სიმშვიდემდე შეშლილი(4)
...ისე გაისმა სიჩუმეში ლექტორის ხმა ინსტიქტურად შევხტი -სიხარულიძე ! აუდიტორია დატოვე -უკაცრავად?- ლამის ამოვიკნავლე..მეგონა მომესმა -გინდა შენი კურსელი ცუდი ექიმი იყოს...კარნახობ! საშუალებას არ აძლევ საკუთარი ცოდნა გამოამჟღავნოს ! -კი მაგრამ მე... -უარყოფ?! თუ არ კარნახობდი მაშინ თიკუნას გავუშვებ ... ხელს გიშლიდა ალბათ -გოგოს გავხედე რომელიც გაფითრებული მიყურებდა. მშვიდად წამოვდექი , ხელები მიკანკალებდა ბრაზისგან. ფურცელს ხელი ვკარი და იატაკზე დავაგდე. სწრაფად გავიარე მანზილი კარამდე,სისხლი თავში მომაწვა,ყურებში საშინელი ხმა ჩამესმოდა. ვეღარ ვარჩევდი სიტყვებს,უბრალოდ იქედან გასვლა მინდოდა. მინდოდა ამ საშინელ არსებას მოვშორებოდი. უზარმაზარი კარი ძლივს გავაღე, თითქოს ძალა სულ მთლად გამომეცალა. როგორც კი დერეფანში გავედი მაშინვე გავიქეცი გასასვლელისკენ, გარეტ ისევ წვიმდა. სწრაფად წავედი გაჩერებისკენ მარშუტში ავედი და პირველივე თავისუფალ ადგილას დავჯექი. ყველაფერი ტრიალებდა ირგვლივ, ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას! ასობით კაცის თვალწინ ასე მომექცა , თან რის გამო! სახლში როგორც კი სევედი მაშინვე საძინებლისკენ წავედი. ისე დავეცი საწოლზე თითქოს უსულო საგანი ვიყავი. მინდოდა გავთიშულიყავი...გონება არ მუსაობდა საერთოდ გაითიშა მთელი ტვინი. თავს დამცირებულად ვგრძნობდი,მე მასწავლებელსაც კი არ გავუგდივარ გაკვეთილიდან არასდროს! საყვედურიც არ მიმიღია მან კი ლექციიდან გამომაგდრო რომელიც გამოცდის ტოლფასი იყო. იმდენად ვიყავი გაბრაზებული იმაზეც კი ვფიქრობდი რომ აღარ მივსულიყავი მის სემინარებზე. მხოლოდ გამოცდაზე და ლექციაზე...იქნებ ლექციაზეც არ შევსულიყავი . დავჯდებოდი წავიკითხავდი საკითხებს გავიგებდი ბავშვებისგან და გამოცდაზე მვიიდოდი. არ შემიძლია...სტრესულია უკვე ის სიტუაცია ჩემთვის.მე კი ამის გადატანა როცა სწავლა და აზროვნება მჭირდება არ შემიძლია. ამისთვის ზედმეტად სუსტი ვარ. არ ვიცი რამდენი ხანი ვიწექი ასე, რამდენ ხანს ვფიქრობდი. მხოლოდ მობილურის ხმამ გამომაფხიზლა და თამუნას სახე რომ დავინახე ვუპასუხე -გისმენ ... -სად ხარ მარიამ? გიგიმ მითხრა ლექციდან გააგდო ანატომიამ და სხვებზე აღარ შემოსულაო -სახლში ვარ... -კარგად ხარ? მოვიდე? -არ მინდა! კარგად ვარ... -გიგიმ თქვა რომ შენს მერე მთელმა შენმა ჯგუფმა დატოვა დარბაზი პროტესტის ნიშნად ... -რაა? -არ უნდა გაეგდო მარიამიო..უსამართლობა იყოო. ის გოგო გასულა პირველი თიკუნა ფეხმძიმე ხო ეგაა... მერე დანარჩენებიც -არ გაუბრაზდა? -არაფერი უთქვამ...-თამუნას ხმა გაწყდა და გიგის გაისმა -მარიკუნა საქეიფოდ მივდივართ დღეს და არ წამოხვალ? ავღნიშნოთ პირველი ჯგუფური გადაწყვეტილება არ გინდა? -დეკანმა რომ გაიგოს იცით რას იზამს? -მაგრად რო გვკიდია არა? წამო რა ...მოგაკითხავთ ბიჭები საღამოს კაი? -მეე არ დამპატიჟებთ?-თამარას ხმა გავიგე -იასნა...აი თამარაც მოდის ხო წამოხვალ ? მარიააამ გთხოოოვ -წამოვალ ... რომელ საათზე მოხვალთ? -რავი რვაზე ცხრაზე... რო დავამთავროთ მეცადინეობა ისე თორე ხვალ მოგვკლავს ჰისტო -კარგიი მზად ვიქნები მე... მისამართს თამუნა გეტყვით -ოოოკ ...გკოცნიიით ყველანიიი საშინლად მშიოდა, წამოვბობღდი სამზარეულოში შევედი ვისადილე.შემდგე ვიმეცადინე და ბოლოს მოვემზადე. დედასთან საუბრის შემდეგ რომელსაც ლამის გული გაუსკდა რომ ვუთხარი ლექციიდან გამომაგდო-თქო.ათასი კითხვა მომაყარა,..სულ აღარ დაგიშვებს თუ როგორ გამოგაგდოოო ... გამოცდა იყო თუ ერთ ნიშანს წერდა მხოლოდო. ბოლოს დამშვიდება დამიწყო როგორც იცის და მითხრა წადი გაერთე ცოტა და დაიკიდეო. ცხრის ნახევარზე გიგი ჩემს სადარბაზოსთან იდგა. მანქანაში თამარა იჯდა და დაბნეული აცეცებდა თვალებს. ვერ გავიგე რა ხდებოდა, მერ ემობილურში რომ ჩაიხედა მივხვდი საიდანღაც რაღაც საოცრებას სწერდა მიშო.სხვა ვერ დააბნევდა ასე ძალიან. რესტორანი სავსე იყო, ჩვენი მაგიდისკენ წავედით. ბავშვები წამოიშალნენ და შეგვეგებნენ. სემდეგ ისე კარგად გავატარე დრო აღარაფერი მახსოვდა. ბევრი მუდარის მიუხედავად სასმელს მაინც არ გავეკარე. ტამარამ ორი ჭიქა დალია წყლუპ ყლუპობით მთელი საღამოს განმავლობაში . ვცეკვავდით , შემდეგ ვიღაც ბიჭები მოვიდნენ მეზობელი მაგიდიდან და ჩვენი გოგონები წაიყვანეს საცეკვაოდ. ესენი ისე უყურებდნენ ლამის ვიფიქრე ჩხუბის მუზაზე არიან-თქო ,მაგრამ შვიდად დასრულდა ყველაფერი. იმას თუ არ ჩავთვლით გასულებს მანქანაზე მიყრდნობილი დაშნიანი რომ დაგვხვდა. უხმმოდ გააღო მანქანის კარი და გვანიშნა ჩავმჯდარიყავით -თქვენთან არის? -მაშინვე გვკითხა გიორგიმ და გიგიმაც გამოგვხედა -ხო ჩვენტან არიან...გიგი გიორგი წაიყვანე ჩვენ გათავისუფლებთ- გავუღიმე დავემშვიდობე და თამარა მანქანისკენ წავიყვანე- არ გაგიჟდე ახლა -მოვკლავ... აქ იყო ხედავ? -აბა როგორ გაატარეთ დრო? - მანქანის დაძვრის შემდეგ მომიბრუნდა მიშიკო -რომ გვიყურებდი ვერ გაიგე?! -მარიამ მთელი უნივერსიტეტი შენზე ლაპარაკობს...პოპულარული გოგო გახდი იცი? -რატომ? რას ამბობენ? -ბევრ რამეს...თუმცა მთავარი შენი ლექციიდან გამოსვლა და მთელი ჯგუფის გამოყოლა იყო. ვინაა ასეთი მთელი ჯგუფი რომ წავიდა მის გამოო -დეკანთან იყო ლექტორი? -არაა... ბავშვებმა გააბაზრეს..სხვებმა . იმას ვაფშე არაფერი გაუკეთებია! -სხვას რას ამბობენ მიშო? -არაფერს საინტერესოს... -თვალი ჩამიკრა და გამიღიმა- დაიკიდეე -წლის დამრიგებელი ! მარიამთან მივდივარ მეც ! მიშოს არააფერი უთქვამს . მე მელაპარაკებოდა და თამუნა გაგიჟდა.ბოლი აუვიდოდა მალე. მანქანიდან მაშნვე აგდავიდა როგორც კი გააჩერა მიშომ . მე დავემშიდობე და უკან მივყევი თამარას. უკვე გვიანი იყო საკმაოდ დავიქანცეთ ამიტომ საწოლში შევწექით და დილამდე არ გავტოკებულვართ. სოფელში არ მივდიოდი,სამეცადინო საკმაოდ ბევრი მქონდა... მთელი შაბათი დღე ჩემთან გაატარა ქალბატონმა. ლექტორს იცავდა და ლამის თმით ვითრიე -კიდევ გიმეორებ კარნახობდი და სრული უფლება ჰქონდა გაეგდე...სხვები ორივეს აგდებენ იმან შენ გაგიშვა იმიტომ რომ... -ხო აი რატომ... -კარგი უნდა შენთვის... სხვას კი არ უნდა აწერინებდე შენს საქმეს უნდა მიხედო -ისე ამბობ ვითომ შენ არ ზიხარ და არ კარნახობ ყველას ვისაც დასჭირდება -ის სხვა ტიპია ... ჩვენთან მაგალითად ვერავინ ბედავს ვერაფერს შენი შესვლის მერე ისეთი ამბები გამოდის. კანკალებენ ... რა გადაწერაზეა საუბარი . რა ქულებს წერს იცი? დგას და კითხვებს სვამს მხოლოდ... ერთი ის იცის თავში თუ რამე არის ისეთი რაც ვერ გაიგეთ ავხსნი თავიდან. თუ გავიგეთ იასნა უნდა ჩავაბაროთ -დამღალე უკვე! ახლა ისიც მითხარი ბოდიში მოუხადეო -ბოდიში რატომ უნდ ამოუხადო... დედა აგინე? დააშავე და დაგიწერს სესაბამის ქულას ...ანუ 0 ჩამოგიწერს ალბათ რა ვიცი. -ან არ დაგვიშვებს ლექციაზე...ან გამოგვლანძრავს ან ახლა ყველას წაკბენს -ვნახოთ მე რა ვიცი ეგ რას იზამს ...რას მოიფიქრებს თავისი მრავალნაოჭიანი ტვინით ...აი ეს რომ გლუვტვინიანი და პრიალა აქ მთელი ფემისფეროები ზუსტად ვიცი! რა უნდა ამ სიცივეში იქ ... ბირჟავიკი ექიმი! ამას ვინ დაამთავრებინა უნივერსიტეტი ვინ აძლევს დიპლომს....სადაა სამართალი - უყურებდა ეზოში მდგომ დაშნიანს და ქოთქოთებდა ჩუმად- ოჰ წაბრძანდა რას აკეთებს- რომ ამოხედა და ტან ტამუნას მობილური ამღერდა მივხვდი ურეკავდა. არ უპასუხა. მერ ემე დამირეკა ისევ უყურებდა ქვემოდან ის ზემოდან ეს... -გისმენ მიიშიკოო -უთხარი ასე თუ მოსწონს ჩემი ყურება ახლოდანაც შეუძლია დატკბეს... -შორიდან ადამიანს გავხარ-თქო უთხარი -ასე ძალიან თუ უნდა თავად ამოვალ ! ორივე გაგიჟდა. მე მობილური მიჭირავს ხელში ისინი ლაპარაკობენ ... -ჯანდაბაში ...ქვესკნელში ლუციფერ! -ზეცაში ანგელოზებთან მირჩევნია ... მაარ შოკოლადები გინდა? -არაა..არ შეწუხდე მაქვს -მოიცა გინდა ამოვიდეს? მაშინ მე წავალ-მაშინვე აიფოფრა -უბრალოდ მე..არ ამოხვიდე-თქო ხო არ ვეტყოდი. უზრდელობა არ იქნება ? საბას მეგობარია უკვე და-ვბლუყუნებ საცოდავად ის კი მალე მიმახრჩობს. თუმცა კარზე უკვე ზარი ისმის ,დაფრინავს დაშნიანი! პირდაპირ გარბის , მე ზედმეტად შიშველი ვარ ასე რომ გავტანტალდე ამიტომ ვიცვამ და თან სწრაფად რომ იმათ ერთმანეთი არ დახოცონ. არ ვიცი რა ხდება ,მაგრამ მშვიდად ზის სამზარეულოში მიშო ,ქალბატონიც იქვე დგას კარადაზე აყუდებული.ამას არ ახსოვს ხო პიჟამაში რომაა გამოწყობილი ? -დილამშვიდობისა მარიამ... -პრივეტ...რა საჭირო იყო ამათი ამოტანა -პირველად ვარ შენთან და ხელცარიელი ხომ არ მოვიდოდი- მშვიდად მეუბნება და თითებს მაგიდაზე ათამაშებს- აბა? ყავას არ დამალევინებ? -კი რა თქმა უნდა... -ჩემთვისაა ეგ - ბურდღუნებს თამუნა და გაბუტული უყურებს როგორ ვანაწილებ მისი ადუღებულ წყალს ჭიქებში . ფინჯანს მაგიდაზე ვდებ. მერე უცებ საუზმესაც ვწყობ და თამარს პირდაპირ მაგიდასთან ვდებ სკამზე. როგორ უყურებენ ერთმანეთს ან აქვე უნდა ჰქონდეთ პირველი ღამე ან ყელი გამოჭრან ერთმანეთს, დასწრებაზეა ეს უკანასკნელი.მე ჩემი წვენით ვჯდები შუაში და რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ თვალებს ვატრიალებ -ახლა ასე უნდა ისხდეთ? -ამის მეგობარი შენ ხარ და ეჭუკჭუკე - თამარა მიცხადებს,ამას გავცლი თმებისგან ...გამახსენეთ რომ წავა დაშნიანი. -მაინც შენთან სასაუბროდაა მოსული -ნწ ნწ ნწ საკუთარ დაქალზე რომ ეჭვიანობ ნუთუ არ გრცხვენია-თავს აქნევს მიშო და თამუნას ბოლი ასდის -ნამდვილად ვეჭვიანობ! გეთანხმები... მართმევ აშკარად მეგობარს .სულ არ მინდა შენნაირთან მეგობრობდეს,სადაც საბა მიიზიდე მარიამი როგორ შეგეწინააღმდეგება ეს ზე კომუნიკაბელური და გულღია გოგო ! ბარემ ყველა ჩემს მეგობარს და ნაცნობს მოაწონე თავი -რა გავაკეთო შენებს თუ სასიძოდ მოვეწონე ...ჩემი ბრალია? -რაო? ვინ ჩემებს...მეტი საქმე არ აქვთ რა ! -დამშვიდდი ახლა...არ აიფოფრო. ხო თქვი შენი ცქერა მინდაო ხოდა მოვედი გაჩუმდი და მიყურე -იდიოტო ! ხისთავიანო სვანო, ყეყეჩო ... დემონო,ტირანო - ლუღლუღებს და მაგიდას ეყრდნობა, თვალბს კი ვუბრიალებ ,მაგრამ სულ ვერ ამჩნევს როგორ ვანიშნებ ბურთები დამალოს. მიშო მაინც ისე უყურებს თითქოს ნახევრად შიშველი არც არის. მისი თიტების დანახვისას ლექტორი მახსენდება...ისიც ასე ათამაშებს თითებს მაგდიაზე... ის დღე გამახსენდა“ახლომხედველი გახდები...“ იდიოტი! ახლომხედველი გავხდები თურმე“ -მარიამ აქ ხარ? რა დაგემართა გოგო - თამუნა ხელს მიტრიალებდა სახის წინ და წარბებაწეული მიმზერდა -არაფერი ჩავფიქრდი უბრალოდ... -რაო მაგ ფიქრმა მერე...შეგიშვებს ლექციაზე ვითომ? -მიშო ყავას სვამს და ქვემოდან მიყურებს. -ოჰ ამან ყველაფერი რომ არ იცოდეს ისე როგორ შეიძლება...შენ მისტერ ლექტორსაც იცნობ შესაძლოა ! არ გინდა საქმე ჩაგვიწყო ბრატ? -არ ვიცნობ... -აჰ შენ მხოლოდ ქუჩის ბიჭებს იცნობ...ეს შეცდომა როგორ დავუშვი -ჩუმად საუბრობს და ირონიულად იღიმის. მიშო ისევ აიგნორებს, არაფერს პასუხობს და მე მიყურებს -შემიძლია გავიცნო...თუ ზედმეტად შეტოპავს. თამროს სმენია როგორი კომუნიკაბელური ვარ- თამარას უყურებს და თვალს უკრავს.ის კი წითლდება და ბრაზდება -თამრო არ ვარ მე ! -გემრიელი ყავა იყო..გმადლობ მარიამ!- მშვიდად დგება და გასასვლელისკენ მიდის. -როგორ მოხდა რომ მოიფიქრე წასვლა- სანამ მე მივყვები თამარა ოთახიდან ეძახის -დაკავებული ვარ შაბათ-კვირას შენგან განსხვავებით თამრო - ისე ეუბნება არც უყურებს. კარსი რომ გადის მერე ბრუნდება და ზემოდან დამყურებს- ვერ ვიტან ამ სიტყვებს,მაგრამ შენ ვიცი სწორად გაიგებ . უბრალოდ როცა მიხვდები რომ პრობლემა გაქვს და ვერ აგვარებ შემატყობინე -იმედია არასდროს მექნება მოუგვარებელი პრობლემა ... -იმედია ...მაგრამ მაინც შემდეგ წავიდა . მე კი ქალბატონთან გადავინაცვლე. მისი დამსახურებით მხიარულად გავატარე შაბათ-კვირა. ვიმეცადინე კიდეც და მოვემზადე დაძაბული ორშაბათისთვის. შაბათ კვირას საერთოდ არ გამოჩენილა მიშო ჰორიზონტზე, სახლშიც არ იყო მგონი. მხოლოდ კვირა საღამოს მოვიდა .თამარა რაფაზე იყო შემომჯდარი და ლამის ხტუნვა დაიწყო რომ დაინახა მანქანა -მოვიდააა....ის რეგვენი მობრძანდა . საავადმყოფოს ფორმა აცვია თუ მე მეჩვენება მოდი აქ- უცებ დამიძახა და მეც მივედი .მწვანე შარვალი და ზედა ეცვა, ხელში ჟაკეტი ეჭირა და ნელა მიდიოდა სადარბაზოსკენ. აშკარად დაღლილი იყო - საავადმყოფოში იყო ვითომ? -მორიგე იყო ალბათ ... -უხდება არა? თეთრი ხალათი უფრო მოუხდება...რომ ვბორავ მისმენ? -უხდება კი ნამდვილად... -ოო რატომ იცინი ასე -აღიარე რომ მოგწონს... -ხომ ვაღიარე უკვე -რაღატომ ეჩხუბები სულელი ბავშვივით . გინდა მაინცადამაინც გააგიჟო? რა სისულელეს აკეთებ ხვდები? -მემილიონეჯერ მიმეორებ მაგას... რამდენჯერ უნდა გიპასუხო რომ თავისთავად ხდება ეს და ვერ ვივიწყებ მის ხასიათს ,არაფერს ცვლისი მისი ჩემთან ქცევა. ის არაა ასეთი ტკბილი და მომთმენი -ზოგჯერ მოთმენა ძნელია... ყველასგან რომ გამოირჩევი უნდა გიხაროდეს -ისე მარიგებ თითქოს შენ ჩემს ადგილას სხვანაირად მოიქცეოდი...არა ასე არ ესაუბრებოდი პირდაპირ მოშხამავდი და მიგაკლავდა სადმე ნამდვილად. ეგ არ აგცდება ისედაც უბრალოდ მისტერ ლექტორის მსხვერპლი იქნები და არა ჩემი დემონის -შენი დემონი ... -ნუ დამცინიი ისე წამომცდა რას მეკიდები ერთ სიტყვაზე უუჰ - იბუსხება და მინას ადებს თავს- გამოჩნდა... იხდის?- ისე მიიწია კიდევ კაგრი ფანჯარა საიმედოდ მაქვს დაკეტილი თორემ იფრენდა მეცხრედან-ასე კარგად რატომ ჩანს? -საერთოდ არ ჩანს ნუ გამაგიჟე შენ როგორ უყურებ ...მე აივანზე როცაა მხოლოდ მაშინ ვარჩევ სახეს ფანჯარაში სად ხედავ -სააბაზანოში შევიდა -ბარემ ადი მასთან და ახლოდან უყურე...ნება დაგრთო ბიჭმა მაინც -აუუ ყელს გამოგჭრი იცოდე -მიშიკოს ემსგავსები ხედავ? როგორ მემუქრები - ცრემლი შვეიმშრალე რომელიც არ არსებობდა და ის გიჟი პირდაპირ თავზე დამახტა . ბალიში მომიქნია და ლამის ჩამმარხა საწოლში-ააააააა თამარა ნუ ძალადოობ თამარააა....ნამდვილი ველური გახდი თუ ხედავ ვაიმეეეე რა ჯანზე ხარ გოო -სიცილს და კივილს ერთმანეთს ვურებვდი ბოლოს მომშორდა და საწოლზე დაემხო -დამპალოოო -დამპალოოო- გავაჯავრე და არეული თმა უარესად ავუჩეჩე- გადმო რა ჩემთან თამარა... -ნწ... მარტო მინდა მივეჩვიო ყოფნას. ასე მირჩევნია! ვცდი და თუ ვერ გავძლებ გადმოდი შენ -მეე? -ხო აბა მე აქ ვერ გავძლებ...ვერ ვსორდები ფანჯარას ხომ ხედავ...გადავვარდები ერთხელაც ან გავექანები და ჩავუსახლდები სახლში. შეიძლება სიყვარულიც ავუხსნა რაღაც მაზოხისტური ჩნდება ჩემში -აჭარბებ გეფიცები -არ ვაჭარბებ! შემდგე წავიდა... მე კი მეორე დღისთვის მზადდება დავიწყე. ძლივს დავიძინე, მარტო დარჩენილს შიში მომერია. ათასი რამ ვიფიქრე...ბოლოს კი დადგა ანატომიის ლექციის ჯერიც! ყველა დერეფანში იდგა ,ზოგი ეწეოდა, ზოგი კევით ირთობდა თავს.ზოგიც წრეებს არტყავდა ბოლოს გიორგიმ წამოიძახა -ბოლოს და ბოლოს შევიდეთ თუ არა...ვერ გავიგე -რომელიმე შევიდეთ და გავიგოთ გვიშვებს ლექციაზე თუ არა -ვინ შევა? - ყველა ერთმანეთს უყურებდა. ბოლოს მე გამომხედეს ,ვიცოდი ველოდი რა თქმა უნდა ვალშიც კი ვიყავი ჩემ გამო გაეხვნენ შარში. -ცოცხალი თუ ვერ გამოვედი ჩემს გორილა ძმას უთხარით რო მაგრად მიყვარს ...მშობლებს გადაეცით რომ მომენტრებიან და თამუნას უთხარით ჩემ გამო უფრო მაგარი გახდეს ყველგან და ყველაფერში - ჩუმად ჩავიბურტყუნე,მერე ბავშვები რომ დაიგრუზნენ და სერიოზულად მიირეს გავიკრიჭე და სანამ მომკლავდნენ კაბინეტისკენ წავედი. კარი გავაღე და შევედი. ფანჯარასთან იდგა და ვიღაცას ელაპარაკებოდა. ერთი წუთი დამელოდეო მანიშნა და მეც იქვე გავჩერდი. გაბრაზებული იყო, ვიღაცას ლამის უყვირა მე ხომ გითხარითო ეუბნებოდა, ახლა ჩემი პრობლემა აღარ არის და ბატონმა შალვამ იზრუნოს მე აღარ შემაწუხოთო და სწრაფად გაუთიშა. მერე მობილური ჯიბეში ჩაისურა და შემობრუნდა -დანარჩენები სად არიან?-მაჯაზე მორგებულ საათს რომ დახედა წარბები მაღლა აზიდა -გვრთავთ სემინარზე დასწრების ნებას? -პროტესტის გამოვლენის უფლება ყველას აქვს,მითუმეტეს ცივილიზებული გზით! ყველაფერს თავისი საზღაური აქვს და მგონი ამდენი საუბარი არ უნდა მჭირდებოდეს მარიამ... გელოდებით - სკამზე დაჯდა და ხელით მანიშნა გადი და მოიყვანე ბავშვებიო. ყველა მშვიდად შელაგდა ოთახში და თავიანთ ადგილებზე დასხდნენ. მე ისევ წინ ვიყავი და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით პირისპირ -ვინაიდან კოლოქვიუმი არ დაწერეთ ყველას შესაბამისი შეფასება გაქვთ ცარიელ ფურცელზე იცით რომ ნული იწერება! მიუხედავად იმისა რომ ქალბატონ მარიამს ბოლო ორი საკითხის გარდა ყველა ეწერა ალბათ ხვდებით რომ მასაც ნული აქვს. არ ვიცი სხვები როგორ იქცევიან, არც მაინტერესებს რადგან მე მხოლოდ ანატომიის სწავლებაზე ვაგებ პასუხს და ჩემს ლექციებზე სრული უფლება მაქვს ჩემი წესებით ვიმოქმედო. ახსნა -განმარტებებს ვერ ვტან ,არ მეგონა თქვენთან ამის თქმა თუ მომიხდებოდა საერთოდ. წესით ისედაც უნდა იცოდეთ რომ კარნახი ,მითუმეტეს წერის დროს დანაშაულია! ჩემთვის კი მოკარნახეა დამნაშავე ! იმედია გასაგები იქნება დღეიდან... ინფორმაციას მარტივად ავრცელებთ ასე რომ სხვებსაც გადაეცით - ბოლოს დაამატა ,ირონიულად ჩაიცინა და ვიღაცას სტყორცნა მზერა ბოლო მერხისკენ. - ახლა საქმეს დავუბრუნდები... დრო რადგან წაგართვით საუბრის გამო დასვენების ხუთ წუთს დაგიმატებთ ... ძვლოვანი სისტემა მთლიანად დავასრულეთ და ამჯერად ტესტები მაქვს თქვენთვის - მაგიდიდან ფურცლები აიღო და ჩემ გვერდით მჯდომს მიაწოდა დასარიგებლად- როგორც იცით ერთ კვირაში პირველი შუალედური იწყება ... ამ კვირაში შუალედურის რეპეტიციას გავივლით - მაგიდაზე ოდნავ ჩამოჯდა და ფეხები გადაიჯვარედინა. ხელებით ხის ზედაპირს დაეყრდნო ,თითებს ათამაშებდა და ბავსვებს უყურებდა- დაიწყეთ ! ხუთი წუთი გონების მობილიზებისთვის დამჭირდა. კითხვებს თვალი გადავავლე. 50 ტესტი იყო . იმ საკითხებიდან დავიწყე რომელიც კარგად მახსოვდა ბოლოს ისინი მოვიტოვე რომელიც მეეჭვებოდა და როგორც იქნა დავასრულე დიდი ტვინის ჭ....ტვისა და საწყალი ფანქრის წამების შემდეგ. მეგონა დიდი დრო იყო გასული,თურმე ყველაზე ადრე დავასრულე -დავასრულე... -მომეცი -.წამოიწია და მაშინვე ამართვა ფურცლები.მეოთხე ფურცელზე გადავიდა პირდაპირ და კითხვა დაიწყო . მხოლოდ რამდენიმეს გადაავლო თვალი შემდეგ ამომხედა და ალბათ ისე ვიყავი გაწითლებული ,თმაგაწეწილი ტუჩებშორის ფანქრით მომავალი ექიმის იერი ნამდვილად არ მექნებოდა. ყოველთვის როცა სწრაფად ვაკეთებ რამეს, ან ვღელავ, ბევრს და ჩქარა ვსაუბრობ ლოყები მიწითლდება. ზედმეტად თეთრი ვარ-თქო ვერ ვიტყვი არ ვიცი რაღაც ისეთი ფერის კანი მაქვს საოცრად მემჩნევა სიწითლე. ბავშვებმა მალე დაასრულეს, ზოგი ბოლომდე წერდა და ბოლო წამზე დადეს ნაშრომები. ისვე პირველმა დავტოვე ოთახი და ახლა იმაზე ფიქრებში ვიყავი სწორი პასუხები მეწერა თუ სისულელეები მოვჯღაპნე. რამდენიმეში ვერაფრით გავიხსენე ზუსტი პასუხი და ვიცი ტყუილები მეწერება. ნეტავ როდის გვეტყვის ქულას... იმდენჯერ გადავიმეორე მთელი ძვლოვანი სისტემა ლამისაა ღამეც დამესიზმროს...ვინმემ რომ წამომაგდოს და მკითხოს ნებისმიერ ძვალსმოვუყვები. დღის დარჩენილი ნაწილი მხიარულად გავატარეთ,ბავშვები აღარ ღელავდნენ და ლაზღანდარობდნენ როგორც ყოველთვის. ყველა ლექტორმა იცოდა ჩვენი ლექციის დატოვების შესახებ და რომელიმე მონაკვეთში მაინც იწყებდნენ ამ თემაზე საუბარს. ყველა ამატებდა ეტყობა ახალი რომ არის და გამოცდილება არ აქვს თორემ დეკანთან უნდა ეყურყუტებინეთო... პატარაა ჯერ და ისევ სტუდენტი ჰგონია თავიო ზოგმა განაცხადა. ზოგმაც ლოიალურია იცის რა რტულია სტუდენტობა გუშინ იყო სტუდენტიო ...ისე ამეშალა ნერვები ლამის ყველა გამოვლანძღე. რა უფლება ჰქონდათ რომ ლანძღავდნენ,ჭორაობდნენ და თან ზურგსუკან. მათ ათასჯერ სჯობს ახსნის ,გამოკითხვის და საერთოდ ლექციის წარმარტვის სტილით. მერე რა თუ სისხლს მიშრობს,როგორც ლექტორს ვერცერთი შეედრება! -აუუ არ გაატ*** ტო ვითომ თითონ ატარებენ უკეთესად ლექციებს! შპიონები რომ არიან უსწორდებათ! ტიპმა ჯიგრულად გაგვიტარა და ამათ არ მოტ** ტვინი? - ზურა იძახდა ბიჭებთან იყო მაგრამ ჩვენს იქვე ვიყავით-იზვინი გოგოებო რა პროსტა მაგრა მომაწვა -თქვენ რას იტყვით ძევაჩკი?- გიგიმ წარბები აგვითამაშა- საკაიფოდ გაგვიტარა არა? მიუხედავად იმისა რომ არ უნდა გაეგდო მარიკუნა...რას იტყვი მარო? -ექიმობას აპირებ შენ თუ ჟურნალისტობას..რა გამოკითხვებს ატარებ!- თავი ვერ შევიკავე და მოვშხამე -რა გითხარი ასეთი რამ გაგაბრაზა ტო -შენ არაფერი! უბრალოდ ვერ ვიტან უსამართლობას. ის ადამიანები რომ აკრიტიკებენ სხვებს რომლებსაც ყველაზე ნაკლებად აქვთ ხმა ამოსაღები! გულისამრევია ეს სიტუაცია...თავად მხოლოდ დავალების მოცემა იციან ორ სიტყვას გადმოგვიგდებენ ახლა საჭორაო თემა მიეცათ და იქავებენ ენას ! აი ამათაც... ჭორიკნების ბრბო ნეტავ სამეცადინო მაინც თუ არ აქვთ ერთ კვირაში გამოცდებიე წყებათ და იმაზე საუბრობენ რაც საერთოდ არ ეხებათ ! - ირგვლივ მყოფ სტუდენტებს გადავხედე და საუბარი განვაგრძე. დერეფანს მივყვებოდი ხმას ძლივს ვაკონტროლებდი , ვგრძნობდი როგორ მეჭიმებოდა ყელზე ძარღვები.კონტროლი დავკარგე...მერე რა რომ არ მიყვირია და არავის მოუქცევია ყურადღება ჩემს გვერდით მყოფების გარდა! ეს ყველაფერი არ უნდა მეთქვა არ იყო საჭირო ჩემი დამოკიდებულების გასაჯაროება ! მითუმეტეს როცა იმ კაცს ვიცავდი ვინც ჩემგან ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა ამას. -დამღალა ამ სიყალბემ ! მაპატიეთ უნდა წავიდე- ხელი დავუქნიე სანამ რამეს მეტყოდნენ და წინ გავიჭერი. სახლში მისული შოკოლადებით დამშვიდებული ,შხაპმა უფრო კარგ განწყობაზე მომიყვანა ,სიმღერის თანხლებით სახლი დავალაგე. შემდეგ მაგიდასთან მოვკალათდდი და მეცადინეობა დავიწყე. მართალია უკვე იმდენი მასალაა თავი მისკდება, მეზარება და ცუდადაც ვხდები,მაგრამ სხვა ყველაფერი მავიწყდება და კარგიცაა ერთი მხრივს. საწოლთან რომ მივაღწიე გათიშულს დამეძინა. მე ხომ ერთდაერთი ადამიანი ავრ დედამიწაზე რომელსაც დაგვიანება არ შეუძლია. ისე ღრმად ჩამეძინა ლექციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გამეღვიძა. საათს რომ შევხედე წამოვფრინდი,საბანში ფეხი ამებლანდა, ერთი ფეხი იატაკზე დამრჩა მეორე ჰაერში საბანთან ერთად. ბოლოს იმდენი მოვახერხე იატაკზე გავიშხლართე საბანში გახვეული და ლამის იქვე განვაგრძე ძილი. მერე გამახსენდა პირველი ფიზიკა მქონდა და ცოცხლად გამატყავებდა ბატონი მერაბი რომ დამეგვიანა. გული გამიჩერდებოდა, რადგან დაგვიანებას ვერ ვიტან ! მეზიზღება... სწრაფად ამოვიცვი შარვალი, კედები , მაისური გადავიცვი . ცალიხ ელით პირს ვიბანდი ცალით კბილებს ვიხეხავდი და ბოლოს გზაში ვიცვამდი ქურთუკს და ვკრავდი ჩანთას. სირბილით გავუყევი გზას და კიდევ კაგრი მაშინვე შევფრინდი ავტობუსში. შემდეგ სირბილით წავედი შენობისკენ და ბოლოს რომ დავჯექი მივხვდი ხუთი წუთით ადრე ვიყავი მისული და გადამეორებასაც მოვასწრებდი სუნთქვას თუ დავარეგულირებდი -რა დაგემართა მარიამ? ხო მშვიდობაა -მე..კი კი რა არი? -ისე სუნთქავ ან კაცს გამოგაცალეს ან ძაღლები მოგდევდა ავჩალკის ჯიშის ხუთი - ლოგიკის შემქმნელი,აღმომჩენი და მფლობელი ბატონი რეზი იყო ეს! -აუუ შე ჩემა კაცის გამოცლა რაღა იყო - ახარხარდა გიორგი გოგოებიც კისკისებდნენ-არითმია აქ იქნებ რა იყო ბიჭო სულ რა მაგაზე ფიქრობ შენ მერაბი შემოვიდა და დაიწყო... არც გვისმენდა ნორმალურად რას ვლაპარაკობდით პირდაპირ წერა ნიშნები. არა ფიზიკაში ნამდვილად საოცარ ცოდნას ვიღებთ! უდავოა... ანატომიაზე რომ შევედით მონიტორი ყველაფერი ჩაბნელებული იყო და ეკრანი ეკიდა კედელზე . პატივცემული მაგიდაზე იყო შემოსკუპული ნახევრად და გველოდა. ზედმეტად კარგ ხასიათზე იყო, ისე გამიღიმა რომ მივესალმე ლამის იქვე ჩამოვდნი და ჩამოვიღვენთე -აბა სწრაფად მოეწყვეთ....დღეს ფილმს ვუყურებთ -რაა?-ყველა ოვაციებში იყო სანამ ძვლები არ დაინახეს-აუუ ესაა ფილმი პატივცემულო? -კიდევ ერთხელ დააკვირდებით ყველა ნაწილს... შესანიშნავი ვიდეოებია ...ვინც ჩემი ახნის დროს ვერ დაინახა ძვლაზე ნაწილები აქაა ყველაფერი მკაფიოდ ! ვისაც მოსმენა არ შეუძლია ან ჩუმა დუნდა იყოს და შეყვარებულს ეჩათაოს გავიდეს ... ახლავე. არავის გინდათ გასვლა? როგორი ახალგაზრდები ხართ პირდაპირ ვგიჟდები...ჩემთვსი რომ ვინმეს ეთქვა წადი შეყვარებულთანო ხო გავიქცეოდი სირბილით იმ წამსვე თქვენ კიდე არ იცით როდის უნდა გახვიდეთ და როდის უნდა დარჩეთ- ეს რომ თქვა გადმომხედა და თავი გვერდით გადახარა. დროზე გასწორდი თორემ მაგ ყელზე ისე გიკბენ 32 კბილი გაჩნდეს . თვალებს აჟუჟუნებს...ოჰ სეყვარებული ჰყოლია ბატონს! ახლაც ჰყავს ალბათ..იქნებ საცოლეც ჰყავს. ბეჭედი არ აქვს იმ ლამაზ თითებზე,მაგრამ შეიძლება ცოლიც ჰყავს და უბრალოდ ბეჭედს არ ატარებს! მისი შესაფერი ქალი დადის ნეტავ სადმე? რაზე ვფიქრობ ...სულ გავგიჟდი...გადავირიე ჯობს მოვუსმინო და დავიმახსოვრო ყველაფერი თორემ გული მიგრძნობს გამოცდაზე ჩავფლავდები! მაგიდაზე იდაყვით ვარ დაყრდნობილითავი ხელისგულზე მაქვს ჩამოდებული და ისე ვუყურებ ეკრანს. ჩემ გვერდით თავისუფალი სკამი იწევა და ლექტორი ჯდება. ისაა თიტქმის ზურგს უკან მიზის ისე ვარ შებრუნებული და გადახრილი მაგიდისკენ .ისიც ეყრდნობა მაგიდას და იმდენად ახლოსაა რომ მისი ფერი ჩემსას ეხება. სუნთქვას ვგრძნობ სადღაც ყელთან მეფრქვევა და გონებას მიფანტავს. წამით მგონია რომ ჩემკენ იწევა და ღრმად ისუნთქვას სურნელს...მომეჩვენა ,მოჩვენებები დამეწყო.ისეთი შეგრძNება მაქვს თითქოს ეკლებზე ვზივარ . ერთი სული მაქვს როდის გავალ, სუნთქვა მეკვრის. ქურთუკს ფრთხილად ვიხდი და ისე ვიქცევი თითქოს ვერ ვამჩნევ მის იქ ყოფნას. ეს განათებაც ისეთ გარემოს ქმნის თავი ბარში მგონია, სიმღერა და სასმელი გვჭირდება მხოლოდ. ხერხემალში ნემსები მესობა, რომ არ გავსწორდე ცუდად გავხდები.ამ პოზაში ჯდომა უკვე აღარ შემიძლია. სკამის საზურგეს ვეყრდნობი და მხრებში ვსწორდები. ის ისევ ისე ზის, ეკრანისკენ შებრუნებული და წინ გადმოხრილი .ფეხები მაგიდის ქვეშ აქვს შეწყობილი, ერთი ხელით ხის ზედაოურს ეყრდნობა მეორე სკამზე აქვს ჩამოდებული . ეკრანს ვუყურებ ის კი მე ! ამდვილად მე მიყურებს, ვგრძნობ და არ მეჩვენება. იმდენად უხერხულად ვგრძნობ თავს ,აღარც კი ვიცი რა ხდება, რის გამოა ასე.ალბათ თავი მაქვს აჩეჩილი, ისე სწრაფად გამოვვარდი დილას თმის დავარცხნა ნრომალურად ვერ მოვასწარი. იქნებ სახეზე მაცხია რამე ... ან იქნებ ბლუზა მაცვია არასწორად. კარგად მახსოვს რომ გადავიცვი სწორად იდო... რომ გადავიცვი ჯანდაბა! არ არსებობს.შეუძლებელი წარმოუდგენელია. მე ეს არ დამემართებოდა ამ ყელიან, ტანზეგამოყვანილ ზედაში ლიფს აუცილებლად ჩავიცვამდი. რატომ ! რატომ? ! რატომ გაქვს სკლეროზი! ფილმი რომ სრულდება წამსვე ნატდდება ოთახი. ჩემს გვერდით მჯდომი არხეინად დგება და ბავშვებს ემშვიდობება. მე რა ჯანდაბა მემართება დავეჭედე სკამზე? ძლივს ავეფხიკე, ქურთუკი სწრაფად მოვიცვი , ჩანთა მხარზე მოვიგდე და ის იყო უნდა გავსულიყავი მკლავზე რომ შემომეხვია მისი თითები -მოიცადე ... -გისმენთ - თავი არ წაიქციოოო სიხარულიძეეე მყარად იდექი იცოდე. გაუღიმე,თვალები უჟუჟუნე აი ასე.თითქოს არ განაღვლებს,თითქოც გული არ მიგდის მისი შეხებისას, არც მკერდი მოძრაობს ასე სწრაფად და არც გულისცემაა ასეთი ხშირი -რამე უნდა გეთქვათ? იცით მე ლექცია მაქვს და თუ სასწრაფო არ არის- არ გაჩუმდე ილაპარაკე, ასე უფრო არ დაიწვები,მეტი სილაღე ჩართე მარიამ აი ასეე კარგი გოგო ხარ. ხელს მაჯიდან ქურთუკის შიგნით მიაცურებს, სად მიდის. ღმერთო ცუდად ვარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.