარი სანახავი იყო, ამხელა, ბრგე ვაჟკაცი წამში სადღააც გაქრა და თინეიჯერ სკოლის მოსწავლეს ვხედავდი ახლა, პატარა ბავშვს რომელსსაც დანაშაულზე წაასწრეს - მას?- მის თვალებში ბედნიერებას ვხედავდი, ნაინას ანარეკლი დარჩენილიყო, ამ წამს სიყვარულის უძლეველობის ვიწამე და კიდევ უფრო მეტად მისი მარადიულობის და ყოვლისშემძლეობის. -იმედი მაქვს ჩვენს მხარეს ხარ და ყველაზე ძლიერს შენს თაზე აიღებ... ეს ნაინას თხოვნაა..- იცოდა, ვირძენი მისი ყოყმანისას ვიგრძენი რომ მიფრთხილდებოდა, რომ მისი სახელი განგებ არ წარმოთქვა, რომ ჩემთვის ტკივილის მოყენება არ სურდა. მაგრამ იმასაც გრზნობდა რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და ერტ დღეს ფარ-ხმალსს დავყრიდით. -მებედნიერებით- მხოლოდ ამ სიტყვის თქმა შევძელი, მაგრამ მთელი სიყვარული და სიხარული ჩავატიე, მთელი მონატრება. და-ძმის უსაზღვრო მონატრება, ტკივილიანი სიყვარული. ამდენი წლების ნაგროვები მოგონებები საიდუმლოდ შენახული. -მარიამ, ყვავილი რომელიც ყველაზე ბოლოს და გვიან იშლება, ყველაზე ლამაზი და მიმზიდველია... ეს სიყვარულია... დანებება მას არ სჩვევია... - გამიღიმა, რვეული გამომიწოდა პასუხის გაცემაც კი არ მაცადა ისე დამტოვა შუა ოთახში გახევებული.- ვიცი რომ ყველაფერს სწორად გაიგებ, გთხოვ ნურავის განსჯი, ნურავის განიკითხავ, ვიცი ეს შენ არ გეშლება მაგრამ, არის რაღაც რაც ისე უნდა დარჩეს როგორც არის- კართან მისული წამით მობრუნდა, თვალი გამისწორა და უცებ დამტოვა, ამჯერადაც უპასუხოდ. ბაქარის წასვლის შემდეგ მეგონა რომ ისევ გაზაფხული მოვიდა ჩემი ბედნიერი გაზაფხული, ბედნიერებით აფეთქებული, ლამაზი ყვავილებივით ფერადი და მრავალფერი, მეგონა რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო, რომ მე ახლა ვემზადებოდი სვანეთში წასასვლელად, რომ ახლა უნდა დავხუნძლულიყავი ახალი, მაგრამ უკვე ცნობილი ემოციებით. როდესაც გონს მოვედი ოთახში მარტო ვიდექი, სახეზე სულელური ღიმილითა და მწველ მზერას ვგრძნობდი, თვალები დავახამხამე და კარების ჩარჩოს მიყრდნობილი დედა დავინახე. -გინდა რამე ამიხსნა? ვინ იყო ეს ბიჭი? -მეგობარი.- ვთქვი მოკლედ და ოთახიდან გავედი. -მარიამ, რაღაცას მიმალავ და ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს.- გვერდი ავუარე და ოთახში შევასწარი. -არაფერს არ გიმალავ- უცებ მივხურე კარი და ზედ ავეკარი. -მარიამ რა გაკავშირებს ამ ბიჭთან და რა მოგიტანა?- კარის მიღმა იყო დედა და ვგრძნობდი რომ მოთმინებას მალე დაკარგავდა. -მოგონებები მხოლოდ მოგონებები. -მარიამ მალე ყველაფრის ახსნა მოგიწევს. - მკაცრი იყო მისი ხმა, იმდენად რომ ვიცოდი შემდეგი ინციდენტის შემდეგ ყველა მის კითხვაზე მომიწევდა პასუხის გაცემა, თავს ვეღარ დავიძვრენდი. ხელებს მიწვავდა რვეული რომელიც წარსულის ყველა საიდუმლოს ფარდას ახდიდა, რომელიც ყველაფერს იტყოდა და არაფერი დარჩებოდა გაურკვეველი. ისევ ნდობა, ადამიანებისგან რომლებიც თითქმის არ მიცნობდნენ. ,,ეს ის სამყაროა სადაც ყველა ნაბიჯს შენთან ერთად უკლებლივ გავივლიდი, სადაც ცივილიზაციისა და თანამედროვე ტექნიკის გარეშე ვიცხოვრებდი, მხოლოდ უნდა ვიცოდე რომ შენთან ერთად ვიქნები, ბედნიერი და შენს თვალებში ბედნიერების სხივი არასოდეს ჩაქრება, უნდა ვიცოდე რომ როდესაც შემცივდება, ბუხარში ნაკვერჩხალი ჩაქრება, ღრმად მოხუციც კი ახლოს მოჩოჩდები და გაყინულ ხელებს გამითბობ, ისევ ისე ჩამიხუტებ გულში როგორც პირველად, მონატრებული და ბედნიერი. ძალიან მინდა მთელი ცხოვრება ისეთ ბედნიერს გხედავდე, რომელსაც მე ვხედავ შენს თვალებში, სხივებ ჩადგმულს, მე რომ მაგიჟებს და მონატრებით რომ მკლავს. უშბისა და თეთნულდის ყველა ბილიკს შემოვივლიდი რათა მწვერვალზე ასვლისას ბოლო ხმაზე მეყვირა, თუ რამდენად ძვირფასი ხარ შენ ჩემთვის.“ ყველაზე მტკივნეული ალბათ არ ნათქვამი სიტყვებია, რომელიც გულიდან მოდის და ყელში იკარგება, ტუჩებამდე არასოდეს მოდის, არასოდეს აღწევს მსმენელის ყურამდე, გინდა რომ უხმოდ ესმოდეს შენი, რომ გიყურებდეს და ხვდებოდეს რის თქმასაც ცდილობ, შენი ყველაზე ტბილი ფიქრები ესმოდეს. არ ნათქვამი სიტყვები კი გულის შორეულ კუნჭულში ეულად დაკარგული. განა ვერ ხვდებოდა? მაშინ იმ წამს მივხვდი, მანქანიდან რომ გადავიდა, ვიგრძენი რომ მისი გული მე დამიტოვა, რომ მისი ყველა ფიქრი და ოცნება ჩემი იყო მე მეკუთნოდა, მან მე იმ წამს მისი სული მაჩუქა, რატომ ვიყავი მე ასეთი ბრმა მაშინ როდესაც თვალები ფართოდ უნდა გამეხილა და ყველაფერი უნდა დამენახა, ყველაფერი დამენახა, მაგრამ მხოლოდ იმას ვხედავდი რაც მინდოდა რომ დამენახა, მეშინოდა მისი სიყვარულისა და ალბათ გამოქცევაზე ჩასვლის დღიდან მაგიტომ ვფიქრობდი, სიყვარულის მეშინოდა, რომ იმ მთებში ვერ შევძლებდიი მეპოვა ის რასაც ეს წლები უშედეგოდ ვეძებდი. ბედნიერება... სულ ის მესმოდა რომ მთებშია ბედნიერება, აუხსნელი თავისუფლება, სულის და სხეულის, იქ არ ხარ ჩაკეტილი. არ გიწევს ყალბ ღიმილ აკრულმა იარო, ძალით გააკეთო ის რაც არ მოგწონს, მაგრამ ესეც რუტინაა, ყოველდრიური რუტინა. ყველა გრძნობა მტკივნეულია, ყველაფერს აქვს დასასრული, რაღაცით ვიღაცით ვიწყებთ, შემდეგ კი გაცამტვერებულები ვდგავართ გზაჯვარედინზე და თავადაც კი არ ვიცით რას ველით რა გვინდა. რას მოველით. უბრალოდ დგახარ და უსასრულობასა და სიცარიელეში იკარგები. დრო... დრო კი მიდის... გააზრება მტკივნეულია, ალბათ არც კი ნანობ მომხდარს, ან იქნებ იმაზე მეტად განიცდი რომ აღიარების გეშინია. დრო კი მაინც გადის, ამ წამს როდესაც შენ სამყარო დაგენგრა, ვიღაც ცამდე ბედნიერია... ფანჯარას მოვშორდი, ის ჩანთა გადმოვიღე რომელიც სვანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ კარადის ყველაზე შორეულ წერტილში მივუჩინე ბინა და აღარც კი გამხსენებია მისი არსებობა. თინა ბებოს ნაჩუქარი ფუთა გავხსენი, მოგონებები ერთიანად ამეშალა, ის საღამო გამახსენდა, თინა ბებოს საინტერესო ამბები მოვაყოლე, ვიცინოდით, ის ჩუმად მაპარებდა მზერას, გაიღიმებდა და ისევ ბუხარში ცეცხლს გაუსწორებდა მზერას. -ხომ გითხარი ჩემი არსებობა დაგავიწყდებათქო?- ჩუმად მიჩურჩა როდესაც თინა ბებო მეორე ოთახში გავიდა, რაღაც უნდა გაჩვენოვო. -მიკვირს აქამდე როგორ არ გამაცანი. -. გავუღიმე და მზერა გავუსწორე, რაღაცის თქმას აპირებდა თინა ბებო რომ შემოვიდა ოთახში. -მოდი მაგიდასთან დამიჯექი ახლოს- მითხრა ბებომ და პირველი თვითონ მიუჯდა, აკეცილი კალთა მუხლებზე გაიშალა და პატარა ქისა დადო მაგიდაზე, პირქვე გადმოაყირავა. ვერცხლის სამკაულები და პატარა სუვენირები იყო. და კიდევ ერთი პაატარა ქისა, ბებომ ქისა აიღო და პირველი ის გახსნა. ფრთხილად ამოიღო პატარა ნივთი ვერ ვამჩნევდი რა იყო, ალბათ თვალევსაც კი არ ვახამხამებდი, ვიგრძენი როგორ დაიძაბა ის, მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ აქ ის უძლური იყო, მის სიტყვას აქ თითქოს არ მოისმენდნენ. -მარიამ ეს ბეჭედი ალბათ საუკუნეზე მეტისაც კია- თინა ბებომ ხელისგული გაშალა და ის სათუთი ნივთი მაჩვენა, ამ ბეჭედში სამი უდიდესი ძალაა თავმოყრილი, სამი უდიდესი გრძნობა. სამი სამეფოს ბედი. გაშლილ ხელებში ჩადებული გული და ზემოდან დედოფლის გვირგვინი. გაშლილი ხელები ერთგულების სიმბოლოა, გული სიყვარულის, გვირგვინი კი ძალაუფლების. -მარიამ ეს ბეჭედი სხვა ბეჭდებს არ ჰგავს, მის გაკეთებასაც კი წესი აქვს- კიდევ უფრო გამაკვირვა თინა ბებომ, ღიმილით ვუსმენდი და ხელისგულზე დადებულ ბეჭედს თვალს ვერ ვაშორებდი. -როგორ?- ჩუმად ვიკითხე და ნაზად შევეხე, მეშინოდა რომ რამეს გავაფუჭებდი რომ გავტეხავდი, ან არ ვიცი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ხელის გულზე ცოცხალი არსება მეჯდა და შეტოკებისაც კი მეშინოდა, რამე რომ არ დამეშავებინა მისთვის. -თუ გაშლილი ხელები წინ აქვს გაშლილი, მისი გული ცარიელია და მას ელის მისი გულის მბრძანებელს, თუ პირიქით... მაშინ მასთან მიახლოება ძალიან საშიშია. -თინაჩკა, კარგი რა, კიდევ ერთი ზღაპარი?- ის ბუხართან იჯდა და რაღაცას ჩაკირკიტებდა. -შენ ყველაფერი ზღაპარი გეგონა, რაღაცეები და ჩემი სიზმრებიც, მაგრამ ხედავ ყველაფერი ახდა ბალღო.- წამში უსაყვედურა, თითქოსდა ნიშნის მოგებით, მერე კი ბეჭედი გამიკეთა- ეს ნიშნავს რომ შენი გული თავისუფალია. - გამიღიმა თინა ბებომ და წლებისგან დამძიმებული ხელებით მომეფერა, ისე როგორც ბებო მეფერებოდა, ისე როგორც შვილიშვილს მოეფერებოდა, ჩუმად ბუტბუტებდა, მივხვდი რომ მლოცავდა, თბილად ჩამომისვა სახეზე ხელი, წამით ჩვენი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს, ისევ ისე თბილად გამიღიმა- ნახე როგორ უხდება მის გრძელ თითებს ბეჭედი? აუცილებლად სულ უნდა ატარებდეს. -არ ვართ, ძველი წყენების გახსენებას. მარიამ გთხოვ მაჩვენე ბეჭედი- ისეთი ხმით მომმართა, სამყაროს გავებჯინე, მხოლოდ ჩვენ ვიყავით, მე და ის, ყველაზე მეტად კი მისი ხმა, ვიგრძენი როგორ გავთბი, როგორ შეივსო მთელი ორგანიზმი მისი ხმით, ისე თითქოს მთელი საათია გულში ვყავდე ჩაკრული. მისი თბილი ხელები კი სახეზე მეხებოდეს. რომ მიხვდა რომ დამაბნია, ალბათ ჩემი წამიერი გათიშვაც შეამჩნია, ჩემი გაფრენა, სამყაროს შემოვლა და ისევ ამ ოთახში დაბრუნება. -ბეჭედი მაჩვენე, თინაჩკამ ისეთი ამბები მოყვა მგონი მე უფრო მომიხდება- ისეთი ხმა ჰქონდა მეგონა დაგვცინოდა, ისეთი ბედნიერი სახე, აბრჭყვიალებული თვალები და .... და ის, რასაც მხოლოდ მე ვგრძნობდი ... მის სიყვარულს, გამოუთქმელობას რომელსაც თვალებით მეუბნებოდა, თვალებით მიხსნიდა. რამდენიმე ნაბიჯით დავფარე მანძილი ჩვენს შორის, ხელი გავუწოდე რომ დაენახა, ის ფრთხილად შემეხო, ნაზად მომხსნა ბეჭედი, შეაბრუნა და ისევ გამიკეთა. -ასე სჯობს და თან შენი გული უკვე დაკავებულია.- გამიღიმა და ნაზად მომეფერა ხელზე. ვერაფერს ვგრძნობდი გრძნობების ფეიერვერკის გარდა, ის გრძნობდა როგორ ვიშლებოდი მის წინ ნაწილებად, როგორ მეკვროდა სუნთქვა, როგორ გამეყინა ხელები, როგორ ამიფეთქდა ტვინი ფიქრებისგან, როგორ მოვკვდი და როგორ გავცოცხლდი. ის კი იდგა და უბრალოდ იღიმოდა, ისე როგორც აქამდე არასდროს არ შემინიშნავს მის თალებში მოხტუნავე მხიარული არსებები, ასეთი გამჭირვალე, მრავლის მეტყველი, ჯერ არ ყოფილა მისი თვალები. ნელა, ძალიან ნელა გამიშვა ხელები, თითქოს მეწვოდა ის ადგილები სადაც კი შემეხო, ბეჭედი მამძიმებდა თითქოს, ხელსაც კი ვეღარ ვგრძნობდი. სრაფად მოვიხსენი და ბებოს დავუბრუნე. -ძალიან ლამაზია. -და მინდა რომ შენ ატარო, შენ თვითონ გადაწყვიტე როგორი ფორმით, მაგრამ მინდა რომ ატარო, მინდა ეს ბეჭედი გიმშვენებდეს ლამაზ თითებს. -არა თინა ბებო, არ შემიძლია- დავიბენი, სიტყვებსაც კი ვერ ვამბობდი, იმდენად მოულოდნელი იყო, ვერც კი ვიაზრებდი ბოლომდე მის სიტყვებს- უბრალოდ მე ვერ ვატარებ ამ ბეჭედს, არ ვიმსახურებ ეს ბეჭედი მე მეკეთოს. ამდენად ძვირფასი საჩუქარი მე არ მეკუთნის. -ეს ჩემი გადასაწყვეტია ვის ვაჩუქებ- მკაცრი იყო მისი ხმა, მივხვდი რომ ვაწყენინე. -უბრალოდ მე არავინ ვარ, არ ვიმსახურებ ასეთ ძვირფას ნივთს მჩუქნიდეთ, თქვენი შვილიშვილი რომ ჩამოვა, მას აჩუქედ, უბრალოდ მართლა ვერ ავიღებ- ლამის ვევედრებოდი რომ არ წყენოდა ჩემი უარი, საჩუქარს ვერ ავიღებდი. -შვილო, მე ტყუილად არაფერს ვაკეთებ, არც ვამბობ, თქვენი ბედი გადაწყვეტილია, სანამ ერთმანეთს გაიცნობდით ეს ჯერ კიდევ მანამდე ვიცოდი და მინდა როდესაც მის გვერდით იქნები, როდესაც შენი ხელი ეჭირება, მინდა რომ შენს ხელს ეს ბეჭედი ამშვენებდეს. -ბებო- ჯერ ბებოს შევხედე, მერე მას, თავი დაეხარა, ვერ ვხედავდი მისი სახის გამომეტყველებას, ხელები დაემუშტა, ანუ ბრაზობდა, ვერ გავიგე, ჩემი უარი აბრაზებდა, ბებო თუ ის რაც ბებომ თქვა.- მაპატიეთ, მართლა ვერ ავიღებ ასეთ საჩუქარს. -თინაჩკა, ნუ დააძალებ, ყველაფერს მისი დრო აქვს, მოვა დრო როდესაც ბეჭედს გაიკეთებს, მგრამ ამის დრო ახლა არ არის და ნუ ამბობ რა იქნება მომავალში, ეს არავინ იცის- გაღიმება სცადა, მაგრამ მხოლოდ მე შევამჩნიე როგორ დაჭიმვოდა ყელზე ძარღვები, როგორ უჭირდა თავის შეკავება, ამ ბაც განათებაზეც კი შევატყვე რომ მის თვალებს ფერი შეცვლოდათ, ავის მომასწავებლად. -მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქი, დანარჩენი თქვენ იცით, ჯიუტები ხართ ახალგაზრდები- თქვა თინა ბებომ და სხვა ნივთები დამილაგა წინ. ვერცხლისა და ბრინჯაოს რამდენიმე ხელნაკეთი ნივთი იყო, ძველი ბროშის მაგვარი რაღაც, ინიციალებით, ძველი მოგონებებიო ბებომ მითხრა. საინტერესო ამბებს გვიყვებოდა, იღიმოდა კიდეც. მეც მაცინებდა, გიხდება ღიმილიო, ხშირად მეუბნებოდა, მერე მისი ნაქსოვები და ნაქარგები მაჩვენა. -ზამთრში აქ გრძელი ღამეები იცის, ყველგან ასეა, რა ვაკეთო მარტომ და ვსაქმიანობ, მერე სტუმრად ვინც მოდის ვჩუქნი, ტურისტები ყიდულობენ, ნახე შენთვის რა მაქვს?- მითხრა და ერთ ერთი ნაქარგი აიღო, ტილოზე გოგონა იყო გამოსახული, ნისლში იდგა, შავი თმები გაშლოდა, სახე თითქმის არ უჩანდა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თვალები იყო გამოკვეთილი, ეს თვალები... თვალები ... თვალები ჩემი ჰქონდა. ტილოს ხელი გადავუსვი, შემამჩნია როგორ ვუყურებდი, ვიგრძენი როგორ ადგა და მომიახლოვდა, ჩემს ხელებში მოქცეულ ტილოს დააცქერდა, ვიგრძენი როგორ აუძგერდა გული, მანაც შენიშნა მსგავსება, არ ვუყურებდი მაგრამ ვიგრძენი როგორ გაეღიმა, ღრმად ჩაისუნთქა და მის ადგილს დაუბრუნდა. -ეს შენია, შენთვის გავაკეთე.- თინა ბებომ გამიღიმა და მაგიდაზე განლაგებული ნივთების ალაგება დაიწყო - და კიდევ ესეც, - ტილოზე გაზაფხული იყო ამოქარგული, იმდენად ვიყავი გოგონას პორტრეტით აღფრთოვანებული და გაოგნებული თითქმის არ გამიგია რა მითხრა, მხოლოდ თავი დავუქნიე.“ და ახლა, როდესაც ამ ყველაფერს დავცქეროდი, მახსედებოდა ის და ვგრძნობდი რომ იქ უნდა ვყოფილიყავი მასთან, იმასაც ვგრძნობდი რომ ვჭირდებოდი, მაგრამ კარგად იყო, ფიზიკურად კარგად მაგრამ სული ჰქონდა გატეხილი, ვჭირდებოდი, ისევე როგორც მე მჭირდებოდა ის. მოგონებები თავს მახსენებდნენ, მტკიოდა სვანეთი და მიხმობდა ისევე როგორც საკუთარ შვილს. არ უნდა მიმეტოვებინა, იმ ღამის შემდეგ მაინც, რაც ერთმანეთის გვერდით გავათენედ, საუბარში. მახსენდებოდა მისი სიტყვები, მისი აღიარება და უფრო და უფრო ვუძლურდებოდი, ჩემი გულის წინააღმდეგ მივდიოდი, არ ვემორჩილებოდი გონებისა და გულის გამოძახილს, არ ვიცი რას ვებრძოდი ჩემში, არტომ ვიყავი ასეთი ჯიუტი. იცი ერთხელ მოდილიანს კითხეს რატომ ვერ ხატავდა თვალებს, პასუხი კი მხოლოდ ერთადერთ ქალს გასცა, ჟანას... ქალი რომელიც მისი ბედისწერა გახდა, ქალი რომელმაც მის გარეშე ყოფნას საუკუნო სატანჯველი არჩია და თავი მოიკლა... პასუხი კი.. ,,შენს თვალებს დავხატავ როდესაც შენს სულს შევიცნობო“ და მან მისი ცხოვრების მანძილზე, მისი შემოქმედებისას მხოლოდ ერთხელ დახატა და ისიც იმ ქალის თვალები, ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, მოდი იმ დღეს მოკლეს როდესაც მან აღიარება მიიღო, როდესაც ყველაზე ბედნიერი იყო. როდესაც ქმარი და მამა გახდა. -მე აღიარება არ მჭირდება, მე უბრალოდ ადამიანი მჭირდება, რომელიც იქნება სუსტიც და ძლიერიც, ძალიან ნაზი მაგრამ ამავ დროულად ყველაზე მამაცი, ვერ დაგკარგავ მარიამ, ვერ შევძლებ იმას რომ შენს გარეშე არსებობა განვაგრძო, რომ ბედნიერი ვიყო, რომ შევძლო წარსული დავივიწყო და მეც ჩვეულებრივი ადამიანივით განვლო ცხოვრება.“ ამ სიტყვების შემდეგ, მაინც წამოვედი. კი არ წამოვედი გამოვიპარე. ჩანთა ისევ ისე შევინახე, ისევ ღრმად, რომ არ დამენახა, თვალი რომ არ მომეკრა. ნივთები რომლების მის თავს მახსენებდნენ უფრო სუსტს მხდიდნენ. საწოლამდე მანძილს ვამცირებდი, ნელა გამოზომილი სინაზით მივიწევდი მისკენ, თითქოს კიოდა, ყვიროდა, მიხმობდა. საწოლზე დადებული რვეული საშველად მიხმობდა. არ ვიცოდი რას წავიკითხავდი იქ, არ ვიცოდი რა მელოდა, რისი იმედი უნდა მქონოდა, მაგრამ მე ეს უნდა მენახა, უნდა წამეკითხა. ალბათ ხუთი წუთი, ან მეტი მეჭირა რვეული ხელში, არასდროს მოვინდომებდი რომ ჩემი დღიური ვინმეს წაეხითხა, არც ერთ მეგობარს, ეს ხომ ჩემი ტკივილების თავშესაფარს წარმოადგენს? ახლა კი მე სხვისი ტკივილი და ბედნიერება უნდა მენახა, მისი თანამონაწილე უნდა გავმხდარიყავი. ხელები მეწვოდა, ბაქარის სიტყვები გამახსენდა: ,,მარიამ ეს უნდა ნახო, ეს უნდა წაიკითხო“ ,,შენ ჩვენი ბოლო იმედი ხარ“ ჩემი ნაინა, ჩემი ღიმილა გოგო, ჩემგან ძალიან, ძალიან შორს იყო, მე კი ძალიან ძალიან მენატრებოდა. ნაზად გადავუსვი სხვის მოგონებებს ხელი, მეგონა რვეულსს თუ გადავშლიდი სხვის სულს შევეხებოდი. ძალა მოვიკრიბე და .... ლამაზი ხელით ნაწერი, ზოგი ადგილი თითქოს და გადაშლილი, ზოგიერთმა სიტყვებმა შემაშინა კიდეც, და პირველივე აბზაცს დავუბრუნდი. *** იცი, ვფიქრობდი, როგორ უნდა გავმხდარიყავი უკეთესი, ისეთი როგორიც სხვებს უნდოდათ, ისეთი ვყოფილიყავი როგორიც სხვებს სურდათ, მე კი არაფერს მეკითხებოდნენ, მინდოდა თუ არა, უბრალოდ სულ სხვების ნება სურვილი უნდა შემესრულებინა, ასე იყო, მე კი ვინ ვიყავი? არავინ, ცარიელი ადამიანის ფიტული, არარაობა, სიცარიელე, უსასრულობა და არაფერი, მხოლოდ შავი სამყარო. ყოველ დღე იმ იმედით ვიღვიძებ რომ ამ ყველაფერს გავაპროტესტებ და ყველაფერი დალაგდება, რომ მე როგორც ადამიანს როგორც უბრალო გოგოს ისე შემომხედავენ, მაგრამ დილით ვიღვიძებ და ისევ ისე გრძელდება დაუსრულებლად ყველაფერი. სად ვცხოვრობ მე? ჯოჯოხეთში! ამაზე უარესი რა შეიძლება რომ იყოს? არაფერი საერთოდ არაფერი. უბრალოდ დაუსრულებლად გრძელდება ჩემი ჯოჯოხეთი და არაფრის შეცვლა შემიძლია. დიდი ხანია ვფიქრობ, თავი რომ მოვიკლა რა იქნება? არაფერი. ისევ არაფერი, მაგრამ ჩემს სულს საუკუნო სატანჯველისთვის ვწირავ. მე კი არ მინდა, საუკუნო სატანჯველისთვის გავიწირო. ამ ქვეყნად არსებობს საკუთარი ტკივილები, რომლებზეც ვერასდროს ვერავისთან საუბრობ. ის მხოლოდ შენშია და მორჩა, მხოლოდ შენშია ვერავის უყვები და მორჩა, გეშიანია რომ აქ ამ ფურცლებს ხმამაღლა ან თუნდაც ჩურჩულით რომ მოვუყვე, ან დავწერო კიდეც მეშინია, გონებაში გამეორებისაც კი მეშინია, მჯერა რომ ხვალ მთელ სამყაროს ეცოდინება თუ რა ჩავიდინე. ჩავიდინე? მე არაფერი ჩამიდენია, უბრალოდ ჩამადენინეს, გამიკეთეს სამყარო დამინგრიეს და ფიტულად მაქციეს. უბრალოდ ისევ ისე ვხედავ კადრებად, სურათებად, ხმები ისევ ისე ჩამესმის როგორც მაშინ, ყოველ დღე ვხედავ, ყოველ ღამითაც კი, სიზმარში. აი, ახლაც, იმის მიუხედავად რომ ეს უკვე დიდი ხნის წინ იყო ვერ ვეჩვევი, ვერ ვივიწყებ, საკუთარი თავი დავკარგე, ახლა კი მეშიანია, უფლის რწმენა და სიყვარული არ დავკარგო, მეშინია სულიც არ გამიუფერულდეს. ყოველი დღის გათენების მეშინია, ბინდიც მაშინებს, ღამით ყოველი გაფაჩუნებაც კი მაშინებს, უკვე პარანოია მეწყება. შენ ესოდენ მშვიდი ხარ, რატომ არ ყვირი?- ჩამძახის სულში რაღაც, მე ვყვირი, მივუგე მას, უბრალოდ თქვენ არ გესმით. ეს იმდენად ჩუმი ყვირილია რომ ხანდახან საკუთარი სიჩუმეც კი მაშინებს, იცით რა არის ნამდვილი სიმდიდრე ?! ერთი ადამიანი მაინც რომ გყავს, ვისთანაც გულწრფელად შეგიძლია საუბარი." მე კი ასეთი საერთოდ არავინ მყავს, საერთოდ არავინ, არავის შემიძლია ვუთხრა, ხანდახან საკუთარი ფიქრებიც კი მაშინებს, მეშინია ყველაფრის რაც ჩემს გარშემო ხდება, ოდნავ გაფაჩუნება, ჩურჩული, ხეების შრიალიც კი მაკრთობს. იცით რა მინდა? რა არა, ვინ. მყავდეს ვინმე ვინც ამ ჭაობიდან ამომიყვანს, ამომათრევს ამ უფსკრუიდან და დამანახებს რომ სამყაროში არსებობს ფერები, ფერები რომლებიც ათასფრად ანათებენ, სადაც ადამიანები იღიმიან და უხარიათ, სადაც ცრემლის შემდეგ სახეს, ნათელი ღიმილი ფარავს, ჩემთან კი ასე არ ხდება, ჩემთან ყველაფერი პირიქითაა, ერთი გაღიმება მთელ ცხოვრებად დამიჯდა, მუქი ფერები, მუქი ცა, მხოლოდ შავი ფერებია ირგვლივ, ცაც კი შავია, ცასაც აღარ დაკრავს ისეთი ხალასი ფერები, მერე რა რომ გაზაფხულია, მერე რა რომ გარეთ სიმწვანე უნდა სუფევდეს, ყველაფერი იღვიძებდდეს და ყვაოდეს. მე კი პირიქით ვხედავ, ყველაფერს პირიქით აღვიქვამ, ირგვლივ სამყარო კი არ იღვიძებს არამედ კვდება, ყველა და ყველაფერი, მე კიდევ არ მინდა , არ მინდა ასე გრძელდებოდეს, მეც მინდა სხვებს მსგავსად მხიარული და ბედნიერი ვიყო, აი ხედათ? ისევ ბედნიერებამდე მივედით, ბედნიერებამ ჩემი არსებობა დაივიწყა, აღარც კი ვახსოვარ, მე უბედური ვარ, ისეთი ადამიანიც კი არავინ მყავს ხელი რომ ჩამკიდოს და ცხოვრების ხალისი დამიბრუნოს. უკეთესია ერთი ხელი, რომელიც მოგიწმენდს ცრემლებს, როდესაც შენ ხარ ცუდად, ვიდრე ათასობით, რომლებიც ტაშს უკრავენ მაშინ, როდესაც ხარ კარგად. *** ადამიანები უცნაურები ვართ, უცებ ვიცით გაღმერთება ერთმანეთის, უცებ გვიყვარდება, ვუყვარდებით, მერე კი თითქოს არაფერი ყოფილა გაქცევა გვჩვევია, გავრბივართ ისე თითქოს იქ არც ვყოფილართ, არც გვყვარებია, ადამიანების არსებობასაც კი ვივიწყებთ. მერე კი მთელ არსებას ვჩუქნით მათ ვინც თითქმის არაფერია, არ გვყვარებია, არც ვიცით ვინ არის მაგრამ მაინც მასთან ვატარებთ ყველაზე ძვირფას წლებს. წლების შემდეგ, ვუფიქრდებით, აანალიზებ და ტკივილი გიპყრობს იმედგაცრუებასთან ერთად, ხვდები რომ ცხოვრების ხალისი დაგიკარგავს, არ გემეტებოდა ეს წლები იმისთვის რომ ასე ფუჭად ჩაევლო, საუკეთესო წლები გაატარე იქ სადაც ალბათ არასოდეს გაივლიდი. მაგრამ ბედი ყოველთვის გეთამაშება, არ იცი წინ რა გელოდება, ალბათ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, რომ შეძლო ფეხზე მყარად დგომა. *** არ ვიცი როგორ შემეძლო ვყოფილიყავი ასეთი სუსტი, ასეთი მეამიტი, მაგრამ შემეშინდა, შემეშინდა იმის რომ ჩემ საყვარელი ადამიანები იგივე ბედს გაიზიარებდნენ როგორსაც მე, შემეშინდა, ტკივილის რომ ისინი ვერ გაუძლებდნე, რომ მე უფრო მეტად მეტკინებოდა, რომ ისინი ვერ გაუძლებდნენ, ვიცი ადრე უნდა მეთქვა და ყველაფერი მოგვარდებოდა მაგრამ არ მოხდა ასე, შემეშინდა, შიში ყველაზე ცუდი რამ ყოფილა და როდესაც საფრთხე შენს საყვარელ ადამიანებს ეხება, ყველაფერი მითუმეტეს, ალბათ შევძლებ ოდესმე ავდგე და სიმართლე ვთქვა, მაგრამ კიდევ უფრო მეშინია, სიკვდილის, არა სიკვდილი ყველაზე კარგი გამოსავალია, დავისვენებ, ალბათ ღმერთთან ასეთი წაბილწული ვერ წავრსდგები, მეშინია, უკვე ყველაფერის მეშინია, იმის გახსენების კი მეშინია რა მოხდა იმ დაწყევლილ დღეს, რა განაჩენი გამომიტანეს, როდესაც მგონია რომ ყველაფერი დამთავრდა სწორედ ისევ ისე იწყება ყველაფერი თავიდან, ... იმ დღის გახსენება მეშინია, კი არ მეშინია ისევ იმ ტკივილის განცდის, თუმცა უკვე ტკივილსაც კი აღარ ვგრძნობ, საერთოდ არაფერს, სიცარიელის გარდა თითქოს ფიტული დავრჩი.. მხოლოდ პატიებას ვითხოვ მხოლოდ პატიებას მეტს არაფერს რომ ჩემში ეჭვი არ შეიტანონ, ვიცი მირიანი აქ რომ იყო ის ყველაფერში დამეხმარება, ბეშქენი კი ამას არ გააკეთებს მიუხედავად იმისა რომ ჩემი ძმაა, მაინც მგონია რომ რამე რომ შემეშალოს შეუძლია დაუფიქრებდა მომკლას, მართლა არ ვხუმრობ, მე ხომ ბევრი რამ დამინახავს და ვიცი, ვიცი რა შეუძლია მას, განა ასეთი იყო არა, ასეთი ცხოვრებამ გახდა, ისიც ხომ იღიმოდა, მახსოვს როგორ თამაშობდა ჩემთან ერთად, იცინოდა, ჩემთან ერთად მღეროდა კიდეც, მაგრამ მერე შეიცვალა, მასაც ატკინეს, და რომ მიყურებდა თვალები ცრემლებით ევსებოდა, მერე ბრაზს ვხედავდი, მერე მერე აღარაფერს, როგორც ჩემს თვალბში შეიმჩნევა სიცარიელე ისე იყო მისი თვალები... *** როგორ მჭირდება ჩემი მირიანი, როგორ მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს, ვიცი შეძლებდა ჩემს დაცვას და ეს ყველაფერი არ მოხდებადა, როგორ მინდა ვთქვა რა მოხდა, მინდა დავწერო მაგრამ მგონია რომ ფურცელზე დაწერილი სიტყვები წამოდგებიან და ტირილს დაიწყებენ როგორც მე ვკიოდი მაშინ, რომ მტკიოდა, მას კი არაფერი ესმოდა, როგორ მინდოდა რომ აღარაფერი მეგრძნო მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი, სხეულის ყველა უჯრედი მტკიოდა, ყველა წერტილი. როგორ მინდა რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს, როგორ მინდა რომ მალე გავშორდე ამ სამყაროს რომ მალე წავიდე ამ დაწყევლილი ადგილიდან, იქნებ მალე დამავიწყდეს კიდეც მაგრამ რამდენიმე იარა ისევ დამრჩა რამდენიმე ადგილას. უბრალოდ მიზეზსაც კი ვერ ხვდები, მაგრამ გამოსავალი ერთია მხოლოდ ერთი... მხოლოდ ერთი გამოსავალი... *** არ ვიცი როგორ დავდივარ, ვერსად ვეღარ ვგრძობ შვებას, მეგობრებსაც კი ჩამოვშორდი მისი შიშით, იმის შიშით რომ მათაც დაუშავებს რამეს, ისს ხომ მხეცია, ნადირი. არა ცხოველზე უარესია, ვიცი ცხოველები ერთმანეთს ინდობენ, ადამიანებსაც კი, ის კი არავის ინდობს. მისი ყოველი გამოხედვა მაშინებს, მგონია რომ ამაზე მეტს ვეღარაფერს დამიშავებს მაგრამ მისი სიბრაზე, ბოღმა და სიბოროტე, უსასრულოა, მას საერთოდ არავინ ანაღვლებს, ანდრია, ჩემი კურსელი ლამის ხელებში ჩააკვდა, მხოლოდ იმის გამო რომ ჩემს გვერდით იდგა და რაღაცაზე გაცხარებით ვკამათობდით, ბოლოს ისეთი სულელური არგუმენტი მოიყვანა გამეღიმა, სწორედ ეს დაინახა ,,ცხოველმა“ და ... აღარ მინდა ამ ყველაფრის გახსენება, მაგრამ აქ რომ ვწერ ცოტას, ოდნავ შვებასაც კი ვგრძნობ, მაგრამ მე ხომ უკვე აღარაფერი აღარ მიშველის, საერთოდ აღარაფერი, ისე ჩამიყოლია, ძალით ჩამითრია ამ წუმპეში რომ მეც მისნირი მხეცი ცხოველი გავხდები ალბათ. *** დღეს ნაინამ დამირეკა, ისევ ისეთი ხმა ჰქონდა, მინდა რომ ჩემთან იყოს, ახლოს, დამიცვას, იაგოს ხმაც კი გავიგონე, ნენე არ მომწონხარ, რაღაც ხდება და არ მეუბნებიო. როგორ უნდა მეთქვა? როგორ ვუთხრა? როგორ? რომ ერთმა არამზადამ, ცხოველმა ცხოვრება დამინგრია? რომ მის შემდეგ ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ, საკუთარი სიძულვილის გარდა? როგორ ვუთხრა, იცი რა? მან ნაინა მოსწონს მოეწონა, მე ცხოვრება დამინგრია, ახლა კი შენს დასაც იგივე მოელისთქო? ჩემს მეგობრებთანაც კი ვერ ვმეგობრობ, მეშინია რომ რამეს დაუშავებს, რომ ჩხუბის დროს არაადეკვატური ხდება და შეიზლება რომელიმე სერიოზულად დააშავოს. *** ყოვეთვის მეგონა რომ თუ ამ სამყაროს გავეცლებოდი ბედნიერებასაც ვიპოვიდი. ხომ გაგიგიათ?! ,,ხალხი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“, მეც სწორედ ასე დამემართა, იქ სადაც ბედნიერებას ვეძებდი, სწორედ იქ მიპოვა უბედურებამ, სწორედ იქ სადაც ვცდილობდი ყველაფერი ცუდი დამევიწყებინა, სწორედ იქ დაიდო ჩემმა უბედურების სათავემ ბუდე. სწორედ იქ გამანადგურეს სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი, სწორედ იქ შემლახეს და გადამიარეს. სწორედ იქ... ხომ, რა რიგად გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ იქ. გამომიყენეს, გამთელეს, გამანადგურეს და ადამიანის ფიტულად მაქციეს... ისეთ ფიტულად, ტკივილიც რომ აღარ შეუძლია. ისეთად ვეღარაფერს რომ ვეღარ გრძნობს. ახლა რა ხდება? ახლა მხოლოდ ფურცლებს ვანდობ ჩემს ტკივილს, ესეც კი მაშინებს, ესეც კი მეშინია. ფურცლებზე ვწერ მაგრამ ესეც კი მაშინებს, მასაც კი ვერ ვენდობი ბოლომდე, მეშინია... მეშინია... ნეტავ რისი? მე ხომ აღარაფერი დამრჩა რაც ტკივილს მომგვრის, რაც უფრო მეტ ტკივილს მომაყენებს, არა არაფერი, საერთოდ არაფერი, მხოლოდ ტკივილია და სიცარიელე, მეტი არაფერი. რომ არ მტკივა, რომ ვერაფერს განვიცდი მხოლოდ ეს მტკივა, ახლობლების სიყვარული მტკივა და ჩემი უმოქმედობა. მაშინებს იმის გამეორება რაც მოხდა, რაც იყო, არ ვიცი რა იქნება. უკვე აღარაფერი აღარ ვიცი, მხოლოდ ერთი რამ ვიცი, აღარაფერი არ იქნება ძველებურად. ყოველ წამს ველოდები რომ ვიღაც მოვა, გადამილის გადამთელევს დ გამომიყენებს, ისევ ისე გამანადგურებს. მე ხომ წმინდა აღარაფერი აღარ დამრჩა, უკვე აღარავინ აღარ ვარ, აღარაფერი. *** დღეს უნივერსიტეტის წინ დამხვდა, ისე საშინლად მაშინებს მისი თვალები. მეშინია მისი თიტოეული ამოსუნთქვის მეშინია, მეშინია რომ ამ ხალხის პატივისცემასაც დამაკარგვინებს, იმ ადამიანებსაც დამაკარგვინებს, ვინც ჩემთვის ყველაზე ძვირფასები არიან. ისევ ისე შემაშინა. უნივერსიტეტის კიბეებზე ჩამოვდიოდით მე და ჩემი მეგობრები, რაღაცას ამბობდა კიკი, ჩვენ კი გემრიელად გვეცინებოდა,... რამდენიმე საფეხური მაშორებდა მას, მისი ცივი ტვალების შეხედვისას სახეზე ღიმილი შემეყინა, ლამის ჩამოვარდი კიბიდან. -ნენე კარგად ხარ?- უცებ დამიჭირა კიკიმ, ნეტავ არ დავეჭირე, ნეტავ დავცემულიყავი, რამე მომეტეხა, ოღონდ ის არ დამენახა. ის კი ისევ ცივი და ირონიული ღიმილით იღიმოდა, ისევ თვითკმაყოფილების შეგრძნება, მე კი უსუსურობის. როგორ მაზიზღებდა ცხოვრებას მისი ყოველი გამოხედვა, მისი ყოველი ღიმილი და მიმიკა. ჩემი არ არებობა ვინატრე, სწორედ ამ წამს მინოდა ცემი არ არსებობა, საერთოდ გაქრობა ვინატრე, გვერდით ავლა გადაწყვიტე, მაგრამ არ მაცადა, ისევ იმ სახით დამიდგა წინ, ისევ იმ ამაზრზენი ირონიული ღიმილით, ახლა რომ ვწერ, ისევ ცრემლით ვნამავ ფურცლებს, ისევ ისე, არა უფრო ძლიერ მძულს საკუთარი თავი. მან კიდევ ერტხელ გადამთელა და გამანადგურა, მან კიდევ ერტხელ შემლახა და სული დამიცარიელა ისევ ისე. უფრო ცარიელი გამხადა, უფრო მეტადაც კი როგორიც ვიყავი. *** დღეს მითხრა რომ ნაინას ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს, ფაქიზი სახის ნაკვთები. -ხომ არ გინდა შენი დობილი გავაბედნიერო?- მკითხა ირონიული ცივი ხმით. როგორ მინდოდა რომ მომეკლა, მისი სახიდან ღიმილი წამეშალა, მინდოდა რომ მისი სახე აღარასოდეს აღარ მენახა. მე უკვე აღარაფერი მეშველებოდა, ნაინას კი ... ჩემს მზრუნველს და ოდნავ ბუზღუნას, რამე რომ დაშავებოდა, ეს უკვე პიკი იქნებოდა. დამემუქრა ტუ მისგან შორს ვიქნებოდი ყველას ცხოვრებას დაუნგრევდა ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო, მე კი ნაინა ყველაფერზე ძვირფასად მიმაჩნდა, ცხოვრებას მივენდე.. ,,ნუთუ ახლა მე ხელი ჩავიქნიე და მის მონად ვიქეცი?- სადღაც შემორჩენილმა ძალამ გულამდე, გონებამდე მიაღწია და განგაშს ზარები გაუშვა. არა ომი არ შემიძლია, მის წინააღმდეგ ვერ წავალ. და ბოლოს მაინც ფარხმალი დავყარე... მაინც დავდებდი... ცხოვრების გზას მივყვები... იმედი მაქვს, ღმერთი ჩემს ლოცვას შეისმენ და შვებას მომგვრის, განამთავისუფლებს ამ სატანჯველისგან. ***დიდი ხნის მანძილზე ვცდილობდი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავბრუნებოდი, რომ ჩვეულებრივად გამეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ მაშინ როდესაც თავ სთავისუფლად ვგრძნობდი, როდესაც უკვე მეგონა რომ ,,ვსო ყველაფერი მორჩა“, ნოსტალგიას ბოლო მოეღო, სწორედ მაშინ შემომიტევდა სვანეთის მონატრება, ის ორმოცდახუთი დღე რომელიც იქ გავატარე. ისე ღრმად იყო ჩემში გაჟღენთილი, ისე ღრმად ჩაბეჭდილი,მოსვენების უფლებას არ მაძლევდა, ღამით მანქანების გამაყრუებელი ხმა რომ მესმოდა, შეშინებული წამოვდგებოდი, რამდენიმე წუტი მჭირდებოდა რეალობაში დასაბრუნებლად, ახლა... ამჯერად, ეს სამყარო მიხუტავდა სულს, მოსვენებას და სიმშვიდეს ვერ ვპოულობდი. უკვე შემოდგომამ გააღო კარი და შემობრძანდა, ათასფერი მიეღო არემარეს. ყველაფერმა ხალისი დაკარგა, ჩემი საყვარელი დრო, ისეთი ბრწყინავი და ათასფერი უკვე აღარ მეჩვენებოდა. ვგრძნობდი, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, თავს მეტად და მეტად გარიყულად ვგრძნობდი, ჩემი ჩვეული სმყარო ჩემგან ძაიან შორს იდგა. ის რისთვისაც ქამდე ვიბრძოდი, რისთვისაც მივისწრაფვოდი, ახლა ამ ყველაფერმა ფერი დაკარგა და ყველაფერი უმნიშვნელო გახდა. ახლა ვგრძნობდი, რისტვისაც ამდენი ხნის მანძილზე ბრძოლა მიწევდა, არც ისეთი მნიშვნელოვანი ყოფილა როგორადაც წარმომედგინა. ისევ საბათი დღე იყო და ისევ ფანჯარასთან ვიდექი, უცნაურად ვგრძნობდი თავს, ისე ვიყავი თითქოს გადაწყვეტილება უკვე მიმეღო და მომავლის აღარ მეშინოდა, ალბათ ათასჯერ მაინც დავწყევლე თავი სვანეთიდან რომ წამოვედი. იმდენად მენატრებოდა ის ყველაფერი, თითქოს აქ ვიყავი სტუმრად და იქ მშობლიური სახლი მენატრებოდა. ათიათასჯერ მაინც გავიხსენე ტიტოეული წვრილმანი, ჩასვლიდან გამოქცევამდე. დიახ, გამოქცევამდე... გამოვიქეცი, აბა რა ერქვა ჩემს წამოსვლას? რა სახელი შეიზლება ვუწოდოთ ჩემს საქციელს? სხვა არაფერი. შემეშინდა რომ მას რამეს დაუშავებდნენ და გამოვიქეცი, ისე რომ არაფერი მიკითხავს, თითქოს მას არ ეხებოდა ეს ყველაფერი. -შეგიძლია თვითგვემას მოეშვა და სხვებზეც იფიქრო? - ფანჯარასთან მდგომს დედის სასოწარკვეთილი ხმა მომესმა, ალბათ თვალებშიც ცრემლი ედგა, ვერაფერი ვუპასუხე, ისევ ისე გაუნძრევლად ვიდექი და ფიქრებით, ძალიან-ძალიან შორს ვიყავი. -მარიამ გესმის?- მკაცრი იყო მისი ხმა. -კი დედა მესმის- სადღაც შორიდან მომესმა საკუთარი ხმა. შეცვლილი დაბეჩავებული, გაწამებული და სახე დაკარგული, მაგრამ მაინც ვერ გავბედე მიბრუნება. -და რა გესმის? მე ასეთი არ გამიზრდიხარ, ასეთი...- ალბათ სათნადო სიტყვას ეძებდა, - თავხედი- პირველად ხდებოდა როდესაც დედა ასე მესაუბრებოდა, მტკივნეული იყო, მაგრამ არც იმდენად რომ სხვა ყველაფერი გადაეფარა- შენ გეუბნები და პატივისცემასაც კი არ იჩენ, ზუგრშექცევით დგეხარ და იმდენი ზრდილობა არ გაგაჩნია რომ შემომხედო?- ასეთი დედა ცხოვრებაში არასდროს არ მახსოვდა, ის ასეთ სიტყვებს არასოდეს იყენებდა. -მაპატიე დედა არ შემიძლია- უცებ მოვბრუნდი მისი დანახვაც კი ვერ შევძელი, ისე უცებ შევიკეტე სააბაზანოშ, მინდოდა მეტირა, გული დამცარიელებოდა, მაგრამ ცრემლიც კი არ მომდიოდა. გული სული მიდუღდა და თვალებიდან ერთი ცრემლიც კი არ მომდიოდა, ვერ შევძელი ტირილი, ისევ ვერ შევძელი. ცივ წყალს მივუშვირე სახე რომ შინაგანი მღელვარება, ცეცხლი რომ ჩამექრო, მაგრამ არა, პირიქით, უფრო ცუდად ვხვდებოდი, როგორ მინდოდა მეტირა ბოლო ხმაზე, მაგრამ ამასაც კი ვერ ვახერხებდი, თითქოს ცრემლიც გამომელიაო, როგორ გამომელეოდა როცა თითქმის არასოდეს მიტირია? -რა გაგიკეთეს ასეთი იქ შენს საყვარელ სვანეთში?- ჩამესმა დედის ხმა. -წადი! დაბრუნდი... იყავი იქ თუ ასე ძალიან გინდა... ოღონდ ასეთს არ გიყურებდე... შენ ასეთი არ იყავი მარიამ...- ვიგრძენი როგორ გაებძარა ხმა, როგორ შემძულდა უარესად საკუთარი თავი, უსუსურობისა და უმოქმედობის გამო, როგორ მინდოდა რომ ასეთი სუსტი არ ვყოფილიყავი სამყაროს წინაშე, არა და როგორი ძლიარი მეგონა თავი. მეგონა ვინც შემიყვარდებოდ ამის გამო მთებს შევძრავდი, მაგრამ ახლა დავჩიავდი, დავკნიდი, იქნებ დედა მართალი იყო და უნდა დავბრუნებულიყავი? როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ჩვენი ესეთი ყოფა? ვხედადი როგორ ძლიერ ვტანჯავდი საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და ყელაზე მეტად მას. საშველი არსად იყო, ვერავინ შეძლებდა ჩემს დახმარებას, საკუთარ თავში უნდა მეპოვა გამოსავალი. -ნანა როგორ მჭირდები, საკუთარ ანარეკლს გავუსწორე მზერა, ისევ შემაშინა საკუთარმა თავმა, არეულმა სახემ, ახლა მივხვდი რას ნიშნავს ფრაზა: ,, ყველა ფიქრი გაწერია სახეზე“. სახის ყველა ნაკვთი დაჭიმული მქონდა, გავფერმკრთალებულიყავი, თვალებს ფერი უფრო მეტად დაკარგვოდათ, თმები კიდევ უფრო საშინლად, ტუჩებს არაბუნებრივი ფერი მიეღოთ, ტანსაცმელს თვალი რომ მოვკარი, ,,ეს როდესმე მქონდა?“ ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, საკუთარი თავი არასოდეს დამიკარგავს, ახლა კი ვკარგავდი, მის გარეშე ცარიელი ვიყავი. ვეღარ ვკითხულობდი, სული მეწვოდა, ხანდახან სიზმრად ვხედავდი კიდეც როგორ უახლოვდებოდა მას, როგორ ცდილობდა კიდევ ერთხელ დაუფლებოდა, როგორც ცხოველი ისეთი მოქმედებები ჰქონდა, მინდოდა დავხმარებოდი, მინდოდა ახლოს მივსულიყავი, მაგრამ ერთხელაც ვერ მივუახლოვდი, ვერ ვშველოდი, ბოლოს დანას ვხედავდი მის ხელში, უნდა მოეკლა, უნდა დაერტყა, ვემუდარებოდი, ვეხვეწებოდი მაგრამ ამაოდ, რაღაც ავის მომასწავებლად გადაიხარხალა და სიბნელემ შთანთქა ორივე, მე კი საკუთარი კივილის ხმამ გამაღვიძა. -მარიამ რა ხდება- ოთახში დედა შემოვარდა, სწრაფად აანთო სინათლე- რა მოხდა რა გაკივლებს. -არაფერი- ძალა გამომცლოდა, სხეული მიკანკალებდა, სუნთქვა არეულმა საკუთარი ხმა ექოდ მომესმა, გაფითრებულ დედას რომ შევხედე, საკუთარი თავი კიდე უფრო მეტად შემძულდა, საყვარელ ადამიანებს ტკივილისთვის ვიმეტებდი. აუცილებლად, სიმართლე უნდა მეთქვა, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, მაგრამ ჩემეული სიმართლე და არა ნამდვილი ისტორია, დედას ტკივილისთვის ვერ გავიმეტებდი.- კოშმარი დამესიზმრა დე. -ჩავახველე რათა, ხმას ძველი ბარიტონი დაბრუნებოდა. -უკვე მერამდენე ღამეა ასეა- საწოლთან ჩამომიჯდა დედა- მარი, მითხარი დე რა ხდება, მე დედა ვარ და ყველაფერს გავიგებ, მითხარი რა ხდება დე. ადამიანის სახე დაკარგე, ჩემი ღიმილიანი გოგო აღარ ხარ, სახე სულ დაძაბული გაქვს და ოდნავი ხმაურიც კი გაკრთობს, მითხარი რა ხდება, დაგეხმარები. ხომ იცი ჩემი იედი მუდამ უნდა გქონდდეს, სულ გვერდით გეყოლები როგორადაც არ უნდა გიჭირდეს, მე დედა ვარ და შენზე ზრუნვა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, შენ ჩემი შვილი ხარ, ეს უნდა გახსოვდეს. -სვანეთში ყოფნისას ერთი ისტორია მოვისმინე- შესავლის გარეშე დავიწყე მოყოლა, მის თვალებში ტკივილს ვხედავდი, ვიგრძენი რომ სინამდვილეზე უარეს ფიქრობდა, ჩემი დუმილი კი ეჭვებს უფრო უმძაფრებდა, ფიქრებს უღრმავებდა- მერე ხომ იცი ჩემი ცნობისმოყვარეობის ამბავი, ვერ მოვისვენე და მოკვლევა დავიწყე, ბევრი გავიცანი, ახალგაზრდები, ჩემი ტოლებიც და უფროსებიც, განსაკუთრებით კი ნაინა, დე ისეთი თბილი და ფაქიზია, მეგონა რომ თოვლი იყო და მალე გაქრებოდა. ძალიან ყურადრებიანები იყვნენ, ჩემი მასპინძელი ისე თბილად მექცეოდა და მეძახდა, ხანდახან შენ მეგონე კიდეც.- ნელიკოს გახსენებზე ღიმილი დამეფინა. -რამდენიმე ლაშქრობაში იყვნენ წასულები და მეც თან გავყევი, დღესასწაულებზე ნაინა მის ოჯახში მპატიჟებდა, მისი მეგობრებიც გამაცნო, გიჟები და გადარეულები როგორც ჩემები, არც ერთი წამით არ მომიწყენია. -მარიამ აბა მითხარი რა მოხდა- ვგრძნობდი რომ დედა უფრო მეტად ავაღელვე, მაგრამ ამავ დროულად მშვიდდებოდა კიდეც. -აი ის გოგო ვისი ისტორიაც მოვისმინე, ნაინას მეგობარი იყო, ის იმ დიდი სამეგობროს ტკივილია. -არაფერი მესმის, ის ბიჭი ვინ იყო, ან რა მოიტანა. რა დაემართა იმ გოგოს. -ის გოგო მოკლეს- დედამ პირზე აიფარა ხელი, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა- იქ ხომ იცი პოლიცია არ ერევა ასეთ ვენდეტებში, იქ ოჯახი და უხუცესი წყვიტავს ყველაფერს, მეგობრებმა კი არ დაივიწყეს და მოკვლევა დაიწყეს, ცოტა ჩემი ბრალიც კი იყო, ის ... -მარიამ, რა იყო შენი ბრალი? რა ჩაიდინე?- როდესაც დედა ასე მომმართავდა ასეთი ტონალობით მაშინ ჩემს წინ მოსამართლე იდგა და ჩემთვის ვერდიქტის გამოტანას ცდილობდა. -არაფერი დედა, უბრალოდ დამაინტერესა რა მოხდა, ეჭვები გამიჩნდა, მისი ძმა დაბრუნდა საქართველოში და დის სიკვდილის გამოძიება დაიწყო, მიზეზი თუ რატომ მოიკლა თავი. -და ეს ყველაფერი შენს სიზმრებთან რა კავშირშია?- უნდობლად მიყურებდა. -დღიური იპოვეს, მისმა მეგობრებმა, მათი გადაწყვეტილებით მეც უნდა წამეკითხა და მთხოვეს რომ წიგნი გამოვცე მასზე, მათ ადათ-წესებსა და ზოგჯერ უსამართლო მოპყრობაზე. -მარიამ შენ გაგიჟდი? არავინ გაპატიებს ამ ყველაფერს. ალბათ გაიგე რა შეუძლია მაგ კუთხის ხალხს. გიკრძალავ საერთოდ მაგ თემაზე საუბარსაც კი. -ნუ ღელავ დე, არაფერი არ იქნება. არაფერი არ იქნება მსგავსი, ის ემოციები რაც იქ მივიღე სხვებისთვის არ მემეტება.- შვებით ამოისუნთქა. -შენი სიზმრები, მითხარი რა ხდება შენს სიზმრებში? -ვხედავ ნენეს, როგორ კლავენ მე კიდევ არ შემიძლია ვუშველო, ის საშველად მეძახის. -მარიამ, მოგონებებისგან თუ არ განთავისუფლდები, თუ დანაშაულის გრძნობას შენში არ ჩაახრშობ, შვებას ვერ იპოვი.- შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. განა მე არ ვიცოდი რომ საკუთარ თავს ვერ ვიპოვიდი თუ ყველაფერი ისევ ჩვეულ კალაპოტს არ დაუბრუნდებოდა? დანაშაულის გრძნობისგან ვერ განვთავისფლდებოდი თუ მას არ ვეტყოდი, რომ მისი სიცოცხლე უფრო მეტად მიღირდა ვიდრე საკუთარი ბედნიერება. მირჩევნია იყოს ცოცხალი, სუნთქავდეს, თუნდაც უჩემოდ იპოვოს ბედნიერება, ვიდრე ვიყო მასთან და მის სიცოცხლეს შევუქმნა საფრთხე. *** გადავწყვიტე, მორჩა, სიმართლეს ვიტყვი, როდემდე უნდა გაგრძელდეს მისი ასეთი მდგომარეობა, კარგი მე გადამიარა, ცოცხლად მალპოპს, მარამ ჩემს მეგობრებს რას ერჩის, რა უნდა მათგან? რატომ გამოჩნდა საერთოდ ჩემს ცხოვრებაში? რის მიღწევას ცდილობს? რატომ არსებობენ ასეთი ცხოველები დედამიწაზე, რომელთაც ადამიანის სახეები აქვთ? დღეს, ისევ იჩხუბა, ნუთუ ასეთი ბოღმა რა უდევს რომ ვეღარ განთავისუფლდა? *** მორჩა დღეს სიმართლეს ვიტყვე, მორჩა, დღეს ყველაფერი მორჩება, დღეს ყველანი დაისვენებენ, სიმართლეს საბოლოოდ აეხდება ფარდა. მე მისგან ანვტავისუფლდები ან მოვკვდები, დავისვენებ, ასეთი ძლიერი არასოდეს ვყოფილვარ, არასოდეს არ მიგვრძნია ასეთი თავისუფლება როგორც დღეს, ვიცი დღეს გამოჩნდება, მშობლიურ სახლში დაბუნებულს აუცილებლად მინახულებს. არ ვიცი რა იქნება, ან მომკლავენ ან მაპატიებენ, არ ვიცი რა ვერდიქტს გამომიტანენ, მაგრამ ეს ვიცი რომ ცოცხლად ვეღარ დამალპობს, რომ ვეღარ შემეხება, ვეღარ გადამტელავს. ღმერთო მომეცი გამბედაობა, რომ ბოლო წამს მხნეობა არ დავკარგო, რომ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე. მე ამას შევძლებ... მე ამას შევძლებ *** აქ დღიური მთავრდება, ანუ, ის დღე მისი საბედისწერო დღე აღმოჩნდა, ანუ მართალი იყო, სიმართლე იყო რომ ძმამ მოკლა, დედას კი დავიწყება აიძულა, მამას გულის შეტევა მოუვიდაო, ძმას კი არაფერი უთხრეს. გული გამალებით მიცემდა, არ ვიცი, არ ვიცი, როგორ გაიმეტეს, მას ხომ არაფერი დაუშავებია, იმის გარდა რომ ლამაზი და ნაზი არსება იყო, ისეთი პატარა რომ საკუთარი თავის დაცვაც კი ვერ შეძლო. ვიგრძენი, სახეზე ცხელი სითხე, როგორ დაუკითხავად დადიოდა, ზემოდან ქვემოთ, ტვალები ნელ-ნელა ამეწვა, ასოები გაქრა, თვალები დამენისლა, ხმამაღალი ოხვრა რომ არ მომხდენოდა ბალიშში ჩავრგე თავი. ცხოვრებაში ასე გულწრფელდ ალბათ არასოდეს მიტირია. მეც მის ტკივილს განვიცდიდი, მეც მტკიოდა მასთან ერთად, სხეული მეწვოდა, სული მიცარიელდებოდა. ადამიანები მეზიზღებოდნენ, ვეღარ ვაგრძელებდი კითხვას, ვეღარ ვსუნთქავდი. ერთიანად გავიყინე, თითქოს მეც ვგრძნობდი ჩემს სხეულზე მის ბინძურ ხელებს, ვცდილობდი თავი დამეცვა, შორს ვყოფილიყავი მისგან, მაგრამ მაინც მთელი არსება მოიცვა მისმა სიბინძურემ. ოთახში სუნთქვა მიჭირდა ძლივს მივლასლასდი ფანჯრის რაფამდე, ხელით დავეყრდენი, გამოვაღე მაგრამ ქალაქის ხმაურმა შემძრა, სიცარიელე უფრო ღრმად გაჯდა ჩემში. მტკიოდა სხეულის ყველა წერტილი მტკიოდა. როგორ მინდოდა რამე მეღონა, რომ ეს ტკივილი არ ეგრძნოთ, არ განეცადათ, არავის. არც ნენეს, არც ნაინას, ბაქარს, იაგოს. ყველაზე მეტი ნენეს შემდეგ ალბათ ამ უკანასკნელმა გადაიტანა, ალბათ მან უფრო მეტი დაკარგა ვიდრე სხვებმა. როგორ შეიძლება გიყვარდეს და გძულდეს, გტკიოდეს სამყარო სადაც ბედნიერი და ამავ დროულად უბედური ხარ. სადაც ყველაზე ლამაზი წუთები განიცადე მაგრამ ამავ დროულად ყველაზე მეტი დარტყმა მისგან მიიღე. არ არსებობს დამთხვევები, არსებობს მხოლოდ წინასწარ გავლილი გაფიქრებული და დაწერილი გზა, რომელსაც ყველანი ჩვენ ერთად გავივლით. ცალ-ცალკე, ან მათთან ერთად ვისაც ცხოვრებას დავუკავშირებთ. *** უცნაურები ვართ ადამიანები, იმათ შეგვიძლია მივმართოდ უხეშად ვინც გვიყვარს და ვუყვარვართ, ხოლო უცნობებს რომლებთანაც თითქმის არაფერი გვაკავშირებს, მოწიწებით ვესაუბრებით. არ ვიცით და არც გამოგვდის სიყვარული გამოხატვა, არ ვიცით როგორ უნდა ვაგრძნობინოთ ერთმანეთს სიყვრული, სითბო, პატივისცემა, როგორ გავუზიაროთ ერთმანეთს ბედნიერება. მართლაც უცნაურები ვართ ადამიანები, ხანდახან ცრემლსაც კი ვერ ვამჩნევთ ერთმანეთის თვალებში. სახეს, დაღარულ ხელებს, გატეხილ სულსა და გულს, მხოლოდ მაშინ ვიაზრებთ როდესაც ჩვენც იგივე მდგომარეობაშ აღმოვჩნდებით. ადამიანები გვიან აცნობიერებენ რომ სიყვარულია თვით ბედნიერება და არა მდგომარეობა, რომელიც ამ სიყვარულით მიიღე. ადრენალინის დიდი დოზა სიყვარულის მდგომარეობაშია, ბედნიერებას რომელსაც განიცდი, და როდესაც გრძნობები ხუნდება, როდესაც თავს კარგავ, სიცარიელე გიპყრობს, ცდილობ ისევ ისე აივსო და ბედნიერება იპოვო, ადამიანები ისევ თავიდან ცდილობენ მსგავსი განცდების ხელახლა ძიებას, გრძნობენ რომ ამის გარეშე უჭირთ ცხოვრება. ყველაზე სინტერეს მაინც ძიების პროცესია, გვეჩვენება რომ ის იპპოვე, მაგრამ ბოლოს ხვდები რომ ეს ის არ არის, რაც გინდოდა, შემდეგ სიყვარული ყველაფერს გადალახავს, ყველაფერს აიტანს, ცხოვრება ნელა მიდის, ზოგჯერ გარბის, ზოგჯერ კი საერთოდ ჩერდება და დრო მაინც საოცარი ფენომენია. ღამით ტელეფონის ხმამ გამაღვიზა, არავინ არ მწერდა ღამით, მითუმეტეს ამ ბოლო დროს, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, საშინლად შევიცვალე, მეც კი ვგრძნობდი ამ ცვლილებს, სშინენელების მოლოდინშ ცახცახით ავიღე ტელეფონი. გოგრძვნიათ, როგორ ბედნიერდებით შიგნიდან?! როგორც სუფთა ჰაერტ გაჟღენთილი ფილტვები, სისუფთავე რომ ჯდება ორგანიზმში, სწორედ ეს მოხდა ჩემში, სხეულის ყველა უჯრედი ბედნიერებით გაიჟღინდა, შეძვრა შიგ და აფეთქდა. ახლა უკვე ვიცოდი რა მინდოდა და რას ველოდი, შეტყობინებამ კი ნათელი მომფინა, გამაბედნიერა. ,,სვანეთი გიხმობს მარიამ“ ღამე მშვიდობისა... დავასრულე... არ ვიცი რამდენად ელოდებოდით ამ დასასრულს, არც ის ვიცი მოგეწონებათ თუ არა, არც ის ვიცი რამდენ მოგინდებათ ჩემი მოკლვლა, ცოცხლად გატყავება და ა,შ. მაგრამ მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდ მადლობას გიხდიტ თითოეულ თქვენგანს, იმ სიყვარულისთვის რომლებსაც ჩემს მიმართ გამოხატავდით, მაქებდით, მაკრიტიკებდით, შენიშვნებს მაძლევდით და მაინც ძალიან მოგწონდათ და ერთგულად ელოდებოდით, მამხნევებდით რომ უკეთ დამეწერა, მალე დამედო. ამ ისტორიას თითქმის ერთი წელია ვწერ, არ მოვყვები და ისევ არ დავიწყებ თავიდან, ვისთვის, როგორ და რატომ დავწერე. ყველა ისტორიის დასასრულს ვამბობ რომ ასე არასოდეს გამჭირვებია დასრულება, მაგრამ ამჯერად გეფიცებით მართლა ძალიან გამიჭირდა, არ მინდოდა რეალობისგან გავქცეულიყავი, არ მინდოდა თქვენთვის იმედები გამეცრუებინა. არ ვიცი რამდენად გამომივიდა, მაგრამ იმედი მაქვს, ომ სულ ცოტა ოდენობიტ მაინც მოგეწონებათ. მადლობა თქვენ რომ ჩემი უაზრო დაგვიანებების გამო მაინც შეუდრეკელად მელოდებოდით... (შეცდომებისთვის ბოდიში, ვერ გავასწორე, ახლა რომ არ დამედო, კიდევ დიდხანს ვერ ოვაერხებდი ატვირთვას და ნუ გამინაწყენდებით) მადლობა თქვენ ყველაფრისთვის. თქვენი თითოეული სიტყვისთვის.... ფრაზისთვის... არ ვიცი როდის დავბრუნდები, ამჯერად მართლა დიიდიი ხნით გემშვიდობებით... სიყვარულით თქვენი ტეროოო.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.