შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება დემონი. 2 თავი


4-05-2017, 09:35
ავტორი katiusha
ნანახია 5 211

მომდევნო რამდენიმე დღე იმდენად გადატვირთული იყო რომ ვერაფრით მოახერხა რბოლაზე წასვლა. მთელი კვირა ელოდა ხელსაყრელ დროს და ის დღეც დადგა. რუსა რომ მორიგ პაემანზე გააცილა მაშინვე საჭეს მიუჯდა და თითქმის ცარიელ ქუჩებში გააქროლა მანქანა. ამჯერადაც ისევე მოულოდნელად გამოჩნდა როგორც წინა შემთხვევაში. როგორც კი მანქანიდან გადავიდა მაშინვე შემოეხვივნენ გარს ახალგაზრდები. შეფს მაშინვე მოახსენეს რომ გამოჩნდაო. ისიც მაშინვე ადგა, სახელდახელოდ მოწყობილი კარვიდან გამოვიდა და მისკენ გაემართა.
-აბა ამჯერად რას გვიმზადებ?-ჰკითხა მან გოგოს
-გამარჯობა. მოესალმა და გაუღიმა. მისი ირონიისთვის ყურადღება არ მოუქცევია
-პოლიციიდან ხარ?
-ვგავარ მე პოლიციელს?-კითხვა დაუბრუნა უკან
-ამ ბოლო დროს მათაც დახვეწეს აგენტები და წინსვლა აქვთ,
-დამშვიდდი პოლიციელი არ ვარ. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ. მანქანაზე და ექსტრემზე შეყვარებული.მხოლოდ ეს მაინტერესებს.
-როგორ მოგმართოთ?
გოგო დაფიქრდა და მცირეხნიანი დუმილის შემდეგ უპასუხ
-ელა.
-ძალიან კარგი ელა. მე სერგი ვარ. წინა რბოლის შედეგის გათვალისწინებით ჩვენს რიგებში მიღებული ხარ. მაგრამ უნდა იცოდე რა გელოდება წინ თუ შენ გააგრძელებ აქ ყოფნას
-რა?
-ეს ყველაფერი არალეგალურია. პოლიცია ამას კრძალავს. ხშირად ყოფილა რომ კანონის წინაშე პრობლემები გვექმნება ასე რომ მზად ხარ ამისთვის?
-მზად ვარ. თავი დაუქნია გოგომ. მის ხმაში სიმტკიცე იგრძნობოდა.
-მაშინ რადგან ასეა დღეს რბოლაზე გამოხვალ. გიუშ აკრიფე ფსონები და შეურჩიე შესაბამისი მოწინააღმდეგე. გასცა ბრძანება.
მაშინვე ყველა ახმაურდა და მსხვილი კუპიურების ტრიალი დაიწყო. ფსონი მანაც გააკეთა და თავის რიგს დაელოდა. რამდენიმე რბოლის შემდეგ მისი რიგიც მოვიდა. მოწინააღმდეგე ვერცხლისფერ მერსედესს მიუჯდა და გვერდით ამოუდგა. გოგოს ჰაეროვანი კონცა გამოუგზავნა და ანიშნა დაგამარცხებო. მან თვალი ჩაუკრა და ღიმილით გახედა ტრასას, რომელიც რატომღაც ჩაბნელებულიყო და ახლა მხოლოდ საკუთარ მოხერხებულობაზე და იღბალზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული.. ძლიერად ჩაჰკიდა ხელი საჭეს და მანქანის პედალს ბოლომდე მიაჭირა ფეხი... ისე მარტივად მოიგო თვითომაც გაუკვრდა.
სერგი შემაღლებული ადგილიდან უყურებდა მის ასპარეზობას. თვალს არ აშორებდა როგორ ეხვივნენ გარს ახალგაზრდები გამარჯვების შემდეგ. როგორ იყვნენ აღფრთოვანებულები მისით და ხვდებოდა რომ მალე ეს გოგო აქ დიდ ამბავს დაატრილიალებდა. მეტიც შეიძლებოდა საერთოდ წაერთმია მისთვის ტიტული რითაც იცნობდნენ. რბოლის მეფეს ალბათ მალე რბოლის დედოფალი შეცვლდა. თვითონაც ვერ მიხვდა საიდან წამოვიდა გულში შურის პატარა გრძნობა რომელსაც გასაქანი საკმაოდ დიდი ქონდა და ნელ-ნელა იზრდებოდა...


სახლში ქურდივით შეიპარა. ფეხსაცმელი და ქურთუკი იქვე დატოვა შესასვლელში.სინათლე არც აუნთია მაშინვე თავის ოთახს მიაშურა ფეხაკრეფით გაიარა მისაღები და კარიც ფრთხილად მიიხურა. რუსას ოთახში სიჩუმე იყო. საბოლოოდა დარწმუნდა რომ ან სახლში არ იყო ან ღრმად ეძინა. მისი ძილის ამბავი რომ იცოდა ახლა ბომბიც რომ აფეთქებულიყო არ გაეღვიძებოდა,
მაგიდის ლამპა ჩართო და ჯიბდან ფული ამოიღო. თვალები შუბლზე აუვიდა როცა დაითვალა. ბევრს ელოდა მაგრამ ამდენი თუ იქნებოდა ვერ წარმოიდგენდა. კმაყოფილს ჩაეღიმა და ბედნიერი მიწვა საწოლზე დასაძინებლად...
დილით მაღვიძარას გამაყრუებელმა ზარმა გააღვიძა. გვერდი იცვალა მაგრამ ის არ ჩერდებოდა. გამოფხიზლდა და საწოლიდან წამოდგა. თვალების ფშვნეტით გამოვიდა ოთახიდან და სამზარეულოში მოფუსფუსე დაქალს მოჰკრა თვალი
-დილა მშვიდობისა ქალბატონო. მიესალმა მაშინვე როგორც კი თვალი მოჰკრა
-დილა მშვიდობისა რუსა. რას საქმიანობ.?
-საუზმე მოვამზადე და მერე ყავა დავლიოთ.
-ჯერ ყავა თორემ ვერ გამოვფიხლდები ასე ხომ იცი
--სად იყავი წუხელ?-ჰკითხა რუსამ და მადუღარა გაზზე შემოდგა
-ვსეირნობდი
-უკვე აკვიატებად გექცა ეს მანქანაც და სისწრაფეც. ისევ ქუჩებში დაჰქროდი აღმა-დაღმა
-გეყო რაა. ეს ჩემი საქმეა, შემეშვი
-რა შეგეშვა ელენე რაა?ვინ გვყავს ერთმანეთის მეტი?ვინ იდარდებს ჩვენზე?არავინ. ისევ ჩევნ თუ არ გავუფრთხილდით საკუთარ თავებს არავინ გაგვიფრთხილდება.
-მორჩი ახლა შენებურ ბებრულ რჩევა დარიგებებს და ეს მითხარი როგორ ჩაიარა შენმა პაემანმა?
-მორიგი იმედგაცრუება. მასაც ისევე როგორც სხვა დანარჩენებსაც მხოლოდ ის აინტერესებთ როგორ შეგიტყუონ საწოლში.
-აჰაა, ახლა გასაგებია რატომ იღრინები.-გაეცინა ელენეს.-მერე შე ქალო დათახმებულიყავი და გაყოლოდი. ქალიშვილი მაინც არ დაბრდები. გაეცინა ელენეს და ყავის ფინჯანს დასწვდა რომელიც იმ წუთას დაუდგა წინ რუსამ
-და შენ რომ დათანხმდი და ყველაფერი დათმე მისი გულისთვის მაგიტომ არ ხარ ეხლა მოგებული და ხელსაყრელ სიტუაციაში. არ დააკლო დაქალმა და როგორც კი ელენეს შეცვლილ სახეს შეხედა მაშინვე გაჩუმდა.
-რატომ ცდილობ ყოველთვის გამახსენო წარსული და ხაზი გაუსვა იმას რომ სულელი ვიყავი და ვიღაცას თავი ისე გავასულელებინე რომ ოჯახიდან მომკვეთეს და დედა ჩემზე ნერვიულობას გადაყვა?
-არ ვცდილობ ელე. მე უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო და დაუბრუნდე ცხოვრებას. არ მინდა რომ საფრთხე შეუქმნა შენ თავს. მინდა რომ მიზანი გქონდეს ცხოვრებაში და წარმატებული და ბედნიერი ქალი იყო. ღამღამობით ცარიელ ქუჩებში მანქანით სიარული არაფერს გიშველის. ყოველთვის არ გაგიმართლებს და წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება მოყვეს ამ ამბავს.
რუსა სახელდახელოდ მოზადებული ყიყლიყოები თეფშებზე დააწყო და ერთი ელენეს დაუდო, მეორე თვითონ და მაგიდას მიუჯდა.
-ნუ ნერვილობ კარგი?არაფერი არ მოხდება მეტი. რაც მოსახდენი იყო ის მოხდა.ამაზე ცუდი აღარაფერი მოხდება.ახლა უბრალოდ მშვიდად მივირთვათ და მერე სამსახურში წავიდეთ. დღეს სამუშაო კვირის ბოლო დღეა და თუ ყველაფერი კარგად იქნება და მალე მოვრჩებით საღამოს სადმე გავიდეთ.
-კი მაგრამ ფული?ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება?
-ფულზე ნუ დარდობ. გვაქვს. ჭამე. ანიშნა ელენემ და გაჩუმდა. უხმოდ სვავდა ყავას და თან წარსულზე ფიქრობდა, როგორი მტკივნეული იყო ბოლო რამდნეიმე წელი და როგრო უნდოდა რომ თვალები დაეხუჭა და რომ გაახელდა ან ცუდი სიზმარი ყოფლიყო ან უბრალოდ დაევიწყებინა....

1 წლის შემდეგ.....

გამომძიებელი ბექა გელოვანი სახლში გვიან დაბრუნდა. ისეთი დაღლილი იყო რომ ჭამის თავი აღარ ჰქონდა. დღეს კიდევ ერთი წარმატებული საქმე ჩაიწერა მის პირად ანკეტაში..გვიანობამდე განყოფილებში მოუწია დარჩენა. დამნაშავის ციხეში გადაყვანაც მოუწია, ახლა კი იჯდა საკუთარ სახლში დივანზე ტელევიზორის წინ და ვისკს წრუპავდა. საინფორმაციო გამოშვება ჩართო და თავი საზურგეზე გადააგდო,თვალები დახუჭა და მშვიდად უსმენდა.
"-მორიგი ავარია თბილისის ცენტრალურ ქუჩებში. ახალგაზრდების დაუოკებელმა სურვილმა სისწრაფისადმი ფეხით მოსიარულეების დაზიანება გამოწვია. დამნაშავეები ადგილიდან მიიმალნენ. საქმე პროკურატურას გადაეცა."
მაშინვე გამოერვა ძილბურანიდან და ყურდღებით მიაჩერდა ეკრანს. ბოლო პერიოდში ხშირად გაუგია ამ ახალგაზრდებზე, მაგრამ ახლა უკვე ზედმეტები მოუვიდათ. რადგან საქმე პრროკურატურამ წაირო იცოდა რომ მასაც დაურეკავდნენ და ზარმაც არ დააყოვანა.
-ბატონო ბექა დილით ათ საათზე თათბირზე გელოდებათ უფროსი. მოკლე წინადადებით შემიფარგლა მდივანი და ზარიც შეწყდა.
გელოვანი ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო გამოძიებელი გახლდათ. ახალგაზრდა ასაკის მიუხედევად საკმაოდ წარმატებული პიროვნება იყო და პესპექტიული სასიძო როგორც მას ეძახდნენ. მაღალი,მხარბეჭიანი, წარმოსადეგი მამაკაცი იყო. ნავარჯიშევი და დაკუნთული სხეული. შავი ფერის თმა და მუქი შავი თვალები ჰქონდა, ზომიერი წარბები და თვალის ჭრილი. ხშირი წამწამები, სწორი ცხვირი და საშუალო სისქის ტუჩები მის სახეზე ჰარმონიას ქმნიდა. მუდმივად გაპარსული ჰქონდა სახე, წვერს არასოდეს არ ატარებდა და მუდმივად კლსიკურად ჩაცმული დადიოდა რაც მის სექსუალურობას უფრო უსვამდა ხაზს და სადაც კი გაივლიდა ყველგან ყურადღების ცენტრში ხვდებოდა...ამიტომ ხალხმრავალ ადგილებს ცდილობდა მორიდებოდა, მაგრამ მისი პროფესიიდან გამომდინარე ეს ნაკლებად მოსახერხებელი იყო..
მშობლები სვანეთში ცხოვრობდნენ და სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. პატარა სასტუმროც ჰქონდათ ოჯახური ტიპის. არც ისე ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ, უმცროსი და ჰყავდა თვრამეტი წლის ანა, რომელიც წელს სკოლას ამთავრებდა. მათ უფროს შვილს კარგი შემოსავალი ჰქონდა,,ამიტომ როცა ქალაქში ოროთახიანი ბინის მფლობელი გახდა, გემოვნებით მოაწყოდა ასაკშიც შევიდა როგორც დედა ეტყოდა,ანუ ოცდაათს მიუკაკუნა მაშინ კი დატრიალდა დედამისი და ახალ ახალ გოგოებს აცნობდა, თუმცა ბიჭის გადატვირთული გრაფიკის გამო ვერავისთვის იცლიდა და გულის სიღრმეში ალბათ ელოდა კიდეც იმ ერთადერთს მის უჟმურ ხასიათს და საშინელ სამუშაო გრაფიკს რომ აიტანდა....

დილით ზუსტად ათ საათზე უფროსის კაბინეტში იჯდა და ელოდა როდის დაასრულებდა ტელეფონზე საუბარს რომ საქმეს გასცნობოდა. როგორც იქნა მისთვისაც მოიცალეს რამდნეიმე წუთის შემდეგ. ლოდინს ხომ ყველაზე ძალიან ვერ იტანდა.
-ალბათ უკვე ხვდები რატომ დაგიბარე ჩემო ბექა. გაიგებდი წუხანდელი ავარიის შესახებ და ისიც გეცოდინება რატომ მოხდა და ვის გამო.
ბიჭმა თავი დაუქნია.
-ხოდა მოკლედ ამ საქმეს შენ გაბარებ, დარწმუნებული ვარ რომ ისეთივე წარმატებით დაასრულებ როგორც სხვა ყველა დანარჩენს და ამათ პარპაშს ბოლოს მოუღებ. გადავირიე კაცი. ამდენი ხანია ასე ჩვენს თვალწინ დაჰქრიან და მათ კვალს ვერ მივაგენით. ამდენი ავარია გამოწვიეს და წუხელ კინაღამ ადამინებიც შეიწირეს. ცოდვაა ხალხი. არშფოთებული საუბრობდა განყოფილების უფროსი
-რა თქმა უმდა ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია და ამ საქმესაც ისეთივე წარმატებით დავასრულებ როგორც სხვა ყველა დანარჩენს.
ბექა წამოდგა, საქაღალდე აიღო. უფროსს დაემშვიდობა და კაბინეტიდან გავიდა.პირდაპირ თავის სამუშაო კაბინეტს მიაშურა. დაქაღალდე გადასალა და მოპოვებულ მასალებს ეცნობოდა. ინფორმაცია არც ისე ბევრი იყო და მაშინვე მიხვდა რომ საქმე არც ისე ადვილი აღმოჩნდებოდა. არც თავი უჩანდა და არც ბოლო.
-შეიძლება შემოვიდე?-მოურიდებლად შემოაღო კარი მისივე ასაკის ყმაწვილმა შემოაღო
-უკვე შემოხვედი იკა. ნებართვა აღარ გუნდა ჩეღიმა მას
-ყავა მოგიტანე , ვიფიქრე მთელლი დღეა მუშაობს კაბინეტიდან არ გამოსულა და ენდომება-ტქო
-მადლობა ძმაო, ნამდვილად სწორად გიფიქრია.
-რა ხდება ახალი საქმეა რამე? ირაკლი წინ ჩამოუჯდა და ინტერესით მიაჩერდა
-წუხანდელი ავარიის საქმეა,
-ვიცოდი რომ მაგ საქმეს ჩვენ შემოგვტენიდნენ,აბა იმათ მაგდენი გაქანება არ აქვთ და ჩვენნაირად ვერ აზროვნებენ. ჩვენ სხვა დონე ვართ. ხუმრობით ჩაეცინა მას
-მორჩი ხუმრობას. წარმოდგენაც არ გაქვს რა რთული საქმეა და საიდან დავიწყო არც კი ვიცი. დამეხმარები??
-შენ რომელიმე საქმეზე გიმუშავია ჩემს გარეშე?აბა რას ვიზავ დაგეხმარები. საიდან დავიწყოთ?
-შენ ქუჩის კამერები შემოწმე, მე კი წავალ და დაშავებულებს მოვინახულებ საავადმყოფოში დავკითხავ, იქნებ რამე გაახსენდეთ, ან იქნებ რამე გამორცათ სხვებს როცა ჩვენებას ართმევდნენ, ახლა მცირე დეტალიც კი მნიშვნელოვანია.
მეგობრები ერთმანეთს განყოფილების გასასვლელში დაემშვიდობნენ და ორივე დავალების შესასრულებლად წავიდა...


-დავბრუნდიიიი. შეაღო სამსახურის კარები რუსამ და მეგობარს მიანათა თავის ცისფერი თვალები.
-რუსააა.-იყვირა ელენემ და მეგობას მოეხვია.-როგორ მომენატრე და როგორ გაიწელა ეს სამი თვე..
-ახლა აქ ვარ და აღარ წავალ. აბა რა ხდება აქ?როგორ ხარ?შენ ისევ გასათხოვარი ხარ გოგო? მიუბრუნდა მოლარეს და გადაეხვია. ზედმეტად მხიარული და პირდაპირი ჩანდა.-აი შენ ისევ ისეთი მსუქანი ხარ? შენ ისევ გამხდარი. რა არის ხალხო არავინ შეცვლილა ამ სამ თვეში? მიმოიხედა მერე ირგვლივ იმედგაცრუებულმა
-არაა ყველაფერი ისევ ისეა. უპასუხა ელენემ. -წამოდი კაბინეტში გავიდეთ და მომიყევი აბა იქაური ამბები. მალე გოგოები ყავას მიირთმევდნენ და ახალ ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს
-ესეთი სასწაულია იქაურობა და ისეთი ლამაზია რომ არ ვიცი. შენ ეს უნდა ნახო.აი ვერ დატკბები სილამაზით. ერთხელ მაინც უნდა წახვიდე სვანეთში.-აღფრთოვანებული ლაპარაკობდა რუს
-ესეგი მოგეწონა იქაურობა?ჰაა აბა ეხლა გამოტყდი რამდენ ბიჭს დაუბრმავე თვალი და მოუკალი გული?-გაეცინა ელენეს. რუსა ჩაფირდა თვალები სასაცილოდა მოჭუტა და მზედა ჭერს გაუშტერა.
-მე რაც ვიცი სულ მცირე ექვსს. დანარჩენმა ეტყობა ვერ მოარწია ჩემამდე
-რა სულელი ხარ. სხვათაშორის უფროსი აღფრთოვანებულია შენით, ძალიან მაგარი დიზაინი გააკეთაო.
-აბა რაა. ეგენი ჯერ ბოლომდე არ მიცნობენ მე. აქ რა ხდება?
-არაფერი ისეთი. მოწყენილობაა შენს გარეშე. და ძალიან გადავიღალე. შენი საქმეც მე დამაწვა კისერზე და შუაღამემდე მიწევდა მუშაობა
-ხოდა შენც მეტი რა გინდოდა გახვიდოდი მერე ცარიელ ქუჩებში იმ შენი დემონური მანქანით და ატეხავდი ერთ ამბავს.
-არაა. გენაცვალე, სანიმუშო მძღოლი ვარ მე. ერთხელაც არ დავუჯარიმებივარ პატრულს.
-ვერ გეწევიან და რას დაგაჯარიმებენ .-გაეცინა რუსას
-მოკლედ ბევრს ნუ ლაპარაკობ. მომეხმარე ეხლა მალე მოვრჩე მუშაობას და მერე სახლში წავიდეთ, გამოვიცვალოთ მოვწესრიდგეთ და სადმე გავდიეთ ვახშამზე რესტორანში ან ბარში.

დღემ უშედეგოდ ჩაიარა. არც კამერებმა და არც დაკითხვამ შედეგი არ გამოიღო. გელოვანმა გაბრაზებულმა მიხურა კარი და მძიმედ ჩაეშვა სავარძელში.
-კარგი რაა. ნუ ხარ ასე. დარწმუნებული ვართ ვიპოვით ხელჩასაჭიდს.
-ჩემი კარიერის განმავლობაში პირველად არის რომ დღე უაზროდ გავიდა და ერთი სამხილიც ვერ მოვიპოვეთ.
-რატომ?აი ხომ ხედავ მანქანის მოდელები დავადგინეთ და ისე როგორ რომ ვერ გამოვიჭიროტთ იცი რას ვფიქრობ ვინმე აგენტი ხომ არ ჩავნერგოთ მათში?
-კარგი იდეაა ეს მაგრამ ჯერ ის მაინც ხომ უნდა გავიგოთ სად არის მათი შეკრების ადგილი. მათ კვალზე უნდა გავიდეთ.
-მაშინ ხვალ ქუჩის აგენტებტან ვიმუშავოთ და ყველა შესაძლო ადგილი დავადგინოთ სადაც ქუჩის რბოლები მართება. დარწმუნებული ვარ მათ შორის რაღაც კავშირს დავადგენთ.
-ეგ ძალიან კარგი აზრია. თავი დაუქნია გელოვანმა.
-მოდი ახლა იცი რა ვქნათ დღეს ისედაც გაავიღალეთ და ბარში გავიდეთ ლუდი დავლიოთ და ცოტა გავერთოთ. არც ერთს არ გაწყენდა.
-სიმართლე გითხრა მე სახლშI წასვლა მირჩევნია.
-ოო კარგი რაა, ნუ იქცევი შენ შინაბერა ქალივით.წავიდეთ.
ირაკლიმ თითქმის ძალით გამოიყვანა კაბინეტიდან მეგობარი და მაინც დაითანხმა გასართობად წასვლაზე.........


-როგორ გამოვიყურები?-სარკის წინ დატრიალდა რუსა დ მერე ელენეს მიუბრუნდა
-შესანიშნავად. გიხდება ეს კაბა მაგრამ მე ვფიქრობ რომ იქ სადაც ჩვენ მივდივართ არღირს ამის ჩაცმა
-კარგი რაა. რა იცი ხოლმე ეს მამაკაცური გასართობების აჩემება.შეცდომით ხარ ქალი შენ. აბუზღუნდა რუსა და გამოსაცვლელად შებრუნდა. ამჯერად შარვალი ჩაიცვა და ზემოდან ღია ფერის პერანგი გადაიცვა. თუმცა კლასაკურ ფორმაზე ბოლომდე ვერ თქვა უარი და მაღარქუსლიანი ფეხსაცმელი არ დაივიწყა.
-ასე ჯობია. გაეცინა ელენეს და გასაღებს დასწვდა. რუსაც უკან მიჰყვა.
-ახლა შენებურად არ გააქროლო თუ ქალი ხარ. გაეცინა მას და კარი მიიხურა.
ბარში რომ შევიდნენ მაშინვე მიიქციეს მამაკაცების ყურადღება. ხარბად დაუწყეს თვალიერება დარბაზში, შორეული კუთხისკენ მიმავალ გოგოებს, თანის ანაზი რხევით რომ მიწევდნენ იქით და არაფრად აგდებდნენ მათ მზერას. მაშინვე მათთან გაჩნდა მიმტანი ბიჭიც.შეკვეთა რომმოსმინა თვალები გაუფართოვდა და ოდნავ დაიბნა კიდეც
-ხო რა იყო?პირველად ხედავ აქ გოგოებს?რას დამდგარარ?მოგვიტანე შეკვეთა და ლუდიც მოაყოლე. შეაფუცხუნა რუსამ და ანიშნა დაგვტოვეო.
-რას ერჩი დაანებე თავი.გაეცინა ელენეს
-აი ასეთ ტიპებს ვერ ვიტან. დაგადგებიან თავზე და ისე სულელებივით იყურებიან თითქოს არ უნახავთ გოგო ამ ბარსი
-იქნებ არ უნახავთ. ნუ იცი ხოლმე შენ ასე.-დატუქსა მან
-ახლა ხო ნახეს. ისე საიდან აიჩემებ ხოლმე ამ კანჭის მენიუს ვგიჟდები რაა.შენში მამაკაცური საწყისები ისე სჭარბობს ხანდახან მეშინია სქესი არ შეიცვალო. დგაეცინა რუსს
-რა სისულელელა. ხომ იცი რომ მე ქალები კი არა მამაკაცები მაინტერესებს. უბრალოდ აქამდე ვერ შევხვდი იმ ერთადერთს და რა ვქნა.
გოგოები გაჩუმდნენ და შეკვეთის მოლოდინში დარბაზს გადაავლეს თვალი. მმათ საპირისპირო მაგიდაზე, არც ისე შორს ორი ახალგაზრდა მამაკაცი შეამჩნიეს. გაცხარებით საუბრობდნენ რაღაცაზე. მათმა ცაცმულობამ გოგოები ყურადღება მიიქცია. სოლიდურად იყვენენ ცაცმულები. ეტყობოდათ რომ მაღარ თანამდებობდებზე მუშაობდნენ. გოგოებმ ხუმრობაც დაიწყეს მათზე...
-რას მიხსნი ერთი ვიცოდე?მე არ ვიცი რომ ქალებში გართობა დ გულაობა არ გიზიდავს. ეუბნებოდა ირაკლი მეგობარს.
-არაა ეგ ჩემი სტილი და რა ვქნა. როცა საწიროა არ ვამბობ უარს ერთ დღიან ურთიერთობებზე მაგრამ მუდმივად ქალებში ძრომიალი ჩემი სტილი არააა.უპასუხა ბექამ
-ხოდა იყავი მასე. შენ არც კი იცი რაზე ამბობ უარს. გაეციან ირაკის დ ალუდის ბაკალს დასწვდა.
-ადრე რამდენიმე წლის უკან შემთხვევით ერთ გოგოს შევხვდი. უფრო სწორად დავინახე. მაშინ ჯერ კიდევ პოლიციაში ვმუშაობდი. რამდნეიმე წამით მოვკარი თვალი მას და მის მწვანე თვალებს და რატომრაც სულ იმ გოგოს თვალები მიდგას წინ. თიტქოს ყველა ქალში მას ვეძებ მაგრამ ვერ ვპოულობ. ვიცი რომ ეს სისულელეა და აკვიატება მაგრამ რაღაცნაირად მას ველოდები. სევდიანად ჩაილაპარაკა ბექამა და დარბაზს მოავლო თვალი. წამით საპირისპირო მაგიდიდან მისი მზერა ერთ გოგონას მზერაას შეეჩეხა და რაღაცნაირად გაუკრთა გულში. მოეჩვენა რომ იქიდან სწორედ ის თვალები უყურებდა რამდნეიმე წამის უკან რომ ასე გულდაწყვეტილი ლაპარაკობდა..



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესო ისტორიაა.მომეწონა
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი ენემი

მაგარიაა მალე გააგრძელე და უფრო დიდი რა :)

 


№3  offline წევრი katiusha

Samwuxarod teledonshi qartuli shrifti ar maqvs rom davwero ase rom,mashin miwevs axali tavis dadeba roca kompiuttertan vxvdebi samushao grafikidan gamomdinare dro cota maqvs:-(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent